თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ პასუხგაცემული კითხვები _ სიზმრებში მკვდრების ნახვა

პოსტის ავტორი: Gorgadze.A თარიღი: Sep 9 2010, 02:45 PM

გამარჯობათ მამაო
იქნებ დამეხმაროთ და მითხრად რა უნდა გავაკეთო ან როგორ უნდა მოვიქცე როდესაც ესეთი შემთხვევები მაქვს
დაახლოვებოთ უკვე 1 წელია უკვე ძალიან ხშირად ვხედავ გარდაცვლილ მეგობარს (გარდადცვალების მიზეზი, თავი მოიკლა იარაღით) და ეს ბოლო 3 თვე არის უკვე ხშირად ვხედავ გარდაცვლილებს სიზმარში, დაახლოვებოთ თვენახევრის წინ გარდაიცვალა დეიდაჩემის ქმარი და მას შემდეგ მასაც ვხედავ ხშირად სიზმარში

როგორ უნდა მოვიქცე ან რა ლოცვები უნდა წავიკითხო ან რას ნიშნავს ეს ყველაფერი იქნებ დამეხმაროთ მამაო

მადლობთ წინასწარ

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Oct 4 2010, 12:32 AM

სიზმარი შეიძლება იყოს ღვთისგან ან ეშმაკისგან. იმის გარკვევას, თუ ვისგან არის ეს სიზმარი, ჯობია რომ საერთოდ არ მივაქციოთ მას ყურადღება. თუ ღმერთისგან არის იგი, მას არ ეწყინება, თუ ჩვენ სიფრთხილის გამო საერთოდ არ მივაქცევთ ყურადღებას სიზმრებს. სიზმარი არ წარმოადგენს ადამიანის ცხოვრების განმსაზღვრელს, არამედ თუ ჩვენი პიროვნული არჩევანით, რომელსაც ყოველ დღე არაერთგზის ვაკეთებთ ცხოვრებისეულ სიტუაციებში, ღმერთს დავანახებთ ცხოვნების სურვილს, ღმერთიც შეგვეწევა და ჩვენთან იქნება თითოეულ ჟამს, რის შემდეგაც არანაირი შიშის საფუძველი აღარ გვექნება სიზმრების გამო. ღვთის ნების გარეშე ერთი ღერი თმაც არ ჩამოვარდება ჩვენი თავიდან.

ხოლო რაც შეეხება კონკეტულად ასეთ სიზმრებს, არც ამ შემთხვევაში გვაქვს რაიმე შიშის საფუძველი და არ იქნება სასარგებლოი მათი მნიშვნელობის ახსნა. ჩვენ უნდა ვილოცოთ გარდაცვლილთათვის, განურჩევლად ასეთი სიზმრების არსებობისა თუ არარსებობისა. ხოლო რაც შეეხება თვითმკვლელობით გარდაცვალებულს, მათ ლიტურგიაში ვერ მოვიხსენიებთ, თუკი შეურაცხადი არ იყო, ხოლო თქვენს პირად ლოცვებში შეგიძლიათ ევედროთ უფალს მისთვის. უფრო მეტიც, თუ იგი თქვენი მეგობარი იყო, ალბათ პირდაპირი ვალდებულებაც კი გაკისრიათ მისთვის ლოცვისა.

დეკ. მიქაელ ბუკია

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)