თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ ცოდვები და სათნოებები

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 21 2009, 03:39 AM

ესეც ახალი თემა, ჩემს დროებით წასვლამდე კიდევ ერთ თემას გთავაზობთ, რომელი ერთგვარი სამმაგი გამოკითხვაა, გვაქვს სამი კითხვა და თითო კითხვაზე 7+1 პასუხი ( 7 მთავარი და 1 სხვა) , ასეთი დიდი გამოკითხვა ალბათ პირველია ასეთ თემაზე ( ან საერთოდ) და კარგი იქნება თუ ბევრი მიიღებთ მონაწილეობას და ანონიმური ხმის მიცემის შემდეგ თქვენს ზოგად აზრსაც დააფიქსირებთ.
თემის მიზანი სამია

1. ვნახოთ სასიკვდინე ცოდვებიდან, რომელი გვებრძვის ყველაზე მეტად ( გამოკითხვა ხომ ანონიმურია)

2. ვნახოთ "ახალი" ცოდვებიდან, რომელია ყველაზე საშიში, ჩვენთვის, საქართველოსთვის, მსოფლიოსათვის

3. ვნახოთ რომელი სათნოების გაძლიერად თვლის ფორუმი, ყველაზე აუცილებლად ამ ცოდვებთან ბრძოლისას.

ყველა კითხვას დავურთე "სხვა (დააზუსტეთ)", რაც გვაძლევს მეტი მანევრირების , ახალი იდეების გამოხატვის და ახალი ვარიანტების შემოთავაზების საშუალებას.

სხვათაშორის ჩვენთან რელიგიური სახის გამოკითხვები ფაქტობრივად არ არსებობს, რა ვიცი, იქნებ პირველიც კია და ძალიანაც მიხარია (გამოკითხვა შევადგინე უცხოეთში ჩატარებული სხვადასხვა გამოკითხვებზე დაყრდნობით), შეიძლება შემდეგ ვინმე დაინტერესდეს კიდეც შედეგებით, ჩვენ ხომ ერის მცირე ნაწილის "საზოგადოებრივ აღსარებას" ვნახავთ, შემდეგ მორწმუნე საზოგადოების აზრს თანამედროვე ცოდვებზე და მათსავე რეცეპტს ამ ცოდვებისაგან განთავისუფლებისა.

ამას გარდა გთავაზობთ ასევე სხვა სათნოებების ჩამონათვალს, რომელიც შეგიძლიათ დაურთოთ თან თქვენს პასუხს, რომელი ამათგან მიგაჩნიათ ზემოთ დასახელებულ ძირითად შვიდ სათნოებასთან ერთად დღეს ჩვენთვის, საზოგადოებისათვის და ზოგადად ადამიანებისთვის ყველაზე საჭიროდ?

გულწრფელობა

ღირსეულობა

ალტრუიზმი

უბრალოობა

ზრდილობიანობა

ტოლერანტიზმი

შინაგანი კულტურა

იხარეთ;

კაიროსი!

პ.ს. თემა იგი ღვთისმეტყველებაში განყოფილებაში გავხსენი, რადგან ცოდვებსა და სათნოებებს ეხება, თუ საჭიროდ ჩათვლით შეგიძლიათ გადაიტანოთ სასაუბროში.
ჰო, პირველი მე მივეცი ხმა, ასე რომ საზოგადო აღსარებაც ჩაგაბარეთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 21 2009, 07:17 PM

KAIROS

ციტატა
შინაგანი კულტურა

ეს მომეწონა smile.gif დანარჩენი 6 ჩამონათვალი უფრო ინტენსიურად გვხვდება, ვიდრე ეს.

არ ვიცი, რა ტერმინი ვიხმარო ამის გამოსახატავად, მაგრამ თუ მივამატებთ სიჯიუტის საწინააღმდეგო განმარტებას კარგი იქნება. ეს მეტად აქტუალურია ჩემთვის smile.gif რამდენადაც ხშირად მიწევს ხალხთან ყოფნა, რომლებმაც კარგადაც რომ უწყოდნენ თავიანთი ნათქვამის თუ საქციელის უმართებულობა, სიჯიუტის გამო მაინც იგივეს ამტკიცებენ, თუმცა იციან, რომ ეს ასე არ არის. რა ეწოდება ამას ქართულად? სიჯიუტის ანტონიმს? თუ ეს ტერმინი ასევე შინაგან კულტურაში ერთიანდება? unsure.gif

სხვა მხრივ დასამალი რა მაქვს, მე მოვნიშნე -> ანგარება, უსამართლობა და სათნოებებიდან კი სიყვარული, რამდენადაც ეს უკანასკნელი მოიცავს ყველას ანუ სიყვარულის შედეგია სხვა დანარჩენები, ჩემთვის ასეა, სხვა არ ვიცი smile.gif

ანგარება - იმიტომ "მოვხაზე", რომ ჩემდა სამწუხაროდ ჩემს ირგვლივ მყოფ ქართველთა თუ არაქართველთაგან ხშირად მინახავს ეს თვისება, რაც ჩემს წარმოდგენებს ძალიან სცილდება და ძალიან ვწუხვარ ამის გამო მუდამ sad.gif ორი რამ, რაც უფალმა იცის, რომ ჩემში არ არსებობს სწორედ ანგარება და შურია. სხვა ცოდვები კი უცხო არ არის ჩემთვის user.gif ეს ორი კი თამამად შემიძლია ვთქვა და აღასარებისასაც მოძღვრის კითხვას მუდამ არა-თი ვპასუხობ.

ანგარების გამო ინგრევა ოჯახები, უბედურდებიან პიროვნებები, ხდება ომები და ატასი საშინელება... ანგარების გამო ართმევენ ქალს ან კაცს სიყვარულს და ღალატობენ, ყიდიან მათ... ჩემთვის ყველაზე , ყველაზე გავრცელებული ცოდვა დღეისათვის ეს არის.

საზოგადოებრივი უსამართლობა - ყველას გვხვდება ინტენსიურად : ცხადად თუ დაფარულად. ეს რომ გამოსწორდეს, ბევრი რამ უკეთესობისკენ წავა. ისე, არც ისე ახალია ეს ტერმინი და ვგონებ, მუდამ არსებობდა, წარსულში ალბათ უფრო აშკარად, ახლა კი შენიღბულად და მზაკვრულად.

დანარჩენებს მერე მივამატებ smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 22 2009, 03:57 AM

მდას, 8 კაცია ჯერ ხმა ვინც მისცა, აქტიურობაა საჭირო, საინტერესოა, რომელი ცოდვა მძლავრობს ჩვენში, რას უნდა ვუფრთხილდეთ მოდერნ ცოდვებში და რომელი სათნოება გვესაჭიროება.


ციტატა
ანგარება - იმიტომ "მოვხაზე", რომ ჩემდა სამწუხაროდ ჩემს ირგვლივ მყოფ ქართველთა თუ არაქართველთაგან ხშირად მინახავს ეს თვისება

ჰო, ნანა sad.gif ეგ უაშკარავესია.
ანგარება. ფული, ქონება... ყველაფერს აკეთებენ ამისათვის...

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jun 22 2009, 10:13 AM

ჩემის აზრით მთავარი ჩვენი (ქართველების, სხვა არ ვიცი, მე ჩემი ხალხისას ვამბობ) პრობლემაა ამპარტავნება, რაც ავტომატურად იწვევს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ცოდვას
ამპარტავნებამ იცის უსიყვარულობა, უიმედობა, სიმდიდრის სიყვარული, უსამართლობა, ანგარება და რა ვიცი კიდევ რამდენი ნაგვის ჩამოთვლა შეიძლება, და ყველაზე უბედურება ის არის, რომ ამპარტავნება არ გვაძლევს ადამიანებს საშუალებას ჩვენი ცოდვები და ჩვენი ნამდვილი არაფრის მაქნისი და არაფრის შემძლებელი "მე" დავინახოთ, პირიქით ყოვლისშემძლეები გვგონია თავები და ყველაფერს ჩვენ თვითონ გვინდა გავაკეთოთ, ხოდა იმიტომაც არის რომ არაფერი გამოგვდის; რომ არ გამოგვდის კიდევ სხვას ვაბრალებთ, რადგან ამპარტავნება რისი ამპარტავნებაა თუ საკუთარი თავის უძლურება დაგვანახა, ხოდა ვართ ასე ...


ხოლო სიმდაბლესთან ბოროტი ვერ ჩერდება და შესაბამისად სადაც სიმდაბლეა იქ სხვა ცოდვა ფეხს ვერ იკიდებს
სიმდაბლიდან მოდის ყველანაირი კარგი, ხოლო სიმდაბლის გარეშე არც სიყვარულია, არც მოწყალება, არც სიკეთე და საერთოდ არანაირი "ძველი" და "ახალი" სათნოება.


პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jun 22 2009, 06:38 PM

ციტატა(KAIROS @ Jun 21 2009, 04:39 AM) *

უბრალოობა


ეს მომეწონა

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 22 2009, 06:42 PM

Ligia

ციტატა
პრობლემაა ამპარტავნება, რაც ავტომატურად იწვევს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ცოდვას
ამპარტავნებამ იცის უსიყვარულობა, უიმედობა, სიმდიდრის სიყვარული, უსამართლობა, ანგარება და რა ვიცი კიდევ

კი, ამპარტავნება იქნებ მოიცავს ანგარებას, მაგრამ აუცილებელი და საკმარისი პირობა არ არის. ამპარტავანი, ზემოდან დამცქერი ხალხი არ არის აუცილებელი ანგარებიანიც იყოს. ისინი მათი მიღწევებით უფრო ამპარტავნობენ, ვიდრე ანგარების , გამორჩენის გამო თავს იმცირებენ და ყველაფერზე მიდიან. რამდენადაც ამპარტავნება მედიდურებასაც ნიშნავს, მედიდური, ამაყი ხალხი ყველაფერს არ იკადრებს იმ მხრივ, რომ გამოსარჩენი ნახოს. თორემ სხვების დაკნინებისთვის ცხადია მოქმედებენ ყველანაირად.

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jun 23 2009, 10:53 AM

ციტატა(Ligia @ Jun 22 2009, 11:13 AM) *

ჩემის აზრით მთავარი ჩვენი (ქართველების, სხვა არ ვიცი, მე ჩემი ხალხისას ვამბობ) პრობლემაა ამპარტავნება, რაც ავტომატურად იწვევს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ცოდვას
.

ნამდვილად.....

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 23 2009, 12:25 PM

რომელი ცოდვა გვებრძვის? - ამპარტავნება. მე ამას უფრო ხშირად წავწყდომივარ ყველგან.. თვით ჩემშიც კი sad.gif მაპატიეთ, sad.gif ხშირად მეუბნებიან, ქედმაღალი ხარო.... მართლაც

"ახალი" ცოდვებიდან საზოგადოებრივი უსამართლობა, თუმცა ეს არახალია, ძველია, მაგრამ დანამდვილებით ვიცი რომ საზოგადოება აყალიბებს გაბოროტებულ ადამიანებს (ან ასრულებს მათ ჩამოყალიბებას)... რა ვქნათ, ზოგი სუსტია და საზოგადოებისგან ფრთხილი რეაქციაა საჭირო, თორემ უფსკრულამდე ბევრი კი არ უკლია

და მესამე, რომელი სათნოება გვჭირდება... ერთმნიშვნელოვნად სიყვარული... იგი ყველფერს მოიცავს, თავმდაბლობასაც, ქველმოქმედებასაც, სიკეთესაც და ა.შ.

ღმერთი თავად სიყვარულია smile.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jun 23 2009, 12:45 PM

ციტატა(ქევანა @ Jun 23 2009, 12:25 PM) *


ერთმნიშვნელოვნად სიყვარული... იგი ყველფერს მოიცავს, თავმდაბლობასაც, ქველმოქმედებასაც, სიკეთესაც და ა.შ.



გეთანხმები, მაგრამ სიმდაბლის გარეშე სიყვარული უკვე სიყვარული აღარ არის

ასე რომ მე მაინც მიმაჩნია რომ სიმდაბლეა ყველა სათნოების თავი და თავი, სიმდაბლისგან მოდის სიყვარული

ამპარტავნება და სიყვარული არ მგონია ერთად მოთავსდეს , აუცილებლად ამპარტავნება გადაძალავს
ხოლოდ სიმდაბლესთან ვერანაირი ცოდვა ვეღარ ჩერდება, უფრო სწორად ბოროტი ვეღარ ჩერდება (ჩემი სიტყვები არ არის )

მე ასე ვფიქრობ smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 23 2009, 02:21 PM

ციტატა
ასე რომ მე მაინც მიმაჩნია რომ სიმდაბლეა ყველა სათნოების თავი და თავი, სიმდაბლისგან მოდის სიყვარული

Ligia
სიმდაბლე დიდი სათნოებაა და ბევრი სახვა სათნოების დასაბამი, მაგრამ მედიდურებსაც შეუძლიათ სიყვარული smile.gif სიყვარულის ყველა პუნქტი იქნებ ზედმიწევნით არა, მაგრამ ადამიანური სიყვარული მაინც შეუძლიათ, თუნდაც ახლობლების .

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jun 23 2009, 04:00 PM

მრისხანება
საზოგადოებრივი უსამართლობა
მარხვა

მე ჩემი თავით ვმსჯელობ
ჩემს გარშემო ვინ რა შვება ეგ სხვაა

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jun 24 2009, 11:22 AM

ციტატა(staywhite @ Jun 23 2009, 02:21 PM) *

Ligia
სიმდაბლე დიდი სათნოებაა და ბევრი სახვა სათნოების დასაბამი, მაგრამ მედიდურებსაც შეუძლიათ სიყვარული smile.gif სიყვარულის ყველა პუნქტი იქნებ ზედმიწევნით არა, მაგრამ ადამიანური სიყვარული მაინც შეუძლიათ, თუნდაც ახლობლების .


კი გეთანხმები რაც დაწერე
მაგრამ ახლა შევხედოთ ვინ ცხონდება

ისეთი ვისაც კი აქვს სიყვარული , მაგრამ ამპარტავნების ცოდვა მაინც აქვს,
თუ სიმდაბლეში მყოფი ადამიანი (ნაწილობრივ სიმდაბლე არ გამაგონოთ და ნაწილობრივ ამპარტავნება)

მხოლოდ მდაბალი ცხონდება, და არა ის ვისაც "ადამიანური სიყვარული მაინც შეუძლიათ, თუნდაც ახლობლების ." (copyright შენ biggrin.gif) და ამავე დროს ამპარტავნების ცოდვაშია ჩავარდნილი


თორე სიყვარული რომ ყველაზე მაღლა დგას, ყველანაირ კანონებზე მათ შორის რჯულის კანონზე, მაგას რად უნდა საუბარი smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 24 2009, 11:34 AM

Ligia

ციტატა
ისეთი ვისაც კი აქვს სიყვარული , მაგრამ ამპარტავნების ცოდვა მაინც აქვს,
თუ სიმდაბლეში მყოფი ადამიანი (ნაწილობრივ სიმდაბლე არ გამაგონოთ და ნაწილობრივ ამპარტავნება)

მხოლოდ მდაბალი ცხონდება, და არა ის ვისაც "ადამიანური სიყვარული მაინც შეუძლიათ, თუნდაც ახლობლების ."


მე ცხონებაზე არ დამიწერია, ლიგია, არამედ იმაზე, რომ სიყვარული მოიცავს ყველა სათნოებას და + ამპარტავანი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მას სიყვარული არ შეუძლია. ეშმაკზე არ ვსაუბრობ, არამედ ხორციელ ადამიანებზე. ამპარტავნებას სიყვარული დაგათმობინებს, სიყვარულის გამო ამპარტავანი პიროვნება დიდი ალბათობით მოსალოდნელია შეიცვალოს და ამის ბევრი მაგალითებია.


პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jun 24 2009, 11:59 AM

ციტატა(staywhite @ Jun 24 2009, 11:34 AM) *

Ligia
ამპარტავანი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მას სიყვარული არ შეუძლია.


ეგ არც მე მითქვამს smile.gif

ციტატა(staywhite @ Jun 24 2009, 11:34 AM) *


ამპარტავნებას სიყვარული დაგათმობინებს,


არ ვიცი,
შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში დაგათმობინოს, სიტყვაზე ე.წ. ქალ-ვაჟურ სიყვარულზე, შვილზე, მშობელზე
მაგრამ რასაც უფლის სიყვარული /ღვთაებრივი სიყვარული ქვია, მაგას მხოლოდ დამდაბლებული ადამიანი თუ მიაღწევს, ანუ უფალი ვერ გეყვარება თუ არ დამდაბლდი
შეიძლება უფლის გეშინოდეს, ან სასყიდელის მიღება გინდოდეს და ამიტომაც ემსახურებოდე უფალს, მაგ დროს კი ბატონო შეიძლება ამპარტავნების ცოდვაში იყო და მაინც მეტ ნაკლებად უფალს ემსახურებოდე, (მაგაშიც ეჭვი მეპარება)
მაგრამ აი სიყვარულით კი ვერა, მე ასე მგონია მხოლოდ მდაბალ ადამიანს უყვარს უფალი და მდაბალ ადამიანს უყვარს ყველანაირი ჯიშის და ჯილაგის ადამიანი (არა მარტო მოყვასი, არამედ მტერიც) მათი ნაცნობ-უცნობობისა და ცოდვიანობის მიუხედავად.


ციტატა(staywhite @ Jun 24 2009, 11:34 AM) *


მე ცხონებაზე არ დამიწერია, ლიგია, არამედ იმაზე, რომ სიყვარული მოიცავს ყველა სათნოებას

მე კი ცხონებაზე დავწერე, ანუ სრულ სიმდაბლეზე და სრულ სიყვარულზე და არა რაიმე კონკრეტულ შემთხვევაზე


ხო ისე მგონი სადაო არც არაფერია აქ,
მე რომ მეკითხებიან კვერცხის გული გიყვარს თუ ციალო, ვპასუხობ კვერცხი თქო

სიმდაბლე თუ სიყვარული მე ვეტყოდი ორივე ერთად


პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jun 26 2009, 02:04 PM

სიმდაბლეშია სიყვარული smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jul 3 2009, 08:13 PM

ციტატა
რომელი ცოდვა გვებრძვის ყველაზე მეტად?
ჩვენში და საზოგადოებაში
ამპარტავნება [ 14 ] [77.78%]

მდას...
აშკარად მძიმე შედეგია..

შეკითხვაზე: "როგორ ამოვიცნოთ ამპარტავნება საკუთარ თავში?" - ნიჟეგოროდის მთავარეპისკოპოსი იაკობი ასე წერს: " ამის მისახვედრად და შესაცნობად დაუკვირდი, როგორ გრძნობ თავს, როდესაც დარშემომყოფნი რაიმეს შენი სურვილის შესაბამისად არ აკეთებენ. თუკი არ გიჩნდება სურვილი, მოკრძალებით გამოასწორო შენს მიერ დაშვებული შეცდომა, არამედ უყმაყოფილო ხარ და მრისხანებ, მაშ, იცოდე, რომ ძალიან ამპარტავანი ხარ; თუკი შენი ცხოვრებისეული საქმეების მცირეოდენი წარუმატებლობაც კი მწუხრებას, სიმძიმესა და სევდას იწვევს, ისე, რომ ღვთაებრივი ჩანაფიქრის შესახებ აზრიც კი ( რომელიც შენს საქმეებს წარმართავს) არ გამხიარულებს, მაშ, იცოდე, რომ ძალიან ამპარტავანი ხარ; თუ სხვისი, თუნდაც შენი მტრების, წარუმატებლობა გამხიარულებს, ხოლო შენი ახლობლების უეცარი წარმატებები გამწუხრებს, იცოდე, რომ ძალიან ამპარტავანი ხარ; თუ შეურაცხგყოფს მოკრძალებული შენიშვნები შენს ნაკლოვანებათა შესახებ, ხოლო არარსებული ღირსებების ქება გახარებს და აღგაფრთოვანებს, იცოდე, რომ ძალიან ამპარტავანი ხარ."


წმიდა იოანე კიბისაღმწერელი ამის შესახებ წერს: "ამპარტავანი სული შიშის მონაა; იგი ეყრდნობა რა საკუთარ თავს და მცირეოდენი ხმაურისა და ჩრდილისაც კი ეშინია. მშიშრები ხშირად იშლებიან ჭკუიდან და სამართლიანადაც; რამეთუ ღმერთი ტოვებს ამპარტავნებს, რათა სხვებსაც ასწავლოს, რომ არ გაამაყდნენ".

იგი წერს იმასაც, რომ "უკიდურესი ამპარტავნების სახე ისაა, რომ ადამიანი დიდებისათვის ფარისევლურად წარმოაჩენს ისეთ სათნოებებს, რომლებიც მას არ გააჩნია."

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jul 3 2009, 08:51 PM

ციტატა(KAIROS @ Jun 21 2009, 04:39 AM) *

უბრალოობა


ეს ძალიან გვაკლია.
და კიდევ, ამ თემასთან კავშირში არაა, მაგრამ ცოტა ზედმეტი ფანტაზია გვაქვს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 3 2009, 09:06 PM

KAIROS

ციტატა
აშკარად მძიმე შედეგია..

ცოტა ისეა დაყენებული ეგ პული, რომ შეცდომაც შესაძლებელია გაიპაროს. "ჩვენში და საზოგადოებაში" - მე ანგარება მოვნიშნე, თUმცა მისხალი არ გამაჩნია მე პირადად მაგის, მაგრამ საზოგადოებიდან ყველაზე მეტად ეგ არის ჩემთვის ფატალური. იქნება სხვებმაც მასე მისცა ამპარტავნება-ს ხმა და არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე საუბრობს, ალბათ ისევე როგორც მე, მასიურად გავრცელებულ თვისებებზე.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jul 4 2009, 12:08 PM

ჰო, ნანა, მე მძიმე შედეგში ეს ვიგულისხმე, რომ 15 კაციდან 14 თვლის, რომ ჩვენი მთავარი ( ანუ საზოგადოების და არა კონკრეტულად ჩვენი) პრობლემა ამპარტავნებაა.


ციტატა
ცოტა ზედმეტი ფანტაზია გვაქვს

ფანტაზია კარგია, ზედმეტი ზედმეტია, მაგრამ არა მგონია ეგ განეკუთვნებოდეს იმ საშიშ ცოდვებს რაც ზემოთაა, რომანტიზმი კაი რამეა biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 11 2009, 11:04 AM

ამპარტავნება [ 16 ] [76.19%]

ამ ცოდვიდადან გამომდინარეობს სხვა ცოდვები... ძალიან მწარე რეალობაა, თუმცა ის მაინც კარგია რომ ვაღიერებთ ამ ცოდვას და თუ ვაღიარებთ ე,ი. ვებრძვით კიდეც...

პოსტის ავტორი: asmoo თარიღი: Aug 20 2009, 08:23 PM

ამპარტავნება

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Aug 21 2009, 11:14 AM

ციტატა(KAIROS @ Jul 4 2009, 12:08 PM) *

ჰო, ნანა, მე მძიმე შედეგში ეს ვიგულისხმე, რომ 15 კაციდან 14 თვლის, რომ ჩვენი მთავარი ( ანუ საზოგადოების და არა კონკრეტულად ჩვენი) პრობლემა ამპარტავნებაა.
ფანტაზია კარგია, ზედმეტი ზედმეტია, მაგრამ არა მგონია ეგ განეკუთვნებოდეს იმ საშიშ ცოდვებს რაც ზემოთაა, რომანტიზმი კაი რამეა biggrin.gif


ისა და კაიროს

1. თუ ყველამ (14 კაცმა) დავწერეთ "ამპარტავნება" და ვიგულისხმეთ საკუთარი თავი, და კიდევ თუ ბევრმა მასე დაწერა, ყველა ერთად უვკე საზოგადოება გამოვდივართ
2. ცალკეული ადამიანებისგან შედგება საზოგადოება და თითოეულს რა ცოდვაც აქვს ყველაზე მეტად ის ცოდვა იქნება ყველაზე მეტად გავრცელებული საზოგადოებაში
3. მე პირადად დავწერე ამპრატავნება ჩემი თავიდან გამომდინარე და რასაც ვუყურებ ქართველებში იქიდან
ზოგადად ერია ამპარტავნებაში ჩავარდნილი თან ყოვლად უაზრო და მარაზმულში, რა გვაქვს საამპარტავნო ვინმემ მითხრას რააა, რა გავქვს ამისთანა რაც სხვა ერს არ აქვს?

თუ მეტყვით მართალი სარწმუნოებაო, ჰა მასე რუსებს, სერბებს, ბულგარელებს, კვიპროსელებს, უკრაინელებსაც აქვთ, და რომ გვაქვს ეს მართალი სარწმუნოება რამე საქმით ჩანს?
თუ მეტყით სტუმართმოყვარეობაო , მაგაზეც გეტყვით რომ ეგ სტუმართმოყვარეობა ფარისევლობაში და ძლიერის წინაშე დახრაში გადაგვეზარდა
თუ მეტყვით ტრადიციებიო, ბევრი მათგანი სრული უაზრობაა და რაც კარგი იყო ისიც დეგრადირდა
თუ მეტყვით სიყვარულიო, ეს ნამდვილად დავკარგეთ

და საერთოდ ამპარტავნება ყოვლად უაზრო და მარაზმი ცოდვაა, რადგან თავს წარმოგაჩენინებს იმაზე გაცილებით უკეთ რაც ხარ, აქედან გამომდინარე ხდები ფარისეველი, მატყუარა, უსამართლო, ამბიციური და საბოლოო ჯამში არაფერს წარმოადგენ

ასე ვართ ჩვენც, რეალურად არაფერი გვაქვს საამაყო, არაფერი გვაქვს განსაკუთრებული და მაინც ამხელაზე გვაქვს ცხვირები აწეული, ცას გვინდა მივაწვდინოთ

და მოდით ვაღიაროთ ქართველებს გვიყვარს ეს საშინელი ცოდვა "ამპარტავნება' არ გვინდა თავის დანებება და ვერ ველევით, მწარედ ვართ ჩაფრენილები და არ გვინდა ხელიდან გავუშვათ თითქოს ეს იყოს ჩვენი გადამრჩენელი


აი ასე რააააა, არაფერ შუაში ფანტაზია, ესააა რეალობა
ფანტაზიაში კი ის ხალხია ვინც ფიქრობს რომ "ოოF მოიცა რა, რა ამპარტავნება, მდებარეობის ბრალია, უკულტურობის ბრალია, რუსეთის ბრალია, სააკაშვილის ბრალია, იმის ბრალია ამის ბრალია, ოღონდ არა ჩემი" biggrin.gif


პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 30 2009, 09:42 PM

ციტატა(Ligia @ Aug 21 2009, 12:14 AM) *

და მოდით ვაღიაროთ ქართველებს გვიყვარს ეს საშინელი ცოდვა "ამპარტავნება' არ გვინდა თავის დანებება და ვერ ველევით, მწარედ ვართ ჩაფრენილები და არ გვინდა ხელიდან გავუშვათ თითქოს ეს იყოს ჩვენი გადამრჩენელი
აი ასე რააააა, არაფერ შუაში ფანტაზია, ესააა რეალობა
ფანტაზიაში კი ის ხალხია ვინც ფიქრობს რომ "ოოF მოიცა რა, რა ამპარტავნება, მდებარეობის ბრალია, უკულტურობის ბრალია, რუსეთის ბრალია, სააკაშვილის ბრალია, იმის ბრალია ამის ბრალია, ოღონდ არა ჩემი" biggrin.gif

ვაი რომ ეგ ყოველივე სიმართლეა... ამპარტავნება დამღუპავს მე...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2015, 09:53 PM

"იაპონიაში, ერთ–ერთ სოფელში ცხოვრობდა ერთი მოხუცი სამურაი. მას უამრავი მოსწავლე ჰყავდა და დროის უმეტეს ნაწილს მათ წვრთნაში ატარებდა.

ერთხელ, ვარჯიშის დროს, მასთან მივიდა ახალგაზრდა მეომარი, რომელიც განსაკუთრებული უხეშობით და სისასტიკით იყო ცნობილი იმ მხარეში.

მისი საყვარელი მეთოდი იყო მოწინააღმდეგის ნერვებზე თამაში. ამით მწყობრიდან გამოყავდა ადამიანი. ეს უკანასკნელიც განნრისხებული იწვევდა მას ორთაბრძოლაში, მაგრამ ბრაზისგან დაბრმავებული, შეცდომას შეცდომაზე უშვებდა და მარცხდებოდა.

ახალგაზრდა მეომარმა დიაწყო მოხუცის დაცინვა და ლანძღვა–გინება. იფურთხებოდა მისი მიმართულებით, უძლურს, მშიშარას და ლაჩარს ეძახდა, მაგრამ მოხუცი არაფერს იმჩნევდა და მშვიდად აგრძელებდა მოსწავლეებთან ვარჯიშს. ბოლოს და ბოლოს ახლაგაზრდამ, მიხვდა რა, რომ არაფერი გამოუვიდა, გაღიზიანებულმა დატოვა იქაურობა.

მოსწავლეებმა, გაკვირვებულებმა იმით, რომ მოხუცმა ამდენი შეურაცხყოფა აიტანა, ჰკითხეს მას:
– რატომ არ გამოიწვიეთ ეს თავხედი ორთაბრძოლაში? ნუთუ დამარცხების შეგეშინდათ?
მოხუცი სამურაი წამით ჩაფიქრდა და შემდეგ კითხვითვე უპასუხა:
– თუ თქვენ მოგიტანენ საჩუქარს, მაგრამ არ მიიღებთ მას, მაშინ ვის დარჩება ეს საჩუქარი?
– რა თქმა უნდა იმას ვინც მოგვიტანა, თუ სხვას არ მისცა. – უპასუხეს მოსწავლეებმა.
– იგივე ხდება ლანძღვა–გინების, შურის, ბოღმის და სიძულვილის შემთხვევაშიც. მანამ, სანამ თქვენ არ მიიღებთ მათ, ეს ყველაფერი რჩება იმასთან, ვინც ისინი მოიტანა".

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Aug 17 2015, 11:10 AM

marine

ციტატა
"იაპონიაში, ერთ–ერთ სოფელში ცხოვრობდა ერთი მოხუცი სამურაი. მას უამრავი მოსწავლე ჰყავდა და დროის უმეტეს ნაწილს მათ წვრთნაში ატარებდა.

ერთხელ, ვარჯიშის დროს, მასთან მივიდა ახალგაზრდა მეომარი, რომელიც განსაკუთრებული უხეშობით და სისასტიკით იყო ცნობილი იმ მხარეში.

მისი საყვარელი მეთოდი იყო მოწინააღმდეგის ნერვებზე თამაში. ამით მწყობრიდან გამოყავდა ადამიანი. ეს უკანასკნელიც განნრისხებული იწვევდა მას ორთაბრძოლაში, მაგრამ ბრაზისგან დაბრმავებული, შეცდომას შეცდომაზე უშვებდა და მარცხდებოდა.

ახალგაზრდა მეომარმა დიაწყო მოხუცის დაცინვა და ლანძღვა–გინება. იფურთხებოდა მისი მიმართულებით, უძლურს, მშიშარას და ლაჩარს ეძახდა, მაგრამ მოხუცი არაფერს იმჩნევდა და მშვიდად აგრძელებდა მოსწავლეებთან ვარჯიშს. ბოლოს და ბოლოს ახლაგაზრდამ, მიხვდა რა, რომ არაფერი გამოუვიდა, გაღიზიანებულმა დატოვა იქაურობა.

მოსწავლეებმა, გაკვირვებულებმა იმით, რომ მოხუცმა ამდენი შეურაცხყოფა აიტანა, ჰკითხეს მას:
– რატომ არ გამოიწვიეთ ეს თავხედი ორთაბრძოლაში? ნუთუ დამარცხების შეგეშინდათ?
მოხუცი სამურაი წამით ჩაფიქრდა და შემდეგ კითხვითვე უპასუხა:
– თუ თქვენ მოგიტანენ საჩუქარს, მაგრამ არ მიიღებთ მას, მაშინ ვის დარჩება ეს საჩუქარი?
– რა თქმა უნდა იმას ვინც მოგვიტანა, თუ სხვას არ მისცა. – უპასუხეს მოსწავლეებმა.
– იგივე ხდება ლანძღვა–გინების, შურის, ბოღმის და სიძულვილის შემთხვევაშიც. მანამ, სანამ თქვენ არ მიიღებთ მათ, ეს ყველაფერი რჩება იმასთან, ვინც ისინი მოიტანა".

სისულელეა ზოგი შიშის გამო არ ცემს პასუხს და ამას ვერ მიხვდები როდის თავმდაბლობ და როდის გეშინია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2015, 03:35 PM

"ცოდვა, მისტიკური თვალსაზრისით, სატანასთან სულის შეთვისებას წარმოადგენს. ეს სატანასთან მსგავსების სურვილია, თუნდაც ამას ვერ ხვდებოდეს ადამიანი"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2015, 04:26 PM

„როდესაც მანკიერების კიდეს მივუახლოვდებით და შემდეგ ცოდვიანობის კიდემდე მივალთ, მაშინ კვლავ ნათელში ვიწყებთ ცხოვრებას, რადგან სიკეთის ბუნება, ბოროტებას და მანკიერებას უსასრულოდ და მრავალგზის აღემატება“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2015, 10:57 PM

"როცა ვხედავ ჩემს რომელიმე ცოდვას, მიხარია, რადგან ჩემი ერთ-ერთი წყლული დავინახე და შემიძლია განვკურნო"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2015, 09:32 PM

"ნებისმიერი თანამდები ცოდვა იმონებს ადამიანს, ჩვენ რომ გვგონია, სიგარეტს ვეწევით, ის ჩვენ გვეწევა, ან რომ გვგონია, ღვინოს ვსვამთ, ამ დროს ჩვენ გვსვამს. ასეა ნებისმიერი ცოდვის დროს".

/ბერ-მონაზონი თეოდოსი (ჩიტაიშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2015, 07:15 PM

"ფრიად ცოდვილი (სახელი)"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2015, 05:54 PM

"მე - ფარას მოწყვეტილი, გზააბნეული და შენი მოწყალე მფარველობის მოძულე ცხვარი ბინძური ქეცით გავქეციანდი".

/წმ. ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2015, 02:31 PM

"ცოდვები თავსგადაგვდიოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 6 2015, 01:02 PM

„მარცხვენელი ცოდვების ტვირთი ქვე ეზიდება და არ ძალუძს მას მარტოდმარტოს, რომ შეურცხვენლად წინ წავიდეს“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 7 2015, 05:35 PM

"ბევრი რამ ბილწი ჩვეულება ჰქონდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2015, 07:14 PM

"ეშმაკისმიერი საცთურნი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2015, 12:42 PM

"ამგვარად არსებობს ბოროტება, რაც მართლა ბოროტებაა, ეს არის: სიძვა, მრუშობა, ანგარება და სხვა ურიცხვი მანკიერება და ბიწიერება, რაც უკიდურესი გაკიცხვისა და სასჯელის ღირსია.

ამავე დროს, არსებობს ბოროტება და უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ არ არსებობს ბოროტება, მაგრამ ბოროტებად იწოდება: შიმშილი, ჭირი, სიკვდილი, ავადმყოფობა და ა.შ.

ყველაფერი ეს არ შეიძლება ჭეშმარიტ ბოროტებად მივიჩნიოთ, ამიტომ ვამბობ, არ არის, არამედ იწოდება ბოროტებად. რატომ? იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ნამდვილი ბოროტება რომ იყოს, ის ჩვენთვის სიკეთის მიზეზად ვერ გადაიქცეოდა, ვერ დაამარცხებდა სიამაყეს, ვერ აღგვიდა უდარდელობას, უზრუნველობას, დაუდევრობას, არ გააჩენდა ჩვენში გულმოდგინებას და უფრო მეტ ყურადღებას ვერ აღძრავდა საკუთარი თავის მიმართ".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2015, 09:26 PM

"ცოდვისმიერი ფიქრი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2015, 08:00 PM

"სხეულს აუცილებელზე მეტად ემსახურებოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2015, 11:03 PM

„გულისთქმების უბრალოება“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2015, 11:12 PM

"ენის მიდრეკილება საცთურებისადმი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2015, 03:05 PM

"ცოდვის შემოდინება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2015, 07:27 PM

"უმთავრესი ის კი არაა, ღვთისმეტყველებაში ვიყოთ განათლებულნი, არამედ ღვთისმეტყველებაში იმის გამო უნდა ვიყოთ განათლებულნი, რომ განვეშოროთ ცოდვას და უფალს სათნო ვეყოთ. ღვთისმეტყველების ცოდნა კი არ არის უფლის სათნომყოფელობა, არამედ ცოდვასთან განშორება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2015, 06:48 PM

"ის თავს წმინდად იმარხავდა ყოველგვარი ცოდვიანი არაწმინდებისაგან და ცდილობდა, არ შეებილწა წმინდა ნათლისღებით მიღებული სულიერი სამოსი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2015, 02:26 PM

"ცოდვამ გაყო, დაანაწევრა კაცობრიობა. ის ჯაჭვის რგოლებივით დაიშალა. ცოდვამ დააჭკნო ადამიანის სულის სილამაზე"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2015, 01:22 PM

"მამათა განმარტებით, შეცოდებად არ ითვლება ის აზრი, როცა უკეთურისაგან გამოტყორცნილი უგვანი ფიქრები ზოგჯერ ისრებისებრ გაგვიელვებენ. აზრისმიერი შეცოდება მაშინ იწყება, როცა ბოროტისაგან შთაგონებული აზრი გონებაში შეყოვნდება და ადამიანი იწყებს მის დაგემოვნებას, შეტკბობას, რის შემდეგაც საქმედაც აქცევს მას".

/მღვდელ-მონაზონი დავით კირკიტაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2015, 10:55 PM

"სულის გულისთქმები არის თირკმელებში"

/წმ. აბბა დოროთე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2015, 02:47 PM

"ქრისტიანი ადამიანი არამცთუ არ უნდა მწუხარებდეს, არამედ მხიარული, სულიერი სიხარულით აღსავსე და მოღიმარი უნდა იყოს, რადგანაც მისთვის აღესრულა მაცხოვრის მიერ გაღებული მსხვერპლი გამოხსნისა. მაგრამ უნდა წუხდეს საკუთარ ცოდვებზე, არასრულყოფილებაზე, იმაზე, რაც ხელს უშლის უფლისაკენ სვლაში. ამავე დროს, მწუხარება ამქვეყნიურზე და უზომო წუხილი მიწიერ ფასეულობებზე ღვთის წინაშე ცოდვად გვეთვლება"

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2015, 09:49 PM

"ყოველი ადამიანი ცოდვილია, მაგრამ ისინი შეიძლება დაიყონ მონანულებად, არამონანულებად და გასატანებულებად".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2015, 12:19 PM

"არა თუ ცოდვა წარწყმედს ადამიანს, არამედ შეუნანებლობა ცოდვისა, თორემ ვიცით, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელიც ცოდვას არ ჩადიოდეს, მაგრამ ცოდვათა გამო უნანებლობა და სხვათა განკითხვა ყველაზე მეტად აშორებს კაცს უფალს".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2015, 06:36 PM

"გულისზრახვები ანუ შემარცხვენელი აზრები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2015, 06:55 PM

"ადამიანის ცხოვრებაში ცოდვის გარდა ურიგო არაფერია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2015, 04:10 PM

„ბილწმესიტყვე“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2015, 09:50 PM

"ბილწმეტყველება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2015, 11:51 AM

"ცოდვებისმიერი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2015, 10:06 PM

"დიდებისმოძულეობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2015, 09:39 PM

"ქრისტე და ცოდვა ურთიერთსაწინააღმდეგონი არიან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2015, 01:13 PM

"მამა ეფრემი [კატუნაკელი] ამბობდა, რომ მძიმე ცოდვებს სიმყრალესავით გრძნობდა. ცოდვა ყარსო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2016, 07:44 PM

"სულიერებისადმი უგრძნობლობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2016, 08:32 PM

"ყოველწამიერად ვცოდავთ და ვაგროვებთ ამ ცოდვებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2016, 08:20 PM

"ვისაც საკუთარი ცოდვები მცირედ მიაჩნია, იგი უწინდელზე მძიმე ცოდვებში ჩავარდება".

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2016, 05:25 PM

"ზრახვის გაჩენა კი არ არის ცოდვა, არამედ - გონების მეგობრული საუბარი მასთან".

/წმ. მარკოზ მოსაგრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2016, 07:48 PM

"მშვენიერი უქმეა ცოდვისაგან უქმობა.

ცოდვილისთვის დღესასწაული არ არსებობს.

ნათელი დღეები ნათელია მხოლოს სუფთა და უბიწო სულისთვის.

ვინც წმინდა გულით ზეიმობს, ის ანგელოზებთან ერთად ზეიმობს".

/მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2016, 12:26 PM

"მხოლოდ ერთი სურვილი, ერთი საწუხარი ჰქონდათ: - მცირედი ცოდვითაც კი არ განერისხებინათ უფალი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2016, 10:49 PM

"როგორც ხედავთ, სათნოებების დაფარვა შეუძლებელია, კაცი როგორც უნდა ცდილობდეს. მზეს საცერით ვერ დამალავ, რადგან მისი სხივები ნახვრეტებში მაინც გამოაღწევს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2016, 11:08 PM

"უფალმა დაიცვა, რომ დაუმსახურებლად გამოარჩია და ყოველი გულისთქმა საქმედ არ აქცევინა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2016, 12:37 PM

"რაც უფრო მძიმდება სული ცოდვებით, მით უძნელდება ადამიანს სასოწარკვეთასთან ბრძოლა".

/დეკ. ანდრია კემულარია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2016, 11:34 AM

"როგორ ვისწავლოთ სულისათვის სასარგებლო გლოვა? - ვისაც თვალწინ ახლობელი მიცვალებული ჰყავს, მას განა დასჭირდება ტირილი სწავლა? შენ წინ ცოდვებით მომკვდარი შენი სული ასვენია, იგი შენთვის მთელ ქვეყანაზე ძვირფასია, ნუთუ არ იტირებ მისთვის?"

/სქემიღუმენი საბა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 29 2016, 11:02 AM

"ცოდვა - ეს ბოროტებაა, ყველაზე მეტად ეს სახელწოდება მიეკუთვნება მას".

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 17 2016, 02:49 PM

"თუკი ადამიანი მოისურვებს, შეიმოსოს ზიზღი ცოდვისა, ის ნელ-ნელა მიუახლოვდება ქრისტეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 21 2016, 10:51 AM

"არცა მართალი იპოების, თუმცა არა აქვნდა ცოდვა, და კვალად არცა ცოდვილი, თუცა არა ექმნა სიმართლე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 23 2016, 03:43 PM

"ოთხი სათნოებაა, რომელიც წმენდს სულს: მდუმარება, მცნებათა დაცვა (მორჩილება), თვითგვემა და კეთილგონიერება".

/აბბა ისაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2016, 10:29 PM

"როდესაც ანტონი დიდმა თავის მოწაფეებს ჰკითხა, - რომელია ყველაზე დიდი სათნოებაო, - ზოგმა მარხვა დაასახელა (რადგან მარხვის დარღვევით დაეცა ადამიანი), ზოგმა - ლოცვა, ზოგმა კი - თავმდაბლობა. ბოლოს ანტონი დიდმა ბრძანა, ყველაზე დიდი სათნოება კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარიაო. ვფიქრობ, ადამი მხოლოდ ამპარტავნებამ და მარხვის დარღვევამ კი არ დასცა, არამედ, უპირველესად, იმან, რომ მან ვერ შეძლო კეთილი და ბოროტი ერთმანეთისგან გაერჩია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2016, 11:46 AM

"როცა ერთი ადამიანი სცოდავს, ის პირადად აგებს ღმერთთან პასუხს, ხოლო როცა ცოდვის აყვანა ხდება საკანონმდებლო დონეზე, მაშინ მთელ ერს ატყდება უბედურება".

/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2016, 09:04 PM

"ცოდვილობა, როგორც ადამიანის ბუნების არაბუნებრივი მდგომარეობა, სამართლიანი ღმერთის რისხვას იწვევს, თუმცა როგორც აღინიშნა, ამ შემთხვევაში გამოუთქმელი კაცთმოყვარეობაა ჩადებული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2016, 09:49 PM

"დამძიმებული იყო სული ჩემი - ცოდვები მგლეჯდნენ, ვითარცა მხეცნი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2016, 07:35 PM

"ცოდვებისაგან დაჭრილი ადამიანები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2016, 09:58 AM

"როდის მოგვეტევება ცოდვები ან რანაირად მოგვეტევება ისინი? მრავალი განმარტებები აქვთ წმიდა მამებს. მაგრამ საოცარია წმინდა ანტონი დიდის, ბერ-მონაზვნობის მამის ახსნა-განმარტება, თუ როდის შეგიძლია დამშვიდდე, რომ მიგეტევა შენი წარსული მძიმე ცოდვები. - მაშინ, როდესაც შენ ღმრთის მცნებების აღსრულებას, ანუ უფლისადმი ერთგულებას თავგანწირვით ცდილობ".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/



პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2016, 10:40 AM

"თუ ადამიანი ერთხელ წავა რაიმე ცოდვაზე, მისი დამარცხება ეშმაკს სხვა დროს გაცილებით გაუადვილდება, თუ ეს ადამიანი ქრისტეს ზურგს შეაქცევს".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2016, 11:03 PM

"მხოლოდ მე ვარ გასრესილი ცოდვებისაგან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2016, 02:56 PM

"ყოველი ცოდვა ლპობისა და ახალი ჭრილობის დასაწყისია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2016, 07:45 PM

"ცოდვა კი უხამსი, შეძენილი ბუნებაა, დაუტეოთ იგი და შევიყვაროთ ქრისტე იესო".

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2016, 01:13 PM

"ცოდვა ავადმყოფობაა. იმედია უკვე ვიცით, რომ ცოდვა არ არის მხოლოდ დანაშაული. იგი, უპირველს ყოვლისა, ავადმყოფობაა".

/დეკ. თეოდრე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2016, 01:29 PM

ორი მდგომარეობა, ორი "კატასტაზისი" - ცოდვა და სათნოება (სიკეთე)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2016, 07:14 PM

"ვინც ამბობს, უცოდველი ვარო, რა მცირე ცოდვაც უნდა ჰქონდეს, ვერ ცხონდება".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2016, 10:50 AM

"ძლიერება არის სათნოება. სიმამაცე არის სათნოება. ლაჩრობა ცოდვაა. მაგრამ იმისათვის, რომ იყო ძლიერი... რასთან, ვისთან ძლიერი? შენზე სუსტთან ძლიერი? პატივმოყვარული ვაჟკაცობით? არა! ძლიერება სათნოებაში, ძლიერება სიკეთეში, ძლიერება ქრისტეს ერთგულებაში და ძლიერება, სიმამაცე ფიზიკურად ძლიერთან, ამ ცხოვრებაში ძლიერთან, უსამართლობასთან, რომლის გვერდით არის საშინელი ძლიერება. აი, მასთან სიმამაცე და მასთან ვაჟკაცობა, უპირველს ყოვლისა. ასეთი მტერი არის ძალიან ძლიერი, რომელიც პრაქტიკულად დაუმარცხებელია, რომელიც საშინელ იარაღებს ფლობს. ეს არის ის ეშმაკი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს სდევს და საკუთარი დაცემული ბუნება, რომელიც არ ჩამოუვარდება ხოლმე ეშმაკს თავისი მზაკვრობით და ძლიერებით. ადამიანი თუ საკუთარ თავს არ მოერია, მისი ნებისმიერი გამოვლინება ვითომდა სიმამაცისა და ვაჟკაცობისა, უბრალოდ სასაცილოა და აბსურდის თეატრად იქცევა".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2016, 11:02 PM

"სიამაყე წინ უსწრებს დაცემას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2016, 10:40 AM

"ერთში რომ შესცოდავ, ყველა ცოდვის წინაშე ვალდებული ხდები. რა, ვალი მოიხადე - ცხრა შეასრულე და რახან ცხრა შესრულებული გაქვს, ვალი მოხდილი გგონია? მცნებების აღსრულება რაიმე იურიდიული აქტი კი არ არის. მცნებების აღსრულება სიყვარულის გამოვლინებაა".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2016, 12:12 PM

"ვინც უქმად ცხოვრობს, ის მუდმივად სცოდავს".

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2016, 12:54 PM

"შესისხლხორცებული ცოდვიანი ჩვევები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 16 2016, 10:59 AM

"ბევრმა სათანადოდ არ იცის, რომ ხშირად ჩვენი შფოთვის, ნერვიულობის, მოუსვენრობის, ადვილად წყობიდან გამოსვლის მიზეზი მოუნანიებელი ცოდვებია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2016, 01:35 PM

"უფალს ვერ დავადანაშაულებთ ჩვენს ცოდვებში, ცოდვას ადამიანი შეგნებულად სჩადის".

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2016, 05:51 PM

"სული ცოდვამ გახლიჩა, იმდენად მძიმე ჯაჭვით ვართ ცოდვასთან მიბმული".

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2016, 11:12 AM

"ვერავინ იქნება ჭუჭყისგან თავისუფალი, თუნდაც ერთი დღე გრძელდებოდეს მისი ცხოვრება".

/მართალი იობი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 12 2016, 10:48 PM

"ვეცადოთ, არ დავამწუხროთ ჩვენი ქრისტე რაიმე ცოდვით, მისმა წმინდა სულმა ჩვენს სულში რომ განისვენოს".

/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2016, 11:45 AM

"მოუნანიებელი ცოდვა რწმენას კლავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2016, 01:18 PM

"ცოდვის სიმძიმეც პირობითია,მცირე ცოდვა რომელსაც არ ინანიებ, იმაზე დიდია.ვიდრე დიდი ცოდვა რომელიც მოინანიე."

/ანტონ გაგუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2016, 09:15 PM

"დამძიმებული იყო სული ჩემი - ცოდვები მგლეჯდნენ, ვითარცა მხეცნი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2016, 09:42 PM

"დღევანდელი ადამიანი თავშეუკავებელია, თავაწყვეტილი ცხოველივით გარბის ცოდვისკენ".

/ბერი ფილოთეოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2016, 08:17 PM

"განვიძარცვოთ ცოდვები და შევიმოსოთ სათნოებები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2016, 12:00 PM

"იუმორს წმინდა მამები ერთ-ერთ სათნოებად მიიჩნევენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2016, 12:33 PM

"[მამა პაისი] ამბობდა: "კეთილმოკრძალება უმნიშვნელოვანესი სათნოებაა, ვინაიდან ღვთის მადლს მოიზიდავსო". მისი აზრით, კეთილმოკრძალება არის ღვთის შიში, სულიერი სიფაქიზე. კეთილმოკრძალებული კაცი მკვეთრად გრძნობს ღვთის სიახლოვეს და ყურადღებით და თავმდაბლად იქცევა. მას სურდა, კეთილმოკრძალება გულწრფელი, შინაგანი ყოფილიყო. მისი მხოლოდ გარეგნული ფორმები კი სძაგდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2016, 09:44 PM

"რწმენა, იმედი, სასოება ის უდიდესი და უძლეველი ძალაა, რომელიც ავსებს ჩვენში არსებული ზეციური კიბის ყველა ჩამტვრეულ საფეხურს, რასაც ცოდვით, უძლურებითა და საკუთარ თავზე მინდობით მოვიწევთ ხოლმე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2016, 11:02 AM

"როცა ჩემმა სულმა ცოდვები მოიძაგა, მაშინ სულიწმინდამ მოუკლებელი ლოცვა და სიყვარული მასწავლა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2016, 01:07 PM

"15. "რას მივაგებ უფალს" 35. (ფსალმ. 115,3), მთელი ამ საგანძურიდან, რასაც იმარხავს ჩემი მეხსიერება და რის წინაშეც არ შედრკება ჩემი სული? მე შეგიყვარებ, უფალო, მადლს შემოგწირავ და ვაღიარებ შენს სახელს, რადგანაც იმდენი ბოროტება შემინდე და იმდენი უკეთურება მომიტევე! შენს წყალობას და გულმოწყალებას ვუმადლ იმას, რომ ყინულივით დაადნე ჩემი ცოდვები. შენივე წყალობაა ისიც, რომ ხელი ამაღებინე ავკაცობაზე, არადა, ვინ მოსთვლის, რამდენი სიავის ჩადენა შემეძლო ცოდვის უანგარო მოყვარულს!"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2016, 01:34 PM

"დახრულნი შინაგანი თვითმკვლელი ცოდვით"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2016, 09:17 PM

"ვინც ცოდვის საწყისებში შეინანებს, ის აღარ მივა ამ ცოდვის ბოლომდე;

და ვინ მცირე ცოდვების გამო არ მწუხარებს, ის მათ მიერ დიდ ცოდვებამდე მივა".

/წმ. გრიგოლ პალამა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2017, 03:22 PM

"დამასენიანებელი ცოდვები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2017, 11:20 PM

"ეს ჩვენი ცოდვები არ აძლევენ ღმერთს საშუალებას, გაბრწყინდეს ჩვენში".

/წმ. ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2017, 06:39 PM

"ხშირად ეკლესიური ადამიანები ჩავდივართ იმავე ცოდვებს, რასაც არაეკლესიური ადამიანები, მაგრამ განსხვავება ეკლესიურსა და არაეკლესიურ ადამიანს შორის ისაა, რომ ჩვენ შენდობას ვთხოვთ ღმერთს ცოდვებისათვის. ჩვენ ვართ დედაეკლესიის შვილები, შეიძლება უღირსნიც, მაგრამ როდესაც მოვა განსაცდელი, როდესაც გვიტევს ცოდვები, ჩვენ ვიცით, სად უნდა შევაფაროთ თავი, - ეს დედა ეკლესიაა. იგი გვმფარველობს, როგორც დედა, ის გვაძლევს მადლს, როდესაც ჩვენ ვაღიარებთ ჩვენ ცოდვებს და ვთხოვთ მას დახმარებას ნაკლულევანებათა დაძლევაში. უფალი გვაძლევს მადლს, რომელიც არის "უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანათა აღმავსებელი".

/მამა გიორგი ხანთაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2017, 10:04 PM

"ცოდვა იწყება თვალიდან, მერე ადის გონებაში, მერე ჩადის გულში და შემდეგ ედება მთელ სხეულს".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2017, 10:12 PM

"წმინდა ისააკ ასური ბრძანებს: "რასაც ვიტყოდით ზღვაში ჩაყრილ ქვიშის მარცვლებზე, იგივე ითქმის... ყოველი არსის ღვთის წყალობასთან შედარებულ ცოდვის შესახებ. და როგორც წყალმრავალ სათავეს ვერ შეაკავებს რაიმე მტვერი, ისე ღვთაებრივ მოწყალებას ვერ დააშრობს ქმნილი ცოდვები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2017, 09:20 AM

"მამა გრიგოლ დიაჩენკო ბრძანებს: ყველა ცოდვა შეიძლება სინანულით აღხოცოთ, მაგრამ საცდურით ჩადენილის განქარვება უმეტესწილად შეუძლებელია. მაგალითად, შენ შეინანე რაღაც ცოდვა, პირადად შენ ღვთისგან შენდობა მიიღე. მაგრამ იმ ადამიანების ცოდვებს, რომელთაც საცდურად ექეცი, როგორ შეწყვეტ? ეს ნაკლებად არის ჩვენს ხელთ და უმეტესწილად შეუძლებელია. ამასობაში კი ცოდვა იზრდება და იზრდება. მისგან, ვინც შენ აცდუნე, ცოდვა სხვებზე გადავა. ამაში კი დამნაშავე ხარ შენ. შენში ამოძირკვულია ეს ცოდვა, მაგრამ შენგან ცდუნებულებში ცოცხლობს, როგორც შენს მიერ ჩაგდებული თესლი, როგორც შენი შვილი - როგორ უარყოფ მას ღვთის წინაშე? კარგი იქნებოდა, ვიცოდეთ, ვინ ჩავაგდეთ ცოდვაში, რომ წავიდეთ და სინანულში მოვაქციოთ. მაგრამ განა ყველას ვიცნობთ, ვინც საცდურში ჩაგვიგდია? ამიტომაც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი: "სხვათა ცოდვებში მაცდუნებელნი ორმაგად დაისჯებიანო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2017, 10:03 AM

"ცოდვა ადამიანის ყველა ნაწილამდე აღწევს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2017, 11:18 AM

"ცოდვა ადამიანს თავის მოქალაქედ აქცევს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2017, 10:01 PM

"მახსოვს, ერთხელ ჩემმა მოძღვარმა მითხრა: ნუ გეშინია ცოდვის, მაგრამ დაიმახსოვრე - ცოდვას მკურნალობა სჭირდება; ამისთვის კი ჩაის კოვზი უნდა შეიძინო, რადგან თუ ადამიანში ცოდვა ვაგონებით გროვდება, ჩაის კოვზებით უნდა დაილიოსო. ძლიერ დავმწუხრდი და მამაოს ვკითხე, ამდენ ცოდვას კოვზებით რა გამოლევს-მეთქი? შენ კოვზი შეიძინე და უფალი ვაგონის დასაცლელად ექსკავატორს გამოგიგზავნისო… საკმარისია, უფალმა დაინახოს ჩვენი ლტოლვა, ჩვენი სურვილი მის მიმართ და ის აუცილებლად დაგვეხმარება. თუ ადამიანი მონათლულია, მასში ყოველთვის ანთია ლამპარი, მაგრამ ამ ლამპარს მუდმივად უნდა ამატოს ზეთი, თორემ ის შეიძლება ჩაქრეს. ზეთია ღვთის მცნებათა აღსრულება, ზიარება, აღსარება და, რა თქმა უნდა, კეთილი საქმეები."

/არქიმანდრიტი ანტონ გულიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2017, 01:21 PM

რა არის ცოდვა? ეს მძიმე, სახიფათო და მტანჯველი სულიერი სნეულებაა, რომელიც ხორციელ სნეულებაზე უარესია. სხეულის მძიმე ავადმყოფობა მაინც დროებითია და კაცის სიკვდილთან ერთად ქრება. სნეულება სულისა, ანუ მოუნანიებელი ცოდვა, ჩვენთან ერთად მარადისობაში გადადის. ცოდვა ტალახია, ჭუჭყია, სისაძაგლეა... განსაჯე, განა სნეულ სულს ცათა სასუფეველში შესვლა შეუძლია? არა მარტო მე და შენ, ყველა იმას იტყვის, რომ სანამ სული არ განიწმინდება, სანამ არ გამოჯანმრთელდება, საუკუნო სიხარულით ტკბობა არ ძალუძს. უფალს კი ვეცოდებით ჩვენ, ცოდვილები, სულიერად გატანჯულები. მას ყველა ქრისტიანის ცხონება სწადია, ამიტომაც მოგვიწოდებს სინანულისკენ, რომელიც, როგორც უნივერსალური წამალი, სულის ყველანაირ სნეულებას, ყველანაირ ცოდვას კურნავს.

/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2017, 11:10 PM

"რომელიმე ტბას მცირე მაშინ ეწოდება, როდესაც მას დიდ ზღვას ვადარებთ, თუმცა სინამდვილეში იგი პატარა სულაც არაა, რადგან ბევრ წყალს შეიცავს. ასევე მცირე ცოდვა მხოლოდ მომაკვდინებელთან შედარებით გვეჩვენება მცირედ, თავისთავად აღებული, იგი დიდი ბოროტებაა".

/წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2017, 10:54 AM

"სხვა სათნოებებთან ერთად მემშვიდობის სათნოებაც შეიძინა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2017, 12:57 PM

"ბერძნულად სიტყვა "ცოდვა" - "მიზანს აცილებას" ნიშნავს. როდესაც ძველი ბერძნები ისარს ისროდნენ და მიზანს ვერ ახვედრებდნენ, ამბობდნენ "იმარტონ" - შევცოდე, ანუ მიზანს ავაცილე. და როდესაც ადამიანის გულში ქრისტე არ არის, ის არასწორ არჩევანს აკეთებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2017, 02:02 PM

ამბავი მკვლელი დედაკაცის ხილვებისა

ერთმა ჩვენმა პოჟარეველმა ახლობელმა გვიამბო ამბავი ერთი ქალისა, რომელმაც მძინარე ქმარს კეფაში ლურსმანი ჩაურჭო და ზედ თმა გადააფარა. ყველას ეგონა, კაცი ბუნებრივი სიკვდილით მოკვდაო. მოკლულის სული ქალს რვა წელი ტანჯავდა. თან, როგორც კი რაიმეს შეჭმას გადაწყვეტდა, მასში ბღუჯა თმას პოულობდა.
ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი შემთხვევა მახსენდება. კაცმა კაცი მოკლა. მკვლელს ვერ მიაგნეს. მაგრამ ყოველწლიურად, მკვლელობის დღეს, მკვლელი თავის თეფშზე სისხლს ნახულობდა.

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2017, 07:40 PM

"ყოველივე ეს სხვა არა არის რა, თუ არა ცოდვის ყლორტები, ესოდენ სწრაფად რომ იზრდებიან მბრძანებლობის, მზერის თუ გრძნობელობის გაუკუღმართებულ სურვილთა პოხიერ ნიადაგზე".

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2017, 11:28 AM

"გაუცნობიერებლად ჩადენილი ცოდვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2017, 11:03 AM

"დახუნძლა ცოდვებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2017, 12:49 PM

"ცოდვა მრავალშვილიანი დედაა. მოკალი დედა და მასთან ერთად მისი შვილებიც, მიზეზნი ცოდვისა, განადგურდებიან."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2017, 01:03 PM

"ცოდვა იმდენად სახლდება ადამიანში, რამდენადაც ამის ნება ეძლევა. "დიდ" ცოდვასთან გამკლავება უფრო იოლია, ვიდრე "ხასიათად" ქცეულ "წვრილმან" ცოდვებთან, რადგან მათ უნებლიეთ ვჩადით, უფლის წინაშე კი პატარა ყლორტი უსჯულოებისა ისეთივე წყლულია, როგორიც დიდი ხე დანაშაულისა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2017, 06:26 PM

"ერთხელ მართალ ანტონ მურომელთან ორი ქალი მივიდა. ერთი თავის მძიმე ცოდვას დასტიროდა, მეორე კი თვითკმაყოფილებით ამტკიცებდა, არც ერთი დიდი ცოდვა არ ჩამიდენიაო. წმინდანმა პირველს უბრძანა, წასულიყო და დიდი ქვა მოეტანა, მეორეს კი - რაც შეიძლება მეტი კენჭი მოეგროვებინა. უკან დაბრუნებულებს დაავალა, წასულიყვნენ და ქვები ზუსტად იმ ადგილას დაეწყოთ, საიდანაც წამოიღეს. დიდი ქვით მოსულმა ქალმა მის სამყოფელს ადვილად მიაგნო, მეორემ კი წვრილ-წვრილი კენჭების ადგილი ამაოდ ეძება. სულიერი ჭვრეტის ნიჭით დაჯილდოებულმა მამა ანტონმა განუმარტა, რომ კენჭები მისი მრავალრიცხოვანი ცოდვები იყო, რომლებიც ჩვევად ჰქცეოდნენ, ამიტომ ქალი მათ არაფრად აგდებდა და არც კი ინანიებდა, არადა სწორედ ისინი უმძიმებდნენ სულს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 5 2017, 11:19 AM

"როდესაც ცოდვას ესწრაფოდი, იყავი მკვდარი სულისთვის, ხოლო ნეტარია ის, ვინც მოკვდა ბოროტებისთვის. ამიტომ გააცოცხლე სიკეთე, რომელიც მოაკვდინე, რათა გაცოცხლდე უფლის მიერ. ამიერიდან მხოლოდ სიტყვით ნუ შეერთვი სინანულს, არამედ საქმით დაამოწმე იგი."

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2017, 09:59 PM

"სულიერი განწმენდა უდიდეს ტკივილს უკავშირდება, რადგან ცოდვა ისე შესისხლხორცებია ჩვენს სულსა და გულს, დაცემულ ბუნებას, რომ მისი მოკვეთა და მოშორება სხეულის ასოების მოკვეთაზე მტკივნეულია."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2017, 08:52 PM

"რაც უფრო სულიერია ადამიანი, მით მეტად ეშინია ცოდვისა, ისევე, როგორც უფსკრულის პირას გამოფხიზლებულ მთვარეულს მის წინაშე საშინელი შისი იპყრობს. მართლაც, ცოდვილები მორალური მთვარეულები არიან. ვაი მთავრეულს, რომელიც მეტისმეტად გვიან გამოფხიზლდება".

/წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2017, 03:00 PM

"ცოდვის სიძულვილი, მასთან ბრძოლა და მტრობა სიყვარული და მეგობრობაა სიწმინდისა. სისუფთავის მოყვარული ისეთ ადამიანს კი არ ჰქვია, ვინც არ ისვრება, რამეთუ ეს შეუძლებელია; არამედ ისეთს, რომელსაც წყალი უყვარს. სიწმინდის მოყვარეობაც არ ნიშნავს უცოდველობას, არამედ ღვთის ერთგულებასა და მარად სულიწმინდის მადლით განბანას."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 5 2017, 11:00 AM

"ცოდვილი ცოდვით იკვებება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 6 2017, 11:01 AM

"სიყრმეში წმინდა ნიფონტი კვიპრელი თავმდაბალი, მორჩილი და ღვთისმოშიში იყო. მოიზარდა და ცუდ წრეში მოხვდა, ბილწი ცოდვებით შეილანძღა სული. ქურდობდა, ჩხუბობდა და მრავალი ახალგაზრდისთვის იქცა მაცდუნებლად. ერთგული მეგობარი ჰყავდა, ბასილი, რომელიც ცდილობდა მის მოქცევას, მაგრამ ამაოდ. ისე გაუსასტიკდა ნიფონტს გული, ლოცვაც აღარ შეეძლო. ერთხელ მისმა მეგობარმა ნიკოდიმოსმა დიდხანს უყურა. ასე რატომ მიცქერ, თითქოს უცხო ვიყოო, - ჰკითხა ნიფონტმა. "დამერწმუნე, ძმაო, - უთხრა ნიკოდიმოსმა, - არასოდეს ასეთი არ მინახიხარ, ახლა ეთიოპივით (ანუ შავი) გაქვს სახეო". ამ სიტყვებმა შეაძრწუნა ყმაწვილი: "ვაი მე, უბედურს, თუ ამ ცხოვრებაში შავი ვარ სულით და სხეულით, რა მეშველება ღვთის სამსჯავროზეო". მაშინვე ანება თავი ცოდვიან ცხოვრებას. მიუხედავად ეშმაკის ათასნაირი ბრძოლისა, უკან აღარ დაუხევია. შემდგომში ღმერთმა ის კვიპროსის ეპისკოპოსად გამოარჩია."

"რაც უნდა ღვთისმოსავი იყოს ადამიანი, უცოდველი ვერ იქნება, თუმცა ეს არ უნდა გახდეს თვითდამშვიდების წყარო - ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ საკუთარ ცოდვებს! სწორედ ეს არის წამოდგომა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 6 2017, 03:34 PM

"ადამიანის ბუნებაა დაცემა და კვლავ აღდგომა, - ბრძანებს წმინდა იოანე კიბისაღმწერელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს ცოდვით დაცემის, ცოდვის ჩადენის შემდეგ წამოდგომის, ცოდვისგან გამოსვლისა და განწმენდის უნარიც შესწევს. გამოვიყენებთ თუ არა ამ უნარს, ეს თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. ეს რომ შევძლოთ, ჩვენი გული და გონება განუწყვეტლივ ღმერთთან უნდა იყოს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 6 2017, 03:45 PM

"ღმერთმა ადამიანს ყველაფერი მისცა იმისათვის, რომ დაცემული აღდგეს და უკვე აღადგინა კიდეც. რა მეშველება, მამაო? - კითხულობს ბევრი. უკვე ნაშველი გაქვს, თანაუშველე საკუთარ თავს, შეხედე შენთვის ზეციდან გამოწვდილ ხელს და შენც გაუწოდე საპასუხოდ. ეს გარკვეულ სიმხნევეს, სულიერ ძალას გულისხმოს. თუმცა უნარი ამისა ყველა ადამიანს აქვს. ამით გვეძლევა საშუალება ცოდვის ლაბირინთიდან გამოსვლისა და ამ ლაბირინთის ბოლოში სინათლის ჭვრეტისა და მისკენ მისწრაფებისა. უფლის ხელს რომ შეეხები, ძალა გეძლევა, რომელიც იმისათვის გვჭირდება, რომ მომავალი წინააღმდეგობები და გამოცდები გადავლახოთ, სულიერი შობა და შვება ვპოვოთ."

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2017, 10:15 AM

"ცოდვას ძალა აქვს მანამ, სანამ ადამიანი საიდუმლოდ ინახავს მას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2017, 03:05 PM

"შენ კი, მაცხოვარო ჩვენო, შეგვეწიე ჩვენ, რათა ღირსეულად ვიდოდეთ ჩვენს ცხოვრებაში ისე, როგორც ეს ქრისტიანის სახელს შეეფერება და ყოველივეს ღმერთის სადიდებლად აღვასრულებდეთ. შენი ენით გამოუთქმელი მოწყალებით სიკვდილის ძილისაგან აღადგინე, განაღვიძე ნაინელი ქვრივი დედაკაცის ძე და ჩვენც ნუ მოგვცემ საშუალებას, დავიძინოთ ჩვენს მომაკვდინებელ ცოდვებში, არამედ განგვაღვიძე და აღგვადგინე ჩვენც წმინდა და ცხოველმყოფელი ცხოვრებისა და ქმედებისთვის, და სული ჩვენი განგვიახლე გვამსა ჩვენსა, რათა ჩვენც განახლებული სულით უკვე კაცობრივ გულისთქმათა შორის კი არ ვცხოვრობდეთ, არამედ ღმერთის ნებით, სადიდებლად სახელისა მისისა და საქებელად ჩვენდა შენს სამსჯავროზე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2017, 08:00 PM

"ცოდვებით დამძიმებული მივადექი ეკლესიის კარს და დღემდე წყალობას ვითხოვ ღვთისგან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2017, 11:44 AM

"ცოდვა არის ეგოიზმის გამოვლინება, სიამოვნების, კმაყოფილების ძიება".

/დეკ. გიორგი დარჯანია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2017, 12:03 PM

"მონანული ადამიანისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ყოველი ცოდვა მთელი კაცობრიობის მკვლელობაა. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ პასუხს არ ვაგებთ იმაზე, რაც ამქვეყნად ხდება. შეუძლებელია ადამიანმა არ იგრძნოს პასუხისმგებლობა და დანაშაული იმის გამო, რომ მის თვალწინ უბედურება მოხდა. ბუნებრივი კატაკლიზმებისა და კატასტროფების დროს ჩვენ ინტუიციით ვგრძნობთ, რომ ამაზე თითქოს რაღაცნაირად პასუხს ვაგებთ.
როდესაც საავამდყოფოში ახლობელი კვდება, ყოველთვის გვაქვს დანაშაულის გრძნობა მისი ტანჯვის გამო, რაც ძნელად ასახსნელია: შენ თითქოს არაფერი დაგიშავებია. რომანში "ძმები კარამაზოვები" დოსტოევსკი ამბობს, რომ ყველა ყველას წინაშეა დამნაშავე. ერთმანეთის წინაშე დანაშაულის გრძნობა იმის გაცნობიერებაა, რომ ცოდვა სიკვდილია, რომ ცოდვა თავის თავში სიკვდილს შეიცავს".

/დეკანოზი ალექსი უმინსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2017, 10:26 AM

"ცოდვები უნდა გვახსოვდეს და მათ გამო უნდა ვწუხდეთ. ცოდვების დავიწყება ერთგვარი სულიერი მარცხია და თუ ის აღმოვაჩინეთ ჩვენს თავში, ღმერთს უნდა შევთხოვოთ საკუთარი ცოდვის ხედვისა და ხსოვნის უნარის მონიჭება".

/დეკანოზი ალექსი უმინსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2017, 10:25 PM

"ცოდვა ზოგჯერ გოლიათად წარმოგვიდგება, მაგრამ ჩვენ მას დავითივით უნდა ვძლიოთ".

/დეკანოზი ალექსი უმინსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2017, 11:43 AM

"ადამიანი საკუთარ თავზე მუშაობას იწყებს, ღვთისკენ მიისწრაფვის და უცებ ხვდება, რომ ცოდვებშია ჩაფლული და ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა იმყოფება, სრულიად უცხოა ცათა სასუფევლისთვის, რომ მისი ხვედრი გეენია და ტანჯვაა, რომ სიტყვები: "განვედით ჩემგან, წყეულნო" არა ვიღაც უცნობ ადამიანებს, არამედ პირადად მას ეხება".

/დეკ. ალექსი უმინსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2017, 11:16 AM

"ცოდვას საშინელი, დამღუპველი ძალა აქვს არა მხოლოდ იმისთვის, ვინც მას სჩადის, არამედ მათთვისაც, ვინც ამ ადამიანს სისხლით ენათესავება. იგავში ორი მევალის შესახებ, სადაც ოჯახის ერთ-ერთი წევრის ვალის გამო მთელი ოჯახი მონად განისყიდება (მათე, 18, 25), უფალი სულიერი ცხოვრების მეტად მნიშვნელოვან კანონს გვიცხადებს: ერთი ადამიანის ცოდვა ყველა მის ახლობელს კრავს და ღვთისკენ გზაზე დაბრკოლებად ექცევა. ერთი ადამიანის ცოდვების გამო, უეჭველია, რომ ყოველთვის სხვებიც იტანჯებიან".

/დეკანოზი ალექსი უმინსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2017, 10:01 PM

"შეცოდება ადამიანურია, მასში დარჩენა კი - ეშმაკისეული".

/წმ. ტიხონ ზადონელი/

"ცოდვა იმით გვიზიდავს, რომ ის "თავისუფლებას წააგავს", "რაღაც მადლის მსგავსია". მოჩვენებითი თავისუფლება, ყალბი სიხარული, ცრუ სივრცე. ადამიანი თავს იტყუებს და ესაა სწორედ ცოდვა".

/მთვარეპისკოპოსი იოანე (შახოვსკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2017, 10:52 AM

"ნუ მოვიქცევით ამპარტავანი ფარისეველის მსგავსად, რომელიც ტაძარში იდგა, თავის თავს ამართლებდა და მეზვერეს შეურაცხყოფდა (ლუკა 18,11), არამედ ვეცადოთ დავიღალოთ საკუთარი ცოდვების გამოძიებით, რომლებიც ფიქრით, ენით თუ საქმით ჩავიდინეთ და როცა მათ აუცილებლად ვიპოვით, მაშინ მეზვერის სიტყვები გავიმეოროთ: "ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას" (ლუკა 18,13).

/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2017, 11:05 AM

"არაფერია ცოდვაზე საძაგელი"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2017, 05:53 PM

"რადგან ცოდვა დაფარულია, სინდისის ყვედრებაც დამნაშავის გარდა, არავის ესმის. მაგრამ, სამსჯავროს დღეს სინდისი აშკარა ბრალმდებლად მოგვევლინება, რამეთუ თავად ცოდვა გაცხადდება".

/თეოლოგიის მაგისტრი ირაკლი ლორთქიფანიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2017, 02:50 PM

"ადამიანმა უნდა გააანალიზოს საკუთარი საქციელი, სიტყვები, გულისთქმა. წმინდა მამებს ასეთი მაგალითი მოჰყავთ: მღვრიე წყალში არაფერი ჩანს, მაგრამ თუ დავაყენებთ, დაიწმინდება და მასში პატარა კენჭები და ქვიშაც კი გამოჩნდება. ბნელ სარდაფში არაფერი ჩანს, ხოლო თუ მასში მზის შუქი შეაღწევს, არა მარტო საგნები, სხივის ნათელში მტვრის ნაწილაკებიც კი გამოჩნდება. რაც მეტად იწმინდება ადამიანის სული, მით უფრო ცხადად ხედავს იგი თავის ცოდვებს, მით უფრო ღრმად აცნობიერებს თავის დაცემას".

/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2017, 03:14 PM

"ბავშვისათვის უფრო იოლია საკუთარ თავში ბევრი ცოდვის დამარცხება. ამიტომაც, კარგია, როცა ბავშვს, ეკლესიაში, ჩვილობიდანვე ატარებენ მშობლები. მაგრამ როდესაც ორმოცდაათი წლის ადამიანი პირველად მოდის ეკლესიაში და ყოველი ცოდვა მასში - ყლორტი კი არა, ზრდასრული ხეა - აბა შეეცადე და ამოგლიჯე იგი გულიდან."

/დეკ. დიმიტრი სმირნოვი/

"დიდი სქემით შემოსილი სილუანი ამბობს: - ადამიანის ყოველი ცოდვა, უმცირესიც კი, თავისებურად მოქმედებს გარემოზე."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2017, 10:32 AM

"ცოდვით დაბზარულები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2017, 07:05 PM

"ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვა მხოლოდ მას კი არ აყენებს ზიანს, არამედ მთელ სამყაროს"


"ჩვენ მიერ ჩადენილი თითოეული ცოდვა სამყაროს ცოდვებს ემატება, კიდევ უფრო ამძიმებს სამყაროს და უფრო და უფრო ხრწნადს ხდის მას."


/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2017, 10:42 AM

"ჩადენილ ცოდვას ყოველთვის მოჰყვება სასჯელი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2017, 10:53 AM

"ერთადერთი, რამაც შეიძლება სოფელი დაღუპოს, ხალხის ცოდვიანობაა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2017, 11:23 AM

"თუმცა ღმერთი მიუტევებს მონანულს, მაგრამ ყოველი ცოდვა მოითხოვს განსაწმენდელ სასჯელს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2017, 08:51 AM

"არ არსებობს ცოდვა, რომლის წარხოცვაც სიყვარულის ძალას არ შეეძლოს".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2017, 11:57 AM

"ყველა ცოდვას თავისი განმაქარვებელი მადლი შეესაბამება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2017, 10:45 AM

"მოდით, გამოვსწორდეთ, გამოვსწორდეთ, რათა საღმრთო შეწევნის მოთხოვნის უფლება გვქონდეს".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2017, 01:31 PM

"თუ ადამიანი ცდილობს, მხოლოდ ღვთის შიშით არ ჩავარდეს ცოდვაში, ჯერ კიდევ ძველ აღთქმაშია, ხოლო თუკი ქრისტეს სიყვარულით, სამების სიყვარულის ძალითა და სახელით გეზიზღება ცოდვა, განიცდი, რომ ღვთის წმინდა სახელი შეურაცხყავი, მაშინ მოსულა შენზე სასუფეველი ღვთისა. ცოდვა სხვა არაფერია, თუ არა სიყვარულის გარეშე ჩადენილი მოქმედება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2017, 10:38 PM

"ნუღარ შევცოდავთ, რათა საკუთარმა ცოდვებმა არ გაგვთოკოს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2017, 10:41 AM

"მოჩვენებითი ცოდვილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2017, 09:01 AM

"ზოგჯერ ისეთ შეცოდებას ჩავიდენთ, თითქოს სანთელიც კი არასოდეს აგვენთოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2017, 01:10 PM

"მიტევება ყველაზე მიმზიდველი და მშვენიერი სათნოებაა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 10:51 AM

"ერთი ცოდვის ჩადენას აუცილებლად მოჰყვება მეორეც, რაც უზარმაზარ რგოლს ქმნის და ადამიანს ანგრევს".

/მამა გიორგი რაზმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2017, 09:43 AM

"არასოდეს გეშინოდეს სასჯელის, გეშინოდეს სასჯელის წარმომშობი ცოდვისა"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2017, 09:06 PM

"ღმერთი კი არ შორდება ადამიანს, არამედ ღმერთისაგან ადამიანს ცოდვა განაშორებს".

/არქიეპისკოპოსი სერგი (სტაროგოროდელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2017, 10:01 PM

„ადამიანმა უფალი რომ განადიდოს, ცოდვას უნდა განეშოროს. შეიძლება ცოდვებს სჩადიოდეს, მაგრამ სინანულით განიწმინდოს“.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2017, 09:39 PM

"თავისი არსით ცოდვა უფლის დაუმორჩილებლობაა, ადამიანის ნებით უფლის ნების უარყოფა და ღვთის წინააღმდეგ ადამიანის ამბოხებაა. რაც უფრო მეტად ძლიერდება ცოდვა, მით უფრო ნათელი ხდება, თუ როგორ ინგრევა ადამიანში მშვიდობა და ადამიანს და ღმერთს შორის დაწესებული ერთსულოვნება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 6 2017, 11:11 AM

"ცოდვისმქმნელობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 6 2017, 09:11 PM

„- როგორ გავლენას ახდენს ღალატი სულზე? რას განიცდის ადამიანი ცოდვისმქმნელობის, უფლის ღალატის სანაცვლოდ?

- ადამიანთა ორი კატეგორია არსებობს: ეკლესიურები და არაეკლესიურები. ორივე კატეგორიის ადამიანები სჩადიან სხვადასხვა სახის ცოდვებს. განსხვავება კი მათ შორის ისაა, რომ ეკლესიის წიაღში მყოფთ აწუხებთ ეს, არაეკლესიურებს კი - არა. როდესაც კაცს არ აწუხებს თავისი მდგომარეობა, ის, რომ ღალატობს უფალს, ცოდვების ქმნასაც აგრძელებს.

უფალი არაერთგზის მიანიშნებს სხვადასხვა ნიშნით, ყველანაირ ხერხს სთავაზობს, რომ განერიდოს ცოდვილ მდგომარეობას, მაგრამ თუ ადამიანი არ უსმენს შემოქმედს, იქვე დგას ბოროტი და ითხოვს: უფალო, ეს კაცი შენ განგიდგა და ჩემია, მიმიშვი მასზეო. ასეთ შემთხვევაში ადამიანის ცხოვრებაში იწყება უმძიმესი პერიოდი - უფალი ხელს იღებს მის მზრუნველობაზე და მას თავს ატყდება ათასგვარი განსაცდელი - ტრაგედიები, დაკარგვა ქონებისა, მდგომარეობისა, რომელსაც სასოებს... ეწყება ჯოჯოხეთური უიმედობის განცდა.

რატომ ადარებენ ჯოჯოხეთს ცეცხლსა და გეჰენიას? რით იწვის ადამიანი ჯოჯოხეთში? მას უიმედობა წვავს. ესეც უფლის დაშვებით ხდება, რათა ცოდვებზე დაფიქრდეს და ღვთისკენ მიბრუნდეს.

არის მეორე კატეგორია ადამიანებისა, რომელიც სცოდავს, მაგრამ ტკივილს განიცდის იმის გამო, რომ ცოდვა ჩაიდინა, უღალატა აღთქმას, რომელიც აღსარებისას დადო, რომ უარყოფდა ცოდვებს და უფალს შეუერთდებოდა; უხარია, რომ დაინახა, შეიმეცნა თავისი ცოდვები და უფალს სთხოვს შემწეობას. უფალიც მაშინვე ანიშნებს, - განსაცდელის გადალახვით, მადლით, შეწევნით, - რომ მისი, ცოდვილის, მცირე ლოცვა შეისმინა და წყალობის თვალით მოხედა.

ცოდვები რომ დავინახეთ და ვაღიარეთ, ჯილდოდ პატიება მივიღეთ, თუმცა უფალი უფრო მეტსაც გვაძლევს - მსგავსად უძღები შვილისა, რომელიც მამასთან დაბრუნდა, პატიება სთხოვა და ვერც კი წარმოედგინა, რომ აღუდგებოდა ყოველივე. ჯერ უძღები შვილის დარ სინანულს უნდა განიცდიდე, შემდეგ - მის მსგავს სიხარულს ღმერთთან დაბრუნებისას და მის წყალობასაც იქვე დაინახავ.“

/დეკ. პეტრე გიორგაძე/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2017, 10:25 AM

"ყველა ცოდვა ადამიანისა და ეშმაკის ერთობლივი მოქმედებაა ღვთის წინააღმდეგ".

/დეკ. პეტრე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 11 2017, 11:20 AM

"უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ცოდვა მოგვეტევა, არის სწორედ ის, რომ ამ ცოდვას აღარ ჩავდივართ და მტკიცედ გვაქვს გადაწვყეტილი, რომ აღარასოდეს ჩავიდენთ".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2017, 09:33 AM

"ცოდვა ბოროტებას და უწესრიგობას სთესავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2017, 09:19 AM

"წმინდა მამები ამბობენ, რომ ყველა სახის ცოდვა უშუალოდ ღვთის ღალატია. როდესაც ვცოდავთ (ამა თუ იმ სახით), ამ დროს ხელმეორედ ვაკრავთ მაცხოვარს ჯვარზე."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2017, 09:33 PM

"ჩემი ცხოვრების მანძილზე ცოდვის მწვირეში, შურსა და სიძულვილში ვარ ამოვლებული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2017, 01:53 PM

"ღვთისთვის არაფერს ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენი თავისთვის. ყველას ფუთებით ზურგზე ჰკიდია ცოდვები და დანაშაულებები".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2017, 11:48 AM

"ცოდვაში შევიდნენ და ცოდვა თავში შეუშვეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2017, 09:44 AM

"ყოველ ქალაქში არის ღამე ხმაურიანი, ღამე ლხინისა და დროსტარებისა, ღამე აზარტული თამაშებისა; ღამე, რომელსაც დაკარგულ უბიწოებას სამუდამოდ ჩააბარებენ ჭაბუკები და ქალიშვილები; ღამე, როცა, სიყვარულდავიწყებულნი, მხოლოდ სურვილის დასაკმაყოფილებლად შეურაცხყოფენ ერთმანეთს მეუღლენი. სინდის-პატიოსნებასაც დაკარგავს ბევრი და დილით თვალის გახელისა შერცხვება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 10:56 AM

"ვისაც გულში ეშმაკი ჰყავს, ყველანაირი ბოროტებით არის შეპყრობილი და ყველა ცოდვას სჩადის".

/წმ. კოზმა აითოლელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2017, 09:39 PM

"საეკლესიო სწავლება მოგვიწოდებს, ცოდვას ვუთხრათ "არა" და ჩავწვდეთ ამ უარყოფის ართქმის სიმძიმეს, თუ ცოდვას შევიფარებთ ჩვენში".

/დეკ. გიორგი ცაბაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2017, 10:22 AM

"ოდნავაც რომ მოეშვას ადამიანი, ცოდვა ელვისებურად იწყებს გამრავლებას"

/დეკ. ლავრენტი ბუზიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2017, 09:24 AM

"ზოგი ფიქრობს, რომ ჩადენილ ცოდვებზე, მხოლოდ ამ ცოდვების უშუალო ჩამდენნი აგებენ პასუხს. ეს მცდარი შეხედულებაა. ჩადენილი ცოდვები მთელ ერს აწევს მხრებზე და პატიებაც მთელმა ერმა უნდა სთხოვოს უფალს".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2017, 10:14 AM

"ყოველ ჩვენს ცოდვას სამარის, სიკვდილისა და ჯოჯოხეთის წყვდიადის სუნი აქვს"

/მღვდელი ოლეგ სტენიაევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2017, 02:08 PM

"ადამიანს, შეძრულს თავისი ცოდვებით, უფალი მომავალ დაპურებასა და სიხარულს აღუთქვამს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2017, 07:53 PM

"სულიერი ხრწნა ცოდვებია. ცნობილია გამოთქმა - ცოდვა ყარს. სიწმინდე კი პირიქით - კეთილსურნელებას აფრქვევს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2017, 10:18 AM

"ვინც ცოდვას ებრძვის, უფალი არა მხოლოდ შეუნდობს მას, არამედ სულიწმინდის მადლსაც უბოძებს, რომელიც ახარებს სულს და ღრმა და ტკბილ მშვიდობას ანიჭებს მას".

/წმ. სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2017, 01:18 PM

"ღმერთი ყველაფერს არ გვპატიობს. ცოდვას გვაპატიებს, თუ მოვინანიებთ, მაგრამ დანაშაულს არ გვაპატიებს!"

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2017, 10:53 AM

"ჭეშმარიტი მორწუნე არასოდეს შეხედავს ზიზღით იმ ადამიანს, ვინც, მისი აზრით, სწორ გზაზე არ დგას. მორწმუნე გამოირჩევა მოთმინებით ცოდვილის მიმართ. "გიყვარდეს ცოდვილი და გძულდეს ცოდვა" - აი, ნამდვილი ქრისტიანული პრინციპი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2017, 09:35 PM

"მოუნანიებელი ცოდვები, რომლებიც სულზეა მიკრული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2017, 08:05 PM

"როდესაც ადამიანი ამბობს, ახლა ვცოდე და მერე მოვინანიებო, - ეს ბინძური კადნიერებაა უფლის წინაშე".

/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2017, 09:21 PM

"როდესაც ადამიანი გაკერპებულია თავის ცოდვებში, აკლდება ღვთაებრივ ნიჭებს".

/მამა ვახტანგ დავითაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2017, 09:47 AM

"გადამეტებულის კეთება ცოდვაა"

/მამა ბასილ ფილფანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2017, 11:57 AM

"ერთი კაციც არ არსებობს ამქვეყნად, ცოდვათა გამო თავის გამართლება რომ არ სურდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2017, 10:38 AM

"ცოდვა, გადაცდომა"

"ჩემს საქციელში მძიმე ცოდვას ჭვრეტდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2018, 11:25 AM

" - მიშტერება, იგივე დაჟინებული მზერა ადამიანის ინტიმურ ადგილებზე ცოდვის რომელ კატეგორიას მიეკუთვნება?

- მიშტერება, დაჟინებული მზერა ადამიანის ინტიმურ ადგილებზე, სურვილი და ფიქრი მასთან ურთიერთობისა, ეს ყველაფერი მრუშობის ცოდვას განეკუთვნება.

რადგან თავად უფალი ბრძანებს: "გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში".

ამიტომაც ადამიანი უნდა ეცადოს, რომ აღმოფხვრას ეს მანკიერება საკუთარი სულიდან."

/მამა თეიმურაზ ქორიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2018, 10:40 PM

"უფალს ისე არ განარისხებს ჩვენ მიერ ჩადენილი ცოდვები, როგორც ის, რომ არ გვსურს შევიცვალოთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 11:20 AM

"კაცი რომ ცოდვას ემონება, და ეჩვევა, ეს კიდევ ცოტაა, ხშირად იგი მის მეორე ბუნებად იქცევა და მას გაუწყვეტელი ბორკილებით შეკრავს".

/წმ. გაბრიელ ქიქოძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 12:40 PM

"მახსენდება ერთი შემთხვევა, რომელიც წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებაშია აღწერილი. ერთ ქურდს გამოეკიდა სოფელი, რათა სამაგალითოდ დაესაჯა. გზაზე მან ერთი წვეროსანი მოხუცი შენიშნა, რომელმაც ურჩია, იქვე დაგდებულ ცხენის ლეშში დამალულიყო და ამ გზით გადარჩენოდა ხალხის რისხვას.

ქურდმა რამდენიმე წუთი ცხენის გამოფატრულ მუცელში გაატარა. იქიდან გამოსულს წვეროსანი მოხუცი მიუახლოვდა და ჰკითხა, რა განცდა დაეუფლა ცხენის ლეშში ყოფნისას. ქურდმა უთხრა, რომ იმ სიმყრალის ყნოსვისას არაადამიანურ ტანჯვა-წამებას განიცდიდა.

ამ მოხუცმა თავისი ვინაობა გაუმჟღავნა ქურდს და უთხრა, რომ წმინდა ნიკოლოზი იყო, რომლის წინაშეც ის ხშირად ლოცულობდა, მაგრამ ეს ლოცვა მისთვის ისეთივე მყრალი იყო, როგორიც გახრწნილი გვამის სურნელი.

ასე რომ, ცოდვა რაღაც სახით ყოველთვის ისჯება და ეს არის უფლის მოწყალებისა და სამართლიანობის გამოვლენა. მას არ სურს ჩვენი წარწყმედა, არამედ სინანულის გზით მოქცევა და "მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მისვლა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2018, 10:04 PM

"ცოდვების გამოსწორება მხოლოდ ერთი გზით, ღმერთთან შეხვედრით შეიძლება"

/მღვდელი გრიგოლ გრიგორიევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2018, 09:52 PM

"იტირე, როცა შეგიპყრობს სიამაყე, შური და სიძუნწე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2018, 01:41 PM

"როცა საკუთარ თავში ცოდვებს დაინახავ, იქ იწყება სულიერი ცხოვრება"

/მამა გიორგი (თევდორაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2018, 03:28 PM

"ადამიანები ხშირად ვერ აცნობიერებენ მცირე ცოდვებსაც. ზოგჯერ არც კი ვაქცევთ ყურადღებას, თუ ვინმეს ცუდი თვალით შევხედეთ, ლოცვა დაგვეზარა, ცუდი აზრი მოგვივიდა... მცირე, ყოველდღიური ცოდვები, თუ ყურადღება არ მივაქციეთ და არ ვებრძოლეთ, ერთმანეთს ავსებენ და იქმნება დამანგრეველი ბირთვი."

/მამა საბა ბიკაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2018, 02:24 PM

"ცოდვაში რომ ვარდები უნდა დაფიქრდე რატომ ჩავარდი, რა მოგიტანა ამან? შეიძლება იმ ცოდვამ ცამდე აგიყვანოს ან მიწაზე ჩამოგაგდოს. ყველა ადამიანმა თავის ქმედებაში უნდა იპოვოს ყველაფრის მიზეზი და პასუხი. უნდა გვახსოვდეს ვინ ვართ შინაგანად და გარეგნულად".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2018, 11:41 AM

"თუ ცოდვას ვინანიებთ, მაშინ უფალი მოგვიტევებს მას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2018, 10:34 PM

"დიდება უფალს - ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ცოდვილები ვართ"

/ეპისკოპოსი ათანასე ევტიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2018, 02:26 PM

"ადამიანი საკუთარ თავს ცოდვას ვერ შეუნდობს, იგი ამას ღმერთს მიანდობს. ის, ვინც ცოდვებს საკუთარ თავს თვითონ შეუნდობს, ღვთისგან შენდობას ვერ მიიღებს. მას, ვინც საკუთარი თავის მკაცრი მსაჯული არ იქნება, მსაჯული ღმერთის სახით მოევლინება".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2018, 10:01 AM

"ადამიანი ცოდვილია, მაგრამ მაინც: ღმერთი მეტია, ვიდრე ცოდვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2018, 07:46 PM

"არ არსებობს მცირე ცოდვა!"

/არქიმანდრიტი არსენი (პაპაჩოკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2018, 09:48 AM

"ხომ გაგიგონიათ, ჭაობმა მეტი ბაყაყი იცისო. როგორც კი ადამიანი მიეცემა განცხრომას, მაშინვე მატულობს მასში ცოდვა".

/მამა ზაქარია მარგალიტაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2018, 06:38 PM

"ცოდვით [ადამიანი] არა მარტო თავად იტანჯება, არამედ ყველა სხვაც მის ირგვლივ, - ბუნებაც კი; ხოლო როცა მონანიებას იწყებს და მარხულობს, ეს მის ირგვლივ ყველაფერზე აისახება".

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2018, 11:08 PM

"არ არსებობს ისეთ ცოდვა ან სათნოება, რომ მისი ამოსავალი არ იყოს გონების წარმოსახვითი ნაწილი."

"თუ ადამინის სულს უფალი არ მოხედავს, იგი ისევ ცოდვის წყვდიადში დარჩება."

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2018, 07:23 PM

"თუკი ვინმეს დიდი ღვაწლი აქვს გაწეული და სათნოებები მოხვეჭილი: იმარხულა, ილოცა, სხეული მოაკვდინა, მოწყალება გასცა, უფლის ტაძარის ასაგებად და გასამშვენებლად სახსრები გაიღო, ან სხვა ღვთივსათნო საქმეები გააკეთა, ხოლო შემდგომ მომაკვდინებელ ცოდვაში ჩავარდა და დაუყოვნებელი აღსარებით არ აღდგა, მისი ყველა საქმე განქარდება და ღვთის მიერ დავიწყებას მიეცემა - მთელი მისი სიმართლე დავიწყებულ იქნება ერთი ცოდვის გამო.

როგორც ცეცხლის ერთ ნაპერწკალს შეუძლია ხანძრად გადაიქცეს, ვეება სახლი და ამ სახლში წლობით ნაგროვი მთელი სიმდიდრე დანაცროს; როგორც გემის ფსკერზე უყურადღებოდ დატოვებულ ნახვრეტს შეუძლია გემი წყლით აავსოს და სიმდიდრით დატვირთული წყალში ჩაძიროს, ასევე შეუძლია უყურადღებოდ დატოვებულ ერთ ცოდვას წლობით ძალისხმევით მოხვეჭილი სულიერი სიმდიდრის დაღუპვა.

მაგრამ თუ ადამიანი ინანიებს, ყოველივე კვლავ იკრიბება. როცა ცოდვილი ინანიებს, ღვთის წინაშე კვლავ ცხადეებიან და ცოცხლდებიან მისი უწინდელი დამსახურებები".

/წმ. დიმიტრი როსტოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2018, 08:49 PM

"ყველას თავისი ცოდვა მოსთხოვს პასუხს".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2018, 11:48 PM

"ფუჭი სიტყვა და საქმე ისე დაშორებულია ერთმანეთს, როგორც ცა და მიწა. მეც მიყვარდა შეპირება - შევპირდებოდი ვინმეს რამეს და იმავ წუთს მავიწყდებოდა. ეკლესიური ვარ და მოძღვარსაც დიდი ყურადღებით ვუსმენდი, მაგრამ ეს ყოველთვის მავიწყდებოდა - უმნიშვნელო მეგონა. ერთხელაც სახარებას ვკითხულობდი და სწორედ იქ ამოვიკითხე, რომ ტყუილი შეპირება ცოდვაა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2018, 11:15 PM

"მოუნანიებელი ცოდვილების მამა ეშმაკია და არა ღმერთი"

/წმ. დიმიტრი როსტოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2018, 10:49 AM

"სადაც არ არის ცოდვა, იქ არც ტირილია საჭირო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2018, 09:04 AM

"ცოდვის ჩამდენი ანაწყენებს ღმერთს"

/წმ. დიმიტრი როსტოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 11 2018, 08:59 PM

"თუ ადამიანმა არ განიცადა საკუთარი ცოდვები, მისი გადარჩენა შეუძლებელია".

/არქიმანდრიტი მარკოზი (გურგენიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2018, 09:51 PM

"ვინც ქრისტიანულად აზროვნებს, აღარ მოუნდება ცოდვასთან დარჩენა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2018, 08:06 PM

"პატარა ცოდვებიც აღრიცხულია და ამახინჯებს შენს მცირედ სიკეთეს".

/წმ. იოსებ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2018, 08:18 PM

"ადამიანი არა მხოლოდ ხორციელია, არამედ სულიერიც არის და ცოდვასაც არის მიყიდული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 5 2018, 10:54 PM

"თუ დიდია ცოდვა, შესაბამისად, დიდი იქნება სასჯელიც".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2018, 09:14 PM

"ცოდვები რომ მოგვეტეოს, მადლი უნდა შემოვიდეს, მადლი კი შემოდის ლმობიერ, ურისხველ, თავმდაბალ, მლოცველ გულში. ამისთვის არის დადგენილი მარხვა, ლოცვა, და ყველა ის წესი, რომლებსაც ეკლესია აღასრულებს".

/მეუფე შიო (მუჯირი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2018, 05:50 PM

"როცა ადამიანი ღრმად განიცდის თავის ცოდვილობას, ეს მაღალი სულიერების ნიშანია"

/მეუფე დოსითეოს ბოგვერაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2018, 06:05 PM

"დამშვიდდი, შვილო, მთავარია უფალმა გაპატიოს და თუ შეგინდო, ხომ იცი, მონანიებულ ცოდვას არასოდეს გაგიხსენებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2018, 07:10 PM

"ღმერთი არ გადაარჩენს ცოდვილს იძულებით, თუ ცოდვილი მთელი გულით თავად არ ისურვებს გადარჩენას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2018, 02:39 PM

"- საკუთარი ცოდვების დანახვა როგორ შეიძლება?

- საკუთარ ცოდვას ყველა ხედავს. მთავარი დანახვა კი არ არის, არამედ "განცდა თვისთა ცოდვათა", საკუთარი თავის განკითხვა. აღსარება ყველაზე დიდი გამბედაობაა, რადგან ამ დროს საკუთარ სულს აშიშვლებ ღვთის წინაშე. მოძღვარს რომ ანდობ შენს გულისწუხილს, მიტევებას სთხოვ ღმერთს განვლილ დღეებში ჩადენილი ცოდვების გამო, ეს თავისთავად დიდი მადლია, მაგრამ მომავალში რას გავაკეთებთ, არ ვიცით. ამიტომ მთელი გულისყური სიკეთის კეთებისკენ უნდა მივმართოთ.

ზოგი ფიქრობს, ცოდვებს დავაგროვებ და მერე მოვინანიებო. ქრისტიანი ასე არ უნდა ფიქრობდეს. მოძღვართან ხშირი ურთიერთობისას ცოდვა ნაკლები დაგროვდება და ადამიანი საკუთარ ნაკლოვანებათა გამოსწორებასაც ადვილად შეძლებს. მას, ვინც ქრისტიანულად აზროვნებს, აღარ მოუნდება ცოდვასთან დარჩენა."

/მამა იოანე გვაჯაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2018, 03:58 PM

"ჩვენში დამარცხებული ეშმაკი მთელი სამყაროსთვისაც დამარცხებულია. როცა რაიმე ცოდვა ჩვენში აღმოიფხვრება, როცა მისგან ჩვენში აღარაფერი რჩება, როცა ჩვენი მთლიანობა შეიკვრება მთელი სისავსით, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოროტება მოკვდა მთელი სამყაროსათვის".

/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2018, 02:01 PM

"მოიშორე ცოდვა და თვალთაგან ცრემლის დენაც აღარ დაგჭირდება, რადგან თუ ჭრილობა არ არის, არც სალბუნია საჭირო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2018, 08:56 PM

"არცოდნა დღეს ყველაზე უფრო დიდი ცოდვაა".

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2018, 06:38 PM

"ჩვენი ცოდვები არ აძლევენ ღმერთს საშუალებას, გაბრწყინდეს ჩვენში"

/წმ. ანტონი დიდი/

"ვისაც თავისი ცოდვა არ აწუხებს, მას არც ქრისტე ახსოვს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2018, 07:03 PM

"ერთადერთი ჭეშმარიტი მწუხარება არის - მწუხარება ცოდვების გამო."

"ყოველი ცოდვა ღრმა ნაჭდევია ლამაზ სურათზე, მახინჯი ნაოჭია ანგელოზის სახეზე. ვუფრთხოდეთ ცოდვას, ეს ნიშნავს, თავს ვიცავდეთ დანგრევისაგან, განადგურებისაგან, სულის სიკვდილისაგან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2018, 08:38 PM

"ყველაზე მძიმე ცოდვა ისაა, საყვარელნო, რასაც ადამიანი ცოდვად არ მიიჩნევს."

/დეკ. არჩილ მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2018, 12:05 PM

"ჩვენი ნებისმიერი ცოდვა, განსაკუთრებით - შეგნებულად ჩადენილი, ღვთის ღალატია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2018, 05:52 PM

"პატარა და დიდი ცოდვა არ არსებობს. ყველა მომაკვდინებელია, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ იგი ჩასახვისთანავე ავლაგმოთ. ცოდვა, რომელიც თავიდან ზრახვით მოდის, ჭიანჭველასთან არის შედარებული, მაგრამ თუკი გაძლიერდება და სულს მოიცავს, მრისხანე ლომად გადაიქცევა. ფსალმუნში წერია: "ნეტარ იყვნენ, რომელთა შეიპყრეს ჩვილნი და შეახეთქნეს იგინი კლდესა". ამიტომ ცოდვას საწყის ეტაპზევე უნდა ვებრძოლოთ."

/დეკ. გიორგი რაზმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2018, 08:43 PM

"როდესაც ადამიანი სცოდავს, ის უფალს შეურაცხყოფს"

/დეკ. ლუკა სუპატაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2018, 06:15 PM

"ნუ იყურებით სარკეში: რამდენი კილოგრამი დაიკელით. სულში ჩაიხედეთ, იქნებ დაინახოთ: რამდენ ცოდვას განეშორეთ ან, პირიქით, რამდენი ცოდვა შეგემატათ, რამდენად აღარ ჩავდივართ იმ ცოდვებს, რომელიც გვახასიათებს? გაბოროტებული რომ იყავი, იგივე მდგომარეობაში აღარ უნდა იყო. თუ ისევ ვერ აჩერებ ენას, ილანძღები, განკითხვაში ხარ, ესე იგი, შენი მარხვა, ეკლესიაში სიარული, ლოცვა უნაყოფოა. სულში უნდა მოგვაკლდეს ჭუჭყი და არა კილოგრამები".

/მამა გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2018, 06:47 PM

"ჭეშმარიტ ქრისტიანს სძაგს ყოველგვარი ცოდვა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ - საქმით, აზრით, გრძნობით, მოგონებით, წარმოსახვით და ისინი რომ სძაგს, მთელი გულით უყვარს ღმერთი და სათნოება. დაე, ყოველთვის ასე იყოს შენთანაც, მონავ ღვთისა".

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2019, 07:19 PM

"რადგან დღეს ძალიან ბევრს აცვია უწესოდ, ამას ცოდვად აღარ თვლიან"

"ქალი, რომელსაც აცვია შარვალი, ან ისეთი ვიწრო ტანსაცმელი, რომელიც იმეორებს სხეულის ფორმას, ტყუილად ინუგეშებს თავს, თითქოს შემოსილი დადიოდეს. იგივე ითქმის მამაკაცზეც".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 27 2019, 03:26 PM

"თუკი ადამიანები საკუთარ ცოდვებს შეიმეცნებენ და ცოდვათაგან განწმენდაზე იზრუნებენ,უფალი ნებისმიერ მიწიერ პრობლემას მოგვიგვარებს"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2019, 08:46 PM

"არ არსებობს არც ერთი, თუნდაც მცირე ცოდვა, რომელიც ჩვენ სულზე დაღს არ დატოვებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 17 2019, 02:02 PM

"ცოდვების დანახვა მთელი თავისი სიღრმით ჭეშმარიტად ღვთის მადლია"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 17 2019, 02:16 PM

"თუკი ვინმეს ცოდვებისგან განწმენდა სურს, უპირველეს ყოვლისა, იგი ნაყროვანების ცოდვას უნდა განეშოროს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2019, 03:39 PM

"მივმართავ ყოველ თქვენგანს, დაინახეთ ცოდვები თქვენი, სთხოვეთ უფალს შენდობა. შენდობას აძლევს უფალი მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც თავის ცოდვას განიცდის".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2019, 04:09 PM

"სიკეთის კეთებით ადამიანი სიხარულს განიცდის, ცოდვის ჩადენით კი იტანჯება. რა უფრო მეტ სიკეთეს აკეთებს ადამიანი, მით უფრო მეტად უხარია, რაც უფრო მეტ ბოროტებას ჩადის, მით უფრო ძლიერ იტანჯება მისი სული"

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2019, 08:59 PM

"თუკი ცოდვილი ხარ (და, რათქმაუნდა, ცოდვილი ხარ კიდეც!), გიხაროდეს, რომ მოვიდა მწუხარების ცეცხლი და დაწვა შენი ცოდვები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2019, 11:29 AM

"ყოველი ადამიანი ცოდვებითაა დაწყლულებული. თუკი გადავწყვეტთ, ცოდვები დავუტევოთ, მაშინ მთელი ჩვენი ცხოვრება შეიცვლება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2019, 05:52 PM

"ადამიანი დიდ სიწმინდეს როდესაც აღწევს, კიდევ უფრო მეტად ხედავს საკუთარ დაცემას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2019, 11:50 AM

"ცოდვა როგორც მადლი, გადამდებია"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2019, 02:44 PM

"თუ შეგაწუხებს შენი ცოდვები, გულს შეიმუსრავ, ანდა იტირებ, ანდა ამოიოხრებ, ამოოხვრა შენი არ იქნება დაფარული მისგან: "არ დაიმალება მისგან მცირე ცრემლიც კი", - ამბობდა წმინდა სიმეონი. ხოლო წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებდა: "თუ იჯავრებ შენს ცოდვებზე, მაშინ უფალი შენი ცხონების მიზეზად გამოიყენებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2019, 01:15 PM

"ყოველგვარი დაცემა, რომელიც ენის, მზერის, ყნოსვის, ქმედებისა თუ მთლიანად სხეულის მეშვეობით, გინდ ქველმოქმედების მიზეზითაა გამოწვეული, განგების მიერ კაცთა დატევების შედეგია."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2019, 05:15 PM

"თუ ადამიანი დაგმობს ცოდვილ ცხოვრებას და სინანულით შესთხოვს უფალს ცოდვების მიტევებას, შენდობას მიიღებს, რადგან არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის სიყვაარულსა და მოწყალებას აღემატება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2019, 08:55 PM

"ცოდვა არის დანაშაულთან შეკვრა, თუკი მას აღსარებაში არ ვიტყვით და არ გავთავისუფლდებით მისგან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2019, 07:51 PM

"მართლმადიდებელი ქრისტიანები არავის წინააღმდეგები არ არიან, გარდა ცოდვისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2019, 01:30 PM

"ყველა ადამიანი დაცემულია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2019, 09:41 PM

"თითოეულმა ადამიანმა უნდა დაინახოს, რა არის მისთვის ყველაზე მძიმე ცოდვა, რომლითაც უფრო ადვილად დაიძლევა. სწორედ იქ უნდა იყოს ფხიზლად. ზოგი სასმელს ეტანება, ზოგი საჭმელს, ზოგზე ტელევიზორი მოქმედებს"

/მეუფე იოანე (გამრეკელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2019, 08:35 PM

"ცოდვას ზურგი უნდა შევაქციოთ და განვეშოროთ. აქედან იწყება ქრისტიანული ცხოვრება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2019, 10:01 PM

"კითხვა: როგორ ითმენს უფალი ამდენი ცოდვიანი ადამიანის არსებობას?

პასუხი: ღმერთის მოთმინება დამყარებულია ცოდვილთაგან მონანიების მოლოდინზე. პეტრე მოციქული ამბობს: „უფალი სულგრძელია თქვენდამი და, არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ, რომ ყველა მოვიდეს მოსანანიებლად“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2019, 12:29 PM

"კითხვა: ისჯება თუ არა ნაქურდალის მიმღები?

პასუხი: ნაქურდალის მიმღებიც ისევე ისჯება, როგორც ქურდი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2019, 03:32 PM

"კითხვა: განგვიმარტეთ, რა არის „ცდუნება“?

პასუხი: ცდუნება არის ის ყველაფერი, რაც ბადებს ცოდვაზე ფიქრს. შესაბამისად, გვიბიძგებს და გვაიძულებს ცოდვის ჩადენას. ამქვეყნად უამრავი საცდურია და მისგან თავის დაცვა ძნელია ჩვეულებრივი მოკვდავისთვის, თუმცა უფლის დახმარებით, ადამიანი შეძლებს თავი დააღწიოს ამ ცოდვებს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2019, 09:53 PM

"ერთადერთი გზა გადარჩენისა - ეს არის ხედვა და განცდა თვითსთა ცოდვათა; და არა მარტო ხედვა და განცდა, არამედ სურვილი გამოსწორებისა"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2019, 01:57 PM

"კითხვა: როგორ აფასებს ეკლესია მცირე ცოდვას, რომელსაც ხშირად ჩავდივართ?

პასუხი: ასეთი „მცირე“ ცოდვა ძალიან ახლოს არის სასიკვდინე ცოდვასთან. შევადაროთ დიდი ცოდვა დიდ ქვას, ხოლო პატარა – ქვიშის ნაწილაკს. თუ ქვიშა ბევრია, ის ქვასაც გადაწონის. მაგალითად, სიცრუე არ არის სასიკვდინე ცოდვა, მაგრამ ხშირად ამ ცოდვის გამეორების შემთხვევაში, ადამიანი უფლის მადლს განაქარვებს და სასჯელს მოიწევს."

„კითხვა: რადგან სხვა შემოსავალი არ გამაჩნია, მცირედ თანხას გავასესხებ პროცენტით. ცოდვას ხომ არ ჩავდივარ?

პასუხი: მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლების მიხედვით თანხის გაპროცენტება, ანუ მევახშეობა ცოდვაა“


"კითხვა. რას ნიშნავს „სასიკვდინე ცოდვა“?

პასუხი: საეკლესიო სწავლებით „სასიკვდინეა ცოდვა“, რომელსაც ჩავდივართ ნათლობის შემდეგ, ზრდასრულ ასაკში ჩვენივე სურვილით, უფლის მცნებათა საპირისპიროდ და მოყვასის საწინააღმდეგოდ. „სასიკვდინედ“ კი იმიტომ ითვლება, რომ ზეციურ სასუფეველს გვაკარგვინებს და მარადიულ სიკვდილს გვარგუნებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2019, 02:17 PM

"კითხვა: შეიძლება თუ არა, ადამიანმა თავის ნებით იტვირთოს სხვა ადამიანის (მაგალითად, შვილის) ცოდვები?

პასუხი: ყველა ადამიანი საკუთარ ცოდვაზე თავად აგებს პასუხს და არავის შეუძლია სხვისი ცოდვის თუნდაც ნებაყოფლობით ტვირთვა. მხოლოდ მაცხოვარს, უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს შეეძლო, ნებაყოფლობით ეტვირთა სხვისი ცოდვები."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2019, 02:07 PM

"კითხვა: როგორ ითმენს უფალი ამდენი ცოდვიანი ადამიანის არსებობას?

პასუხი: ღმერთის მოთმინება დამყარებულია ცოდვილთაგან მონანიების მოლოდინზე. პეტრე მოციქული ამბობს: „უფალი სულგრძელია თქვენდამი და, არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ, რომ ყველა მოვიდეს მოსანანიებლად“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2019, 06:56 PM

"შეიძლება ადამიანმა გაიმეორეს ძველი ცოდვები, მაგრამ ყოვლადმოწყალე უფალმა იცის ჩვენი ბუნება, იმდენად მოწყალეა, იმდენად განუსაზღვრელი მისი სიყვარული, რომ გამოსწორების ამ სურვილსაც კი იწყნარებს, როგორც უკვე აღსრულებულ საქმეს".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2019, 11:18 PM

"კითხვა: აქვს თუ არა აზრი იმ ცოდვის მონანიებას, თუკი წინასწარ ვიცით, რომ ცოდვის ჩადენის შემდეგ მოვინანიებთ და მიგვეტევება?

პასუხი: ჭეშმარიტად მონანიებულად მხოლოდ ის ცოდვა ითვლება, რომელსაც აღარ გაიმეორებთ. მონანიების არსი არის ცოდვის მიმართ საკუთარი დამოკიდებულებების შეცვლა, ბრძოლა მის წინააღმდეგ. ამიტომ, თუ წინასწარ განვიზრახავთ ცოდვის ჩადენას იმ იმედით, რომ შემდეგ მოვინანიებთ და მიგვეტევება, ეს გაუმართლებელი და თვალთმაქცური საქციელია, რაც ქრისტიანისთვის მიუღებელია."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2019, 08:22 PM

"საკუთარი ცოდვებით შეკრული ადამიანი წმინდა ეკლესიის გარეშე ვერასდროს ვერსად მიიღებს განხსნას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2019, 07:40 PM

"ყველას პირადი ცოდვა აქვს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2019, 03:47 PM

"ჩვენი ბუნება მეტად ცოდვილია და თუ ღრმად ჩავუკვირდებით, ბევრ ბნელ და უკეთურ შრეს აღმოვაჩენთ. სწორედ ამიტომაც მოთქვამენ წმინდა მამები ადამიანის დაცემული ბუნების გამო. ისინი თავიანთ თავს დედამიწაზე ყველაზე დიდ ცოდვილებად მიიჩნევდნენ, რადგანაც სხვაზე უკეთ ხედავდნენ და უღრმავდებოდნენ ზოგადად ადამიანის ამ მეტად შავბნელ ლაქებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2019, 05:52 PM

"მუდმივად ცოცხლობს ჩვენში ცოდვა, თუ მას ვაცოცხლებთ"

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2019, 08:55 PM

"ყოველი ცოდვა და სისუსტე საპირისპირო ხასიათის ძალისხმევით დაიძლევა"

/დეკ. მიქაელ გალდავა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2019, 04:54 PM

"ზოგჯერ უნდა მივხდეთ, რომ ჩვენი ცოდვების გამო ვისჯებით"

/მეუფე ანანია ჯაფარიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2019, 11:59 AM

"როგორც დაჭრილი ცხოველის ჭრილობიდან დაღვრილი სისხლის წვეთები ტოვებს კვალს და იზიდავს ნადირს, ასევე ჩვენი ცოდვები, რომლითაც დაჭრილნი ვართ თითოეული, ტოვებს ნაკვალევს, რაც იხმობს მტერს ჩვენს გასანადგურებლად.

იარებით დაზიანებული ვერ მოიპოვებს სიმშვიდეს სულისას, მანამ საკუთარ წყლულებზე ფიქრსა და მკურნალობას არ დაიწყებს.

როდის იწყებს ადამიანი ყოველივე ამაზე ფიქრს, როდის გრძნობს, რომ ძალიან უჭირს და შველა სჭირდება? მაშინ, როდესაც მასში იღვიძებს რწმენა და სასოება უფლისა, როდესაც იგი იწყებს საკუთარ თავზე დაკვირვებას, სულის სიღრმისეული სამყაროს შესწავლასა და მასთან დაახლოებას."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2019, 09:45 PM

"როცა შეწყალებას ითხოვთ, შეაჩერეთ ფიქრი საკუთარ ცოდვებზე და თითოეულისათვის ცალ-ცალკე ითხოვეთ შენდობა. ამგვარად, მთელი თქვენი ცხოვრება წარმოდგება თქვენ თვალწინ და საკუთარ დაცემულ ბუნებას შეიცნობთ.

როდესაც თქვენს ცოდვებს გადასინჯავთ, შეგაძრწუნებთ ბოროტების სიმრავლე საკუთარ თავში და თავად მიხვდებით, რატომ ითხოვთ შეწყალებას, და, რაც მთავარია, დაინახავთ, რომ უფლის გულმოწყალებას ვერაფერი შეედრება.

მიხვდებით, რომ იგი უფრო მეტია, ვიდრე ქვიშის მარცვალი ოკეანის ფსკერზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2019, 03:41 PM

"რა ცოდვითაც სცოდავს ადამიანი, იმ ცოდვის მონაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2019, 06:17 PM

"ცოდვა ადამიანს სულიერად ძალიან რევს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2019, 09:52 PM

"როდესაც ღვთის სული გვაქვს, ვხდებით უუნარონი ყოველი ცოდვის მიმართ და არ ძალგვიძს, რომ ვცოდოთ. როდესაც სული წმინდა გვაქვს, არ ძალგვიძს ბოროტების ჩადენა. არ ძალგვიძს განვრისხდეთ, შევიძულოთ, სხვაზე ცუდი ვთქვათ, არ, არ, არ..."

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2019, 10:15 PM

"ცოდვა ადამიანში სულიერ აშლილობას იწვევს. სულიერ აშლილობას ვერაფრით მოიშორებ; მხოლოდ ქრისტეს ნათლით ხდება მისგან თავის დახსნა".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2019, 06:14 PM

"ვინც საკუთარი ცოდვები შეიცნო, ის ენასაც მართავს"

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2019, 03:18 PM

"სინანული წლების განმავლობაში მოდის. ადამიანი რაც უფრო სულიერად წარემატება, ხვდება რა არის ცოდვა"

/მამა გურამ ბერძული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2019, 04:59 PM

"ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია"

/სოლომონ ბრძენი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2019, 07:05 PM

"თვით ყველაზე ღვთისმოსავი ადამიანებიც კი არ არის უცოდველნი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2019, 01:48 PM

"რაც უფრო მეტად იზრდება ცოდვიანი ჩვეულება, მით უფრო ღრმად იდგამს ფესვებს კაცის გულში"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2019, 03:14 PM

"უამრავ ადამიანს უხდება მძიმე ტკივილების დათმენა, მაგრამ სჯობს, აქ დავითმინოთ, ამ წუთისოფელში და უფალთან გავმართლდეთ. აქ, ამ ცოდვილ დედამიწაზე მოვასწროთ ცოდვების გამოსყიდვა, რომ უფალთან მარადიულად ვინეტაროთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2019, 09:15 PM

"სადაც ცოდვებია, შეუძლებელია იმ საქმემ კეთილი ნაყოფი გამოიღოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2020, 05:53 PM

"სურვილების დაკმაყოფილების ფართო გზას დაადგა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2020, 08:07 PM

"ჩემი ცოდვების გამო, ღირსი არა ვარ მშვიდი ცხოვრებისა"

/ღირსი ნიკონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2020, 09:16 PM

"თუკი ჩადენილი ცოდვებისათვის, რომლებშიც სინდისი გამხელს, შენს თავს უსაყვედურებ, განსჯი და განიკითხავ ღვთის წინაშე, ამისთვისაც გამართლებული გამოხვალ"

/ღირსი მოსე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2020, 08:23 PM

"ყოველთვის შეინარჩუნე შენი ცოდვების გამო ტირილი, ხოლო როდესაც მათ მოინანიებ და ქრისტეს წმიდა საიდუმლოებას ეზიარები, ჩუმად გაიხარე გათავისუფლების გამო".

"შინაგანი წუხილი, საკუთარი ცოდვების გამო, ყველა ხორციელ ღვაწლზე უფრო სასარგებლოა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2020, 09:12 PM

"თუკი ცოდვები გაქვს, ისინი ადვილად დაიფერფლება და შეიმუსრება მწუხარებით. ხოლო თუკი სათნოება გაქვს, მწუხარებისაგან იგი უფრო ნათელი და ბრწყინვალე ხდება"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2020, 02:34 PM

"რამდენად ბევრი და დიდი ცოდვაც არ უნდა ჰქონდეს ვინმეს, უფალს უმეტესი მოწყალება აქვს, იმიტომ, რომ როგორც თავადაა უსასრულო, ასეთივეა მისი მოწყალებაც"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2020, 10:35 PM

"ვისწრაფოთ, განვიწმინდოთ ცოდვებისაგან, რათა უბიწო სულით, მშვიდობით წარვსდგეთ უფლის წინაშე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2020, 07:56 PM

"აღიარე, რომ სცოდე, და აღიხოცება შენი ცოდვები"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2020, 08:25 PM

"კეთილ გზას ის ადგას და ცოდვების შენდობის იმედი შეუძლია მას ჰქონდეს, ვინც საკუთარი თავით უკმაყოფილოა"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2020, 09:07 PM

"ყოველგვარი სათნოება სხვა არაფერია, თუ არა სიყვარულის სხვადასხვა სახეობა"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2020, 09:40 PM

"ნურც საკუთარ წარმატებების გამო დაიწყებ თავის ქებას და ნურც სასოს წარიკვეთ შენი შეცოდებების გულისთვის"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2020, 06:23 PM

"და მლხინებელ და მოწყალე ექმენ მეუფეო შეცოდებათა ჩვენთა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2020, 08:22 PM

"ცოდვა თავისთავად არც სუსტდება და არც ისპობა, თუ მას აქტიურად არ ვებრძოლეთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2020, 09:35 PM

"ცოდვაც სხვა არაფერია, თუ არა ღმერთის ნების საწინააღმდეგო მოქმედება"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2020, 08:51 PM

"ჩვენი შინაგანი ცხოვრება ცოდვითია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2020, 01:10 PM

"ყველაზე უბედურები არიან ისინი, ვინც სცოდავენ და ამავე დროს მხიარულობენ"

/წმ. იოანე ოქროპირი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)