სულის მიკერძოებული გადახრა ტყუილისკენ, ასეთი მიდრეკილების საფუძველი ამპარტავნება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სულის მიკერძოებული გადახრა ტყუილისკენ, ასეთი მიდრეკილების საფუძველი ამპარტავნება |
ლილიანა |
Jan 31 2008, 03:06 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
"ყველანი ხიბლში ვართ ამის ცოდნა ხიბლისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა . ყველანი მოტყუებულები ვართ , ყველანი ხიბლში ვართ, ყველანი ყალბ მდგომარეობაში ვიმყოფებით და ჭეშმარიტების მიერ განთავისუფლება გვჭირდება , ჭეშმარიტება კი არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე " ( სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი )
ხიბლის აზროვნების წესზე მსურს ამ თემაში საუბარი . ანუ უბრალოდ ფრაზებით მოყვანით ნუ შემოვიფარგლებით მისაუბროთ თუ როგორ მოქმედებეს ეს მდგომარეობა გულზე გონებაზე აზრებზე და ამის დასტურად მამათა გამონათქვამები მოვიყვანოთ " ხიბლი თავიდან აზროვნების წესზე მოქმდებს , როდესაც კაცი მიიღებს მას და აზროვნების წესი მრუდდება , ხიბლი მაშინვე გადაეცემა გულს და გრძნობებსაც რყვნის , შემდეგ კი , რაკი კაცია არსებას დაიპყრობს , უკვე მთელ მის საქმიანობას მოიცავს და თვით ხორცსაც წამლავს , რამეთუ შემოქმედმა იგი განუყოფლად დაუკავშირა სულს" წმინდა ეგნატე ბრიანჩინინოვი -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
სოფი |
Jan 31 2008, 04:46 PM
პოსტი
#2
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ციტატა ყველანი ხიბლში ვართ ამის ცოდნა ხიბლისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა ნამდვილად საუკეთესო საშვალებაა ადამიანი ამას რომ მიხვდები და აღიარებ ეგეც უკვე დიდი წარმატებაა,ხოლო შემდეგ მასთან ბრძოლაზე უნდა იფიქრო. საერთოდ ადამიანი თავისი სუსტი,უძლური,ცოდვიანი ბუნების გამო,ასე თუ ისე,მეტად თუ ნაკლებად ვარდება ხიბლში. იმის გაფიქრებითაც კი,რომ შენ კარგი ხარ,რაღაც კარგად თქვი,კარგად გააკეთე,კარგად მოიქეცი,აღფრთოვანდი საკუთარი უნარით,შესაძლებლობებით,უკვე ხიბლში ვარდები.როცა გესიამოვნება და შეიფერებ ქებას,უკვე ხიბლში ხარ. ამიტომ ხშირად მახსენდება და მიყვარს წმ.ფილარეტ მოსკოველის ეს გამონათქვამი: "როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები." წმინდა მამები სულიერი ხიბლის ორ სახეს არჩევენ: პირველი - როცა ადამიანი წარმოიდგენს,რომ ის ხედავს ღმერთს,ღვთისმშობელს,ანგელოზე ბს,სულებს და თავს თვლის ასეთი ხილვების ღირსად. მეორე - ადამიანი თავის თავს მაღალი სულიერების პიროვნებად მიიჩნევს,თვლის,რომ ის არის რწმენისადმი თავისი ერთგულებით გამორჩეული პიროვნება,იშვიათი მმარხველი,მუდამ მღვიძარებაში მყოფი,სხვათა კეთილი დამმოძღვრელი და ჭკუის მასწავლებელი. (ამ უკანასკნელზე მეუფე სტეფანე გამახსენდა,ფორუმზე დაპოსტვაზე საუბრობდა,ადამიანი რაღაცას რო პოსტავ,თუნდაც ჭკუის დამრიგებლურს ან რაღაცაზე სცემ პასუხს და ა.შ. და ა.შ.,ამას რაღაც ნიშნის მოგებით არ უნდა აკეთებდე,ან ვთქვათ,აი ახლა დაინახავენ მე რა მაგარი,რა ჭკვიანი,ნიჭიერი და მოაზროვნე ვარო,სხვაზე ბევრი ვიციო და ასე შემდეგ.. ანუ პირიქით,თავმდაბალად უნდა ფიქრობდე და შეჰხაროდე იმას,რომ შენ შეიძლება შენი პოსტით ვიღაცას არგე.. და არა თავის 'მაგრად' მოჩვენებით) ხიბლის ამ სახეობას შეიძლება ეწოდოს წარმოდგენა საკუთარ თავზე. ხიბლის ნებისმიერი სახეობა დამღუპველია სულისთვის.იგი ეყრდნობა იმ სულიერ სიამაყეს,ანუ იმავე ცოდვას,რამაც დაღუპა უპირველესი ანგელოზი. დასკვნა: ხიბლი იგივე თავმომწონეობაა,თავმომწონეობ კი ამპარტავნება.( შეგვიძლიათ იხილოთ "ლოცვანში" (),აღსარების ცოდვებში - ამპარტავნება ( თავმომწონეობით და უკადრისობით) ), რაც ლილიანამ სწორად მიუთითა სათაურში. პ.ს. ლიკუშ, ადრე მახსოვს მგონი შენ გახსენი თემა ხიბლზე სადღაც და მიმითითე რა ლინკი ადრე კი მოვკარი თვალი,ბოლოს კი ვეღარ ვიპოვე,მაინტერესებდა და.. -------------------- "Happiness only real when shared."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st May 2024 - 12:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი