IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მართლმადიდებლობა თუ ფსევდო მართლმადიდებლობა
კანუდოსელი
პოსტი Nov 10 2006, 08:24 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მოკლედ ჩემმა წინა ფოსტმა გაუგებრობა გამოიწვია ძალიან ბევრი, ალბათ ვერ გამოვხატე გასაგებად. აი რას ვგულისხმობდი:

ზოგიერთი მართლმადიდებელი ადამიანის ცნობიერებაში შემოვიდა ისეთი სუროგატები, რაც თავისი არსით მართლმადიდებლობასთან ან ნაკლებ კავშირშია ან არანაირი კავშირი არ გააჩნია მასთან...მაგალითები ბევრია, ერთ ერთი ამათგანი ქვემოთ არის მოცემული, კერძოდ

რატომ ეშინია ზოგ მართლმადიდებელ ადამიანს:

1. შტრიხ კოდების
2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების
3. საიდენტიფიკაციო ნომრების
4. შელოცვების
5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის
6. ტელევიზორის
7. კომპიუტერის
8. ზღვაზე "სიშიშვლის"
9. ცეკვის
10. სპორტის

ქრისტიანობა ლიტურგიკული ხასიათისაა და მისი შინაარსი არის სიხარული-ხარება და არა შიში.
ნუ დაგავიწყდება რა სიტყვები მიმართა ანგელოზმა ღვთისმშობელ მარიამს: გიხაროდეს
ნუ დაგავიწყდება რა სიტყვებით მიდიოდნენ მოციქულები საქადაგებლად: ჩვენ გვინდა გახაროთ
და ნუ დაგავიწყდება რა ქვია ჩვენს წმინდა წერილს: სახარება

აქვე კი ბარემ პირველ კითხვას თავად გავცემ პასუხს:

ჯერ ერთი დავიწყოთ იმით, რომ ეკლესია არის უნივერსალური და როდესაც რაიმე შფოთი ტყდება არა რომელიმე კონკრეტული პირი, თუნდაც წმინდანი,არამედ ეკლესიის სისავსე წყვეტს ამას. დავიწყებ ალექსი II-ის სიტყვით პარქიალურ კრებაზე: Заверяю вас, в штрих-кодах нет никаких шестерок!

პირველიერარქის სიტყვა გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე რომელიმე კონკრეტული პიროვნების. მაგარამ მაინც ვნახოთ რატომ არ არის იქ 6-ები.

პირველი იმიტომ, რომ შტრიხ-კოდი არის კომპიუტერისთვის წასაკითხი და არა ადამიანისთვის, იქ არის თეთრი და შავი ზოლები....ლაზერული სკანერი გადის მასზე და შავ ხაზზე გასვლისას იძლევა 0-ს და თეთრზე იძლევა 1-ს, ანუ კოდის შიფრი სინამდვილეში შედგება არა 6-ების კრებულიდან, არამედ 0 და 1-ების კომბინაციით.

ასევე, ჯერ ერთი იქ ყოველთვის არ არის სამი ექვსიანი, არამედ 2

მესამეც: დავუშვათ, რომ არის სამი, ამ შემთხვევაშიც ვერ უძლებს ეგ მიგომა კრიტიკას რადგან 6-ების გარდა არის სხვა ციფრებიც, მაგალითად 6498689456 ეს ციფრი შეიცავს სამ ექვსიანს მაგრამ რა შუაშია აქ 666?

მეოთხე: იქ ის 6-იანის შესაბამისი ხაზები რომ უფრო გრძელია და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეგ არის გამოყოფილი ხაზები, ისევ მივანიშნებ შესაბამის სკანერს-ეს უკანასკნელი აღრიცხავს არა სიგრძეს არამედ მხოლოდ სიგანეს შავი და თეთრი ხაზებისა, ამიტომ კონცენტრირება ნამეტანი ამ ფაქტზეც არ გამოდის

მეხუთე: საქმე იმაშია რომ წმინდა წერილი დაწერილია სიტყვებით და შესაბამისი რიცხვებიც სიტყვებითაა გადმოცემული,ანუ 666 ქართულად პირდაპირი ტრადიციით რომ გვეთარგმნა იქმებოდა: ექვს-ას-სამოც-და-ექვსი
თავად ქართულშიც კი არ გვაქვს სამი გამეორება და მითუმეტეს ასეთი სიტუაციაა ბერძნულ ორიგინალში.

ამიტომ დასკვნა ასეთია:
1. კომპი ვერ ხედავს მაგ 6-ებს
2. ადამიანი ცდილობს დაინახოს, მაგრამ ხშირად არც არის სამი 6-ანი
3. თუნდაც იყოს, ავიწყდება რომ მათ შორის კიდევ მრავალი ციფრია
4. მოკლებულია სერიოზულობას, ვინაიდან ძველი კოდეზსები არ წერს ციფრებს არც არაბულ და არც რომაულ სტანდარტში, არამედ ასოებით
5. თესავს შფოთს
6. ეწინააღმდეგება რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის განჩინებას და უშუალოდ ამ ეკლესიის პირველი იერარქის პოზიციას


მცირე შენიშვნა: რუსეთზე იმიტომ გავაკეთე აქცენტირება, რომ საქართველოში არ იყო შესაბამისი კრება იქ კი იყო...ჩვენ მოვიაზრებით ერთ ბარძიმში მყოფად და მგონია გასათვალისწინებელია ფრიად.

ვისაუბროთ...

პ.ს.
აჯობებს იხილოთ ყველაზე ბოლო პოსტი სიების ჩამონათვალისა, რადგან სწორედ ის წარმოადგენს განახლებულ ვერსიას


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანუდოსელი   მართლმადიდებლობა თუ ფსევდო მართლმადიდებლობა   Nov 10 2006, 08:24 PM
marine   "წმ. იოანე ოქროპი...   Jun 27 2023, 08:17 PM
marine   "ჩვენ არ უნდა გავ...   Jul 19 2023, 08:15 PM
marine   "ერთ-ერთ მართლმად...   Aug 8 2023, 05:38 PM
marine   "მართლმადიდებლო...   Sep 4 2023, 03:10 PM
marine   "მართლმადიდებლო...   Sep 4 2023, 08:02 PM
marine   "სიყვარული, ღვთის...   Sep 7 2023, 08:16 PM
marine   "ეს არის ჩვენი სა...   Sep 12 2023, 08:51 PM
marine   "ჩვენი სარწმუნოე...   Sep 15 2023, 01:31 PM
marine   "განა ღვთაებრივი ...   Nov 29 2023, 08:18 PM
marine   "ქარები გამალები...   Dec 16 2023, 07:07 PM
marine   "მონასტერში, სადა...   Dec 26 2023, 03:51 PM
marine   "ჩვენ ახლაც ვამბო...   Apr 20 2024, 05:12 PM
marine   "დიახ, ჩვენ მართლ...   May 8 2024, 11:00 AM
marine   "ჩვენ, მართლმადიდ...   Jun 20 2024, 06:41 PM
marine   "მართლმადიდებლო...   Jul 2 2024, 01:17 PM
marine   "რა არის მართლმად...   Jul 10 2024, 01:10 PM
marine   "რა არის მართლმად...   Jul 10 2024, 01:10 PM
marine   "მართლმადიდებლო...   Jul 12 2024, 02:05 PM
marine   "შენ უფალმა მართლ...   Jul 14 2024, 06:38 PM
33 გვერდი V « < 31 32 33


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th September 2024 - 11:02 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience