მედავითნეობა კილოში, რას ფიქრობთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მედავითნეობა კილოში, რას ფიქრობთ |
mr.satadarigo |
Jan 2 2010, 03:24 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 527 რეგისტრ.: 11-July 09 წევრი № 7,252 |
ამ ჩანაწერში მალხაზ ერქვანიძე კითხულობს კილოში,მე ძალიან მომწონს,ზოგიერთს არ მოეწონა,ვინ რა აზრის ხართ იქნებ დაწეროთ....კარგი იქნებოდა ყველა ტაძარში ასე რომ ამბობდნენ
http://bin.ge/file/115040/9-netareba.mp3.html -------------------- მდგმურები ვართ
|
ბიძია თომა |
Jan 2 2010, 08:46 AM
პოსტი
#2
|
t.d ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
არც მე მომეწონა, მაგაზე კარგად კითხულობენ ზოგ ტაძრებში.
-------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
mr.satadarigo |
Jan 2 2010, 10:54 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 527 რეგისტრ.: 11-July 09 წევრი № 7,252 |
ბიძია თომა
რა ვიცი,ადრე ასე ამბობდნენ ჩვენი წინაპრებიო,ხმების მიხედვით... -------------------- მდგმურები ვართ
|
უჩა |
Jan 2 2010, 01:11 PM
პოსტი
#4
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
ოო ეგ მაგარი საინტერესო საკითხია და მაგრად მაინტერესებს პირადად მე.
ალბად ბევრი გამოკვლევაა იმისთვის საჭირო თუ ადრე როგორ კითხულობდნენ ჩვენი წინაპრები, ეს თითქმის დაკარგულია და ამის აღდგენა ძალიან ძნელი იქნება. თუმცა ერთში ვარ დარწმუნებული ისევე როგორც გალობაში რომ როგორც დღეს ჩვენ ვკითხულობთ და ვგალობთ ტაძრებში ადრე ისე არ კითხულობდნენ და არ გალობდნენ, სულ სხვა ბგერათა წყობა და შეთანხმება იყო. დღეს კი ეს ყველაფერი დაკარგულია. მამაო თავის ტონში ლაპარაკობს, მედავითნე თავისაში და ამ მგალობლებმა რომელს შეუწყონ ვერ გაუგიათ. მოკლედ მართლა ბევრია სამუშაო ამ სფეროში და მისასალმებელკია რომ ამაზე მუშაობა დაიწყო და მიდის. რაც შეეხება ერქვანიძის წაკითხულს, რავი მე მომწონს ცუდი არაა. ყოველ შემთხვევაში სხვებთან შედარებით მართლა კარგად და ქართულად ჟღერს. -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
ნანინა |
Jan 2 2010, 02:40 PM
პოსტი
#5
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
ბიძია თომა
ციტატა არც მე მომეწონა, მაგაზე კარგად კითხულობენ ზოგ ტაძრებში. თემო, რომ კითხულობენ, საქმეც ისაა, რომ რუსული ტრადიციაა ჩვენთან ყველაფერში ანჩისხატის ტაძარი და მისი მგალობელთა გუნდი აგერ უკვე 30 წელია ცდილობს ქართული საეკლესიო გალობისა და ამავდროულად კილოში კითხვის ტრადიციის აღდგენას. გალობა მადლობა ღმერთს თანდათან აღდგება, რაც შეეხება კილოში კითხვას, ეს ცოტა რთული საკითხია. დღესდღეობით ქართველი ადამიანის ყური უხეშად რომ ვთქვათ გადაჯიშებულია ანუ 21-ე საუკუნის ადამიანის ყურში ძალიან ბვერი მუსიკალური ინფორმაცია ხვდება, აქ კი ძველი ქართული კილოს აღდგენა ცოტა რათულია. ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბევრ მოძღვარს და მედავითნეს მუსიკალური სმენა არ გააჩნია, ასე რომ კილოში კითხვაზე ამ შემთხვევაში ლაპარაკი ცოტა რთულია. მე შეურაცხყოფას არ ვაყენებ მათ, უბრალოდ ადრე მღვდლებად და მედავითნეებად მუსიკალური ნიჭით გამორჩეული ადამიანები იკურთხებოდნენ როგორც მე ვიცი და შესაბამისად გალობაც ყველას შეეძლო. გარდა ამისა ადრე ეს პრობლემაც არ იდგა დღეს უცხო კულტურის მომძლავრებას საკმაოდ განვიცდით. ამ ეტაპზე ცოტა რთული იქნება იმის პრაქტიკაში დანერგვა, რასაც მალხაზ ერქვანიძე კილოში კითხვითა თუ სიმღერა-გალობით აპირებს, თუმცა მიუღწეველი არაფერი და ღმერთმა ქნას, რომ ეს ტარდიციაც რამდენიმე ტაძარში მაინც აღდგეს ესეც სასიხარულო იქნება უჩა რაც შეეხება სამეცნიერო მუშაობას, შენ იცი, რომ საეკლესიო საგალობლების ძველი ჩანაწერები საკმაოდ ცოტაა.სრული მგალობლების ჩანაწერებიდან ერთი შემოქმედის სკოლა (არტემი რომ გალობს სამივე ხმას) და მეორე 11 მარგალიტი (პატარავა-სიმონიშვილი-ერქომაიშვილი). ეს ჩანაწერები მე როგორც ვიცი მალხაზმა სპეციალური აკუსტიკური აპარატით გამოიკვლია და გამოთვალა ქართული ბგერათწყობა. ნუ ამაზე მეცნიერები სერიოზულად კამათობენ. ნაწილი ემხრობა ამას, ნაწილი ფიქრობს, რომ ჩვენს დროში ეს ვერ განხორციელდება და ხელოვნური იქნება დაველოდოთ მოვლენებს. დასაწყისისთვის მე ვთვლი, რომ ცუდი წამოწყება ნამდვილად არაა ისე კარგი იქნება თუ ამ თემაში მარტო მედავითნეობაზე არ ვისაუბრებთ და ზოგადად კილოზე გვექნება საუბარი ამ ფორუმზე არიან მედავითნეებიც და ამ კუთხით ძალიან საინტერესოა მათი აზრიც იაქტიურეთ -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
უჩა |
Jan 2 2010, 07:09 PM
პოსტი
#6
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
ნანინა
ხო რიავი ყველაფერი დალაგდება ნელნელა უფლის მადლით. დასაწყისისთვის კი მემგონი ყველაზე კარგი ის იქნება რომ ყველა ტაძარში გაიმართოს მსახურება კარგად და ყურისთვის კარგად მოსასმენად. ანუ ერთ ტონში იყვნენ მგალობლები მედავითნე და მამაო შესვლები ზუსტად და შეთანხმებულად ხდებოდეს რომ კარგი მოსასმენი იყოს. ამაზე სერიოზული მუშაობაა საჭირო ჩემი აზრით. და მერე ნელ ნელა ყველაფერი იქნება რათქმაუნდა თუ მონდომებაც იქნება. -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
აკაკი |
Jan 2 2010, 09:54 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
ამ თემასთან არ ვიცი რამდენად შესაფერისი პოსტია, მაგრამ ამინც აქ დავწერ ბარემ..
მე მსმენია, (საიდანღაც, არ მახსოვს ზუსტად) რომ ფსალმუნები ადრე გალობით სრულდებოდა ღეს როგორ არის საქმე? როგორც ვიციიკითხება... ნეტავ სადმე თუ არის შემორჩენილი ფსალმუნთა გალობა... |
ნანინა |
Jan 2 2010, 09:58 PM
პოსტი
#8
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
აკაკი
ციტატა მე მსმენია, (საიდანღაც, არ მახსოვს ზუსტად) რომ ფსალმუნები ადრე გალობით სრულდებოდა ძველი აღთქმიდან მოდის ეს ტრადიცია მე როგორც ვიცი დღევანდელ საღვთისმსახურო პრაქტიკაშიც ძალიან ბევრი რამ, რასაც მედავითნე კითხულობს, მთლიანად იგალობებოდა. ასე მაგალითად მთელი საცისკრო კანონი, დასდებლები და კიდევ ბევრი სხვა დღეს ასე აღარაა სამწუხაროდ -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
აკაკი |
Jan 2 2010, 10:00 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
ნანინა
და ამის აღდგენა შესაძლებელია? მე მგონია, დიდი ძალისხმევა უნდა.... ამის ჩამოყალიბებას |
ნანინა |
Jan 2 2010, 10:02 PM
პოსტი
#10
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
აკაკი
ციტატა და ამის აღდგენა შესაძლებელია? მემგონია დიდი ძალისხმევა უნდა.... ამის ჩამოყალიბებას ჯერ ერთი ეს გამოიწვევს ღვთისმსახურების გაზრდას. საცისკრო გალობებს ისედაც ამოკლებენ მედავითნეები, გრძელი საგალობლებიც ბევრ მოძღვარს არ მოწონს რადგან თვლიან, რომ ასე ღვთისმსახურება ჭიანურდება. ასე რომ დღევანდელობისათვის ცოტა არ იყოს შეუძლებელი მგონია გარდა ამისა ძალიან ბევრი საგალობელი უბრალოდ არ გვაქვს, ან ხელნაწერთა ფონდებშია დაცული, რასაც გამომზეურება და გამოცემა უნდა მადლობა ღმერთს რომ კანონიკური გალობა აღვადგინეთ და წირვა-ლოცვის ძირითადი საგალობლები იგალობება 20-30 წლის წინ ესეც სანატრელი იყო -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
ვეშაპო |
Jan 2 2010, 10:31 PM
პოსტი
#11
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
აკაკი
ციტატა ნეტავ სადმე თუ არის შემორჩენილი ფსალმუნთა გალობა... 2 ფსალმუნი სრულიადაა შემორჩენილი, "მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა" და "უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა". ასევე ბევრი ფსალმუნია არასრული სახით, ლოცვაზე მორგებული, მათ შორის "უფალო, ღაღად-ვყავ" 8 ხმის, ნეტარ არს კაცი რამოდენიმენაირი და "აკურთხევს სული ჩემი უფალსა" ესეც რამოდენიმენაირი. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
უჩა |
Jan 3 2010, 05:16 PM
პოსტი
#12
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
ცისკარზეც იგალობება XVII ან XIX კანონებიდან ამოკრებილი მუხლები.
-------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
::სალომე:: |
Jan 3 2010, 06:44 PM
პოსტი
#13
|
ფანცქვალა :D ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,744 რეგისტრ.: 16-February 07 მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი. წევრი № 1,092 |
ციტატა დღევანდელ საღვთისმსახურო პრაქტიკაშიც ძალიან ბევრი რამ, რასაც მედავითნე კითხულობს, მთლიანად იგალობებოდა ალბათ ამიტომ გრძელდებოდა წირვა 5-6 საათი? -------------------- სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი მთავარია შენ გიყვარდეს.... გიყვარდეს ისე რომ, სამაგიეროს არ ელოდო... გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით თუ არ გიპასუხებენ... ===================================== შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის. ===================================== |
უჩა |
Jan 3 2010, 06:53 PM
პოსტი
#14
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
წირვაზე მედავითნეს წასაკითხები თითქმის არ აქვს.
აი ჟამნობაზე კი იქნებოდა საგალობლები ალბად, ეგ მეც მაგრად მაინტერესებს. მარა ეხა ჟამნებიც რაა სხვა, თუ არა რამდენიმე ფსალმუნი და ტროპარ კონდაკები. -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
::სალომე:: |
Jan 3 2010, 07:07 PM
პოსტი
#15
|
ფანცქვალა :D ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,744 რეგისტრ.: 16-February 07 მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი. წევრი № 1,092 |
ციტატა წირვაზე მედავითნეს წასაკითხები თითქმის არ აქვს ხოო, მაშინ ლოცვა უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა პს.3 საათი ვდგავართ ლოცვაზე და ვწუწუნებთ. ციტატა ისე კარგი იქნება თუ ამ თემაში მარტო მედავითნეობაზე არ ვისაუბრებთ და ზოგადად კილოზე გვექნება საუბარი რა საინტერესოაა... რაჭაში სხვა კილო იქნებოდა, გურიაში სხვა და ასე.. -------------------- სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი მთავარია შენ გიყვარდეს.... გიყვარდეს ისე რომ, სამაგიეროს არ ელოდო... გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით თუ არ გიპასუხებენ... ===================================== შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის. ===================================== |
ნანინა |
Jan 3 2010, 07:21 PM
პოსტი
#16
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
::სალომე::
ციტატა ალბათ ამიტომ გრძელდებოდა წირვა 5-6 საათი? წირვა ცალკე არ ვიცი, მაგრამ მე როგორც ვიცი ღამისთევით იყო ღვთისმსახურება: მწუხრი (შებინდებისას) _ ცისკარი (გამთენიისას) და მოყვებოდა წირვა. თუ ვცდები შემისწორეთ. მწუხრ-ცისკრის მართლა ბევრი დღევანდელი საკითხავი იგალობებოდა. თუნდაც საცისკრო გალობანი თავისი ძლისპირებით რამხელა იყო მარტო და კი გაგრძელდებოდა დიდ ხანს. დღეს ეს შეუძლებელია, მრევლი უბრალოდ ვერ გაჩერდება ამდენ ხანს ციტატა რა საინტერესოაა...რაჭაში სხვა კილო იქნებოდა, გურიაში სხვა და ასე.. საგალობლების კილოს თუ გულისხმობ ჩვენამდე მოღწეულია დასავლეთ საქართველოდან იმერულ-გურული კილო (შემოქმედის, გელათის სკოლები), ხოლო აღმოსავლეთიდან ქართლ-კახური (ე.წ. კარბელაანთ კილო). რაჭაში სამგალობლო ტრადიცია რამდენად იყო ასე ცალკე მე არ ვიცი, უბრალოდ მე როგორც ვიცი საქართველოში არსებობდა ცალკეული სამონასტრო კერები, სადაც ეს სამგალობლო სკოლები არსებობდა: გელათის, მარტვილის, შემოქმედის, ალავერდის, იყალთოს და ა.შ -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
უჩა |
Jan 4 2010, 10:13 PM
პოსტი
#17
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
ჩვენთან საკათედროში კითხულობს მედავითნე ამნაირ სტილზე დაბოლოებებით რა. რიავი მე მაგრად მომწონს რია. რავა რაჭველივით გამახსენდა.
-------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
ბიძია თომა |
Jan 4 2010, 10:18 PM
პოსტი
#18
|
t.d ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
ნანინა
სოფ გასაგებია გადაჟიშებულია ადამიანის სმენადობა მაგრამ, ამ ეტაპზე ადამიანისთვის რაც უკეთესად სასმენია და რაც უფრო ლამაზად გამოვა ვფიქრობ ის უკეთესი იქნება, ოღონდ არ გამტისკოთ ამის გამო, სამწუხაროდ რაც არ უნდა შევცვალოთ ძველი კიტხვის კილოს მგონია რომ ვერ დავიბრუნებთ მინიმუმ ერთი 30 წელი მაინც, ჩემთვის კი ეგ კილო რაც ირაკლის უდევს ძალიან უცხოა და მაგას ბევრი მედავითნის კილო მირჩევნია მაგალითად დიდი კანონას კილო უკეთესი მგონია.ნამდვილად ბევრი უკეთ კითხულობს და თქვენც მგონი მოგწონთ ეს თუ გნებავთ აღიარეთ. -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
უჩა |
Jan 4 2010, 10:32 PM
პოსტი
#19
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
ბიძია თომა
დღეს როკიც კარგი სასმენია და ვიჯაგუჯუგოთ. იცი რაა თემო ადამიანის ყური რასაც უსმენს ის მოსცონს. აი დაუკვირდი და მიხვდები. ყველაფერში მასეა რა. კი გეთანხმები აღდგენა მართლა ძალიან ძნელია და სრულად აღდგენა ალბად შეუძლებელიც მარა პროცესი უნდა დაიწყოს. აი თავის დროზე კანონიკური საგალობლები რომ არ შეცვლილიყო და სინოდის დადგენილება არ ყოფილიყო დღეს ისევ კომპოზიტორების საგალობლებს ვიგალობებდით ნეტარი ხმებით ტაძარში და ჩვენი სულ დაგვეკარგებოდა ამხელა განძი. წარმოგიდგენია რამდენ რამეს ვკარგავდით? პირადად ჩემთვის ამაზე დიდი განძი არ არსებობს. ეს ჩვენია ამის დაკარგვა ჩვენ დაკარგვას ნიშნავს. პირველად რომ იმ საგალობლების გალობა დაიწყეს მამაოები გიჟდებოდნენ ისე არ ჯდებოდა ყურში და არ მოწონდათ და ისე შეუსაბამო იყო მათთვის, ეს ჩვენ მეუფესაც მეუფე იოანეს აქვს ნაქადაგები, ვერ ვეგუებოდიო იმას რომ ვიყავი მიჩვეულიო მაგრამ წლების განმავლობაში ჩაჯდა ყურში და ყველასთვის საყვარელი გახდა. ასეა ამ საკითხშიც. -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
ბიძია თომა |
Jan 4 2010, 10:39 PM
პოსტი
#20
|
t.d ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
უჩა
არ ვიცი უჩ მე აგერ რაც მოვისმინე მაგას ვერ შევეგუები კაი ხანი, მირჩევნია სხვა მარა ბევრი უფრო ძალიან ცუდი კილო მომისმენია ტონალობა რომ არ იციან და საშინლად კითხულობენ. მე ამ წუთას ბევრი სხვა მირჩევნია და შეიძლება რომ ეს არც შეიცვალოს, გალობა ცოტა სხვა რამა და ეს გალობა რასაც ჩვენ ვგალობთ ძალიან მომწონს და ვამაყობ. -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 05:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი