სულიწმიდის შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სულიწმიდის შესახებ |
მნათე |
Aug 1 2007, 11:15 PM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
სულიწმიდის თემას მინდა შევეხო, თქვენი დახმარებით იმედია მცირედ გარკვეულობას მაინც შევიძენ ამ ურთულეს მოვლენას ეკლესიაში, რომეიც ნუგეშსცემს მორწმუნეს...
დავიწყოთ ნიკეა-კონსტანტინეპოლის მრწამსით: ...და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ... სამების მესამე ჰიპოსტასი, რომელიც "ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს მადლითა თვისითა" განკაცებული სიტყვა ღვთისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მოციქულებს დაპირდა: "ვინც შესვამს იმ წყალს, მე რომ მას მივცემ, გახდება იგი წყარო წყლისა, - საუკუნო სიცოცხლისაკენ მსრბოლისა" (იოანე 7.39). "ვისაც სწამს ჩემი, როგორც თქვა წერილმა, ცხოველი წყლის მდინარეები იდენენ მისი მუცლიდან" (იოანე 7.38). განმარტავს რა ამ სიტყვებს მახარებელი, ამბობს: "ეს თქვა სულის შესახებ, რომლის მიღებაც ელოდათ მისდამი მორწმნეებს" (იოანე 7.39). "თუ გიყვარვართ მე, ჩემი მცნებები დაიცავით და მე ვთხოვ მამას, და სხვა ნუგეშისმცემელს მოგცემთ თქვენ, რომ დარჩეს იგი თქვენთან საუკუნოდ, - სული ჭეშმარიტებისა" (იოანე 14.15-17). "ესენი გითხარით თქვენ, ვიმყოფები რა თქვენს შორის, ხოლო ნუგეშისმცემელი, სულიწმინდა, რომელსაც გამოგზავნის მამა ჩემი სახელით, - ის გასწავლით თქვენ ყველაფერს" (იოანე 14.25-26). "როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე გამოვგზავნი თქვენთან მამის მიერ. ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისაგან გამომავალია, იგი სწამებს ჩემს შესახებ და გიმეგზურებთ თქვენ ყველა ჭეშმარიტებისაკენ" (იოანე 15.26). მაშ ასე, მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ამაღლდა - ხოლო მოციქულებს ებრძანათ იერუსალიმში დარჩენა... 50-ე დღეს როდესაც ისინი ტაძრის ზედაქორედში იმყოფებოდნენ მოციქული ლუკას სიტყვებით: "ხმოვანება იყო ციდან, როგორც მძლავრად მქროლი ქარისა, და აავსო სახლი, სადაც იყვნენ მსხდომარენი" (საქმენი 2.2) მძლავრია ეს ქარი - დასძენს გრიგოლ პალამა -, როგორც ყველაფრის მძლეველი, უკეთურების ზღუდეთა გადამლახველი, მტრის ქალაქთა და სიმაგრეთა შემმუსვრელი, ამპარტავანთა დამამდაბლებელი, გულით მდაბალთა ამამაღლებელი, ბოროტად დარღვეულთა შემკვრელი, ცოდვისმიერ კრულებათა გამხსნელი და პყრობილებათა დამარღვეველი. ამავე ქარმა აღავსო ის სახლი, სადაც ისხდნენ მოწაფეები და აქცია ეს სახლი მათთვის სულიერ განსაბანელად, აღასრულა რა ამით მაცხოვრის აღთქმა, ამაღლებისას რომ წარმოთქვა უფალმა: „იოანემ მონათლა წყლით, თქვენ კი მოინათლებით სულიწმინდაში არამრავალი დღის შემდეგ“ (საქმე 1.5). ამავე სულმა აჩვენა ჭეშმარიტება იმ წოდებისა, მათ რომ განუკითვნა უფალმა, რადგან ციდან მოსული ხმოვანების გზით მოციქულები ნამდვილად გახდნენ „ძეები ქუხილისა“. ამჯერად სულიწმიდა როგორც ჰიპოსტასი განეცხადა კაცობრიობას ცეცხლის ენებით... მოგვევლინა დიდი ხნის ნანატრი - ქროლვა სულისა წმიდისა, დაიბადა ქრისტეს ეკლესია! რომელიც ცოდვის მონობისგან განმათავისუფლებელია... რამდენიმე კითხვა მაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით: 1. რა სახით ვლინდება სულიწმიდა ეკლესიაში? 2. თუ იგი ჩვენში მკვიდრობს, რატომ არ არის მანკიერება აღმოფხვრილი? 3. რას ნიშნავს აღვსება? პ.ს ძალიან გთხოვთ, ჩემ მიერ მოკრძალებულად და სახელდახელოდ დეკლარირებული ტექსტის შევსებას, განსაკუთრებით საინტერესოა სამყაროს მდოგმარეობა (არსობრივი) სულითმოფენობამდე და სულთმოფენობის შემდეგ... რა შეცვალა სულიწმიდის მოვლენამ? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი