IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ბაგრატიონები დავით მეფსალმუნის მემკვიდრენი?, თუ რაიმე ინფორმაცია მოგეპოვებათ
guest
პოსტი Oct 14 2007, 04:38 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ერთერთ სტატიაში (სერბულ ენაზე წიგნი ქართველ წმინდანთა შესახებ, სადაც მიმოხილულია აგრეთვე ისტორიული პერიოდები ), წავიკითხე ორ ადგილას, რომ ბაგრატიონები არიან დავით მეფსალმუნის მემკვიდრენი, ასევე წერია ცალკე დავით აღმაშენებელზე (ცხადია, ისიც ბაგრატიონია). ერთერთი მონასტრის იღუმენმაც ახსენა ქართველ მეფეთა ბიბლიური წარმოშობა.

რაღაც მწირი ინფორმაცია ადრე სკოლის პერიოდიდან გადაკვრით გამახსენდა ახლა, თუ არ ვცდები სუმბათ დავითისძეს მტკიცება, მაგრამ როგორც ვთქვი, აღარ მახსოვს ზუსტად,თუ ვცდები მაპატიებთ.

ძალიან გთხოვთ, თუ რამე ინფორმაცია გაგაჩნიათ ამ თემის ირგვლივ, დაწეროთ, მე პირადად ძალიან მაინტერესებს.

სტატიას გადავუღე სურათი,სადაც ნახსენებია ზემოთხსენებული.

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

წინასწარ მადლობა.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Oct 14 2007, 11:50 AM
პოსტი #2


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



staywhite

ყოჩაღ, ძალიან საინტერესო საკითხი წამოიჭრა.

დავით სუმბატის ძეს კი უწერია, და ბაგრატიონებიც ყოველთვის ამტკიცებდნენ რომ ისინი დავით მეფის შთამომავლები არიან.

აი რას წერს სუმბატ დავითის -ძე:

"ადამ შვა სეით. სეით შვა ენოს. ენოს შვა კაინან. კაინან შვა მალელ. მალელ შვა იარედ. იარედ შვა ენოქ. ენოქ შვა მათუსალა. მათუსალა შვა ლამექ. ლამექ შვა ნოე. ნოე შვა სემ. სემ შვა არფაქსად. არფაქსად შვა კაინან. კაინან შვა სალა. სალა შვა ებერ. ებერ შვა ფალეგ. ფალეგ შვა რაგავ. რაგავ შვა სერუქ. სერუქ შვა ნაქორ. ნაქორ შვა თარა. თარა შვა აბრაჰამ. აბრაჰამ შვა ისაკ. ისაკ შვა იაკობ. იაკობ შვა იუდა. იუდა შვა ფარეზ. ფარეზ შვა ესრომ. ესრომ შვა არამ. არამ შვა ამინადაბ. ამინადაბ შვა ნაასონ. ნაასონ შვა სალმონ. სალმონ შვა ბოოს. ბოოს შვა იობედ. იობედ შვა იესე. იესე შვა დავით მეფე. დავით მეფემან შვა სოლომონ. სოლომონ შვა რობუამ. რობუამ შვა აბია. აბია შვა ასაფ. ასაფ შვა იოსაფატ. იოსაფატ შვა იორამ. იორამ შვა აქაზ. აქაზ შვა ეზეკია. ეზეკია შვა მანასე. მანასე შვა ამონ. ამონ შვა იოსია. იოსია შვა იოვაკიმ. იოვაკიმ შვა იექონია. იექონია შვა სალათაელ. სალათაელ შვა ზორაბაბელ. ზორაბაბელ შვა აბიუდ. აბიუდ შვა ელიაკიმ. ელიაკიმ შვა აზორ. აზორ შვა სადუკ. სადუკ შვა აქიმ. აქიმ შვა ელიუდ. ელიუდ შვა ელიაზარ. ელიაზარ შვა მატათან. მატათან შვა იაკობ. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი და ძმაჲ კლეოპასი. კლეოპა შვა ნაომ. ნაომ შვა სალა. სალა შვა რობუამ. რობუამ შვა მოხთარ. მოხთარ შვა ელიაკიმ. ელიაკიმ შვა ბენიამენ. ბენიამენ შვა იერობემ. იერობემ შვა მოსე. მოსე შვა იუდა. იუდა შვა ელიაზარ. ელიაზარ შვა ლევი. ლევი შვა იორამ. იორამ შვა მანასე. მანასე შვა იაკობ. იაკობ შვა მიქია. მიქია შვა იოვაკიმ. იოვაკიმ შვა იერუბემ. იერუბემ შვა აბრაჰამ. აბრაჰამ შვა იობ. იობ შვა აქაბ. აქაბ შვა სჳმონ. სჳმონ შვა იზაქარ. იზაქარ შვა აბია. აბია შვა გაად. გაად შვა ასერ. ასერ შვა ისაკ. ისაკ შვა დან. დან შვა სოლომონ. სოლომონ შვა შჳდნი ძმანი, რომელნი -იგი მოსცნა ღმერთმან ტყუეობასა შინა.

და ესენი შჳდნი ძმანი, ძენი ამის სოლომონისნი, წარმოვიდეს ქუეყანით ფილისტიმით, ტყუეობით წარმოსულნი ჰურიანი და მოიწივნეს ეკლეცს წინაშე რაქაელ დედოფლისაჲ და მისგან ნათელ იღეს. და დაშთეს იგინი ქუეყანათა სომხითისათა და მუნ დღეინდელად დღემდე შვილნი მათნი მთავრობენ სომხითს.

და ოთხნი ძმანი მათნი მოვიდეს ქართლს: ხოლო ერთი მათგანი, სახელით გუარამ, განაჩინეს ერისთავად, და ესე ქართლისა ბაგრატონიანნი შვილისშვილნი და ნათესავნი არიან მის გუარამისნი. ხოლო ძმაჲ მისი, სახელად საჰაკ, წარვიდა კახეთს და დაემზახა იგი ნერსეს. და სხუანი ორნი იგი ძმანი ამათნი, სახელით ასამ და ვარაზვარდ, წარვიდეს კამბეჩანს, და მოკლეს მათ სპარსთა სპასალარი და დაიპყრეს კამბეჩანი, და დასხდეს იგინი მუნ ცხორებად ხორნაბუჯს. და ამათ ჟამამდე შვილნი მათნი მთავრობენ მას შინა.

ხოლო ვინათგან მოაკლდა მეფობაჲ შვილთა გორგასლისათა, მით ჟამითგან ეპყრა უფლებაჲ ქართლისა აზნაურთა ვიდრე ამათადმდე. არამედ დაესრულა უფლებაჲ ქართლისა აზნაურთა ბოროტთა საქმეთა მათგან. მას ჟამსა მცხეთას კათალიკოზი იყო სჳმონ-პეტრე. და მცხეთა აღთხელდებოდა და ტფილისი აღშენდებოდა, არმაზი შემცირდებოდა და კალაჲ განდიდდებოდა. და სპარსნი უფლებდეს ქართლს, კახეთს, ჰერეთს, სომხითს, სივნიეთს, ასპურაგანს.

მას ჟამსა კათალიკოზი იყო მცხეთას სამოელ, და ერთად შეკრბა ყოველი ქართლი და გამოარჩივეს გუარამ, დავითის ნათესავისაგან, მოწევნული ძმათა მისთა თანა, ასამს და ვარაზვარდს, რომელნი იგი ზემოთ ვაჴსენენით. ესენი წარმოვიდეს ეკლეცით, რომელნი მონათლნა რაქაელ დედოფალმან, ძმანი შჳდნი ჰურიანი, ტყუეობით მოსრულნი ქუეყანით ფილისტიმით, და ნათელ იღეს ეკლეცს ჴელითა რაქაელ დედოფლისათა. რომელმან სამთა მათ მათგანთა უცვალა სახელი: რამეთუ ერთსა სახელ სდვა მუშელ, და ერთსა ბაგრატ, რომელ არს მამაჲ ბაგრატონიანთა, ერთსა აბგავარ; ერთი შემოიყვანა სიძედ და ორნი მათგანნი ამზახნა სომხითს მეფეთა.

ხოლო ოთხნი ესე ძმანი წარმოემართნეს ქართლს, ვითა ზემო ვაჴსენეთ, და გუარამ განაჩინეს ერისთავად და მოსცა ამას მეფემან ბერძენთამან პატივად კურატპალატობაჲ და წარმოგზავნა მცხეთას. და ამან დადვა საფუძველი ჯუარისა ეკლესიაჲსა, რომელ არს მცხეთას. ..."

თუ ამ კაცს დავუჯერებთ ისეა, როგორც ბრძანეთ, მაგრამ მყარი ისტორიული საბუთები, მე რამდენადაც ვიცი, არ არსებობს რომ დაამტკიცოს მათი ჩამმოავლობა და ნათესაობა მეფსალმუნე დავითთან.


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 15 2007, 12:46 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



დიდი მადლობა Lenus, საინტერესო ინფორმაციისათვის.

თუ სხვებიც გამოთქვამენ აზრს ან სხვა წყაროებს დაასახელებენ, მოხარული დავრჩები.

მადლობთ

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 6 2008, 03:17 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ქართველთა მეფეები საქართველოს ერთინობის ხანისა (XI-XV სს.) ჩვეულებრივ "იესიან-დავითიან-სოლომონიანებად" იწოდებოდნენ და ასევე იწყებდნენ კიდეც თავის წოდებულებას: "ჩუენ "იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატონიანი..." და სხვ.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Feb 7 2008, 02:53 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



staywhite

ეგ არის ერთგვარი ლეგენდა რომელიც ჩაისახა ქართველ ბაგრატიონთა

წიაღში თითქოს ისინი იყვნენ დავითიან-სოლომონიანები და თავს

იესიანებად მოიხსენიებდნენ დავით მეფსალმუნე მეფის მამის - იესეს

სახელის მიხედვით.

არის მრავალი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით იყვნენ თუ არა ისინი

მართლაც ბიბლიური დავითის ისრაელის მეფის შთამომავლები

ნაწილი მკვლევარების მიიჩნევს რომ იყვნენ და ნაწილი ამას უარყოფს.

ქართულ ისტორიოგრაფიაში მაინც ცდილობენ ეს აზრი გაიზიარონ რათა არ

მოხდეს ბაგრატიონების წარმომავლობის სომხურ შტოსთან დაკავშირება,

რაც უფრო გაბატონებული უცხოურ ისტორიოგრაფიაში, ისინი კერძოდ

ადონცი და თურმანოვი და სხვ. თვლიან რომ ბაგრატიონები (ბაგრატიდები,

როგორც ისინი უწოდებენ სომეხ ბაგრტუნებსა და ქართველ ბაგრატიონებს)

არიან ირანული წარმოშობის კერძოდ ორონტიდების ხაზის ჩამომავლები

რომლებიც გამეფდნენ სომხეთში ერვანდიანების სახელით და საფუძველი

დაუდეს სომეხ ბაგრატუნებს საიდანაც VIII ს. შუა წლებიდან ისინი მესხეთში

მოვიდნენ და სათავე დაუდეს ქართველ ბაგრატიონებს.

იმ ფაქტს რომ ქართველი ბაგრატიონები სომეხი ბაგრატუნებიდან წამოვიდა

კატეგორიულად არ იზიარებს ქართული ისტორიოგრაფია, მაგრამ ის ფაქტი

რომ ძველ წყაროებში ქართველი ბაგრატიონები იწოდებიან

ბაგრატუნიანებად კარგად მიუთითებს იმ ფაქტს რომ სახელი ბაგრატუნიდან

მოდის ამის უარყოფა თითქმის შეუძლებელია რაც შეეხება ფორმა

ბაგრატიონს ის მოგვიანებით მივიღეთ ანუ თავიდან ისინი ბაგრატუნიანებად

იწოდებოდნენ. თუმცა თურმანოვი იქვე დასძენს რომ ბაგრატიონების

ღვთიური წარმოშობის თეორია პირველი ქართველ ბაგრატიონებში

ჩაისახაო.

პს. მოკლედ ბაგრატიონების გენეზისის თემა ბოლომდე ამოწურული არ

არის და შემდეგ შესწავლას საჭიროებს.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 7 2008, 12:52 PM
პოსტი #6


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გენეალოგიის გაშუქებისას ისტორიკოსი სუმბატ დავითის ძე მოგვითხრობს, რომ ტყვეობაში (იგულისხმება ებრაელთა ტყვეობა) სოლომონს შვიდი ვაჟიშივილი ყოლია. წამოსულა შვიდივე ძმა სამხრეთიდან ფილისტიმელთა ტყვეობიდან. სამი მათგანი ეკლეცს (სომხეთი) მოსულა რაქაელ დედოფალთან. ამ უკანასკნელს ისინი მოუნათლავს.

"და დაშთეს იგინი ქუეყანათა სომხითისათა და მუნ დღეინდელად დღემდე შვილნი მათნი მთავრობენ სომხეთს" იუწყება სუმბატ დავითის ძე. ოთხი ძმა კი მოსულა საქართველოში.

"ხოლო ერთი მათგანი, სახელით გუარამ, განაჩინეს ერისთავად და ესე არს ერისთავი ქართლისა და მამა ბაგრატიონთა და ესე ბაგრატონიან(ნ)ი შვილიშვილნი და ნათესავნი არიან მის გაურამისნი" - დასძენს იგივე მემატიანე.

დანარჩენი სამიდან ერთი ძმა წასულა კახეთს და ორიც კამბეჩანს. იქ მათ მოუკლავთ სპარსთა სპასალარი და დაუპრიათ კამბეჩანი "და დასდეს იგინი მუნ ცხოვრებად ხორნაბუჯს და ამა ჟამამდე შვილნი მათნი მთავრობენ მას შინა" - იუწყება სუმბატ დავითის ძე.

რაც შეეხება მათი მოსვლის ქრონოლოგიას მხედველობაში მისაღებია მემატიანის მითითება გუარამის მიერ მცხეთის ჯვრის დაწყების შესახებ. მისი სიტყვით, სწორედ გუარამს დაუდვია "საფუძველი ჯუარისა ეკლესიისა, რომელ არს მცხეთას." ამის მიხედვით, ბაგრატიონთა ოთხეულის მოსვლა საქართველოში მემატიანეს VI საუკუნის დასასრულის მოვლენად მიაჩნია."


რას მოგვითხრობს ქართლის ცხოვრება, თბ. 1971


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 11 2008, 05:51 PM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(sable @ Feb 7 2008, 02:53 AM) *

staywhite

ეგ არის ერთგვარი ლეგენდა რომელიც ჩაისახა ქართველ ბაგრატიონთა

წიაღში თითქოს ისინი იყვნენ დავითიან-სოლომონიანები


მართლმადიდებლური ეკლესია ლეგენდად არ თვლის ამას და ეყრდნობა სუმბატ დავითის ძის ცნობებს, რომელსაც გაშუქებული აქვს ბაგრატიონთა გენეალოგია ბიბლიის - დაბადების მიხედვით.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Feb 12 2008, 08:57 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(marine @ Feb 11 2008, 06:51 PM) *

მართლმადიდებლური ეკლესია ლეგენდად არ თვლის ამას და ეყრდნობა სუმბატ დავითის ძის ცნობებს, რომელსაც გაშუქებული აქვს ბაგრატიონთა გენეალოგია ბიბლიის - დაბადების მიხედვით.


სუმბახტ დავითის ძის ქრონიკაში შეუსაბამოებია, ხოლო რაც შეეხება ბაგრატიონთა ჩამომავლობას

ისინი ჯერ კიდევ ძვ.წ.II-I სს. იხსენიებიან სომხური წყაროების მიხედვით (მოვსეს ხორენაცი და სებეოსი)

ასევე რომაულ წყაროებში (აპიანე), ასევე სპარსული ტიპის მონეტებზე (თარიღდება დაახ. ძვ.წ. VI-I სს.).

ხოლო ქართული წყაროების მიხედვით გუარამი იყო ან ძე ან შვილიშვილი ბივრითიანისა ვახტანგ გორგასლის

ერისთავისა სამცხეში (ოძრხე). ეს ბივრითიანი ცხოვრობდა (V ს. II ნახ.), ასე რომ ქართულ წყაროებშიც კი

განსხვავებით სუმბახტ დავითის ძისგან ისინი უფრო ადრე მოსახლეობენ ქართლში ვიდრე ეს არის ნაჩვენები

სუმბახტთან. ეს უკანასკნელი კი ამტკიცებს რომ ქართლში პირველად გუარამი(გურგენი) მოვიდა დაახ. VI ს. II

ნახევარშიო, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ახლად მოსული პიროვნება

ვერაფრის დიდებით ვერ შეძლებდა იმ მდგომარეობის მიღწევას იმდროინდელ ქართლში რასაც 571/2 წ. მიაღწია

გუარამმა. იმ დოინდელ ფეოდალურ საზოგადოებაში ეს გამორიცული იყო. სხვა საკითხია რატომ აფიქსირებს

სუმბახტ ბაგრატიონი იმ თეზას თითქოს გუარამმი და მისი ძმები სწორედ ბაბილონიდან მოვიდნენ და ქართლს

დამკვიდრდნენო. ამ ბოლო ხნებში საკმაოდ საინტერესო მოსაზრება გაჩნდა ამასთან დაკავშირებით, რომელსაც მე

მოუსმინე ერთერთი ისტორიკოსისგან სახელი არ მახსოვს თუ არ ვცდები ელჩია სლოვაკეთში. მან გამოარკვია რომ

სუმბახტი სარგებლობდა რაღაც უცნობი წყაროთი, რაც ცნობილი იყო მოვსეს ხორენცისთვისაცო (ლაპარაკია

ფსევდო მოვსესზე, რადგან როგორც ჩვენ ვიცით მოვსეს არ დაუწერია ის რაც მას მიეწერება) სწორდ ამ უცნობ

მემატიანესთან ფიქსირდება ბაგრატიონების დავითიანობა და როგორც ჩანს ის უნდა ყოფილიყო პირველი ვინც ეს

დააფიქსირა. ამავე წყაროთი როგორც ისტორიკოსი ფიქრობს უნდა სარგებლობდეს კონსტანტინე პორფიროგენეტიც

ბიზანტიის იმპერატორი (913-959 წწ), რომელიც ასევე უსვამს ხაზს ბაგრატიონების დავითიანობას, თუმცა,

როგორც

მისი ნარატივიდან ჩანს ბოლომდე მას არ ენდობა, თუმცა ვერც უარყოფს.




--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 18 2008, 03:33 PM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ამ დღეებში, როცა პატრიარქს შეხვედრა ჰქონდა ებრაელებთან, ახსენა, რომ ბაგრატიონები შთამომავალნი არიან დავითისა და სოლომონისა; რომ მისი წინაპარიც ბაგრატიონი იყო და მის სისხლშიც არის დიდი ებრაელი წინაპრების სისხლი.

მართლმადიდებლურ ეკლესიას სწამს ამ მოსაზრების და არ უარყოფს.

რაც შეეხება სუმბატ დავითის ძეს, ვარაუდია, რომ ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა გვარის შვილი უნდა ყოფილიყო და XI საუკუნეში ეცხოვრა.

ის იყო ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულოს ისტორიკოსო.

აი რას წერს ივ. ჯავახიშვილი მასზე:

"რა მიზანი ჰქონდა სუმბატს, როდესაც თავის თხზულების წერას შეუდგა, ეს სათაურშივეა მკაფიოდ გამოთქმული. მას სურდა ჯერ ერთი - "უწყება ბაგრატიონთა, ჩუენ ქართველთა, მეფეთასა და სადათ მოიწივნეს ამას ქუეყანასა იგინი, ანუ რომელით ჟამითგან უპყრიეს მათ მეფობა ქართლისა" - ესე იგი ავტორს ჯერ ბაგრატიონთა გვარის შთამომავლობისა და საქართველოში გადმოსახლების ისტორიის გამორკვევა უნდოდა, მერმე იმის აღნიშვნას აპირებდა, თუ როდის დაიპყრო ბაგრატონიანთა საგვარეულომ საქართველოში სამეფო ტახტი. სუმბატის მეორე მთავარი მიზანი იყო შეედგინა "ცხორება ბაგრატონიანთა ჩუენ ქართველთა მეფეთასა", ანუ ბაგრატონიანთა გვარის ქართველთა მეფეების თავგადასავალის აღწერილობა და ისტორია. მართლაც, სწორედ ამნაირია სუმბატის თხზულების მთელი შინაარსიც."

ჯავახიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სუმბატის საისტორიო ნაშრომი "ცხორება და უწყება" მართალია მშრალი და ერთფეროვანია, მაგრამ სანდო და ჭეშმარიტ საისტორიო ცნობებს შეიცავს.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Feb 20 2008, 02:09 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(marine @ Feb 18 2008, 03:33 PM) *

ამ დღეებში, როცა პატრიარქს შეხვედრა ჰქონდა ებრაელებთან, ახსენა, რომ ბაგრატიონები შთამომავალნი არიან დავითისა და სოლომონისა; რომ მისი წინაპარიც ბაგრატიონი იყო და მის სისხლშიც არის დიდი ებრაელი წინაპრების სისხლი.

მართლმადიდებლურ ეკლესიას სწამს ამ მოსაზრების და არ უარყოფს.

რაც შეეხება სუმბატ დავითის ძეს, ვარაუდია, რომ ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა გვარის შვილი უნდა ყოფილიყო და XI საუკუნეში ეცხოვრა.

ის იყო ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულოს ისტორიკოსო...


ჯავახიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სუმბატის საისტორიო ნაშრომი "ცხორება და უწყება" მართალია მშრალი და ერთფეროვანია, მაგრამ სანდო და ჭეშმარიტ საისტორიო ცნობებს შეიცავს.


სუმბახტის ბაგრეატიონობაზე გეთანხმები. ის რომ საპატრიარქო იზიარებს ბაგრატიონების ღვთიურ წარმომავლობას არც ეს

არ მიკვირს რადგან ეს ტრადიციულად ასე იყო და ეკლესია როგორც წესი ტრადიციებვს არ ღალატობს ამასთან ქართველი

მეცნიერების ერთი ნაწიოლიც ამ თეორიას იზიარებს რითიც სხვა გამოკვლევებს ამ საკითხის შესახებ უარყოფს, ეს კიდევ არ არის

სწორი მეცნიერული მიდგომა (ზოგიერთ ისტორიკოსზე მაქვს ლაპარაკი, თორემ პაქრიარქი არ არის მაგ საკითხში

კომკპეტენტური, მას უბრალოდ თავისი აზრი აქვს). სწორი მეცნიერული მიდგომა იქნება ის თუ სხვის აზრს შენს არგუმენტირებულ მოსაზრებას

დაუპირისპირებ რაც არ დაკეთებულა.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 20 2008, 02:13 PM
პოსტი #11


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(sable @ Feb 20 2008, 02:09 PM) *

სუმბახტის ბაგრეატიონობაზე გეთანხმები. ის რომ საპატრიარქო იზიარებს ბაგრატიონების ღვთიურ წარმომავლობას არც ეს

არ მიკვირს რადგან ეს ტრადიციულად ასე იყო და ეკლესია როგორც წესი ტრადიციებვს არ ღალატობს ამასთან ქართველი

მეცნიერების ერთი ნაწიოლიც ამ თეორიას იზიარებს რითიც სხვა გამოკვლევებს ამ საკითხის შესახებ უარყოფს, ეს კიდევ არ არის

სწორი მეცნიერული მიდგომა (ზოგიერთ ისტორიკოსზე მაქვს ლაპარაკი, თორემ პაქრიარქი არ არის მაგ საკითხში

კომკპეტენტური, მას უბრალოდ თავისი აზრი აქვს). სწორი მეცნიერული მიდგომა იქნება ის თუ სხვის აზრს შენს არგუმენტირებულ მოსაზრებას

დაუპირისპირებ რაც არ დაკეთებულა.


გასაგებია, ლერი, შენ რასაც ამბობ და ყველა შენი პოსტისთვის მადლობას გიხდი smile.gif ფორუმი მართლმადიდებლურია და ჩვენც, მორწმუნეები, ვეყრდნობით იმას, რისაც ჩვენს ეკლესიას სწამს და სჯერა.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 12 2021, 08:27 PM
პოსტი #12


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ანჩისხატის მხატვრობა განახლებულია ჯერ ნიკოლოზ კათოლიკოსის მიერ 1680 წ. შემდეგ - 1714 წ. უამრავი ფრესკებიდან დღეისთვის სრულყოფილად შემონახულია რამდენიმე ფრესკა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ე.წ. "ხე ცხოვრებისა". ეს ფრესკა საკურთხევლის ზემოდან იწყება და გუმბათის ყელამდე ადის. ხის ქვეშ წევს იესე - დავით წინასწარმეტყველის მამა, შუაში არის ღვთისმშობელი მარიამი, ხოლო თავში კი ესო ქრისტე. ამ ფრესკას კიდევ უწოდებენ ქრისტეს ხორციელი ცხოვრების გენალოგიის ხეს, რადგანაც ხორციელად იგი იშვა დავით წინასწარმეტყველის შტოდან.

ტოტებზე არიან ბაგრატიონთა მეფეები, რაც მიუთითებს, რომ ჩვენი მეფეები დავით მეფის შთამომავალნი არიან. ამიტომ ფრესკას მესამე სახელითაც მოიხსენიებენ: "ბაგრატოვანთა გენეალოგიის ხე". (ამ ფრესკას, საეკლესიო გადმოცემით, მე-14 საუკუნის ფრესკად თვლიან)".

/ლია ბარბაქაძე, "ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის" გვ.22/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 15 2021, 08:05 PM
პოსტი #13


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძალიან საინტერესო ცნობას იძლევა ბაგრატიონთა წარმომავლობის შესახებ წიგნი "ბიზანტიელი მწერლები საქართველოს შესახებ", სადაც მოტანილია ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე პორფირეგენეტის აზრი, რომ ბაგრატიონების დამკვიდრება ქართლში V-VI საუკუნეში მომხდარა".

/ლია ბარბაქაძე, "ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის" გვ.44/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 4 2021, 04:56 PM
პოსტი #14


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბაგრატიონთა გვარის გენეალოგია ყველაზე დაწვრილებით აღწერილი აქვს სუმბათ დავითის ძე ბაგრატიონს თავის თხზულებაში, რომლის სათაურია "ცხოვრებაი და უწყებაი ბაგრატიონთა."

სუმბათ დავითის ძის თხზულებას საფუძვლად უდევს წმინდა გადმოცემა ბაგრატიონთა გვარის დავით წინასწარმეტყველისგან წარმომავლობის შესახებ".

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.33/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 7 2022, 08:22 PM
პოსტი #15


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აშოტ კურაპალატს გრიგოლი [ხანძთელი] ასე მიმართავს: "დავით წინასწარმეტყველისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო!"ამ სიტყვებით წმინდანი ბაგრატიონებს დავით წინასწარმეტყველთან აკავშირებს".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 181/




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 28 2022, 04:52 PM
პოსტი #16


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დავით აღმაშენებლის მემატიანე: "...ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელმოდგამმან დავით, ღმრთისა მამისამან, და თვით სამეოცდამეთვრამეტემან შვილმან ამის დავითისმან, დავით".

/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი
"საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.361/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 13 2022, 09:12 PM
პოსტი #17


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მას [გიორგი გრუზინსკი] საკუთარი წარმოდგენა ჰქონდა თავადურ ღირსებაზე. ამაყობდა საკუთარი წარმომავლობით. როდესაც ამის შესახებ ეკითხებოდნენ, ამაყად პასუხობდა, რომ დავითის 39-ე თაობის შთამომავალია. მისი დიდი პაპა საქართველოს მეფე იყო და დასძენდა: "ჩემი გენეალოგია - საქართველოს ისტორიაა, უფრო ადრეული ინფორმაციისთვის კი, წაიკითხეთ ბიბლია".

/ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N1, 2022, I-III, გვ.61/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 06:28 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი