თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ ღვთის ნება

პოსტის ავტორი: ninca თარიღი: Nov 15 2006, 11:06 PM

მშვიდობა თქვენ სულს!
ამ ქვეყნად ყველაზე მთავარია, ადამიანმა იცოდეს, თუ რა არის ღვთის ნება და საღვთო მოშურნოებით იღვწოდეს მის შესასრულებლად. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მივხვდეთ ამათ თუ იმ ცხოვრებისეულ სითოაციაში, თუ რა არის ღვთის ნება?

პოსტის ავტორი: Beri_Sergi თარიღი: Nov 15 2006, 11:16 PM

erts danamdvilebit vitkvi gvtis neba iyo tu ara amas me aravin damekitxeba da arc vici magram erti periodi seriozulad mqonda gdackvetili morchilad cavsuliakvi saudamod am kvelafrisgan shors .. sad.gif
magram shemishala ragacam xeli (upro scored vigacam ertma adamianma ) ro shemedzlos ar exla vitkodi uars monazvnur cxovrebaze .....

პოსტის ავტორი: guri777 თარიღი: Nov 15 2006, 11:20 PM

ჩემი აზრით ადამიანი მთლიანად უნდა იკოს დამოკიდებული უფალზე და თავში უნდა ქონდეს ჩადებული რომ კველაფერი უფლის ნებაა,და იმას თუ გაითავისებს მაშინ კოველთვის დაინახავს უპლის ნებას

და რა გიშლის ხელს?თუ შეგიზლია გვითხრა

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 15 2006, 11:23 PM

ღვთის ნება ალბათ ისაა რასაც სისწორეს ვეძახით. სინერგიზმი-განღმრთობის გზაა. . . კეთილი შურით მშურს იმ ადამიანების რომლებმაც ღვთის ნებასთან თანხვედრას მიაღწიეს. . .

პოსტის ავტორი: Beri_Sergi თარიღი: Nov 15 2006, 11:23 PM

ციტატა
guri777


modi erti satxovari meqneba (nu mkitxav magas ar shemidzlia ubralod chemi piradi cxovrebi erti patara furceli aq gadavshalo kvelas dasanaxad ...mirchevnia isev chemshi davtovo ikos aq smile.gif arafers mishavebs pirikit ..sisamovnoa dzveli mogonebebit xvoreba da mati gaxseneba

პოსტის ავტორი: guri777 თარიღი: Nov 15 2006, 11:29 PM

როგორც გინდა,მაგრამ მონასტერში წასვლა მართლა უფლის ნებაა და ჩვენ ამ ნებაში ხელი უნდა გავანზრიოთ და მოვინდომოთ

პოსტის ავტორი: Beri_Sergi თარიღი: Nov 15 2006, 11:38 PM

guri777

erti problema maqvs ... da mis gadackvetas vcdilob torem sxva araferi mishlis xels

პოსტის ავტორი: guri777 თარიღი: Nov 15 2006, 11:41 PM

კარგად უნდა მოიფიკრო და ისე უნდა წახვიდე როგორც მამები ამბობენ პირველ რიგში სოფელი უნდა შეიზულო და სიმშვიდეს მაშინ დაიმკვიდრებ

პოსტის ავტორი: Beri_Sergi თარიღი: Nov 15 2006, 11:45 PM

ციტატა
კარგად უნდა მოიფიკრო და ისე უნდა წახვიდე როგორც მამები ამბობენ პირველ რიგში სოფელი უნდა შეიზულო და სიმშვიდეს მაშინ დაიმკვიდრებ

mofikrebit mofikrebuli maqvs ubralod vabodeb mat cxovrebaze ...miyvars eg xalxi sascaulad .... magram arafris shedzuleba ar mchirdeba erti ki vici .... simartove chemi pirveli megobaria ....

პოსტის ავტორი: guri777 თარიღი: Nov 15 2006, 11:47 PM

გმერთმა გაგაზლიეროს

პოსტის ავტორი: nikoloz_v თარიღი: Nov 18 2006, 02:28 AM

Beri_Sergi
ქართული შრიფტით რატო არ წერ? თუ შრიფტი არ გაქვს??

პოსტის ავტორი: shota1 თარიღი: Nov 18 2006, 05:30 PM

ყველაფერი რაც მთავარ პრინციპთან ღვთისა და მოყვასისი სიყვარულთან თანხვედრაშია ღვთის ნებაა, რაც ამას ეწინააღმდეგება ის წინააღმდგომის ნებაა...

სახარება და ეკლესიის სწავლება ა პრინციპის განმარტებას ემსახურება და ღვთის ნების დასანახვაში ცოდნაც გვეხმარება, გარდა ამისა არსებობს სინდისიც...

მგონია რომ თუ კაცს უნდა ღმრთის ნების დანახვა ყოველ კონკრეტულს სიტუაციაში იოლად დაინახავს... სამწუხაროდ ჩვენ ყოველთვის არ გვსურს იმის აღიარება რომ ვიცით რა არის ღვთის ნება და ხშირად ჩვენივე თავებს ვატყუებთ საკუთარი საქციელის გასამართლებლად...

პოსტის ავტორი: Beri_Sergi თარიღი: Nov 19 2006, 09:18 PM

ციტატა
Beri_Sergiქართული შრიფტით რატო არ წერ? თუ შრიფტი არ გაქვს??



ramdeni kartuli shrifti agar chavcere kompshi magram arafers shveba sad.gif(( ar cers da kidev ramodenimegan saerto ???????????????ameebit cers ragac kidev maklia da magari mezareba windowsis gadakeneba es sxvam gadaakena samsaxurshi sanam me aq ar viyavi da arc shemicvlia da vcvalo ase da tu gamomigzavni shriftebs kvelanairs ravici dziritadebs madlobeli viqnebi ... sad.gif

პოსტის ავტორი: judi თარიღი: Nov 21 2006, 12:06 PM

წმიდა მამა გვეუბნება, უფალს სთხოვე არა ის რაც შენ გსურს, არამედ რაც მისი ნებაა და უფალი მოგცემს საუკეთესოს.. უფლის ნება სიყვარულია, რადგან თვითონ არის სიყვარული... ღმერთმა თავისი კეთილი ნება ჩვენს მიმართ გამოხატა, როცა თავის ხატად შეგვქმნა და ჩვენგან მონობა კი არ მოინდომა, თავისუფალი ნება მოგვცა.. უფალმა ყოველი უწყის და ხედავს, მისი ნება განუზომელი სიკეთეა და ჩევნ ერთი რა დაგვრჩენია, ყოველივე მსოფლიო დავუტევოთ ზრუნვა და მთლიანად უფალს მივენდოთ

პოსტის ავტორი: Springchild თარიღი: Nov 22 2006, 05:21 PM

Beri_Sergi
albat shriftis brali ki araa, ubralod operas xmarob..

Uflis neba ki kvelafershia... gansacdelshic ki, romelic bevria chventan, Uflis dashvebit xdeba... ase rom, irgvliv kvelaferi Uflis nebaa... Ubralod, zala unda shevtxovot Ufals, rom davitminot gansacdeli..

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Nov 22 2006, 10:35 PM

ისე, მე მგონია, რომ აქ ზოგი ღვთის ნებაზე ლაპარაკობს და ზოგიც მის სურვილზე.
ჩვენ ყველამ ვიცით მისი სურვილი, თუმცა არ ვიცით მისი ნება.
ჩვენ ალბათ უნდა ვეცადოთ შევასრულოთ მისი სურვილი და პარალელურად თვალი ვადევნოთ მისი ნების გამოხატულებას ჩვენს და არა მარტო ჩვენს მიმართ.
თუმცა, შეიძლება მისი ნება ჩვენს ვარაუდებს არ დაემთხვეს, ჩვენ მაინც არ უნდა შევიტანოთ ეჭვი მისი ნების ჭეშმარიტებაში.
როცა მე რაღაცას ვთხოვ ღმერთს და ველოდები მისგან ჩემთვის დადებით (როგორც მე მგონია) შედეგს, ეს შეიძლება სრულებითაც არ იყოს მისი ნება.
იტოგში, რაც კი ხდება, ცუდიც, საშინელიც და მასზე უარესიც არის ღვთის ნება და არა მისი სურვილი.
ხოლო, თუ ხდება რაიმე კარგი, რომელსაც ცუდი შედეგი არ მოსდევს, მაშინ ეს ალბათ არის ღვთის სურვილის და მისი ნების თანხვედრა.
რავი, მე ასე მგონია და . . . smile.gif

პოსტის ავტორი: A L U B A L A თარიღი: Nov 24 2006, 07:11 PM

რა არის ღვთის ნება,ამას დრო დაგვანახებს,ჩვეულებრივი ადამიანის გონებას არ შეუძლია ამის აღქმა

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Nov 24 2006, 07:33 PM

საღვთო წერილი ამბობს რომ ღვთის ნება არის კეთილი სასურველი და სრულყოფილი -ო wink.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Nov 24 2006, 07:35 PM

ციტატა(glaxa @ Nov 24 2006, 07:33 PM) *

საღვთო წერილი ამბობს რომ ღვთის ნება არის კეთილი სასურველი და სრულყოფილი -ო wink.gif

გლახა როგორ გესმის შენ სრულყოფილება ? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Nov 24 2006, 08:41 PM

ლილიანა

ციტატა
გლახა როგორ გესმის შენ სრულყოფილება ?


ძალიან კარგად wink.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Nov 24 2006, 10:04 PM

glaxa

ციტატა
საღვთო წერილი ამბობს რომ ღვთის ნება არის კეთილი სასურველი და სრულყოფილი -ო

აბა კაცს რომ აწამებენ და თავს აჭრიან, ეს "კეთილი სასურველია"?
რაღაც არა მგონია, რომ კეთილიც იყოს და სასურველიც.
ეს არის ღვთის ნება, წინააღმდეგ შემთხვევაში არც მოხდებოდა.
იტოგში, რაც ხდება, ყველაფერი ღვთის ნებაა (ღვთისგან დაშვებულია). აბსოლუტურად ყველაფერი, კარგიც და ცუდიც.

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Nov 24 2006, 10:08 PM

ვეშაპო

ციტატა
აბა კაცს რომ აწამებენ და თავს აჭრიან, ეს "კეთილი სასურველია"?
რაღაც არა მგონია, რომ კეთილიც იყოს და სასურველიც.


ჩემო ვეშაპო, მე ჩემი მოგონილი არ დამიწერია აქ.
და არა მგონია პავლე მოციქული რომელიმე წმინდა მამაზე ნაკლებად წმინდა იყოს.. wink.gif
რა იგულისხმა მან ამ სიტყვებში ეს სხვა რამეა..
მე არაფერს არ ვამტკიცებ, უბრალოდ ციტირებას ვახდენ მისი სიტყვებისას: wink.gif

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Nov 24 2006, 10:19 PM

და ნუ თანახატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუენისაითა, რაითა გამოიცადოთ თქუენ, რაი-იგი არს ნებაი ღმრთისაი: კეთილი, სათნოი და სრული.
პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ 12:2

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Nov 24 2006, 10:24 PM

”იყავნ უფალო ნებაჲ შენი! რამეთუ უფალმა კეთილინება ეგრეცა იყავნ, ესრეთ უმჯობეს არც ჩვენთვის.”

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Nov 24 2006, 10:34 PM

glaxa

ციტატა
და ნუ თანახატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუენისაითა, რაითა გამოიცადოთ თქუენ, რაი-იგი არს ნებაი ღმრთისაი: კეთილი, სათნოი და სრული.
პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ 12:2

აქ, მართალი გითხრა, ვერ ვხვდები ზუსტად რა იგულისხმება.
დათიკო
ციტატა
”იყავნ უფალო ნებაჲ შენი! რამეთუ უფალმა კეთილინება ეგრეცა იყავნ, ესრეთ უმჯობეს არც ჩვენთვის.”

აქ, მე როგორც ვხვდები, ლაპარაკია უფლის ნებაზე, რომელიც ჩვენთვის უკეთესია.
ანუ, ზოგადად შეიძლება ეს იყოს ცუდი მოცემულ მომენტში, რომელიც ჩვენთვის სასარგებლოა საბოლოო ჯამში.
იგივე, "ზოგი ჭირი მარგებელია". biggrin.gif
რავი, მე მგონია, რომ ღვთის ნების გარეშე არაფერი არ ხდება, არ კარგი და არც ცუდი.

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Nov 24 2006, 10:37 PM

ვეშაპო

ციტატა
აქ, მართალი გითხრა, ვერ ვხვდები ზუსტად რა იგულისხმება.


ხო ვერც მე ვხვდები მაინცა და მაინც
უბრალოდ საღვთო წერილის ციტატა გამახსენდა და დავწერე smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Nov 24 2006, 10:42 PM

glaxa

ციტატა
ხო ვერც მე ვხვდები მაინცა და მაინც
უბრალოდ საღვთო წერილის ციტატა გამახსენდა და დავწერე

არა, რას გეუბნები იცი?
შეიძლება აქ იგულისხმება, რაიმე კონკრეტული ფაქტი, ან რაიმე კონკრეტულზე, ღვთის კეთილი ნება.
მაგალითად, მე რომ ვინმეს ვეხმარები, არის ჩემი კეთილი ნება.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Nov 24 2006, 10:48 PM

ციტატა
რავი, მე მგონია, რომ ღვთის ნების გარეშე არაფერი არ ხდება, არ კარგი და არც ცუდი.

