IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქართული მონასტრები უცხოეთში, ინფორმაცია,სურათები,წარწერები და სხვა მასალები.თუ გექნებათ.
G_I_O_R_G_I_
პოსტი Jul 2 2007, 09:11 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ამ თემაში მინდა დავდოთ ინფორმაცია,სურათები,ძველქართ
ული წარწერები ან სხვა ინფორმაციები ვისაც რა გექნებათ ამ თემასთან დაკავშირებით.




დეკანოზმა პეტრე კენჭოშვილმა 1899 წელს მოილოცა ქართული სიწმინდეები უცხოეთში და ამ საკითზე თავის წიგნში წერს რომ ქართული მონასტრები უცხოეთში არის:



პალესტინაში:
1.მონასტერი წმ. ჯვარისა.
2.წმ. მოციქულთა, აღშენებული საქართველოს მეფის გიორგი I მიერ.
3.მართალის მამამთავრის აბრაამისა, განახლებული თავად გიორგი აბაშიძის მიერ 17 საუკუნეში.
4.წმ. ნიკოლოოზისა, აღშენებული საქართველოს დედოფლის ელენას მიერ.
5.წმ. მოციქულისა და მახარებელისა იოანნესი, აღშენებული სამცხეს ათაბეგებისა მიერ.
6.წმ. ვასილისა, აღშენებული თავად ამირინდო ამილახვარისა და თაქოს მიერ.
7.მეორე სავანე წმ. ნიკოლოოზისა, აღშენებული პაატა და ქაიხოსრო წულუკიძეთა მიერ.
8.წმ. თეოდორესი, აღშენებული მზრუნველობითა ბეჟან და ბაადურ თავად ჩოლოყაშვილთასა.
9.წმ. პირველ-მოწამისა თეკლასი, აღშენებული ქრისტეფორე ზედგინიძისა მიერ.
10.წმ. მთავარ-მოწამისა გიორგისა, აღშენებული თავად დადიანის მიერ.
11.დედათა მონასტერი პატივად მირქმისა უფლისა, აღშენებული რაჭის ერისთავისა მიერ.
12.წმ. მთავარმოწამისა დიმიტრისა, აღშენებული ქსნის ერისთავის შალვას მიერ.
13.ქართველთა დედათა მონასტერი წმ. ქალწულ-მოწამისა ეკატერინას სახელზედა, აღშენებული თავად ამილბარ ციციშვილის და თავად მაჩაბლისა მიერ 17 საუკუნეში.
14.ტაძარი ქრისტეს აღდგომისა გოლგოთაზედა.
15.მონასტერი წმ. წინასწარმეტყველისა სამოელისა.
16.წმ. მოციქულისა იაკობ ხებედესი, სადაც ეხლა სცხოვრობს სომეხთა პატრიარქი.
17.ღირსისა მამისა საბა განწმედილისა.
18.წმ. და მართლისა სვიმეონ ღმრთის მიმრქმელისა, იერუსალიმიდან 4 ვერსზედ დაშორებული, სადაც ზაფხულობით სცხოვრობს სააგარაკოდ ბერძენთა პატრიარქი იერუსალიმისა.
19.წმ. იოანნე ნათლის მცემლისა იორდანის პირზედ.
მონასტერნი სირიაში და სხვაგან:

20.ღირსისა მამისა სვიმვონ მესვეტისა.
21.ყ~დ წმ. ღვთის მშობელისა - კალიპოს, მახლობლად ალეპპო ქალაქისა.
22.მონასტერი კვიპროსის კუნძულზედ.
23.სინას მთაზედ.
24.ქ. ტრაპეზონში.
25.შავმთაზედ სირიაში.
26.ივერიის კარისა ღვთის-მშობლისა ათონის მთაზედ.
27.წმ. ფილოთეოზისა ათონზედვე.
28.ეკკლესია ყ~დ წმ. ღვთის მშობელისა მთასა წმიდასა ოლიმპოს საბერძნეთისასა, ქვაბსა საყოფელთა ქართველთასა.
29.ბოლგარიაში მონასტერი წმ. მოციქულთა სწორის ნინოს სახელზედ, მთაში, ოცის ვერსას დაშორებით ქ. ფილიპოპოლიდგან, რომელსაც აქამდის უწოდებენ ქართველთა სავანედ.
30.1870 წელს დაფუძნებული სავანე ქართველთა ძმათაგან წმიდისა იოანნე ღვთისმეტყველისა ათონის მთაზედ, სადაც მოღვაწეობენ აწ 35 ძმანი ქართველნი.
31.მთავარ ეპისკოპოზი ტიმოთე, რომელსაც მოუხილავს პალესტინა 1752 წელსა, ამბობს თვისს მოგზაურობაში, რომ ქართველებს ნაზარეთში ჰქონიათ ოთხი მონასტერი.
32.მონასტერი იერისო სალთნიკის მახლობლად, სადაც ამ ოცის წლის წინად ქართული წარწერა ყოფილა ეკკლესიის კარების თავზედ, რომელიც ბერძნებს მოუსპიათ.
33.მონასტერი კონსტანტინეპოლში, რომლის ეკკლესიაში არიან დაკრძალულ წმ. ნაწილნი ღირსისა მამისა ჩვენისა ილარიონ ქართველისა, საკვირველმოქმედისა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(1 - 7)
Sopo.G
პოსტი Sep 16 2007, 07:26 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 16-September 07
წევრი № 2,752



http://www.rustavi2.com/videos/jerusalem.wmv

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
catherina_10
პოსტი Sep 26 2007, 05:24 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 847
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,816



თაყვანისცემის მთა
მესოპოტამიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ერთ-ერთი უძველესი ცენტრი აღმოსავლეთის მონაზვნობისა-ტურ-აბდინი, რომლის სახელიც "თაყვანისცემის მთად" ითარგმნება. ამ რეგიონში, რომელიც განტქმულია წმინდა მოღვაწეებიტ, სემონახულია უძველესი ქრისტიანული ტრადიციების კვალი. ტურ-აბდინის სულიერ ცენტრად შეიძლება ცაითვალოს წმინდა გაბრიელის მონასტერი-მორგაბრიელი. ეს ერთერთი უძველესი მოქმედი ქრიასტიანული მონასტერია მსოფლიოში. მისი პირველი დათარიღება 397 წელს განეკუთვნება, რაც 8 წლით უსწრებს პალესტინის წმინდა საბას მონასტრის დაარსების თარიღს, ასორმოცდაათი წლით - სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასრისას და ოთხი საუკუნით ათონის მთის სავანეებისას. ტრადიციის თანახმად მონასტერი მორ შმუილმა (სამუილმა) და მორ შემუნმა (სიმონმა) დააარსეს. ისინი წარმოშობით სირიელები იყვნენ.
IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 23 2008, 03:50 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



პეტრიწონის მონასტერზე იცით რამე? ისტორიის თემაში 1 სურათი დადო მარინემ,სხვა გამოხმაურება არ ქონია. იქნება თქვენც გაქვთ ინფორმაცია ბულგარეთში მდებარე ამ ქართული მონასტრის შესახებ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Feb 23 2008, 04:52 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა(staywhite @ Feb 23 2008, 02:50 AM) *

პეტრიწონის მონასტერზე იცით რამე? ისტორიის თემაში 1 სურათი დადო მარინემ,სხვა გამოხმაურება არ ქონია. იქნება თქვენც გაქვთ ინფორმაცია ბულგარეთში მდებარე ამ ქართული მონასტრის შესახებ.

პეტრიწონის ქართველთა სავანე ბულგარეთში

მონასტერი როდოპის მთებში

IPB-ს სურათი

მონასტრის საერთო ხედი


უძველესი თრაკიის მიწა-წყალზე, თანამედროვე ბულგარეთის სამხრეთში, როდოპის მთების ჩრდილოეთ კალთაზე აღმართულია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების ქართული სავანე, რომლის თაობაზეც გიორგი ჯორჯაძე გასულ საუკუნეში ამცნობდა ქართველ მკითხველებს.

პეტრიწონის, იგივე ბაჩკოვის სავანე სიდიდით მეორე ადგილზეა ბულგარეთში რილის მონასტრის შემდეგ. იგი მდებარეობს მდინარე ჩეპელარსკას მერჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 400 მეტრზე. მისგან 30 კილომეტრით არის დაშორებული ქალაქი პლოვდივი, წარსულში ფილიპოპოლი; „ბულგარეთის იერუსალიმად“ წოდებული ასენოვგრადი კი მონასტრიდან ათიოდე კილომეტრშია. მაღალი გალავნით გარშემოვლებული და მთლიანად მწვანეში ჩაფლული სავანე გარედან ნამდვილ ციხე-სიმაგრეს ჰგავს. მის წინ მრავალწლოვანი ჭადრები და კაკლის ხეები აზიდულან. როდოპის ჭაღარა მწვერვალები, დაბურული წიწვიანი ტყეები და ჩეპელარსკას მჩქეფარე ტალღები აი უკვე ცხრა საუკუნეა ამკობენ მონასტრის შემოგარენს.

IPB-ს სურათი

მონასტრის კარიბჭე


პიროვნება, ვისაც ასე საგულდაგულოდ შეურჩევია ადგილ-მამულები, აღუშენებია და დაუმკვიდრებია ამ თვალწარმტაც მიდამოში სავანე, გახლდათ ბიზანტიაში მოღვაწე ქართველი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე გრიგოლ ბაკურიანის-ძე, რომელმაც XI საუკუნის მიწურულს - 1083 წელს, ბულგარეთის მიწა-წყალზე დააარსა ქართული მონასტერი, სადაც ქართველი ბერ-მონაზონნი მშობლიურ ენაზე აღუველენენ უფალს ლოცვასა და ქება-დიდებას.


გრიგოლ ბაკურიანის-ძე, დამაარსებელი და მაშენებელი პეტრიწონის მონასტრისა

IPB-ს სურათი

გრიგოლ ბაკურიანის ძის
ფრესკული გამოსახულება


გრიგოლ ბაკურიანის-ძე იყო ტაოელი, ძე ერისთავთ ერისთავის ბაკურიანისა. ბაკურიანსა და მის ძმას, ხვასროვანს, ტაოში დიდი მამულები ჰქონდათ და შესანიშნავი ოჯახების პატრონებიც იყვნენ; ბაკურიანს ჰყავდა ორი ვაჟი და რამდენიმე ასული, ხოლო ხვასროვანს - ერთი ვაჟი, ბიძის მოსახელე ბაკურიანი.
გრიგოლ ბაკურიანის-ძე ჯერ კიდევ აღმოსავლეთში მსახურობდა, როცა განიზრახა მონასტრის დაარსება, მაგრამ სახელმწიფო საქმეებით დატვირთულმა გულისწადილის შესრულება მხოლოდ გვიან, ხანდაზმულობის ჟამს მოახერხა. თავად გრიგოლი მოგვითხრობს: „თავიდანვე მეწადა და ვფიქრობდი აღმოსავლეთში ყოფნისას, დასავლეთში დამკვიდრებამდე, აღმეშენებია ეკლესია და მონასტერი ჩემი ცოდვილი ძვლების სამარხოდ და განსასვენებლად, მაგრამ ჩემი მრავალი ცოდვის, ამ სოფლის საქმეთა ცვალებადობის და საწუთო ზრუნვათა მიმართ ჩემი სიყვარულის გამო დღემდე ვერ გავხდი გულისწადილის აღსრულების ღირსი“. და როდესაც მიიწია სიბერის ჟამს და მოიცალა წუთისოფლის საქმეთაგან, მართლმადიდებლური სავანის დაარსების სანუკვარი განზრახვა განახორციელა.

1083 წელს ბიზანტიაში სიმშვიდემ დაისადგურა და გრიგოლმა გადაწყვიტა თავისი სიმდიდრე და უფლებები გამოეყენებინა და სულის ხსნისათვის ეზრუნა - ამოარჩია თავის მამულში საუკეთესო ადგილი სოფელ პეტრიწონში და დააარსა ქართველთა მონასტერი, რომელიც მისი და მისი ძმის, აბაზის შენაწირების ხარჯზე იყო აგებული. საამისოდ „ნებითა ღმრთისაითა და ბედითა წმიდათა და თვითმპყრობელთა მეფეთაითა და ჩემითა მოსწრაფებითა და მოჭირვებითა არარაი მაკლდა“ - ამბობს გრიგოლი, და აბაზიც „ნებითა ღმრთისაითა მდიდარი იყო და აქუნდა ყოველივე სახმარი უკლებად“.

მონასტრისათვის გრიგოლს არაფერი დაუნანებია; შეუწირავს სოფლები გლეხებითურთ და ციხეები, დიდძალი სახნავ-სათესი ადგილები, საძოვრები, ტყეები, სათევზაო ტბა, აუშენებია ერთი სასნეულო და სამი სასტუმრო - სტენიმახში და ეგეოსის ზღვისკენ: ნიკოლაწმიდასა და მარმარას. ასევე შეუწირავს პატიოსანი ხატნი და ჯვარნი „სავსენი ნაწილითა ძელისა ცხორებისაითა“, ქართული და ბერძნული სახარებანი, სამღვდელო და სამეფო შესამოსელნი, ბარძიმ-ფეშხუმნი და სხვა საეკლესიო ნივთები თავისი ნუსხით, რომლებიც დამტკიცებულია მონასტრისადმი მიცემულ ოქრობეჭედში. „ესე უკუე ყოველი მიმიცემიან მონასტრისა ჩემისა ქართველთა ღმრთისმშობელისა პეტრიწონისადა“ - დასძენს გრიგოლი.

პეტრიწონის მონასტერი აიგო საგანგებოდ ქართველი ბერებისათვის, რომელთა რიცხვი უნდა ყოფილიყო არანაკლებ ორმოცდაათისა. ქტიტორმა იზრუნა სავანეში ღირსეულ მოღვაწეთა დამკვიდრებისათვის - პეტრიწონის პირველი იღუმენი იყო გრიგოლ ვანელი, რომლის შესახებ მონასტრის მაშენებელი ამბობს: „ადრიდანვე შეგვიყვარდა ჩვენ სანატრელი მონაზონი გრიგოლ, რომელიც რწმენითა და მხურვალე გულით გვემსახურებოდა და ლოცულობდა ჩვენთვის, და მასზე დაკისრებული საღმრთო მშენებლობის კეთილად აღსრულებით მიემთხვია ჩვენს განსაკუთრებულ სიყვარულსა და სიტკბოებას“.

გრიგოლ ბაკურიანის-ძემ ღმრთისმშობლის სავანეს უხვად შესწირა საღმრთო წიგნები, მათ შორის: ოქრო-ვერცხლითა და ძვირფასი თვლებით შემკული ექვსი სახარება; თარგმანება სახარებისა, იოანეს თავისა; წიგნი ღმრთისმეტყუელი; ეთიკა წმიდა ბასილისა; წიგნი მრავალთავი; წმიდა სვიმეონის ცხოვრება; წმიდა მაქსიმეს ორი წიგნი; ორი წიგნი „კლემაქსნი“; ორი წიგნი „ღმრთისმშობლის ცხოვრების“; წიგნი სტუდიელისა; „თთუენი“, სამი; რვათა ხმათა საგალობელი; სვინაქსარი; სრული კურთხევანი; წიგნები სამოციქულო, ორი; ჟამნი; ეკლესიის კურთხევა; პარაკლიტონი ოთხთა ხმათა; წიგნი წმიდა ისააკისა; იადგარი გამოკრებული, და დავითნი. თუ რა დიდი საუნჯე შეუწირავს ქტიტორს პეტრიწონის მონასტრისათვის, მეტყველებს ის გარემოება, რომ საღმრთო წიგნების თარგმანება ბერძნულიდან ქართულად სწორედ XI საუკუნეში დაიწყეს ათონის ივერთა მონასტერში მოღვაწე წმიდა მამებმა. ამიტომაც, ქართულ ენაზე გადმოთარგმნილი სასულიერო წიგნები იმჟამად დიდი იშვიათობა იყო.

ეტრიწონის სავანემ უდიდესი როლი შეასრულა ბულგარელი ხალხის სულიერ ცხოვრებაშიც. XI საუკუნეში მთელი ეს მხარე - ფილიპოპოლის თემი დასახლებული იყო პავლიკიანელი სომხებით, რომლებიც მწვალებლური მოძრაობის ცენტრს ქმნიდნენ. პავლიკიანები ახლოს იყვნენ ბოგომილებთან; ეს ორი მწვალებლობა ძლიერ გავრცელებული იყო თვით ბულგარელთა შორის. პეტრიწონის მართლმადიდებლური სავანე კი ამ მხარეში მართლმადიდებლობის დაცვისა და განმტკიცებისათვის იბრძოდა. ამგვარად, გრიგოლ ბაკურიანის-ძის მიერ დაარსებულმა მონასტერმა ბულგარელი ხალხი ბოგომილურ და პავლიკიანურ მწვალებლობას ააცილა და მართლმადიდებლობაში განამტკიცა და განაძლიერა. ნიშანდობილივია, რომ გრიგოლი დაიღუპა სწორედ აჯანყებულ პავლიკიანთა და მათ მომხრობილ პაჭანიკებთან ბრძოლაში.

მრიგად, ვიდრე საქართველო მკვიდრად იდგა ფეხზე, მის საზღვრებს გარეთ მყოფ სავანეებსაც დიდი თანადგომა და ხელშეწყობა ჰქონოდათ სამშობლოდან, მაგრამ რაჟამს განქარდა მისი ოდინდელი ძლევამოსილება, პეტრიწონის მონასტერსაც მოაკლდა ყურადღება და იგიც აჰყვა ბულგარეთის მღელვარე ისტორიის ტალღების რყევას.

1189 წელს პეტრიწონის მონასტერი დაარბიეს და გაძარცვეს კათოლიკე ჯვაროსნებმა, რითაც კიდევ ერთხელ წარმოჩინდა ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიისაგან განკვეთილი პაპისტების ნამდვილი სახე. ჯვაროსნული ლაშქრობის მემატიანე აქსბერგი გვაწვდის შემდეგ ცნობას: „თავიანთი III ლაშქრობის დროს ჯვაროსნებმა დაიპყრეს სტენიმახის ციხე-სიმაგრე და დაეუფლნენ მის მახლობლად მდებარე მონასტერს, რომლის ბერები ქართველები იყვნენ. მონასტრის წინამძღვარი, რომელიც ასევე ქართველი იყო, ჯვაროსნებმა წაიყვანეს ფილიპოპოლში და წარუდგინეს იმპერატორ ფრიდრიხ ბარბაროსს. იმპერატორმა პატივით მიიღო ქართველი ბერი და გულითადი საუბრის შემდეგ უკან გამოისტუმრა“. როგორც ჩანს, ფრიდრიხი მოხიბლა ქართველი ბერის კეთილკრძალულმა და სათნო გარეგნობამ და ტყვეს არაფერი ავნო.

1206 წელს, როდესაც ბულგარეთის მეფემ კალოიანმა თავის სამფლობელოს მიუერთა როდოპის მთები, პეტრიწონის სავანე შევიდა ბულგარეთის მეორე სამეფოს შემადგენლობაში. მონასტრის განსაკუთრებული მფარველი იყო მეფე ივანე ასენ II (1218-1241), რომელიც დიდი საბოძვარებით სწყლობდა მას. ასევე უხვად შეეწეოდა მონასტერს მეფე ივანე ალექსანდრე (1331-1371), რომელიც მის ქტიტორადაც მოიხსენიება.

1363 წლიდან პეტრიწონის სავანე უსჯულოთა ხელში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც თურქი ოსმალები პლოვდივის ოლქს დაეპატრონნენ. ოსმალებმა დაიკავეს ბულგარეთის მაშინდელი დედაქალაქი ტირნოვო და 1393 წლის 17 ივლისს სწორედ პეტრიწონის კედლებით შეზღუდეს წმ. პატრიარქ ექვთიმე ტირნოვოელის თავისუფლება. უკანასკნელმა ბულგარელმა პატრიარქმა მონასტერში მოიტანა რწმენა, რომ დაპყრობილი ხალხი არ დაიღუპება, თუ მათ ჰყავთ სულით ძლიერი და მტკიცე ნებისყოფის ადამიანები, დამპყრობთა წინააღმდეგ საბრძოლველად შემართული. 1404 წელს, პატრიარქ ექვთიმეს სიკვდილისა და ტირნოვოს დაცემის შემდეგ გაუქმდა ტირნოვოს საპატრიარქო, რითაც დასრულდა ბულგარეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა. ბულგარეთის მიწები გადავიდა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში. ქვეყანას დაედგა ორმაგი უღელი: სულიერი და პოლიტიკური. XV საუკუნის ბოლოდან მონასტერი იმყოფებოდა ვალახელ და მოლდაველ დიდებულთა მეურვეობის ქვეშ. რადო დიდიდან (1493-1508) გრიგოლ გიკამდე (1727-1733) მონასტერი უხვად იღებდა მათგან დახმარებას.

პეტრიწონის სავანეს ოფიციალურად ჰქონდა შენარჩუნებული ავტონომია და ამიტომ, მას შემდეგ, რაც ბულგარეთი ოსმალეთის განმგებლობის ქვეშ მოექცა, არ გაუნადგურებიათ და არც დაუნგრევიათ. XV საუკუნის ხანძარმა მრავალი ხელნაწერი და საბუთი იმსხვერპლა; XVII საუკუნეში მონასტრის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა ხალხის შემოწირულებებით აღდგომისა და ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულებზე. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა გასცა დასტური მონასტრის ავტონომიის შესახებ. 1745 წელს მონასტერი ოფიციალურად იქნა აღიარებული სტავროპიგიულად.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 23 2008, 05:01 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მადლობა ალექსანდრე, ჯერ არ წამიკითხავს ბოლომდე, რაღაც თვალებმა მიმტყუნა 2 ღამე არ მიძინია, გადავათვალიერე მხოლოდ და ამიტომ არ ვიცი სიტყვა "სტავროპიგიულად" სადმე თუა მოხსენიებული, იქნებ მითხრა რას ნიშნავს,მგონი არ უნდა ვიცოდე რას ნიშნავს, ანუ არც მახსოვს თუ გაგონილი მაქვს smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 23 2008, 12:50 PM
პოსტი #7


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



პეტრიწონის ქართველთა სავანე ბულგარეთში

http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/petritsoni/petritsoni1.htm


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MRS
პოსტი Oct 3 2008, 04:42 PM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 3-October 08
წევრი № 5,764



გამარჯობა კეთილო ხალხო!
ძალიან მჭირდება წერილობითი ინფორმაცია (წიგნები, სტატიები, ინტერნეტი) კვიპროსზე არსებული ქართული მონასტრების შესახებ. წინასწარ გმადლობთsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2024 - 11:49 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი