IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> აფხაზეთი, სოხუმის დაცემა
შოთა
პოსტი Sep 1 2006, 09:01 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



არ შეიძლება ამ კადრებს უყუროს და ცრემლი არ მოერიოს

IPB-ს სურათი

ჩამოიხეთ


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ალექსანდრე
პოსტი Sep 2 2006, 02:20 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



მარიამი
ციტატა
მე მასეთები ძალიან მძიმედ გადამაქვს...

მეც sad.gif
ამასწინათ ''კვირის პალიტრაში'' დაიბეჭდა ბაგრამიანთა ბატალიონის დანაშაულებების შესახებ აფხაზეთში.



ბაგრამიანის ბატალიონის დანაშაულებანი - დროა, ბოდიში მოიხადონ!

ჩვენი შემწყნარებლობა სიბრიყვეში გადაიზარდა

“ასეთ ადგილებზე საგანგებოდ ნიშნავდნენ სულით ხორცამდე გახრწნილ ქართველებს”

“ბაგრამიანელებმა” ქართველების წინაშე საუკუნის დანაშაული ჩაიდინეს


აგვისტოს ბოლოს საქართველოში სრულიად სომეხთა კათოლიკოსს გარეგინ მეორეს ელოდებიან. სომეხთა სულიერი მოძღვარი საქართველოში ეკლესიების გადაცემის საკითხის განსახილველად ჩამოდის, მაგრამ, როგორც ჩანს, სომეხთა კათოლიკოსს სხვა რამეზეც მოუწევს საუბარი. ქართველი მეცნიერები მას კიდევ ერთ საკითხზე სთხოვენ აზრის გამოთქმას. კერძოდ, არმენოლოგმა ბონდო არველაძემ სომეხთა კათოლიკოსს გარეგინ მეორეს და სომხეთის პრეზიდენტს უკვე მიმართა ღია წერილით. არმენოლოგი აფხაზეთის ომში ბაგრამიანის ბატალიონის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის სომეხთა სულიერი თუ ეროვნული მოძღვრებისაგან ამ ფაქტების დაგმობას და ბოდიშის მოხდას ითხოვს...

აფხაზეთის ომში ბაგრამიანის ბატალიონის სისასტიკე ქართველი და სომეხი ხალხის ძმობის ისტორიას დამღასავით აზის, მაგრამ მთელი 13 წლის განმავლობაში სომხეთის ოფიციალურ პირებს ამ ფაქტისთვის შეფასება არ მიუციათ. სირაქლემის პოზაში ყოფნა კი ქართველებს მოსწყინდათ და ბევრმა მეცნიერმა თუ საზოგადო მოღვაწემ, რომლებიც ქართულ-სომხურ ურთიერთობებს აქამდე დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ, ფაქტებისთვის სახელის დარქმევა გადაწყვიტა. სწორედ ამ მიზეზით საქართველოში მალე გამოვა წიგნი ქართულ და ინგლისურ ენებზე, სადაც ზედმიწევნით იქნება ასახული აფხაზეთში ბაგრამიანის ბატალიონის დანაშაულებანი.

წიგნის გამოსვლის იდეამ შოკში ჩააგდო სომეხი საზოგადოება, მაგრამ ბოდიშის მოხდასა და ფაქტის შეფასებას, ჯერჯერობით, არავინ ჩქარობს...

ბონდო არველაძე (მეცნიერი, არმენოლოგი):

- მთელმა საქართველომ კარგად იცის, რომ აფხაზეთის ომში ქართველების წინააღმდეგ სომხები იბრძოდნენ, უფრო სწორად კი ბაგრამიანის ბატალიონი, რომელმაც სისასტიკით გაითქვა სახელი. მისი მებრძოლების სინდისზეა ასობით მშვიდობიანი ქართველის წამებით სიკვდილი. თავად არმენოლოგი ვარ და ეს ფაქტი ყოველთვის მაწუხებდა. ჯერ კიდევ აფხაზეთის ომის დროს მივმართე ოფიციალური წერილით სომხეთის მაშინდელ მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, მწერალ სეროკ ხანზანიანს. ჯერ შევახსენე ქართველი და სომეხი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის ისტორია, შემდეგ კი ვთხოვე სომხეთის მთავრობასა და ინტელიგენციას, მოწოდებით მიემართათ აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ მებრძოლი ბაგრამიანელებისთვის, რათა ქართველების ხოცვა-ჟლეტა შეეწყვიტათ. სამწუხაროდ, არავინ გამომხმაურებია. ერთი სიტყვაც კი არ წამოსცდენიათ თანამემამულეების შესაჩერებლად. მას შემდეგ 14 წელიწადი გავიდა, მაგრამ სომხეთის მთავრობას ბაგრამიანის ბატალიონის დანაშაულებრივი საქმიანობისთვის ოფიციალური შეფასება ჯერაც არ მიუცია. ამიტომ გადავწყვიტე, შემეხსენებინა სომხეთის მთავრობისთვის, რომ ბაგრამიანელების დანაშაულებისთვის ქართველი ხალხისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი. სწორედ ამიტომ მივმართე სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს და სომხეთის პრეზიდენტ ქოჩარიანს, მაგრამ ამაოდ. სომხეთის მთავრობის დუმილს ქართველი ხალხი ბაგრამიანელთა საქციელის გამართლებად აღიქვამს. ნამდვილად არ ეკადრებათ ეს ოვანეს თუმანიანის მემკვიდრეებს. 1918 წელს, როდესაც ქართველთა და სომეხთა შორის ომი დაიწყო, თუმანიანის რამდენიმე შვილი ერევანში ჩარჩა. მაშინ ოვანეს თუმანიანმა შვილებს შეუთვალა, თუ თქვენ ქართველების წინააღმდეგ იბრძოლებთ, შეგაჩვენებთ, უარს ვიტყვი თქვენზეო(!).

თუ სომხეთის მთავრობა შეფასებას არ მისცემს ბაგრამიანის ბატალიონის ნამოქმედარს, ქართულ-სომხურ ძმობასა და მეგობრობაზე ლაპარაკი ფარისევლობა იქნება. როგორც სომხები ვერ დაუვიწყებენ თურქეთს 1915 წლის სომეხთა გენოციდს, ვერც ქართველები დაივიწყებენ ბაგრამიანელების დანაშაულს აფხაზეთში. ქართველ ხალხს ისიც კარგად ახსოვს, როგორ იბრძოდა ზოგიერთი სომეხი საქართველოსთვის აფხაზეთში. ზოგი ამ ომში დაეცა კიდეც. მათ ქართველი ერი სათანადო პატივს მიაგებს, მაგრამ, ვიმეორებ, იმის, რაც ბაგრამიანის ბატალიონმა აფხაზეთში ჩაიდინა, დავიწყება შეუძლებელია. მათ საუკუნის დანაშაული ჩაიდინეს ქართველების წინააღმდეგ და ამას ვერ გაექცევიან ვერც სომხები და ვერც ქართველები.

- კონკრეტულად, რა დანაშაულებზეა ლაპარაკი? ალბათ, არსებობს დოკუმენტური მასალა, რომელიც ბაგრამიანის ბატალიონის სისასტიკეს და დანაშაულებრივ საქმიანობას ადასტურებს.

- კონკრეტული ფაქტების დასახელებისგან მიზეზთა გამო ამჯერად თავს შევიკავებ. არსებობს დოკუმენტური ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც ბაგრამიანის ბატალიონის დანაშაულებებს ასახავს. მასალა ამჟამად მუშავდება და სულ მალე ყველა ფაქტი ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოცემულ წიგნში მოიყრის თავს. სხვათა შორის, დოკუმენტებისა და ფოტომასალის გარდა, არსებობენ სასწაულებრივად გადარჩენილი თვითმხილველებიც. მათ კარგად ახსოვთ ბაგრამიანის ბატალიონის “საგმირო” საქმეები.

- როგორ ფიქრობთ, რატომ მოიქცნენ სომხები ასე?

- ზოგიერთი სომეხი ბაგრამიანის ბატალიონის გამართლებას ცდილობს და ამტკიცებს, რომ თურმე აფხაზებმა სომხები აიძულეს, ბატალიონი შეექმნათ და ქართველების წინააღმდეგ ებრძოლათ, მაგრამ რაც უნდა გაიძულონ, მშობელ დედას უნდა ესროლო?! სომხები აფხაზეთში XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩაასახლეს. ქართველებმა შეიფარეს, მიწა-წყალი, სარჩო-საბადებელი გაუყვეს და ამ ხალხისთვის იარაღი უნდა მიეშვირათ?

ვთქვათ, ბატალიონის შექმნა აიძულეს, ქართველების დაწვასა და წამებასაც აფხაზები აიძულებდნენ?! როგორც შევიტყვე, სწორედ ბაგრამიანის ბატალიონის წევრები დააბინავეს გაგრის სანაპიროზე, ქართველთა სახლებში. ამას წინათ სომხეთის პრესაში გამოქვეყნდა წერილი, სადაც ავტორი ტრაბახობდა, სომხებს აფხაზეთის ომის 15 გმირი ჰყავთო. სწორედ ბაგრამიანის ბატალიონიდან არიან ისინი, ვინც აფხაზეთის სეპარატისტულმა მთავრობამ ქართველების ხოცვა-ჟლეტისთვის “გმირებად” აღიარა.

- იმედი გაქვთ, რომ სომხეთის მთავრობა შეფასებას მისცემს ამ ფაქტს ან ბოდიშს მოიხდის?

- სიმართლე გითხრათ, არა, მაგრამ სომხებს უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ბრიყვები არ ვართ, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით და გვახსოვს.

რამდენიმე დღის წინ ერთი ერევნელი დოცენტი, გვარად შნასიანი შემხვდა. მითხრა, ბოლო დროს არმენოლოგიურ საკითხებს ძალზე კრიტიკულად უდგებით, ჩვენ ეს გვწყინს და მიზეზიც გვაინტერესებსო. ვუთხარი, ეკლესიებს ითხოვთ, რუკები გამოეცით და ქართულ მიწაზე გაიძახით, სომხურიაო, ანბანიდან დაწყებული ყველა დიდი ქართული კულტურული მემკვიდრეობა სომხურად გამოაცხადეთ; აფხაზეთში ბაგრამიანის ბატალიონმა ისე ამოხოცა ათასობით ქართველი, ბოდიშიც კი არ მოგიხდიათ და ეს საკმარისი არ არის კრიტიკისთვის-მეთქი? შემპირდა, ამ საკითხებზე სომხური პრესით გაგცემთ პასუხსო, მაგრამ ჯერ არაფერი ჩანს.



ბაგრამიანის მიზნებიდან ბაგრამიანის ბატალიონამდე

სერგი საჯაია (საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირისა და აფხაზეთის აკადემიის წევრი): “ბაგრამიანის ბატალიონის შექმნა ბოლო ეტაპი იყო იმ შეთქმულებისა, რომელიც ქართველების წინააღმდეგ ათეულობით წლის წინ მზადდებოდა. ბატალიონს ბაგრამიანის სახელი შემთხვევით არ დარქმევია. სომეხთა შეფარულ აგრესიას ქართველების წინააღმდეგ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს. მაგალითისთვის სოხუმისა და გულრიფშის რაიონებში მომხდარის შესახებ შემიძლია გიამბოთ. სომეხი მოსახლეობის აფხაზეთის ტერიტორიაზე შემოყვანა მუშახელის ნაკლებობის საბაბით დაიწყო. მეთამბაქოეობა პრიორიტეტულ დარგად გამოაცხადეს და რატომღაც დაამკვიდრეს აზრი, რომ ამ საქმეს ქართველები ვერ გაუმკლავდებოდნენ. ამ დარგის განვითარების მიზნით, ქართველებს ჩამოაჭრეს მიწები და სომხებს დაურიგეს. მუშაობას ისინიც შეუდგნენ, მაგრამ მალე იმ ტერიტორიაზე თუთის ხეების დარგვა დაიწყეს, თითქოს მეაბრეშუმეობის განსავითარებლად. თითო თუთის ხის დარგვისათვის პრემიასაც კი აძლევდნენ სომხებს. თუთის ხეს რომ მოაშენებდი, ის ადგილი თამბაქოს მოსაყვანად აღარ ვარგოდა, ამიტომ ახალ მიწებს აძლევდნენ თამბაქოს მოსაყვანად. ერთი-ორ წელიწადს სომხები თითქოს უვლიდნენ აბრეშუმის ჭიებს, ხელს უწყობდნენ მეაბრეშუმეობის განვითარებას, მერე ნაკვეთებში ფიცრულების ჩადგმა დაიწყეს. რამდენიმე წელიც და, თუთის ხეები ციტრუსების პლანტაციამ შეცვალა; ფიცრულებში საცხოვრებლად ჩასახლდნენ. ასე შერჩათ სომხებს “თამბაქოს მოსაყვანად” დარიგებული მიწები. ასე მოექცა სოხუმი და ქართველი მოსახლეობა სომხურ ალყაში. ამ მიზანმიმართულმა პოლიტიკამ მთლიანად შეცვალა დემოგრაფიული სურათიც და ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ქართველ პარტიულ მუშაკებსაც. ეს იყო დიდი არმენიის შესაქმნელად გადადგმული გეგმაზომიერი ნაბიჯი და ამაში ერთმა შემთხვევამ სამუდამოდ დამარწმუნა. 70-იანი წლების დასაწყისში მე და ჩემმა დეიდაშვილმა მოსკოვში წასვლა გადავწყვიტეთ. მაშინ მოსკოვი-ერევნის მატარებელი დადიოდა. ბილეთები ვერ ვიშოვეთ და გამცილებელს ვთხოვეთ წაყვანა. გამცილებელმა საერთაშორისო ვაგონი შემოგვთავაზა. დავსხედით. ჩემი დეიდაშვილი ბერძენია, მეც დედით ბერძენი გახლავართ და ბერძნული საუბარი გავაბით. უცებ გვერდით კუპედან სპორტულად ჩაცმული კაცი შემოვიდა, ქართველები არ ხართო? - გვკითხა და თავის კუპეში შეგვიპატიჟა. არაფერი მითქვამს, მისი აზრები მაინტერესებდა... ამოალაგა სომხური დელიკატესები, გაშალა პურმარილი, ცოტა დავლიეთ კიდეც... ერთი სიტყვით, ერთი-ორი ჭიქის შემდეგ ჩვენს მასპინძელს ენა გაეხსნა. დიდი ინტერესით გვკითხა, აფხაზეთში რა ამბავია, ქართველები ხომ არ გავიწროებენო. ვუთხარი, არის პატარ-პატარა გაუგებრობები, მაგრამ ისეთი არაფერი-მეთქი... დაგვამშვიდა, ცოტაც მოითმინეთ და, აფხაზეთში ქართველის ჭაჭანება აღარ იქნება, აფხაზეთი მალე “ველიკაია არმენიას” ნაწილი იქნება; აღმოსავლეთ საქართველო უკვე ამ გზას ადგას, მაგრამ აქ მეგრელები გვიშლიან ხელსო და მეგრელების მისამართით ისეთი ეპითეტები იხმარა, რომ არც ღირს მოხსენიება. ჩვენმა მასპინძელმა ის გეგმა გაგვაცნო ზოგადად, რომლითაც სომხები რუსეთთან ერთად აფხაზეთიდან ქართველებისა და აფხაზების განდევნას აპირებდნენ. ის კაცი კი მარშალი ბაგრამიანი აღმოჩნდა. მასთან საუბრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ აფხაზეთის გაარმენება რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი იყო. რუსებს ეს ხელს აძლევთ, რადგან სომხები მუდამ რუსეთის იმპერიის სტრატეგიულ მოკავშირეებად ითვლებოდნენ. აფხაზეთიდან ქართველთა განდევნის გეგმა ჯერ კიდევ 60-იან წლებში შემუშავდა. სხვათა შორის, ესეც ბაგრამიანმა გვითხრა. ისე, ამ საქმეს ქართველების ხელშეწყობის გარეშე ვერ მოახერხებდნენ.

სოხუმის რაიონში არსებობდა რუსთაველის სახელობის კოლმეურნეობა. საცხოვრებლად სამოთხე იყო. 1989 წელს სწორედ ამ კოლმეურნეობიდან გამოიყო 19 სამოსახლო მიწის ნაკვეთი. აქედან მხოლოდ ორი ერგო ქართველს და ისიც სომხების დახმარებით(?!) - ერთ-ერთს თურმე სომეხი საყვარელი ჰყავდა. იმავე წელს ხელში ჩამივარდა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შუამდგომლობა, ვისთვის უნდა გამოეყოთ აფხაზეთში მიწის ნაკვეთები. მაგალითად, მთელი გულრიფშის რაიონიდან აფხაზეთში 0,15 ჰექტარი გამოუყვეს ერთადერთ ქართველს, მაშინ როცა სომხებს დაუბრკოლებლად აძლევდნენ 0,25 ჰექტარს.

ის ერთადერთი ქართველიც ბაბუშერის ეთერზეთების მეურნეობის მთავარი ბუღალტერი იყო, ფული თავზე საყრელად ჰქონდა. ამისთანა კაცმა 0, 15 ჰექტარის მეტი ვერ აიღო და უფულო ქართველი რას გააწყობდა? თავად სოხუმელი კაცი გახლავართ, ძირძველი, ნამდვილი აფხაზი. სოხუმის რაიონში რომ არის ბერკეთის ხეობა, სწორედ იქიდან ვარ, სოფელ აკაფიდან. ერთხანს სხვა სოფელში ვმუშაობდი. დასასახლებლად მიწის ნაკვეთი მჭირდებოდა. მის ნაცვლად ჩემი საგვარეულო მიწის ჩაბარება გადავწყვიტე, მაგრამ მაინც ექვსი წელიწადი ვიწვალე, რომ ჭაობიანი მიწა მოეცათ, მაშინ როცა სომხებს უპრობლემოდ ურიგებდნენ საუკეთესო მიწებს. ის სოფელი, სადაც დავსახლდი, იმ ექვსი წლის მანძილზე, ჩემ თვალწინ იქცა სომხურ სოფლად. ასე ხდებოდა სომეხი მოსახლეობის მსოფლმხედველობრივი და იდეოლოგიური მომზადება და ჩამოყალიბდა კიდეც სომხური მოძრაობა “წერო”, მოგვიანებით კი, სისასტიკით განთქმული ბაგრამიანის ბატალიონიც შეიქმნა.

ომში ტყვეობა და მკვლელობა არ არის გასაკვირი, მაგრამ აქაც არსებობს ზნეობრიობის კრიტერიუმი. სწორედ ეს არ გააჩნდათ ბაგრამიანის ბატალიონის ბოევიკებს. ქართველებს ხომ უმოწყალოდ ხოცავდნენ, ქართულ წიგნებსაც ანადგურებდნენ, წვავდნენ. ბაგრამიანელებმა, რომელთა შორის ჩემი სომეხი მეზობლებიც იყვნენ, მე რომ ვერ მომიხელთეს, სახლიდან ჩემი პალტო გამოიტანეს, ხეზე დაკიდეს და დაცხრილეს. მოკლედ, სიმბოლურად დამხვრიტეს, ჩემი უმდიდრესი ბიბლიოთეკა კი ცეცხლს მისცეს...

სამწუხაროდ, ამ ტრაგედიას თვითონვე შევუწყვეთ ხელი, ქართველი პარტიული მუშაკები ქრთამის სანაცვლოდ ყველაფერზე მიდიოდნენ.

სპიტაკში მიწისძვრის შემდეგ სომხები საბჭოეთის სხვადასხვა ქალაქში დაანაწილეს, მაგრამ მითითება იყო, არსად არ უნდა ჩაეწერათ. აფხაზეთში სპიტაკიდან დროებით ჩამოსახლებულებმა კი ეს იოლად მოახერხეს ქართველი პარტიული მუშაკების მეშვეობით.

მე კი, როგორც სკოლის დირექტორს, 25-ბავშვიანი ქართული კლასი რომ დამემტკიცებინა, ჯერ სოხუმში, მერე თბილისში ქრთამი უნდა მიმეცა, მაშინ როცა 15 ბავშვზე სომხური, რუსული თუ სხვა ეროვნების კლასებს უპრობლემოდ ამტკიცებდნენ. ასე რომ, ბევრმა ქართველმა 30 ვერცხლად გაყიდა თავისი ქვეყანა.

აფხაზეთის საოლქო კომიტეტში ეთნოკრატიის კვოტით ინიშნებოდა ხალხი. ასეთ ადგილებზე საგანგებოდ ნიშნავდნენ სულით ხორცამდე გახრწნილ ქართველებს, რომელთა შეგნება და მენტალიტეტი ქართველობის იდეისაგან ძალიან შორს იყო. ჭირი როგორ შეიძლება მარგებელი იყოს, მაგრამ იმ ჭირმა ასეთ ქართველებს დაანახვა, რომ არ შეიძლება მშობლიური მიწით ვაჭრობა.

ბაგრამიანის ბატალიონის სისასტიკეზე უამრავი შემზარავი ფაქტი ვიცი. ტყვედ ჩავარდნილ ან მშვიდობიან მოსახლეებს (მათ შორის, ომის შემდგომაც) ხეზე აბამდნენ, თავზე საბურავებს აცმევდნენ და ისე წვავდნენ. რამდენი ქალი გააუპატიურეს... სოფელ იაშთხვაში ერთი ახალგაზრდა ქართველი ქალი ჩარჩა და სომხების ოჯახში იმალებოდა. მათ გასცეს ქალი და ჯალათებს მიუგდეს. მთელმა ბაგრამიანის ბატალიონმა გააუპატიურა საბრალო და ჭკუიდან შეიშალა.

რამდენი ასეთი ტრაგიკული ისტორიაა, რომელი ერთი გავიხსენო. შესაძლოა, ვინმემ ანტისომხური ფსიქოზიც დამწამოს, მაგრამ მათ გასაგონად ვიტყვი: მე ვიყავი ის მასწავლებელი, რომელიც რუსული სკოლის მოსწავლე სომეხ ბავშვებს ფაკულტატურის ხარჯზე სომხურ წერა-კითხვას ვასწავლიდი, რომ მშობლიური წერა-კითხვა და მშობლიური ქვეყნის ისტორია სცოდნოდათ. სამწუხაროდ, ჩვენი შემწყნარებლობა და მოთმინება სიბრიყვეში გადაიზარდა და დროა, ხმა ამოვიღოთ. ამას წინათ თბილისში გამოვიდა ვინმე იშხანიანის წიგნი, სადაც ავტორი ამტკიცებს, რომ ქართველთა გადაშენება დემოკრატიისა და პროგრესის გამარჯვებაა, რომ მას უფრო სიცოცხლისუნარიანი ერი უნდა ჩაენაცვლოს(!). ყოველივე ამის შემდეგ არ მაქვს იმედი, რომ სომხები ბოდიშს მოგვიხდიან ბაგრამიანის ბატალიონის დანაშაულებისთვის. ჩვენ არ უნდა გავჩუმდეთ, მსოფლიოს გასაგონად უნდა ვთქვათ ყველაფერი”.

ნოდარ ნათაძე: “ბაგრამიანის ბატალიონს უამრავი სასტიკი დანაშაული აქვს ჩადენილი. ომი უკვე დამთავრებული იყო, როცა ქართველმა პარტიზანებმა სომეხი ეროვნების მებრძოლი აიყვანეს ტყვედ. ტირილი და მოთქმა-გოდება დაიწყო. შეეცოდათ ქართველებს და მის გაშვებას აპირებდნენ, როცა გულზე დაკიდებული პარკი შენიშნეს. გახსნეს და შიგ ქართველების დათხრილი თვალები, მოჭრილი ყურები და ცხვირი ნახეს. ეს სომეხი ბაგრამიანის ბატალიონის წევრი აღმოჩნდა. აფხაზები ბაგრამიანის ბატალიონის წევრებს თითოეული ქართველის მოკვლაში 100 დოლარს უხდიდნენ, ამის დასადასტურებლად მათ მოკლული ქართველის რაიმე ორგანო უნდა წარედგინათ...

ამის თვითმხილველი გერმანე ბესელია შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. მხოლოდ მის სოფელში სომხებმა და აფხაზებმა 67 ქართველი გამოასალმეს სიცოცხლეს.

გერმანე ბესელია: “სახლ-კარის დატოვება ბევრს არ უნდოდა. ზოგს მწოლიარე დედა, და ან ძმა ჰყავდა სახლში. სომხების ჯგუფი შემოვიდა სოფელ მერხეულში. მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობის დახვრეტა რომ დაიწყეს, ჩემმა მეზობელმა ქალმა თივის ზვინში დამალვა მოახერხა. სომხებმა შენიშნეს, თივის ზვინი თოკით მაგრად შეკრეს, ცეცხლი წაუკიდეს და შორიდან უყურებდნენ. ჩემს მეზობელ მოხუც ქალს, მთელი სოფლის თვალწინ ნაჯახით წააცალეს თავი... აი, ასე სასტიკად ექცეოდნენ ისინი ქართველებს”.

ბატალიონი ომის დაწყებისთანავე შეიქმნა. ძირითადად, გაგრელი და გუდაუთელი სომხებისგან იყო დაკომპლექტებული და მას ვინმე ტრაპიზონიანი ხელმძღვანელობდა.

P. S. გენერალურ პროკურატურაში აფხაზეთის ომში ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ 200-ტომიანი მასალა ინახება. ყველაზე შემზარავი ბაგრამიანის ბატალიონის დანაშაულებია. როგორც ამ მასალებში ჩახედული ხალხი ამტკიცებს, გილაევისა და ბასაევის რაზმების სისასტიკე ბაგრამიანელების “გმირობებთან” მოსატანიც არ არის.

თივაში ჩამწვარი და ნაჯახით თავწაკვეთილი ქართველი ქალებისა და ბავშვების სისხლი ბაგრამიანის ბატალიონელთა სინდისზეა.

ხათუნა პაიჭაძე



--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
shota   აფხაზეთი   Sep 1 2006, 09:01 PM
მარიამი   ამ ფილმში რამე სის...   Sep 1 2006, 09:10 PM
shota   მარიამი აფხაზეთის ...   Sep 1 2006, 09:16 PM
mnate   ეჰ ახლა გული მტკივ...   Sep 1 2006, 09:17 PM
shota   ჩამოღებასთან რამე ...   Sep 1 2006, 09:22 PM
მარიამი   მაშინ გავუფრთხილდ...   Sep 1 2006, 09:24 PM
mnate   მედია ფლეიერი გამ...   Sep 1 2006, 09:25 PM
shota   სადღაც 1 სათI დაჩირდ...   Sep 1 2006, 09:33 PM
mnate   ოკ ეგრე ვცდი :) როგ...   Sep 1 2006, 09:36 PM
iako   ჩემტან არ იხსნება ...   Sep 1 2006, 10:10 PM
shota   iako თუ მედია ფლეიერი ...   Sep 2 2006, 01:09 AM
ალექსანდრე   მარიამი მეც :( ამას...   Sep 2 2006, 02:20 AM
მარიამი   კაი რა ალექსანდრე, ...   Sep 2 2006, 11:36 AM
shota   ალექსანდრე მძიმე ს...   Sep 2 2006, 12:07 PM
shota   ვისაც სუსტი გული ა...   Sep 2 2006, 12:42 PM
shota   კიდე მაქვს მძიმე ს...   Sep 2 2006, 01:13 PM
ალექსანდრე   shota აი ეგ მღვდელი იყ...   Sep 2 2006, 02:04 PM
ალექსანდრე   აფხაზეთის ომის დრო...   Sep 2 2006, 02:59 PM
gorgasali   გაიხარე ალექსანდრ...   Sep 25 2006, 10:23 PM
salome   ახლახანს ვუყურე პი...   Sep 25 2006, 10:33 PM
gorgasali   ოოო მეც უყურე მაგ ფ...   Sep 26 2006, 02:05 AM
ალექსანდრე   მოდით კიდევ ერთხელ...   Sep 27 2006, 02:29 AM
leqso   ღმერთმა გისმინოს...   Sep 27 2006, 11:36 AM
ABDALA   "აფხაზეთის ომი და...   Sep 28 2006, 04:11 PM
guja   ღმერთმა ინებოს რომ...   Sep 28 2006, 04:19 PM
liliana   ღმერთმა ინებოს რო...   Sep 28 2006, 04:24 PM
ალექსანდრე   საფლავთა მცველი... ...   Oct 2 2006, 02:18 AM
shota   ალექსანდრე მაგაში ...   Oct 2 2006, 11:45 AM
nini egriseli   შეგიძლიათ მითხრათ ...   Apr 16 2007, 10:09 PM
Floyd   nini egriseli ტორენტებზე ი...   Apr 16 2007, 11:09 PM
mampali   ღალატიანი ომი: ღალ...   Apr 17 2007, 01:43 PM
კანონისტი   მეგობრებო, მოდით ა...   Nov 21 2007, 02:16 PM
ნათია   ძალიან მძიმე "სურ...   Nov 21 2007, 02:18 PM
კანონისტი   აფხაზეთის ტერიტორ...   Nov 21 2007, 02:25 PM
ქავთარაძე   კანონისტი http://img147.imagesha...   Nov 21 2007, 02:28 PM
კანონისტი   რამდენიმე ციტატა: ...   Nov 21 2007, 02:29 PM
კანუდოსელი   "აფხაზეთში ქართვ...   Nov 21 2007, 03:34 PM
ქავთარაძე   კანონისტი უიჰ ისი...   Nov 21 2007, 02:33 PM
ჰ ა რ ი რ ა   კანონისტი უიჰ ისი...   Nov 21 2007, 02:39 PM
კანონისტი   ქავთარაძე ცხადია. ...   Nov 21 2007, 02:35 PM
ქავთარაძე   http://img442.imageshack.us/img442/8325/29oy0.jpg ...   Nov 21 2007, 02:38 PM
GABAONI   ომი იყო ...... ომი განუ...   Nov 21 2007, 02:46 PM
ქავთარაძე   ეგეთები-ც კი არა ეგ...   Nov 21 2007, 02:56 PM
GABAONI   მძიმე კადრებია ........ ...   Nov 21 2007, 02:59 PM
კანონისტი   მოდი მიყოლებით დავ...   Nov 21 2007, 03:07 PM
Giorgi-   http://img208.imageshack.us/img208/1153/01ac6uo9.j...   Nov 21 2007, 03:34 PM
Giorgi-   http://img156.imageshack.us/img156/9665/095am5.jpg   Nov 21 2007, 03:36 PM
GABAONI   კანუდოსელი რათქვა...   Nov 21 2007, 03:38 PM
ქავთარაძე   კანუდოსელი გეუბნე...   Nov 21 2007, 03:41 PM
Giorgi-   ჟიული შარტავა http://img15...   Nov 21 2007, 03:44 PM
Giorgi-   http://img156.imageshack.us/img156/4889/01rv6.jpg ...   Nov 21 2007, 03:50 PM
marine   ვედრება.. :( http://i030.radikal.r...   Nov 21 2007, 05:29 PM
lev   ეს იყო მსოფლიოში ყ...   Nov 23 2007, 08:47 PM
IZAKUNA   es martla sashinelebaa!imedia exla mainc moveg...   Nov 24 2007, 12:19 AM
t.d   ეჰ რაღა დაგიმალოთ ...   Nov 24 2007, 09:23 PM
Genesis   გამსახურდია და მის...   Nov 24 2007, 11:43 PM
t.d   ზემოთ პოსტში ვთქვი...   Nov 25 2007, 02:39 PM
t.d   ჯემალ არზენაძე ...   Nov 25 2007, 03:34 PM
Misha_kartveli   ეს ომი იყო საქართვ...   Nov 26 2007, 12:47 PM
nini_1   აფხაზეთის ომის გახ...   Nov 26 2007, 01:28 PM
Ismail   უკრაინელები, რომლე...   Nov 26 2007, 02:10 PM
კანონისტი   ღიმილის ბიჭებს სი...   Dec 6 2007, 01:41 PM
marine   ღიმილის ბიჭებს სი...   Dec 6 2007, 03:19 PM
zviadauri   დღეს გზა გახსნეს ა...   Dec 6 2007, 05:24 PM
Ismail   აფხაზეთს რომ დავიბ...   Dec 7 2007, 03:08 PM
Lenus   ბატონებო და ქალატ...   Dec 8 2007, 05:07 PM
didgoris fani   დავიბრუნებთ... აუცი...   Dec 13 2007, 07:54 PM
tamara   აფხაზეთზე ბევრი სა...   Dec 13 2007, 08:10 PM
didgoris fani   ძალიან საინტერესო...   Dec 13 2007, 09:02 PM
t.d   ძალიან მძიმე ჩემთვ...   Dec 13 2007, 09:09 PM
tamara   მასალები შეგროვებ...   Dec 13 2007, 09:25 PM
შოთა   Ismail მაგ უკრაინელებზ...   Dec 13 2007, 11:48 PM
tamara   ახლა კიდევ ერთი ის...   Dec 14 2007, 12:14 PM
ilia003   http://bin.ge/file/117128/-Files-GE--Afxazeti.wmv....   Dec 14 2007, 09:25 PM
m16   ეს არავის შერჩება. ...   Feb 3 2008, 01:23 AM
m16   პრაპავშიე ბეზვესწ...   Feb 3 2008, 01:36 AM
tamuna m   გავიხსენოთ აფხაზე...   Feb 13 2008, 07:51 PM
marine   გავიხსენოთ აფხაზე...   Feb 14 2008, 12:25 PM
tamuna m   [b]ციტატები ომის დაწ...   Feb 14 2008, 03:30 PM
yipiani gio   zviadauri ეჭვი მეპარება ...   Feb 17 2008, 03:42 AM
tamuna m   zviadauri ეჭვი მეპარება ...   Feb 17 2008, 06:10 PM
marine   კოსოვოს აღიარების ...   Feb 18 2008, 11:14 AM
marine   * * * * * * * * * * * აფხაზეთზე...   Feb 18 2008, 12:24 PM
კანონისტი   marine უნიჭო პიარია.... :...   Feb 18 2008, 12:31 PM
marine   იგივე მოხდება აფხ...   Feb 18 2008, 12:35 PM
კანუდოსელი   [b]marine უნიჭო პიარია.......   Feb 19 2008, 03:36 PM
marine   აფხაზეთში დაბრუნე...   Feb 19 2008, 03:47 PM
კანუდოსელი   არა, ზაზა, ეს ოფტოპ...   Feb 19 2008, 03:56 PM
marine   დრო გვიჩვენებს მა...   Feb 19 2008, 03:57 PM
კანონისტი   marine აფხაზეთის ცნობ...   Feb 18 2008, 12:39 PM
ნათია   უფლის ნება როგორიც...   Feb 18 2008, 12:47 PM
marine   უფლის ნება როგორი...   Feb 18 2008, 12:52 PM
tamuna m   შეთქმულება საქართ...   Feb 19 2008, 03:06 PM
marine   აფხაზეთსა და დან...   Feb 19 2008, 03:29 PM
marine   ასე, რომ აფხაზეთი...   Feb 20 2008, 11:41 AM
marine   (აფხაზეთის წვიმა მ...   Feb 19 2008, 04:58 PM
tamuna m   ქართველთა გენოციდ...   Feb 19 2008, 05:16 PM
კანონისტი   საქართველოს უმაღლ...   Feb 19 2008, 05:28 PM
marine   tamuna m საშინლად მტკივ...   Feb 19 2008, 05:32 PM
jevrie   ...   Mar 24 2008, 12:39 AM
3 გვერდი V  1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th May 2024 - 03:24 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი