IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

16 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> რელიგიური საუბრები
George Leluashvili
პოსტი Nov 26 2011, 02:31 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



მოგესალმებითsmile.gif

ასეთი თემა მგონი არ არსებობს და ამიტომ მე აუცილებლად მივიჩნიე ისეთი თემის არსებობა, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა რელიგიურ საკითხებზე გავესაუბრებოდით და ჩვენს შინაგან სულიერ მდგომარეობას, განცდებს გავუზიარებდით ერთმანეთს.

დავწეროთ ხოლმე თუნდაც ჩვენი ყოველდღიური რელიგიური ცხოვრებიდან რაიმე განსაკუთებული შემთხვევები და საერთოდ, ვისაუბროთ იმაზე, რაც რელიგიას შეეხება.

IPB-ს სურათი


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Nov 26 2011, 02:50 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
დავწეროთ ხოლმე თუნდაც ჩვენი ყოველდღიური რელიგიური ცხოვრებიდან რაიმე განსაკუთებული შემთხვევები


მე მიჭირს ხანდახან გამოვყო შემთხვევები განსაკუთრებულობის მიხედვით, იმდენად მნიშვნელოვანია "წვრილმანი" და "მსხვილმანი" მოვლენები. ჩემთვის გარშემო მყოფი პიროვნებები, მოვლენები და საგნები ყველა ერთ მთლიანობას ქმნის, რომელიც უფრო მიმყარებს რელიგიურ წარმოდგენებს...


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Nov 26 2011, 02:53 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა(georgios @ Nov 26 2011, 02:50 PM) *

GIORGI LELUASHVILI
მე მიჭირს ხანდახან გამოვყო შემთხვევები განსაკუთრებულობის მიხედვით, იმდენად მნიშვნელოვანია "წვრილმანი" და "მსხვილმანი" მოვლენები. ჩემთვის გარშემო მყოფი პიროვნებები, მოვლენები და საგნები ყველა ერთ მთლიანობას ქმნის, რომელიც უფრო მიმყარებს რელიგიურ წარმოდგენებს...

გასაგებია, გეთანხმები.
მეც იგივე მეთქმის. თითოეული წუთი სასწავლებელია და დასაფიქრებელი.

რაც შეეხება გარემოს - მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე დიდ როლს თამაშობს ადამიანის ზნეობრივ თუ სულიერ განვითარებაში.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Nov 26 2011, 02:58 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
თითოეული წუთი სასწავლებელია და დასაფიქრებელი.რაც შეეხება გარემოს - მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე დიდ როლს თამაშობს ადამიანის ზნეობრივ თუ სულიერ განვითარებაში.


ყოველი ჩვენი მოქმედება, რომელსაც თავიდან არ ვაკვირდებით, მაგრამ დრო რომ გავა, გადავხედავთ და უფრო იხსნება მისი აზრი, ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთქმედებაში ვართ, ჩვენი აზრები, რომლებიც ჩვენ გვქმნიან, გარემო, რომელიც გვიქმნის შთაბეჭდილებებს, ეს ყველაფერი ერთად ახდენს გავლენას ჩვენზე. შეიძლება ოდესღაც ვინმესთან წამოსროლილი ფრაზა უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს, მაგრამ გავა წლები და ცნობიერებაში მაღლა რომ წამოტივტივდება, უფრო დავინახავთ ჩვენს მაშინდელ მდგომარეობას, სურვილებს, თურმე რა გვნდომებია სინამდვილეში... ყოველი არსი ახდენს გავლენას ჩვენს რელიგიურ შემეცნებაზე.


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 26 2011, 03:09 PM
პოსტი #5


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



არ მიყვარს სულის ,,გაშიშვლება,, და საკუთარ რელიგიურ განცდებზე საუბარი, მარა, ერთს გეტყვით, ორი დღის უკან შიუკაშვილს ვუსმინე პროფილში და კიდევ ერთხელ მივხვდი რა ამაოა ეს ცხოვრება. რა ტყუილად ვშფოთავთ, ვიბრძვით, ვფუსფუსებთ, ვნერვიულობთ, დავტირით აუხდენელს და აშ

ამქვეყნად, იქმვეყნისთვის მოვედით?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Nov 26 2011, 03:14 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



მხევალი ნინო
ციტატა
არ მიყვარს სულის ,,გაშიშვლება,, და საკუთარ რელიგიურ განცდებზე საუბარი


ნამდვილად.
მაგრამ რელიგიურ განცდებზე უნდა ისაუბრო იმდენად, რამდენადაც ეს არ იქნება "გაშიშვლება". smile.gif

ციტატა
ორი დღის უკან შიუკაშვილს ვუსმინე პროფილში და კიდევ ერთხელ მივხვდი რა ამაოა ეს ცხოვრება. რა ტყუილად ვშფოთავთ, ვიბრძვით, ვფუსფუსებთ, ვნერვიულობთ, დავტირით აუხდენელს და აშ

ვინ არის შიუკაშვილი?

ციტატა
ამქვეყნად, იქმვეყნისთვის მოვედით?

yes.gif


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 26 2011, 03:19 PM
პოსტი #7


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



georgios
ციტატა
ვინ არის შიუკაშვილი?



ვალერი, პიანისტი. საკუთარ კლინიკურ სიკვდილზე ილაპარაკა.

ციტატა
მაგრამ რელიგიურ განცდებზე უნდა ისაუბრო იმდენად, რამდენადაც ეს არ იქნება "გაშიშვლება".


ოდესღაც, ამ ფორუმზე ყოფნის მიზანი, სწორედ ეს იყო. რელიგიაზე საუბარი. ბოლოს რატომღაც მხოლოდ ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე ვსაუბრობდით და საკუთარი დაგვავიწყდა . არადა, მომნატრებია ეს თემაც..


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Nov 26 2011, 07:32 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



georgios
ციტატა
შეიძლება ოდესღაც ვინმესთან წამოსროლილი ფრაზა უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს, მაგრამ გავა წლები და ცნობიერებაში მაღლა რომ წამოტივტივდება, უფრო დავინახავთ ჩვენს მაშინდელ მდგომარეობას, სურვილებს, თურმე რა გვნდომებია სინამდვილეში... ყოველი არსი ახდენს გავლენას ჩვენს რელიგიურ შემეცნებაზე.

გეთანხმები...
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ამგავრი შეცდომები ყველას მოგვდის და ხშირ შემთხვევაში სიტუაციის გამოსწორება ძალიან გვიანაა ხოლმე.

მხევალი ნინო
ციტატა
არ მიყვარს სულის ,,გაშიშვლება,, და საკუთარ რელიგიურ განცდებზე საუბარი,

ჰო, ვიცი რასაც ამბობ. ეს არც მე მიყვარს, მაგრამ ამ მიზნით არც გამიხსნია ეს თემა, ვინაიდან ჩვენი რელიგიური ცხოვრება და უფალთან ურთიერთობა ძალიან ინტიმურია, რომელშიც მოძღვრის გარეშე სხვა ადამიანის ჩარევა ნამდვილად არ ღირს. ბევრს ეს ძალიან მწარედ გამოუცდია.
ამ თემას "გავუზიაროთ ერთმანეთს აზრების" ხასიათი მინდა მივცე; ხომ გესმისsmile.gif
ციტატა
ორი დღის უკან შიუკაშვილს ვუსმინე პროფილში და კიდევ ერთხელ მივხვდი რა ამაოა ეს ცხოვრება. რა ტყუილად ვშფოთავთ, ვიბრძვით, ვფუსფუსებთ, ვნერვიულობთ, დავტირით აუხდენელს და აშ

სწორედ მეც ასევე, განსაკუთებით ამ ბოლო პერიოდში მეუფლება ხოლმე მსგავსი განცდა და იგივე აზრები მომდის, რომლებიც ისევდაისევ გამოწვეულიას გარემო პირობებით და საკუთარი გამოცილებით.
ციტატა
ამქვეყნად, იქმვეყნისთვის მოვედით?

ეს კითხვაა პასუხის მიღების მიზნით? smile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 27 2011, 10:08 AM
პოსტი #9


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ეს კითხვაა პასუხის მიღების მიზნით?



ცოტა არ იყოს წუწუნის ტონიც ცავდე. რთულია ამ განცდით ცხოვრება, რადგან რეალური ჩვენთვის ეხლა ეს ცხოვრებაა და არა ის, ოდესღაც რომ დეგაბ. თუმცა, შიუკაშვილების და მსგავსი შეMთხვევები, გვაფხიზლებს ხოლმე, მაგრამ, არ ისე რომ სრულად იქნას აღქმული აქმევყნის ამაოება. ამქვეყნად იმდენი გასაცდელია, ემოცია, მზანი... ბოლოს და ბოლოს ყოველდღიური ცხოვრება..


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Nov 27 2011, 12:26 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



ილია მეორე- დედაჩემის მხრიდან ნათესავია. დაფიქრებული და კარგად იცის თუ რა ხდება საქართველოში. ღმერთი მაღლაა


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Nov 27 2011, 04:48 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



მხევალი ნინო
ციტატა
ცოტა არ იყოს წუწუნის ტონიც ცავდე. რთულია ამ განცდით ცხოვრება, რადგან რეალური ჩვენთვის ეხლა ეს ცხოვრებაა და არა ის, ოდესღაც რომ დეგაბ. თუმცა, შიუკაშვილების და მსგავსი შეMთხვევები, გვაფხიზლებს ხოლმე, მაგრამ, არ ისე რომ სრულად იქნას აღქმული აქმევყნის ამაოება. ამქვეყნად იმდენი გასაცდელია, ემოცია, მზანი... ბოლოს და ბოლოს ყოველდღიური ცხოვრება..

გეთანხმები, რომ მართლა რთულია აღქმა იმისა, რომ ამაოა ეს ცხოვრება, მაგრამ თუკი სიმდიდრესა და მისგან მომდინარე ყველა სიამეს მხოლოდ მოჩვენებად, წამიერ ამბად მიიჩნევ, მაშინ ყოველივე ამქვეყნიური ამაოება იქნება შენთვის, რაკი მტკიცედ გეცოდინება, რომ სათნოებით აღსავსე ცხოვრება ყველა სიმდიდრეზე უმჯობესია, და თუკი მტკიცედ გექნება ეს ცოდნა და მარად გეხსომება, მაშინ შენ არც წუწუნს დაიწყებ გაჭირვების ჟამს, არც ჩივილს ვინმეზე და გმობა-გაკიცხვას ვინმესას, არამედ ყოველთვის მადლობას შესწირავ ღმერთს ნებისმიერ განსაცდელსა თუ გაჭირვებაში.
არც მაშინ დამწუხრდება შენი სული, როცა იხილავ, რომ ღირსებით შენზე დაბლა მდგომი ადამიანები განიდიდებიან მჭევრმეტყველების, ცოდნისა თუ სიმდიდრის გამო.
გაუმაძღარი, მარადდაუკმაყოფილებელი სურვილი სიმდიდრის მოპოვებისა და ხორციელ სიამეთა მიღებისა, ამაო დიდებისაკენ მისწრაფებისა და ზესთამჩნეობისა - ჭეშმარიტების არცოდნისაგან გამომდინარეობენ და ადამიანის სულის ყველაზე ბოროტი ვნებები არიან.


პ.ს. ძაან დამრიგებლური ტონი გამომივიდა, მაგრამ ეს უპირველესად ჩემ თავს ვუთხარიsmile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 27 2011, 07:23 PM
პოსტი #12


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



davithet
ციტატა
ლია მეორე- დედაჩემის მხრიდან ნათესავია. დაფიქრებული და კარგად იცის თუ რა ხდება საქართველოში. ღმერთი მაღლაა



მე მოვკვდე თუ გამეგოს რა გიწერია. არადა, რამოდენიმეჯერ წავიკითხე. რა შუაშია პატრიაქრი, მისი ნათესაური კავშირი და ამბები საქართველოზე? ვერაფერი გავიგე. სადმე სხვაგან პოსტავდი?

სიტყვა ,,დაფიქრებული,, რა შუაშია მაგ წინადადებაში?

GIORGI LELUASHVILI


მხოლდო გამდიდრებაა ეს ცხოვრება ან ამქვეყნიური სიამე? არც ასე საქმე.

უბრალოდ, როცა ამაოების ლოგიკას მიყვები, მაშინ, არც ღირს რამეს სწავლა და კეთება, მაგრამ, როცა ამის აგრეშე არ შეგიძლია, მაშინ, ფუჭად სწავლის, კეთების ბრზოლის აზს ვერ ვხედავ.

ციტატა
გეთანხმები, რომ მართლა რთულია აღქმა იმისა, რომ ამაოა ეს ცხოვრება, მაგრამ თუკი სიმდიდრესა და მისგან მომდინარე ყველა სიამეს მხოლოდ მოჩვენებად, წამიერ ამბად მიიჩნევ, მაშინ ყოველივე ამქვეყნიური ამაოება იქნება შენთვის, რაკი მტკიცედ გეცოდინება, რომ სათნოებით აღსავსე ცხოვრება ყველა სიმდიდრეზე უმჯობესია, და თუკი მტკიცედ გექნება ეს ცოდნა და მარად გეხსომება, მაშინ შენ არც წუწუნს დაიწყებ გაჭირვების ჟამს, არც ჩივილს ვინმეზე და გმობა-გაკიცხვას ვინმესას, არამედ ყოველთვის მადლობას შესწირავ ღმერთს ნებისმიერ განსაცდელსა თუ გაჭირვებაში.არც მაშინ დამწუხრდება შენი სული, როცა იხილავ, რომ ღირსებით შენზე დაბლა მდგომი ადამიანები განიდიდებიან მჭევრმეტყველების, ცოდნისა თუ სიმდიდრის გამო. გაუმაძღარი, მარადდაუკმაყოფილებელი სურვილი სიმდიდრის მოპოვებისა და ხორციელ სიამეთა მიღებისა, ამაო დიდებისაკენ მისწრაფებისა და ზესთამჩნეობისა - ჭეშმარიტების არცოდნისაგან გამომდინარეობენ და ადამიანის სულის ყველაზე ბოროტი ვნებები არიან.



გიორგი, ასეთ სიტყვებს რომ გავიგებ, მაპატიე, მაგრამ ფიქორბ, სხვისი სიტყვებით მესაუბრება და თავისი არაფერია აქ თქო. ეგ თიტქოსდა ისედაც ვიცით, ეხლა ცოცხალი მაგალითი თუნდაც შენს თავზე თუ შეგიძლია მოყევი.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Nov 27 2011, 07:43 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



მხევალი ნინო
ციტატა
მხოლდო გამდიდრებაა ეს ცხოვრება ან ამქვეყნიური სიამე? არც ასე საქმე. უბრალოდ, როცა ამაოების ლოგიკას მიყვები, მაშინ, არც ღირს რამეს სწავლა და კეთება, მაგრამ, როცა ამის აგრეშე არ შეგიძლია, მაშინ, ფუჭად სწავლის, კეთების ბრზოლის აზს ვერ ვხედავ.

როგორ გესმის "ამქვეყნიური სიამენი"?
შენი აზრით რა იგულისხმება მასში?
ციტატა
გიორგი, ასეთ სიტყვებს რომ გავიგებ, მაპატიე, მაგრამ ფიქორბ, სხვისი სიტყვებით მესაუბრება და თავისი არაფერია აქ თქო.

ჰო რათქმაუნდა, ეს წმ. ანტონი დიდის სიტყვებია ამაოების შესახებ. (აბა მე როდის მივაღწევ ასეთი სიტყვების წარმოთქმის მადლსsmile.gif )
იმიტომ დავწერე, რომ აბსოლუტურ თანხვედრაში მოდის ჩემ ახლანდელ აზროვნებასთან.
ციტატა
ეხლა ცოცხალი მაგალითი თუნდაც შენს თავზე თუ შეგიძლია მოყევი.

ვინაიდან ამქვეყნიურ ამაოებაზე ვსაუბობთ და მომავალ მარადიულ ხვედრზე, ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ იმდენად ღრმად იმოქმედა წმ. მამათა ცხოვრებებმა, გამონათქვამებმა და ცოცხალმა მაგალითებმა ამქვეყნიური საზრუნავებისა და სიამეების უარყოფაზე, რომ მადლობა ღმერთს მაგრად ჩამებეჭდა თავში.
ეს კია, მაგრამ მხოლოდ ის არ კმარა, რომ იცოდე – წარმავალია ეს მატერიალური ცხოვრება და მასთან დაკავშირებული სიამენი. შეიძლება ეს იცოდე და მაინც ვერ ძღებოდე განცხრომით და მატერიალური სიკეთით (მე არ მაქვს მხოლოდ სიმდიდრეზე ლაპარაკი).

ამიტომ ამ მხრივ ვვითარდები და იმგვარად მომდის ხოლმე, რომ როცა რაღაცა ამქვეყნიურ სიხარულს განვიცდი, მაშინვე მახსენდება წმინდა მამები, მათი მოღვაწეობა და უარყოფა მატერიალიზმისა. შემდეგ თითქოს ვფხიზლდები და აზრზე მოვდივარ...ვეუბნები ჩემ თავს – რა გიხარია, დღეს არის ხვალ აღარ იქნება...და რას წაიღებ მარადისობაში, რას უტოვებ შენ ქვეყანას, ოჯახს, მოყვასს...

და მაგრად ვიგრუზები ხოლმეsmile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 27 2011, 07:55 PM
პოსტი #14


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ამიტომ ამ მხრივ ვვითარდები და იმგვარად მომდის ხოლმე, რომ როცა რაღაცა ამქვეყნიურ სიხარულს განვიცდი, მაშინვე მახსენდება წმინდა მამები, მათი მოღვაწეობა და უარყოფა მატერიალიზმისა. შემდეგ თითქოს ვფხიზლდები და აზრზე მოვდივარ...ვეუბნები ჩემ თავს – რა გიხარია, დღეს არის ხვალ აღარ იქნება...და რას წაიღებ მარადისობაში, რას უტოვებ შენ ქვეყანას, ოჯახს, მოყვასს...



ცხოვრება მხოლოდ სიამე არაა.

აი, წარმოიდგინე ხარ მოცრავე, შენს ცხოვრებას ანდომებ ცურვის შესწავლას და ავარჯიშებ სხეულს, რომ გახდე კარგი მოცურავე და მიაღწიო შედეგებს.(ეს მე მგონი არაა ცოდვა, ხომ ასეა) . შეიძლება ვერ მიაღწიო იმ შედეგს, რაც გინდა და აამზე გული დაგწყდეს, მაგრამ, შეიძლება მიაღწიო, ხომ ასეა? პირველ შემთხვაში მიანც ეცდები, რომ შედეგს მიაღწიო და ამისთვის ალბათ უფრო მეტს გააკეთებ, მაგრამ, ამ დროს ხომ ცხოვრება ფუჭია, მაშინ რა საჭიროა საერთოდ რაიმე მიღწევაზე ფიქრი? მაგრამ, შენ ხომ მოცურავე ხარ, გიყვარს შენი სპორტი და სხვა თუ აარფრი, აქმვეყნად ხარ მოსული და უსამუქრად ვერ დაჯდები, ესეც არ შეიძლება. თუმცა, ცურვით ვერ ცხონდები.. არადა, ადამიანური ბუნებიდან გამომიდნარე, ნერვიულობ შეჯიბრების წინ, ვარჯიშო და ამოწმებ შენს წინა შედეგებს გამოუჯობესება გაქვს თუ არა, აგებ და გწყინს. გწყინს იმისა, რომ შედეგი არაა და ამ დროს ეს სიტყვები, რაც შენ დაწერე... თურმე ფუჭია ეს ყველაფერი, თუ ფუჭია აბა რა ვქნა ამ დედამიწაზე? დავიხუროთ ყველამ ქუდები და წავიდეთ მონასტერში? იქნებ, არაა ეს ჩვენი მოწოდება?

იცი რა, გამიგია და ვიცი ადამიანები, რომელთაც ტავიანთი აშრომი სადოქოტოროები და სხვადასხვა მიღწევები, ასე ვთქვათ მოპარეს, სხვამ მიიწერა და ამ ადამიანებს ნერვიულობისაგნ გული გაუსკდათ. ხოდა, თუ ეს ცხოვრება მაინც ფუჭია, რა საჭირო იყო ეს შრომები ან მათთვის განცდა? მაგრამ, აქ ხომ შრომა დევს არა? ღიდან კი ნერვიულობა, რომელმაც სიცოხე შეიწირა? ან ეს ნაშრომი ღიდა კი/
მოკლედ, ასე მგონია მაინც ვერ მიგახვედრებ რასაც ვამბობ ტქო. სანამ ცხოვრებაში შენ ტავად არ ნახავ რეალურ წინააღდეგობას და არა ისეთს, მარხვაში რომ კანფეტი გეამება და ტავს დახრი, მე ცოდვისლ როგორ მეამაო და შენი ქვეცნობიერი, რომ ტავს წმინდანად წარმოიდგენ : ))))) ასეთ წინააღდეგობას და აამზე მსჯელობას არ ვგულისხმობ, რეალურს, ცხოვრებისეულს. ამიტომ გითხარი მაგალითი მინდა ტქო, სხვისი სიტყვებით მესაუბრები თქო


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Nov 27 2011, 09:40 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



მხევალი ნინო
ციტატა
არადა, ადამიანური ბუნებიდან გამომიდნარე, ნერვიულობ შეჯიბრების წინ, ვარჯიშო და ამოწმებ შენს წინა შედეგებს გამოუჯობესება გაქვს თუ არა, აგებ და გწყინს. გწყინს იმისა, რომ შედეგი არაა და ამ დროს ეს სიტყვები, რაც შენ დაწერე... თურმე ფუჭია ეს ყველაფერი, თუ ფუჭია აბა რა ვქნა ამ დედამიწაზე? დავიხუროთ ყველამ ქუდები და წავიდეთ მონასტერში? იქნებ, არაა ეს ჩვენი მოწოდება?

ეს იმ ადამიანის პრობლემაა, რომელმაც ვერ მიაღწია გამარჯვებას, ვინაიდან მას მომავლის იმედი დაუკარგავს და სასოწარკვეთას მისცემია, რადგან დაუღალავი შრომის ნაცვლად იმასაც წყალში ყრის რაც აქამდე მოუპოვებია.

შენ ალბათ მეტყვი, ყველანაირად ეცადა იგი შედეგის გაუმჯობესებას და მაინც არაფერი გამოუვიდაო, მაგრამ თუკი ეს ადამიანი სახარებისეულად აზროვნებს, ეცოდინება, რომ შეუძლებელი არაფერია და მიუხედავად მრავალი დაცემისა და დამარცხებისა კვლავ გზა უნდა განაგრძოს.
ხოლო ის, თუ ამ გზის გაგრძელება როგორ ხდება, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.
შენ შეიძლება მითხრა, ვიცი რომ სახარებაში წერია "ეძიებდით და ჰპოვებდით", "შეუძლებელი კაცთაგან ყოველივე შესაძლებელ არს ღვთისა მიერ", "არა რაი არს შეუძლებელ მორწმუნისა", მაგრამ ამის მხოლოდ თეორიული ცოდნა არაფერს იძლევა, პირიქით სასჯელის მიზეზიც კი ხშირად გამხდარა.
ამიტომ მე ვაკეთებ ასეთ დასკვნას, რომ იმედს კარგავს ადამიანი, რომელიც არაა ღრმად გაცნობიერებული ბიბლიაში, ღვთის კურთხევებში და ეძლევა სასოწარკვეთას, მთლად წყალში ყრის ყველაფერს და საბოლოოდ თავს იღუპავს.

ვიცი შესაძლოა მითხრა, ისე ლაპარაკობ, რომ ცხოვრებაში არ გქონია არანაირი ამგვარი განსაცდელიო, მაგრამ ასე ნამდვილად არაა.
მიუხედავად ჩემი ახალგაზრდობისა, ძალიან ბევრი რამ მინახავს და მისწავლია ამ ცხოვრებაში.
ციტატა
იცი რა, გამიგია და ვიცი ადამიანები, რომელთაც ტავიანთი აშრომი სადოქოტოროები და სხვადასხვა მიღწევები, ასე ვთქვათ მოპარეს, სხვამ მიიწერა და ამ ადამიანებს ნერვიულობისაგნ გული გაუსკდათ. ხოდა, თუ ეს ცხოვრება მაინც ფუჭია, რა საჭირო იყო ეს შრომები ან მათთვის განცდა? მაგრამ, აქ ხომ შრომა დევს არა? ღიდან კი ნერვიულობა, რომელმაც სიცოხე შეიწირა? ან ეს ნაშრომი ღიდა კი/

ამაზე პასუხის გაცემა ნამდვილად გამიჭირდება, თუკი არ მეცოდინება ამ ადამიანის ცხოვრების წესი.
რით ცხოვრობს, რით ხელმძღვანელობს, რა არის მისი ცხოვრების მეგზური...

შენ მიერ მოყვანილი მაგალითების ცუდი შედეგი იმის ბრალია, რომ ადამიანებს არ გააჩნიათ სახარებისეული აზროვნება.
თორემ მეც ვიცნობ და ვიცნობდი უამრავ ადამიანს, რომელთაც ცხოვრებაში ცუდის, უარესის, ღალატის, სიღარიბის, უსიყვარულობის, შეურაცხყოფისა და უამრავი განსაცდელის მეტი არაფერი უნახავთ, მხოლოდ ოთხ კედელში ცხოვრობენ, მაგრამ მთელი გულით უყვართ და სწამთ ღმერთი და რომ კითხო უბედნიერესები არიან. რომ შეხედო მხოლოდ სიყავრულს დაინახავ მათ თვალებში და მიხვდები, რომ შენ არაფერი გაკლდა ამ ცხოვრებისგან, მაგრამ მათთან შედარებით უბედური ხარ და ბენიერება სულ ტყუილად გიძებნია.

ის ხომ შენშივე, ყველა წმინდა ადგილას ყოფილა და იქამდე ვე ხედავდი, სანამ შენ თვალში გათახსირებულმა ადამიანმა არ დაგანახა.



მოკლედ, სავსებით შესაძლებელია, რომ რასაც მიხსნი და მეუბნები, ვერ გავიგო და სულ სხვა რაღაცას გპასუხობდე, რადგან ბოლოსდაბოლოს ჩატია და რთულია ადამიანს წერილით ესაუბრო.
შესაძლოა ნერვებიც მოგეშალოს, როცა ადამიანს ერთს უმტკიცებ და მეორეს გპასუხობს, ამიტომ... smile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 27 2011, 10:04 PM
პოსტი #16


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
მოკლედ, სავსებით შესაძლებელია, რომ რასაც მიხსნი და მეუბნები, ვერ გავიგო



მე მგონი დაახლოებით გაიგე, მაგრამ ცტა არ იყოს ეჭვი გამიჩნდა, შენ ვერ ერკვევი სახარებისუელ ჭეშმარიტებაში თუ მე ?

ციტატა
რთულია ადამიანს წერილით ესაუბრო.


ძალიან. ვერ გადმოვცემ იმას რისი თქმაც მსურს.

მაგრამ, მაინ გეტყვი, საჭიროა თქო , რომ ადამინმა განგარძოს ჩემპიონობაზე ფიქრი, ბოლოს და ბოლოს რა გახდა ეს ცემპიონობა, ან რას მოუტანს მის სულს? ხომ ფუჭია ეს ცხოვრება. სულაც ხელი რომ მოსტყდეს და ვეღარ იცუროს, მერე? ასეც ხომ ხდება.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Nov 27 2011, 10:14 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



მხევალი ნინო
ციტატა
მე მგონი დაახლოებით გაიგე, მაგრამ ცტა არ იყოს ეჭვი გამიჩნდა, შენ ვერ ერკვევი სახარებისუელ ჭეშმარიტებაში თუ მე ?

მე ხომ არ მითქვამს, რომ შენ ვერ ერკვევი სახარებისეულ ჭეშმარიტებაში-მეთქიsmile.gif
ხოლო შენი ეჭვის მიზეზს თუ დამიკონკრეტებ, მივხვდები საფუძველს.
ციტატა
მაგრამ, მაინ გეტყვი, საჭიროა თქო , რომ ადამინმა განგარძოს ჩემპიონობაზე ფიქრი, ბოლოს და ბოლოს რა გახდა ეს ცემპიონობა, ან რას მოუტანს მის სულს? ხომ ფუჭია ეს ცხოვრება.

ჰოდა რავიცი, თავს კი იკლავს დაbiggrin.gif
ამიტომ ვამბობ, რომ არ ღირს ამგვარ არაფრის მომტან მიზნებისთვის ბრძოლა.
არ ჯობია, რომ რომელიმე რელიგიურ სფეროში იღვაწო, ან ისეთ ადგილას, რომელიც შენც სარგებლობას მოგიტანს და ეკლესიას, სამშობლოს, მოყვასსაც?
ადამიანს რისი ტალანტიც აქვს, ის კეთილ საქმეს უნდა მოახმაროს და არ უნდა აქციოს ბიზნესის წყაროდ, რომელიც ისევდაისევ პირად კმაყოფას ემსახურება.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 27 2011, 11:17 PM
პოსტი #18


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ამიტომ ვამბობ, რომ არ ღირს ამგვარ არაფრის მომტან მიზნებისთვის ბრძოლა.



აბა რა ქნას? წავიდეთ ყველა მონასტერში?

ციტატა
ადამიანს რისი ტალანტიც აქვს, ის კეთილ საქმეს უნდა მოახმაროს



გიორგი ჩავთვალოთ, რომ მოცურავის ტალანტი, ცურვაა. ჩავთვალოთ, რომ მას მისი ჩემპიონობით შეუძლია ასახელოს თავისი სამშობლო. ეს ხომ ხალხისთვის სიკეთის მომტანია. შეუძლია არც ასახელოს, მაგრამ შეუძლია გახდეს კარგი სპორტცმენი.

ციტატა
არ უნდა აქციოს ბიზნესის წყაროდ, რომელიც ისევდაისევ პირად კმაყოფას ემსახურება.


დაანებე ამ გაეპირებას ტავი. ცურვა არის ამ ადამიანის მოწოდება , ამს უყვარს ეს სპორტი, კარგად გამოდის და შრომობს მიზნის მისაღწევად. მაგრამ, რცა იმქვეყნად აღმოჩნდები, რა გამოვა, რომ ეს ყველაფერი ფუჭია?
თქვით ვინმემ რამე


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 28 2011, 01:27 AM
პოსტი #19


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



მხევალი ნინო
რატომ არის ფუჭი?
არაფერი არაა ფუჭი, მთავარია რასაც ვაკეთებთ ღმერთთან ურთიერთობის ხარჯზე არ გავაკეთოთ ალბათ.
სამწუხაროდ, ხშირად გამოდის ისე, რომ ვამბობთ, "ეს ერთი კვირა დღე მაქვს დასვენება და სახლში დავრჩები", "ხვალ ადრე ვარ ასადგომი და ლოცვას ზეგზე გადავდებ" და ა.შ.
თუმცა მაინც იმედი მაქვს, რომ მომეტევება smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Nov 28 2011, 02:59 AM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



მხევალი ნინო
ციტატა
იცი რა, გამიგია და ვიცი ადამიანები, რომელთაც ტავიანთი აშრომი სადოქოტოროები და სხვადასხვა მიღწევები, ასე ვთქვათ მოპარეს, სხვამ მიიწერა და ამ ადამიანებს ნერვიულობისაგნ გული გაუსკდათ. ხოდა, თუ ეს ცხოვრება მაინც ფუჭია, რა საჭირო იყო ეს შრომები ან მათთვის განცდა? მაგრამ, აქ ხომ შრომა დევს არა? ღიდან კი ნერვიულობა, რომელმაც სიცოხე შეიწირა? ან ეს ნაშრომი ღიდა კი/


მხევალო, ცურვასთან ერთ პლანში ამ მაგალითის მოყვანა არაა მთლად სწორი. რა თქმა უნდა, ფიზიკური განვითარება აუცილებელია ადამიანისთვის, მაგრამ ის ინტელექტუალური შრომა, რომელსაც ადამიანი გასწევს და რომელიც თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს, მგონი უფრო წინ დგას, ვიდრე სპორტული მიღწევები. და სანერვიულოც არის ნამდვილად. ადამიანები ხომ გარკვეულ ინფორმაციას ერთმანეთს გადასცემენ წერილობითი სახით, ნივთების, ხელოვნების მეშვეობით, ზეპირად და ა.შ. ზოგადად კულტურული მემკვიდრეობა ამაზე დგას, ჩვენს მეხსიერებაში წარსულს და ადრე ნათქვამს ვიღებთ ამ საშუალებებით. მკვლევარი, ხელოვანი, მეცნიერი ინერვიულებს, რომ მისი ღირებული ნაშრომი ვინმემ გაანადგუროს, დამალოს, დაამახინჯოს. ამით იკარგება ის ღირებული ცნობა, რომელიც უნდა მისულიყო სხვა ადამიანებამდე. ყოველივე ნივთიერი, რაც ჩვენს გარშემოა, წარმავალია და ადრე თუ გვიან განადგურდება. ერთხელაც აღარ იქნება არც ქვისგან აგებული ტაძრები, არც სამეცნიერო ნაშრომები და ხელოვნების ნიმუშები... არადა რამხელა ძალა აქვთ მათ! ჩვენი ტაძრები, რომლებშიც ჩვენ ვლოცულობთ და ღვთის სახლში შევდივართ, ქართველი მწერლების და მეცნიერების ნაღვაწი, რომლებიც უმძიმეს გარემოებებში შეიქმნა და ზოგი რამ სასწაულით გადარჩა განადგურებას, მათი მეშვეობით კი წარსულს, ისტორიულ მეხსიერებას ვაღვიძებთ... ბოლოსდაბოლოს, წმინდა წერილიც აუცილებლობის გამო დაფიქსირდა წერილობით, თუმცა ოდესმე ეს წიგნებიც ნადგურდება, მაგრამ ჭეშმარიტება არ იცვლება ამით. ნივთიერზე ზრუნვა იმდენად არის საჭირო, რამდენადაც ეს ჩვენს დაცემულ ბუნებას მიეშველება და მასზე ნერვიულობაც ხშირად სწორედ რომ გამართლებულია...


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

16 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2024 - 11:33 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი