კითხვები და თხოვნები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კითხვები და თხოვნები |
N. R. |
Jul 25 2007, 12:53 AM
პოსტი
#1
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ვგონებ ჩვენთვის საჭირო და საინტერესო იქნება.
აქ შეგიძლიათ დასვათ ნებისმიერი კითხვა ყველაფერთან დაკავშირებით რაც საეკლესიო მუსიკას ეხება. რაზეც შევძლებთ თავად გიპასუხებთ, რაზეც ვერა და უფრო მაღალი რანგის ხალხს შევაწუხებთ და ნებისმიერ კითხვაზე მაქსიმალურად ამომწურავ პასუხებს მოგაწვდით. კითხვები შეგიძლიათ სხვადასხვა მომღერლებთანაც დასვათ და შევეცდებით მაქსიმალურად მოვიძიოთ პასუხები. აგრეთვე თხოვნები, სიმღერისა თუ ტექსტების, ლიტერატურისა თუ სანოტო კრებულის ირგვლივ და ა.შ. პასუხის გაცემა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც შესაბამისი ინფორმაცია ექნება პ.ს. ამ თემაში გაჩერდება მხოლოდ კითხვებისა და პასუხების შემცველი პოსტები -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
Didgoreli |
Jul 31 2007, 02:53 PM
პოსტი
#2
|
ძლევაი საკვირველი ჯგუფი: Members პოსტები: 3,829 რეგისტრ.: 24-May 07 მდებარ.: თბილისი, დელისი :)) წევრი № 2,010 |
მაინტერესებს საგალობლის , "სულო ჩემო"-ს გალობა თუ შეიძლება წირვაზე , განიცადეს დროს
-------------------- ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი
www.didgorelebi.ge |
mariami-k |
Aug 1 2007, 10:41 AM
პოსტი
#3
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
ძალიან გთხოვთ თუ ვინმეს მოგეპოვებათ დადოთ "წიაღნი მამულისანი"-ს ნოტები და ჩAნაწერი.
ეს საგალობელი აღკვეცის დროს იგალობება -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
Iona |
Aug 6 2007, 09:47 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
ანსამბლი ქალგულო გაგიგიათ ვინმეს?
ანანურში მაქვს მათი გალობა მოსმენილი, და ალბათ მასზე უკეთესი გალობა არ მაქვს მოსმენილი არსად. -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
N. R. |
Aug 9 2007, 06:41 AM
პოსტი
#5
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
მაინტერესებს საგალობლის , "სულო ჩემო"-ს გალობა თუ შეიძლება წირვაზე , განიცადეს დროს ,,სულო ჩემო" მხოლოდ მარხვაში საგალობელია, ამიტომ განიცადეს დროს არ იგალობებაო -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
komisia |
Aug 10 2007, 07:48 PM
პოსტი
#6
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
ერთი ეს მითხარით, ”სულთა თანა” თუ გაქვთ? ოღონდ ანჩისხატის არა!
-------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
N. R. |
Aug 10 2007, 10:52 PM
პოსტი
#7
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ერთი ეს მითხარით, ”სულთა თანა” თუ გაქვთ? ოღონდ ანჩისხატის არა! მე არ მაქვს, და არც მგონია ვინმეს კონდეს ჩაწერილი -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
Sotiris |
Aug 13 2007, 03:22 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ასეთი კითხვა მაქვს: რატომ არის, რომ ჭილ-ეტრატის იადგარში (მე-9-მე-10 ს.-ის მიჯნის ხელნაწერი) რომელნი ქერუბინთას ხმა აწერია (მეორე ხმა), ახლანდელ პრაქტიკაში კი უცნობია ჩვენი ”რომელნი ქერუბინთას” ვარიანტები რომელ ხმას ეკუთვის (და მგონი საერთოდ არ ეკუთვნის არცერთს). ასევე მაინტერესებს, არსებობს თუ არა ხმის მითითებები თანამედროვე სანოტო კრებულებში ამ ორი საგალობლისთვის: ”აწ ძალნი ცათანი” და ”სერობასა საიდუმლოსა შენსა”.
-------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
N. R. |
Aug 13 2007, 04:13 PM
პოსტი
#9
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ასეთი კითხვა მაქვს: რატომ არის, რომ ჭილ-ეტრატის იადგარში (მე-9-მე-10 ს.-ის მიჯნის ხელნაწერი) რომელნი ქერუბინთას ხმა აწერია (მეორე ხმა), ახლანდელ პრაქტიკაში კი უცნობია ჩვენი ”რომელნი ქერუბინთას” ვარიანტები რომელ ხმას ეკუთვის (და მგონი საერთოდ არ ეკუთვნის არცერთს). ასევე მაინტერესებს, არსებობს თუ არა ხმის მითითებები თანამედროვე სანოტო კრებულებში ამ ორი საგალობლისთვის: ”აწ ძალნი ცათანი” და ”სერობასა საიდუმლოსა შენსა”. ,,აწ ძალნი ცათანის" მითითებული აქვს VIII ხმა, ,,სერობასას" - ,,რომელნი ქერუბინთას" ჰანგზე ვაწყობთ ხოლმე (არაა გამორიცხული რომ ჰანგი იყოს ხელნაწერთა ინსტიტუტში და იმაზე ხმა ეწეროს) ახლანდელ პრაქტიკაში ,,რომელი ქერუბინთას" არ აქვს მითითებული ხმა. ნებისმიერ შემთხვევაში ,,რომელი ქერუბინთა" არ მგონია ყოველ კვირას რომ ხმის მიხედვით იცვლება იმ კატეგორიის საგალობელს მიეკუთვნებოდეს. პ.ს. ჭილ-ეტრატთან დაკავშირებით კიდევ გვითხარი რამე -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
Sotiris |
Aug 14 2007, 12:37 AM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
,,აწ ძალნი ცათანის" მითითებული აქვს VIII ხმა, მუსიკალურადაც არის, თუ უბრალოდ აწერია? ჩვენში ადრე მაგას მეექვსე ხმაზე გალობდნენ, ასეთი მითითებაა მაგალითად მე-10 ს.-ში გადაწერილ ერთ ხელნაწერში, რომელიც ახლა გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშია დაცული. ციტატა ,,სერობასას" - ,,რომელნი ქერუბინთას" ჰანგზე ვაწყობთ ხოლმე მაგას მეორე ხმა აწერია ჭილ-ეტრატის იადგარში. ციტატა (არაა გამორიცხული რომ ჰანგი იყოს ხელნაწერთა ინსტიტუტში და იმაზე ხმა ეწეროს) მერე ვის უნახავთ მაგ ჰანგს? ციტატა ახლანდელ პრაქტიკაში ,,რომელი ქერუბინთას" არ აქვს მითითებული ხმა. მეორე ხმა აქვს მითითებული რომელნი ქერუბინთასთვის აგრეთვე იერუსალიმური ლექციონარის ქართულ ნუსხებსაც. ციტატა ნებისმიერ შემთხვევაში ,,რომელი ქერუბინთა" არ მგონია ყოველ კვირას რომ ხმის მიხედვით იცვლება იმ კატეგორიის საგალობელს მიეკუთვნებოდეს. კი, ადრე მასე იყო ბიზანტიურ პრაქტიკაში, ყველა ეგ საგალობელი (წირვის ბევრი სხვა საგალობელიც) მეორე (ან მეექვსე) ხმას ეკუთვნოდა, ასე მე-13-მე-14 ს.-დან კი უკვე სხვადასხვა ხმებზე გაწყობილიც გვხვდება. ციტატა პ.ს. ჭილ-ეტრატთან დაკავშირებით კიდევ გვითხარი რამე ასეთი სახელი ხელნაწერმა იმიტომ მიიღო, რომ მისი ფურცლების ერთი ნაწილი ეტრატისაა, ხოლო სხვა ფურცლები კი - ჭილის (პაპირუსის). გადაწერილია მე-9-მე-10 ს.-ის მიჯნაზე (ა. შანიძე მე-11 ს.-ს უჭერდა მხარს გარკვეული მოსაზრებების გამო, თუმცა ახლა პრინციპში გამორკვეულია, რომ მე-9-მე-10 ს.-ის მიჯნისაა). გამოცემულია ა. შანიძის რედაქციით ა. მარტიროსოვის და ა. ჯიშიაშვილის მიერ. ამ გამოცემაში ტექსტები მხოლოდ ენობრივი თვალსაზრისითაა შესწავლილი. ეს ხელნაწერი გამოყენებულია ე. მეტრეველის რედაქციით გამოსულ ”უძველეს იადგარშიც”, სადაც უკვე ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიულ მხარესაც ექცევა ყურადღება. მოკლე ამბავი ესაა და დანარჩენი უკვე თავისით უნდა წაიკითხოს კაცმა. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
N. R. |
Aug 14 2007, 12:16 PM
პოსტი
#11
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
Sotiris
I. ეს კრებული, სადაც ვნახე, არის მარხვანის და ზატიკის საგალობლები. აქ ორი ნიმუშია ამ საგალობლის და ორივე VIII ხმაზეა. მუსიკალური ჩარჩო ერთი აქვთ, გამშვენება კი სხვადასხვაგვარი. მე არ ვიცი ეს საგალობელი სხვა დროსაც იგალობება? აქ პირველშეწირულის ლიტურგიაშია. თუ სხვა მსახურებაზეც გვხვდება შესაძლოა აქ იყოს VIII ხმა, იქ VI. მუსიკალური ჰანგი არ არის ის მერვე ხმა მწუხრის მოვედით თაყვანი ვსცეთ, უფალო ღაღადვყავსა და აწ განუტევეს რომ აქვს (?) II. ვის უნდა ვუნახავდეთ, ყველაფერს ერთად ხომ ვერ გამოსცემენ და ნელ-ნელა მიხედავენ მაგ საქმეს. III. ბიზანტიური საგალობლების შესახებ ასე გამიგია, რომ ყველაფერი რვა ხმაზე აქვთ და კვირის მიხედვით ცვლიანო, მაგრამ ჩვენ ასე არ გვქონია, ჩემი აზრით. -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
Sotiris |
Aug 14 2007, 01:53 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
მე არ ვიცი ეს საგალობელი სხვა დროსაც იგალობება? ცხადია არა, პირველშეწირულის გარდა არსად არ გვხვდება. იმ ხელნაწერშიც პირველშეწირულის განგებაშია. იოანე ზოსიმესთანაა ის ხელნაწერი დაკავშირებული. ციტატა თუ სხვა მსახურებაზეც გვხვდება შესაძლოა აქ იყოს VIII ხმა, იქ VI. იხ. ზემოთ. მეექვსე ხმის ვარიანტი სად გაქრა მაშინ? ციტატა მუსიკალური ჰანგი არ არის ის მერვე ხმა მწუხრის მოვედით თაყვანი ვსცეთ, უფალო ღაღადვყავსა და აწ განუტევეს რომ აქვს (?) უფალო ღაღადყავს წესით არ უნდა გავდეს, მე ასე მგონია. ციტატა II. ვის უნდა ვუნახავდეთ, ყველაფერს ერთად ხომ ვერ გამოსცემენ და ნელ-ნელა მიხედავენ მაგ საქმეს. ოკ. უბრალოდ უცნაურია. ციტატა III. ბიზანტიური საგალობლების შესახებ ასე გამიგია, რომ ყველაფერი რვა ხმაზე აქვთ და კვირის მიხედვით ცვლიანო, არ ცვლიან ყველაფერს რვა ხმაზე, მაგრამ ეგ თემასთან მაინცდამაინც კავშირში არ არის. ჩემი კითხვა ის იყო, რატომ არის ახლა, რომ ზოგიერთ საგალობელს, რომელსაც ადრე ხმა ჰქონდა, ხმა დაეაკრგა, ან შეეცვალა. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
N. R. |
Aug 14 2007, 02:23 PM
პოსტი
#13
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
უფალო ღაღადყავს წესით არ უნდა გავდეს, მე ასე მგონია. ოკ. უბრალოდ უცნაურია. ჩემი კითხვა ის იყო, რატომ არის ახლა, რომ ზოგიერთ საგალობელს, რომელსაც ადრე ხმა ჰქონდა, ხმა დაეკრგა, ან შეეცვალა. ,,უფალო ღაღატვყავს" კი არ უნდა გავდეს, უბრალოდ ჩვეულებრის მსახურების დროს შესასრულებელ საგალობლებს მერვე ხმაზე რაც იგალობება ყველა ერთი ჰანგისაა. ყოველთვის მეგონა, რომ ხმა იყო ტიპიური ჰანგი და შესაბამის ჰანგზე დაწერილი საგალობლის ჰანგი ყველასი ერთნაირი უნდა ყოფილიყო, და უმრავლეს შემთხვევაში ასეც არის. რა რაის უცნაური, უკანასკნელ ოთხ წელიწადში ხუთი კრებული გამოვიდა და ორი კიდევ მზადაა გამოსაცემად, თან თუ გავითვალისწინებთ რომ დარედაქტირებას ერთი ადამიანი აკეთებნს კიდევ კარგად გასწვდა ამდენს. ხმის ცვლილებასა და დაკარგვასთან დაკავშირებით აუცილებლად ვიკითხავ კომპეტენტურ ადამიანებთან, სასულიერო მუსიკის სპეციალისტთან და მედავითნეობაში კარგად ჩახედულთან. ჩემი აზრით ხმის ცვლილება უშუალოდ უნდა იყოს დაკავშირებული საუკუნეების მანძილზე საკითხავებში მომხდარ ცვლილებებთან -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
Sotiris |
Aug 27 2007, 11:21 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ბერძნებს აქვთ ტრადიცია კანანარხებად პატარა ბავშვები ჰყავდეთ. ეს ბავშვები ამასთან მარტივ (ან არც ისე) საგალობლებს მგალობლებთან ერთად გალობენ, ან ყოველ შემთხვევაში კადანსებს ერთად გალობენ მგალობლებთან ერთად. ჩვენთან პრობლემაა მგალობლების და თუ ბავშვობიდან აღზრდა არ დაუწყე, ისევ პრობლემად დარჩება. აზრი აქვს ჩვენთანაც იყოს ასეთი რამე? სიტყვაზე ბავშვებმა ტრანსპონირებული პირველი ხმა რომ თქვან, მაგას ვგულისხმობ (პირველი ხმა თავისას იტყვის ისევ, მაგრამ ვთქვათ ოქტავით დაბლა ბავშვებზე). ყველა ბავშვი მგალობელი არ გამოვა, მაგრამ უფრო ეფექტური სისტემა კი მგონია ხალხის გალობით დაინტერესებისა, სტიქარში გაბლანდვას და მღვდლისთვის საკურთხეველში უთავბოლოდ ფეხებში გამოდებას მგონი ეს ჯობია.
-------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
N. R. |
Aug 27 2007, 11:29 PM
პოსტი
#15
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ბერძნებს აქვთ ტრადიცია კანანარხებად პატარა ბავშვები ჰყავდეთ. ეს ბავშვები ამასთან მარტივ (ან არც ისე) საგალობლებს მგალობლებთან ერთად გალობენ, ან ყოველ შემთხვევაში კადანსებს ერთად გალობენ მგალობლებთან ერთად. ჩვენთან პრობლემაა მგალობლების და თუ ბავშვობიდან აღზრდა არ დაუწყე, ისევ პრობლემად დარჩება. აზრი აქვს ჩვენთანაც იყოს ასეთი რამე? სიტყვაზე ბავშვებმა ტრანსპონირებული პირველი ხმა რომ თქვან, მაგას ვგულისხმობ (პირველი ხმა თავისას იტყვის ისევ, მაგრამ ვთქვათ ოქტავით დაბლა ბავშვებზე). ყველა ბავშვი მგალობელი არ გამოვა, მაგრამ უფრო ეფექტური სისტემა კი მგონია ხალხის გალობით დაინტერესებისა, სტიქარში გაბლანდვას და მღვდლისთვის საკურთხეველში უთავბოლოდ ფეხებში გამოდებას მგონი ეს ჯობია. ახლა ცაგერში რომ ვიყავით გორის გიმნაზიის ბავშვები იყვნენ ჩამოსულები, გავოცდი ისე კარგად გალობდნენ, ბევრნი ერთად, თან ყველაფერს ზეპირად. ეს მართლაც კარგი რამაა. აგრეთვე სამების საკათედრო ტაძარში რამდენადაც გამიგია დავით ნოზაძე ამეცადინებს ბევრ ბავშვს გალობაში და კვირაობით ყველანი სტიქრებში არიან და ერთად გალობენ ეს მართლაც მისაბაძია და გალობის გავრცელების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მეუფე სტეფანე რომ გიმნაზიას გააკეთებს და იქ ბავშვები ისწავლიან გალობას, დარწმუნებული ვარ პატარების ღვთისმსახურებაში მონაწილეობის ტრადიცია იქაც დაინერგება -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
Sotiris |
Aug 27 2007, 11:46 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
N. R.
მე მაგას არ ვამბობ, რასაც შენ ამბობ (ცალკე გუნდის დაყენება, თუ სწორად მიგიხვდი). მე იმას ვამბობ, რომ დიდებთან ერთად უნდა დადგენ ერთ გუნდში. დიდებთან ერთად გალობა და მსახურებაში მონაწილეობა მგონი მაინც სხვა ეფექტის მქონეა და გაცილებით ეფექტურიც უნდა იყოს გალობის შესწავლაში. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
N. R. |
Aug 27 2007, 11:53 PM
პოსტი
#17
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
N. R. მე მაგას არ ვამბობ, რასაც შენ ამბობ (ცალკე გუნდის დაყენება, თუ სწორად მიგიხვდი). მე იმას ვამბობ, რომ დიდებთან ერთად უნდა დადგენ ერთ გუნდში. დიდებთან ერთად გალობა და მსახურებაში მონაწილეობა მგონი მაინც სხვა ეფექტის მქონეა და გაცილებით ეფექტურიც უნდა იყოს გალობის შესწავლაში. ორივე შემთხვევა რომელიც მოვიყვანე დიდებთან ერთად გალობენ, თუმცა ყველა საგალობელი რომ ეგრე იყოს მაგის მომხრე არანაირად არ ვარ. -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
Sotiris |
Aug 28 2007, 12:12 AM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ორივე შემთხვევა რომელიც მოვიყვანე დიდებთან ერთად გალობენ, თუმცა ყველა საგალობელი რომ ეგრე იყოს მაგის მომხრე არანაირად არ ვარ. ყველა საგალობლის ერთად თქმა ფიზიკურად არ გამოვა, მე ასე ვფიქრობ. პ.ს. ე.ი. სამებაში ეგ ბავშვები სიმონის გუნდთან ერთად დგანან? თუმცა სიმონის გუნდს სიდიდის გამო ისედაც პრობლემები აქვს. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
ilia003 |
Dec 4 2007, 04:53 PM
პოსტი
#19
|
LELO ჯგუფი: Members პოსტები: 222 რეგისტრ.: 21-April 07 მდებარ.: TBILISI.didi digomi წევრი № 1,708 |
java script:paste('mariami-k')
ციტატა ძალიან გთხოვთ თუ ვინმეს მოგეპოვებათ დადოთ "წიაღნი მამულისანი"-ს ნოტები და ჩAნაწერი.ეს საგალობელი აღკვეცის დროს იგალობება http://bin.ge/file/112132/03-Track-3.wma.html -------------------- " ეკლესია არის ცა,ქვეყანასა ზედა"
"ჩემო დედიკო, ჩემო ღვთისმშობელო,მაცხოვნე,რადგან დავიღუპები თუკი შენ მიმატოვებ" |
mariami-k |
Dec 4 2007, 05:32 PM
პოსტი
#20
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
-------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი