IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> მსოფლიო ბესტსელერი-ჰარი პოტერი, წიგნი რომელმაც შეცვალა მსოფლიო,წიგნი რომელმაც ბავშვებს კითხვა შეაყვარა
ილია94
პოსტი Jul 24 2012, 12:17 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 9-July 12
წევრი № 12,491



წიგნი რომელმაც შეცვალა მსოფლიო,წიგნი რომელმაც ბავშვებს კითხვა შეაყვარა,წიგნი რომელსაც ებრძვიან,და წიგნი რომელიც უყვართ.

რატომ არის ჰარი პოტერი ცუდი.როცა წიქარა საშინელებაა?ამ წიგნის გარშემო თავის დროზე ბევრი მითქმა მოთქმა იყო,და ახლაც გრძელდება,მე პირადად ძაან მიყვარს ეს წიგნი და უამრავჯერ მაქვს წაკითხული მისი ტომები.მე თამამად ვამბობ ამ წიგნმა შეცვალა ჩემი და არა მარტო ჩემი ბავშვობის წლები.მადლობა ქალბატონ ჯოანა როულინგს.ახლა კი ცოტა რამ წიგნის შესახებ,და მერე იმსჯელეთ ამ წიგნზე.

თანამედროვეონბაში ძალზედ პოურალური არის ფენტეზის ჟანრის წიგნები.ფენტეზი-ინგლისურად Fantasy-ნიშნავს ფანტაზიას.ამ ჟანრის წიგნებში და ფილმებში გვხდება მაგია,ჯადოქრები,ვამპირები,მა
ც​იები და ა.შ.
მინდა ფენტეზის ჟანრის ერთ ერთ ნაწარმოებზე გიამბოთ.ამ ნაწარმოებმა ძალიან დიდი პოულარობა ჰპოვა გახდა მსოფლიო ბესტსელერი(საუკეთესო გაყიდვადი მსოფლიოში) იგი ითარგმნა 70-ზე მეტ ენზე.მიხვდით რომელ ნაწარმოებსაც ვგულისხობ?
ეს ჰარი პოტერიაააა.ჯოან მიურეი როულინგის ნაწარმოები.
ეს მწერალი ჩვენს დროში ძალიან პოულარულია დაიბადა ეიტში,გლოსტერშიში 1965 წლის 31 ივლისს.

1.როგორ შეიქმნა სათვალინი ბიჭის ისტორია
ერთხელ მწერალი მანჩესტერიდან ლონდონში მიდიოდა მატარებლით.და ვიღაც შავთმიან ბიჭს უყურებდა.შემდეგ მას დაებადა იდეა ჰარი პოტერზე ,წერა დაიწყო და მისი წიგნი 1996 წელს შეიძინა გამომცემლობამ Bloomsbury.
შემდეგ წიგნის გამოცემის უფლება შეიძინა გამომცემლობამ არტურა ა.ლევინმა.
პირველი ნაწილი გამოვიდა ბრიტანეთში 1997 წლის ივნისში რომელმაც მწერალს ხალხის საყოველთო აღიარება მოუტანა. აშშ.-ი წიგნი 1998 წლის სექტემბერში გამოვიდა.
პირველი ტომი-ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა.ბრიტანეთში 1997 წელს გამოიცა,საქართველოში 2002 წელს.მთარგმნელი მანანა ანთაძე.
მე-2 ტომი-ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი,ბრიტანეთში გამოიცა 1998 წელს,საქართველოში 2004 წელს.მთარგმნელი დავით გაბუნია.
მე-3 ტომი-ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე,ბრიტანეთში გამოიცა1999 წელს,საქართველოში კი 2004 წელს.მთარგმნელი დავით გაბუნია.
მე-4 ტომი-ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი,ბრიტანეთში გამოიცა 2000 წელს,საქართველოში კი 2005 წელს.მთარგმნელი ქეთევან ყანჩაშვილი.
მე-5 ტომი ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი,ბრიტანეტში გამოიცა 2003 წელს.საქართველოში კი 2005 წელს.მთარგმნელი. ი.ბერიაშვილი.
მე-6 ტომი ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი,ბრიტანეტში გამოიცა 2005 წელს,საქართველოში კი 2006 წელს.მთარგმნელი ქეთევან ყანჩაშვილი.
მე-7 ტომი ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები,ბრიტანეთში გამოიცა 2007 წელს.საქართველოში კი 2008 წელს.მთარგმნელი ციცო ხოცუაშვილი.

2.რას მოგვითხრობს შვიდი ჯადოსნური წიგნი
ჰარი პოტერში არიან ჯადოქრები,როგორც კეთილები ასევე ბოროტები.წიგნი დაწერილია სიყვარულზე იმაზე რომ სიყვარულს ყველაზე დიდი ძალა აქვს,ყველაზე დიდი სიყვარული კი დედის სიყვარულია.ეს არის წიგნი ურთიერთავგანწირვაზე,მეგობრო
აზ​ე სიკეთეზე,სიყვარულზე,სადაც ბოროტ ძალას სიყვარულით ამარცხებენ.
ჰარი როცა ერთი წლის და სამი თვის იყო მშობლები მოუკლა ყველა დროის ყველაზე ბოროტმა ჯადოქარმა ლორდმა ვოლდემორტმა.(ვოლდემორტის სახელს ჯადოქართა უმრავლესობა შიშით ვერც ახსენებს და მას „ჩვენ რომ ვიცით იმას“ ან „ის ვისი სახელიც არ ითქმის“ ასე მოიხსენიებენ.მისი თანამოაზრეები და მომხრეები კი რომელთაც სიკვდილის მხვრელები ეწოდებათ მას ბნელ ბატონად მოიხსენიებენ)მას პატარა ჰარის მოკვლა უნდოდა მაგრამ როცა ჰარის ჯადოსნური ჯოხი მიუშვირა და მიუტევებელი წყევლა. „ავადა კედავრა“ წარმოთქვა.ჰარის კანმა აისხლიტა და უკან დაუბრუნდა ვოლდემორტს ეს წყევლა.იგი არ მოკვდა მაგრამ ძალა დაკარგა და მოჩვენებაზე უარესი გახდა და ცამეტი წელიწადი ალბანეთის ტყეში იმალებოდა.
ყველა ტომში თითო წლის ამბებია მოთხრობილი.და ყველა დამოკიდებულია ერთმანეთმანეთზე.

3.როგორ გადარჩა ჰარი პოტერი?
როგორ გადრჩა ჰარი?რატომ ვერ მოკლა მან იგი?მას ხომ ვერავინ ვერ გადაურჩა ვისი მოკვლაც უნდოდა?მაშინ ჰარი როგორ გადარჩააა?
როცა ვოლდემორტი მათ სახლში შეიჭრა.ის პირველად ჰარის მამა დაინახა და ცოლს დაუყვირა.
-ლილი!ჰარი წაიყვანე და გაიქეცი მან მოგვაგნო.
ვოლდემორტმა დაუნდობლად მოკლა ჯეიმსი(ჰარის მამა)და ლილსკენ და ჰარისკენ გაეშურა.
ლილი ბავშს გადეფარა და ვოლდემორტს სთხოვდა:
-არა არა!გთხოვთ ოღონდ ჰარი აარააა!მე მომკალით,რასაც მეტყვით შევასრულებ ოღონდ ჰარი არ მოკლათ!
ვოლდემორტი მიუხედავდ იმისა რომ დაუნდობელი მკვლელი იყო ლილის მოკვლას არ აპირებდა გარკვეული მიზეზების გამო.თუმცა რატო არა აპორებდა ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს.რახან ლილი არ უშვებდა რომ ჰარი მომკვდარიყო.და შვილს გააფთრებული იცავდა.მან მოკლა ლილი ევანსი-პოტერი.
და აი დადგა ჰარის მოკვლის დრო და მან ეს ვერ შეძლო.
ლილიმ ჰარისთვის თავი გაწირა,ეს სიყვარულია დედის სიყვარული.ეს სიყვარული ჰარის კანში აღიბეჭდა და ამან დაიცვა პატარა მწვანეთვალებიანი ბიჭი.და ვოლდემორტს წყევლა უკან მიუბრუნდა.ჰარის კი შუბლზე ელვასავით გაკლაკნილი ნაირევი დარჩა.მაშინ ჰარი ერთი წლის და სამი თვის იყო.
4.ჰარი პოტერის ცხოვრება
პირველი ტომი.
იგი მიიყვანეს დერსლებთან ლილის დის ოჯახში სადც ის იზრდებოდა.დერსლები მას ძალინ ცუდად ექცეოდნენ.ჰარიმ არც იცოდა რომ ჯადოქარი იყო.და ატყუებდნენ შენი მშობლები ავტოკატასტოფაში დაიღუპნენო.მაგრამ მან თავის მეთერთმეტე დაბადების დღეზე სიმართლე გაიგო.
ჰაგრიდმა რომელიც დამბლდობრმა გაგზავნა ჰარისთან ყველაფერი აუხსნა.და წერილი მისცა რომელსაც ჰარის ჰოგვორტსიდან(ჯადოქრების სკოლიდან) უგზავნიდნენ.
ჰაგრიდმა ჰარი მრუდე ქუჩაზე წაიყვანა,სადაც რაც სჭირდებოდა იყიდა.
და სკოლაში პირველ სექტემბერს წავიდა.
მატარებელში მან გაიცნო რონ უისლი და ჰერმიონ გრეინჯერი.რომლებიც მისი საუკეთესო მეგობრები გახდნენ.და მუდამ მხარში ედგნენ ეს სამი მეგობარი ერთმანეთს.
ჰოგვოტსი ძალიან ძველი ციხესიმაგრეა 1000 წელზე მეტია რაც არსებობს,იქ 4 კლუბია.გრიფინდორი, რეივენქლო, სლიზერინი, და ჰაფლეპაფი.სტუდენტებს კლუბებში გამანაწილებელი ქუდი ანაწილებს.
ოთხივეს თავისი ღირსეული ისტორია გააჩნია.
ჰარი რონი და ჰერმიონი გრიფინდორელები არიან.
ყველაზე მეტი ბოროტი ჯადოქარი სლიზერინის კლუბიდან გამოდის,ვოლდემორტიც ამ კლუბში სწავლობდა თავის დროზე.
როცა ჰარი სკოლაში პირველ კურსზე იყო ვოლდემორმა ფილოსოფიური ქვის მოპარვა განიზრახა რითაც მას უკვდავების მოპოვება შეეძლო.ჰარიმ და მისმა მეგობრებმა ხელი შეუშალეს.
მეორე ტომში ჯინი რონის და გადაარჩინეს.და ჰარიმ მოკლა საზარელი გველი ბასილისკო.გაანადგურა რიდლის დღიური ანუ იგივე ვოლდემორტის დღიური.და ამით კიდევ ერთხელ შეუშალა ხელი მის დაბრუნებას.
მესამე ტომში ჰარი თავის ნათლის ხვდება.რომელიც აზკაბანში ჯადოქრების ციხეში უსამართლოდ 13 წელი იჯდა.იგი ციხიდან გამოქცეულია.
მეოთხე ტომში.ვოლდემორტი აღსდგება და მას ჰარი კვლავ გადაურჩება.
მეხუთე ტომში.ჰარის ნათლიას მოკლავს ბელატრისა ლესტრეინჯი.
მეექვსე ტომში დამბლდორს მოკლავს სნეიპი დამბლდორისვე დავალებით გარკვეული მიზეზების გამო.
მეშვიდე ტომში ბევრ რამეს აეხდება ფარდა.ჰარი დაამარვხებს „ვოლდემორტს“1998 წლის 2 მაისს.
და წიგნი ბედნიერად მთვრდება.
ჰარიმ რონის და ჯინი მოიყვანა ცოლად. და ეყოლებათ სამი შვილი.ჯეიმსი,ალბუს-სევერუსი,და​ ლილი.
რონი და ჰერნიონი ერთმანეთზე დაქორწინედებიან და ორი შვილი ეყოლებათ:ჰუგო და როუზი.
კითხვები გაგიჩნდათ?გაინტერებთ რა,როგორ და რატომ მოხდა?მაპატიეთ ყველაფერს ვერ დავწერდი რადგან ამ წიგნში ყოველი მონაკვეთი ერთმანეთზე იმდენდაა დამოკიდებული.რომ ერთი რომ ამეხსნა მაშინ მეორეც უნდა ამეხსნა.ამიტომ ერთგვარი წარმოდგენა შეგიქმენით. და თუ დაინტერსედით მაშინ წაიკითხეთ.



--------------------
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა ამინუფალი გვფარვდეს ყველას.ამინ
ერთად დადგომა რომ შევძლოთ, ყველა იმედი არ არის წასული! მთელი ცხოვრებაა ვოცნებობ ეს ოცნებაა ქ ა რ თ უ ლ ი !!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 24 2012, 12:18 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ამის შესახებწ ერდი კაცო ამდენსbiggrin.gif

ვნახო აბა რა დაგვიწერე...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია94
პოსტი Jul 24 2012, 12:25 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 9-July 12
წევრი № 12,491



აი რას ხედავენ ამ წიგნში ცუდს ვერ ვხვდები.


--------------------
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა ამინუფალი გვფარვდეს ყველას.ამინ
ერთად დადგომა რომ შევძლოთ, ყველა იმედი არ არის წასული! მთელი ცხოვრებაა ვოცნებობ ეს ოცნებაა ქ ა რ თ უ ლ ი !!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 24 2012, 12:33 PM
პოსტი #4


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მეც მაქვს წაკითხული...

ცუდი რა...იყო დრო როცა ვეფხისტყაოსანიც ტაბუდადებული თემა გახლდათ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია94
პოსტი Jul 24 2012, 12:37 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 9-July 12
წევრი № 12,491



ციტატა
ცუდი რა...იყო დრო როცა ვეფხისტყაოსანიც ტაბუდადებული თემა გახლდათ...

A.V.M აეგრე რა შენ გაიხარე ძმა ხარ


--------------------
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა ამინუფალი გვფარვდეს ყველას.ამინ
ერთად დადგომა რომ შევძლოთ, ყველა იმედი არ არის წასული! მთელი ცხოვრებაა ვოცნებობ ეს ოცნებაა ქ ა რ თ უ ლ ი !!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 24 2012, 04:48 PM
პოსტი #6


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
,წიგნი რომელმაც ბავშვებს კითხვა შეაყვარა,წ

მაპატიეთ ამ სიტყვაზე, მაგრამ ბებია გიჩხავით biggrin.gif

ჰარი პოტერამდეც კითხულობდა ბავშვი წიგნს და ჰარი პოტერის მერეც წაიკითხავს წიგნს, ამაში ჯოანა როულინგს წვლილი არ მიუძღვის, ნუ "დასწამებთ ცილს" ტყუილა laugh.gif

A.V.M
აუ, მაგაზე ის მახსენდება, რუსთაველი ამაოდ დაშვრაო, ვისია ეგ ფრაზა?


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 24 2012, 06:18 PM
პოსტი #7


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
აუ, მაგაზე ის მახსენდება, რუსთაველი ამაოდ დაშვრაო, ვისია ეგ ფრაზა?

ეს არ ვიცი,მ,აგრამ იმ ბავშვს რა ვუთხარი ჰარი პოტერი რომ შეაყვარებს კითხვას...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zatoichi
პოსტი Jul 24 2012, 07:31 PM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 43
რეგისტრ.: 31-December 10
წევრი № 10,192



მსოფლიო რატომ ან როგორ შეცვალა მაინტრესებს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 24 2012, 08:40 PM
პოსტი #9


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



A.V.M
მომისმენია აზრი, რომ ე.წ. პრიალა ყდიანი, ილუსტრირებული წიგნები იდიოტური სიუჟეტით (მაგალითად, წიგნების ფესტივალზე იყო ეგეთი წიგნი ზებრების ოჯახზე, მამა ზებრას რაღაც დაავადება დაემართა და ზოლები გაუქრა, ხოდა რომ ვერ იმკურნალა, ადგა და შეეგუა უზოლობას) ბავშვებს წიგნებისკენ მოაბრუნებსო...

ხალხმა ისიც კი არ იცის, რომ ზღაპრები ეს არ არის უბრალოდ გამოგონილი ამბავი, ზღაპარი უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ რაღაც დრაკონი და რაინდი

ზღაპარი ასწავლის ბავშვს, ზღაპარს შეჰყავს ბავშვი იმ სამყაროში რომელსაც იგი დიდების სამყაროს უწოდებს და ცნობისმოყვარეობით ანთებული თვალებით უყურებს...

რაღაც უაზრო, უშინაარსო ამბავმა რა უნდა ასწავლოს ბავშვს დროის გაფანტვის, უაზროდ ხარჯვის გარდა? ცხოვრებაში რომ ინტერესი უნდა ჰქონდეს, მიზანი, მისწრაფება, იდეალი – ეს ყველაფერი თუ ვერ გაიგო, რა ადამიანად ჩამოყალიბდება? აი ძალიან მაინტერესებს : ) კიდეც იმიტომ მიექანება სამყარო უფსკრულისკენ, რომ აღარაც ღირებულებები, აღარც ზნეობა, აღარც ღირსება, აღარც იდეალები, აღარც სიყვარული... ცარიელი იბადება ადამიანი, ცარიელი იზრდება და ასევე ცარიელი მიდის იმქვეყნად (სად უკვე აღარ ვიცი, ან საიდან მეცოდინება, იქიდან არავინ მობრუნებულა)... ცარიელი ფუტურო თავები, უაზრო ამბიციებით... მოვრჩი მე დღეს ნოტაციების კითხვას.. ხვალამდე smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jul 24 2012, 09:40 PM
პოსტი #10


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ქევანა
ციტატა
მომისმენია აზრი, რომ ე.წ. პრიალა ყდიანი, ილუსტრირებული წიგნები იდიოტური სიუჟეტით (მაგალითად, წიგნების ფესტივალზე იყო ეგეთი წიგნი ზებრების ოჯახზე, მამა ზებრას რაღაც დაავადება დაემართა და ზოლები გაუქრა, ხოდა რომ ვერ იმკურნალა, ადგა და შეეგუა უზოლობას)


სულაც არ ვთვი რომ იდიოტური სიუჟეტია.


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მონა უფლისა
პოსტი Jul 25 2012, 01:38 AM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 30
რეგისტრ.: 10-January 12
წევრი № 11,934



ციტატა(zatoichi @ Jul 24 2012, 08:31 PM) *

მსოფლიო რატომ ან როგორ შეცვალა მაინტრესებს

ხო აი მართლა რა


--------------------
დიდება უფალს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 25 2012, 11:14 AM
პოსტი #12


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მე მაგალითად კითხვა ასტრიდ ლინდგრენმა შემაყვარა.
3 წლის ვიყავი მამიდაჩემმა რომ დამიწყო ,,პეპი გრძელი წინდას,'' და ,,კარლსონის'' კითხვა.
6 წლისამ კი უკვე იმ დონეზე ვიცოდი ეს წიგნი,რომ როდესაც მამიდაჩემი რამეს გამოტოვებდა ხოლმე კითხვისას მე ვახსენებდი.

ამ ჟAნრს რომ გავცდი შემდეგ ჟიულ ვერნი დავიწყე და....

ციტატა
ჰარი პოტერი არ მაქვს წაკითხული და აზრს ვერ გამოვთქვამ

ბევრი არაფერი დაგიკარგავს...

უბრალოდ პატარა ასაკის მკითხველთათვის საინრტერესოა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 25 2012, 01:36 PM
პოსტი #13


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



syd
ციტატა

სულაც არ ვთვი რომ იდიოტური სიუჟეტია.

იდიოტური სიუჟეტია smile.gif
თურმე უნდა შეეგუო იმას რაც ხარ smile.gif ეს კი აბსურდია, ადამიანის პიროვნულ განვითარებას კლავს, საერთოდ როგორც ადამიანს კლავ შიგნით smile.gif
მთელი ცხოვრება ბრძოლაა, შენ კიდე თეთრი დროშა უნდა ააფრიალო და დანებდე და შეეგუო იმას რომ ვერ გამოასწორებ შენს თვისებას...
მაგალითად, რომ მოვთარგმნოთ ეს შენი "ჭკვიანი სიუჟეტი": გიყვარს კვლა, ნუ რას იზამ, გიყვარს და, ამას თურმე უნდა შეეგუო, იმიტომ რომ ასეთი ხარ და ვერ შეიცვლები...

მე ვიძახი: აზრი, რომელიც ამტკიცებს რომ ცვლილება არ არსებობს და უნდა შეეგუო, არის აფსურდული
ქრისტიანობასაც ეწინააღმდეგება სხვათაშორის, იმიტომ რომ გამოდის ქრისტე ტყუილად მოვიდა, ცოდვილი მაინც ცოდვილად დარჩება, სინანულს აზრი არ აქვს, შეცდომების გამოსწორებასაც და საერთოდ ცხოვრებას

აი რამხელა ქვეტექსტი აქვს ამ შენს "ჭკვიანურ" ისტორიას : )

პ.ს. კიდევ ერთ იდიოტურ სიუჟეტს დავწერ: თხუნელას რომ მოუკუკეს თავზე და მერე იპოვა ვინამაც მოუკუკა და აქეთ რომ სამაგიერო გადაუხადა... ანუ რას ასწავლის? სამაგიეროს გადახდას, შურისძიებას.. უმანკო გონებაში თავიდანვე უდებენ ბოროტების მარცვალს - გადაუხადე სამაგიერო.. აი რატომ? რატომ? ისედაც არ გვეყოფა ამდენი მანიაკი, გიჟი გადარეული, შერეკილი, მკვლლლი პედოფილი და ა.შ. რომელთა ტრამვები მოდის სწორედ რომ ბავშვობიდან! როდემდე უნდა "ავღზარდოთ" მანიაკები?


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jul 25 2012, 03:08 PM
პოსტი #14


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ქევანა

ციტატა
მაგალითად, რომ მოვთარგმნოთ ეს შენი "ჭკვიანი სიუჟეტი": გიყვარს კვლა, ნუ რას იზამ, გიყვარს და, ამას თურმე უნდა შეეგუო, იმიტომ რომ ასეთი ხარ და ვერ შეიცვლები...


რა შუაშია ეგ? სიუჟეტში ბუნებრივ ნაკლზეა საუბარი, ანუ იმაზე რომ ზოლები გაუქრა ზებრას. რომ ყოფილიყო მაგალითად ის რომ ზებრამ ანტილოპების ჭამა დაიწყო და შეეგუა ამასო მაშინ შეგეძლო გეთქვა ის რაც ზემოთ დავაქუოთე. მაგრამ ამ შემთხვევაში ბუნებრივ ნაკლზეა საუბარი და რომელ ბრძოლაზე მესაუბრები? მაგალითად ბავშვი რომელიც ინვალიდის სავარძელში ზის და ყველამ იცის რომ ის ვერასდროს გაივლის, რა სჯობია, თავიდანვე შეეგუოს ის ბავშვი ამ აზრს და გააგრძელოს ცხოვრება ნორმალურად, თუ მთელი ცხოვრება ის ოცნება ჭამდეს რომ როდესმე გაივლის და თავის ბუნებრივ ნაკლს ნევროზი და ყოველდრიური ცრემლებიც დაემატოს, როდესაც ყოველდღე იმედგაცრუება შეხვდება?

თხუნელას მოტხრობას რაც შეეხება მაგაში არ გეწინააღმდეგები, ნამვილად იდიოტურია, მაგრამ მანიაკად ჩამოყალიბება სწორედ რომ ზღაპრების არ ცოდნის და ბავშვობის არ ქონის გამოა. მაგალითად ობოლი ბავშვები, უპატრონო ბავშვთა სახლებში, ან ქუჩაში გაზრდილები, მათი უმეტესობა პოტენციური მანიაკი და კრიმინალია, სწორედ იმიტომ რომ ზღაპრებს არ უკითხავდნენ ბავშვობაში. მე მაგალითად ბავშვობაში თითქმის ყველა ქვეყნის ზღაპრები ზეპირად ვიცოდი და სიზმრებშიც ბევრჯერ მიხოცია ცხრათავიანი დრაკონები და ურჩხულები, მაგრამ მანიაკი არ გავმხდარვარ.


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 25 2012, 04:03 PM
პოსტი #15


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



syd
ციტატა
სიუჟეტში ბუნებრივ ნაკლზეა საუბარი, ანუ იმაზე რომ ზოლები გაუქრა ზებრას.

ზებრასთვის ზოლი ბუნებრივი ნაკლი არაა, აი საქმეც მაგაშია ჩემო სიდ kiss1.gif

ციტატა
მაგალითად ბავშვი რომელიც ინვალიდის სავარძელში ზის და ყველამ იცის რომ ის ვერასდროს გაივლის, რა სჯობია, თავიდანვე შეეგუოს ის ბავშვი ამ აზრს და გააგრძელოს ცხოვრება ნორმალურად, თუ მთელი ცხოვრება ის ოცნება ჭამდეს რომ როდესმე გაივლის და თავის ბუნებრივ ნაკლს ნევროზი და ყოველდრიური ცრემლებიც დაემატოს, როდესაც ყოველდღე იმედგაცრუება შეხვდება?

ფიზიკური ნაკლი სხვაა smile.gif

კაცო, ზებრასთვის ზოლი ნაკლი არ იყო, ის მისი დამახასიათებელი ნიშანია, რომელიც სხვა ცხოველებისგან გამოარჩევს, თუნდაც ვირისგან smile.gif

ციტატა
მე მაგალითად ბავშვობაში თითქმის ყველა ქვეყნის ზღაპრები ზეპირად ვიცოდი და სიზმრებშიც ბევრჯერ მიხოცია ცხრათავიანი დრაკონები და ურჩხულები, მაგრამ მანიაკი არ გავმხდარვარ.

biggrin.gif biggrin.gif ღმერთმანი, ზღაპრები ხომ იცი რაც არის?

თუმცა, რავიცი, რავიცი, აჰანდე, არასდროს განსახვავებული აზრის წინააღმდეგი არ ვყოფილვარ (სანამ მე არ შემეხებიან), ხოდა რავიცი შენ ეგრე ფიქრობ, მე ასე happy.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jul 25 2012, 04:08 PM
პოსტი #16


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ქევანა
ციტატა
ზებრასთვის ზოლი ბუნებრივი ნაკლი არაა, აი საქმეც მაგაშია ჩემო სიდ

ციტატა
კაცო, ზებრასთვის ზოლი ნაკლი არ იყო, ის მისი დამახასიათებელი ნიშანია, რომელიც სხვა ცხოველებისგან გამოარჩევს, თუნდაც ვირისგან


მერე შენ რა გიწერია აბა წაიკითხე

მამა ზებრას რაღაც დაავადება დაემართა და ზოლები გაუქრა, ხოდა რომ ვერ იმკურნალა, ადგა და შეეგუა უზოლობას

უზოლობაზეა საუბარი აქ. ზებრა რომ ზოლებიანია ვიცი, მადლობთ biggrin.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 25 2012, 04:09 PM
პოსტი #17


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



syd
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ეგეც საკითხავია რა დაავადება შეეყარა რომ ზოლები გაუქრა biggrin.gif


პ.ს. გაღმა შენა ხარ, გამოღმა მე, შუაში ჩამოდის მდინარე.. biggrin.gif

აი, ერთი კი ვიცი, მე ჩემს შვილებს ეგეთ ზღაპრებს არ წავაკითხებ, მე წავუკითხავ ანდერსენს, პეროს, მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებს, ქართულებს, ის რაც ბავშვობაში მაქვს წაკითხული happy.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jul 25 2012, 04:19 PM
პოსტი #18


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444




ქევანა
ციტატა
ეგეც საკითხავია რა დაავადება შეეყარა რომ ზოლები გაუქრა


დედინაცვალს რა დაავადება შეეყარა ისეთი, წიქარას გულღვიძლის გარდა რო ვერაფერი მაორჩენდა ამაზე თუ გიფიქრია ბავშვობაში? არა ხო?! ამაშია საქმე smile.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 25 2012, 04:21 PM
პოსტი #19


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



syd
მიფიქრია, სხვათაშორის smile.gif მაგას ბოროტება შეეყარა, მაგრამ ცუდი საქციელი ისევ ცუდის ჩამდენს უბრუნდება უკან, ბოლოს ასეთი დასკვნა გამოვიტანე მახსოვს biggrin.gif
ამიტომ არ მეშინია წყევლის laugh.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია94
პოსტი Jul 25 2012, 04:29 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 9-July 12
წევრი № 12,491



მე სხვა წიგნებსაც ვკითხულობდი პოტერიანამდე,მაგრამ არიან ბავშვები რომლებმაც ჰარი პოტერით დაიწყეს კითხვა,უაზრო სულაც არაა ეს წიგნი სიყვარულის ძალაზეა დაწერილი,და მსოფლიო კი იმით შეცვალა რომ მთელი მსოფლიო ლაპარაკობს ამ წიგნზე.აუ წიქარაში რო ჯადობაზობაა მაეტი სადაა.რაც არ გაქვთ წაკითხული ნუ ლანძღავთ.


--------------------
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა ამინუფალი გვფარვდეს ყველას.ამინ
ერთად დადგომა რომ შევძლოთ, ყველა იმედი არ არის წასული! მთელი ცხოვრებაა ვოცნებობ ეს ოცნებაა ქ ა რ თ უ ლ ი !!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 07:34 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი