IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

18 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Closed TopicStart new topic
> ვედები
Atman
პოსტი Apr 15 2010, 11:00 AM
პოსტი #81


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ვაგრძელებ ვედური კოსმოგრაფიის თემას (დასაწყისთან ერთად დავდებ):

IPB-ს სურათი

ვედების მიხედვით ჩვენს მატერიალურ სამყაროს აქვს კვერცხის ფორმა (წაგრძელებული ბურთის). ეს ნიშნავს რომ მას აქვს საზღვრები. მისი დიამეტრია
14 969 655 360 000 000 მილი.

ეს კვერცხი ქვემოდან სანახევროდ ავსებულია წყლით (გარბჰადაკის ოკეანე). ამ კვერცხის გარსის შიდა გარსი მიწის ელემენტისგან შედგება და ძალიან სქელია. შემდეგი გარსი წყლის ელემენტისგან შედგება და 10-ჯერ უფრო სქელია. შემდეგი ასევე 10-ჯერ უფრო სქელი ცეცხლის ელემენტის შრეა. შემდეგი ჰაერის ელემენტის შრეა. შემდეგ ეთერის ელემენტის შრე. შემდეგ მოდის შრე, რომელიც შედგება ჭკუის ნატიფი სხეულისგან. შემდეგ არის გონების ("რაზუმის") ნატიფი სხეული. და ბოლოს ყველაზე ნატიფი ელემენტი, რომლის შრეც ყველაზე სქელია და ყველაზე გარედან აკრავს კვერცხს, ეს არის "ცრუ ეგო". ანუ რეალურად ცარიელ სიცარიელეს ამ კვერცხში ძალიან მცირე ზომა უკავია (ფაქტიურად მთელ კვერცხთან შედარებით წერტილივითაა, იმდენად სქელი გარსები აკრავს)... ასეთი სამყაროები (კვერცხები) უსასრულოდ მრავალია. ზოგი დიდი ზომისაა ზოგი მციირე ზომის. ჩვენი სამყარო პატარა სამყაროდ ითვლება. არსებობს ასევე სულიერი პლანეტების სამყარო, რომლებიც გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე მატერიალური სამყაროები და მათზე გაცილებით უფრო მეტი ინდივიდუალური სული ცხოვრობს ვიდრე მატერიალურ სამყაროებში.

კვერცხის შუიდან, ანუ ოკეანის ზემოდან, რომელიც შუამდე ავსებს კვერცხს, იწყება პლანეტათა სისტემები. სულ არის 14 პლანეტარული სისტემა.

ყველაზე მაღალ პლანეტას ეწოდება სატია ლოკა.

მასზე ცხოვრობს ბრაჰმა (მატერიალური სამყაროს შემქმნელი) ბრაჰმას სხეული შედგება გონების (რაზუმის) სხეულისგან. მას აქვს 4 თავი (სივრცის 4 მიმართულებით), თუმცა სხვა სამყაროების ბრაჰმებს შეიძლება მეტი თავი ქონდეთ, იმის მიხედვით თუ რამდენგანზომილებიანია ეს სამყარო. (ჩვენი ბრაჰმა ოთხთავიანია და ჩვენთან 64 განზომილებაზე მეტი არ არის). ასევე ამ პლანეტათა სისტემაზე ცხოვრობენ ის სულები, რომლებიც სიცოცხლის თავისი ციკლის დასრულების შემდეგ პირდაპირ სულიერ სამყაროში მოხვდებიან. ცოცხლობენ 15 ტრილიონ წელზე მეტს.

შემდეგი (ანუ ზემოდან მეორე) მპლანეტათა სისტემაა "ტაპა-ლოკა" (ტაპას-ნიშნავს ასკეზას, "ლოკა"- ადგილს, პლამეტას). იქ ცხოვრობენ უდიდესი ბრძენები, რომლებიც ასრულებენ უდიდეს ასკეზებს. ისინი ფიქრობენ ღმერთზე, ასრულებენ თავის მოვალეობებს და ასევე აკეთებენ დიდ ასკეზებს. მათი მატერიალური სხეული შედგება ჰაერის ელემენტისგან. არ იციან რა არის ავადმყოფობა. იქ მოქმედებს მხოლოდ სათნოების გუნა (სუფთა სახით).

მესამეა ჯანა ლოკა. აქაც მატერიალური სხეული ჰაერის ელემენტიუსგან შედგება.

მეოთხეა მაჰარ-ლოკა. აქ სიცოცხლის ხანგრძლივობა ნაკლებია, სულ რაღაც
4 300 000 000 დედამიწის წელიწადი biggrin.gif (სატია-ლოკაზე 15 ტრილიონი წელი ცოცხლობენ).

მეხუთეა სვარგა-ლოკა. აქ უფრო მეტად ჭარბობს ცეცხლის ელემენტი (მზე ამ დონეს განეკუთვნება). სათნოების გუნასთან ერთად აქ არის უკვე ვნების გუნაც. მათგან მოდის დიდი გავლენა ჩვენზე და ჩვენ პლანეტაზეც. სვარგალოკაზე მმართველად ითვლება ნახევარღმერთი, რომელსაც ჰქვია ვივასვანი (მზის ღმერთსაც უწოდებენ). ის ახდენს მეთვალყურეობას მთლიანად საშუალო პლანეტათა სისტემაზე (ანუ პლანეტათა სისტემები იყოფა მაღალ, საშუალო და დაბალ პლანეტებად. ჩვენ საშუალოს განვეკუთვნებით). თავდაპირველად ღმერთმა ვივასვანს გაანდო ვედები და მან გაავრცელა შემდგომ:
" ღმრთეების პიროვნებამ, უფალმა შრი კრიშნამ თქვა: იოგას ეს უკვდავი მეცნიერება მე მზის ღმერთ ვივასვანს ვასწავლე, ვივასვანმა ასწავლა მანუს, კაცობრიობის მამამთავარს, მანუმ კი, თავის მხრივ, იგი იკშავაკუს გადასცა.
ეს უმაღლესი მეცნიერება გადაეცემოდა მოწაფეობრივი თანმიმდევრობის ჯაჭვით და წმინდანი მეფეებიც ასე გებულობდნენ მას. მაგრამ დროთა განმავლობაში თანმიმდევრობა დაირღვა, ამიტომ მეცნიერების ჭეშმარიტი სახე დაკარგული ჩანს.
დღეს უზენაესთან ურთიერთობის სწორედ ამ უძველეს მეცნიერებას გიყვები, ვინაიდან შენ ჩემი ერთგული და მეგობარი ხარ და ამიტომ ამ მეცნიერების ტრანსცენდენტალი საიდუმლოების გაგება შეგიძლია.
"
(ბჰაგავად-გიტა4.1-3)
იქ გონების სხეულთან ერთად უკვე აქვთ ჭკუის სხეული (რომელიც ცეცხლოვანი ელემენტისგან შედგება, ჩვენშიც და ყველაში, ვისაც ჭკუა გააჩნია). ამ სისტემაზე ცხოვრობს 33 000 000 ნახევარღმერთი, რომლებიც სამყაროს ადმინისტრატორები (მმართველები) არიან.

მეექვსეა დონეა ბჰუვარ-ლოკა. აქ უკვე ჩნდება წყლის ელემენტი.

მეშვიდეა ბჰურ-ლოკა. ეს უკვე ჩვენი გალაქტიკაა. დედამიწაზე არ შევჩერდები და დედამიწის ქვემოთ ჩვენსავე სისტემაში არის პლანეტები, რომლებსაც ქვიათ ბილასვარგა და ეს განეკუთვნება შედარებით მსუბუქი ჯოჯოხეთური ტიპის პლანეტებს. ამ პლანეტის მცხოვრებლები ჩვენ გვგვანან. მათ აქვთ საკმაო ცოდნა კარმაზე, ორგანიზმის მკურნალობაზე (მათ შორის მცენარეებით) და ამ პლანეტებიდან ჩვენთან ბევრი ინფორმაცია შემოდის, მაგრამ ზემოთა პლანეტების ინფორმაციისგან განსხვავებით აქედან არ მოდის ცოდნა ღმერთის და ღმერთის მსახურების შესახებ და მოდის მხოლოდ ის ცოდნა, რომელიც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, სიცოცხლის გახანგრძლივებაში და ა.შ. გვეხმარება. ადამიანები, რომლებიც მატერიალურ ცოდნას იღრმავებენ და სულიერს არა, ხვდებიან სწორედ ამ პლანეტაზე და იქ აგრძელებენ დეგრადაციას (მეტწილად). ამ პლანეტებზე თითქმის ვერ აღწევს მზის სინათლე და იქაურობას ანათებენ ღვთაებრივი გველები - "ნაგები", რომლებსაც თავზე მანათობელი მარგალიტი (თუ რაღაც ეგეთი) აქვთ. იქ უამრავი საშუალებაა სიამოვნებისთვის. ყველას უყვარს სექსი. ძალიან განვითარებული ტექნოკრატიული ცივილიზაცია აქვთ, ღმერთზე კი არაფერი იციან. მფრინავი თეფშები (დისკის ფორმის) სწორედ ამ პლანეტებიდან მოდიან ჩვენთან. და დარწმუნებულნი არიან რომ მათთან უფრო ჯობია ვიდრე ჩვენთან და ცდილობენ ჩვენც "გვასწავლონ" რაღაცეები biggrin.gif

ანუ დედამიწა არის გამყოფი ზღვარივით. დედამიწის ზემოთ არიან ღვთაებრივი ცივილიზაციები, ქვემოთ კი დემონური. თუ სული სხეულის დატოვებისას ქვედა ჩაკრებიდან გადის, იგი ხვდება ჯოჯოხეთურ პლანეტებზე, თუ შუა ჩაკრებიდან გადის - საშუალო პლანეტებზე, ხოლო თუ ზემოთა ჩაკრებიდან - მაღალ პლანეტებზე.

ქვედა პლანეტარული (ჯოჯოხეთური) პლანეტათა სისტემები იყოფიან 7 დონედ:

ატალა
ვიტალა
სუტალა
ტალა-ტალა
რასა-ტალა
მაჰა-ტალა
პატალა


ყველაზე მძიმე ტანჯვა პატალაზეა. როგორც წესი სულები ჯოჯოხეთურ პლანეტებზე ტანჯვით განწმენდის შემდეგ ისევ საშუალო დონის პლანეტებზე იბადებიან ცხოველებად და თანდათან ვითარდებიან.

კალი იუგაში დედამიწაზე ადამიანთა უმეტესობა დეგრადაციას განიცდის (იმიტომაც ქვია კალი იუგა - დეგრადაციის ეპოქა), და მხოლოდ მცირე ნაწილი განიცდის სულიერ პროგრესს. და ამ მცირეთაგან ძალიან მცირე აღწევს მაღალ სამოთხისეულ პლანეტებს და კიდევ უფრო მცირე ნაწილი ხვდება სულიერ სამყაროში (ცათა სასუფეველში).

სულ მატერიალურ სამყაროში არსებობს ცოცხალ არსებათა 8 400 000 ფორმა (ადამიანი მხოლოდ ერთ-ერთი ფორმაა). აქედან გონიერი ფორმა 400 000-ია. (ჩვენი გონიერების ფორმა ერთ-ერთი პრიმიტიულია). ჩვენ ნახევრად ადამიანები, ნახევრად კი ცხოველები ვართ (ვგულისხმობ ზოგად სტანდარტს). როგორც თქვენ არ მოგწონთ საღორეში შესვლა, ისე არ მოწონთ მაღალგანვითარებულ ორგანიზმებს ჩვენთან ჩამოსვლა biggrin.gif (გამონაკლისების გარდა... და ეს გამონაკლისები თანდათან გახშირდება).


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Apr 15 2010, 11:33 AM
პოსტი #82


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
ვერ მივხვდი რას გულისხმობ მუსიკაში. მელოდიას? ვედური ჰიმნები და მანტრები შემორჩენილია და თანაც ბევრი. ძირითადად ინდოეთში


კი მელოდიებს

რაკიღA ბგერებს ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მეთქი ალბატ მუსიკაც კაი ექნებათ თქო.
smile.gif


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 15 2010, 11:57 AM
პოსტი #83


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ახლა ცოტას ვისაუბრებ ამ სამყაროში არსებულ სხვადასხვა არსებებზე:

განდჰარვები - ზეციური მომღერლები, რომლებიც მაღალ პლანეტებზე ცხოვრობენ. როცა ისინი მღერიან, ირგვლივ ყველაფერი ბედნიერებით ივსება. ისინი ყოველ წამს ღმერთისთვის გალობენ (ძალიან დიდხანსაც ცოცხლობენ).

აბსარები - ქალთა სქესის წარმომადგენელი ზეციური არსებები, რომლებიც საოცარ სილამაზეს ფლობენ. არის ლეგენდები რომ ხანდახან ტაპა-ლოკაზეც კი ადიან ასკეტი ბრძენების მოსახიბლად (რა ქნან ქმარი უნდათ biggrin.gif ). ერთი ასეთი აბსარაც რომ გამოჩნდეს დედამიწაზე, ყველა კაცი მოკვდება შოკისგან (სილამაზეს ვერ გაუძლებენ biggrin.gif ). (თუ გაქვთ შინაგანი სურვილი რომ ყველაზე ლამაზი გახდეთ შემდეგ ცხოვრებაში და თან ღმერთი გიყვართ და ემსახურებით, ღმერთი ჯილდოდ აბსარად დაბადებას მოგცემთ შემდეგ ცხოვრებაში (ეს კაცებსაც ეხებათ biggrin.gif ).

კინარები - ადამიანები, რომლებსაც სხეულის რაღაც ნაწილი ცხოველისა აქვთ. (მაგალითად კენტავრები)

ურაგები - გველის ფორმის ნახევარღმერთები. (ჩინეთში რომ დრაკონებს ეთაყვანებიან სწორედ ეგ დრაკონები არიან). მათ აქვთ უდიდესი ცოდნა და სიბრძნე და ღმერთის ერთგულები არიან. მათ ნაგებსაც უწოდებენ.

პატაგები - უზარმაზარი ფრინველისმაგვარი არსებები.

ჩანაგები, პანარები, ვიდიადჰარები და პიტები - ესენიც ნახევარღმერთები (девы), იგივე სურები არიან.

შიანები - კოსმიური არწივები (პლანეტებს შორისაც შეუძლიათ ფრენა)

ვანარები (რომლებსაც თოვლის კაცსაც ეძახიან) ცხოვრობენ ჰიმალაებში. მათი ინტელექტი რამდენიმე ასეულჯერ აღემატება ჩვენსას, ამიტომაც გვემალებიან (შეუძლიათ უჩინარნი გახდნენ თუ ადამიანი დაინახეს). ისინი ცხოვრობენ როგორც ჩვენ, ასევე სხვა განზომილებაშიც (განსაკუთრებით მითიურ შამბალაში).

იაქშები - ეს უკვე დემონური წყობის ცოტა არი იყოს მახინჯი არსებები არიან. ჩვენთანაც არიან ჰიმალაებში, ოღონდ სხვა განზომილებაში (საერთოდ ჰიმალაების 3 დონე არსებობს ერთი რომელსაც ჩვენ ვხედავთ და აღვიქვამთ და კიდევ ორი რომელიც სხვა განზომილებაშია). მათ აქვთ უზარმაზარი მისტიკური ძალები (სამაგიეროდ სულიერება და მორალი ადამიანზე დაბალი აქვთ).

"პიშაჩები" -სულები ("დუხები") რომლებსაც ხშირად ადამიანებიც ვხედავთ. ისინი იკვებებიან მყრალი სუნებით და ნარჩენი საჭმელებით (და ისეთ სახლში სადაც ჭურჭელს ხშირად ტოვებენ ღამე გაურეცხავს, ასეთი "დუხები" ხშირად გვხვდებიან biggrin.gif )

ვინაკაიანები - ("დამავოებსაც" უწოდებენ) ცხოვრობენ ნატიფ (ასტრალურ) სხეულში. ძირითადად უწყინარნი არიან. ნუ ცოტათი იკვებებიან ჩვენი ენერგიით smile.gif (ან ტყეში ხეების ენერგიით).

პრეტები - ასევე "დუხები" რომლებსაც შეუძლიათ სხეულად მკვდარის სხეული გამოიყენონ (მოსიარულე გვამებზე რომაა უჟასტიკები მაგათზეა ალბათ biggrin.gif )

იადაჰები - უზარმაზარი ზღვის ურჩხულები (ჩვენს პლანეტაზეც არიან). ოღონდ ესენი გონიერი არსებები არიან და დიდ ცოდნასაც ფლობენ. იცავენ წმინდა ადგილებს (ზღვებში და ოკეანეებში დამარხულ ქალაქებსა თუ სხვადასხვა წმინდა ნივთებს)

კუშმადები - როცა ადამიანი თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს. ის ნატიფ სხეულში განაგრძობს არსებობას, სანამ მისთვის კარმულად სასიცოცხლოდ განსაზღვრული წლები არ გაივლის. ჰოდა ესენი არიან სწორედ მოჩვენებები, რომლებსაც ვედებში კუშმადები ეწოდებათ.

იატუჰანები - "ჯინები" რომლებსაც შეუძლიათ ქოთნებში და ბოთლებში ცხოვრებაც. მათი მოვალეობა და თვისებები ყველამ იცით "ალადინიდან" a075.gif

პრამათჰები - ასევე მოჩვენებები, ოღონდ კეთილი ხასიათის. ანუ იოგები და ადამიანები, რომლებიც სხეულს თავისი ნებით ტოვებენ (როგორც თვითონ თვლიან სულიერი მიზნებით) ასეთ მოჩვენებებად არსებობენ. ხშირად ეხმარებიან ადამიანებს (ხმა ზეციდან ხშირად მათი ხმაა biggrin.gif ).

დაქჰინები - "ვედმები" რომლებიც ბავშვებს აშინებენ ასტრალური სხეუულით. ხშირად როცა ბავშვი უმიზეზოდ შეშინდება ხოლმე ეს მათი ნამოქმედარია (იკვებებიან შიშის ენერგიით).

ბრაჰმა-რაქშასები - ეს ისეთი სულებია, რომლებიც "მღვდელმსახურები" იყვნენ, ოღონდ "მღვდელმსახურების" პარალელურად გარყვნილ და ცოდვილ ცხოვრებას ეწეოდნენ. არიან ბოროტები და ადამიანის სხეულში ჩასახლებაც შეუძლიათ (თუ ადამიანს სუსტი აურა აქვს ან მთვრალია და ა.შ.) ჩვეულებრივ ადამიანებს როგორც წესი არაფერს ერჩიან. უფრო მტრობენ იმათ, ვინც სულიერ ცხოვრებას ეწევა (შურის გამო უნდათ რომ ხელი შეუშალონ სულიერ განვითარებაში).

დაიტები - ასურები, ანუ დემონები (ვედურ ლიტერატურაში დემონებს ათეისტებსაც უწოდებენ biggrin.gif ) ცხოვრობენ ქვედა სამყაროებში. არ სჯერათ ღმერთის არსებობის. ქმნიან საკუთარ "მეცნიერებას". (ამჟამად ჩვენზეც დიდი გავლენა აქვს და ჩვენ მეცნიერებაზე საკმაოდ მოქმედებენ).

ყველა ეს არსება გვხვდება ზღაპრებში და მითებში. მიუხედავად იმისა, რომ მათი არსებობის არ გვჯერა, ისინი მაინც არსებობენ smile.gif

Iona
ციტატა
რაკიღA ბგერებს ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მეთქი ალბატ მუსიკაც კაი ექნებათ თქო.


ავტვირთავ რამდენიმე მანტრას და თუ სურვილი გექნებათ და ვისაც რელიგიური პრობლემა არ ექნება გადაწეროს smile.gif

ჯერ კი ამას მოუსმინე. ჯორჯ ჰარისონის მუსიკაა smile.gif
http://www.youtube.com/watch?v=5GIQTuUJwwA


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Apr 15 2010, 12:01 PM
პოსტი #84


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



Atman


და ანგელოზებზე არაფირს წერენ ვედები ?



--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 15 2010, 12:03 PM
პოსტი #85


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



Iona

როგორც ვთქვი ვედებში სიტყვა ანგელოზის ნაცვლად იხმარება სიტყვა "სურა" (ნახევარღმერთებსაც ეძახიან. და მათ სხვადასხვა "თანამდებობა" და მოვალეობა (მსახურება) აქვთ.

ხოლო დემონებს ჰქვიათ ასურები ("ა" - უარყოფის ნიშანია სანსკრიტზე).


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 15 2010, 12:48 PM
პოსტი #86


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



Iona

აქაა რამდენიმე ვედური მანტრა

http://allshares.ge/download.php?id=675E567438



--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Apr 15 2010, 12:53 PM
პოსტი #87


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(Atman @ Apr 15 2010, 01:03 PM) *

Iona


ხოლო დემონებს ჰქვიათ ასურები ("ა" - უარყოფის ნიშანია სანსკრიტზე).


ანუ იგივე სპარსული (ფაჰლაური) აჰურა - აჰურა მაზდა!

ადრე ინდო-ევროპელთა უძველეს ტომთა გაერტიანებას ერთიანი პანთეონი გააჩნდა ხოლო მას მერე რაც ის ორი ჯგუფად გაიყო ირანულად და ინდურად, ირანული ანუ არიული აჰურა ინდურში დემონების სიმბოლოდ ხოლო ვედური დევა (ახალგაზრდა ღმერთი) არიულში გარდაიქმნა დევად (ბოროტების სიმბოლოდ).


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 15 2010, 01:20 PM
პოსტი #88


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



sable

ციტატა
ანუ იგივე სპარსული (ფაჰლაური) აჰურა - აჰურა მაზდა!ადრე ინდო-ევროპელთა უძველეს ტომთა გაერტიანებას ერთიანი პანთეონი გააჩნდა ხოლო მას მერე რაც ის ორი ჯგუფად გაიყო ირანულად და ინდურად, ირანული ანუ არიული აჰურა ინდურში დემონების სიმბოლოდ ხოლო ვედური დევა (ახალგაზრდა ღმერთი) არიულში გარდაიქმნა დევად (ბოროტების სიმბოლოდ).


დევა არიულ კულტურაში ბოროტების კი არა პირიქით, სიკეთის სიმბოლოა. სურას მეორენაირად дева ქვია.

სპარსულ კულტურას არ ვიცნობ. საერთოდ რაც ძველი გონიათ ისტორიაში, შედარებით ახალია და კალი იუგას ეკუთვნის. კალი იუგაში კი ძალიან ბევრი ისტორიული ფაქტი თუ არა ახსნა მაინც დამახნინჯებულია. მითუმეტეს როცა საქმე სულიერებას და სიკეთესა და ბოროტებას შეეხება. მოკლედ წყაროები ისეთია, რომ ვერ ენდობი. მითუმეტეს წინა ეპოქებზე ცოდნა თითქმის არაა შემორჩენილი.

დარვინს რომ კითხო დღევანდელი ადამიანი ევოლუციის შედეგია. სინამდვილეში კი სატიადან კალი იუგაში დევოლუცია და დეგრადაცია ხდებოდა ადამიანის. შეიძლება თვითონ დარვინმა რეინკარნაციული ევოლუცია განიცადა (წინა ცხოვრებაში მაიმუნი იყო) და წინა ცხოვრებაც გაიხსენა ალბათ biggrin.gif biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Apr 15 2010, 01:25 PM
პოსტი #89


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(Atman @ Apr 15 2010, 02:20 PM) *

sable
დევა არიულ კულტურაში ბოროტების კი არა პირიქით, სიკეთის სიმბოლოა. სურას მეორენაირად дева ქვია.




დევები მანდედან არის აღებული არიულში. ეგ ინდო არიულის დაპირისპირების შედეგია მას მერე რაც ინდო-ევროპელების გაყოფა მოხდა, ახლა 100 % მაგის თქმა არავის შეუძლია მაგრამ Dრეს რაც არის იმის ანალიზის ფონზე ეგ ეგრეა. შენ რასაც იძახი მაგ ლოგიკით აჰურა სიკეთის სიმბოლოა არიულში და რატომ გადავიდა ინდურში ასურად ანუ ბოროტების სიმბოლოდ?! მ,აგის ახსნა ადვილია დაპირისპირება იყო და იმიტომ. სხვა ახსნა არა აქვს ამ კულტების ტრანსფორმაციას.

პს. მერე გაეცანი ავესტას შეიძლება ბევრი საერთო იპოვო.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 15 2010, 01:34 PM
პოსტი #90


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



sable

გასაგებია. დაპირისპირების ფონზე ბევრი შეცდომები არსებობს. თუმცა აჰურა შეიძლება არც იყოს ასურასთან დაკავშირებული.

მე პირადად ბევრგან "ვიქექე", მაგრამ ვედებზე ავტორიტეტულ, ყოვლისმომცველ და ღრმა ცოდნას ვერსად მივაგენი და რა თქმა უნდა სულიერების თვალსაზრისითაც და სანდოობის თვალსაზრისითაც. ჩემთვის ყველაზე მაღლა დგას.

იგი არავის არ ეკუთვნის და ვინც არ უნდა ჩემულობდეს რომ ვედები მათია, ცდება. ამოუწურავი ცოდნაა... მთავარია სწორად შეარჩიო ის რაც მართლა ღირებული და საჭიროა ვედებში.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Apr 15 2010, 01:47 PM
პოსტი #91


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



Atman

ციტატა
Iona
აქაა რამდენიმე ვედური მანტრა

http://allshares.ge/download.php?id=675E567438


ომ ნამო პჰაგავატე ვასუდევაია - რას ნიშნავს ?
რამ რამ სიტარამ ?

მელოდია აქვს ძაან მაგარი


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 15 2010, 01:54 PM
პოსტი #92


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



Iona
ციტატა
ომ ნამო პჰაგავატე ვასუდევაია - რას ნიშნავს ? რამ რამ სიტარამ ?


ომ მარცვალია, რომელიც წინ უძღვის ყველა მანტრას და ღმერთის სახელს აღნიშნავს (წარმოითქმის როგორც "აუმ").

ნამო - სახელად
ბჰაგავატე - უზენაესო
ვასუდევაია - ვასუდევას შვილო (იგულისხმება კრიშნა)

სიტა და რამა რამაიანას მთავარი გმირები არიან და ასევე ღმერთის ინკარნაციები (მდედრობითი და მამრობითი ასპექტები).


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Apr 15 2010, 02:10 PM
პოსტი #93


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
ომ მარცვალია, რომელიც წინ უძღვის ყველა მანტრას და ღმერთის სახელს აღნიშნავს (წარმოითქმის როგორც "აუმ").
ნამო - სახელად
ბჰაგავატე - უზენაესო
ვასუდევაია - ვასუდევას შვილო (იგულისხმება კრიშნა)
სიტა და რამა რამაიანას მთავარი გმირები არიან და ასევე ღმერთის ინკარნაციები (მდედრობითი და მამრობითი ასპექტები).



ანუ კრიშნა არის ღვთისშვილი --- როგორც ალუდა ქეთელაური რომ ამბობს ღვთისშვილთ უკეთ იციანო ....
დაახლოებით მასეთი ვინმეა კრიშნა ?



--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 15 2010, 02:15 PM
პოსტი #94


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



Iona
ციტატა
ანუ კრიშნა არის ღვთისშვილი --- როგორც ალუდა ქეთელაური რომ ამბობს ღვთისშვილთ უკეთ იციანო .... დაახლოებით მასეთი ვინმეა კრიშნა ?


ღვთისშვილი არა, თავადაა ყოველივეს მამა, ანუ უზენაესი ღმერთია. დედამიწაზეც იყო მოსული და მამამისი იყო ვასუდევა. მაგრამ კრიშნა მოსული იყო სულიერი სხეულით, ანუ მატერიალური ბუნება არ ჰქონია. სულიერი სხეულით მოვიდა და სულიერი სხეულითვე წავიდა.

კრშნა ცოტა რთული თემაა და რა ვიცი მგონი არ ღირს მისი აღწერა. კარგად ვერ აღვწერ მაინც და თან ამ ფორუმზე არ იქნება ლამაზი.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Apr 15 2010, 02:23 PM
პოსტი #95


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



Atman

ციტატა
ღვთისშვილი არა, თავადაა ყოველივეს მამა, ანუ უზენაესი ღმერთია. დედამიწაზეც იყო მოსული და მამამისი იყო ვასუდევა

კაი ნუ გავრცელდებით ძაან მაგრამ ერთი კიXვა ...
თუ მამაც ყავს უზენაესი ღმერთი როგორღA გამოდის ?


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 15 2010, 02:33 PM
პოსტი #96


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



Iona
ციტატა
კაი ნუ გავრცელდებით ძაან მაგრამ ერთი კიXვა ...თუ მამაც ყავს უზენაესი ღმერთი როგორღA გამოდის ?


იგი ისევე უბიწოდ ჩაისახა როგორც ქრისტე. დედამისს ერქვა დევაკი, ხოლო დევაკის ქმარს ვასუდევა. და მოიხსენიებენ როგორც ვასუდევას შვილს. ყავდა ასევე მამობილი ნანდა და დედობილი იაშოდა, ჰოდა ნანდას შვილსაც უწოდებენ. ეს ცალკე ისტორიაა, მამობილი და დედობილი იმიტომ ყავდა, რომ სხვა ოჯახში მიაბარეს ბიძამისისგან თავდასაცავად, რომელსაც მისი მოკვლა უნდოდა და მის ძებნაში სოფელში ყველა ყრმა მოაკვლევინა (ისევე როგორც ჰეროდემ).

თუ წინააღმდეგები არ იქნებიან ფორუმელები დავდებ კრიშნას ზუსტ ისტორიებს (ახლა ზეპირად ვყვები რაღაცეებს და შეიძლება მეშლება რამე).


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Apr 15 2010, 02:44 PM
პოსტი #97


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
იგი ისევე უბიწოდ ჩაისახა როგორც ქრისტე. დედამისს ერქვა დევაკი, ხოლო დევაკის ქმარს ვასუდევა. და მოიხსენიებენ როგორც ვასუდევას შვილს. ყავდა ასევე მამობილი ნანდა და დედობილი იაშოდა, ჰოდა ნანდას შვილსაც უწოდებენ. ეს ცალკე ისტორიაა, მამობილი და დედობილი იმიტომ ყავდა, რომ სხვა ოჯახში მიაბარეს ბიძამისისგან თავდასაცავად, რომელსაც მისი მოკვლა უნდოდა და მის ძებნაში სოფელში ყველა ყრმა მოაკვლევინა (ისევე როგორც ჰეროდემ).


დეჯა ვიუ არ დაემარტოს არავის ამის წაკითხვის შემდეგ smile.gif


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 15 2010, 03:21 PM
პოსტი #98


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
დეჯა ვიუ არ დაემარტოს არავის ამის წაკითხვის შემდეგ


laugh.gif laugh.gif laugh.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 15 2010, 04:43 PM
პოსტი #99


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



გაუგებრობა რომ არ იყოს მოვყვები კრშნას დაბადების ისტორიას "შრილა პრაპჰუპადას წიგნიდან" (ჩემს მიერ შემოკლებულ ვარიანტს):

უფალი კრშნას მოვლინება


ერთხელ ვასუდევა, შურასენას ვაჟი, დევაკიზე დაქორწინების შემდეგ ახლად შერთულ ცოლთან ერთად ეტლით შინ მიემგზავრებოდა... ვედური ჩვეულების თანახმად, როდესაც ქალი თხოვდება, და და სიძე შინ ძმას მიჰყავს. ეტლით მიმავალ ნეფე-პატარძალს ამ ბედნიერი წუთის აღსანიშნავად სხვადასხვა მუსიკალური საკრავით მიაცილებდნენ. პროცესია მეტად მხიარულად მიემართებოდა, კამსა (დევაკის ძმა) კი ეტლს მიუძღვებოდა, რომ უცებ ზეციდან კამსას გასაგონად საოცარი ხმა გაისმა: "რა სულელი ხარ, კამსა! შენი დისა და სიძის ეტლს მიუძღვები და არც კი იცი, რომ მისივე მერვე შვილის წერა უნდა გახდე."

კამსა გახლდათ უგრასენას შვილი ბჰოჯას დინასტიიდან. ნათქვამია, რომ ბჰოჯას დინასტიის მეფეთა შორის კამსა ყველაზე დემონური თვისებებით გამოირჩეოდა. ზეციდან წინასწარმეტყველების მოსმენისთანავე იგი თმაში წვდა დევაკის და ხმლით განგმირვა დაუპირა. ვასუდევა ევედრებოდა კამსას, ასე ბოროტად არ მოქცეოდა მის ახალგაბედნიერებულ დას... კეთილი დარიგებებითა და შეგონებებით ცდილობდა მის დამშვიდებას, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, ვინაიდან კამსას დემონებთან ჰქონდა საქმე. დემონებთან ურთიერთობის გამო იგი თვითონაც მუდამ დემონად რჩებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დიდ სამეფო ოჯახში გახლდათ დაბადებული... ვასუდევამ უთხრა კამსას: "ძვირფასო ცოლისძმაო, გთხოვ, გაითვალისწინე, რომ შენი დისგან არავითარი საფრთხე არ გემუქრება. ხიფათს ელი იმის გამო, რომ ზეციდან წინასწარმეტყველების ხმა ჩაგესმა. საშიშროება მოგელის შენი დისწულებისგან, რომლებიც ჯერ არ გაჩენილან, და ვინ იცის, მომავალში ან გაჩნდებიან, ან არა. თუ გავითვალისწინებთ, რომ საფრთხე არ გემუქრება. შენი დის გამო შიშიც უსაფუძვლოა. თუკი მას ვაჟები შეეძინება გპირდები, რომ ყოველ მათგანს შენ მოგგვრი, რათა სათანადოდ იმოქმედო."

კამსამ იცოდა ვასუდევას პატიოსანი სიტყვის ფასი და მისმა მსჯელობამ დაარწმუნა იგი. იმ წუთიდან ხელი აიღო საკუთარი დის საშინელ მკვლელობაზე. დროთა განმავლობაში ვასუდევას და დევაკის რვა ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინათ. როდესაც პირველი ვაჟი დაიბადა, ვასუდევამ არ გატეხა სიტყვა და ბავშვი უმალ კამსას მიჰგვარა. სიძის მოქმედებამ თანაგრძნობა გაუღვიძა კამსას ნასიამოვნმები დარჩა და შემდეგი სიტყვები უთხრა: "ძვირფასო ვასუდევა, ამ ბავშვის მოცემა არ არის აუცილებელი. მე გავიგონე, რომ შენი და დევაკის მერვე შვილი მომკლავს. ტყუილად რატომ უნდა წაგართვა ეს ბავშვი? შეგიძლია უკან წაიყვანო."

ვასუდევა შინ დაბრუნდა თავის პირმშოსთან ერთად. ამ დროს კამსასთან დიადი ბრძენი ნარადა მივიდა. მას შეატყობინეს, რომ კამსა თანაგრძნობით აღივსო ვასუდევას მიმართ და პირველი შვილი დაუბრუნა. ნარადას სურდა შეძლებისდაგვარად დაეჩქარებინა უფალი კრშნას გამოცხადება. ამიტომ აცნობა კამსას, რომ ნანდა მაჰარაჯა, მენახირე კაცები და გოგონები, აგრეთვე მენახირეების ცოლები ვრნდავანში, და, მეორეს მხრივ ვასუდევას მამა შურასენა და იადუს დინასტიის ვრშნის ოჯახში დაბადებული მთელი მისი ნათესავები უფლის გამოცხადებას ელოდნენ. ნარადამ გააფრთხილა კამსა, მორიდებოდა ამ ოჯახში დაბადებულ მეგობრებს, კეთილისმსურველებსა და ნახევარღმერთებს. კამსას მსგავსად მისი მეგობრებიც და ვეზირებიც დემონები იყვნენ. დემონებს ყოველთვის ეშინიათ ნახევარღმერთებისა. ნარადასაგან სხვადასხვა ოჯახებში ნახევარღმერთების მოვლინების ამბავის შეტყობისთანავე კამსამ ყურები ცქვიტა. იგი მიხვდა, რომ რადგან ნახევარღმერთები უკვე მოევლინენ, უფალი ვიშნუც მალე უნდა მოსულიყო. მან მაშინვე შეიპყრო და ციხეში ჩაყარა თავისი სიძე ვასუდევა და და დევაკი.

ციხეში რკინის ჯაჭვებით შებორკილ ვასუდევასა და დევაკის ყოველ წელს ვაჟი უჩნდებოდათ, ხოლო კამსა, ფიქრობდა რა, რომ თვითოეული მათგანი ვიშნუს ინკარნაცია იყო, ერთიმეორეს მიყოლებით ხოცავდა მათ.მას განსაკუთრებით მერვე შვილისა ეშინოდა, მაგრამ ნარადას სტუმრობის შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ნებისმიერი ბავშვი შეიძლება კრშნა ყოფილიყო. ამიტომ ერჩივნა, ცოცხალი არ დაეტოვებინა არც ერთი ჩვილი, რომელიც დევაკის გაუჩნდებოდა.

ნარადას წყალობით კამსამ თავისი წინა ცხოვრება დაინახა. მან გაიგო, რომ წინა ცხოვრებაში იყო დემონი, სახელად კალანემი, და რომ იგი ვიშნუმ გამოასალმა სიცოცხლეს. დაიბადა რა ბჰოჯას ოჯახში, გადაწყვიტა, იადუს დინასტიის ულმობელი მტერი გამხდარიყო; კრშნას დაბადება მათ ოჯახში იყო მოსალოდნელი და კამსა ძლიერ შეაშფოთა იმ გარემოებამ, რომ, როგორც წინა ცხოვრებაში, კრშნა ახლაც მოკლავდა მას.
პირველ რიგში კამსამ თავისი მამა, უგრასენა დაატუსაღა, ვინაიდან იგი იადუს, ბჰოჯასა და ანდჰაკას დინასტიებში ყველაზე ძლევამოსილი მეფე იყო. მან ვასუდევას მამის, შურასენას სამეფოც დაიკავა და ამ ადგილთა მეფედ გამოაცხადა თავი. კამსამ სხვა დემონ მეფეებთანაც დაამყარა ურთიერთობა და მრავალი ბოროტი საქმე ჩაიდინა [დაწვრილებით არ მოვყვები].
როდესაც კამსამ ერთიმეორეს მიყოლებით გამოასალმა სიცოცხლეს დევაკის ექვსი შვილი, უამრავი მეგობარი და ნათესავი მივიდა მასთან და სთხოვა, ხელი აეღო ამ საზიზღარ საქმეებზე. მაგრამ შემდეგ ყველანი კამსას მიემხრნენ.

როდესაც დევაკი მეშვიდედ დაორსულდა, მის საშვილოსნოში კრშნას სრული ექსპანსია, ანანტა შევიდა. დევაკი სიხარულმა და სევდამ მოიცვა. მას ახარებდა ის, რომ უფალმა ვიშნუმ მის მუცელში დაიდო ბინა, მაგრამ ამავე დროს ნაღვლობდა, რომ კამსა დაბადებისთანავე გამოასალმებდა მას სიცოცხლეს. ამ დროს ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ, რომელიც კამსას მიერ ჩადენილი სიმხეცის გამო იადუებს თანაუგრძნობდა, თავის იოგამაიას, ანუ შინაგან ენერგიას უბრძანა გამოცხადება. კრშნა სამყაროს უფალია, მაგრამ განსაკუთრებით იადუს დინასტიის მეუფე გახლავთ.

იოგამაია ღმრთეების უზენაესი პიროვნების უმაღლესი ენერგიაა. ვედებში ნათქვამია, რომ უფალს უამრავი ენერგია აქვს. სხვადასხვა ენერგიები გარეგანად და შინაგანად მოქმედებს, იოგამაია კი ყველაზე მაღალია. უფალმა იოგამაიას ვრნდავანში მოვლინება უბრძანა. ვრნდავანში, მეფე ნანდასა და დედოფალ იაშოდას სახლში ცხოვრობდა როჰინი, ვასუდევას ერთ-ერთი ცოლი. როჰინის მსგავსად, კამსას სიმხეცით დაშინებული იადუს დინასტიის მრავალი წარმომადგენელი იყო მთელ ქვეყანაზე გაფანტული. ზოგიერთი გამოქვაბულშიც კი ცხოვრობდა.

უფალმა იოგამაიას უთხრა: "დევაკი და ვასუდევა კამსას ტყვეობაში არიან და ამჟამად ჩემი სრული ექსპანსია, ანანტა-შეშა, დევაკის მუცელში იმყოფება. შეგიძლია ისე მოაწყო, რომ შეშა დევაკის მუცლიდან როჰინის მუცელში გადავიდეს. ამის მერე მე პირადად ვაპირებ ყველა ჩემი ენერგიით დევაკის მუცელში შესვლას. შემდეგ დევაკისა და ვასუდევას შვილად მოვევლინები, შე კი ვრნდავანში დაიბადები ნანდასა და იაშოდას ქალიშვილად.

"როგორც ჩემს დას, ქვეყნად ხალხი თაყვანს გცემს და მოგართმევს ძვირფას ძღვენს: ნელსაკმეველს, სანთლებს, ყვავილებსა და სხვადასხვა შესაწირს. შენ სწრაფად უნდა დააკმაყოფილო მათი სწრაფვა გრძნობათა ტკბობისაკენ. მატერიალური მიმზიდველობის მაძიებელნი თაყვანს სცემენ შენს სხვადასხვა მოვლინებებს, რომელთაც ერქმევათ დურგა, ბჰადრაკალი, ვიჯაია, ვაიშნავი, კუმუდა, ჩანდიკა, კრშნა, მადჰავი, კანიაკა, მაია, ნარაიანა, იშანი, შარადა და ამბიკა."

კრშნა და იოგამაია მოევლინენ და-ძმის სახით, როგორც უმაღლესი ძლევამოსილი და უმაღლესი ძალა. თუმცა ძლევამოსუილსა და ძალას შორის აშკარა განსხვავება არ არსებობს, ძალა ყოველთვის ძლევამოსილს ემორჩილება. მატერიალისტები ძალას ეთაყვანებიან, ტრანსცენდენტალისტები კი ძლევამოსილს. კრშნა უზენაესი ძლევამოსილია, დურგა კი უმაღლესი ძალაა მატერიალურ სამყაროში. ფაქტიურად ვედურ კულტურაში ხალხი ძლევამოსილსაც ეთაყვანებოდა და ძალასაც.ძალია, დურგას, ანუ კრშნას გარეგანი ენერგიის თაყვანისმცემელმა შეიძლება ადვილად მიაღწიოს ყოველგვარ მატერიალურ წარმატებას, მაგრამ ვისაც ტრანსცენდენტალურად ამაღლება [სულიერ სამყაროში მოხვედრა] სურს, ძლევამოსილს ინდა სცეს თაყვანი.

უფალმა იოგამაიას ისიც განუცხადა, რომ მისი სრული ექსპანსია, ანანტა შეშა, დევაკის მუცელში იმყოფებოდა. იმის გამო, რომ მას როჰინის მუცელში გადანაცვლება მოუწევს, შეარქმევენ სანკარშანას და იგი გახდება ყოველგვარი სულიერი ძალის, ანუ ბალას წყარო, რომლის მეშვეობითაც რამანად წოდებული უმაღლესი ნეტარების მიღწევა შეიძლება. ამიტომ სრული ექსპანსია ანანტა მისი მოვლინების შემდეგ ცნობილი გახდება როგორც სანკარშანა ან ბალარამა.

კრშნა და მისი ძმა ბალარამა:
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

უფლის ბრძანება რომ მოისმინა, იოგამაია მატერიალურ სამყაროს მოევლინა. როდესაც ღმრთეების უზენაესმა ძლევამოსილმა პიროვნებამ უფალი შეშა დევაკის მუცლიდან როჰინის მუცელში გადაიყვანა, ორივე ქალი იოგამაიას ხიბლის ქვეშ იყო, რომელსაც იოგა-ნიდრაც ეწოდება. ამის შემდეგ ხალხმა იფიქრა, დევაკის მეშვიდე ორსულობაზე მუცელი მოეშალაო. ამდენად, თუმცა ბალარამა დევაკის შვილად მოევლინა, მან როჰინის მუცელში გადაინაცვლა, რათა მის შვილად დაბადებულიყო.

ამის შესრულების შემდგომ ღმრთეების უზენაესი პიროვნება, კრშნა, რომელიც მუდამ მზად არის მთელი პოტენციები თავის წმინდა ერთგულებში მოათავსოს, ვასუდევას ჭკუაში შევიდა, როგორც მთელი სამყაროს უფალი. აქედან გასაგებია, რომ უფალმა კრშნამ პირველ რიგში ვასუდევას წმინდა გულში დაისადგურა და შემდეგ გადაინაცვლა დევაკის გულში. დევაკის მუცელში მას თესლის სახით არ შეუღწევია. თავისი შეუცნობელი უნარის წყალობით, უფალს მოვლინება ნებისმიერი გზით შეუძლია. მისი მოვლენისათვის არ არის საჭირო ქალის განაყოფიერება...




შემდეგი თავია "კრშნას დაბადება"... გავაგრძელო?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Apr 15 2010, 05:33 PM
პოსტი #100


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(Atman @ Apr 15 2010, 02:34 PM) *

sable

გასაგებია. დაპირისპირების ფონზე ბევრი შეცდომები არსებობს. თუმცა აჰურა შეიძლება არც იყოს ასურასთან დაკავშირებული.



შეიძლებით ბევრი რამე შეიძლება ისე არ იყოს როგორც ჩვენ გვგონია, მაგრამ მეცნიერებაში ეგ ვერსია დომინირებს ნუ ახლა შენი საქმეა რამდენად გაიზიარებ, ჩემთვის ეგ საფუძვლიანი, ვერსიაა და რავიცი ვინც მაგ მეცნიერებაში თუნდაც ოდნავ ჩაიხედავს ის მისთვის არ უნდა იყოს ფანტაზიის სფერო შენ რომ ეგ გაიგო სხვა რელიგიებში და თეორიაშიც უნდა ჩაიხედო ცოტა, თორემ გინდაც ვედების და გინდაც სხვა ნებიმიერი რელიგიის ბრმად ნდობა ეს ასდეა და გარჩევას არ ექვემდებარებაო, ეგ არარაციონალურია; თუმცა სიმპატიები შეიძლება გქონდეს მაგას ვერავინ წაგართმევს.

ციტატა(Atman @ Apr 15 2010, 02:34 PM) *

მე პირადად ბევრგან "ვიქექე", მაგრამ ვედებზე ავტორიტეტულ, ყოვლისმომცველ და ღრმა ცოდნას ვერსად მივაგენი და რა თქმა უნდა სულიერების თვალსაზრისითაც და სანდოობის თვალსაზრისითაც. ჩემთვის ყველაზე მაღლა დგას.

იგი არავის არ ეკუთვნის და ვინც არ უნდა ჩემულობდეს რომ ვედები მათია, ცდება. ამოუწურავი ცოდნაა... მთავარია სწორად შეარჩიო ის რაც მართლა ღირებული და საჭიროა ვედებში.


ცოდნა არის გეთანხმები და გარკვეულ წილად მითიც ოღონდ იმ მითში სიმართლის დიდი მარცვალიც არის, თორემ მითი რომ არის ეგ არ არის გასაკვირი მითები ყველა რელიგიას ახასიათებს, მათ შორის ქრისტიანობასაც. ასე რომ სანამ იმას დაიბრალებდე ვედებს რომ ეს ყოვლისმომცველიო და ყველაფზე ავტორიტეტულიაო იქნებ სხვა რელიგიებშიც ჩაიხედო და იქნებ რაიმე უკეთესი აღმოაჩინო პირადად შენთვის, ან კიდევ რაიმე სინთეზი. შენ უბრალოდ ვედების ფანტაზიურმა სამყარომ გაგიტაცა თორემ ის ფაქტი რომ შენ სხვა რელიგიების შესახებ ფართო ცოდნა არ გაგაჩნია ამას მგონი ვერც შენ უარყოფ.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

18 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th May 2024 - 05:04 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი