ქართული საბრძოლო ხელოვნება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული საბრძოლო ხელოვნება |
Kabo |
Feb 23 2009, 04:37 PM
პოსტი
#301
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 30-January 08 წევრი № 3,805 |
|
zegardeli |
Feb 25 2009, 10:24 AM
პოსტი
#302
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 198 რეგისტრ.: 9-February 09 წევრი № 6,471 |
დიდათ მომხიბლა ამ თემამ. მისასალმებელია ასეთი თემის გახსნა ამ ფორუმზე. მინდა გთხოვოთ ვისაც რა თქმა უნდა ხელგეწიფებათ, შეგიძლიათ დადოთ უფრო მეტი სურათები თქვენი პირადი იარაღებისა ან საერთოდ ქართული იარაღებისა??? მომწონს ისიც, რომ საბრძოლო ხელოვნებას მშობლები თავიანთ ბავშვებს პატარაობიდანვე ასწავლიან. მართალია დღეს ჩვენი მტერი ხმალ-სატევრით არ მოდის, მაგრამ ადამიანი თუ თავიდანვე მიეჩვევა და ეხსომება ის, რომ სამშობლოს დაცვა უნდა ეს ძალიან კარგია. ამ თემაში ამის მერე უფრო ხშორად შემოვიხედავ და ჩემს შეკითხვებს დავდებ და ვიმედოვნებ, რომ პასუხებსაც მოვისმენ კომპეტენტური ადამიანებისაგან. ბარემ აქვე დავდებ პირველ შეკითხვას და თუ რაიმეს შეცდომით ვამბობ ნუ გაგიკვირდებათ, რადგან ჯერ ერთი უცხოეთში ძალიან დიდი ხანი ვცხოვრობდი და მეორეც, ძალიან ცუდად ვიცნობ ქართულ იარაღს.
--რა სახის ხმლები არსებობს და ვიცით თუ არა მათი სახელები? (მე ვიცი: გორდა, დავითფერული.) --რა სახის სატევრები არსებობს და ვიცით თუ არა მათი სახელები? --რა სახის თოფები არსებობს და ვიცით თუ არა მათი სახელები?(მე ვიცი: სიათა, ხირიმი, მაჭახელა). --რას ნიშნავს "ბაწარაული"? |
Belief |
Feb 26 2009, 03:11 PM
პოსტი
#303
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 429 რეგისტრ.: 17-February 09 მდებარ.: ar MesRolot Ilia Var წევრი № 6,512 |
მე მაქვს რუსი ელჩის მიერ აღწერილი საქართველოს საბრძოლო ხელოვნება დაახლოებით 18 საუკუნეში ანუ და ვისაც გაინტერესებთ შემიძლია დავწერო.
-------------------- მამული,ენა ,სარწმუნოება !
|
noemberi |
Feb 28 2009, 01:41 AM
პოსტი
#304
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 28-February 09 წევრი № 6,570 |
|
subterranean |
Feb 28 2009, 01:46 AM
პოსტი
#305
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,908 რეგისტრ.: 21-September 07 წევრი № 2,804 |
ძმაკაცები მყავს ხრიდოლში მრავალგზის ჩემპიონები
|
noemberi |
Mar 1 2009, 11:17 PM
პოსტი
#306
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 28-February 09 წევრი № 6,570 |
|
Kabo |
Mar 17 2009, 11:11 PM
პოსტი
#307
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 30-January 08 წევრი № 3,805 |
|
Kabo |
Mar 19 2009, 06:12 PM
პოსტი
#308
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 30-January 08 წევრი № 3,805 |
|
Kabo |
Mar 30 2009, 12:39 AM
პოსტი
#309
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 30-January 08 წევრი № 3,805 |
|
Kabo |
Mar 30 2009, 11:41 PM
პოსტი
#310
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 30-January 08 წევრი № 3,805 |
31 მარტს, 12:30წთ. უყურეთ გადაცემა "ცხოვრება მშვენიერია"-ს განმეორებით ჩვენებას |
Kabo |
Apr 1 2009, 06:15 PM
პოსტი
#311
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 30-January 08 წევრი № 3,805 |
|
B A K A R I |
Apr 2 2009, 05:01 PM
პოსტი
#312
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 2-April 09 მდებარ.: tbilisi წევრი № 6,767 |
-------------------- სიბრძნე, სიმართლე, ძალა!!!
|
Kabo |
Apr 15 2009, 11:10 PM
პოსტი
#313
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 30-January 08 წევრი № 3,805 |
|
Lashab |
Apr 16 2009, 08:54 AM
პოსტი
#314
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 561 რეგისტრ.: 24-December 08 წევრი № 6,157 |
რატომღაც ჩინური მირჩევნია... ასევე ტაილანდურიც(თაი ჩი), ახლახანს მომეწონა...
-------------------- "ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)
"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8) |
guest |
Apr 16 2009, 01:37 PM
პოსტი
#315
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ამ საკითხზე ძალიან კარგი პოსტინგებია არმი.ჯის ფორუმზე შესაბამის თემაში:
http://army.ge/index.php?showtopic=166&pid...=50entry18783 ძალიან კარგად აქვს ავტორს ბევრი რამ აღწერილი, მითუფრო მათთვის გასაგებად, ვისაც საკითხთან რეალური შეხება არ აქვს. |
Kabo |
Apr 19 2009, 09:35 PM
პოსტი
#316
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 30-January 08 წევრი № 3,805 |
მაშ ასე დავიწყოთ რაც ვიცი ამაზე:
არსებობდა ქართველთა საბრძოლო აღზრდის ხალხური სისტემა, რომელიც 4 ასაკობრივ ჯგუფს მოიცავდა. 1. 5-15 წელი _ ბალღი 2. 15-30 წელი _ ვაჟკაცი 3. 30-50 წელი _ კაცი 4. 50 წლის შემდეგ _ ბერიკაცი. ქართველთა საბრძოლო აღზრდის ხალხური სისტემა პირველი ასაკობრივი ჯგუფისათვის (უძველესი ანდრეზების მიხედვით). 1. 5-15 წელი _ ბალღი ხევსური ვაჟის ფიზიკური და საბრძოლო აღზრდა 5-6 წლიდან იწყებოდა. და მეომრად ჩამოყალიბების 3 ეტაპს გადიოდა. 1 ეტაპი _ იარაღთ აღება (ხანჯლის შაბმა) 6-7 წლიდან. 2 ეტაპი _ დედათ ჯარზეით ადგომა (პირველი შუღლი და ნაჭრევიანობა) 15-16 წელი. 3 ეტაპი _ დახარება ანუ ვაჟკაცის დაღვინება. 20-25 წლის ვაჟკაცს დახარებული ერქვა. თოფის სროლის შესწავლა 10-12 წლის ასაკიდან იწყებოდა. 1. საერთო ფიზიკური განვითარება 2. ნებისყოფის, სიმტკიცის, სიმარჯვის, სისწრაფის, გულადობისა და ღონის განვითარება. 3. რბენის ხტომის, ტყორცნის, მთიდან მოკლე სამთო თხილამურებით დაშვების, ცხენზე ჯდომის და სხვა გამოყენებითი ჩვევების შეძენა. 4. იარაღის ცალკე სახეების ხმარების ხერხთა შესწავლა. სიარული: მთაში, ციცაბო აღმართ-დაღმართზე, ოჩოფეხით (სწორზე, ტალახში, წყალში) რბენა: სისწრაფეზე _ 60-80 მ; დათქმულ ადგილამდე. სოფლიდან - სოფლამდე. სრიალი თოვლზე: ციგებით და მოკლე თხილამურებით. ცოცვა ამხანაგის დახმარებით და დაუხმარებლად: კლდეზე, ხეზე 5-8 მ-ის ძელზე. ცხენოსნობა : უბელო და შეკაზმული ცხენით. ხტომა თავისუფალი: ადგილიდან და გამოქანებით; ორი მჯდომი ამხანაგის ფეხებზე და ა.შ. (სიგრძის გაზომვა სხვადასხვა მდგომარეობაში მჯდომი ბავშვებით ხდებოდა); ბუნებრივი და ხელოვნური დაბრკოლების გადალახვა (რუ, ჯირკვი, ქვიდან-ქვაზე, ა.შ. ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს), ჭოკით ხტომა. ტყორცნა: წვრილი ქვისა ადგილიდან და გამოქანებით, ნიშანში სროლა, შურდულით. ეხლა მოვყვები კონკრეტულ ვარჯიშებს: ფუნდრუკი ვარჯიშისა და სამხედრო მომზადების გარდა საჩვენებელ-სანახაობრივ მხარესაც შეიცავდა. ფუნდრუკის საუკეთესო მაგალითია ხართან ჭიდება. სამეგრელოში დიდი ღმერთის სახელზე იმართებოდა სანახაობა "კურულობა" (სიტყვიდან კურო). ამ დღეს გამოჰყავდათ საგანგებოდ არჩეული ხარი, აბამდნენ პალოზე და ორი კაცი გარკვეული ხნის განმავლობაში ახელებდა, რის შემდეგაც ხარს აუშვებდნენ კაცთან დასაჭიდებლად. მორკინეს იგი შიშველი ხელით უნდა დაეთრგუნა და გაეკოჭა. ამის შემდეგ ერთმანეთს დარჩეული მორკინალნი ეპაექრებოდნენ. სვანეთში კი, `უფლიშიერის~ დღესასწაულზე, რომელიც აღდგომისშემდგომ კვირას იმართებოდა, ლასკარებს, ანუ სამეზობლოებს გამოჰყავდათ დარჩეული ხარები და ერთმანეთთან აჭიდებდნენ. ამასთან ჩვენში ენობრივად გამიჯნულია ცხოველის ცხოველთან, კაცის ცხოველთან და კაცის კაცთან ორთაბრძოლა. პირველ ამათგანს ბუღრაობა, მეორეს ჭიდება და მესამეს რკინება ჰქვია ჯილდაობა, რაც საჯილდაოდ დათქმული ქვის აზიდვას გულისხმობს. განსაკუთრებით მოწონებას იმსახურებდა ამ ქვის გადაგდება ცხენის ან ხარის ზურგსმიღმა, აგრეთვე თავსუკან. ზოგი ვარჯიში წელამდე აზიდვას მოითხოვდა, ზოგი – ადგილიდან დაძვრას (ქვეშ `ქარის გატარებას~). ზოგგან შეჯიბრი ქვის მანძილზე კვრასა და სროლაში იმართებოდა. აზიდული ქვის მანძილზე გადატანაც ერთ-ერთი სახეობა იყო. სვანეთში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა უშუალოდ აწევის ხერხს. იყო სამი თითით ასაწევი ქვებიც. თავისი საჯილდაო ქვები ქალებსაც ჰქონიათ. ამ სახეობის პოპულარობაზე მეტყველებს შემდეგი თქმულებაც: - მორიგე ცის გამგებელმა ჯილდაობაში ღვთისშვილთა შორის შეჯიბრი მოაწყო. მსაჯულად კვირია დადგა. იახსარს სხვებზე ორჯერ მეტი წონა აუტაცნია და სამჯერ მეტი დაუძრავს. ქართული ჭიდაობა ქართულ ჭიდაობაში შერკინება მიმდინარეობს ტრადიციული ჩოხითი. მოქმედება ხდება მხოლოდ დგომში, ჩოქბჯენში ბრძოლის გაგრძელება დაუშვებელია. დაუშვებელია აგრეთვე ხელებით ქვედა კიდურებზე რაიმე საჭიდაო მოქმედება. აკრძალულია მტკივნეული ილეთები და გაგუდვა. არსებული წესები ქართულ ჭიდაობას გამორჩეულ, დახვეწილ იერს აძლევს, რის გამოც ის ჭიდაობის ერთ-ერთ ულამაზეს სახეობადაა მიჩნეული. ქართული კრივი ქართულ კრივში მებრძოლები ქართული ტრადიციული ჩოხით იბრძვიან. ძველ დროს უხელთათმანოდ, ახლა სპეციალური ხრიდოლის ხელთათმანებით. ხრიდოლის ხელთათმანი თითებს არ ფარავს და საშუალებას აძლევს მებრძოლს მეტოქის ჩოხაზე ან ქამარში ხელის ჩავლებით ილეთი შეასრულოს. ბრძოლის დროს დასაშვებია დარტყმების მიყენება მუშტით და ფეხით სხეულის ნებისმიერ მონაკვეთში, აკრძალული ადგილების გარდა. დასაშვებია თავით, მუხლით და იდაყვით სხეულის ნებისმიერ ადგილას შეტევის განხორციელება. დასაშვებია საჭიდაო ილეთების გამოყენება. როგორც დგომში, ასევე ჩოქბჯენში. ასევე დასაშვებია დგომში და ჩოქბჯენში მტკივნეული და მახრჩობელა ილეთების გამოყენება. აკრძალულია დარტყმები საზარდულში, ყელში, კეფაში, ზურგისა და ხერხემლის მიდამოებში, დგომიდან წაქცეულის ცემა. ხევსურული ჭიდაობა ხევსურულ ჭიდაობაში შერკინება მიმდინარეობს ტრადიციული ჩოხით. მისი ერთ-ერთი სახელწოდებაა `მოშ და მოშ~, რაც მთის კილოზე ხელების შემოხვევით მტკივნეული და მახრჩობელა ილეთების შესრულებას გულისხმობს. დასაშვებია ნებისმიერი ილეთის შესრულება, რომელიც ქართულ ჭიდაობაში ან ჭიდაობის საერთაშორისო სახეობებში არ იკრძალება. ხევსურულ ჭიდაობაში შერკინება გრძელდება ჩოქბჯენში. გარდა ამისა, დასაშვებია როგორც დგომში ასევე ჩოქბჯენში მახრჩობელა და მტკივნეული ილეთების შესრულება, რომლებიც კისრისა და კიდურების მეყსეულ მოტეხვას არ იწვევს. ძველი საბრძოლო წესებით ამ ტიპის ილეთების შესრულება დასაშვები იყო. ქულებით ფასდება შებოჭვაც. ხევსურული ფარიკაობა ხევსურულ ფარიკაობაში მეტოქეები იბრძვიან ხმლით და პატარა წრიული ფორმის ფარით. ძველ დროში უმცროსი ასაკის მებრძოლები სწავლების პროცესში ხმარობდნენ ხის იარაღს, თანამედროვე სპორტული შეჯიბრებების დროსაც ხრიდოლის მებრძოლები ასევე იყენებენ ხის ფარ-ხმალს. აკრძალულია ხმლის მხრიდან მოქნევა, რადგან, ქართული ადათით, თუ მეტოქე მოსისხლე მტერს არ წარმოადგენს, მებრძოლმა მაჯიდან უნდა მიაყენოს მსუბუქი ჭრილობა და მის სიცოცხლეს გაუფრთხილდეს. თანამედროვე ფარიკაობისას ტრამვის თავიდან აცილების მიზნით ხმლის პირი დარბილებულია სპეციალური დამცავით. მესხური ჭიდაობა. ეს ჭიდაობა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ჭიდაობად. აქ არის ყელში წავლებით მოგვერდი, მტვრევები და მტკივნეული ილეთები. ჭიდაობენ წელზემოთ შიშვლები. საერთოდ ქართული ჭიდაობის ოცდაათამდე სახეობა არის ცნობილი. არასრული სია: თუშური ჭიდაობა მთიულური იღლიღორა სვანური ჭიდაობები (ლიბრგიელ და ლიბუნძგვალ) მესხური ჭიდაობები (ჩოხით და უჩოხოდ) ფშაური ჭიდაობა გურული ჭედობა რაჭული ღოჯური მეგრული რკინება აჭარული მატეკრობა იმერული საბეჭურიდან ჭიდაობა არამარტო საქართველოს მთიანეთში ექცეოდა დიდი ყურადღება ბავშვობიდან სამხედრო მომზადებას. აი, რას წერს ”სამეგრელოს აღწერაში” არქანჯელო ლამბერტი - ”ბავშვები ისე ატარებენ იარაღს, ფარსა და მშვილდს, თითქოს დაბადებიდან იყვნენ შეჩვეულნი ბრძოლას. ყველანი ისე გულმოდგინედ ეკიდებიან ამ საქმეს, რომ მუდამ მზად აქვთ ყოველივე, რაც საჭიროა ლაშქრობაში; საუკეთესო ცხენს, თუ არა ლაშქრობაში, არ დაღლიან; ასევე ლაშქრობისთვის აქვთ გადანახული საუკეთესო სურსათი. ყოველი იარაღი ისე აქვთ გაწყობილი, რომ მთავრის პირველივე დაძახილზე შეძლონ ლაშქრად გასვლა. გარდა ამისა, დასვენების დროსაც კი მშვილდ-ისარი, ფარ-ხმალი, აბჯარი და სამაჯეები სასთუმალთან ულაგიათ, რათა საჭიროებისამებრ საბრძოლველად მზად იყვნენ... პატარებსა და ნორჩ ახალგაზრდებს სასტიკ ზამთარშიაც კი ფეხთ არ აცმევენ და აჩვევენ თოვლში ფეხშიშველ სიარულს. საშინელ პაპანაქებაში სანადიროდ მიდიან. ხშირად შიშვლები გავლენ ხოლმე უდიდეს მდინარეებში. ამას იმიტომ ჩადიან, რომ ცქვიტები და მარდები შეიქმნენ და შეეჩვიონ იმ გასაჭირს, რომელიც ომიანობას მოაქვს.” საქართველოში სასულიერო სასწავლებლის მოწაფენიც საერო პირების მსგავსად გადიოდნენ ფიზიკურ მომზადებას. გიორგი ათონელს წესად ჰქონია მოწაფეთა ”ველად გასვლისა მღერად” (იგულისხმება სამხედრო მომზადების შემცველი თამაშობანი). ხოლო დავით აღმაშენებელმა გელათის აკადემიაში საგანგებოდ მოიწვია, თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწე და ამასთან პედაგოგიც იოანე პეტრიწი, რომლის აღმზრდელობითი სისტემა ოთხი ძირითადი ნაწილისაგან შედგებოდა: გონებრივი, ფიზიკური, ესთეტიკური და ზნეობრივი აღზრდა. ალბათ, ამ ტრადიციის გამო, გრემის მონასტრის ორმოცმა ბერმა გზა გადაუჭრა მოულოდნელად მოვარდნილ მტერს და მედგარი წინააღმდეგობაც გაუწიეს, რათა ერეკლე მეფეს ლაშქრის შეკრება მოესწრო. ფეოდალურ საქართველოში (რუსეთთან შეერთებამდე) არსებობდა შესაბამისი წყობისთვის დამახასიათებელი ჯარის ფეოდალური წყობა. არსებობდა შემდეგი სამხედრო - სახელმწიფო იერარქია: მეფე _ უმაღლესი მთავარსარდალი, საჭიროებისდა მიხედვით შესაძლებელი იყო შემცვლელი მთავარსარდლის დანიშვნა. ჯარი შედგებოდა პროვინციებიდან , საერისთაოებიდან და მთიელთა საერთო შენაერთებიდან წარმოდგენილი ლაშქრებით, რომელთაც ერისთავები, სადროშოთა წინამძღოლები და ხევისბერები ედგნენ სათავეში. ქართლში სადროშოს სათავეში მსხვილი ფეოდალი ედგა, კახეთში _ ეპისკოპოსი. რიგითებში შედიოდნენ მსახურები, აზნაურები ან თავისუფალი მთიელნი. განსაკუთრებულ შემთხვევაში ცხადდებოდა საყოველთაო მობილიზაცია _ ”ქუდზე კაცი”, რომელიც აერთიანებდა როგორც ყმა, ასევე აზატ გლეხობას და ქალაქის თავისუფალ მოსახლეობას. ძველი ქართული საბრძოლო იარაღები მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით იყოფა სამ ჯგუფად: საბრძოლო, კომბინირებული და საჩვევი ანუ სავარჯიშო. საბრძოლო, მათ შორის მალულად სატარებელნიც იყოფა შემტევ და საფარ ჯგუფებად. შემტევი _ თეთრი იარაღი _ ქარქაშში სატარებელი (ხმალი, დაშნა, ხანჯალი ა. შ.); სატყორცნი (შურდული, კუდბაწარა, მშვილდისარი, კაპარჭი...); ცეცხლსასროლი (კაჟიანი თოფი, დამბაჩა, მაჭახელა...). საფარი იარაღი იყოფა 2 ჯგუფად _ აქტიური დაცვის (ფარები, დიდი ფარი - დელამ-ფარი და პატარა ფარი პელტი, მალული - უბის ფარი...) და პასიური (ჩაჩქანი, ჯაჭვის პერანგი, სამკლავენი, გირგოლიანი ქუდი...) კომბინირებული იარაღია _ ხმალ-ჯოხა - ყავარჯენში ჩამალული ხმალი, ჯოხ-დანა - ჯოხში ჩამალული დანა, შუბ-ჯოხა და ა.შ. საჩვევი იარაღი საბრძოლო იარაღის ასლი იყო და მას აკეთებდნენ ან ხისგან ან რბილი ლითონისგან. მთაში ვაჟკაცი იარაღს არასდროს შორდებოდა. მაგრამ იყო გამონაკლისიც, მაგ. ტაძარში, ტუმცა ხშირად აქაც კი მთიელი დამალული იარაღით შედიოდა. ძირითადად დამცავი იარაღით - უბის მალული ფარით და ქუდში ჩამალული ლითონის ფირფიტით _ ქუდის გირგოლით. უბის ფარი ოვალური ფორმისაა და დამცავის გარდა, შემტევ იარაღადაც გამოიყენება გამკაწრავი დარტყმების განსახორციებლად.. ფარზე დამაგრებული ლურსმნები - მოქლონები უფრო მაღალი ქუდებით უკეთდებოდა. თუ იარაღით ცოდვა იყო ჩადენილი, ამ იარაღს ხატს სწირავდნენ, რითიც ჩამდენი ცოდვებს ინანიებდა. იარაღს საკულტო მნიშვნელობაც ჰქონდა. მშობიარე ქალი თავქვეშ ხანჯალს იდებდა, რათა ახალშობილთან ავსულები არ მისულიყვნენ. აკვანსაც ჰკიდებდნენ იარაღს, ხოლო ახალდაქორწინებულებს, ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ შემართული იარაღით აცილებდნენ. როცა ვაჟი 15 წლისა ხდებოდა, საზეიმოდ გადაეცემოდა იარაღს და დრო დგებოდა ”ვაჟს აესხა იარაღი” ანუ საომარ მოქმედებებშიც მიეღო მონაწილეობა. ხის იარაღი წარმართული დროიდან საქართველოში საბრძოლველად და სასწავლად ასევე გამოიყენებოდა ხისგან გამოთლილი იარაღი. განსაკუთრებით საჩვევი იარაღი იყო ხის, რათა მიუჩვეველ მოსწავლეებს ერთმანეთი არ დაეზიანებინათ. მთის ხალხში ყველაზე მეტად სარგებლობდნენ მუჯირა ჯოხით, რომლისთვის მრავალი შემტევი და თავდაცვითი ილეთი არსებობდა. ქვემოთ არის მცირერიცხოვანი ჩამონათვალი ხის იარაღებისა: აზარმაცი – დიდი კეტი; არნადი – კალოს ხის იარაღი; ბაჭკა – ბოჯოჯღი, ბორჯღლიანი სარი ბიგა - ჯოხი (მეგრ.) გარა – გრძელი ორკაპი გოგუთი - თავმრგვალი კეტი გორგონი – დიდი ჯოხი თავხრილი – კომბალი, კოპაჭური კავკომბალი – კაკვიანი კომბალი კაკუჩა – მცირე კავკომბალი კვერთხი – მომცრო არგანი კობალი – კომბალი, თავკორძა კეტი ლაბაშა - ხის გრძელი ჯოხი (მეგრ.) ლენგერა – მსხვილი კეტი საჩვევი – საწვრთნელი იარაღი ძალაყინი – ძელი კართა საძგერებელი წერაყანი – მუჯირასავით სხვათა შორის მორიგე ცის გამგებლის მიერ ღვთისშვილისათვის გადაცემული ოქროს ჭიგუნიც ხის იარაღს მიეკუთვნება. 7 წლიდან ბავშვს უკვე ჰქონდა ხისგან გამოთლილი საჩვევი იარაღი. სახელი "სათითე" აერთიანებს მცირე ზომის, ბეჭდის მაგვარ კასტეტთა საცემ, სასერ და საჩხუტ ნაირსახეობებს. ეს იარაღი მეტწილად აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში იყო გავრცელებული ცალ თითზე წამოსაცმელი ხევსურული სათითე საკმაოდ მრისხანე იარაღია მჭიდრო შერკინებაში. მორკინალი მას საკუთარი ხელწერისა და ოსტატობის შესაბამისად. მარტო ხევსურეთში მოძიებულია სათითის 12-ზე მეტი ნაირსახეობა. ხევსურულისგან განსხვავებით მთიულეთში ვხვდებით ორთითიან (საჩვენებელ და შუა თითზე წამოსაცმელ) `საჯიჯგველაებს~. თუკი ხევსურული სათითე უაღრესად შეუზღუდავია და რკალურ მოძრაობაზე გათვლილი, "საჯიჯგველას" პირიქით, ძირითადად `ჯიჯა~, სწორხაზოვან დარტყმებში ხმარობდნენ. თუშური ოთხთითა "ღაჯიები". "ღაჯიად" ერთ-ერთი ხევსურული სათითეც იწოდება, ოღონდ იგი, თუშურისაგან განსხვავებით, ცალთითაა. ოთხთითა სათითე გვხვდება გურიაშიც. ზოგიერთი სათითის შემტევი კბილები 3-4 სმ სიმაღლისაა და ილეთთა სისწრაფის გამო სავარჯიშო შერკინებაც კი უაღრესად სახიფათოა, მაგრამ წესები, რასაც მეტოქენი მკაცრად იცავდნენ დროს, სერიოზულ დაზიანებას არსებითად გამორიცხავდა. ამასთან, ხევსურები ადრეული ასაკიდან ეუფლებოდნენ ამ იარაღს, რისთვისაც არსებობდა საჩვევი სათითე - "ნესტარი". |
zegardeli |
Apr 21 2009, 10:19 AM
პოსტი
#317
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 198 რეგისტრ.: 9-February 09 წევრი № 6,471 |
ქართული ხმალ-სატევრების სახელები ხომ არ იცით?
|
jariskaci |
Apr 23 2009, 08:00 PM
პოსტი
#318
|
jariskaci ჯგუფი: Members პოსტები: 1,034 რეგისტრ.: 2-October 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,878 |
Satevari
არ გიცდიათ რომ თავდაცვის სამინისტროს მიმართოთ და შეიარაღებულ ძალებშიც ჩამოაყალიბოთ ჯგუფები?მე მაგალითად მივესალმებოდი ამ საქმეს. -------------------- ჩვენ დაბრუნებას გაუმარჯოს :-)
|
amordzali |
May 12 2009, 11:37 PM
პოსტი
#319
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 12-May 09 წევრი № 6,979 |
ეხლა ვნახე ეს თემა რამდენიმე სურათი მომეპოვება ჩემს მოკრძალებულ არქივში და დავდებ, მგონი საინტერესო უნდა იყოს ეს ხრიდოლი 19 საუკუნეში ალბათ ეს სპეციალური ტანსაცმელი იყო ხომ? მე სიმართლე გითხრათ ვერ ვერკვევი მაგდენში ეს კი ხრიდოლი 21 საუკუნეში. ალბათ რომელიღაც სოფელში შემორჩენილია კიდევ ხრიდოლის ხელოვნება ასეთი სახით. თუმცა სამწუხაროდ არამგონია, რომ ბევრმა იცოდეს და ალბათ ბევრს ურჩევნია კუნგ ფუ შეისწავლოს ვიდრე ხრიდოლი ისე ცნობისთვის ზოგიერთ ტურიტულ კომპანიას, რომლებსაც ჩამოჰყავთ ტურისტები საქართველოში პროგრამაში უწერიათ ქართული საბრძოლო ხელოვნების - "ხრიდოლის" შესახებ და ანახებენ კიდეც უცხოელებს. ვაააააააააააააა ნიკოლოზ?!?!?! მაგარი ხარ რააააააააა...... ყველაზე უკეთილშობილესი ადამიანი მსოფლიოში,ყველაზე პატრიოტი და ყველაზე სამაგალითო ქართველი. |
Kabo |
May 16 2009, 12:59 AM
პოსტი
#320
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 30-January 08 წევრი № 3,805 |
ცოტაოდენი ისტორიიდან ტრადიციულ ეროვნულ ასპარეზობათა შორის უწინარესად უნდა მოვიხსენიოთ ცხენ-მხედართა შეჯიბრების პოპულარული ნაირსახეობები: ისინდი, მარულა, ყაბახი, თარჩია, მკერდაობა, ცხენბურთი (იგივე ჩოგანბურთი). მათზე მრავალფეროვანი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალა მოგვეპოვება. ცხენბურთის დეტალურ აღწერას მრავალი მეისტორიე და მწიგნობარი გვთავაზობს, თუმცა განსაკუთრებით საყურადღებოა იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის ჩანაწერები. ის XVII საუკუნის 50-იან წლებში ჩამოვიდა საქართველოში, 16 წელი სამეგრელოში იცხოვრა და ქართულ ასპარეზობებზე, მათ შორის ჭიდაობაზე, ყაბახსა და ცხენბურთზე მეტად საინტერესო მასალები დაგვიტოვა. “ვინც თამაშობას იწყებს, იგი ბურთს დადებს ჩოგანზე, რომელიც მაგრად უჭირავს ხელში, და ცხენს გააჭენებს. იმას ერთი-მეორეზე ყველა დანარჩენები მისდევენ თავიანთი ჩოგნით ხელში. პირველი მოთამაშე თავის წინ მაღლა ააგდებს ბურთს იმნაირად, რომ ბურთი, როცა მიწაზე დავარდება, იმ დროს მოთამაშეც იმ ადგილას მივიდეს, და როცა ბურთი ხელახლა ახტება ზემოთ, მოთამაშე თავისი ჩოგნით უკან გადაისვრის: ყოველი მოთამაშე ამ ბურთისკენ მიაჭენებს ცხენს და ცდილობს სხვებზე წინ დაიჭიროს ბურთი ისე, რომ ცხენიდან არ ჩამოხტეს... ამგვარად თამაშობენ საღამომდის. ეს თამაშობა მეტად სასიამოვნო ვარჯიშობაა და დიდად გასართობი” (არქანჯელო ლამბერტი, “სამეგრელოს აღწერა”. თარგმანი ალ. ჭყონიასი. თბილისი, 1937 წ.). იმავე საუკუნის მეორე იტალიელი მისიონერი დიონიჯო კარლი ქართველებზე წერს: “ამ ხალხის ამგვარ ვარჯიშობაში ნახვას არაფერი სჯობია. პირდაპირ განსაცვიფრებელია მათ მიერ ცხენის ოსტატური, ერთმანეთზე დაუჯახებელი მართვა, მიწიდან ბურთის აღება. ამასთან ისინი ისე დაბლა იხრებიან, რომ ბევრჯერ ვიფიქრე, ესაა გადმოვარდნენ და მიწაზე ზღართანს მოადენენ-მეთქი” (დიონიჯო კარლი, “თბილისის აღწერა”, თარგმანი ბეჟან გიორგაძისა. 1951 წ., კრებული 29). ქართულ ცხენოსნურ ასპარეზობათა ამსახველი არაერთი ტილო (“ჩოგან-ბურთი”, “ყაბახი”, “ნიშანში სროლა”, “ჩოგნით მობურთალი ქალი” და სხვ.) შექმნა ცნობილმა იტალიელმა მხატვარმა დონ კრისტოფორო დე კასტელიმ, რომელიც საქართველოში 1629 წელს ჩამოვიდა და თითქმის ყველა კუთხე მოიარა. ნახატებთან ერთად, უაღრესად მნიშვნელოვანია ავტორისეული წარწერები. მაგალითად, “ცხენოსანთა თამაში” ასეა განმარტებული: “უცქირეთ მათ მშვენიერ ცხენოსნობას, როგორ კარგად მართავენ თავიანთ ცხენებს. ესაა ხელოვნება ცხენოსნობაში, იშვიათად მიღწეული. იგი მოითხოვს დიდი მოძრაობისა და გონების თანაარსებობას. მოთამაშენი როდი ვარდებიან ცხენებიდან”. * * * გაგრძელება იქნება... გურამ ქაჯაია და ლაშა კობახიძე ლაშქრობა ლაშიჭალში ლაშქრობა ლაშიჭალში |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th April 2024 - 09:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი