მგალობლობა _ დიდი პასუხისმგებლობა, მგალობლის მოვალეობები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მგალობლობა _ დიდი პასუხისმგებლობა, მგალობლის მოვალეობები |
Rati_Van_Bakuradze |
Oct 6 2009, 10:56 PM
პოსტი
#21
|
რატი ბაკურაძე ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 16-June 08 წევრი № 5,100 |
ეგრეა,ეგრე ეჰ... უგულოდ გალობა რა ცუდია არაფრით არ გამომდის რომ გულით ვიგალობო და მოვალეობას ვასრულებ უკვე რამდენი თვეა. რა ვქნა რით გავითბო გული? ეს მიღრღნის გულს -------------------- ადრე თუ გვიან ცერა თითი მაინც გახევდა წინდას... ამიტომ გადავწყვიტე წინდა აღარ ჩამეცვა - აღმოსავლური სიბრძნე
|
lamara |
Oct 7 2009, 12:58 PM
პოსტი
#22
|
lamara ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 |
Rati_Van_Bakuradze
ციტატა რა ვქნა რით გავითბო გული? ეს მიღრღნის გულს ჩემი პატარა რჩევა იქნება.სანამ დაიწყებდე გალობას,შესთხოვე უფალს და ყოვლად-წმიდა ღმრთის-მშობელს (ძველად ასე იწერებოდა ტირეთი )შეგეწიონ, რომ იმსახურო ისე,როგორც ჯერ არს. მე ასე ვიქცევი და ყოველთვის ვგრძნობ მათ შეწევნას. -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
guram |
Nov 19 2009, 05:22 AM
პოსტი
#23
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 9-April 09 წევრი № 6,805 |
ადრე მგალობლებზეც ხდებოდა ხომ ხელდება. იმ დღეს წავაწყდი მაგ ხელდების ლოცვებს. ერთი მამაოა ჩვენტან და იმან წაუკითხა სტიქაროსანს აღსავლის წინ. ბოდიში, ხელდება რა არის? -------------------- უფალო იესუ ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, შემიწყალე მე ესე უღირსი მონაი შენი და განფხუარ გონებისა ჩემისაგან გული სიტყუაი უჯეროი და ვნებული, რომელი ეგე კურთხეულ-ხარ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დიდ არს უფალი ღმერთი ჩვენი. დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი |
Iona |
Nov 24 2009, 12:41 PM
პოსტი
#24
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
Misha Songulashvili
ციტატა ვა მგალობლები ხართ? რა მაგრად მშურს (ნამდვილი შურით)... საშინელი სმენა და ხმა მაქვს... უცნაურ ბგერებს გამოვცემ მითხრეს არაფერი გეშველებაო... თუ იმუშავებ შანსი არაა რომ ვერ გაგინვითარდეს სმენა. - ნუ რავი ზოგჯერ გარდატეხის ასაკში რომ არიან მაშინ მართლა არა აქვს ხოლმე აზრი - სანამ ასაკი არ გაივლის მარა ზოგადად დამუშევაბადია სმენაც და ხმაც. -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
ნანინა |
Nov 24 2009, 01:49 PM
პოსტი
#25
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
guram
ციტატა ბოდიში, ხელდება რა არის? მგალობელი სანამ ეკლესიაში მსახურებაზე დადგებოდა, სპეციალური ლოცვები ეკითხებოდა დღეს ასე არ ხდება სამწუხაროდ -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
ნანინა |
Jan 5 2010, 05:36 PM
პოსტი
#26
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
ვფიქრობ ეს სტატია საინტერესო იქნება ამ თემაში მპოსტავთათვის და ზოგადად მგალობლებისთვის :)
წმიდა იოანე ოქროპირი რისთვისაა საჭირო საეკლესიო გალობა? (საუბარი 41-ე ფსალმუნის შესახებ) რისთვისაა საჭირო საეკლესიო გალობა?! მაშ, ისმინე: რადგან ღმერთი ხედავდა, რომ ადამიანთა უმრავლესობის დაუდევრობიდან გამომდინარე, მათ საეკლესიო კითხვა ამძიმებდათ, ამ ღვაწლს უხალისოდ ტვირთულობდნენ და რადგანაც მას სურდა, რომ ეს შრომა სასურველად ექცია და დამთრგუნველი სიმძიმე განექარვებინა, წინასწარმეტყველებებს მელოდია შეუთავსა, რათა თითოეულს, - გალობის კეთილხმოვანებით დამტკბარს, - უაღრესი გულმოგინებით აღევლინა მისთვის წმიდა საგალობელი. და მართლაც, ვერაფერი, ვერაფერი აღამაღლებს და შეასხამს ფრთებს სულს, ვერ მოსწყვეტს მას მიწას, ვერ გაათავისუფლებს ხორცის საკვრელთაგან, ვერაფერი განაწყობს იმისათვის, რომ აღივსოს ღვთისმოსაობით და დათრგუნოს ყოველივე ცხოვრებისეული, როგორც შეთანხმებული გალობა და შეწყობილად აღვლენილი საღმრთო საგალობელი. ჩვენი ბუნება იმდენად ტკბება გალობითა და შეწყობილი საგალობლებით და იმდენად არის ამისაკენ მიდრეკილი, რომ ატირებულ და სიმშვიდედარღვეულ ძუძუთა ბავშვებსაც კი აძინებთ სიმღერა. ძიძებს ხელში აჰყავთ ისინი, აქეთ-იქით მიმოდიან, რომელიმე საბავშვო სიმღერას უმღერიან და ამგვარად ჰგვრიან ძილს. ხშირად, სასაპალნე პირუტყვს რომ მიდენიან, მოგზაურები სიმღერით მიჰყვებიან გზას და სწორედ ამ სიმღერით იმსუბუქებენ მოგზაურობის სიმძიმეს. და - არა მხოლოდ მოგზაურები; ასევე მღერიან თვით მიწათმოქმედნიც: ყურძნის დაწურვისას, ვენახის კრეფის და დარჩევისას, ან რაიმე სხვა საქმიანობის დროს. მეზღვაურებიც... ასევე იქცევიან ისინი ნიჩბების მოსმისას. ქალებიც კი, როდესაც ართავენ და აბურდული ნართის გასწორებას შეუდგებიან, ზოგჯერ თითოეული ცალკ-ცალკე, ზოგჯერ კი ყველა ერთად მღერის ხოლმე რომელიმე სიმღერას. და საბოლოოდ ყველა: ქალებიც, მოგზაურებიც, მიწათმოქმედნიც და მეზღვაურებიც ამას იმისათვის აკეთებენ, რომ სიმღერით შრომის სიმძიმე შეიმსუბუქონ. რამდენადაც შეწყობილი სიმღერის თანხლებით სულს გაცილებით უადვილდება მოწყენილობისა და შრომის ტვირთვა. ამდენად, რაკიღა ჩვენი სული ამგვარი ტკბობისაკენაა მიდრეკილი, იმისათვის, რომ ბოროტ სულებს გარყვნილი სიმღერების დანერგვით ყველფერი არ გაენადგურებინათ, მათგან დასაცავად ღმერთმა დაადგინა ფსალმუნები, რომელთაგანაც ტკბობა და სარგებელი ერთდროულად გამოედინება. საერო სიმღერებმა შეიძლება, გვავნოს, მოგვიტანოს წარწყმედა და სხვა მრავალი ბოროტება, იმიტომ, რომ ყოველივე ცუდი და უზნეო, რაც მათშია, სულში იჭრება, აუძლურებს და რყვნის მას. და პირიქით, სულიერ საგალობლებს დიდი სარგებლობა მოაქვთ, უდიდესი დამოძღვრა, უდიდესი განათლება და ისინი ყოველგვარი სათნოების წინამძღვარს წარმოადგენენ, რადგანაც მათი სიტყვებიც განწმენდს სულს და სულიწმიდაც მეყსეულად მკვიდრდება ამ საგალობლების აღმვლენელის სულში. მგალობელი რომ მართლაც ცნობიერად მოუხმობს სულიწმიდის მადლს, ამის შესახებ ისმინე, რას ამბობს პავლე მოციქული: „ნუ დაითვრებთ ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა. - შემდეგ იგი უკვე სულით აღვსების საშუალებაზე მიანიშნებს, - ეტყოდეთ თავთა თვისთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, უგალობდით და აქებდით გულითა თქუენითა უფალსა“ (ეფ. 5,18-19). რას ნიშნავს „გულითა თქუენითა“? ნიშნავს: ცნობიერად, ისე კი არა, რომ ბაგე სიტყვებს წარმოსთქვამდეს, სული კი გარეგნულ საქმეებზე მიმოდიოდეს, არამედ იმგვარად, რომ სული ისმენდეს იმას, რასაც ენა მეტყველებს. ისევე, როგორც ჭუჭყისაკენ მიილტვიან ღორები, ხოლო ყვავილებისა და კეთილსურნელების მიმართულებით ფუტკრები ისწრაფიან, ასევე იქ, სადაც გარყვნილი სიმღერები გაისმის, იკრიბებიან ეშმაკები, ხოლო, სადაც სულიერი საგალობლებია, იქ სულიწმიდის მადლი გარდამოდის და განწმენდს ბაგესა და სულს. ამას მხოლოდ იმისთვის კი არ ვამბობ, რომ მე მაქებდეთ, არამედ იმისათვის, რომ შვილებსაც და ცოლებსაც ასწავლიდეთ, რომ იგალობონ არა მარტო დართვისას, ან სხვა სამუშაოს დროს, არამედ განსაკუთრებულად - ტრაპეზზე, რამდენადაც ეშმაკი თავის სასჯელს უმეტესად ამზადებს სწორედ ნადიმებზე, სიმთვრალის, გაძღომის, უჯერო სიცილისა და სულიერი მოუძლურების ჟამს. და განსაკუთრებით სწორედ ამ დროს - ტრაპეზამდე და ტრაპეზის შემდეგ - ფსალმუნებით უნდა მოვიზღუდოთ თავი და სუფრიდან ადგომის შემდეგ ცოლ-შვილთან ერთად აღვუვლინოთ ღმერთს წმიდა საგალობლები. თუკი შუაღამისას, მოუთმენელი ჭრილობებით აღსავსე პავლე, ფეხზე ხუნდები რომ ესხა და საპყრობილეში იმყოფებოდა, ღვთის სადიდებელს აღავლენდა მაშინ, როდესაც ყველა ტკბილ ძილს მისცემოდა და ვერაფერი - ვერც ადგილი, ვერც დრო, ვერც საზრუნავი, ვერც ძილის სურვილი, ვერც მძიმე შრომით გამოწვეული დაქანცულობა გალობის შეწყვეტას ვერ აიძულებდა მას, მით უმეტეს ჩვენ, ღვთისმიერი კეთილდღეობითა და ნიჭებით აღვსილებმა, უნდა ვუგალობოთ სამადლობელი საგალობელი ღმერთს, რათა, თუკი სულში თრობისა და ძღომის შედეგად რაიმე უწმინდურობა შემოაღწევს, ყოველგვარი ეს არაწმინდება და გარყვნილი სურვილი ფსალმუნთა გალობით განვდევნოთ. და მოვიქცეთ ისე, როგორც იქცევა ბევრი მდიდარი ადამიანი, რომელიც ბალზამით გაჟღენთილი ღრუბლით წმენდს მაგიდას, რათა ჭამის შემდეგ მასზე დარჩენილი ყოველგვარი ლაქა წარხოცოს და გაასუფთავოს ის. სწორედ ასევე უნდა მოვიქცეთ ჩვენც: ბალზამის სანაცვლოდ სული სულიერი მელოდიებით აღვავსოთ, რადგანც, თუკი გაძღომის შედეგად სულში რაიმე უწმინდურობა წარმოიშობა, ამ მელოდიით ჩამოვირეცხოთ ის. ყველანი ერთად წამოვდგეთ და შევძახოთ: „მახარე მე დაბადებულითა შენითა, უფალო და ქმნულთა ხელთა შენთათა ვიხარებდე“ (ფს. 91,4ზ). ფსალმუნთა გალობას შევუერთოთ ლოცვაც, რათა ჩვენს სულებთან ერთად იკურთხოს სახლიც. ზოგიერთი ლხინზე ხუმარების, ჯამბაზებისა და უწესო ქალების მოწვევით, დემონებსა და ეშმაკებს უხმობს და საკუთარ სახლს აურაცხელი უწმინდურობით ავსებს. აი, აქედან იშობა ჩხუბი, სიძვა, მრუშობა და აურაცხელი ბოროტება; სწორედ ასევე, იგი, ვინც დავითს უხმობს - თავისი ფსალმუნით, მის მიერ თავად ქრისტეს იწვევს, მაშინ ვერცერთი ეშმაკი შესვლას კი არა, იქ შეხედვასაც ვერ გაბედავს. პირიქით: იქიდან, როგორც წყაროს სათავიდან, მშვიდობა, სიყვარული და ყოველგვარი სიკეთე ამოედინება. სხვები საკუთარ სახლს სანახაობად აქცევენ, შენ კი - ეკლესიად აქციე. და ჭეშმარიტად, იმ შეკრებულობას, სადაც ფსალმუნი, ლოცვა, წინასწარმეტყველთა ზეიმი და მგალობელ სულთა ღმრთივსათნო განწყობილება მეფობს, შეუმცდარად შეიძლება, ვუწოდოთ ეკლესია. მაშინაც კი, როდესაც სიტყვების ძალა გაცნობიერებული არ გაქვს, ის მაინც მოახერხე, რომ ბაგეს მათი წარმოთქმა ასწავლო. ენაც განიწმინდება ამ სიტყვებით, როდესაც ისინი მთელი გულმოდგინებით წარმოითქმის. თუკი ამ ჩვევას გამოვიმუშავებთ, მაშინ უკვე ვეღარც ნებით, ვერც სიზარმაცის გამო ვეღარასოდეს მივატოვებთ ამ მშვენიერ საქმიანობას, იმიტომ, რომ ჩვეულება გვაიძულებს, ყოველდღიურად, უნებურადაც კი აღვასრულოთ ეს შესანიშნავი მსახურება. ამგვარი გალობისას, ახალგაზრდა იქნება ვინმე თუ მოხუცი, უხეში ხმის მქონე, თუ სრულიად უმეცარი შეწყობილი გალობისა, ბრალი არაფერში ექნება. აქ უმანკო სულია საჭირო, მღვიძარე გონება, შემუსვრილი გული, მტკიცე ზრახვა, სუფთა სინდისი. თუკი ღვთის წმინდა კრებულში სწორედ ამ თვისებებით შეხვალ, მაშინ თვით დავითის გვერდით შეძლებ დადგომას. აქ არც ქნარია საჭირო და არც დაჭიმული სიმები, არც ხემი, არც რაიმე იარაღის ფლობა. არამედ, თუკი მოისურვებ, შეგიძლია, - ხორციელ ასოთა მოკვდინებით და საკუთარი სხეულის სულთან შეთანხმებით - თავად იქცე ქნარად. „როდესაც „ხორცთა გული არ უთქუამს სულისათვის“ (გალ. 5,17), არამედ, მის გავლენას ემორჩილება და ამ მშვენიერ და საოცარ გზაზე წარემართება. სწორედ ამ დროს შეძლებ სულიერი მელოდიის შექმნას. აქ საჭირო არ არის ხანგრძლივი ვარჯიშით შეთვისებული ხელოვნება, არამედ, - მტკიცე გადაწყვეტილება მხოლოდ და მაშინ გამოცდილებას ძალიან სწრაფად მოვიხვეჭთ. ამისათვის არც განსაკუთრებული ადგილია საჭირო, არც განსაკუთრებული დრო, გონიერი გალობა ყოველთვის შესაძლებელია. სავაჭროდ მიდიხარ, მოგზაურობ თუ მეგობრების წრეში ზიხარ, ყველგან ძალგიძს, გააღვიძო სული და უხმოდ გალობაც შესაძლებელია. სწორედ ამგვარად ხმობდა მოსე და უფალმა ისმინა მისი. ხურო ხარ? როდესაც სახელოსნოში ზიხარ და მუშაობ, შეგიძლია, იგალობო. მეომარი ხარ, თუ სასამართლოში იმყოფები, შეგიძლია, იგივე აკეთო... გაზეთი „ქართული გალობა“, № 6, 2007 წ. www.orthodoxy.ge წყარო იხილეთ აქ -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
ketev@ni |
Jan 22 2010, 04:59 PM
პოსტი
#27
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 21-January 10 წევრი № 8,013 |
ძალიან დიდი მადლობა ნანინა. რომ შემეხმიანეთ. ვერ გავხსენი და სემდებ თავიდან გავიარე რეგისყრაცია.
ეს ტემა იმდენად მომწონა რომ გამოხმაურების გარშე გულგრილად ნამდვილად ვერ ავუვლი გვერდს. მე მგალობელი ვარ , 9 წელი ვგალობდი, ეხლა ცოტათი ხელი შემეშალა და ამას ძალიან განვიცდი. მამა დავითის (მთაწმინდის)ტაძრის გოგომათა გუნდში ვგალობდი, შემდეგ გუნდის გაკოფის საჭიროება შეიქმნდა და ეხლა წმ. გრიგოლ ხანცდელის სახელობის მონატერში ვართ. ილია მართლის ტაძარშიც ვგალობდით და რავიცი კველგან სადაც მოვდიოდით მოსალოცად. კველაზე შთამბეჭდავი გეგრგეთის ტაძარში გალობა იყო, ეს იმხელა განცდაა ... რომ გადმოცემაც მიჭირს. ძალიან მიკვარს გალობა და მისი მოსმენა, გამოვეხმაურები იმ აზრს რომ მხოლოდ უნდა იმგეროო ... ეს მცდარი აზრია მამაოს ვკითხე ამის სესახებ თუ რა ტკბობასიც შეიძლება ჩავარდეს ადამიანი გალობის დროს და მან მიპასუხა , რომ მხოლოდ სიტკვებს უნდა მივაქციო ძალიან დიდი კურადგება და სემდეგ ბუნებრივია მელოდიას. სიტყვები ეს უმნიშვნელოვანესია. ძალინ მიხარია რომ ამ თემაზე დაინტერესებაა. გმერთი გფარავდეთ. |
ნანინა |
Jan 22 2010, 05:39 PM
პოსტი
#28
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
ketev@ni
გაიხარე კეთილი იყოს შენი ფეხი აქ ციტატა კველაზე შთამბეჭდავი გეგრგეთის ტაძარში გალობა იყო, ეს იმხელა განცდაა ... რომ გადმოცემაც მიჭირს გაიხარე, გაგაძლიეროს უფალმა ვიცი, გამომიცდია -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
უჩა |
Jan 23 2010, 10:30 PM
პოსტი
#29
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
ციტატა კველაზე შთამბეჭდავი გეგრგეთის ტაძარში გალობა იყო, აუ ეხლა უცებ გამახსენდა რა გრძნობა იყო წუღრუღაშენში რომ ვიგალობეთ. საოცარი ტაძარია რა. იმის მერე რამდენი წელი გავიდა მაგრამ ის გრძნობა ისევ გულში მაქვს. -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
marine |
Sep 21 2015, 06:35 PM
პოსტი
#30
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღამისთევის ლოცვაზე მამა პაისი [ათონელი] გულის შემმუსვრელად გალობდა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 3 2015, 09:21 PM
პოსტი
#31
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მოიძულა დიდება და სახელი, უარყო სოფლის ამაოება და მთაწმინდაზე მოვიდა, რათა ღვთისმშობლის ბაღის სულიერი ბულბული ყოფილიყო"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 3 2015, 11:25 PM
პოსტი
#32
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„როცა გალობა დაიწყო, გავიფიქრე, ზეციური ჰანგები სინამდვილეშიც ზემიწიერი ორღანიდან ჟღერენ. პირველად და შესაძლოა, უკანასკნელადაც, მოვისმინე ამგვარი ანგელოზებრივი ჰანგი“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 5 2015, 01:55 PM
პოსტი
#33
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„როცა მიწიერი სიკეთეებითაც აღავსეს თავიანთი სიხარული და სარწმუნოების გამარჯვების საგალობელი „ქრისტე აღდგა“ იგალობეს, აიღეს ნოტები და დაიწყეს სიმღერა მიუწვდომელი სიხარულით. მათი ზეცის ანგელოზებსაც უნდა შეშურებოდათ! მათი ხმა - წმინდა, მხიარული და საზეიმო - ექოდ ისმოდა ხეობაში, ეშვებოდა ზღვის მშვიდ ზედაპირზე და ადიოდა ათონის მთიდან ვიდრე ზეციურ ვარსკვლავებამდე“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 12 2016, 03:28 PM
პოსტი
#34
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იქ მგალობეთა შორის იყო ვაჟი, რომელსაც ბულბულივით ხმა ჰქონდა".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 25 2016, 01:00 PM
პოსტი
#35
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩემს გულში კი საგალობელი გაისმა".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 28 2016, 12:37 PM
პოსტი
#36
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მან [მამა ანატოლი] ცოტათი იცოდა ბიზანტიური გალობა და დაბალი, მეხისებრი ხმა ჰქონდა. ამ ჰიმნს ის მეორე ხმას გალობდა, სწორედ ისე, როგორც პირველად იგალობა იგი მთავარანაგელოზმა. შეეძლო, ღამის განმავლობაში ათჯერ მაინც ეგალობა. მის მოწაფეს ეს თავიდან აწუხებდა, მერე შეეჩვია".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 28 2016, 02:43 PM
პოსტი
#37
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„როცა ის [მამა ანატოლი] გალობდა, ხატის წინ ჩამოკიდებული კანდელი რხევას იწყებდა! ერთხელ მამებმა უთხრეს, კანდელმა შენი მეხივით ხმის მიზეზით დაიწყო რხევაო. მაშინ მამა ანატოლი კარიბჭეში გამოვიდა და კვლავ იგალობა. კანდელმა კი რხევა დაიწყო. იგალობებს სხვა მამაებმაც, მაგრამ კანდელი უძრავად რჩებოდა. აი, როგორი გასაოცარი და ღირსეული იყო მისი სული, უბრალო და ბავშვური. მასში მადლი იყო დავანებული და მოქმედებდა თვით „დიდ განზრახვითა და ძლიერ საქმეებითა ყოვლისმპყრობელი“ უფალი“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 1 2016, 12:24 PM
პოსტი
#38
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ნუ დაგავიწყდებათ, რომ სამგალობლო ადგილზედ საქმე თქვენი არის წმიდა, ხოლო ვალდებულება თქვენი უდიდესი და განსხვავებული".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 15 2016, 12:03 PM
პოსტი
#39
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"რუმინელ მონაზონ ნექტარიოსს, რომელიც ბიზანტიური გალობის დიდებულ მასწავლებელს, ბერდიდ თეოდორეს დაემოწაფა, ანგელოზებრივი, უჩვეულოდ სასიამოვნო ხმა ჰქონდა. სიცოცხლის ბოლოს ის უმკაცრეს ღვაწლს მიეცა და გარდაიცვალა 1890 წელს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 23 2016, 08:24 PM
პოსტი
#40
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იმთავითვე უნდა ითქვას, რომ გალობა ლოცვას, ღვთისმსახურების თანამდევია და მან განწყობა კი არ უნდა შექმნას, არამედ ლოცვით მდგომარეობაში უნდა მოიყვანოს ადამიანი. განწყობასა და განწყობილებას ქმნის არა გალობა, არამედ - სიმღერა. გალობა ზეციურია, სიმღერა - მიწიერი, ადამიანური ადამიანური ემოციების გამომხატველი. "გალობის ფსალმუნური თვისება საეკლესიო გალობას ამა ქვეყნიურისგან, ხორციელებისგან სრულიად განაშორებს, ზეციურ მოვლენად წარმოგვიჩენს" (ე. ჭელიძე). გალობა ლიტურგიის უცვლელი კომპონენტია, სიმღერა კი - ცხოვრების რიტმშია ჩართული (შრომა, სუფრა, ბრძოლა, დატირება, ქორწილი...). საგალობელი დროს აუქმებს, ზედროულია და ისე განსხვავდება სიმღერისაგან, როგორც ხუროთმოძღვრება - არქიტექტურისაგან, ხატწერა - მხატვრობისაგან. გალობა ლოცვა, ღმერთთან საუბარია".
/საბა მეტრეველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი