თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ დავით გარეჯის მონასტერი

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 16 2006, 09:31 PM

ჩემო უფლისმიერ დებო და ძმებო!!!
საინფორმაციო გამოშვებაში შევიტყვე რო ჩვენი საპატრიარქო და მთავრობა აპირებს შესთავაზოს აზერბაიჯანის მთავრობას დიალოგი, რომელშიც განხილულ იქნება დავით გარეჯის მონასტრის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მყოფი ნაწილის გაცვლა რაიმე საბალახოებზე (ის ნაწილი ეომელზეც მოქცეულია ჩვენი ბერების კელიები.)
თუ ეს ასე მოხდა(ღვთის შეწევნით) მომილოცია ყველასთვის !!!

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Nov 16 2006, 09:34 PM

დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენს სასარგებლოდ მოგვარდება და ჩვენ ტერიტორიად გამოცხადდება

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Nov 16 2006, 11:25 PM

მაგ ამბავზე მეც სულ რამოდენიმე კვრის უკან გავიგე და გული გამისკდა, ისე ნერვები ამეშალა ასე ყველა ჩვენ როგორ უნდა გვწიწკნიდენ, არადა მაგათვის ხომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს მაგ წმინდა ადგილებს.
და ყველაზე გულ დასაწყვეტი ისარის რომ თავის დროზე თუ არ ვცდები 30 კილომეტრით კიდე შეჩრილი ყოფილა საქართველოს საზღვარი შიგნით და ორჯონიკიძეს გადაუცია მაგათვის ეგ ტერიტორია ახლა კიდე რამოდენიმე მეტრზე გვედავებიან..

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 17 2006, 12:21 AM

შოთა
ხო აბა მაგრამ სადაა სამართალი? მოვა დრო და იზეიმებს smile.gif

პოსტის ავტორი: ზოსიმე თარიღი: Dec 13 2006, 12:09 AM

ადამიანებო! მე საგარეჯოსთან ძაან ახლო ურთიერთობა მაქვს,და თქვენ წარმოიდგინეთ გარეჯის მადლი საგარეჯოს რაიონამდე აღწევს-თითქმის 50 კილომეტრია. ეგ ტერიტორიები რომ ჩამოგვერთვას მე მარტო მოვაწყობ რევოლუციას და მიშას და ილჰამას გადავკვანძავ ერთმანეთზე. გარეჯის და საგარეჯოს ფანი ვარ!!!!!!!!

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Dec 14 2006, 02:37 AM

ზოსიმე
რა ტერიტორიებზე ლაპარაკობ სულ რამოდენიმე მეტრზე ლაპარაკი უბრალოთ ისინი პრინციპე არიან.
იმედია ბოლოს ჩვენ სასიკეთოდ გადაწყდება, სხვათა შორის ეგ პრობლემა ჯერ კიდე მიშამდე დაიწყო თავის დროზე რომ მესაზღვრები დაგვეყენები მაგ ადგილზე ახლა ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით მაგათმა დაინახეს რომ ხელს არავინ უშლიდა და გადმოიწიეს და საზღვარი სანამ ხმა არ ამოვიხეთ თორე დარწმუნებული ვარ მთლიანად მიკუთვნიდენ მონასტერს.

პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Dec 14 2006, 12:44 PM

რამოდენიმე მეტრი?....
ისინი ამას იყენებენ_რადგან სამაგიეროდ კილომეტრ საძოვრებს მიიღებენ! sad.gif ანუ საქართველოს მიწის კიდევ ერთ ფასდაუდებელ ნაწილს!
კელიები ჩვენ გვეკუთვნოდა!_და ნუთუ სამართალს სულ ასე უნდა ველოდოთ.. შორეულ მომავალში.. ?.. აქამდე, როგორც ვხედავ_ყველფერს ვთმობთ! sad.gif .......

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Dec 14 2006, 03:20 PM

თიო
რას იზამ თავსზევით ძალა არაა smile.gif

პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Dec 14 2006, 03:24 PM

თავს ზევით _ ღმერთია და სამართალია! smile.gif
...
ქართველმა უნდ ილოცოს და იბრძოლოს!
და ყველაფერში შეგვეწევა უფალი! smile.gif
...

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Dec 15 2006, 05:55 PM

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Dec 15 2006, 06:44 PM

საინტერესოა ფრესკები არის გარეჯაში? მე სამწუხაროდ არ ვარ ნამყოფი...

პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Dec 16 2006, 12:53 AM

მეც არ ვარ ნამყოფი, მაგრამ.... smile.gif
გარეჯში საუცხოო ფრესკებია... smile.gif ....
შეხედეთ_რა ფერებია............ smile.gif ..............
...

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Dec 16 2006, 01:00 AM

თიო
გაიხარე !
ძალიან კარგი ფრესკებია smile.gif

წავიდეთ გარეჯში მამა დავითის მრევლს გავყვეთ smile.gif

პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Dec 16 2006, 01:18 AM

ლილიანა
რა კარგიააა smile.gif .......
როდის მიდიან????? smile.gif
მე გარეჯის იღუმენმა ბერმა ილარიონმა ზაფხულში დამპატიჟა, მაგრამ ვერა და ვერ წავედი sad.gif ...
ძალიან მინდა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: tekla1 თარიღი: Dec 17 2006, 10:00 PM

თიო

თიო, იმედია ჩემი გჯერავს და გეტყვი, რომ ოქტომბერში ვიყავი გარჯში და რელურად სულ არ არის მსგავსი ფერები. არ ვიცი მაგ სურათებზე რატომ არის მსგავსი ფერები.

მე მაქვს ჩემი გადაგებული ფრესკები და მალე დავდებ smile.gif

პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Dec 17 2006, 10:26 PM

tekla1

smile.gif მჯერა შენი! smile.gif
...
ვიცი, რომ ჩემს ახლობელს კარგი აპარატი აქვსsmile.gif ... რა უცნაურია! smile.gif ... ალბათ აპარატმა მაინც თავისებურად აიღო ფერები! smile.gif ...
...
მოდით რა_წავიდეთ უახლოეს დროს! smile.gif ... ჩემი თვალით მინდა ვნახოოოო!!!! biggrin.gif ... რადგან იქ თავად ყოფნა_დიდი მადლია და ბედნიერება!!!! smile.gif ...

თან მე საკუთარი მამაპაპური ზენიტით გადავიღებ ყველაფერს!!!! smile.gif ....

პოსტის ავტორი: tekla1 თარიღი: Dec 19 2006, 11:29 PM

თიო
smile.gif
წავიდეთ აუცილებად გაზაფხულზე wink.gif
მართლა სასწაულია საბერეები, თავის გამოქვებულ-ფრესებიანად.
მე შვეიცარიელ სტუმრებთან ერთად ვიყავი და აღფრთოვანებულები იყვნენ, არც ერთი კუთხე-კუნჭული არ დატოვეს უნახავი smile.gif

აი, შეპირებული ფრესკები,შეიძლება არც ეს არის დიდი ხარისხიანი, მაგრამ შედარებით მიახლოვებული ფერებია smile.gif

სურათებს ვერ ვტვირთავ sad.gif

ფაილის ატვირთვა ვერ განხორციელდა, რადგანაც საქაღალდეს 'uploads' არ აქვს მინიჭებული შესაბამისი უფლებები. გთხოვთ დაუკავშირდით ფორუმის ადმინისტრატორს და აცნობეთ ამ შეცდომის შესახებ.

ამ მითითებას მიწერს . . .

პოსტის ავტორი: koki თარიღი: Dec 22 2006, 01:02 AM

საოცარი ფრესკებია!
ალბათ, ერთ-ერთი უძველესი!
მე პირადად 2 წლის წინ ვიყავი პირველად!
აღფრთოვანებულივარ დღემდე, გაზაფხული იყო, ყველაფერი ამწვანებული, თან ჩამოქცევა წვიმა იყო და ისეთ წვიმაში
ვნახეთ მონასტერი, ზემოთ უდაბნოზეც ავედით!

პოსტის ავტორი: _MATASI_ თარიღი: Jan 3 2007, 03:22 AM

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: PINKY თარიღი: Jan 5 2007, 03:51 AM

_MATASI_..

ჰეჰე..

IPB-ს სურათი

კიარადა..

მართლაგვართმევენ მაგადგილებს..

ძაანლამაზყ ადგილებ ია..

დათან რაგაცნაირად მშვიდყ..

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jan 5 2007, 04:07 AM

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jan 5 2007, 04:27 AM

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

რამდენიმე სურათი მეც დავამატე

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 5 2007, 04:48 AM

ერს, რომელსაც ისტორია არ გააჩნია, მიეცით დავითგარეჯი და ისტორია ექნებათ smile.gif
სადღაც წავიკითხე ეს სიტყვები და ძალიან მომეწონა smile.gif

პოსტის ავტორი: salome_tur თარიღი: Mar 2 2007, 09:31 PM

IPB Image

პოსტის ავტორი: Ika.Stiq თარიღი: Mar 13 2007, 03:53 PM

მეც ვერ დავიტ გარეჯში ნამყოფო, მაგრამ ერთი ნახვიტ არ ვარ კმაყოფილი. ბევრ მონასტერში ვყოფილვარ და მიცხოვრია. გარეჯში აუცილებლად წავალ ხელმეორედ.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 13 2007, 06:37 PM

ალექსანდრე

ციტატა
ერს, რომელსაც ისტორია არ გააჩნია, მიეცით დავითგარეჯი და ისტორია ექნებათ


ეტყობა ამ მოსაზრებით ხელმძღვანელობენ აზერბაიჯანელები... sad.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 13 2007, 07:06 PM

კანონისტი

ციტატა
ალექსანდრე

ციტატა
ერს, რომელსაც ისტორია არ გააჩნია, მიეცით დავითგარეჯი და ისტორია ექნებათ

ეტყობა ამ მოსაზრებით ხელმძღვანელობენ აზერბაიჯანელები...



ეჰ, ვერაფერი ნუგეშიაsad.gif


პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Mar 24 2007, 05:39 PM

მეგობრებო შეიძლება ამ თემაზე უკვე ისაუბრეთ, მაგრამ გთხოვთ კიდევ ერთხელ გამოხატოთ აზრი ამ პრობლემასთან დაკავშირებით.

"კულტურის სამინისტროსთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა გადაიქცეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ტურისტულ ზონად.

გოკა გაბაშვილის განცხადებით, ტურისტების ნაკადმა უნდა მოიმატოს, ამისთვის სპეციალური ბუკლეტები მზადდება. ტურიზმის განვითარებისთვის ყველანაირი პირობა უნდა შეიქმნას.

კულტურის მინისტრი ამბობს, რომ საპატრიარქოსგან მას ინფორმაცია არ მიუღია და აქამდე წინააღმდეგობაც არ ყოფილა"

ამ განცხადებას აკეთებს კულტურის სამინისტრო.

ვისაც გქონიათ შეხება მონასრებთან ან ბერებთან დამეთანხმებით, რომ მათთვის ეს ძალიან ძნელი გადასატანი იქნება.

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Mar 24 2007, 06:29 PM

misdevs mela loms
ჯერ რაც აზერბაიჯენელბმა წაგვართვეს მაგი დაიბრუნონ და მერე იფიქრონ სხვა რამებზე, მგონი მაგით ყურადღების გადატანას ცდილობენ

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Mar 24 2007, 06:38 PM

შოთა

ციტატა
ჯერ რაც აზერბაიჯენელბმა წაგვართვეს მაგი დაიბრუნონ და მერე იფიქრონ სხვა რამებზე, მგონი მაგით ყურადღების გადატანას ცდილობენ

მართალი ხარ. უბრალოდ ის მაკვირვებს, რომ გარკვევით თქვა მამა დავითმა, რომ საპატრიარქო არ ეთანხმება ამ აზრს. მთავრობამ სამწუხაროდ ან ვერ ან არ გაიგო

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Mar 24 2007, 06:40 PM

misdevs mela loms
მე ის უფრო მახველებს რომ ძალიან ლოლიანები იყვნენ აზერბაიჯანელბთან , თყვილა ვკარგავთ ასეთ უდიდეს მხარეს..

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Mar 24 2007, 06:49 PM

შოთა
თუ არ ვცდები ერთი მონასტერი უკვე წაგვართვეს, და იქ მხოლოდ აზერბაიჯანის-საქართველოს ცენტრალური საზღვრის გადაკვეთის შემდეგ შეგიძლია მისვლა.

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Mar 24 2007, 06:57 PM

ამ პრობლემის დასაძლევად მათ მინიმუმ უნდა გააცნობიერონ, რომ არიან იმ ქვეყნის კულტურის ხელმძღვანელნი სადაც ყველაზე მაღლა მართმადიდებლური ცნობიერება იყო და არის.

ციტატა

თუ არ ვცდები ერთი მონასტერი უკვე წაგვართვეს

თუ არ ვცდები ბერთუბანის ნაწილზე საუბრობ არა?

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Mar 24 2007, 07:00 PM

ციტატა
ამ პრობლემის დასაძლევად მათ მინიმუმ უნდა გააცნობიერონ, რომ არიან იმ ქვეყნის კულტურის ხელმძღვანელნი სადაც ყველაზე მაღლა მართმადიდებლური ცნობიერება იყო და არის.

ამ წინადადებაზე ერთი ფაქტი გამახსენდა. თუ გახსოვთ ვარდების რევოლუციაზე ბაპტისტები ბულკებს და კაკაოს ურიგებდა ხალხს. სწორედ მაშინ უნდა მიმხვდარიყო ხალხი თუ როგორ გაგრძელდებოდა ეს შემდგომ.

მომიტევეთ, ძალიან პოლიტიზერებული ფრაზები დავწერე, მაგრამ ძალიან ვარ გაცოფებული. კიდევ ერთხელ შენდობას ვითხოვ

t.l.
ციტატა
თუ არ ვცდები ბერთუბანის ნაწილზე საუბრობ არა?

მგონი. სამწუხაროდ სახელი აღარ მახსოვს

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Mar 24 2007, 10:45 PM

QUOTE(misdevs mela loms @ Mar 24 2007, 04:00 PM) *

ამ წინადადებაზე ერთი ფაქტი გამახსენდა. თუ გახსოვთ ვარდების რევოლუციაზე ბაპტისტები ბულკებს და კაკაოს ურიგებდა ხალხს. სწორედ მაშინ უნდა მიმხვდარიყო ხალხი თუ როგორ გაგრძელდებოდა ეს შემდგომ.



მართლა? blink.gif ეგეთი რამ არ გამიგია

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Mar 25 2007, 01:52 PM

მაეასი
კი მეგობარო. ეს პირდაპირ ეთერში ვიხილე და დიდი მადლობაც გადაუხადეს ბაპტისტების წინამძღვარ სონღულაშვილს თანადგომისთვის.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Mar 25 2007, 02:25 PM

მერე რამეს მოაკლებენ და დაუკარგავენ საქართველოს და პატრიარქს დააბრალებენ, იქ იყო და არაფერი ქნაოsad.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Mar 25 2007, 07:11 PM

მაპატიეთ მაგრამ კულტურის მინისტრის კომპეტენტურობაში მე ცოტა ეჭვი მეპარება.
სამწუხაროდ საქართველოში თანამდებობები მეგობარ- ნათესავებზე რიგდება და არავის აინტერესებს, რამდენად შეესაბამება ეს ადამიანი მის მიერ დაკავებულ ადგილს.
ყველანაირი საშუალებით არ შეიძლება ჩვენმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბიუჯეტის შევსებაზე იზრუნონ.რატომღაც არასოდეს არ დაინტერესებული ჩვენი მინისტრი ისტორიული ძეგლების მდგომარეობით საქართველოში.
ამისთვის მათი მნიშვნელობის ცოდნაა საჭირო.
და ყოველთვის არ აყალიბებს ადამიანში კულტურას.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 25 2007, 07:20 PM

შოთა
გეთანხმები.

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Mar 26 2007, 04:25 AM

მეც საშინლად არ ვეთანხმები წმიდა დავით გარეჯის მონასტრის ტურისტულ ზონად გამოცხადებას, და პირდაპირ ვიტყვი რომ ეს შემაძრწუნებელი ფაქტია ნამდვილად. ისე პრეზიდენტის დადგენილებით საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ყველა მართლმადიდებლური ტაძარი გადავიდა საპატრიარქოს საკუთრებაში და ნამდვილად გაბაშვილის გადასაწყვეტი ნაღდად არაა დავით გარეჯის მონასტრის ბედი.
და საერთოდაც ჩემი აზრით ყველანაირად მიუღებელია რომრლიმე ტაძრის გინდ იქ მონასტერიც არ იყოს ტურისტულ ზონად გამოცხადება. ადამიანი ტაძარში უნდა მიდიოდეს მოსალოცად და სალოცავად და არა დასათვალიერებლად. ტურისტების დასათვალიერებლად (თან მითუმეტეს არამართლმადიდებლების) გადავაქციოთ ტაძრები, - ჩემი აზრით ეს ტაძრების დიდი შეურაწყოფაა. ღმერთმა გვაშოროს მაგას და აგვიხილოს თვალები.

ღმერთს ებარებოდეთ, ღმერთს ეყვარებოდეთ.


******************************************************************************


ახლა წავაწყდი სულ შემთხვევითsmile.gif

საქართველოს საპატრიარქო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ სამონასტრო კომპლექსის ღია ტურისტულ ზონად გამოცხადება დაუშვებელია.

მამა დავით შარაშენიძის განცხადებით, დავით გარეჯში აქტიური ბერმონაზვნური ცხოვრება მიმდინარეობს და იქ ტურისტების ადგილი არ არის.
http://www.eparchy-batumi.ge/?action=news_...news&id=147

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Mar 26 2007, 10:58 PM

Zeskvi_ucha
გაიხარე კაი კაცი ხარ

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Mar 26 2007, 11:00 PM

misdevs mela loms
გაუმარჯოს.
შენც გაიხარე.smile.gif

პოსტის ავტორი: takusha თარიღი: Mar 28 2007, 03:47 PM

დავით გარეჯი ოდითგანვე ჩვენი იყო,არი და უფლის წყალობით ყოველთვის იქნება კიდეც და არავის არ აქვს მისი მითვისების უფლება,მითუმეტეს აზერბაიჯსნს.კარგი იქნება ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ თუ დასრულდება.ღვთისმშობელი ფარავდეს მუდამ ჩვენს ერსა და ქვეყანას.

პოსტის ავტორი: tatia24 თარიღი: Mar 28 2007, 06:52 PM

დავით გარეჯის თუნდაც ნაწილობრივ დაკარგვა, ნახევარი სართველოს დაკარგვას უდრის, ღვთის იმედი მაქვს რომ ეს არასოდეს იქნება.

პოსტის ავტორი: SainT_Sinner თარიღი: Apr 16 2007, 11:58 PM

ძაან მაგარი ადგილია გარეჯი. ერთხელ ვარ ნამყოფი და ძაანაც მომეწონა....
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Apr 17 2007, 12:17 AM

არა რა, პირდაპირ მორწმუნე მართმადიდებელისთვის შეუფერებელ განწყობაზე მაყენებს და ისეთ სამარცხვინო სურვილებს აღმიძრავს ესეთი ფაქტები რო არ ვიცი რა პირდაპირ.....

საომხები არ გვეყოფოდნენ თავიანთი "ყველაფერი ქართული სომხურიას" პოლიტიკით, თურკები ჩვენი ტაო-კლარჯეთით, რუსეთი კიდე ვინ იცის რამენი ჩვენი ტერტიტორიით და სხვა სიმდიდრით...და კიდე ეს გადამთიელი აზრებაიჯანელები რა...
რატო? რისთვის????
ან ეს რა სულელური პოლიტიკააა, როდის მერე გახდა დავით.გარეჯი აზრბაიჯანული რო მათაც გაუზიაროთ, თუნდაც როგოც ტურისტული სიმდიდრე???? რატო? არა არ მესმის რატო?
ან საპატირერქოს რა პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით?

და საერთოდ როდის გვეშველება და გვეღირსება რო ჩვენ (ჩვენი მთავრობის და ხელისუფალთა) ნაქთვამ სიტყვას იმხელა წონა ექნება რო შემოდავებასაც ვერ გაბედავენ.....

მთელ მსოფლიოს კავკასია ერთ მთლიანობად მიაჩნია ისევე როგოც სკანდინავიია მაგალითად დანარჩენი მსოფლიოსთვის (თუმცა აქაცააა რაღაც მაგდაგვარი შუღლი, მარა ძველ ისტორიულ ტერიტორიებს ქე მაინც არავინ ედავენ ერთმანეთს.....sad.gif რა გახდა ვერ გავიგე???) და ჩემი აზრით ეს ერთად ყოფნა სამივე ქვეყნისთვის ხელსაყრელია, მაგრამ ის რასაც თუნდაც სომხეთი და აზრბაიჯანი აკეთებს ყოვლად დაუშვებელია და მიუღებელი.....და ამის მერე არანაირ ერთობაზე ლაპარაკი არარ შეიზლება ..მგონი ..sad.gifროდის მერე ზრუნავენ მუსულმანები მართმადიდიბლურ ძეგლებზე? ან რომელ ტურიზმზეა ლაპარაკი უკაცრაცად? ნუტუ ჩვენი ძმები ისეთი ინტელექტუალებიც გახდნენ რო მართმადიდებლური ტაზრებიც მოლოცვა დაიწყეს?????

მე მაპატიეთ ასეთი მკაცრი ტონი, მაგრამ უბრალოდ აღშფოთებას ვერ ვმალავ, თუმცა ვიცი ესეც არაფრის ამქნისია.....sad.gif

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Apr 25 2007, 04:22 AM

კავკასიელი მუსულმანების სამმართველოს მეთაური თვლის, რომ დავით გარეჯის მონასტერი აზერბაიჯანს ეკუთვნის


დავით გარეჯის მონასტერი აზერბაიჯანს ეკუთვნის, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებისათვის აუცილებლად უნდა შეიქმნსა პირობები მის სანახავად, - მიაჩნია კავკასიელი მუსულმანების სამმართველოს მეთაურს ალახშუქურ ფაშა-ზადეს.

“მონასტერი თაყვანისცემის ადგილია, და იქ შეუძლიათ მივიდნენ როგორც ქართველებს, ისე აზერბაიჯანელებს, ასევე სხვა ეროვნების წარმომადგენლებს, მაგრამ მიწა საჩუქრად არ იქნება. ეს აზერბაიჯანის მიწაა, მაგრამ უნდა შეიქმნსა პირობები, რომ მონასტერში მისვლა ყველას შეეძლოს”, – თქვა ფაშა-ზადემ სამშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, მონასტერთან დაკავშირებით საქართველოს მხარის პრეტენზიების კომენტირებისას.

კავკასიელ მუსულმანთა სამმართველოს მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მორწმუნეთათვის, აღმსარებლობის მიუხედავად, არ უნდა არსებობდეს არანაირი საზღვარი.

“ჩვენ, მაგალითად, დავდივართ მეშჰედში და ქერბელაში, მაგრამ ამ ტერიტორიებზე პრეტენზია არ გვაქვს, სიწმინდეები ყველასათვისაა. ამ მონასტერში ხომ აზერბაიჯანლებიც დადიან, მორწმუნეთათვის საზღვრები არ უნდა არსებობდეს. არავინ აწესებს საზღვრებს მუსულმანთათვის, ქრისტიანებისა ან იუდეველებისათვის. ამიტომ ეს საკითხი დღეს ასეთ კონტექსტში უნდა გადაწყდეს”, - აღნიშნა ფაშა-ზადემ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2007, 11:55 AM

დავითგარეჯის ლავრას იქ მოღვაწე ბერ-მონაზონთა სიმრავლის გამო ბერთა ქალაქს უწოდებნენ.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 14 2007, 01:40 PM

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება
დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით


"ჩვენს მეგობართან ილჰამ ალიევთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი განვიხილეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს შეხვდებიან, საზღვარის ხაზი უნდა გაივლოს ისე, რომ სტარატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაში მოყვეს, ხოლო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე უნდა დარჩეს"

წყარო:
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი
http://www.president.gov.ge

პოსტის ავტორი: თიო თარიღი: May 14 2007, 11:54 PM

როგორ შეიძლება დავით გარეჯში ტურისტების შეშვება?! sad.gif(
...
ძამის ხეობის გადაქცევაც უნდოდათ წმინდა ადგილად გამოცხადება.. სადაც მხოლოდ ილოცებდნენ.. იქ ხომ უამრავი მონასტერია, მაგრამ უარი მიიღეს ამ წინადადებაზე.. აბა, ხომ უნდა ჩეხონ ტყეები! sad.gif((
გარეჯში კი ... ტურისტები... sad.gif
..
ეჰ.. საით მივდივართ?!..

არა და.. ლოცვაზე დგას ქვეყანა....

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 20 2007, 12:20 AM

ოფიციალური ბაქო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტების შეთანხმების ფაქტს უარყოფს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს აზერბაიჯანის მიწისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ განუცხადა. გარიბ მამედოვის თქმით, საზღვარს პრეზიდენტები კი არა, ორი ქვეყნის შესაბამისი კომისიები ადგენენ.
„სახელმწიფო კომისიას დავით გარეჯის კომპლექსის საქართველოსთვის გადაცემაზე მითითება არ მიუღია", აღნიშნავს მამედოვი.
მისივე თქმით, კომისიის კომპეტენციაში არ შედის ისტორიული ძეგლებისა და ეკლესიების საზღვრების დადგენა.

sad.gif

http://www.eparchy-batumi.ge/?action=news_show&mode=news&id=236

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Jun 3 2007, 12:15 AM

დავით გარეჯი smile.gif


ძალიან ლამიაზია smile.gif

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jun 3 2007, 01:04 AM

ყველაფერი კომუნისტების ბრალია მათ სპეციალურად გააკეთეს ასე საზღვარი.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jun 3 2007, 11:22 AM

ციტატა
კავკასიელი მუსულმანების სამმართველოს მეთაური თვლის, რომ დავით გარეჯის მონასტერი აზერბაიჯანს ეკუთვნის

აი ამის გულისთვის ეგ უნდა ძებნაში მისცენ და გაასამართლონ რა...

პოსტის ავტორი: თავაძე თარიღი: Jun 8 2007, 07:03 PM

misdevs mela loms
მგონი. სამწუხაროდ სახელი აღარ მახსოვს
************************************************
კი, ეგ ნამდვილად ბერთუბანია, რომელიც, სამწუხაროდ, უკვე მოექცა აზერბაიჯანის საზღვრებში. ბოლო ამბების მერე მათი მესაზღვრეები ჩიჩხიტურშიც ჩადგნენ, რომელიც დავით-გარეჯის ლავრადან სულ რაღაც 1 კილომეტრშია. იგივე ბედი ელის ლავრის თავზე, ზედ კელიების ზევით აშენებულ უდაბნოს მონასტრის აღდგომის ეკლესიასაც. ახლახან წავიკითხე, იგი სასაზღვრო ხაზით თურმე შუაზე ყოფილა გაყოფილა.
აქ ვიღაცამ იკითხა, ფრესკები თუ არისო. არის კი არა, რაც კელიებში მოხატულობა ვნახე, ეგეთი საოცრება სხვაგან არ შემხვედრია. გაოცდებით, იმდენად ხასხასა ფერებია დღესაც კი. თავად კელიებიც მაგარი რამეა...

პოსტის ავტორი: likita თარიღი: Jun 21 2007, 10:46 AM

აუუუუუუუუუუუუუ როგორი დასათმობიაა.......

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Jun 21 2007, 10:56 AM

ციტატა
ერს, რომელსაც ისტორია არ გააჩნია, მიეცით დავითგარეჯი და ისტორია ექნებათ


აზერბაიჯანი.

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 3 2007, 11:08 PM

რა არის დასათმობი ? თქვენ გგონიათ რომ 6000 ბერი ერთ დღეში ტყვილა მოწყდა მანდ მართლმადიდებლობის გამო ? მაგას რო წაგვართმევს ვინმე ან რამე გინდაც smile.gif მე მეამაყება რო კახელი ვარ მაგ ერთი ფაქტის გამო თუნდაც smile.gif ჩვენ მაინც ვილოცოთ ამ საკითხთან დაკავშირებით არ იქნება ზედმეტი smile.gif

პოსტის ავტორი: qetusia91 თარიღი: Sep 15 2007, 10:16 PM

არ ვიცი აზერბაიჯანელებს რა აქვთ საწინააღმდეგო იმისა, რომ ქართველმა და უცხოელმა დამთვარიელებლებმა მოინახულონ ეს ადგილი. მე ვიყავი მაგრამ მხოლოდ წინა მხარეს. ბერების სამყოფელისკენ არ გადავსულვართ. ერთი ვიცი ულამაზესი ადგილია, ისევე როგორც ბევრი ქართული სალოცავი.

პოსტის ავტორი: SaD-GhosT თარიღი: Sep 16 2007, 09:44 PM

არ ვიცი აზერბაიჯანელებს რა აქვთ საწინააღმდეგო იმისა, რომ ქართველმა და უცხოელმა დამთვარიელებლებმა მოინახულონ ეს ადგილი. მე ვიყავი მაგრამ მხოლოდ წინა მხარეს. <b>ბერების სამყოფელისკენ არ გადავსულვართ</b>. ერთი ვიცი ულამაზესი ადგილია, ისევე როგორც ბევრი ქართული სალოცავი.

მე კი გადავსულვარ სულ ერთხელ ვიყავი და ისეთი შთაბეჭდილ;ება დამრჩა ეხლაც მაჟრიალებს smile.gif

პოსტის ავტორი: qetusia91 თარიღი: Sep 21 2007, 03:52 PM

SaD-GhosT
გილოცავ. დარწმუნებული ვარ სხვა შთაბეჭდილებით ვერც წამოხვიდოდი

პოსტის ავტორი: mia_teona თარიღი: Feb 18 2008, 06:07 PM

ხალხო ვინმეს არ გექნებატ სიღნაღის სურატები თუ გაქვტ გამომეხმაურედ სასკოლოდ მჭირდება თეონა 12 წლის wub.gif hello.gif

პოსტის ავტორი: mia_teona თარიღი: Feb 18 2008, 06:26 PM

rolleyes.gif [color=#CC66CC]შენ საიდან იცი თუმცა ეს არ არის გასაკვირი ჩვენი მთავრობისგან kitxva.gif

პოსტის ავტორი: sopka თარიღი: Feb 21 2008, 11:20 PM

მე მაქვს იმედი მისი დაბრუნების და დაბრუნების მთავრობის დახმარებით კი არა ღმერთის ნებით

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 22 2008, 11:45 PM

http://img406.imageshack.us/my.php?image=100620073962ke0.jpg

ესეც საზღვარი და აზერბაიჯანელი "მცველები"

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 23 2008, 12:27 AM

ეხ მაგარია გარეჯა

პოსტის ავტორი: kikiko თარიღი: Feb 23 2008, 12:43 AM

ზოსიმე
მოგესალმები
მგონი რევოლუცია საჩირო არ იქნება და ეგ მტკივნეული საკითხი ისე მოგვარდება როგორც საპატრიარქოს და მრევლის სურვილი იქნება

"ჩვენთან არს ღმერთი"

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 7 2008, 11:38 PM

IPB-ს სურათი

ხარისხზე ბოდიში

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 7 2008, 11:48 PM

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: gugua თარიღი: May 4 2008, 10:27 AM

ბრწყინვალე სურათებია! მაგრამ უნებართვოდ მათი გადაწერა არ მინდა, ამიტომ

მივმართავ ყველას, ვისაც კი თავისი საკუთარი სურათები აქვს გადაღებული დავით გარეჯში!

გთხოვთ, გამომიგზავნოთ თქვენს მიერ გადაღებული ფოტოები დავით გარეჯში (სასურველია თქვენი სახელი და გვარის მითითებით), ფოტოები მჭირდება www.fereidani.ge საიტში ჩასასმელად.

E-mail: gugua56@gmail.com

წინასწარ გიხდით მადლობას!
ღმერთს ებარებოდეთ!

პოსტის ავტორი: iveria. თარიღი: Jun 26 2009, 01:19 PM

d_canon.gif უდაბნო გარეჯი მრავალმთის ერთ–ერთი ყველაზე დიდი მონასტერია. იგი წმ. დავითის ლავრის უშუალო სიახლოვეს შეუქმნიათ, სამხრეთ ფერდზე უდაბნოს ქედის სწორედ იმ მონაკვეთისა, რომლის ჩრდილოეთი კალთის ძირშიც თავად ღირსი მამის მიერ დაარსებული ლავრა მდებარეობს. მონასტრის დაფუძნების ზუსტი პერიოდი არ არის დღეისათვის აქ შემორჩენილ სალოცავთა შორის უძველესი მის აღმოსავლეთ კიდეში, უდაბნოს ქედის თხემზე აგებული აღდგომის ეკლესიაა. იგი მე–8–9 საუკუნეებში უნდა იყოს აგებული.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2016, 10:31 PM

"1917-1918 წლებში უდაბნო და ბერთუბანი გაძარცვეს და დაარბიეს. საბჭოთა ხელისუფლების დროს ისედაც გაპარტახებულ მონასტერში გაჩნდა უამრავი წარწერა, ამოკაწრული "ჭრილობა" და ყველაფერი ეს - უმეტესად ფრესკებზე. სიძველეთა "მოყვარულებმა" გაზიდეს უამრავი ფრესკული ფრაგმენტი.
უპატრონო სავანეს ცხვარ-მეცხვარე შეესია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2019, 12:05 PM

"გარეჯი არის საქართველო და ჩვენი სიწმიდეები არ უნდა იყოს ხელყოფილი... თუ არის კეთილმეზობლობა, მეგობრობა, ეს უნდა იყოს დამყარებული სამართლიანობაზე".

/მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2019, 10:09 PM

"დავით გარეჯი, ყველა მიწიერი თუ სულიერი კანონით, საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ეს გადახედვას არ ექვემდებარება".

/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/

"დავით-გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო. მისი დამთმობი თავად დაითმობა ქართველი ერის მიერ!"

/მეუფე ზენონი (იარაჯული)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2019, 11:32 AM

"დავითგარეჯი ჩვენია"

"დავითგარეჯი - საქართველოს იერუსალიმი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2019, 11:56 AM

"გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა განთავსებული და 19 მცირე მონასტერ-კომპლექსს მოიცავს. მთავარი მონასტრის ტერიტორიაზე 5 ათასი კელიაა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ, როცა საქართველოში სამონასტრო ცხოვრება ყვაოდა, იქ ათასობით ბერი მოღვაწეობდა"

"კლდის ერთ-ერთ გამოქვაუბლში აღმოჩენილია ბაგა, რომელიც ძროხისთვისაც და ცხვრისთვისაც ძალიან მაღალია. მეცნიერთა ვარაუდით, იგი მოშინაურებული ირმების ბაგა უნდა ყოფილიყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2019, 07:42 PM

"გარეჯის უდაბნოში უამრავი ქვეწარმავალი ბინადრობს. ბევრი მათი შიშით ერიდება წმინდა ადგილის მონახულებას, თუმცა არ ყოფილა შემთხვევა, გარეჯის მიდამოში მათ ვინმე დაეგესლოთ. ეს სასწაულიც მამა დავითთან არის დაკავშირებული. გადმოცემის მიხედვით, გველს კაცი დაუგესლავს. მამა დავითს მოუკლავს გველი და უთქვამს, გველი ამ ადგილებში აღარავის უკბენსო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2019, 09:47 PM

"ათონზე და იერუსალიმში რომ დადიხარ, გარეჯში წადი მამებთან, რაღაც ჩაუტანე და გვერდში დგომა აგრძნობინე. რადგან დღეს დავით გარეჯში პრობლემები გაგვიჩნდა, ღმერთმა მიგვახვედრა: მოდი, დავით გარეჯს მიხედე, აღდგომას იქ შეხვდი, თუ რადგან ცეცხლი არ გადმოდის, არ გინდა? აღდგომის მონასტერში, რომელსაც გვედავებიან, რამდენიმე კაცის გარდა, ვინმე დასწრებია წირვას? რა თქმა უნდა, არა, რადგან იქ ტელევიზიები არ არიან, არც ცნობილი სახეები. ღმერთმა კიდევ გვამხილა, დაგვანახა ჩვენი უმეცრება".

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2019, 10:21 PM

"გარეჯს ახლა კი არ გვართმევენ, უკვე დაკარგული გვქონდა"

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2019, 09:45 PM

"ვიდრე მონასტრის დღევანდელ წინამძღვარს გავესაუბრებოდეთ, ვიმოგზაუროთ დროში და მოვუსმინოთ ამ უდაბნოში რამდენიმე საუკუნის წინათ მოღვაწე მღვდელმონაზონ კალისტრატეს, რომელმაც მრავალი საინტერესო ცნობა შემოგვინახა დავითგარეჯის მონასტრის შესახებ.

"წმინდა და საკვირველთ-მოქმედი დავით, როგორც მყუდროების მოყვარე, განშორდა სოფლის შფოთს და ამბოხებას - დაისადგურა ამა ალაგზედ, სადაც იღვწოდა და აღვიძებდა მოწაფეთა მისთა სარწმუნოების გავრცელებისათვის, რომლისა გამო აღშენდა თორმეტი მონასტერი, რისთვისაც იწოდებოდა ადგილი ესე "მრავალ მთის უდაბნოდ".

კაცი უცნობი და უვალი ამ ადგილებში, მომავალი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ამ უდაბნოში თვალუწვდენელი მინდვრებით სიარულის შემდგომ დაინახავს მთის თავზე ოთხ კუთხიან მაღალ საყარაულო კოშკს, კლდეზე ქვითკირით აშენებულს.

მიუახლოვდება რა ამა მთის ძირს, მოულოდნელად შეხვდება გზის პირას მარჯვნივ აღმართულ, კლდეში გამოკვეთილ ერთს სენაკს და სხვა ასავალ ჩაჭრილ კიბეებს და მოკვეთილ ღარებს, ქვემოთ ამისა ნახავს ორ ჭას, ამავე კლდისგან მოკვეთილს, რომლის ამოკვეთილი ღარების ქვემოთ არიან დარგული ნუშის და ატმის ხეები, თავის დროზე მსხმოიარენი.

კაცი მოსული ამ მთის ძირში უეცრად ნახავს დიდ კარს დაკეტილს, აღმოსავლეთისკენ მხედველს, მცირე კედელს და სახლის კუთხეს, ქვითკირით ნაშენსა, და გაოცდება ამგვარ შემთხვევათათვის ამისთანა უდაბურ ალაგზედ.

აქ, შესავალი კარის თავზედ, მიიქცევენ მნახველის ყურადღებას გამოხატულებანი და ამგვარი წარწერილობა ხუცურის ასო-მთავრულით: "განმიხვენით მე ბჭენი სიმართლისა, შევიდე მას შინა და აუარო უფალსა ესე არს ბჭე უფლისა და მართალნი შევლენ მას შინა ქორონიკონს ტპგ" (383).

ამ ქვაზე არის ამოჭრილი სამი ირემი ნუკრიანი, მაგალითი იმისი, რომ უფალმან იცის პირუტყვთაცა - ნადირთაგან გამოზრდა მოშიშთა მისთა, როგორც იზრდებოდა წმინდა დავით და მოწაფე მისი ლუკიანე; როდესაც აქაურმა ცხელმა ჰაერმა გაახმო ის ბალახიც, რომელთაც ეს მამები ხმარობდნენ საჭმელად, მათ მოითმინეს შიმშილი და წყურვილი; მაშინ ღმერთმა მოუვლინა ირმები, ყოველ საღამოს მოვიდოდნენ, როგორც შინაური საქონელი, მივიდოდა ლუკიანე და მოსწველდა მათ; რძეს მიართმევდა წმინდა დავითს, დასახავდა იგი ჯვარს და შედგებოდა ყველად.

აქვე არის ამოჭრილი ერთი არწივი და მის კლანჭებ ქვეშ სძევს თევზი ორაგული, ნიშნად იმისა, რომ როდესაც ამ უდაბნოს მოღვაწე მამებს ერთ ბზობა დღეს არ ჰქონდათ არც თევზი და არც მხალი, მათ მოახსენეს წინამძღვარს, თუ რითი ინუგეშონ ხორცის უძლურებისათვის; მაშინ უბრძანა მამამ ორ ძმას, რომ გავიდნენ ველზე და მოძებნონ მწვანილი მინდვრისა - ერთი წავიდა ჩიჩხიტურის მხრით და მეორე - დოდოს უდაბნოსკენ. მწვანილის ძებნაში ერთი მათგანის წინ დაეშვა არწივი და დააგდო თევზი, ცოცხალი ორაგული. მაშინ ბერმა სიხარულით ხმა უყო ძმასა თვისსა: "თევზი, თევზი!" წინამძღვარს მიართვეს, რომელმაც ბრძანა: "იოანე მახარებელმა გამოგვიგზავნაო". ამ დროიდან უნდა იყოს ხალხში ხმარებული ის, რომ უქონლობის დროს იტყვიან ხოლმე: "იოანე მახარებელი გამოგვიგზავნის".

ამავე ქვაზე არის ამოჭრილი სახე ორი ყორანისა, რომელთაც მიმფრინავთ ნისკარტით მიაქვსთ ვაშლები. ეს არის სახსოვარი იმისა, რომ ამ ლავრაში იდგა მსხმოიარე ვაშლის ხე, მისი ნაყოფისაგან ტრაპეზობდნენ მონასტრის ძმები.

ერთხელაც ყველა ძმა მიხვდა, რომ ვაშლები ჩუმად იკრიფებოდა ხიდან, მაგრამ ვერა გაიგეს-რა. ბოლოს წინამძღვარმა ინება დარაჯის დაყენება, რომელმაც დაინახა, რომ ორი ყორანი მოვიდნენ, მოსწყვიტეს ვაშლები და შეიტანეს ერთ კლდეში; ცნობისმოყვარე კაცმა ისურვა ნახვა იმ ადგილისა, სადაც ყორნებმა შეიტანეს ვაშლები; აღმოჩნდა, რომ იმ კლდეში ყოფილა მოღვაწე დაყუდებული, რომელიც ყორნებისგან საზრდოობდა. სულიერის სიტკბოებით ეამბორნენ ერთმანეთს და დაიწყეს ბაასი ზეციურ ცხოვრებაზედ. შემდგომ ამ ალაგზედაც გამრავლდნენ მოღვაწეები, გამოკვეთეს ეკლესია და სენაკები, წითელ უდაბნოდ წოდებული, რომელიც სამხრეთისკენ, ბერთუბნისა და დავითის უდაბნოს შორის ორ ვერსზედ მდებარეობს. დღესაც არის ძველი, ჩამოქცეული ეკლესია და სენაკები.

ზემოთ ნახსენები კარის ქვაზედ კიდევ არის ამოჭრილი ორი ლომი, ჯაჭვით დაბმულნი. ეს მოგვაგონებს იმას, რომ ღვთისადმი მინდობილთა დათრგუნონ ლომი და ვეშაპი, როგორც დაიმორჩილა წმინდა დავითმა დიდი და საზარელი იგი ვეშაპი, რომელიც იყო ამ უდაბნოს დიდს ქვემო ხევში და რომელმაც შეუჭამა ირემს ნუკრი; ამიტომ წმინდა დავითმა გამოიყვანა ამ ხევიდან ეს საშინელი გველი, რომლის მნახველი ლუკიანე შიშით თავზარდაცემული დაეცა მიწაზედ; მაშინ დავითმა უბრძანა: "მამაო ლუკიანე! რად შეშინდი ერთის ჭიისაგან, რომელიც განგებულებითა ღვთისათა დაიწვა ცეცხლითა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2019, 12:19 PM

"როცა ხედავ, აზერბაიჯანელი დავით გარეჯს გედავება და ამ დროს ეკლესიიდან მიდიხარ, შემდეგ დავით გარეჯში სელფს იღებ: დავით გარეჯი უნდა დავიცვაო, ეს არ არის დაცვა."

/დეკ. გიორგი თევდორაშილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2019, 07:03 PM

"აქ პეიზაჟი დრო-ჟამის მიღმაა. მესამე ათასწლეულის ზღურბლზე იგი ალბათ არ განსხვავდება იმისაგან, რაც შოთა რუსთაველს შეეძლო დაენახა ჯირითის დროს. ყვავილებით მოფენილ ველს გადავივლით თუ არა, ძველ და წმინდა ადგილს, დავითგარეჯის ლავრას მივადგებით. ეს ღვთის მადლით მოსილი ერთ-ერთი ადგილია, სადაც აღმოსავლური ბერმონაზვნობის სულიერება ვლინდება", - წერდა დავითგარეჯის მონასტრის სილამაზითა და განუმეორებელი პეიზაჟით აღტაცებული ფრანცისკელი არქეოლოგი მიქელე პიჩირილო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2019, 10:35 PM

"მონასტრულმა ცხოვრებამ ასეთი ხალხური სიმღერაც შემოგვინახა:

"წმინდა დავითის უდაბნო, გამოკვეთილი კლდესაო,
შიგა სუფევენ ბერები, მადიდებელნი ღვთისაო.
წირვა და ლოცვა იმათი, გალობა გერონტისაო".

ლექსში მოხსენიებული გერონტი ვაჩნაძე განუმეორებელი ხმითა და გალობით იყო ცნობილი. იგი XIX ს-ის დასაწყისში, ღრმა მოხუცებული მიიბარა უფალმა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2019, 05:03 PM

"- ამჟამად რა ხდება მნიშვნელოვანი მონასტერში?

- უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, დავიწყეთ აქაური ფლორის შესწავლა. უნდა გამოვიკვლიოთ, რომელი მცენარეები ეთვისება აქაურ გარემოს, რომ ვიზრუნოთ მათ გაშენებაზე. დავითგარეჯი უდაბნოა და განსხვავებით სხვა მონასტრებისგან კლიმატური თავისებურებებით ხასიათდება, აქ ზაფხული ძალიან ცხელია, ზამთარი კი, მართალია, დიდთოვლიანობით არ გამოირჩევა, მაგრამ საკმაოდ მკაცრი იცის. ამიტომ ვინაიდან ჩვენს გარშემო ხე არ ხარობს, უკვე ზაფხულის და შემოდგომის პერიოდიდან ვიმარაგებთ შეშას ზამთრისთვის."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2019, 10:23 PM

"- რამდენადაც ვიცი, გაიწმინდა დავით გარეჯელის საფლავი ამ რამდენიმე წლის წინ.

- დიახ, უწმინდესი ილია მეორე ჩამობრძანდა და გაიხსნა მამა დავითის საფლავი. მის წმინდა ნაწილებს არ შეხებიან, უბრალოდ გადაიღეს ფოტოზე და კინოკამერით. არსებობს კიდევაც მამა დავითის მთლიანი სხეულის ფოტოსურათი, რომელიც დაუნაწევრებელი აღმოჩნდა და ასევე დარჩა მისი საფლავის გაწმენდის შემდეგაც."


"- იმ ადგილს, სადაც დოდო გარეჯელი მოღვაწეობდა, რატომ უწოდებენ დოდოს რქას?

- დოდო გარეჯელი წმინდა დავითის თანამოღვაწე იყო. როგორც ვაზს გამოაქვს რქა, დოდო გარეჯელმაც ასევე გამოიღო რქა დავით გარეჯელის მოღვაწეობის მეშვეობით, და ამიტომაც ეწოდება იმ ადგილს დოდოს რქა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2019, 10:00 PM

"აზერბაიჯანელები ორ უზარმაზარ სასაზღვრო ყაზარმას აშენებენ, ისეთს, რომ ალბათ, არც ერთ სექტორში, არც საზღვარზე ამხელა მშენებლობა არ განუხორციელებიათ" sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2020, 02:48 PM

"2012 წლის 6 მაისს აზერბაიჯანელებმა დაიკავეს უდაბნოს მონასტერი. "უდაბნო" მცირე ვარძიაა. ეს არის 69 სენაკი უნიკალური კედლის მხატვრობით, რასაც გარეჯული სკოლა ჰქვია"

/მამა კირიონი (ონიანი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2020, 08:30 PM

"მეზობლობა არ არის, რომ აზერბაიჯანს ისტორიის გაყალბებით მიჰქონდეს ჩვენი ტერიტორიები, რომ ეს ვითომ ალბანური კულტურა იყოს. ალბანურმა კულტურამ სახელმწიფოებრივი არსებობა დაასრულა მე-5 საუკუნეში, დავითგარეჯი კი მე-7 საუკუნეში შეიქმნა! ახლოც არ არის ეს ქრონოლოგიურად!"

/მამა კირიონი (ონიანი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2021, 10:07 PM

"დავით გარეჯელმა მეექვსე საუკუნეში უდაბნო სამონასტრო კომპლექსად იმიტომ აქცია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში გვეთქვა, ის ტერიტორია ჩვენ არ გვეკუთვნის?!"

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2021, 08:34 PM

"დავითგარეჯა არის ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელზეც დგას ქართული იდენტობა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2021, 05:18 PM

"საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დავით გარეჯის კომპლექსის დღევანდელი სადაო მონაკვეთის, მონასტრები: ჩიჩხიტური და უდაბნო, - წარმოადგენს ქართველი ერის ისტორიული, სარწმუნოებრივი და კულტურული იდენტობის ნაწილს".

/წმინდა სინოდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2021, 08:41 PM

"ისტორიულად, კულტურულად და რელიგიურად, გარეჯი არის საქართველო და ეს უდავოა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2021, 06:07 PM

"მესაზღვრე ბერი-ვიდრე მამა ილარიონისნაირი სასულიერო პირები დგანან ქვეყნის და ერის სადარაჯოზე, იმედი სულ არსებობს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 5 2021, 08:40 PM

"იყო დრო, როცა დავითგარეჯის ლავრას, ბერ-მონაზონთა სიმრავლის გამო, ბერთა ქალაქს უწოდებდნენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2021, 08:19 PM

"ყველა ქართველმა იცის, თუ რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა დავით გარეჯელი. ღირსი დავით, დოდო, ლუკიანე და სხვა გარეჯელი მამების ცხოვრება ქართულად და საქართველოში დაიწერა; სხვა ენებზე არ დაწერილა - არც სომხურად და არც აზერბაიჯანულად, - თუმცა როდესაც ეს გარეჯელი მამები მოღვაწეობდნენ, მაშინ აზერბაიჯანი არც არსებობდა"

/მეუფე იოანე (გამრეკელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2021, 08:43 PM

"გარეჯზე ასევე სომხეთსაც აქვს პრეტენზია, მაგრამ იქ არცერთი სომხური წარწერა არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს არც აზერბაიჯანული და არც ალბანური წარწერები".

/მეუფე იოანე (გამრეკელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2021, 08:06 PM

"კედლის მხატვრობა, რომელიც დაცულია გარეჯის გამოქვაბულსა და მონასტრებში, ასევე მეტყველებს იმაზე, რომ ეს ქართული კულტურის ძეგლია"

/მეუფე იოანე (გამრეკელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2022, 03:12 PM

"ბიზანტიაში პატივს სცემდნენ თავის წმინდანებს მოწამეობრივი მოღვაწეობის, ასკეტური ცხოვრების, ღრმა საღვთისმეტყველო აზროვნებისათვის. დავით გარეჯელი არც მოწამე იყო, არც ასკეტი, არც საღვთისმეტყველო სკოლის დამაარსებელი. ბუნება, რომელიც ეგვიპტელ მეუდაბნოეთა თვალში სატანური შემოქმედება იყო ადამიანის შესაცდენად, დავით გარეჯელისათვის ბუნება, უფლის სიდიადის და სიკეთის გამოვლინება იყო. დავით გარეჯელს უყვარდა საუბარი ირმებთან, ფრინველებსა და ცხოველებს იცავდა მონადირეებისაგან და როგორც შალვა ამირანაშვილი ასკვნის, ფრანცისკ ასიზელზე თითქმის სამი საუკუნით ადრე დავით გარეჯელმა განახორციელა თავმდაბლობა - მორჩილების იდეალი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2023, 01:35 PM

"გახსოვთ, მელაშვილის ცნობილი განცხადება: რაც ჩვენი არ არის, იმაზე როგორ უნდა ვიდავოთო. ეს შეგნებულად ითქვა. ეს იყო შეკვეთა. მისი მოღალატეობრივი პოზიცია ამ სიტყვებიდანაც ჩანს. მოღალატე სააკაშვილი, ნინო კალანდაძე (მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი) და ნიკა რურუა (მაშინდელი კულტურის მინისტრი) სამ ხმაში ამტკიცებდნენ, რომ საბჭოთა კავშირის დროს არსებული რუკების მიხედვით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ეს ნაწილი: ბერთუბანი, ჩიჩხიტურის კოშკი და უდაბნოს მონასტერი, საქართველოს შემადგენლობაში არ შედიოდა"

/დამოუკდებელი უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2023, 01:19 PM

"დავით გარეჯის ლავრა მუდამ გამოირჩეოდა ბერთა სიმრავლითა და მკაცრი ტიპიკონით, სოფლის ამაოებას განშორებული მოღვაწენი აქ ჰპოვებდნენ სულის სიმშვიდეს. წმინდა სავანეში ერთნაირ პირობებში ცხოვრობდნენ სიმდიდრესა და პატივს განრიდებული მამები".

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)