IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> გენმოდიფიცირებული პროდუქტები!, და შხამ-ქიმიკატები...
Atman
პოსტი Jun 30 2010, 09:08 AM
პოსტი #1


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



World According to Monsanto
სამყარო მონსანტოს მიხედვით


დეტექტივი, დოკუმენტური
2008
საფრანგეთი
მარი-მონიკ რობინი
არპად პუშტაი
”საკვები - ეს არის ძალაუფლება! ჩვენ მას ვიყენებთ, რათა შევცვალოთ ადამიანთა ქცევა. ზოგი ამას მოსყიდვასაც დაარქმევს. ჩვენთვის კი სულერთია - მაინც არ ვაპირებთ შეცვლას...” (კატერინა ბერტინი) ფილმი არის ”დარტყმა” ყველასთვის, ვონც გენმოდიფიცირებული პროდუქტის, ბიოტექნოლოგიების და გლობალიზაციის მომხრეა...(V)

IPB-ს სურათი

http://gol.ge/index.php?cat=movies&details=7048&order=1.1

მონსანტოს შესახებ გაგებული გექნებათ ალბათ. ეს არის უდიდესი ამერიკული მონსტრ-კორპორაცია, რომლისთვისაც შემოსავალია ყველაზე მთავარი და ამას სწირავს კაცობრიობას, ბუნებას და დედამიწას!

მონსანტო ფულს უხდის ყველკა ქვეყნის ფერმერებს და გლეხებს, რომ მათი გენმოდიფიცირებული ხორბალი, სიმინდი, შვრია და სხვა პროდუქტები დათესონ, ხოლო ბუნებრივი ხორბლის შესყიდვას და განადგურებას ახდენენ, რომ საბოლოოდ მოსპონ.

დარწმუნებული ვარ მონსანტოს პროდუქტი საქართველოშიც ფართოდაა გავრცელებული, ოფიციალური ან შენიღბული სახით.

მოკლედ საინტერესო ფილმია და გირჩევთ ნახოთ!

ეს კი ძალიან კარგი ქართული სტატიაა მონსანტოს შესახებ:

http://ucnauri.com/17/05/2010/მონსანტო/

აკონტროლეთ რას მიირთმევთ!

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


P.S.თუ ეწვევით “მონსანტოს” ოფიციალურ საიტს ნახავთ მრავალ ფერად-ფერად ფოტოს ბედნიერი ოჯახებითა და “აყვავებული” გარემოთი.თუმცა ეს მხოლოდ შეფუთვაა და მის უკან ბევრი შავ-ბნელი საქმე იმალება,რამაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა გარემოს.
ცივილიზებული სამყაროს 99% დაცულია გენეტიკური პროდუქტებისგან,რადგან არის კონტროლის მექანიზმები.მართალია ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე,მაღაზიებში მრავლად ნახავთ გენური ინჟინერიის “შედევრებს” თუმცა მათზე არის დიდი ასოებით დატანებული წარწერა “გენეტიკურად მოდიფიცირებული”.
ხოლო საქართველოს მსგავსი ქვეყნები კი ყველაზე დიდ ზიანს იღებენ,რადგან ასეთი კონტროლის მექანიზმები არ არსებობს და არავინ არ იცის რას მივირთმევთ-ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას თუ “მონსანტოს” მსგავსი კომპანიების ტექნოლოგიებით მიღებულ ნაგავს.

პ.პ.ს. ასეთი კომპანია მარტო მონსანტო არაა!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
6 გვერდი V « < 4 5 6  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(100 - 102)
marine
პოსტი Jan 19 2017, 07:06 PM
პოსტი #101


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,035
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენი ცოდვებისათვის, მთელი კაცობრიობის ცოდვებისათვის, იმ უსჯულოებებისათვის, გარშემო რაც ხდება, ვშიშობ, რომ სული წმიდის მადლი წაერთვა პროდუქტებსაც, ხილსაც და ბოსტნეულსაც. მათ პირში იდებ და კუჭამდე ვერ ჩადის, რადგან უგემურია. საკვების გემოც ღვთის ბოძებულია, მაგრამ დღეს ყველაფერი უმარილოა".

/ბერი დიონისე (ეგნატე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 17 2018, 08:48 PM
პოსტი #102


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,035
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე საუბრის დროს დაისმის, არის ის, თუ რამდენად ასეთი საკვების მიღება უქმნის თუ არა ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს.

სპეციალისტების პასუხი მარტივია. მათი თქმით, გენმოდიფიცირებული პროდუქციის მიღება სახიფათოა და გარკვეულმა კვლევებმაც დაადასტურა, რომ მათი მიღება ბევრი დაავადების გამომწვევი შეიძლება გახდეს.

მეცნიერებმა ექსპერიმენტი მდედრ ვირთაგვებზე ჩაატარეს, მათ გენოდიფიცირებული სიმინდითა და სოიით კვებავდნენ. მათი ნაშიერები დღენაკლულნი იბადებოდნენ და ძალიან მალე იღუპებოდნენ, ამასთან, მათი შვილები შთამომავლობას ვეღარ იძლეოდნენ.

ეს საშიშროება ვრცელდება ადამიანებზეც, ანუ თუ ფეხმძიმე ქალბატონი გენური ინჟინერიით გამოყვანილი საკვებით იკვებება, მის ნაყოფზე არაჯანსაღი კვება განსაკუთრებით მძიმედ აისახება."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2018, 09:24 PM
პოსტი #103


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,035
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს უკავშირდება, ალერგიაა. მაგალითად, ამერიკაში ბევრ ბავშვს აქვს ალერგიული რეაქციები გენმოდიფიცირებულ მიწისთხილზე. ამასთან, ალერგია იმდენად მწვავეა, რომ უკვე აღწერილია სიკვდილის შემთხვევებიც.

მეორე მაგალითია გენმოდიფიცირებული პომიდორი. არქტიკული თევზის გენები მეცნიერებმა გამოიყენეს პომიდვრის ყინვაგამძლეობისთვის. ერთი შეხედვით ყველაფერი იდეალურადაა, თუმცა რელიგიურ ასპექტს რომ თავი დავანებოთ, ვისაც თევზზე ალერგია აქვს, ახლა პომიდორთანაც სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

ჯერჯერობით ბოლომდე არ არის ცნობილი, ახალი გენმოდიფიცირებული პროდუქტები როგორ იმოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 4 5 6
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th May 2024 - 08:46 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი