IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ქართული ხალხური პოეზია
შევრდომილი
პოსტი Apr 23 2007, 10:31 PM
პოსტი #21


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



მოხევის სიმღერა

ქალს სილამაზე ხილადა
ვთხოვე არ დამაძლევინა!
დავღონდი, წყალი მამწყურდა,
წვეთი არ დამალევინა!
მომხედა, თოლნი შამყარნა,
ნაწინწლებ წმაყრევინა
დამცხო, ავინთე, გავწითლდი,
თავი ძირს დამახრევინა,
სიტყვები გადამავიწყა,
ენა სულ ამარევინა,
არც მითხრა _ მოდი, არც _ წადი,
არც თავი დამაღწევინა.
ტიალი, რაი ყოფილა,
თავბედი დამაწყევლინა,
დახე წყეულსა დიაცსა
რა დღემდე მამაღწევინა!


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mshvidi
პოსტი Jun 20 2007, 12:28 PM
პოსტი #22


giorgi .g.
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 53
რეგისტრ.: 31-May 07
მდებარ.: batumi
წევრი № 2,067



აის ყორნები მიყვარან,
ბოროლაზედ რომ დიანო.
ერთი მეორეს შეყრასა
ხარობენ მეელიანო,
შაიყრებიან ერთურთას
მანანას ჩამაყრიანო,
შემდეგ რაც უნდა ეცადონ
ჩვენ ერთურთს ვერ გაგვყრიანო!


ძალიან მიყვარს ეს ლექსი


--------------------
...უფსკრულს დამთქა სულთა მტერმან, სად შენა და მე სადათ?! მომიძიე კრავი შენი მეუფეო ზეცათათ!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Jun 27 2007, 02:42 PM
პოსტი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



არ გათეთრდება ყორანი,
რაც უნდა ხეხო ქვიშითა.
მტერნი არ შეგვიბრალებენ
ტირილითა და ვიშითა

არც არა მარგო ტირილმა,
არც არა ცრემლის დენამა,
აჯობა ისევ სიცილმა,
ლაქარდიანმა ენამა.
გამხიარულდით, სწორებო,
სანამ ერთურთსა ვხედავთო,
მოვკვდებით, დავიკარგებით,
შავ მიწას ამოვხედავთო.
შავის მიწისა ნაჟური
გულზედა ჩამოგვდიოდეს.
ტიროდეს ქალი და რძალი,
ჩვენ ერთიც არ მოგვდიოდეს



.
ბერიკაცი ვარ, ნუ მომკლავ,
ერი დაგიწყებს გმობასა,
სადაც კი შემოგეყრები,
გეტყვი შვილსა და ძმობასა


..
შენ მახველ- მზეცა მოვიდა,
მეც აქ მავშავდი ქოლვილი,
შენ წახვალ-მზეცა წავალის,
ვარდი დაჭკნება,ყოილი.

მინდვრიდან მახველ შენ ქალო,
ამამავალი მზე ხარო,
ნეტა იმ ვაჟის დედასა
ვის სახლშიც შენა ყევხარო.

წარბები გადაგხატვია,
გიმშვენებს ორსავ თოლებსა,
ტანი ალვის ხეს მიგიგავს,
პირი გაბადრულ მთვარესა.

აიმ მთაზედა ყორნები,
ბუდობენ არ იშლიანო.
არ შამოგხედო,ქალაო,
თოლნი არ დაიშლიანო.



...
დარდისას გეტყვი, დარდისას,
გულში რომ ნაღვლად დიოდეს,
სიხარულს ვერ მიეკარო,
სული სიმწრითა გტკიოდეს;
ერთ ადგილს ვერ მოისვენო,
სული დარბოდეს, წიოდეს,
დღეის იმედი არ გქონდეს,
ხვალ მზე არ ამოგდიოდეს".
მითხარი, ამნაირ ყოფას
რა ყოფა უნდა ჰქვიოდეს?"


"ძმაო, რაი სჯობს ძმობასა,
ერთმანეთისა ყმობასა,
ერთმანეთი ვერ ვიცანით,
დახე ჩვენს უგუნობასა".


"არც თავს არგია, არც სხვასა,
არც მოღვაწეობს ღვთისათვის,
გადაბრუნდება, მოკვდება,
დარჩება ეშმაკისათვის".


"შე გიო ამილახვარო,
გუნება თაღლითიანო,
ხან აქეთა ხარ, ხან იქით,
საითაც ქარნი ქრიანო".


"არ მეგონა, შავი წყალი
აგრე ამიდიდდებოდა,
ჩემი სწორი, ჩემზე ყროლი
აგრე გამიდიდდებოდა".


"მეცნიერები გამოჩნდნენ,
ცნობას კრიფავდნენ ცისასა,
იძიეს, გამოიძიეს:
"დაღამდეს შუადღისასა".


"წყალნი წავლენ და წამოვლენ,
ქვიშანი დარჩებიანო,
გაიზრდებიან ობლები,
მამულზე დადგებიანო".


...
ტურფა ბაღი და წალკოტი
ეკლითა ვინმემ შენარა.
რკინისა კარი შეაბა
კლიტე მე მომცა, შენ, არა
სიკვდილსა შენსა სანაცვლოდ
თავსა მე მივცემ, შენ, არა
ვაი თუ ზედ ისიც დამერთოს
მე მიყვარდე და შენ, არა

zogi xval iyos jigrebo..axla pawa davigale

ამ ლექსის ფანი ვარ..

,,ერთხელ შენც გნახე, სიკვდილო,
ჩაგძინებოდა მთაზედა.
ვიფიქრე, გავუსწორდები,
ხელიც ავიკარ ხმალზედა.
მეგრამ ვერ გამოგიმეტე,
მზე დაგფენოდა თავზედა.
დავიჩოქე და გაკოცე
ნამმოკიდებულ თმაზედა."



მაგარია ესეც

ქალავ ისეთი თეთრი ხარ,
როგორც საყდარში კირია,
ღამიღამ მამაგონდები
წამავჯდები და ვტირია



natvrac amas hqvia:)

ნეტავი, გოგო, შენი ხმა
ავადმყოფს გამაგონაო.
ტუჩი ტუჩს დამადებინა,
ძუძუებს ჩამაკონაო.
მალ-მალე მოდი ჩემთანა,
შენც ობოლი ხარ, მეცაო,
უბეში ხელის ჩაყოფა
შენც გეამება, მეცაო.
ნეტავი, გოგო, მე და შენ
ერთადამც დაგვაწვინაო,
დაგვხურა ჩემი ნაბადი,
მაღლით დაუშვა წვიმაო.
ნეტავი, გოგო, მე და შენ
ერთმანეთს დაგვატოლაო,
რომელიც მეტი მოვიდეს,
მაკრატლით დაგვასწორაო!

...
რად გინდა ქალი ლამაზი,
რა ომში გამოგადგება,
ჩაიცვამს წითელ-ყვითელსა,
გამოვა, კარზე დადგება,
იმის შემყურე ვაჟკაცი
კელაპტარივით დადნება

აბა ამ მხრივ დროებით
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 28 2007, 01:26 PM
პოსტი #24


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,000
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ხალხური

პირმა დაგლოცასთ ღვთისამა

პირმა დაგლოცასთ ღვთისამა,
ნაწილმა ბარძიმისამან,
ქალაქჩი სიონისამა
დარეკამ ზარებისამან.
მცხეთაჩი სვეტიცხოველმა,
გადმომცქერალმა მტკვრისამან,
ლომისამ თორმეწამემა,
პატრონმან არაგვისამან,
მა კობის წმინდა გივარგიმ,
პატრონმა დიდის მთისამან,
მა ბერმა წმინდა სამებამ,
პატრონმა ხმელეთისამან,
ივანე ნათლისმცემელმან,
პატრონმა ბალღებისამან,
მა ბახტრის წმინდა გივარგიმ,
პატრონმა მგზავრებისამან.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აჩიკო
პოსტი Jul 2 2007, 01:33 AM
პოსტი #25


archili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 327
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,342



კარგი თემაა ეს, აი პასიურობა კი ცუდია ამ საკითხში. sad.gif
ეხლა ვერაფერს ვამატებ... უახლოეს მომავალში... smile.gif


--------------------
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, დაფანტულს ველადა!



კიდევაც დაიზრდებიან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gvantsi
პოსტი Jul 20 2007, 08:39 PM
პოსტი #26


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 62
რეგისტრ.: 15-July 07
წევრი № 2,465



ნუ იცინი ნუ მაცინებ, გაგვაჭორიჭორებენო,
შეგვატყობენ სიყვარულსა, დაგვაშორიშორებენო...

მაგრად მიყვარს ხალხური პოეზიაsmile.gifsmile.gif


--------------------
ვისაც არ უყვარს მას არ შეუცნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Jul 29 2007, 02:39 PM
პოსტი #27


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987




***
გაცოცხლოს და გადღეგრძელოს
და მოგიმართოს ხელია
ათას წელიწადს იცოცხლე,
ფრჩხილიც ნუ წამოგტკენია.

***
გაგიმარჯოს, გადღეგრძელოს
პური ღვინო დაგიძველოს
ცხრა უღელი ხარი მოგცეს
გუთნეული გაგიგრძელოს,
ღმერთმა ისიც გიდღეგრძელოს,
ვინც რომ ღამე დაგიჯეროს,
შვიდი ვაჟიშვილი მოგცეს,
წვერი თეთრად დაგიბეროს.

***
სტუმარნო, სტუმრების მზემა
არცა უსტუმროდ ლხინია,
უსტუმროდ პური, ღვინოი
მწარეა, განა ტკბილია?
მზეიმც ნუ მავა უსტუმროდ,
მავიდეს, განა თბილია?

***
მთაში რად გინდა მოყვარე,
რკო უდგა და წიფელი,
ჭირიმე ბარად მოყვრისა,
ქვევრი ახადოს წითელი


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 29 2007, 03:00 PM
პოსტი #28


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441





ძალიან მინდა ქალბატონმა რულოვსმა (ხო სწორად ვწერ გვარს?)"ლექსი ვეფხვისა და მოყმისა" ისწავლოს ან წაიკითხოს ტოლერანტობაზე აღარ დამოძღვრავდა ქართველ ერს. რომელიც ტოლერანტობის მაგალითის მიმცემი იყო მსოფლიოსათვის ყოველთვის, ამ ლექსით.
ცოტაც და ამ ლექსის სწავლას აგვიკრძალავს ლომაია, როგორც აბსურდულის.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qarcivadze
პოსტი Jul 30 2007, 10:33 AM
პოსტი #29


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,460
რეგისტრ.: 30-January 07
წევრი № 971



abo
thumbs.gif


--------------------
იმედია,თქვენ მაინც გაგიმართლებთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ninia I
პოსტი Jul 30 2007, 12:12 PM
პოსტი #30


ბეგე მიყვარხარ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 334
რეგისტრ.: 26-May 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,028



ციტატა(abo @ Jul 29 2007, 02:00 PM) *

ძალიან მინდა ქალბატონმა რულოვსმა (ხო სწორად ვწერ გვარს?)"ლექსი ვეფხვისა და მოყმისა" ისწავლოს ან წაიკითხოს ტოლერანტობაზე აღარ დამოძღვრავდა ქართველ ერს. რომელიც ტოლერანტობის მაგალითის მიმცემი იყო მსოფლიოსათვის ყოველთვის, ამ ლექსით.
ცოტაც და ამ ლექსის სწავლას აგვიკრძალავს ლომაია, როგორც აბსურდულის.

რულოვსი რა შუაშია? და მინდა გითხრა რომ ბევრ ქართველზე მეტი ლექსი იცისდა ბევრზე მეტი აქვს წაკითხული. და ასე ირონიულად ნუ ისაუბრებ რა. შენ არავინ არაფერს გიკრძალავს რაც გინდა ის ისწავლე!!!!!!!!!!


ციტატა(qarcivadze @ Jul 30 2007, 09:33 AM) *

abo
thumbs.gif

შენ ხომ ოღონდ მაგ ხალხზე ცუდი გაიგო და მეტი არაფერი გინდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qarcivadze
პოსტი Jul 30 2007, 03:07 PM
პოსტი #31


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,460
რეგისტრ.: 30-January 07
წევრი № 971



Ninia I
აცადე ადამიანებს საღი აზრის გამოთქმა


--------------------
იმედია,თქვენ მაინც გაგიმართლებთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ninia I
პოსტი Jul 30 2007, 05:55 PM
პოსტი #32


ბეგე მიყვარხარ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 334
რეგისტრ.: 26-May 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,028



ციტატა(qarcivadze @ Jul 30 2007, 02:07 PM) *

Ninia I
აცადე ადამიანებს საღი აზრის გამოთქმა

შენი აზრით ეს საღი აზრია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qarcivadze
პოსტი Jul 30 2007, 06:36 PM
პოსტი #33


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,460
რეგისტრ.: 30-January 07
წევრი № 971



Ninia I
ციტატა
შენი აზრით ეს საღი აზრია?

საღზე საღია


--------------------
იმედია,თქვენ მაინც გაგიმართლებთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჯეგე
პოსტი Aug 2 2007, 04:44 PM
პოსტი #34


ღორონთქ გოგიმორძგვან!
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 231
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: ორბიტა
წევრი № 970



მო დავსხდეთ, ვიკაფიავოთ
ერთურთს ვუხაროთ გულიო
ენა გავლექსოთ, გავლესოთ
და ვთესოთ სიყვარულიო


რა ვქნა, შემომწყრა ინეტი
ვერ შემოვდივარ ხშირადა
ამიტომ თქვენ გააგრძელეთ
არ იყოთ სიტყვა-ძვირადა


--------------------
მუ ჟამს ორდუ წყარქ დოდგინერქ
გომოჩარტუ შარა
დო ზღვინდაფით ქიხუტოლუ
უჩა ზღვაში ქვარა!
-------------------------------------
ჩქიმი ჯიმა ქორექჷდა,
ვამიწუა ანწი ვარი,
გემიჸუნწი ოჯალეში,
დომიხვამი ჸუდე–კარი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
givi-gogo
პოსტი Sep 2 2007, 12:09 AM
პოსტი #35


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 41
რეგისტრ.: 11-August 07
წევრი № 2,592



ოხ ჯეგე ჯეგე.....


--------------------
გაზაფხულდა ბუჩქის ძირას ტაქსი დგას და შოფერს ძინავს!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bato
პოსტი Sep 8 2007, 01:21 PM
პოსტი #36


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 38
რეგისტრ.: 8-September 07
წევრი № 2,700



http://bin.ge/file/64/ramdamabera.mp3.html

http://bin.ge/file/64672/karkuchit.mp3.html
http://bin.ge/file/64673/netavarcivad.mp3.html


--------------------
ბევრ ვეცად მაგრამ,ჩემ ხვალ ყოფას,ჩემ ტკბილ თუშეთ, ვერად-ვერ გავჰყარ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bato
პოსტი Sep 10 2007, 10:42 AM
პოსტი #37


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 38
რეგისტრ.: 8-September 07
წევრი № 2,700



http://bin.ge/file/65706/cemtushet.mp3.html


--------------------
ბევრ ვეცად მაგრამ,ჩემ ხვალ ყოფას,ჩემ ტკბილ თუშეთ, ვერად-ვერ გავჰყარ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
catherina_10
პოსტი Oct 24 2007, 12:45 PM
პოსტი #38


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 847
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,816



ხალხური პოეზია

რამდენჯერ მითქვამს ბალღებო -
ნუ ღრეცავთ სიმღერებსაო;
სიმღერას სწორე თქმა უნდა,
შეხმატკბილება ხმებსაო!..

მამა-პაპისა ჰანგები
სუფრასა ამშვენებსაო;
თქვენ კი უხეშათ გაჰკივით,
აქა იქ ჩაჰკრავთ ხმებსაო;
უფროსებს ყური დაუგდეთ -
გასწავლით სიმღერებსაო!..

“ჰოპუნა” “ყურშავს” არა ჰგავს,
“გვიბრძანე” – “მაყრულს”, “ჭონასა”,
ყველა ეს დიდი განძია,
გავს მარგალიტის კონასა!..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chiamaialologi
პოსტი Oct 28 2007, 04:35 PM
პოსტი #39


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 46
რეგისტრ.: 28-October 07
წევრი № 3,068



ზენ ბაცალიგოს თოვლი სთოვს,
ქვენ ბაცალიგოს შრებისა,
თინიბექაურთ ციხესა
კუთხი მარჯვენა სქდებისა,
ზედა ზის შავი ყორანი,
ლიბოში გველი ძვრებისა.
გვერდს უზის ცოლი ლამაზი
სანთელივითა დნებისა.


--------------------
მომე ნატვრები

როცა ადამიანმა იცის, რომ გაზაფხული შემოდგომის შემდეგ მოდის, არც ზაფხულს ელოდება და არც ზამთრის ეშინია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Oct 29 2007, 05:50 PM
პოსტი #40


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



შემომეყარა ყივჩაღი
(მუხრანული)

შემომეყარა ყივჩაღი
სამზღვარსა მუხრანისასა.
პური მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი თავთუხისასა.
ხორცი მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი ხოხობისასა.
ღვინო მთხოვა და ვასმიე,
ვურჩევდი ბადაგისასა.
ცოლი მთხოვა და ვერ მივეც
მიმყავდა სიდედრისასა, -
ან კი ცოლს როგორ მივსცემდი,
შვილსა გაზრდილსა სხვისასა.
ხელი მოჰკიდა, აკოცა,
მოზიდნა ნაწნავს თმისასა.
შესტირა საბრალო ქალმა:
„ვაი, ცოლს ცუდის ყმისასა“.
მეც გულმა ვეღარ გამიძლო,
მოვზიდნე ვადას ხმლისასა,
უმალვე იმან დამასწრო,
ელვასა ჰგვანდა ცისასა, -
ახლა მე შემოვუქნიე,
ვენდვე მადლს ლაშრის ჯვრისასა.
გავჭერი ცხენი და კაცი,
წვერიც ვუწვდინე ქვიშასა, -
არ იყო ღირსი, მოშორდა
ცქერას წითელის მზისასა.
აქეთ მე ვკვდები, იქით – ის,
ქალი წავიდა სხვისასა.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th May 2024 - 05:51 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი