რა არის ჯოჯოხეთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა არის ჯოჯოხეთი |
ალექსანდრე |
Jun 15 2007, 06:21 PM
პოსტი
#81
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ვინმეს შეუძლია გამარკვიოს თუ რატომ ახსენებენ აბრაამის წიაღს მიცვალბულთა პანასვიდისა და წესის აგების დროს.
''სულნი ჩვენგან მიცვალებულტა წიაღთა შინა აბრაამისათა განუსვენე მაცხოვარ'' ასეთი სიტყვებია დაახლოებით ბოლოს მოძღვარის რომ ჩამოილოცავს ხოლმე. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ზებედე |
Jun 16 2007, 04:55 PM
პოსტი
#82
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ვინმეს შეუძლია გამარკვიოს თუ რატომ ახსენებენ აბრაამის წიაღს მიცვალბულთა პანასვიდისა და წესის აგების დროს. ''სულნი ჩვენგან მიცვალებულტა წიაღთა შინა აბრაამისათა განუსვენე მაცხოვარ'' ასეთი სიტყვებია დაახლოებით ბოლოს მოძღვარის რომ ჩამოილოცავს ხოლმე. ჩემის აზრით აბრაამის წიაღში იგულისხმება სამოთხე, ანუ მართალთა სამუდამო სამკვიდრებელი -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
KAIROS |
Jun 16 2007, 09:01 PM
პოსტი
#83
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ვინმეს შეუძლია გამარკვიოს თუ რატომ ახსენებენ აბრაამის წიაღს მიცვალბულთა პანასვიდისა და წესის აგების დროს. პასუხს მაგ კითხვაზე მიაგნებ, როგორც კი უპასუხებ ამ კითხვას, როგორ შეიძლება აბრაამის წიაღი აბრაამის გარეშე არსებობდეს და თუკი ეს ასეა, მაშინ სადაა აბრაამი დღეს? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
death |
Jun 16 2007, 11:08 PM
პოსტი
#84
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
მაშინ სადაა აბრაამი დღეს? აბრამმა ბინა გაყიდა და სამოთხეში გადაბარგდა თავის მეზობლებთან ერთად მაგრამ წიაღი სავარაუდოდ დარჩა. ყოველ შემთხვევაში მის განადგურებაზე არავინ წერს. -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
ალექსანდრე |
Jun 16 2007, 11:37 PM
პოსტი
#85
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
KAIROS
ციტატა პასუხს მაგ კითხვაზე მიაგნებ, როგორც კი უპასუხებ ამ კითხვას, როგორ შეიძლება აბრაამის წიაღი აბრაამის გარეშე არსებობდეს და თუკი ეს ასეა, მაშინ სადაა აბრაამი დღეს? ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რატომ იხსენიება ლოცვებში? -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ზებედე |
Jun 17 2007, 12:06 AM
პოსტი
#86
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
აბრამმა ბინა გაყიდა და სამოთხეში გადაბარგდა თავის მეზობლებთან ერთად მოგიტევოს უფალმა... მაგრამ წიაღი სავარაუდოდ დარჩა. ყოველ შემთხვევაში მის განადგურებაზე არავინ წერს. ესეც მოგიტევოს უფალმა!!! აბა ნახე ეს ხატი, და დამსხვრეული ბორკილები არაფერს არ მიგანიშნებს? და საერთოდ, სად სწერია ახალ აღთქმაში რომ აბრაამის წიაღი, ანუ "უტანჯველი ადგილი" არსებობს? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
death |
Jun 17 2007, 12:17 AM
პოსტი
#87
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
მოგიტევოს უფალმა... გაითვალისწინებს ალბათ უფალი შენს რჩევას ციტატა ესეც მოგიტევოს უფალმა!!! აბა ნახე ეს ხატი, და დამსხვრეული ბორკილები არაფერს არ მიგანიშნებს? ვახ კაცო, მოდი მაშინ ჩვენებურად გეტყვი შენ რომ ციხეში იჯდე, იმის გამო კანონის შესაბამისად არავის შეეძლო ციხიდან გამოსვლა და მე ახალმა პერიზიდენტმა, რომ გავაუქმო ეს კანონი და თავისუფლებაზე გამოგიშვათ ყველა სამუდამო პატიმარი, რა ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მე ციხესაც გავაუქმებ? ციტატა და საერთოდ, სად სწერია ახალ აღთქმაში რომ აბრაამის წიაღი, ანუ "უტანჯველი ადგილი" არსებობს? მოკვდა ის გლახაკი და ანგელოზებმა მიიყვანეს აბრაამის წიაღში (ლუკა 16, 22) ეხლა კი შენ მითხარი სად წერია, რომ აბრამის წიაღი რომელშიც ანგელოზებმა მიყვანეს გლახაკი აღარ არსებობს? -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
ზებედე |
Jun 17 2007, 12:30 AM
პოსტი
#88
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ვახ კაცო, მოდი მაშინ ჩვენებურად გეტყვი შენ რომ ციხეში იჯდე, იმის გამო კანონის შესაბამისად არავის შეეძლო ციხიდან გამოსვლა და მე ახალმა პერიზიდენტმა, რომ გავაუქმო ეს კანონი და თავისუფლებაზე გამოგიშვათ ყველა სამუდამო პატიმარი, რა ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მე ციხესაც გავაუქმებ? რა უაზრო შედარებას აკეთებ, ამქვეყნიურს (მატერიალურს) და იმ ქვეყნიურს (სულიერს) ადარებ ერთმანეთს? ძველი აღთქმის წმინდანები იმიტომ ხვდებოდნენ აბრაამის წიაღში რომ არ იყო გამოხსნილი პირველქმნილი ცოდვა, უფალმა გვიხსნა ამ ცოდვისგან და განთავისუფლდნენ აბრაამის წიაღში მყოფნი, და იქ ვინღა უნდა წავიდეს, ადამის ცოდვისგან კაცობრიობა გამოიხსნა უფალმა...ეჰ, როგორ მოგწამლათ კარელინმა და აბაშიძემ? მოკვდა ის გლახაკი და ანგელოზებმა მიიყვანეს აბრაამის წიაღში (ლუკა 16, 22) ეხლა კი შენ მითხარი სად წერია, რომ აბრამის წიაღი რომელშიც ანგელოზებმა მიყვანეს გლახაკი აღარ არსებობს? ეს ძველი აღთქმის პერიოდია შვილო -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
death |
Jun 17 2007, 12:41 AM
პოსტი
#89
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
რა უაზრო შედარებას აკეთებ, ამქვეყნიურს (მატერიალურს) და იმ ქვეყნიურს (სულიერს) ადარებ ერთმანეთს? ძველი აღთქმის წმინდანები იმიტომ ხვდებოდნენ აბრაამის წიაღში რომ არ იყო გამოხსნილი პირველქმნილი ცოდვა, უფალმა გვიხსნა ამ ცოდვისგან და განთავისუფლდნენ აბრაამის წიაღში მყოფნი, და იქ ვინღა უნდა წავიდეს, ადამის ცოდვისგან კაცობრიობა გამოიხსნა უფალმა...ეჰ, როგორ მოგწამლათ კარელინმა და აბაშიძემ? ისე საღვთიმეტყველო წიგნებს თუ წაიკითხავ ბევრ ამქვეყნიურ შედარებებს აღმოაჩენ აბრამის წიაღი არ იყო ტროპიკული კუნძულის სასტუმრო. რატომ მოხვდა გლახაკი აბრამიის წიარში? არ იმიტომ, რომ ის იყო ღვთისნიერი ან რჯულის დამცველი არამედ იყო ტანჯული და დაწყლულებული ხოლო ამ ტანჯვის გამო იქნა ის ნუგეშიცემული (16,25). ციტატა ეჰ, როგორ მოგწამლათ კარელინმა და აბაშიძემ? იგევე შემიძლია მეც ვთქვა ეჰ როგორა ხართ მოწამლული ბიბლიის მიმართ ციტატა ეს ძველი აღთქმის პერიოდია შვილო მერე და რა? ხომ არსებობდა აბრამის წიაღი? არსებობდა! მაშინ გისმევ კონკრეტულ კითხვას: მითხარი სად წერია, რომ ის განადგურდა? მე არ გეუბნები ვინ გამოიხსნა ქრისტემ და ვინ არა თქო. მე გეუბნები სად წერია რომ აბრამის წიაღი განადგურდა? -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
ზებედე |
Jun 17 2007, 12:55 AM
პოსტი
#90
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
აბრამის წიაღი არ იყო ტროპიკული კუნძულის სასტუმრო. რატომ მოხვდა გლახაკი აბრამიის წიარში? არ იმიტომ, რომ ის იყო ღვთისნიერი ან რჯულის დამცველი არამედ იყო ტანჯული და დაწყლულებული ხოლო ამ ტანჯვის გამო იქნა ის ნუგეშიცემული (16,25). ლაშა არ გეწყინოს, მაგრამ ლოგიკაში მოიკოჭლებ...აბრაამს რა "წყლულები" ჰქონდა, იმ წიაღში რომ მოხვდა, სადაც არც იტანჯებოდნენ და არც ნეტარებაში იყვნენ? ან ისააკს, და ა.შ. ისე, შეგახსენებ რომ, დაწყლულებული და ტანჯული თუ დაითმენს და არ ჩავარდება ღვთის გმობაში ისეთი ცხონდება, და არა ღვთის მგმობი დაწყლულებული ან ტანჯული, გლახაკმა დაითმინა, არ შეურაწყო უფალი და ამიტომაც არ მოხვდა სატანჯველში... იგევე შემიძლია მეც ვთქვა ეჰ როგორა ხართ მოწამლული ბიბლიის მიმართ no komment!!! მერე და რა? ხომ არსებობდა აბრამის წიაღი? არსებობდა! ხო, არსებობდა ჯოჯოხეთში მაშინ გისმევ კონკრეტულ კითხვას: მითხარი სად წერია, რომ ის განადგურდა? მე არ გეუბნები ვინ გამოიხსნა ქრისტემ და ვინ არა თქო. მე გეუბნები სად წერია რომ აბრამის წიაღი განადგურდა? ეკლესიის სწავლებით ვიცით, რომ არსებობს ჯოჯოხეთი-სატანჯველი, და არსად სწერია რომ ჯოჯოხეთში "უტანჯველი" ადგილი არსებობდეს, ანუ მესამე მდგომარეობა არ არსებობს!!! -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
KAIROS |
Jun 17 2007, 11:30 AM
პოსტი
#91
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
აბრამიის წიაღის არსებობა, ანუ ისეთი ადგილის არსებობა ჯოჯოხეთში სადაც ტანჯვა არ არის, თავისი არსით არ არის ქრისტიანული და ამას არ უნდა კამათი, ეკლესია ცალმხრივად ასწავლის იმას რომ ჯოჯოხეთში ყველგან არის ტანჯვა, ზოგან დიდი ზოგან ნაკლები, მაინც არის, და ასევეა სამოთხეში ყველგან არის ნეტარება და საპირისპიროს მტკიცება შენგან გამკვირვებია სიკვდილა!
ყველამ კარგად იცის ვინ ააგორა ეს ნეოაბრაამის წიაღის სწავლება, ახალმა ულტრა კონსერვატორებმა, რადგან ადგილი უნდა უნახონ ჩვილებს, ოღონდ არა სასუფეველში და დანარჩენი ყველგან; სინამდვილეში კი ეს მათი მოფიქრება არაა, ეს არის ე.წ. ლიმბოს შესახებ კათოლიკური სწავლება, სადაც სწორედ ჩვილებს ათავსებდნენ, ანუ ეს სწავლება არის ძველ კათოლიკური დოგმატი, რომელიც სულ ახლახანს ოფიციალურად გააუქმა ვატიკანმა... ასე რომ როდესაც საუბრობთ თეოლოგიაზე, ნუ ყვებით ზღაპრებს და წერეთ მამებით! იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Jun 17 2007, 11:43 AM
პოსტი
#92
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რატომ იხსენიება ლოცვებში? მოდი ახლა ალექსანდრე მშვიდად ვისაუბროთ, ვიცი შენ არ ხარ ამ ნეოსწავლებებით მოწამლული, ამიტომ ლოგიკურად ამოვიდეთ მაგ სიტყვებიდან: რა იგულისხმება "აბრაამის წიაღში", პასუხი ორია 1) ის აბრაამის წიაღი, რომელიც მართალთა დროებითი სამყოფელი იყო, ვიდრე მაცხოვრის გამომსყიდველ მსხვერპლამდის, რომლის შემდეგ გაუქმდა და აღარ არსებობს 2) ერთერთი ზედმეტსახელი სამოთხისა, სასუფევლისა. მივყვეთ პირველს, თავიდანვე იდიოტიზმი იქნებოდა ვინმემ იფიქროს, რომ ვინმემ იფიქროს, რომ მღვდელი წესის აგებისას ადამიანის სულს ჯოჯოხეთში მოხვედრას უსურვებს ( რადგან "აბრაამის წიაღი" პირველი მცდარი გაგებით ადგილია ჯოჯოხეთში, სადაც არ იტანჯებიან, სრული აქრისტიანიზმი), აქ ყველაფერი ნათელია და ალოგიზმითან ერთად სასაცილოცაა, " წიაღსა შინა აბრაამისათა (ანუ წიაღთა ჯოჯოხეთისა) განუსვენე", როგორ ჟღერს არა? წყევლაა, წესის აგება კი არა მეორეს მიხედვით კი ყველაფერი ლაგდება, მოძღვარი ადამიანის სულის ცხონებაზე ლოცულობს და ამასვე ევედრება უფალს, რომ მართალათა თანა დაამკვიდროს და სადაა მართლები? ადრე იყო სწორედ აბრაამის წიაღში ( შეიძლება ამ კონტექსტშიც წერია აბრაამის წიაღი), და მერე აბრაამთან ერთად უფლის მიერ იქნენ აღმოყვანილნი და არიან სამოთხეში, ასე რომ მართალთა თანა დაამკვიდროს იგივეა რაც აბრაამის წიაღში განსვენება, მოძღვარი ადამიანის ცათა სასუფეველში დამკვიდრება-განსვენებაზე ფიქრობს და სხვა რამის დანახვა აქ, მხოლოდ სუბიექტურად განწყობილ ულტრა მიმართულების ბნელ ძალებს უნდათ! იხარე! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
agmsarebeli |
Jun 17 2007, 07:06 PM
პოსტი
#93
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
[განსაწმენდელი რა შუაშია?
არ იცი რომ ამქვეყნიდან წასულ სულთა სრული მისაგებელი მეორედ მოსვლის მერე იქნება. მისაგებელი ადგილსაც ეხება. აბა რაღა აზრი აქვს მათ მოხსენებას. ეს იგავი გამოხატავს მარტო იმას , რომ რომ ასეთ ადამიანს არაფერი ეშველება . ასე იყო ძველ აღთქმაში და ასეა ახალშიც. რათქმაუნდ აეს ცჰემი მოსაზრება არ არის. |
ზებედე |
Jun 17 2007, 10:11 PM
პოსტი
#94
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
[განსაწმენდელი რა შუაშია? არ იცი რომ ამქვეყნიდან წასულ სულთა სრული მისაგებელი მეორედ მოსვლის მერე იქნება. მისაგებელი ადგილსაც ეხება. აბა რაღა აზრი აქვს მათ მოხსენებას. ეს იგავი გამოხატავს მარტო იმას , რომ რომ ასეთ ადამიანს არაფერი ეშველება . ასე იყო ძველ აღთქმაში და ასეა ახალშიც. რათქმაუნდ აეს ცჰემი მოსაზრება არ არის. ვერ გავიგე სიმართლე გითხრა რა დაწერე -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
agmsarebeli |
Jun 17 2007, 10:26 PM
პოსტი
#95
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
[რა დავწერე და თუ მიცვალებულის სული არ განიცდის ცვლილებას ადგილის მხრივ მეორედ მოსვლამდე რაღა აზრი აქვს მიცვალებულთა ლოცვას.
[ |
ზებედე |
Jun 17 2007, 10:47 PM
პოსტი
#96
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
[რა დავწერე და თუ მიცვალებულის სული არ განიცდის ცვლილებას ადგილის მხრივ მეორედ მოსვლამდე რაღა აზრი აქვს მიცვალებულთა ლოცვას. [ აზრი როგორ არა აქვს? აზრი რომ არ ჰქონდეს, წმ. მამები და ეკლესია არ გვასწავლიდა მიცვალებულთა სულებზე ლოცვას...თუ სული ჯოჯოხეთშია, აქედან ლოცვით მათ უმსუბუქდებათ ტანჯვა. საყოველთაო განკითხვის დროს, ვისზეც მანამდე ლოცულობდნენ, რომლებიც უბოროტონი იყვნენ, მაგრამ ვერ მოასწრეს სიცოცხლეში სხვადასხვა მიზეზების გამო სულის განწმენდა, შეწყალებულ იქნებიან მოწყალე უფლის მიერ.... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
Sotiris |
Jun 18 2007, 05:30 PM
პოსტი
#97
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ამ პოლემიკაში ჩართვა სულ არ მეპიტნავება, ამიტომ მარტო ამ ერთ რამეზე გავაკეთებ კომენტარს.
ყველამ კარგად იცის ვინ ააგორა ეს ნეოაბრაამის წიაღის სწავლება, ახალმა ულტრა კონსერვატორებმა, რადგან ადგილი უნდა უნახონ ჩვილებს, ოღონდ არა სასუფეველში და დანარჩენი ყველგან; სინამდვილეში კი ეს მათი მოფიქრება არაა, ეს არის ე.წ. ლიმბოს შესახებ კათოლიკური სწავლება, სადაც სწორედ ჩვილებს ათავსებდნენ, ანუ ეს სწავლება არის ძველ კათოლიკური დოგმატი, რომელიც სულ ახლახანს ოფიციალურად გააუქმა ვატიკანმა... იცის კაიროსმა ისტორია და რა ქნას (© კანუდოსელი) სინამდვილეში რა მოხდა ახლა: უნათლავი ჩვილების სიკვდილის შემდგომი ბედი ბედი განიხილა კათოლიკურმა საერთაშორისო საღმრთისმეტყველო კომისიამ, რომლის დასკვნით დოკუმენტსაც შეგიძლიათ ვატიკანის ოფიციალურ გვერდზე გაეცნოთ. დოკუმენტს სახელად ქვია "ცხონების იმედი ჩვილთათვის, რომლებიც ნათლისღების გარეშე აღესრულენ". ჩემი მიზანი არაა განვიხილო დოკუმენტის შემდგენელთა არგუმენტაცია, არამედ უბრალოდ კაიროსის არაზუსტი და დამაბნეველი მტკიცების შედარება ორიგინალთან. აქ კი რა სურათი გვაქვს? დოკუმენტის ავტორები თავიდანვე ამტკიცებენ, რომ ლიმბოს შესახებ სწავლება მაგისტერიუმს არასოდეს განუხილავს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ძალზედ ფართოდ იყო გავრცელებული. იქვე ხაზს უსვამენ, რომ ლიმბოს თეორია რჩება "შესაძლო საღმრთისმეტყველო ჰიპოთეზად". აი ეს ნაწყვეტი: This theory, elaborated by theologians beginning in the Middle Ages, never entered into the dogmatic definitions of the Magisterium, even if that same Magisterium did at times mention the theory in its ordinary teaching up until the Second Vatican Council. It remains therefore a possible theological hypothesis. ეს თეორია, რომელიც განვითარებული იყო შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ღმრთისმეტყველების მიერ, არასოდეს შესულა მაგისტერიუმის დოგმატურ განსაზღვრებებში, მიუხედავად იმისა, რომ იგივე მაგისტერიუმი ზოგჯერ ახსენებდა მას თავის ორდინარულ სწავლებაში თვით ვატიკანის მეორე კრების დრომდე. ამიტომ იგი რჩება შესაძლო საღმრთისმეტყველო ჰიპოთეზად. ე.ი. კაიროსის მტკიცების საპირისპიროდ დოკუმენტის შემდგენლები ამტკიცებენ, რომ ლიმბოს შესახებ სწავლება არ არსებობს მაგისტერიუმის დოგმატური განსაზღვრების სახით. ეს ერთი. ახლა მეორე: აი რას ვკითხულობთ 41-ე პარაგრაფში, the theory of Limbo... remains a possible theological opinion... ლიმბოს თეორია... რჩება შესაძლო საღმრთისმეტყველო აზრად... კაიროსის მტკიცების თანახმად ვატიკანს თურმე გაუუქმებია ლიმბოს შესახებ დოგმატი (დოგმატიო?). როგორ გააუქმა, თუ შესაძლო საღმრთისმეტყველო აზრად რჩება? გარდა ამისა, 102-ე პარაგრაფში ნათქვამია: Our conclusion is that the many factors that we have considered above give serious theological and liturgical grounds for hope that unbaptized infants who die will be saved and enjoy the beatific vision. We emphasize that these are reasons for prayerful hope rather than grounds for sure knowledge. ჩვენი დასკვნაა, რომ მრავალი ფაქტორი, რაც ჩვენ ზემოთ განვიხილეთ, იძლევა სერიოზულ საღმრთისმეტყველო და ლიტურგიკულ საფუძველს იმედისთვის, რომ უნათლავად გარდაცვილი ჩვილები ცხონდებიან და განიცდიან ნეტარ ხილვას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ესენი არიან მიზეზები ლოცვისმიერი იმედისთვის და არა საფუძველი უტყუარი ცოდნისთვის. ამდენად დოკუმენტის შემდგენები კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ არ ამბობენ, რომ უნათლავი ჩვილები უეჭველად ცხონდებიან. ახლა იმის შესახებ, რა სტატუსი აქვს ამ დოკუმენტს: დოკუმენტი პაპმა კი დაამტკიცა, მაგრამ მაგისტერიუმს ჯერ არ დაუმტკიცებია, ამას ბევრი დრო ჭირდება. თან რა დოგმატია ეს, რომ ლიმბო შესაძლოა არსებობს მაინც? და უნათლავი ჩვილები რომ უეჭველად არ ცხონდებიან? მგონი კაიროსს არ უნდა აწყობდეს არც ერთი დებულება და არც მეორე. ციტატა ასე რომ როდესაც საუბრობთ თეოლოგიაზე, ნუ ყვებით ზღაპრებს და წერეთ მამებით! როდესაც კათოლიკეებზე საუბრობთ, ნუ აყვებით ზღაპრებს და წერეთ ოფიციალური დოკუმენტებით! -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
agmsarebeli |
Jun 18 2007, 05:41 PM
პოსტი
#98
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
[შეწყალებულ იქნებიან მოწყალე უფლის მიერ....
ხოდა აბა მე რას ვამბობ . ეს შეწყალება ადგილის ცვლილებას ხომ გულისხმობს. მათი წირვაზე მოხსენება ხდება და ზიარების მერე როცა ბარძიმი შედის საკურთხეველში და როცა ფეშხუმზე დარჩენილ ნაწილებს მასში ჩაუშვებენ ასეტ ლოცვას ამბობენ; " ...... მიუტევენ უფალო შეცოდებანი მათნი აქა მოხსენებულთას......" და ეს წმენდს მათ ცოდვებისაგან. |
KAIROS |
Jun 18 2007, 06:17 PM
პოსტი
#99
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
სოტირისს, აშკარად პროვოკატორობ, ირონიაც რომელიც კანუდოსელისაგან ისესხე კიდევ უფრო ცუდ სახეს აძლევს ამ შენს პოსტს, პირველი არ "გეპიტნავება" იმიტომ , რომ რაზეც აქ ვწერთ აშკარა ჩავარდნაა იმ მხარისა, რომელსაც შენ მხარს უჭერ, თუკი ასე არაა, მაშინ დაგვიმტკიცე წმიდა მამებზე დაყრდნობით, რომ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც ტანჯვა არ არსებობს და ვისაუბროთ; აქაც სიტყვაში გამომეკიდე, იდეა კი იგივეა, კათოლიკებს ჰქონდათ ეს ოპინიონი ფართოდ მიღებული და სწავლების დონეზე იყო აყვანილი, რომლისადმი დამოკიდებულება ახლა მკვეთრად შეცვალეს, ანუ იდეაში ერთიდაიგივეს ვწერთ, შენ უბრალოდ იგივეს აკეთებ რაც სხვაგან გააკეთე, ზედმეტი ცინიზმით და სიტყვაზე გამოკიდებით იგივეს ამბობ...
წერე ნორმალურად და თუ მეკამათები იგივეს კი ნუ მიმტკიცებ, არამედ დაზუსტების სახე მიეცი... რატომ გაქვს ეს ჩასაფრებულის როლი? მეკარგება ყოველგვარი ხალისი შენთან საუბრისა, რაღაც მტრად იქეცი ვერ ატყობ? კათოლიკებზე ვსაუბრობთ, აქ გასაყოფი არც არაფერი უნდა გვქონდეს და ისევ ღვარძლს ათხევ... მოკლედ ან შეცვალე ტონი ან მოდი ცოტა ხანი მაინც შევეშვათ ერთმანეთს! ისე კი უმჯობესია ამ გამოკიდებებს თავი დაანებო და ამ თემაზე შენი აზრი დაწერო, უფრო საინტერესო იქნება! უკეთესი მომავლის იმედით! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
death |
Jun 18 2007, 06:24 PM
პოსტი
#100
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
ზებედე როგორ ჩანს, ჩემი ნაწერიდან კარგად ვერ გამოიტანე აზრი და ეგრევე ლოგიკაში დამჭერი
არ ვაპირებ ეხლა ამ კამათისთვის ფართო სახის მიცემას მხოლოდ ერთს ვიტყვი: გლახაკი იმიტომ მოხვდა აბრამის წიაღში, რომ სიავის მეტი არაფერი უნახია და ამით იყო ნუგეშისცემული. (ლუკა 16,25) - ეს ეხება გლახაკს და არა აბრამს. ხოლო აბრამი გამართლდა რწმენით და საქმით (იაკ. 2:21-21; რომ. 4 თავი). ხოლო სამოთხეში კიდევ აბრამის წიაღისგან განსხვავებით კაცი ქრისტეს გარეშე ვერ მოხვდება. აქ ლაპრაკი არაა უშუალოდ აბრამის წიაღზე აქ ლაპარაკია ადგილზე სადაც არ ხდება ტანჯვა. ეს შეიძლება იყოს აბრამის ან შეიძლება იყოს ჟენიას წიაღი. რათქმაუნდა არ არსებობს ჯოჯოხეთი ტანჯვის გარეშე. მაგრამ აქ უნდა გვესმოდეს რა იგულისხმება სიტყვა ტანჯვის ქვეშ. თუ ვიტყვით იმას, რომ მთელს ჯოჯოხეთში ხალხი გაჰყვიროდა ,,ვაი დედა ეს სად მოვხდითო” მაშინ ანლოგიური მდგომარეობა უნდა ყოფილიყო აბრამის წიაღშიც არა? ისიც ხომ ჯოჯოხეთში იყო? მაგრამ ჩვენ ვერ ვხვდებით ვერსად იმის დამამტკიცებელ საბუთს, რომ იქ ხალხი იტანჯებოდნენ. სახარებაში საპირისპირო წერია: ”და ჯოჯოხეთში, ტანჯვა წამებაში მყოფმა, აახილა თვალები და დაინახა შორიდან აბრაამი და ლაზარეც მის წიაღში” (ლუკა 16,23) ხოლო გლახაკი კიდევ: ახლა ის აქ ნუგეშისცემულია, შენ კი იტანჯები (16,25).ხედავ სხვაობას? მე არ ვამბობ, რომ ტანჯვა როგრც ესეთი საერთოდ არ იყო აბრამის წიაღშითო. წინააღმდეგ შემთხვევაში ღმერთი მათ არ აიყვანდა სამოთხეში - სადაც მუდმივად ნეტარებაა. მათი ტანჯვა გამოწვეული იყო იმით, რომ ისინი არ იყვნენ ღმერთთან. ასე რომ მოდი შევეშვათ იმის წერას რაც არ ვიცით. არსად არ წერია აბრამის წიაღის განადგურების თაობაზე რამე, შეიძლება განადგურდა შეიძლება არც კი. ასე რომ მეგობარო თუ იცი, რომ განადგურდა მითხარი სად წერია ეს თუ არა და გაჩუმდი! -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 10:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი