თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ დაუსვით კითხვა მოძღვარს _ ქორწინებისას გვარების თანხვედრა უახლოეს ნათესავებში

პოსტის ავტორი: Lord.M თარიღი: Mar 6 2019, 10:47 PM

გამარჯობა,

მაქვს ასეთი სიტუაცია და შეკითხვა.

მოკლედ ძალიან დავუახლოვდი ერთ ადამიანს, რომელთანაც ამ სიახლოვის ნიადაგზე ვგეგმავდი ურთიერთობის გაღრმავებას, შემდგომში ოჯახის შექმნის მიზნით. თუმცა ეხლახან აღმოვაჩინე, რომ ამ ადამიანის უახლოეს ნათესავებსა და ჩემებს შორის არის გვარების, ასე ვთქვათ თანხვედრა, კონკრეტულად, დედაჩემი და ამ ადამიანის ბებია (მამის მხრიდან) არიან ერთი გვარისანი. მაინტერესებს ამ შემთხვევაში ეკლესიურად დასაშვებია თუ არა ქორწინება? და ასევე, იმ შემთხვევაში თუ ეკლესიურად არ იკრძალება, ზოგადად, ეწინააღმდეგება თუ არა ამ მხრივ საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს?

მადლობა წინასწარ,

პოსტის ავტორი: დეკ. ირაკლი თარიღი: Sep 1 2019, 11:56 PM

მთავარია სისხლისმიერი ნათესაობა 7 თაობას გაცდეს სხვა არაფერი აბრკოლებს.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)