თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო ხელოვნება _ ქართული ხუროთმოძღვრება

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Nov 20 2009, 08:43 PM

როგორც შეგპირდით წერა დავიწყებ მართლმადიდებლური ტაძრების არქიტექტურის მიმოხილვით


უფლის ტაძარი გარეგნულად არა ჰგავს სხვა ნაგებობებს. უმეტესად ტაძარი ჯვრის ფორმისაა, რაც მოგვაგონებს, რომ ჯვარზე წამებით გვიხსნა ჩვენ უფალმა იესო ქრისტემ ეშმაკის მეუფებისაგან. ხშირად ეკლესია ნავისებურია, რაც ნიშნავს იმას, რომ ტაძარი – მსგავსად ნოეს კიდობნისა – მიგვაცურებს ცხოვრების ოკეანეში სასუფევლის მყუდრო ნავსაყუდელისაგენ. ზოგჯერ ტაძარი წრიული ფორმისაა, რაც ქრისტეს ეკლესიის მარადიულობის სიმბოლოდ აღიქმება.

ჩვეულებრივ, ტაძარს აგვირგვინებს გუმბათი, რომელიც ზეცის სიმბოლოა; გუმბათზე ჯვარია აღმართული – ეკლესიის თავის – იესო ქრისტეს სადიდებლად. ხშირად ტაძარს რამდენიმე გუმბათი აქვს (მრავალგუმბათიანობა უმტავრესად რუსული მართლმადიდებლური ტაძრის არქიტექტურას ახასიათებს, და საქართველოში გამონაკლისის გარდა (გურჯაანის ყველაწმინდა) თითქმის არ გვხვდება). ორი გუმბათი მიანიშნებს ქრისტეს ორბუნებოვნებას (ღვთაებრივსა და კაცობრივს); 3 გუმბათი – წმ. სამების სამსახოვნების მაჩვენებელია; 5 – იესო ქრისტესი და 4 მახარებლისა, 7 გუმბათი – 7 საიდუმლოსი და 7 მსოფლიო კრებისა, 9 გუმბათი – ანგელოსთა 9 დასისა, 13 – იესო ქრისტესი და 12 მოციქულის სიმბოლოა.

ეს ტექსტი რომელიღაც ფორუმზე ვიპოვე და ძალიან მომეწონა, მოკლედ და კარგად არის ახსნილი რომ ტაძრის ფორმა მთლად ადამიანის უსაზღვრო ფანტაზიით არ შეიძლება შეიქმნას.






ახლა კი განვიხილავ მართლმადიდებლური ტაძრების რამოდენიმე ტიპს, რომელებიც გავრცელებული საქართველოში


ტეტრაკონქი
http://www.radikal.ruატენის სიონი
(ტეტრა... და კონქი) ოთხაფსიდიანი ცენტრული ეკლესია (ან რაიმე სხვა შენობა), რომელშიც ნახევრად წრიული აფსიდები სიმეტრიულ-ჯვრისებრ არის განლაგებული ცენტრალური (ჩვეულებრივ, გუმბათქვეშა) სივრცის ირგვლივ. ტეტრაკონქი გავრცელებული იყო ადრინდელ ქრისტიანულ არქიტექტურაში (VI ს.), განსაკუთრებით კი — საქართველოსა და სომხეთში (ავანი, რიფსიმეს ეკლესია, ზვართნოცი). საქართველო ტეტრაკონქს უპირატესად VI-VII საუკუნეებში აშენებდნენ: ძველი გავაზის (ახალსოფელი), მანგლისის, თბილისის ქაშვეთის, ნინოწმინდის ეკლესიები, მცხეთის ჯვრის, ატენის სიონის ტიპის ტაძრები/



დარბაზული ეკლესია
http://www.radikal.ruგავეთი
საეკლესიო ნაგებობის ერთ-ერთი სახეობა. XI საუკუნიდან გავრცელდა ევროპის ქვეყნებში. ჩვეულებრივ შედგება საკურთხევლისა და ერთი ნავისაგან, რომელიც გადახურულია ორკალთიანი სახურავით და ზოგჯერ ეგვტერები (ამასაც დავწერ რა არის) და გარშემოსავლელიც აქვს. არის ისეთი დარბაზული ეკლესიებიც, რომლებსაც თანაბარი სიმაღლის ნაგები ან რამდენიმე მაღალი უსარკმლო შუა ნავი აქვთ. საქართველოში დარბაზული ეკლესიის ერთადერთი ტიპია, რომელიც არსებობდა მთელი შუა საუკუნეების მანძილზე. დარბაზული ეკლესიის ტიპს მიეკუთვნება ბევრი საყურადღებო ძეგლი: აკვანება, ოლთისი, ეხვევი, ხვისი, სავანე, მალაანთ ეკლესია, გავეთი და სხვა.




ეგვტერი, ეკვდერი (ბერძნ. eukterion — სამლოცველო), ორი მნიშვნელობა აქვს:
მცირე სამლოცველო სახლი; კერძო, კარის სამლოცველო.
ეკლესიაზე მიშენებული მცირე სამლოცველო; ეკლესიაზე მინაშენი ან მახლობლად ცალკე აგებული მცირე ეკლესია — სამწირველო. შუა საუკუნეების საქართველოში ეკლესიებზე მიშენებული ეგვტერები უმთავრესად დიდ ფეოდალთა კერძო სამწირველო-ეკლესიები და იმავე დროს ამ ფეოდალთა საგვარეულო სასაფლაო იყო. აღმოსავლეთის ქრისტიანულ ქვეყნებში საეკლესიო კანონმდებლობა კრძალავდა სალოცავ ეგვტერში წირვის (ლიტურგიის) შესრულებას. მთავარი მიზეზი ამ აკრძალვისა იყო ეკონომიკური კონკურენციის თავიდან აცილება, რასაც ამ შემთხვევაში ეგვტერები უწევდნენ საერთო-კათოლიკე ეკლესიებს (ეკლესიას აკლდებოდა მწირველზე დაკისრებული შესატანი). VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ (680-681) ნება დართო ეგვტერეში წირვა შეესრულებინათ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანახმა იქნებოდა ადგილობრივი ეპისკოპოსი და ის ასეთ ეგვტერს ეკლესიად აკურთხებდა.

საქართველოში ეს აკრძალვა IX-X საუკუნეებშიც იყო ძალაში. მაგ., ხანძთის მონასტერში წინამძღვარმა ბერებს წესად დაუდო ეგვტერები ააეგოთ სენაკებთან მხოლოდ სამლოცველოდ და არა საწირავად (ეკლესიად), მაგრამ XI საუკუნიდან საქართველოში ეგვტერები, როგორც სამწირველო-ეკლესიები, ფართოდ ვრცელდება, რასაც უკავშირდება ქართული ფეოდალიზმისათვის დამახასიათებელი საეკვდრო-საწინამძღვრო ფეოდალური მიწისმფლობელობის თავისებული ფორმის წარმოშობა. XV საუკუნიდან დიდ საეკლესიო სამონასტრო ცენტრებში — მცხეთაში, ალავერდში, შიომღვიმეში, გელათში, ბიჭვინთაში და სხვა. შეიქმნა რამდენიმე საეკვდრო ფეოდაური ორგანიზაცია მცირე სენიორიების სახით. თითოეულ ეგვტერს მთავარი დიდი ეკლესიისაგან დამოუკიდებლად ჰყავდა საკუთარი ქინამძრვარი და სხვა მსახური, ეგვტერში პატრონის, დიდი ფეოდალის — შემწირველის, სახელზე სრულდებოდა სხვადასხვა სახის რიტუალი (წირვა-ლოცვა და სხვა). ეგვტერს დამოუკიდებლად ჰქონდა შეწირულება გლეხებისა და მამულების სახით, რომლის შემოსავალი მხოლოდ ეგვტერის საჭიროებას ხმარდებოდა. XV საუკუნიდან ეგვტერს ეწოდება აგრეთვე „საწინამძღვრო“.

ამ ფოტოზე ჩანს ყინწვისის ტაძრის გვერდით მიშენებული ეგვტერი
http://www.radikal.ru




სამეკლესიიანი ბაზილიკა
http://www.radikal.ruქვემო ბოლნისი
საქართველოში შემუშავებული ბაზილიკის თავისებური ვარიანტი (აღმოაჩინა და შეისწავლა გ. ჩუბინაშვილმა). საქართველოს გარეთ უცნობია. გარედან არ განსხვავდება ჩვეულებრივი სამნავიანი ბაზილიკისაგან, მაგრამ შიგნით ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია არა ბოძებით, არამედ კედლებით, ე. ი. არსებითაფ აქ ერთ შენობაში გაერთიანებულია ერთმანეთთან კარებით დაკავშირებული 3 სამლოცველო ეკლესია, რომლებშიც დღის განმავლობაში ცალ-ცალკე რამდენჯერმე იხდიდნენ წირვას.

სამეკლესიიანი ბაზილიკის პირველი ნიმუშები VI საუკუნის შუა წლებს მიეკუთვნება. თანდათან მან უფრო ჩამოყალიბებული და რთული სახე მიიღო. გვერდის ეკლესიები (ნავები) ერთმანეთს დაუკავშირდა დასავლეთი შემაერთებელი გალერეით და შუა ეკლესიაში (ნავში) შესასვლელიც ამ გალერეიდანაა. ამავე დროს ჩნდება ახალი მოტივი - გვერდის ეკლესიების ორი ან სამთაღიანი ღია შესასვლელები.

სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპის საკულტო ნაგებობები X საუკუნემდეე არსებობდა, შემდეგ აქა-იქ გვხვდება. სამეკლესიიანი ბაზილიკის ცნობილი ნიმუშებია VI-VII საუკუნეების ეკლესიები ზეგანში, ნეკრესის მონასტერში, ქვემო ბოლნისში, დმანისსა და სხვა.

სხვათაშორის ამ ტიპისაა ზუსტად ის ტაძარი, სადაც მე დავდივარ, თუ ვინმეს გინდათ რეალურად ნახოთ როგორია სამეკლესიანი ბაზილიკა, შორს წასვლა არ მოგიწევთ, მობრძანდით დიდ დიღომში 100 000 მოწამის სახელობის ტაძარში smile.gif (მეორე ტაძარი წმ. ილია მართლის სახელობისაა, მესამე კი ანდრია პირველწოდებულის, რომელიც ჯერ დაუსრულებელია )




სამრეკლო
http://www.radikal.ruნიკორწმინდის სამრეკლო
საქართველოში სამრეკლოები XIII საუკუნიდან ჩნდება. უძველესი დათარიღებული გუდარეხის სამრეკლო 1278 წელს არის აშენებული. ამ ხანის ნიმუშები წარმოადგენს გეგმით სწორკუთხა, ორსართულიან შენობას, რომლის კუბურ ქვემო სართულში გალავნის შესასვლელი იყო მოწყობილი, ხოლო მეორე სართულის მრავალწახნაგა, თაღებით გახსნილ გამჭოლ ფანჩატურში - საკუთრივ სამრეკლო. ხშირად სამრეკლო საცხოვრებელ ოთახებსაც შეიცავდა და თავდაცვით ფუნქციასაც ასრულებდა. დროთა განმავლობაში სამრეკლოები, როგორც ნაგებობის ტიპი, ევოლუციას განიცდის, იქმნება ახალი ტიპები. სამრეკლოების ცნობილი ნიმუშებია ვარძიის, იჯართის, გელათის მონასტრის, საფარის მონასტრის, ზარზმის მონასტრის, ნიკორწმინდის, ანჩისხატის, გრემისა და სხვა.




პატრონიკე, მეორე სართული დონეზე მოთავსებული ზედა გალერეა. ჩვეულებრივ ეწყობოდა ქრისტიანულ ეკლესიებსა და საზეიმო დარბაზებში, ძირითადად შენობის დასავლეთ ნაწილში, ზოგჯერ მიეკვროდა ნავს სამხრეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის მხრიდან. პატრონიკე თავდაპირველად საზოგადოების მაღალი წრის წარმომადგენელთათვის იყო განკუთვნილი, მოგვიანებით კი — მგალობელთა, მუსიკოსთა და ორღანისათვის. პატრონიკე ქართულ ხუროთმოძვრებაში ცნობილია VII საუკუნიდან (წრომის ტაძარი).




http://www.orthodoxy.ge/sakhli/tadzari.htm არის საინტერესო ცნობები მართლმადიდებური ტაძრის მოწყობილობაზე smile.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 22 2009, 07:54 PM

ეკატო


ათიანი, დაჯექი smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 22 2009, 08:57 PM

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას

ციტატა
საქართველოში შემუშავებული ბაზილიკის თავისებური ვარიანტი (აღმოაჩინა და შეისწავლა გ. ჩუბინაშვილმა

ამ კაცს და ვახტან ბერიძეს ქართულ არქიტექტურაში დიდად არ ენდოთ, ბევრი ლაფსუსები აქვთ : )

ჭედურობაში ჰო, მაგრამ არქიტექტურაში უფრო ფრთხილად : )


მოვიყვან ლაფსუსის მაგალითს:
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა რომელიც არის სამეკლესიანი ბაზილიკისა და გუმბათიანი ეკლესიის ნაჯვარი, ბატონ გ. ჩუბინაშვილს მოხსენიებული აქვს როგორც კუპელჰალეს ტიპი, რაც შეცდომაა (და ამას კიდევ მილიონჯერაც გავიმეორებ და დავამტკიცებ კიდეც)..

ხოლო ვახტანგ ბერიძეს ყინცვისის ტაძარზე (მთავარ ეკლესიაზე) ნათქვამი აქვს რომ ჩამოგავსო კუპელჰალეს ტიპსო, რაც შეცდომაა. იმიტომ რომ ამ "ჩამოგავს" -ზე დაყრდნობით ერთმა ხელოვნებათმცოდნემ ყინცვისის საერთდ კუპელჰალედ მონათლა smile.gif


ისე რომ იცოდეთ, კუპელჰალე არის გუმბათიანი დარბაზის ტიპის ეკლესია, შიგნითა სივრცე სამ თანაბრად სივრცედ გაყოფილი, სადაც გუმბათი ეყრდნობა კედლებიდან გამოშვერილ პილონებს. ამ ტიპის კლასიფიკაცია ჩამოყალიბებულია სტრიგოვსკის მიერ სომხურ ეკლესიებზე დაკვირვებისა და კლასიფიკაციის შედეგად. ისე არ იფიქროთ რომ ჩვენთან არ არის კუპელჰალე, არის, მაგრამ სტრიგოვსკის განმარტების მიხედვით თუ გამოვყოფთ ცოტაა ... : )

სულ ესაა, გმადლობთ ყურადღებისთვის

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 3 2010, 01:23 PM

მეც გავაგრძელებ თემას.
მინდა ბაზილიკებით დავიწყო და ქრონოლოგიურად მივყვე.
ეკატომ უკვე აღნიშნა ბაზილიკის შესახებ, მაგრამ მე უფრო ვრცლად დავწერ:
ბაზილიკა (ბერძნ. basilikē - მეფის სახლი), გეგმით სწორკუთხედის ფორმის უგუმბათო შენობა, რომელსაც შიგნით, სიგრძივი ან ბურჯების რიგი სამ ან ხუთ ნავად (ნავ-ი [ბერძ. navis გემი] – ბაზილიკის, ეკლესიის ერთ-ერთი გრძივი ნაწილთაგანი, რომელიც გამოყოფილია სვეტების რიგით. ) ყოფს. აფსიდით დაბოლოებული შუა ნავი ცალფერდა სახურავებით გადახურულ გვერდითა ნავებზე განიერი და მაღალია. სინათლე შემოდის მისი კედლების ზედა ნაწილში დაყოლებული სარკმლებიდან. ადრინდელ ქრისტიანულ ბაზილიკას ხშირად დასავლეთი მხრიდან ეკვრის დიდი, გეგმით სწორკუთხოვანი ატრიუმი. ატრიუმსა და ძირითად ეკლესიას შორის, შესასვლელის წინ, მოთავსებულია სტთა. ხოლო საკურთხევლის აფსიდსა და ნავებს შორის განივი ნავი ტრანსეპტი. რომაულ და ადრინდელ ქრისტიანულ ბაზილიკებში გამოყენებული იყო ხის ნივნივებიანი ღია გადახურვა, რომელიც მოგვიანებით კამაროვანი გადახურვით შეიცვალა. ბაზილიკას ძველ საბერძნეთში უწოდებდნენ კარიბჭეს, სადაც სხდომებს ატარებდა ათენის არქონტი - ბაზილევსი, ძველ რომში - სასამართლოსა და სავაჭრო გარიგებათა შენობას (პორციუსის ემილიუსის, იულიუსის, ულპიუსის, მაქსენციუსის ბაზილიკები). შემდეგში ბაზილიკა გახდა ადრინდელ ქრისტიანულ ტაძრის ძირითადი ტიპი. იგი განვითარებული სახით გვხვდება ბიზანტიურ, რომაულ, გოტიკურ, აგრეთვე, აღორძინების ხანის ბაროკოს ხუროთმოძღვრებაში. ძირითადად სახალხო დანიშნულების, ძვ. საბერძნეთში - ტრიბუნალი. ჰელენისტურ ქალაქებში საზოგადოებრივი ბაზილიკები ძვ. წ. მე-2 საუკუნიდან ჩნდება.

რომის იმპერიის ოფიციალურად გაქრისტიანების შემდეგ ტერმინის მნიშვნელობა განივრცო და მიუთითებს ვრცელ, მნიშვნელოვან ეკლესიაზე, რომელსაც პაპის მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის რელიგიური ცერემონიების ჩატარების უფლება მიეცა. ეს უმაღლესი და უმნიშვნელოვანესი სალოცავი ადგილებია წმინდა რომის კათოლიკურ ეკლესიაში, რომელსაც შემდეგ იერარქიით მოჰყვება საკათედრო ტაძრები, ეკლესიები და ბოლოს კაპელები. შესაბამისად, ეს სიტყვა დღეს ინარჩუნებს ორმაგ მნიშვნელობას -- არქიტექტურულსა და ეკლესიასტიკურს.


საქართველოში ბაზილიკა გავრცელებული იყო უმეტესად ადრინდელ ფეოდალურ ხანაში. ქართულ ბაზილიკას არა აქვს ატრიუმი, ნართექსი და ტრანსპეტი. კონსტრუქციულად დამახასიათებელია კამაროვანი გადახურვა, მასიური ბოძები ან თაღები, საშენ მასალად გამოყენებულია ქვა, საქართველოში შემუშავდა აგრეთვე ბაზილიკის თავისებური ვარიანტი, რომელსაც ქართველმა მეცნიერებმა სამეკლესიიანი ბაზილიკა უწოდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ბაზილიკები (ბოლნისის სიონი, ურბნისი, ხაშმი, ანჩისხატი, წყაროსთავი და სხვა) - V-VI საუკუნეებს განეკუთვნება.

ანჩისხატი (სამ ნავიანი ბაზილიკა)
ისრებით მინშინბეულია ნავები
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 3 2010, 08:37 PM

მოიცა, ახლა დავიბენი ქევანა სადღაც მეორე თემაში ამტკიცებდა ბრდღნში და თუ სადღაც პჭყრში სომხებს რაღაც ისეთი ქონიათ ჩვენ არ გვაქვსო ანუ კუპელჰოლიო (რაა ეგ ქართულად? მთავარგუმბათოვანი?) და ვითომ რადაო?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 4 2010, 12:04 PM

KAIROS
მაგას არ ვამტკიცებ biggrin.gif

იქით თემაში იმიტომ მაქვს ის პოსტი, იმიტომ რომ სომხურ ძეგლებზეც ვსაუბრობ.

კუპელჰალე ითარგმნება როგორც გუმბათიანი დარბაზი

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 4 2010, 12:48 PM

კარგი მაშინ, აქ იმაზე ვისაუბროთ, რაა ორიგინალური ქართული, ანუ ხუროთმოძღვრებაში რაში პოვა ქართულმა კულტურამ ყველაზე მეტი თვითრეალიზაცია?
სტილი? ნუ ეს ყველას ახასიათებს ჩვენს ირგვლივ
ჩუქურთმებიც ცნობილია..
მოკლედ არგუმენტირებულად მაინტერესებს ეგ საკითხი

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 5 2010, 01:40 PM

KAIROS
ალბათ ქართული ეკლესიები თავდაცვითი ნაგებობების ფუნქციასაც ითვისებდა (საქ. ისტორიიდან გამომდინარე)
საკმაოდ მყარად ნაშენიც არის.
ბერვმა მათგანმა საუკუნეებს გაუძლო
მხატვრული თვალსაზრისით გამოირჩევა განსაკუთრებული პროპორციულობით,
ტექტონიკურად ძალიან საინეტერსოა
სამრეკლო ქართულ ტაძრებში ცალკეა და საინტერესოა სხვაგან როგორ არის? unsure.gif
ქვის დამუშავება მინდა გამოვყო.
ზოგიერთ ძეგლზე ფასადი ფერწერულიც კი გამოდის, ისე არის ქვების წყობა შეხამებული.
მაგალითისთვის დოლისყანა
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru

როგორც მახსოვს ერთიდაიგივე ქვით არის ნაშენი გუმბათი და კედლებიც, მაგრამ გუმბათის ყელზე - დამუშავებული ქვა არის გამოყენებული.
ფოტოზე ისე კარგად არ იგრძნობა ეს განსხვავება.
სამწუხაროდ მხოლოდ ქართულ ხუროთმოძღვრებას ვიცნობ და გამიჭირდება სხვა ქვეყნის ძეგლებთან შეფარდება.
ჩემზე ბევრად კომპეტენტურ ხალს ველოდები mze.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 5 2010, 03:09 PM

ციტატა
რაა ორიგინალური ქართული, ანუ ხუროთმოძღვრებაში რაში პოვა ქართულმა კულტურამ ყველაზე მეტი თვითრეალიზაცია?

ჩემი აზრით ჩვენი ეროვნული ქართული არქიტექტურულ გადაწყვეტაში მჟღავნდება. ის რომ ესა თუ ის სტილი შეხამებულია გარემოსთან (საფარას თუ გაიხსენებ, ნინოწმინდის ძველი ეკლესია, თუნდაც ჯვრის მონასტერი და სხვა), ის რომ არის ჩვენთვის დამახასიათებელი ორნამენტიკა (ფასადების გაფორმება), ის რომ არის ჩვენთვის დამახასიათებელი სტილი კედლის მხატვრობაში

ერთიანობაში კი იქმნება ის რასაც ქართულს ვუწოდებთ

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 5 2010, 03:58 PM


ციტატა
სტილი შეხამებულია გარემოსთან

ეს ნამვდილად მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი ფაქტია! yes4.gif
ქართული საეკლესიო ხელოვნება (ფრესკები, ტაძრები... ) უბრალოებით და სისადავით გამოირჩევა.
ამაშიც მის სიადიადეს ვხედავ.
სხვა ქვეყნების (ირანული, რუსული...) გავლენის მიუხედავად თავის ნაციონალურობას ყველა ეპოქაში ინარჩუნებდა.
რაც შეეხება ჩუქურთმებს - ოოო...
როგორი საინტერესოა, მაგრამ ძალიან მწირი ინფორმაცია მაქვს და ვერც ვერავინ ვნახე, რომ საფუძვლიანად გამაცნოს user.gif
განსაკუთრებით ვაზის ფოთლის სტილიზაცია, რომელიც უსასრულობის ნიშანსაც შემიძლია მივამსგავსო.
თითქმის ყველა ორნამენტი ამ წრიულობაზეა აგებული

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 5 2010, 04:11 PM

ძალიან საინტერესო წიგნია ”ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII ს.ს.”

კაიროსს დააინტერესებს smile.gif

http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000104/#objs

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 5 2010, 06:23 PM

lingvo
პარმენ ზაქარაია smile.gif

ეგ მართლაც კარგია. დაწვრილებით აქვს განხილული არქიტექტურა, ფასადებიანა და ლამის სამშენებლო მასალაც კი განიხილოს smile.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Feb 5 2010, 08:33 PM

lingvo
მართლა კარგი წიგნია და დიდი დახმარება გამიცია სწავლის პერიოდში smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 5 2010, 11:45 PM

მადლობა ლინგვო, მართლაც ძალიან საინტერესო წიგნია, უკვე პირველ ნაწილს ვეცნობი, დიდი ინტერესით რათქმაუნდა და ყველას ვურჩევ, ნელნელა წაიკითხოს, ნაწილ-ნაწილ არის დაყოფილი და ადვილად საკითხიცაა, იოლი და ლამაზი ენა აქვს ავტორს.
ძალიან კარგი, მიყვეთ ახლა მაგ წიგნს, რადგან წიგნი ეხება XI საუკუნის გუმბათოვან ტაძრებს, შემდეგში საინტერესო იქნება ასევე პირველი პერიოდის ბაზილიკური ტაძრების აღწერა, რა ხდებოდა სხვა ქვეყნებსა და ცივილიზაციებში, ამას ხუროთმოძღვრების თემაში დავდებ ნელნელა, მაგრამ ქართული ბაზილიკის თავისებურებებზეც სიამოვნებით წავიკითხავდი რაიმეს smile.gif
ახლა ისევ ჩვენს წიგნს მივუბრუნდეთ:
განხილვა იწყება სამთავროდან,
გარდა იმისა, რომ ძალიან დაგწყდება გული, როგორ გაუნადგურებიათ უვიც რესტავრატორებს ტაძრის კარიბჭე, მაინც გრჩება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, რადგან ტაძრის ქვემოთ არის VI საუკუნის ბაზილიკა, მაგრამ წიგნიდან სჩანს რომ იგი არაა შესწავლლი, გამაოცა წარწერამ, რომელიც წერს,რომ ტაძარი მოხატულია თავად ეპისკოპოსის მიერ!
წარმოდგიდგენიათ ეპისკოპოსი, რომელიც ფერებითაა მოთხვრილი და საათობით ხატავს smile.gif მომეწონა smile.gif
ძალიან საინტერესოა სამალავების ფუნქცია, რომელიც სამკვეთლოს და სადიაკვნეს ზემოთ იყო; მსგავსი რამ ბევრ ტაძარშია, ერთი რამ ვერ გავიგე, როგორც მახსოვს იქ ეწერა რომ სამკვეთლო და საკურთხეველი (ასევე საიაკვნე) არიან დაკავშირებულებიო, მაგრამ ნახაზიდან ეგ ვერ დავინახე,
საინტერესოა რამდენი ტაძარი გვაქვს გუმბათოვანებში, რომლებშიც არაა შიგნითა გამავალი კარებები სამკვეთლო-სადიაკვნეში.
კარგი წიგნია ნამდვილად smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 6 2010, 01:46 PM

ციტატა
ქართული ბაზილიკის თავისებურებებზეც სიამოვნებით წავიკითხავდი რაიმეს

მოკლედ რის თქმაც შემიძლია:
საქართველოში ძირითადად სამნავიანი ბაზილიკებია გარვცელებული, მაგრამ ორნავიანებიც გვხვდება.
იგებოდა IV-X სუკუნეებში.
თავიდან სიგანე და სიგრძე თითქმის ტოლი ჰქონდათ(ნეკრესი), მაგრამ V-VI საუკუნეებიდან იკვეთება სიგრძივი ღერძი (აღმოსავლეთიდან-დასავლეთამდე) (ბოლნისი, ურბნისი) და მაშტაბურადაც საგრძნობლად იზრდება.
შუა ნავის სიმაღლე იკვეთება და გვერდით ნავებთან შედარებით ფართოვდება.
ჩემთვის ერთერთ უსაყვარლეს ტაძრებს გამოვყოფ - ოთხთა და პარხალი (20მ.-მდე სიმაღლე).
გვერდითა ნავები უმეტსწილად თანაბარია.
თაღები სამი სახისაა: შეისრული, ნახევარწრიული და ნალისებრი


პ. ს. ძალიან მშრალად დავწერე და იქნება შემდგომ განვავრცოთ.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 19 2010, 06:29 PM

ნეკრესის სამნავიანი ბაზილიკა
http://www.radikal.ru

ნეკრესის მონასტერი საქართველოს ერთ-ერთი საინტერესო და თვითმყოფადი კუთხის - კახეთის უმნიშვნელოვანესი და უძველესი კულტურის ცენტრი იყო. კომპლექსი მდებარეობს ყვარლის რაიონში, სოფელ შილდის მახლობლად, კავკასიონის ქედის განშტოებაზე. მონასტრის იტორიული მნიშვნელობა რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება: ერთი მხრივ სწორედ აქ იქნა აგებული ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული სამლოცველო საქართველოს ტერიტორიაზე (IV საუკუნის III მეოთხედში); მეორე მხრივ კი, უკვე VI საუკუნის მეორე ნახევარში აქ დიდად მნიშვნელოვანი კულტურული კერა ჩნდება. ეს მოვლენა დაკავშირებულია იოანე ზედაზნელის თანამოღვაწის, აბიბოსის სახელთან, რომელიც ნეკრესის მღვდელმთავრად აკურთხეს.
კომპლექსი შეიცავს ადრეუ IV საუკუნის სამლოცველოს, სამეკლესიან ბაზილიკას (VI-VIIსს.), გუმბათიან ეკლესიას (VIII-IX სს.), საეპისკოპოსო სასახლეს (IX ს.) კოშკს (XVI ს.) მარანს, რამოდენიმე სამეურნეო შენობის ნაშთს, სატრაპეზოს, ბერთა სენაკებს, მცირე სამლოცველოებს და სხვა.
მემატიანეს ცბობით, მირიან მეფის შვილიშვილის, მეფე თრდატის დროს (IV საუკუნის მესამე მეოთხედი) ნეკრესში სამლოცველო აშენდა. "ნაკრესის კახეთისასა ეკლესიად აღაშენა განსრულებით". კომპოზიციის არქაულობა და სხვა არქიტექტურულ ფორმათა ანალიზი საფუძველს გვაძლევს, რომ მატიანეში ნახსენები ეკლესია გავაიგივოთ აწ არსებულ მცირე ბაზილიკასთან.
ნეკრესის ეს უადრესი ეკლესია ზომით 4.6x3.8 მ2 , მსგავსად ამ რეგიონის სხვა ძეგლებისა ნაგებია ფლეთილი ქვით და დგას საგანგებოდ შექმნილ საყრდენზე (სუბსტრუქციაზე), რომელშიც კრიპტაა (საძვალე) მოწყობილი. ეკლესიის მშენებელმა თავისი სამლოცველო მხოლოდ გარეგნულად დაამსგავსა ბაზილიკას (სამი ნავიდან ცენტრალური ბევრად მაღალია გვერდითებზე) და უგულვებელყო ამ ტიპის ისეთი არსებითი მხარეები როგორიცაა: ხაზგასმული გრძივი ღერძი, ნავთა გამყოფი სვეტის მწკრივი და სხვა. ეს დარღვევები მიგვანიშნებს, რომ ეკლესია ბაზილიკური ტიპის შენობის სიტყვიერი აღწერის საფუძველზე შეიძლება იყოს აგებული.
ეს მცირე თავისებური ნაგებობა გარეთა სივრცისკენ თაღებით იხსნება. როგორც ჩანს, ქრისტიანობის დამკვიდრების ამ პირველ ეტაპზე ეს გარემოება საშუალებას აძლევდა მლოცველს წირვის დროს გარეთ დარჩენილიყვნენ.
ეკლესიის ცენტრალური ნავი ძალიან ვიწრო და მაღალია. აღმოსავლეთით ნალისებრი ფორმის აფსიდით მთავრდება. ასევე ნალისებრია ფართო ფორმის თაღები, რომლითაც ცენტრალური ნავი გვერდითებს უკავშირდება.
მკაფიოდ გამოვლენილი ნალი, ქართული ხროთმოძღვრების ეს ერთ-ერთი ადრეული ფორმა, არაერთგზის არის გამოყენებული ამ სამლოცველოშიც. ასეთივე ნალისებრი ფორმის თაღით სრულდება ყველა სარკმელი. ადრეული პერიოდის მანიშნებელია კრიპტის არსებობა და აღმოსავლეთ კედელში კარის გაჭრა, რაც მომდევნო საუკუნეებში აღარ გვხვდება.
მოგვიანებით ეს ეკლესია საცხოვრებლად იყო გადაკეთებული და დროთა მანძილზე საგრძნობი ცვლილებებიც განიცადა.
ნეკრესის ამ მცირე ბაზილიკის მნიშვნელობა მის სიძველეში და ორიგინალურ გადაწყვეტაში მდგომარეობს. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ ქრისტიანულ ნაგებობას საქართველოში, აშენებულ ბაზილიკური კომპოზიციის პროგრამის მიხედვით, მაგრამ მასში მკვეთრად ვლინდება ის საფუძვლები, რომლებიც განვლო ამ ტიპმა ნამდვილი ბაზილიკური ფორმის შეთვისების გზაზე.

გეგმა
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: likasani თარიღი: May 12 2010, 09:41 AM

მიშველეთ ხალხო.აფსიდებს ვერ ვარჩევ კარგად ,გეგმაში კი მაგრამ ისე ვერა sad.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: May 12 2010, 10:24 PM

ციტატა(likasani @ May 12 2010, 09:41 AM) *

მიშველეთ ხალხო.აფსიდებს ვერ ვარჩევ კარგად ,გეგმაში კი მაგრამ ისე ვერა sad.gif

გეგმაში თუ არჩევ, ე.ი. ფასადზე ვერ არჩევ თუ ინტერიერში?

აფსიდა ძირითად არის ხოლმე ნახევარწრიული ზოგჯერ წახნაგოვანი და უმეტეს შემთხვევაში საკურთხევლის მხარეს, ამ შემთხვევაში ინტერიერში ის საკურთხევლის ნაწილია, არის ტაძრები, სადაც ოთხივე მხარეს გვხვდება აფსიდა, გადახურულია ნახევარგუმბათით.


აი ამ საიტზე შეგიძლია ნახო ატენის სიონი 3D განზომილებაში, შეგიძლია გამოსახულება დაატრიალო და ვყელა ხედი ნახო, ძალიან კარგად ჩანს
http://sketchup.google.com/3dwarehouse/details?mid=65591feb294f8840d5149974d7957460&ct=mdrm&prevstart=12

ატენის სიონის შემთხვევაშI ტაძარს 4 წახნაგოვანი აფსიდა აქვს, კარგად ჩანს ფასადებზე

იმედია კარგად აგიხსენი, თუ კიდევ დაგაინტერესებს რამე, მკითხე smile.gif

პოსტის ავტორი: likasani თარიღი: May 13 2010, 10:31 AM

ეგ კი მაგრამ,რომ მაჩვენებს ლექტორი სურათს ვერ ვგებულობ,აი მაგალითად კუმურდოზე თქვა მრავააფსიდიანიაო,და რო ვუყურებ ვერ ვარჩევ unsure.gif დიდი მადლობა ისე მაინც kiss1.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: May 13 2010, 10:57 AM

ციტატა(likasani @ May 13 2010, 10:31 AM) *

ეგ კი მაგრამ,რომ მაჩვენებს ლექტორი სურათს ვერ ვგებულობ,აი მაგალითად კუმურდოზე თქვა მრავააფსიდიანიაო,და რო ვუყურებ ვერ ვარჩევ unsure.gif დიდი მადლობა ისე მაინც kiss1.gif

კუმურდოში ცოტა განსხვავებული აფსიდებია, აუცილებელი არ არის ყველა აფსიდას ცალკე ნახევარგუმბათიანი გადახურვა ქონდეს, ამ შემთხვევაში ეს მარტო ინტერიერში ჩანს,
აი ამ ფოტოზე კარგად დაინახავ
http://www.radikal.ru

ამ აფსიდებიდან ერთი საკურთეველია, გვერდებზე სადიაკვნე და სამკვეთლოა, ხოლო სამხრეთი და ჩრდილოეთი აფსიდები რადიალურად კი არ არის განლაგებული (როგორც ექვსაფსიდიან ეკლესიებში), არამედ წყვილ-წყვილად და ერთმანეთის პარალელურად

გეგმაზე კარგად ჩანს ეს ყველაფერი
http://www.radikal.ru

გეგმას კარგად თუ დააკვირდები, დაინახავ რომ ხუთივე აფსიდა (საკურთხეველი და გვარდებზე 2-2 შეწყვილებული აფსიდა) ფასადის ბრტყელი ხაზიდან გამოყოფილია სამკუთხედი შეჭრილი ნიშებით. გარედან ეს ნინიშები კი ჩანს, მარა აფსიდის შთაეჭდილებას ერთი შეხედვით არ გიტოვებს იმის გამო, რომ ცალკე ნახევარგუმბათით არ არის გადახურული, არამედ საერთო სახურავშია მოქცეული
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: likasani თარიღი: May 14 2010, 09:18 AM

wub.gif ვაიმე შენ გაიხარე,ძლივს არ მივხვდი,გვაჩვენებს მარტო სურათს და იძახის ამდენი აფსიდა აკვს იმდენიო და ვერაფერს ვგებულობთ,არადა გვთხოვს მერე და ზეპირად ვპასუხობთ sad.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: May 14 2010, 10:59 AM

ციტატა(likasani @ May 14 2010, 09:18 AM) *

wub.gif ვაიმე შენ გაიხარე,ძლივს არ მივხვდი,გვაჩვენებს მარტო სურათს და იძახის ამდენი აფსიდა აკვს იმდენიო და ვერაფერს ვგებულობთ,არადა გვთხოვს მერე და ზეპირად ვპასუხობთ sad.gif

biggrin.gif დაზეპირებას ჯობია გვკითხო და რითიც შემეძლება დაგეხმარები smile.gif


პ.ს. სად სწავლობ ქართულ ხუროთმოძღვრებას რომ გასწავლიან? მომავალი არქიტექტორი ხომ არ ხარ? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: likasani თარიღი: May 17 2010, 11:04 PM

შენ წარმოიდგინე გიდის კურსებს გავდივარ და იქ დამჭირდა biggrin.gif ასე ღრმად რატომ გვთხოვენ არ ვიცი sad.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: May 17 2010, 11:25 PM

ციტატა(likasani @ May 17 2010, 11:04 PM) *

შენ წარმოიდგინე გიდის კურსებს გავდივარ და იქ დამჭირდა biggrin.gif ასე ღრმად რატომ გვთხოვენ არ ვიცი sad.gif

ოოო, გიდის კურსებს თუ გადიხარ დაგჭირდება აბა რაა, ხომ უნდა აუხსნა დამთვალიერებლებს სად რა არის smile.gif

მშვენიერ საქმეს სწავლობ, წარმატებას გისურვებ smile.gif

პოსტის ავტორი: likasani თარიღი: May 18 2010, 11:05 AM

გაიხარე დიდი მადლობა,თუ რამე დამაინტერესებს კიდევ შეგაწუხებ თუ შეიძლება oops.gif wub.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: May 18 2010, 11:22 AM

ციტატა(likasani @ May 18 2010, 11:05 AM) *

გაიხარე დიდი მადლობა,თუ რამე დამაინტერესებს კიდევ შეგაწუხებ თუ შეიძლება oops.gif wub.gif

რა პრობლემაა, გამიხარდება თუ რამით დაგეხმარები smile.gif

პოსტის ავტორი: likasani თარიღი: May 19 2010, 08:49 AM

ციტატა(ეკატო @ May 18 2010, 11:22 AM) *

რა პრობლემაა, გამიხარდება თუ რამით დაგეხმარები smile.gif

wub.gif

იქნებ ბაგრატოის გეგმა დამიდო რააა wub.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: May 19 2010, 07:48 PM

likasani

ბაგრატი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
პ. ს. ფოტოები დიდია, მაგრამ ხარისხი რომ არ დაიკარგოს ასე ჯობია (მგონი)

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: May 19 2010, 10:04 PM

likasani
http://www.kutais-gaenati.ge/

ესეც გამოგადგება smile.gif

პოსტის ავტორი: likasani თარიღი: May 20 2010, 12:16 PM

მადლობა ყველააასსსსს wub.gif

პოსტის ავტორი: likasani თარიღი: May 29 2010, 09:14 AM

ეკატო ისევ გაწუხებ,6აფსიდიან ტაძრებზე მინდა ინფორმაცია თუ შეგიძლია დამეხმარე wub.gif წინასწარ მადლობა kiss1.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: May 29 2010, 10:11 AM

ციტატა(likasani @ May 29 2010, 09:14 AM) *

ეკატო ისევ გაწუხებ,6აფსიდიან ტაძრებზე მინდა ინფორმაცია თუ შეგიძლია დამეხმარე wub.gif წინასწარ მადლობა kiss1.gif

ვერ მივხვდი რა ინფორმაცია გინდა, იქნებ უფრო კონკრეტულად დაწერო, გაინტერესებს რომელი ტაძრებია 6 აფსიდიანი თუ? რაღაც ვერ გავიგე dntknw.gif

პოსტის ავტორი: likasani თარიღი: May 29 2010, 10:28 AM

ციტატა(ეკატო @ May 29 2010, 10:11 AM) *

ვერ მივხვდი რა ინფორმაცია გინდა, იქნებ უფრო კონკრეტულად დაწერო, გაინტერესებს რომელი ტაძრებია 6 აფსიდიანი თუ? რაღაც ვერ გავიგე dntknw.gif

ხოო ეგ მაინტერესებს help.gif help.gif help.gif oops.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: May 29 2010, 10:38 AM

likasani
სამწუხაროდ ვერ ვიხსენებ 6 აფსიდიანი რომელი ტაძარია, მოვძებნი რამეს და გეტყვი

პოსტის ავტორი: likasani თარიღი: May 29 2010, 10:52 AM

ციტატა(ეკატო @ May 29 2010, 10:38 AM) *

likasani
სამწუხაროდ ვერ ვიხსენებ 6 აფსიდიანი რომელი ტაძარია, მოვძებნი რამეს და გეტყვი

ოკ არ შეწუხდე იყოს zafxuli.gif yvavilebi.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 29 2010, 05:29 PM

ციტატა
,6აფსიდიან ტაძრებზე მინდა ინფორმაცია

მგონი შემიძლია დაგეხმარო smile.gif

ექვსაფსიდიანები, ანუ მრავალაფსიდიანები smile.gif
Xს.-ში სხვადასხვა პროვინციებში ვხვდებით ტეტრაკონქსი ტიპის ერთგვარ გადამუშავებულ ვარიანტს, ექვსაფსიდიანების ტიპს.
ესენია:
1) გოგიუბა (სამხ. საქ., ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაზეა, ანუ ისტორიული ერუშეთი)). ექვსივე აფსიდი თანაბარია და გეგმა სრულიად სიმეტრიულია. გუმბათის ყელი ექვსწახნაგაა. საფუძვლად წრიული სალტე აქვს.
2) ბოჭორმა - გარე კახეთშია, გოგიუბასგან განსხვავებით ბოჭორმას საკურთხევლის აფსიდს სხვებზე უფრო ღრმა ბემა აქვს და გარედან შვერილს ქმნის. შემორჩენილია ძველი კედლის მხატვრობის კვალი.
3) კაცხი - იმერეთში, ჭიათურის მახლობლად. აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე. საკურთხევლის აფსიდი აქაც მცირედ შვერილია, მაგრამ სხვა აფსიდები უშუალოდ, უბემოდ უკავშირდება გუმბათქვეშა სივრცეს. ეკლესიას აქვს სამმხრივი გარშემოსასვლელი, რომელიც გვიან მინაშენია. ეკლესიას მდიდრულად მოჩუქურთმებული სამკაული ჰქონდა, გადარჩა მხოლოდ გარშემოსავლელის მდიდარი საპირეები და კარნიზი. რელიეფებიდან აღსანიშნავია ჯვრის ამაღლების სიმბოლური სცენა.
4) ტაოსკარი - ისტორიული ტაოს ფარგლებშია, მე10 საუკუნის ძეგლია. ეკლესია თავისი გეგმით მრავალაფსიდიან ეკლესიების ტიპს ენათესავება, რადგან აგრეთვე რადიალურად განლაგებული სხივებია გუმბათქვეშა სივრცის გარშემო, მხოლოდ 6-ის მაგივრად არის 8 (ანუ 8 მკლავია). მათგან მხოლოდ საკურთხევლის არის აფსიდიანი, დანარჩენი სწორკუთხაა.

(ც) ჩემი კონსპექტებიდან


პ.ს. გირჩევ საჯაროში წასვლა არ დაიზარო და ვ. ბერიძის "ქართული ხუროთმოძღვრება" მოიძიო smile.gif

პოსტის ავტორი: likasani თარიღი: May 29 2010, 10:17 PM

მადლობაა yvavilebi.gif :კი მითხრეს მეც ეგ წიგნი და ვეღარ მივაღწიე იქამდე. kitxva.gif kitxva.gif kitxva.gif

პოსტის ავტორი: likasani თარიღი: Jun 19 2010, 10:22 AM

კიდევ ერთხელ დამეხმარეთ რაა,იყალთოზე ნორმალური ინფორმაცია ვერ მოვნახე,თუ გაქვთ კომიურტერში რამე ,თუ არა ისევ ბიბლიოთეკაში წავალ type.gif 003.gif read.gif mail1.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Jun 19 2010, 11:12 AM

აი ეს საიტი ნახე:

http://www.alaverdimonastery.com/iyalto.html




ნახე რამდენი წიგნებია ბიბლიოთეკაში იყალთოს შესახებ, გირჩევ წახვიდე და ნახო smile.gif

