ქართული მონასტრები უცხოეთში, ინფორმაცია,სურათები,წარწერები და სხვა მასალები.თუ გექნებათ. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული მონასტრები უცხოეთში, ინფორმაცია,სურათები,წარწერები და სხვა მასალები.თუ გექნებათ. |
G_I_O_R_G_I_ |
Jul 2 2007, 09:11 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ამ თემაში მინდა დავდოთ ინფორმაცია,სურათები,ძველქართ
ული წარწერები ან სხვა ინფორმაციები ვისაც რა გექნებათ ამ თემასთან დაკავშირებით. დეკანოზმა პეტრე კენჭოშვილმა 1899 წელს მოილოცა ქართული სიწმინდეები უცხოეთში და ამ საკითზე თავის წიგნში წერს რომ ქართული მონასტრები უცხოეთში არის: პალესტინაში: 1.მონასტერი წმ. ჯვარისა. 2.წმ. მოციქულთა, აღშენებული საქართველოს მეფის გიორგი I მიერ. 3.მართალის მამამთავრის აბრაამისა, განახლებული თავად გიორგი აბაშიძის მიერ 17 საუკუნეში. 4.წმ. ნიკოლოოზისა, აღშენებული საქართველოს დედოფლის ელენას მიერ. 5.წმ. მოციქულისა და მახარებელისა იოანნესი, აღშენებული სამცხეს ათაბეგებისა მიერ. 6.წმ. ვასილისა, აღშენებული თავად ამირინდო ამილახვარისა და თაქოს მიერ. 7.მეორე სავანე წმ. ნიკოლოოზისა, აღშენებული პაატა და ქაიხოსრო წულუკიძეთა მიერ. 8.წმ. თეოდორესი, აღშენებული მზრუნველობითა ბეჟან და ბაადურ თავად ჩოლოყაშვილთასა. 9.წმ. პირველ-მოწამისა თეკლასი, აღშენებული ქრისტეფორე ზედგინიძისა მიერ. 10.წმ. მთავარ-მოწამისა გიორგისა, აღშენებული თავად დადიანის მიერ. 11.დედათა მონასტერი პატივად მირქმისა უფლისა, აღშენებული რაჭის ერისთავისა მიერ. 12.წმ. მთავარმოწამისა დიმიტრისა, აღშენებული ქსნის ერისთავის შალვას მიერ. 13.ქართველთა დედათა მონასტერი წმ. ქალწულ-მოწამისა ეკატერინას სახელზედა, აღშენებული თავად ამილბარ ციციშვილის და თავად მაჩაბლისა მიერ 17 საუკუნეში. 14.ტაძარი ქრისტეს აღდგომისა გოლგოთაზედა. 15.მონასტერი წმ. წინასწარმეტყველისა სამოელისა. 16.წმ. მოციქულისა იაკობ ხებედესი, სადაც ეხლა სცხოვრობს სომეხთა პატრიარქი. 17.ღირსისა მამისა საბა განწმედილისა. 18.წმ. და მართლისა სვიმეონ ღმრთის მიმრქმელისა, იერუსალიმიდან 4 ვერსზედ დაშორებული, სადაც ზაფხულობით სცხოვრობს სააგარაკოდ ბერძენთა პატრიარქი იერუსალიმისა. 19.წმ. იოანნე ნათლის მცემლისა იორდანის პირზედ. მონასტერნი სირიაში და სხვაგან: 20.ღირსისა მამისა სვიმვონ მესვეტისა. 21.ყ~დ წმ. ღვთის მშობელისა - კალიპოს, მახლობლად ალეპპო ქალაქისა. 22.მონასტერი კვიპროსის კუნძულზედ. 23.სინას მთაზედ. 24.ქ. ტრაპეზონში. 25.შავმთაზედ სირიაში. 26.ივერიის კარისა ღვთის-მშობლისა ათონის მთაზედ. 27.წმ. ფილოთეოზისა ათონზედვე. 28.ეკკლესია ყ~დ წმ. ღვთის მშობელისა მთასა წმიდასა ოლიმპოს საბერძნეთისასა, ქვაბსა საყოფელთა ქართველთასა. 29.ბოლგარიაში მონასტერი წმ. მოციქულთა სწორის ნინოს სახელზედ, მთაში, ოცის ვერსას დაშორებით ქ. ფილიპოპოლიდგან, რომელსაც აქამდის უწოდებენ ქართველთა სავანედ. 30.1870 წელს დაფუძნებული სავანე ქართველთა ძმათაგან წმიდისა იოანნე ღვთისმეტყველისა ათონის მთაზედ, სადაც მოღვაწეობენ აწ 35 ძმანი ქართველნი. 31.მთავარ ეპისკოპოზი ტიმოთე, რომელსაც მოუხილავს პალესტინა 1752 წელსა, ამბობს თვისს მოგზაურობაში, რომ ქართველებს ნაზარეთში ჰქონიათ ოთხი მონასტერი. 32.მონასტერი იერისო სალთნიკის მახლობლად, სადაც ამ ოცის წლის წინად ქართული წარწერა ყოფილა ეკკლესიის კარების თავზედ, რომელიც ბერძნებს მოუსპიათ. 33.მონასტერი კონსტანტინეპოლში, რომლის ეკკლესიაში არიან დაკრძალულ წმ. ნაწილნი ღირსისა მამისა ჩვენისა ილარიონ ქართველისა, საკვირველმოქმედისა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th April 2024 - 02:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი