თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ქველმოქმედების შედეგები _ 11 წლის მარის დახმარება ესაჭიროება

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Oct 15 2009, 05:24 PM

11 წლის უსინათლო, ცერებლარული დამბლით დაავადებულ მარიამ ჩუბინიძეს სასწრაფოდ ესაჭიროება ფინანსური დახმარება!

მარიამს გადატანილი აქვს 7 ურთულესი ოპერაცია.
დაავადებების დასაძლევად კიდევ 6 ოპერაციაა საჭირო. საბედნიეროდ ოჯახმა შეძლო ბავშვისთვის ოპერაციის ხარჯები მოეძია, მაგრამ იმდენად გაჭირვებულია მარიამის დედა, მრავალშვილიანი ქალბატონი ქეთევანი, რომ ელემენტარული ხარჟების (გზის) ფულიც კი არ აქვს მარიამი საავადმყოფომდე რომ მიიყვანოს.
(სამწუხაროდ მარიამი მამამ მიატოვა)

ხარჯებთანაა დაკავშირებული ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, რასაც დახმარებისგარეშე ვერ შეძლებენ.

მარიამი უსინათლობის მიუხედავად შესანიშნავად უკრავს პიანინოზე, რომელიც დამოუკიდებლად შეისწავლა.


გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დაეხმაროთ პატარა მარიამს.

უფალმა შეგაძლებინოთ და შეგიწიროთ!





მარიამის დასახმარებლად გახსნილია ანგარიში:
"საქართველოს ბანკი"-ს ცენტრალური ფილიალი (კოდი) 220 101 502
მიმღების დასახელება: ჩუბინიძე მარიამ
მიმღების ანგარიშის ნომერი: 595296400


ასევე შეგიძლიათ დარეკოთ:
მაგთიდან: 200 363
ჯეოსელიდან: 700 563


IPB-ს სურათი

ეს მარიამია

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Oct 15 2009, 05:55 PM

სად ცხოვრობს ოჯახი?

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Oct 15 2009, 06:26 PM

ზუბალაშვილების 29/7

858 675 150 მარიამის დედის, ქალბატონი ქეთევანის ნომერია

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 15 2009, 10:01 PM

nazi
საბუთები მოგაწოდეს?

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Oct 16 2009, 12:36 PM

ციტატა(ნათია @ Oct 15 2009, 11:01 PM) *

nazi
საბუთები მოგაწოდეს?



მომაწოდეს, განცხადება, ავადმყოფობის ისტორია, უფრო სწორად ბოლო დასკვნა, მარიამის დაბადების მოწმობის ასლი, ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, ცნობა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემტა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ.
კიდევ მოვატანინო რამე?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 16 2009, 01:51 PM

ციტატა(nazi @ Oct 16 2009, 01:36 PM) *

მომაწოდეს, განცხადება, ავადმყოფობის ისტორია, უფრო სწორად ბოლო დასკვნა, მარიამის დაბადების მოწმობის ასლი, ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, ცნობა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემტა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ.
კიდევ მოვატანინო რამე?

საკმარისია, მადლობა! smile.gif

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Oct 20 2009, 01:29 PM

მარიამს დღეს ან ხვალ ოპერაციას უკეთებენ, ღუდუშაურის საავადმყოფოში

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Oct 21 2009, 01:40 PM

უფალი ეწეოდეს! იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის.

პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Oct 21 2009, 11:42 PM

ციტატა(nazi @ Oct 20 2009, 01:29 PM) *

მარიამს დღეს ან ხვალ ოპერაციას უკეთებენ, ღუდუშაურის საავადმყოფოში
გაუკეთეს უკვე ოპერაცია? rolleyes.gif იმედია ყველაფერი წარმატებით დამთავრდება.
ღვთისმშობელი გფარავდეს მარიამ kiss1.gif

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Oct 23 2009, 01:38 PM

ციტატა(maikusi @ Oct 21 2009, 11:42 PM) *

გაუკეთეს უკვე ოპერაცია? rolleyes.gif იმედია ყველაფერი წარმატებით დამთავრდება.
ღვთისმშობელი გფარავდეს მარიამ kiss1.gif

ოპერაციამ ნორმალურად ჩაიარა, გუშინ ველაპარაკე მარიამის დედას და რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაუყვანიათ smile.gif

პოსტის ავტორი: jariskaci თარიღი: Oct 23 2009, 01:45 PM

მე მოგაწვდით რაღაც თანხას ჩემი ბიჭებისაგან.

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Oct 23 2009, 01:47 PM

ჩემთანაც დავდე...


http://faith.ge/index.php?newsid=116

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Oct 23 2009, 01:49 PM

ციტატა(jariskaci @ Oct 23 2009, 01:45 PM) *

მე მოგაწვდით რაღაც თანხას ჩემი ბიჭებისაგან.



გაიხარე, ჩემი სამსახური საიტს უმზადებს მარიამს...
შემეხმიანე და მივიდეთ მერე სანახავად kiss1.gif

ციტატა(თათარაშვილი @ Oct 23 2009, 01:47 PM) *

ჩემთანაც დავდე...
http://faith.ge/index.php?newsid=116

დიდი მადლობაა smile.gif
ისეთი საყვარელი ბავშვია sad.gif ,
იმედია დაეხმარება ვინმე

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 23 2009, 04:59 PM

ციტატა(jariskaci @ Oct 23 2009, 02:45 PM) *

მე მოგაწვდით რაღაც თანხას ჩემი ბიჭებისაგან.



ნაზი, გურამმა გადმომცა თანხა და მოგაწოდებ...

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 23 2009, 11:53 PM

მარიამს ფონდიდან გადაეცა 150 ლარი

http://church.ge/index.php?showtopic=7022&pid=555728&st=0&#entry555728

პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Oct 24 2009, 12:08 AM

ციტატა(nazi @ Oct 23 2009, 02:38 PM) *

ოპერაციამ ნორმალურად ჩაიარა, გუშინ ველაპარაკე მარიამის დედას და რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაუყვანიათ smile.gif
მადლობა ღმერთს girl_angel.gif
ყველას შეუწიროს ვინც კი მცირედით მაინც შეეწია მარიამს kiss1.gif
ფარავდეს ღვთისმშობელი!

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Dec 8 2009, 04:42 PM

კვირას შემთხვევით გავიცანი მარიამის დედა, ჩემი გაკეთებული სარეკლამო ეჭირა, მოწყალებას ითხოვდა და გამოველაპარაკე, ჯარისკაცის გადმოცემული ფული გადავეცი და დღეს დამირეკა sad.gif
უკიდურეს მდგომარეობაში ვართ, მარიამს თაბაშირი აქვს ასახსნელი და პროტეზის ფული არ მაქვსო, 297 ლარი და 10 თეთრი ესაჭირეობათ თურმე... არაფრის საშუალება არ აქვთ. ფოტოს სახით გავამზადე ბანერი და იქნებ გავავრცელოთ
თუ ვინმეს თანხის გადაცემა გინდათ მე შემეხიმანეთ
kiss1.gif მადლობა ყველას წინასწარ

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Dec 8 2009, 04:53 PM

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Sep 2 2010, 11:06 PM

გამარჯობათ smile.gif

ორი დღის წინ მარიამის დედამ დამირეკა...

მარიამს ერთხელ დავეხმარეთ ფონდიდან, მეორედ საახალწლო საქველმოქმედო აქციიდან, მაგრამ სამწუხაროდ კიდევ ესაჭიროებათ დახმარება.
6 სექტემბერს ბავშვს მეცხრე ოპერაციას უკეთებენ.
ოჯახი უკიდურესადაა გაჭირვებული.
წინა ოპერაციაზე თანხა გადაურიცხეს
სანამ ჩვენ არ გადავეცით, დედამისს გზის ფულიც კი არ ჰქონდა რომ ბავშვი საავადმყოფომდე მიეყვანა

ვისაც შეგიძლიათ, თანხას მნიშველობა არ აქვს, ამ ოჯახისთვის ერთი ლარიც ბევრს ნიშნავს, გთხოვთ შემეხმიანეთ smile.gif
მადლობა წინასწარ ყველას.
უფალმა შეგაძლებინოთ... smile.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Sep 4 2010, 12:48 AM

ნაზ, შეგეხმიანა ვინმე?

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Sep 4 2010, 10:24 PM

QUOTE(.ნინო @ Sep 4 2010, 01:48 AM) *

ნაზ, შეგეხმიანა ვინმე?


არა ნინო არავინ ჯერ-ჯერობით smile.gif

პოსტის ავტორი: ninore თარიღი: Sep 24 2010, 01:53 PM

ციტატა(nazi @ Sep 2 2010, 11:06 PM) *

გამარჯობათ smile.gif

ორი დღის წინ მარიამის დედამ დამირეკა...

მარიამს ერთხელ დავეხმარეთ ფონდიდან, მეორედ საახალწლო საქველმოქმედო აქციიდან, მაგრამ სამწუხაროდ კიდევ ესაჭიროებათ დახმარება.
6 სექტემბერს ბავშვს მეცხრე ოპერაციას უკეთებენ.
ოჯახი უკიდურესადაა გაჭირვებული.
წინა ოპერაციაზე თანხა გადაურიცხეს
სანამ ჩვენ არ გადავეცით, დედამისს გზის ფულიც კი არ ჰქონდა რომ ბავშვი საავადმყოფომდე მიეყვანა

ვისაც შეგიძლიათ, თანხას მნიშველობა არ აქვს, ამ ოჯახისთვის ერთი ლარიც ბევრს ნიშნავს, გთხოვთ შემეხმიანეთ smile.gif
მადლობა წინასწარ ყველას.
უფალმა შეგაძლებინოთ... smile.gif

მეც შემეხმიანეთ რაა, რომ შეიკრიბებით, ჩემი ნომერი იციან

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)