1.არჯევანიძე ი. თბილისიდან ალაზნის ველისაკენ.-თბ.,1958.-გვ.228-230.
მოკლე ცნობები იყალთოს აკადემიისა და ღვთაების სახელობის სამონასტრო კიმპლექსის შესახებ.
2.ბარნაველი თ. ისტორიული ძეგლების წარწერები.-თბ.,1961.-გვ.96-106.
იყალთოს ფერისცვალების, ღვთისმშობლის, წმინდა სტეფანეს, წმინდა შიოს სახელობის ეკლესიებისა და მათ მიდამოებში საფლავის ქვებზე შემორჩენილი წარწერების პალეოგრაფიული ანალიზი.
3.გიორგაძე მ. იყალთოს მონასტერი.-თბ.,1985.
ტექსტი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
ფოტოალბომი.
4.ციხე-გალავნები: იყალთო //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები.-თბ.,1988.-გვ.156-157.
იყალთოს კომპლექსის მახლობლად მდებარე იყალთოს ციხე-გალავნის ნანგრევების აღწერილობა.
5.ციხე-გალავნები: იყალთო //ზაქარაია პ. კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი.-თბ.,1962.-გვ.132-134. რეზ. რუს. ენაზე.
ცნობები იყალთოს ციხე-გალავნისა და სათოფურების სისტემის აღწერილობა.ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა (სურ.39).
6.იყალთო //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.V.-თბ.,1980.-გვ.286-287.
მოკლე ცნობები იყალთოს სამონასტრო კომპლექსსა და იყალთოს აკადემიაზე.
7.იყალთო //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.-თბ.,2003.-გვ.3.
მოკლე ცნობები ქართულ და ინგლისურ ენებზე.
8.ლომიძე ზ. იყალთო.-თბ.,1963.-16 გვ.
ასურელი მამის-ზენონის მიერ დაარსებულ ხუროთმოძღვრულ კომპლექსზე.
9.მამულაშვილი ა. იყალთოს აკადემია.-თბ.,1948.-32 გვ.
1938 წელს ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგები (საწნახლისა და სამჭედლოს აღმოჩენა).
10.იყალთოს მცირე მონასტერი //მოსულიშვილი ჰ. ქართული სტრუქტურა: IV-XIII სს. გუმბათოვანი არქიტექტურა.-თბ.,1983.-გვ.33-35;გვ.133-134.
იყალთოს მცირე მონასტრის გეგმისა და შიდა სივრცის ანალიზი; ძეგლის კომპოზიციური სტრუქტურის ფორმირების კანონზომიერებათა შესახებ. მოცემულია სქემატური ჩანახატები. (ანაზომები: ჰ.მოსულიშვილი).
11.იყალთო. ფერისცვალების ეკლესია //ქართული წარწერების კორპუსი.I.: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-XII).-თბ.,1980.-გვ.310-312.
მოკლე ცნობები იყალთოს ფერისცვალების სახელობის ეკლესიის შესახებ. ძეგლის აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილი IX-X საუკუნეების ორი წარწერის განხილვა, შესრულების სავარაუდო თარიღი.
12. განვითარებული ფეოდალიზმი: იყალთოს აკადემია //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1995.-გვ.107-108.
აკადემიის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.
13.შმერლინგი რ. კანკელის ფრაგმენტი სოფ.იყალთოდან //ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XII სამეცნერო სესია. 1957 წლის 21,22 მაისი. მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები.-თბ.,1957.-გვ.9.
თელავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული მწვანე ქვის ფილის ორნამენტული ფრაგმენტის ანალიზი: კომპოზიცია, კვეთისა და ფიგურების დამუშავების სტილი(ჩატანებული იყო ფერისცვალების ეკლესიის კედლებში).
14. ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია.ტ.I.-ტფ.,1936.-გვ.62.
VI საუკუნეში ასურელი მამის-ზენონის მიერ დაარსებული იყალთოს მონასტრის პატარა ეკლესიის მოკლე აღწერილობა.
15. ჯანაშვილი მ. მოგზაურობა კახეთში //დროება.-1881(4 ივნ.).-N113.-გვ.1-3;N113(5ივნ.).-N1-3;N114(6ივნ.).-გვ.1-3;N115(7 ივნ.).-N116(9 ივნ.).-გვ.2-3;N117.-გვ.2-3.
ცნობები იყალთოს შესახებ.
16.იყალთო //თაყაიშვილი ექვ. არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი. წიგნი პირველი.-ტფ.,1907.-გვ.253-258.
იყალთოს მონასტერში დაცული სიძველეების აღწერილობა.
17.ციხე-გალავნები: იყალთო //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხსიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები.-თბ.,2001.-გვ.197-198.
კვადრატული გეგმის მქონე ციხე-გალავნის ნანგრევების მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.
18.იყალთო //საქართველოს სულიერი საგანძური.წ.I.-თბ.,2005.-გვ.274-276.
ასურელი მამის, ზენონის მიერ დაარსებული იყალთოს სამონასტრო კომპლექსის სამშენებლო პერიოდები. იყალთოს აკადემიის მწიგნობრულ-საგანმანათლებლო მუშაობის შესახებ. მოხსენიებულია არსენ იყალთოელი. ტექსტი ქართულ და ინგლ. ენებზე. დართული აქვს ტაძრის საერთო ხედისა და აკადემიის ნანგრევების ფოტოები.

პოსტის ავტორი: likasani თარიღი: Jun 20 2010, 10:45 AM

გაიხარე ჩემო კარგო yvavilebi.gif yvavilebi.gif yvavilebi.gif ,ეჰ ბიბლიოთეკაში სიარულის დროც არ მაქვს და მაგიტომ გაწუხებთ ხოლმე sad.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 21 2010, 12:36 PM

likasani
მე იყალთოზე არაფერი მაქვს sad.gif

ვიკიპედიის სტატია არ გამოგადგება?
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%9D_(%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%98)

პოსტის ავტორი: likasani თარიღი: Jun 27 2010, 10:25 AM

მადლონა მაინც,არაუშავს,დიდად არ შედის ტურისტულ მარშუტში და რომ ვნახავ ადგილზე უფრო კარგად დავაკვირდები,უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის yvavilebi.gif yvavilebi.gif yvavilebi.gif yvavilebi.gif zafxuli.gif zafxuli.gif zafxuli.gif zafxuli.gif zafxuli.gif zafxuli.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 15 2010, 12:28 AM

ბაგრატის და გელათის მონასტრები შესაძლოა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღონ

http://netgazeti.ge/GE/32/culture/3090/ბ...

პოსტის ავტორი: gvanca_wowko თარიღი: Dec 13 2010, 06:52 PM

თუ შეგიძლიათ ვინმეს არქიტექტურული ტერმინები რომ დაწეროთ და ახსნათ რა რას ნიშნავს: ლუნეტები,ბემა,კამარა,ტრომპებ
,პანდანტები და ა.შ უამრავი რაგაც არი და ბევრი რაგაც არ მესმის. მადლობა წინასწარ smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Dec 14 2010, 03:54 PM

gvanca_wowko
ეს გამოგადგება ალბათ:
http://dzeglebi.ge/leqsikoni/leqsikoni_a_.html

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Dec 15 2010, 04:25 PM

tamuna m
ეს რა კარგი საიტია biggrin.gif

მახსოვს მე რუსულ საიტებზე ვეძებდი და ლექსიკონით ვაქართულებდი sad.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Dec 15 2010, 05:56 PM

ქევანა
მეც მაგ პერიოდში გაზრდილი ვარ
ნესტიანი და მტვრიანი ბიბლიოთეკა და კომუნისტური ენით და შეხედულებებით დაწერილი რუსული წიგნები
"ვსეობშაია ისტირია ისკუსტვ" არ მავიწყდება biggrin.gif
საერთოდ კარგი საიტია.
ძეგლებზეც კარგად წერია და ეს ლექსიკონიც გამოსადეგია

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Oct 30 2012, 07:31 PM

http://imageshack.us/photo/my-images/217/33658164220913603538715.jpg/

Uploaded with http://imageshack.us
ამ თემას გადავაწყდი უცებ და გამახსენდა რომ კაცხის ფასადები და გეგმა მქონდა გაკეთებული პირველ კურსზე. ამოვქექე ძველი ფოტო smile.gif თვითონ ეს პლანშეტი სად მაქვს შენახული აღარც მახსოვს. მგონი აკადემიაში დამატოვინეს. ოშკიც მქონდა მაგრამ ფოტო ვერ ვიპოვე სამწუხაროდ smile.gif რაღაცა ისე ტკბილად მომაგონდა ახლა პირველი კურსი sad.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 31 2012, 03:15 AM

კაცხი....

მშვენიერი ფორუმული გასვლა იყო...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 20 2013, 12:24 PM

https://www.facebook.com/groups/436024756457233/ ძალიან საინტერესო ჯგუფია ვისაც ქართული ხუროთმოძღვრება, ხელოვნება და ასეთი რამეები გაინტერესებთ. საინტერესო განხილვებია ხოლმე.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2022, 09:31 PM

"მადლობა ჩემს ხალხს ასეთი მემკვიდრეობისთვის. მადლობა ყველა უსახელო ხუროსა და ოსტატს, რომელთა მარჯვენამ განადიდა საქართველო, შექმნა მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური კულტურის საგანძური".

/აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია
საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 365/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)