უფლის ნებაა ყველაფერი - ცუდიც და კარგიც.
ის რომ ჩვენ გვგონია ცუდი, სულაც არ ნიშნავს იმას რომ ეს მართლაც ცუდია ანდა პირიქით. უფლის განგებულება ყველაზე სამართლიანია და ყველაზე მართებული.
ადამიანის გონება იმდენად პატარაა, რომ ის ვერ დაიტევს ამას.
უფლის ნებაა ყველაფერი რაც ხდება ან არ ცდება. მისი ნების გარეშე ფოთოლი არ ჩამოვარდება ხიდან და ნიავი არ გაიქროლებს smile.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Nov 24 2006, 10:48 PM

glaxa

ციტატა
და ნუ თანახატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუენისაითა, რაითა გამოიცადოთ თქუენ, რაი-იგი არს ნებაი ღმრთისაი: კეთილი, სათნოი და სრული.
პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ 12:2

აააა, მივხვდი მე მგონი.
აქ მგონი წერია, რომ ნუ ჩაიძირებით ნამეტანი ამ ქვეყნიურ საზრუნავში, არამედ იცხოვრეთ ღვთისთვის სათნო ცხოვრებით, რათა ნახოთ ღვთის კეთილი ნება.
მე რას ვამბობ იცი?
აი, მაგალითად წმიდა გიორგი ხომ აწამეს და თავი მოჰკვეთეს.
ღვთის კეთილი ნება იყო წმ. გიორგის ცხონება, მაგრამ ამსთანავე ღვთის ნება იყო მისი წამებაც.
ანუ თვითონ წამების ფაქტი არის ცუდი და ცხონების ფაქტი არის კარგი. ეს ორივე ღვთის ნებაა.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Nov 24 2006, 11:13 PM

ციტატა
და ნუ თანახატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუენისაითა, რაითა გამოიცადოთ თქუენ, რაი-იგი არს ნებაი ღმრთისაი: კეთილი, სათნოი და სრული.sizec/sizeccolorc/colorc coloro:#990000/coloro sizeo:2/sizeoპავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ 12:2

ამ მუხლის განმარტება წმ. იოანე ოქროპირის მიერ.

”თანახატ-ქმნაჲ ესრეთ გულისჴმა ყავ, რაჟამს კაცი თანა [...ებოდის] ხატად-ხატადთა ამა[თ...]ლებათა სოფლისა ამის წარ[მავა]ლისათა, რომლისა
ხ ა ტ ო ბ ი თ ა [დაუდგ]რომლობაჲ მისი მოა[სწავა]. ხოლო შემდგომი იგი სიტყუაჲ [ესრედ უსაკუთ]რეს არს: ნაცვა[ლად ”შ ე ი ც ვ ა ლ ე ნ ი]თ”, [ვითარმედ: ფერი იცვალეთ...]* რებ... ლეთ... ვიტარმედ გ... ...სა თქუენ... გ~ნბას... კუეთებ...ესრეთ...ცოდვ... და მ!დის... ...ლისა...
...შეუდგეს ზე[ა... ...] გონებათა სა[... ...] ღმრთისაჲ, რამეთუ თჳსეყვ[ის... ... ...] [ბოროტ]თაგან ქმნაჲ კეთილისაჲ. [კ ე] თ ი ლ ა დ, ს ა თ ნ ო დ დ ა ს რ უ ლ ა დ ახ[ა]ლა ამას შჯულსა უწოდს, თანაშეტყუებითა ამისითა ძუელსა მას თანა და ჰურიათასა, რამეთუ იგიცა ნებაჲ ღმრთისაჲ იყო და კეთილ, ხოლო ვერღარა სათნო და სრულ, არამედ უძლურებისათჳს მათისა შენდობილ, ამისთჳს ს ა თ ნ ო დ ა ს რ უ ლ ახალი ესე არს შჯული, რომელსა შინა იპოების სრულებაჲ ნებისა ღმრთისაჲ. ”


* აქ E ხელნაწერის ფურცლის კიდე ჩამოჭრილია და 23 სტრიქონის ტეასტიდან თითო-ოროლა სიტყვაა დარჩენილი (ზოგ სტრიქონში - თითო სიტყვა, ზოგში - ნახევარი, 6 სტრიქონი კი სრულიად დაკარგულია), რის გამოც ტექსტის აღდგენა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Nov 25 2006, 01:08 PM

დათიკო

მე მგონი პავლეს დაწერილი უფრო ადვილად გასაგებია ვიდრე იოანე ოქროპირისეული განმარტება...
ყოველ შემთხვევაში ის რაც შენ დაწერე დათიკო არამც თუ გასდაგებად, არამედ წასაკითხადაც ერთობ რთულია ჩვეულერბრივი მოკვდავისათვის
smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2006, 04:03 PM

რასაც მოძღვარი გვირჩევს, რასაც მისი პირით ვიგებთ, ესაა უფლის ნება და შესაბამისად მოძღვრისადმი მორჩილებაშია ყველაზე დიდი ნეტარება, რადგან ამით მორჩილნი ვხდებით უფლის ნებისა..smile.gif

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Nov 30 2006, 10:54 PM

ციტატა(glaxa @ Nov 25 2006, 01:08 PM) *

დათიკო


ციტატა
ყოველ შემთხვევაში ის რაც შენ დაწერე დათიკო არამც თუ გასდაგებად, არამედ წასაკითხადაც ერთობ რთულია ჩვეულერბრივი მოკვდავისათვის


გაიხარე! როგორ გამაცინე. smile.gif

ციტატა
მე მგონი პავლეს დაწერილი უფრო ადვილად გასაგებია ვიდრე იოანე ოქროპირისეული განმარტება...


აქ, უბრალოდ გაურკვევლად გამოუვიდა, თორემ საოცარია პავლე მოციქულის განმარტებანი. ახლა ხელთ რომ მქონდეს, შევეცდებოდი ამ ამონარიდის უფრო გარკვეულად დაწერას... smile.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Dec 1 2006, 01:02 AM

glaxa

ციტატა
მე მგონი პავლეს დაწერილი უფრო ადვილად გასაგებია ვიდრე იოანე ოქროპირისეული განმარტება...ყოველ შემთხვევაში ის რაც შენ დაწერე დათიკო არამც თუ გასდაგებად, არამედ წასაკითხადაც ერთობ რთულია ჩვეულერბრივი მოკვდავისათვის

მესმის შენი smile.gif
მე უბრალოდ ერთი-ერთში დავწერე ხელნაწერში როგორც არის.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 4 2007, 11:07 AM

ციტატა(Beri_Sergi @ Nov 15 2006, 11:16 PM) *

erts danamdvilebit vitkvi gvtis neba iyo tu ara amas me aravin damekitxeba da arc vici magram erti periodi seriozulad mqonda gdackvetili morchilad cavsuliakvi saudamod am kvelafrisgan shors .. sad.gif
magram shemishala ragacam xeli (upro scored vigacam ertma adamianma ) ro shemedzlos ar exla vitkodi uars monazvnur cxovrebaze .....




მართალი გითხრა მე რა უფლება მაქვს დაგარიგო, ან მიგითითო, მაგრამ თუ ეს მოწოდებაა და არა სხვა რაიმე, ალბათ ამისი დროც მოვა. მერე ალბათ მიხვდები რა საჭირო იყო შენთვის ეს წლები. ალბათ, ბევრი არც მე მესმის rolleyes.gif

ციტატა(judi @ Nov 21 2006, 12:06 PM) *

წმიდა მამა გვეუბნება, უფალს სთხოვე არა ის რაც შენ გსურს, არამედ რაც მისი ნებაა და უფალი მოგცემს საუკეთესოს.. უფლის ნება სიყვარულია, რადგან თვითონ არის სიყვარული... ღმერთმა თავისი კეთილი ნება ჩვენს მიმართ გამოხატა, როცა თავის ხატად შეგვქმნა და ჩვენგან მონობა კი არ მოინდომა, თავისუფალი ნება მოგვცა.. უფალმა ყოველი უწყის და ხედავს, მისი ნება განუზომელი სიკეთეა და ჩევნ ერთი რა დაგვრჩენია, ყოველივე მსოფლიო დავუტევოთ ზრუნვა და მთლიანად უფალს მივენდოთ



ეს სიტყვები ძალიან მომეწონა. ადრე მე თემა გავხსენი ლოცვის ძალა, დაახლოებით ამას ვგულისხმობდი. ძალიან ძნელია მორჩილება, ძალიან ძნელი. ხანდახან ის გინდა ასრულდეს, რასაც იმ წუთსი ითხოვ, უფალი იმას გაძლევს რაც გჭირდება, მიღებაა ძნელი. შენ ხომ სხვას იტხოვდი

პოსტის ავტორი: ზურა თარიღი: Jan 9 2007, 01:33 PM

აქა მშვიდობა,

მოკლედ რომ ვთქვა:
- ღვთის ნებაა, რომ ვიყოთ სრულყოფილნი, ისევე როგორც ჩვენი ზეციური მამაა სრულყოფილი.


უფალო შეგვიწყალე!

პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Jan 12 2007, 04:55 AM

ესეც ღვთის ნებაა...

დედას, რომელიც ყრმა-შვილების დაკარგვის გამოა დამწუხრებული


ღრმად პატივცემულო ქალბატონო ნ. თქვენ აღმიწერეთ მწუხარება და დარდი, რომელსაც შვილების დაკარგვის გამო განიცდით და ამ გრძნობათა გამოხატვით ჩემგან - უძლურისაგან - ნუგეშისცემასა და განმტკიცებას ითხოვთ. ასევე გსურთ, დაბეჯითებით გქონდეთ იმის იმედი, რომ ოდესმე მარადიულ ცხოვრებაში კვლავ შეხვდებით თქვენს ყრმა-შვილებს.

თქვენ, რაღა თქმა უნდა, მტკიცედ გჯერათ, რომ ჩვენი მოსვლა და წასვლა, სიცოცხლე და სიკვდილი ღვთის ნებაა. ღმერთმა დაგვბადა, იგი გვფარავდეს ამქვეყნიური ცხოვრებისას და თითოეულისათვის განსაზღვრულ ჟამს მარადისობაში გადაგვასახლებს. ამგვარად ჩვენ: „გინა თუ ცხოველ ვართ, უფლისად ცხოველ ვართ. და გინა თუ მოვსწყდებით, უფლისა მიერვე მოვსწყდებით“ (რომ. 14, 8).

ამქვეყნიური ცხოვრება, როგორადაც არ უნდა გახანგრძლივდეს, ბოლოს მაინც სიკვდილით თავდება, ჩვენი ყოფა კი ამით არ წყდება, სიკვდილი მხოლოდ დაუსრულებელ მარადისობაში გადაგვასახლებს.

ღვთის წინაშე დღე ერთი - ვითარცა ათასი წელი, და ათასი წელი - ვითარცა ერთი დღე. მისი ნებით მოხდა, რომ ამ მწუხარე, ჭირ-ვარამითა და ცრემლით სავსე ცხოვრებიდან ისინი სრულიად ნორჩ ასაკში გავიდნენ მანამ, სანამ ამქვეყნიურ სიტკბოებასა და სიმწარეს გამოცდიდნენ და სულზე ცოდვილ ვნებათა ნაკვალევი დააჩნდებოდათ. განა ღვთაბრივი სიყვარულის გამოვლინება არ არის მათ მიმართ, რომ მარადიული ნეტარებით ტკბებიან? „მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა-წამება მათ ვერ შეეხებათ“ (სიბრძნ. 3, 1).

ქვეყნისთვის შეუცნობელია განგება ღვთისა. პავლე მოციქული შესძახებს: „ჰოი, სიღრმე სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ, ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი“ (რომ. 11, 33); ამიტომ ჩვენი გამოსაძიებელი როდია, თუ რად გაიყვანა ისინი უფალმა ამ ქვეყნიდან სიყრმის ასაკში. გვქონდა კი იმედი, რომ მათ კეთილზნეობრივებს, საზოგადოებისთვის გამოსადეგებს ვნახავდით და მომავალშიც ნუგეშს გვცემდნენ?! ვის შეუძლია დაგვარწმუნოს, რომ ეს ნამდვილად ასე იქნებოდა. ხშირად ვხედავთ, რომ ჩვენი იმედები არ მართლდება და მრავალი მშობელი ნუგეშის ნაცვლად შვილებისაგან მწუხარებასა და ტკივილს იღებს და ეს, რა თქმა უნდა, დიდი სასჯელია მშობლებისათვის. თქვენ კი ეს არ გამოგიცდიათ, მხოლოდ მათი დაკარგვის სიმწარე განიცადეთ - თქვენივე უძლურებისა და სულმოკლეობის გამო. როცა რწმენასა და სასოებას მოიპოვებთ, მაშინ სასიხარულო ნუგეშს გცემთ იმაზე ფიქრი, რომ ისინი მარადიულ ნეტარებას მიემთხვივნენ და ცხოვრებისეული ცვლილებები და დაბრკოლებები ვეღარას ავნებთ. წერილი ამბობს: „სიგლახაკისაკენ ლტოლვა სიკეთეს აბნელებს და უმანკო გონებას რყვნის ვნებათა ღელვა“ (სიბრძნ. 4, 12); იმისათვის მიიღო უფალმა თავის წიაღში თქვენი შვილები, „რათა მათი გონება ბოროტებას არ შეეცვალა, ან მზაკვრობას არ შეეცდინა მათი სული“ (სიბრძნ. 4, 11); ღვთისათვის ხომ ყოველივე აშკარაა, თვით აღუსრულებელი საქმენიც კი, ამიტომ მადლიერებით მიმართეთ მას იმისათვის, რომ „ვითარცა ძღუენი პატიოსანი“. შეიწირა ნაყოფი თქვენი - მარადიულ ნეტარებაში. წაიკითხეთ წმიდა მოწამე უვარიოსის (19 ოქტომბერი) ცხოვრება, იქ ნახავთ, რომ დედა, რომელმაც ერთადერთი შვილი დაკარგა, წმიდანმა თავისი გამოცხადებით ანუგეშა.

ხოლო თქვენ ყოველივე ზემოთქმულით ინუგეშეთ თავი, გწამდეთ, თუმცა არ გიხილავთ და როცა მადლიერების გრძნობით აღივსებით, უფალი მწუხარებას შეგიმსუბუქებთ და სულიერ შვებას მოგანიჭებთ. გსურთ იცოდეთ, თუ რა საშუალებით შეიძლება დაიმსახუროთ მათთან ზეციური შეხვედრა? ჩვენ მხოლოდ ამას კი არ უნდა ვესწრაფვოდეთ, არამედ იმას, რომ ღვთის ბრწყინვალე სახე ვიხილოთ და იქვე ყველა, ვინც სიყვარულითვე შეერთვება სიყვარულს ღვთისას. ხოლო თუ როგორ მიიღწევა ყოველივე ეს, თითოეულ ქრისტიანს სიტყვა ღვთისა და მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის: მცნებები აღასრულეთ და მთელი სასოება დაამყარეთ არა პირად დამსახურებაზე, არამედ ქრისტე მაცხოვარზე, რომელმაც თავისი ჯვარითა და ტანჯვით მარადიული ცხოვრება მოგვანიჭა. მისმა ყოვლადწმიდა ბაგემ წარმოსთქვა სიტყვები: „რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე. ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ და მეცა შევიყვარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი“ (იოან. 14, 21).

თქვენი მწუხარებით გულმოწყლულმა, როგორც შევძელი, ისე შევეცადე ნუგეში მეცა და გამემხნევებინეთ. მაგრამ ნუგეშისცემა და სულიერი განმტკიცება მხოლოდ ერთ ღმერთს ძალუძს. ამიტომ უგალობდეთ: „განვჰფინო მის წინაშე ვედრებაჲ ჩემი და ჭირი ჩემი წინაშე მისსა მიუთხრა“ (ფს. 14, 13); „კიდითგან ქუეყანისათ შენდა ღაღად-ვჰყავ მოწყინებასა გულისა ჩემისასა“ (ფს. 60, 3); და ფსალმუნის სხვა სიტყვებით მიმართეთ მას.

თარგმნა თინათინ გოგოჩაშვილმა

ისე, ჩემის აზრით ეს ეხება იმ დედებსაც, რომლებსაც მუცელი მოსწყდათ, და დამწუხრებულები არიან ამის გამო, შეიძლება ვცდები...


პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 12 2007, 07:52 PM

ჩემს ცხოვრებაში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება მხოდეს, მართალი გითხრათ ძალიან არ მინდა, რომ მოხდეს, მაგრამ ასე მგონია, რომ ეს ღვთის ნებაა. ტანაც გამიგია, რომ ზედმეტად არაფერი არ უნდა გამოიტხოვო უფლისგან, ხანდახან იმასაც ვფქრობ, თუ მოსახდენი უნდა მოხდეს, მე უნდა დავემორჩილო, რადგან უფალმა უკეთ იცის რა არის ჩემთვის კარგი. არადა როგორ მიჭირს. ზედმეტადაც არ მინდა წუწუნით თავი შევაწყინო და ამით რაღაც ჩემთვის არასასურველი არ გამოვიტხოვო. თქვენ არს პიქრობთ რა გავაკეთო? რისი შეცლა შემიძლია?

პოსტის ავტორი: mr_morrison თარიღი: Jan 13 2007, 01:56 AM

ჩემი აზრით ღვთის ნება არის სიყვარული, სიყვარული უფლისა და მოყვასის და შემდეგ ამ სიყვარულზე აგებული ყველა დანარჩენი რაც აუცილებელია მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის

პოსტის ავტორი: givilo თარიღი: Feb 28 2007, 08:49 PM

იცით რა ღვთისნება რა არის ამას ვინ მიხვდება, ღმერთი ხომ ისე არ ფიქრობს როგორც ჩვენ ადამიანები, მგონია როდესაც ჩვენ მივიღეთ ღვთისგან თავისუფალი ნება იმ დროიდან ღმერთმა შეზღუდა თავისი ნების გამოხატულება. სწორად გამოვთქვი ნეტავ? jump.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 1 2007, 05:41 PM

givilo

ციტატა
როდესაც ჩვენ მივიღეთ ღვთისგან თავისუფალი ნება იმ დროიდან ღმერთმა შეზღუდა თავისი ნების გამოხატულება




არ ვიცი რა იგულისხმე, ეტყობა ვერ მივხდი, რა კონტექსტში შეზღუდა? იმას გულისხმობ, რომ ძალით არ გვაიძულებს თუნდაც კეთილ გზაზე დადგომას?
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Mar 1 2007, 05:47 PM

უფლის ნება შეუცნობელია... ღვთის ნება ყოველთვის დადებითია, სასურველი. ზოგჯერ ჩვენი ნება სხვაა, უფლისა კი სხვა, თუნდაც ის დაბრკოლება, რაც ცხოვრების გზაზე გვხვდება უფლის დაშვებით ხდება... იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, უმიზეზოდ არაფერი ხდება.
თუმცა ხშირად ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი სულიერი მდგომარეობის შესაბამისად ხშირად იცვლება ღვთის ნებაც.

პოსტის ავტორი: ekusia თარიღი: Mar 1 2007, 06:36 PM

მე გამიგია რომ უფლის ნება სხვაა და უფლის დაშვება _ სხვა, და კიდევ ჩვენ, ჩვენი თავისუფალი და ზოგჯერ ჩვენთვის საზიანო ნ ე ბ ი თ უფლის ნებას გადავავადებთ ხოლმე. (რა პატივში ვყავართ უფალს და რა ცუდად ვიყენებთ ხშირად ამ პატივს sad.gif)

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 2 2007, 08:46 PM

საერთოდ ვფიქრობ კარგი იქნება, მანამ მამების აზრებს გავეცნოთ smile.gif
წმინდა იოანე დამასკელი
მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

თავი ორმოცდამესამე
წინაგანგების შესახებ

წინაგანგება არის არსთა მიმართ ღვთისგან გამოვლენილი მზრუნველობა. და კიდევ. წინაგანგება არის ღვთის ზრახვა, რომლის მიერაც ყოველი არსი სათანადოდ წარიმართება. თუ ღვთის ზრახვაა წინაგანგება, სრულიად აუცილებელია, რომ წინაგანგებით შექმნილები, მართებული აზრის თანახმად, უმშვენიერესნი და უმეტესად ღვთისმშვენნი იყვნენ, იმგვარნი, რომელთა უკეთესის შექმნაც შეუძლებელია, რადგან უთუოდ ერთიდაიგივე უნდა იყოს არსთა შემოქმედი და წინაგანმგები. მართლაც, შეუფერებელია და არაკანონზომიერი, სხვა იყოს არსთა შემოქმედი, სხვა კი - წინაგანმგები, რადგან ამ სახით ორივვ მათგანი უეჭველად უძლურებაში აღმოჩნდება. ერთი - იმ მხრივ, რომ წინაგანაგოს, მეორე - იმ მხრივ, რომ შექმნას. ამიტომ, ღმერთია შემოქმედიც და წინაგანმგებიც, რომლის შემოქმედებითი, შემამტკიცებლობითი და წინაგანმგებლობითი ძალა - ესაა მისი კეთილი ნებელობა. „ყოველივე, რაც ინება უფალმა, ქმნა“ (ფს. 134,6), და მის ნებას ვერავინ შეეწინააღმდეგა. ინება მან შექმნილიყო ყოველივე, და შეიქმნა. ნებავს მას ქვეყნიერების შემყარება და შემყარებულია იგი. ყოველივე, რაც მას ნებავს, ხდება.

რომ წინაგანაგებს იგი და რომ კარგად წინაგანაგებს, ამის უმართებულესი განჭვრეტა შემდეგნაირად შეიძლება: მხოლოდ ღმერთი არის ბუნებით კეთილი და ბრძენი. ამიტომ, იგი, როგორც კეთილი, წინაგანაგებს (რადგან ვინც არ არის წინაგანმგები, კეთილიც არ არის იგი; ამასთან, ადამიანებიცა და პირუტყვებიც ბუნებითად წინაგანაგებენ მათი შვილებისათვის და ვინც წინდაწინ არ განაგებს, კიცხავენ მას), ხოლო როგორც ბრძენი, გამორჩეულად ზრუნავს იგი არსთათვის.

ამიტომ, ვუკვირდებით რა ამას, გვმართებს, რომ მისეული წინაგანგების ყოველი საქმე გვიკვირდეს, ყოველივეს ვაქებდეთ და ყოველივეს გამოუძიებლად ვიწონებდეთ, თუნდაც რომ ბევრისთვის უსამართლო ჩანდეს ეს საქმეები, რადგან უცოდნელია და უწვდომი წინაგანგება ღვთისა.

ეს ყოველივე, ვამბობ, ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან ის, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, განეკუთვნება არა წინაგანგებას, არამედ ჩვენს თვითუფლებრივობას.

წინაგანგების ნაწილი სათნოჩენითი არის, ნაწილი - დაშვებითი. სათნოჩენითია ის, რაც უცილობლად კეთილია, ხოლო დაშვებითს მრავალი სახე აქვს. მაგალითად, ხშირად უშვებს ღმერთი, რომ მართალიც ჩავარდეს განსაცდელში, რათა სხვებს გაუცხადოს მასში დაფარული სათნოება. ასე მოხდა იობთან დაკავშირებით. სხვა დროს უფალი უშვებს, რომ მოხდეს რაღაც არაჯეროვანი, რათა არაჯეროვნად მისაჩნევი საქმის გზით დიდი და საკვირველი რამ წარმატებულჰყოს მან, როგორც, მაგალითად, ჯვრის მეშვეობით ადამიანთა ხსნა. სხვა მხრივ, უშვებს იგი, რომ მწარედ იტანჯოს წმინდანი, რათა არ მიდრკეს იგი მართალი სინდისისგან, ან კიდევ, მისდამი ბოძებული ძალისა და მადლისგან ამპარტავნებისკენ არ გადადრკეს, როგორც [დაუშვა მან ეს] პავლეზე.

ზოგჯერ ხდება გარკვეული დროით ვინმეს მიტოვება სხვის გამოსასწორებლად, რომ მისი მდგომარეობის განჭვრეტით სხვები განისწავლონ, როგორც ეს მოხდა ლაზარესთან და მდიდართან დაკავშირებით (რადგან ბუნებით ვწუხვართ, როდესაც ვხედავთ ვინმეს ტანჯვას).

ზოგჯერ ვინმეს მიტოვება ხდება სხვის სადიდებლად და არა საკუთარი თუ მშობლებისეული ცოდვების გამო. ასე იდიდა ძე კაცისა მისგან, ვინც დაბადებით ბრმა იყო.

კიდევ, დაუშვებს ღმერთი ვინმეს ტანჯვას, რომ სხვამაც ჰბაძოს მას, რათა ტანჯულის პატივის განდიდებამ სხვებისთვისაც საშური გახადოს ტანჯვა, გაუჩნდებათ რა მათაც სასოება სამომავლო დიდებისა და სამომავლო კეთილთა ნდომა. ამგვარი რამ ხდება მოწამეებთან დაკავშირებით.

ზოგჯერ იმის ნებართვაც მიეცემა ვინმეს, რომ სასირცხვილო საქმეში ჩავარდეს, რათა ამით სხვა უარესი ვნება გამოასწოროს მან. მაგალითად, როდესაც ვინმე გაამპარტავნდება საკუთარ სათნოებათა და წარმატებათა გამო, მიუშვებს მას ღმერთი, რომ სიძვით დაეცეს, რათა დაცემის შედეგად საკუთარი უძლურების შეგრძნებამდე მივიდეს იგი, დამდაბლდეს, მიეახლოს უფალს და აღსარება უთხრას მას.

საჭიროა ვიცოდეთ, რომ გასაკეთებელ საქმეთა არჩევა ჩვენზეა დამოკიდებული, ხოლო ამ საქმეთაგან კეთილთა დაბოლოება ღვთის თანამოქმედებით ხდება, რადგან იგი, შესაბამისად თავისი წინასწარმცოდნეობისა, ჯეროვნად თანამოქმედებს მათთან, რომლებიც მართალი სინდისით ირჩევენ სიკეთეს. მეორე მხრივ, უკეთური საქმეების დასრულება მიტოვებულია ღვთისგან, რომელიც, კვლავ თავისი წინასწარმცოდნეობის შესაბამისად, სამართლიანად ტოვებს მათ.

მიტოვების სახე ორია, რადგან არსებობს განგებულებითი და განსწავლითი მიტოვება და არსებობს სრულიად განწირვითი მიტოვება. განგებულებითი და განსწავლითია ის, რაც ხდება ვნებულის გამოსასწორებლად, გადასარჩენად და სადიდებლად, ან კიდევ იმიტომ, რომ სხვებსაც ჰქონდეთ მისდამი მოშურნეობა და ბაძვა, ანდა იმიტომ, რომ ღმერთი იდიდოს. ხოლო სრული მიტოვებაა, როდესაც ღმერთი ყოველივეს მოიმოქმედებს ადამიანის გადასარჩენად, ის კი უგრძნობი და უექიმებელი, უფრო კი უკურნებელი დარჩება საკუთარი მოწადინებისამებრბ და მაშინ სრულ წარწყმედას გადაეცემა იგი იუდას მსგავსად. დაგვინდოს ჩვენ ღმერთმა და გვიხსნას ამგვარი მიტოვებისგან.

ამასთან, საჭიროა იმის ცოდნა, რომ მრავალგვარია ღვთის წინაგანგება, რაც არც სიტყვით შეიძლება განიმარტოს, არცთუ გონებით შემოიცვას.

გვმართებს ვიცოდეთ, რომ ყველა დამამწუხრებელი შემთხვევა მხსნელად ევლინება მათ, რომლებიც მადლობით იღებენ მას, ხდება რა იგი ყოვლითურთ სარგებლობის მომტანი მათთვის.

საჭიროა იმის ცოდნა, რომ ღმერთს უპირატესად ის ნებავს, ყველანი გადარჩნენ და ჰპოვრნ მისი სასუფეველი, რადგან არათუ სატანჯველად შეგვქმნა ჩვენ, არამედ მისი, როგორც კეთილის, სიკეთესთან წილმქონეობისათვის. თუმცა მცოდველის ტანჯვა სამართლიანადვე ნებავს მას.

ამიტომ ითქმის, რომ პირველი, ეპირატესი ნება და სათნოჩენა მისგანვე არის, ხოლო მეორე, მომდევნო ნება და დაშვება - ჩვენი მიზეზით. და ეს ორადია. ერთი, განგებულებითი და განსწავლითი, - ხსნისათვის, ხოლო მეორე, განწირვითი, - სრული ტანჯვისთვის, როგორც ვთქვით.

ესენია ის, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ხოლო იმათგან კი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ერთი მხრივ, ის, რაც კეთილია, განსაკუთრებით ნებავს და ესათნოება [ღმერთს], ხოლო, მეორე მხრივ, რაც უკეთურია და ნამდვილად ბოროტი, არც უპირატესად, არც მომდევნოდ არ ნებავს მას, თუმცა კი უშვებს ამას (ადამიანის) თვითუფლებრივობის გამო, რადგან იძულებით ნამოქმედარი არც მოაზროვნეობითია, არც სათნოება. ამასთან, წინაგანაგებს ღმერთი მთელ შესაქმეს, ქველმოქმედებს რა და განმსწავლელობს მთელი შესაქმის გზით, ხშირად კი - თვით ეშმაკთა მეშვეობითაც, როგორც, მაგალითად, იობთან და ღორებთან დაკავშირებით.




პოსტის ავტორი: qeTTvani თარიღი: Mar 3 2007, 12:23 AM

მაინტერესებს ერთი რამე. ვიცი რომ ღვთის ნების გამოძიება ცოდვაა, მაგრამ როგორ უნდა გავიგოთ რაც ხდება მართლა ღვთის ნებაა თუ არა? ვერ ვხდები ხოლმე რატო ამბობენ ყველაფერზე ღვთის ნებააო. ცუდიც ღვთის ნებაა? არ შეიძლება რომ ავცდეთ?

პოსტის ავტორი: givilo თარიღი: Mar 6 2007, 04:36 PM

ერთი მითხარით ადამიანი რომ იბადება ღვთის ნებაა? ალბათ დადებითი პასუხი გექნებათ დ შეიძლება ისიც დაამატოთ რომ თუ ადამიანი არ იბადება ან ადრევე გარდაიცვლება ეგეც ღვთისნებაა, კარგი მასე იყოს მაგაზე არ ვსაუბრობ. ვთქვათ მე დავიბადე კეთილმორწმუნე მუსლიმის ოჯახში, ან თუ გნებავთ სხვა რელიგიური მიმდინარეობა დავასახელოთ. მაინტერესებს ღვთის ნება არის ესეც ხომ? unsure.gif

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Mar 6 2007, 04:44 PM

givilo

მუსულმანის შვილი მუსულმანი იქნება, და ქრისტიანის ქრისიტიანი, შენ მართლმადიდებლურ ოჯახშI დაიბადე_ეს ღვთის წყალობააgivilo


ციტატა(qeTTvani @ Mar 3 2007, 12:23 AM) *

მაინტერესებს ერთი რამე. ვიცი რომ ღვთის ნების გამოძიება ცოდვაა, მაგრამ როგორ უნდა გავიგოთ რაც ხდება მართლა ღვთის ნებაა თუ არა? ვერ ვხდები ხოლმე რატო ამბობენ ყველაფერზე ღვთის ნებააო. ცუდიც ღვთის ნებაა? არ შეიძლება რომ ავცდეთ?


როცა რაიმე გემართება ეს ღვთის დაშვებით ხდება, თუ განსაცდელში აღმოჩნდი ეს შენს გამოსაწრთობად ხდება, უფლის დაშვებით, ან შენი ცოდვის პასუხია... ანუ რაც უფრო შორდები უფალს შენ სატანას მით უფრო საშუალებას აძლევ რაიმე ცუდი დაგმართოს, და უფალიც ამას უშვებს იმიტომ რომ მისგან შორს ხარ...

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Mar 6 2007, 05:49 PM

givilo
miss_kartveli
უფლისთვის არა აქვს მნიშვნელობა ვის ოჯახში დაიბადა ბავშვი. მისთვის ყველა ერთია.

პოსტის ავტორი: givilo თარიღი: Mar 6 2007, 09:55 PM

ჰო მაგრამ თუ მართლმადიდებლის ოჯახში არ დავიბადე ღმერთი არ არის მოსყალე თუ რამე დაუშავეს იმ ადამიანებმა მართლამდიდებლურ ოჯახში რომ არ დაბადა? ამბობტ ყველა ერტია ღმერთისთვისო კარგი მაშინ თუ ყველა ერთია, რატომ გაიძახიან მართლმადიდებლები გადავრჩებითო? ჰო რავიცი შეიძლება მხოლოდ მე მესმის ასეთი საუბრები wacko.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Mar 7 2007, 12:55 AM

givilo

ციტატა
ამბობტ ყველა ერტია ღმერთისთვისო კარგი მაშინ თუ ყველა ერთია, რატომ გაიძახიან მართლმადიდებლები გადავრჩებითო?

რა თქმა უნდა მახოლოდ ჭეშმარიტი გზა არის მაცხოვნებელი. სხვა გზა არ არის. მე ვთქვი რომ ყველას ტანაბარი შანსი აქვს ცხონდეს, მაგფრამ საბოლოო ჯამაში მართლმადიდებლური გზაა მაცხოვნებელი.

პოსტის ავტორი: ninca თარიღი: Mar 19 2007, 08:41 PM

მათთვის, ვინც ამაში გარკვევას ცდილობ, ზედგამოჭრილია ეგნატე ბრიანჩანინოვის ეს წერილი


ცხონების შესახებ

რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა; იშვიათად თუ ნახავს ადამიანი ამის საპირისპირო, სანუგეშო მაგალითს! გამონაკლისად იქცა ერთდროულად სახელითა და საქმით ქრისტიანი, იმ ხალხს შორისაც კი, ვინც თავის თავს ქრისტიანს უწოდებს.

თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას ახლა განუწყვეტლივ იმეორებენ: „რატომ არ უნდა სცხონდნენ წარმართები, მაჰმადიანები, და ეგეთ წოდებული მწვალებლები? მათ შორის ბევრი კეთილშობილი ადამიანია. მათი წარწყმედა ღმერთის მოწყალე ბუნების საწინააღმდეგო იქნებოდა!.. დიახ, სწორედ, რომ მიუღებელია ეს აზრი ადამიანის საღი აზროვნებისთვის! - ხოლო რაც შეეხება მწვალებლებს, ისინი ხომ იგივე ქრისტიანები არიან. ჩვენ, მართლმადიდებლები, ვსცხონდებით, ხოლო სხვა სარწმუნოების მიმდევარნი წარწყმდებიან, - ამის თქმა უგუნურებაა და უკიდურესი ამპარტავნებაც“.

სათქმელის სიცხადეს მრავლისმეტყველებით რომ არ ვავნო, ამიტომ ვეცდები მოკლედ გიპასუხოთ:

ქრიტიანებო! ცხონებაზე მსჯელობთ და იცით კი, რა არის ცხონება? ანდა რისთვის სჭირდება იგი ადამიანს? და ბოლოს, იცით კი ქრისტე - ცხონების ერთადერთი საშუალება.

წმიდა კათოლიკე („კათოლიკე“ საყოველთაოს ნიშნავს - საიტის ავტორის შენიშვნა) სამოციქულო ეკლესიის სწავლება ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთი გახლავთ: ხსნა სულისა (ცხონება) მდგომარეობს ღმერთთან დაკარგული კავშირის აღდგენაში. ეს კავშირი კაცობრიობამ ადამის პირველქმნილი ცოდვით დაკარგა, მთელი მოდგმა ადამისა დაღუპულ არსებათა წყებაა. წარწყმედა ყველა ადამიანის ხვედრია, კეთილისა და ბოროტისა.

„უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან“ (ფს. 50, 7), წმიდა მღვდელმთავარი იაკობი თავის მშვენიერ, უმანკო იოსებსა და თავის თავზე ასე ამბობს: „შთავიდე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთად“ (დაბ. 37, 35) მიწიერი ცხოვრების შემდეგ ჯოჯოხეთში ჩადიოდნენ ძველი აღთქმის არა მარტო ცოდვილნი, არამედ მართალნიც. ასეთი ძალა აქვს ჩვენს ადამიანურ სიკეთეს. ასეთივე ფასი აქვს ჩვენი ცოდვილი ბუნებიდან შობილ სათნოებას! ცხონებისათვის, ანუ ღმერთთან დაკარგული კავშირის აღდგენისათვის აუცილებელი გახდა გამოხსნა. გამოსყიდვა ცოდვისა. კაცობრიობის ხსნა მოხდა არა ანგელოზის, ან მთავარანგელოზის, ან კიდევ რომელიმე სხვა, უმაღლესი მაგრამ სასრული და შექმნილი არსების მიერ, არამედ თვით უსაზღვრო ღმერთის მიერ. უფალმა თავს იდვა კაცთა მოდგმის კუთვნილი სასჯელი. ჩვენი ღვაწლის ყველა ნაკლი მისმა უდიდესმა ღირსებამ დაფარა, შეავსო. ადამიანური, უმწეო კეთილი საქმეების ნაცვლად მოგვცა ერთი, ყოვლის შემძლე კეთილი საქმე: რწმენა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიმართ. ჰკითხეს იუდეველებმა ქრისტეს: „რაი ვუყოთ, რაითა ვიქმოდეთ საქმესა ღმრთისასა? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ესე არს საქმე ღმრთისა, რაითა გრწმენეს, რომელი-იგი მან მოავლინა“ (ინ. 6, 28-29).

ცხონებისათვის ერთი კეთილი საქმე გვესაჭიროება: სარწმუნოება. მაგრამ სარწმუნოება საქმეცაა. სარწმუნოებით, მხოლოდ სარწმუნოებით და უფლისაგან ბოძებული ეკლესიური საიდუმლოებების მეშვეობითაა შესაძლებელი ღმერთთან დაკარგული კავშირის აღდგენა. ამაოდ ფიქრობთ და ამბობთ, რომ კეთილი ხალხი, თუნდაც წარმართი ან მაჰმადიანი იყოს, მაინც ცხონდება, ანუ ღმერთთან ერთად იქნება მარადისობაში. ცდებით! ჭეშმარიტი ეკლესია, როგორც ძველი აღთქმისა, ისევე ახლისაა, ყოველთვის აღიარებდა, რომ სულის ხსნის ერთადერთი საშუალება არის მაცხოვარი. ადამიანი თავისი დაცემული ბუნების გამო, უდიდესი სათნოებებითაც რომ იყოს დაჯილდოებული, მაინც ჯოჯოხეთისთვისაა განწირული.

გაიხსენეთ, რომ ძველი აღთქმის მართალნი, მნათობნი, გაბრწყინებულნი სულითა წმიდითა, წინასწარმეტყველნი და საკვირველთმოქმედნი, რომელთაც სწამდათ მაცხოვრის მოსვლა, მის განკაცებამდე მაინც ჯოჯოხეთში ხვდებოდნენ. მაშ როგორღა გინდათ, რომ ცხონდნენ წარმართნი და მაჰმადიანები, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ისინი კეთილნი გეჩვენებიან, თუკი მათ არც შეიცნეს და არც იწამეს მაცხოვარი? ცხონება ხომ ერთადერთი, ვიმეორებთ, ერთადერთი საშუალებითაა შესაძლებელი - იესო ქრისტეს რწმენით.

ქრისტიანენო! შეიცანით ქრისტე! - გაიგეთ, რომ არ იცნობთ მას, აღიარეთ, რომ უარყოფდით მას, თუკი თვლიდით, რომ ცხონება მხსნელის გარეშე, რაღაც კაცობრივი სიკეთეების გამოც მიეცემა კაცს. ის, ვინც შესაძლებლად თვლის ცხონებას იესო ქრისტეს რწმენის გარეშე იგი უარყოფს ქრისტეს და შესაძლოა უნებლიეთ, ღმრთის გმობის ცოდვაში ვარდება.

„რამეთუ ვიტყვით განმართლებასა კაცისასა სარწმუნოებითა თვინიერ საქმეთა შჯულისათა, სარწმუნოებითა იესო ქრისტესითა ყოველთა ზედა მორწმუნეთა რამეთუ არა არს განწვალება. - ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოხსნითა მით იესო ქრისტესითა“ (რომ. 3, 22-24). თქვენ მიპასუხებთ, რომ წმიდა მოციქული იაკობი მოითხოვს უსათუოდ კეთილ საქმეებს; იგი გვასწავლის, რომ სარწმუნოება საქმეების გარეშე მკვდარია: „ვითარცა ხორცნი თვინიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკუდარ-არს“ (იაკობ 2, 26); მაგრამ აბა კარგად დააკვირდით, რას მოითხოვს წმიდა მოციქული იაკობი, და თქვენ ნახავთ, რომ იგი, როგორც ყველა ღვთივსულიერი მწერალი წმიდა წერილისა, მოითხოვს სარწმუნოებრივ საქმეებს, და არა კეთილ საქმეებს. ამის მაგალითად მას პატრიარქ აბრაამის რწმენის დამადასტურებელი საქმე მოჰყავს; აბრაამს ერთადერთი შვილი უნდა შეეწირა მსხვერპლად უფლისათვის. ეს იყო ამ ამბის შინაარსი. საკუთარი შვილის მსხვერპლად შეწირვა ადამიანური გონების მიხედვით სრულებითაც არაა კეთილი საქმე. ეს საქმე იმდენადაა კეთილი, რამდენადაც ღვთის ნებას აღსრულებას, სარწმუნოების საქმეს წარმოაჩენს. ჩაიხედეთ ახალ აღთქმაში, ან მთელ წმიდა წერილში და ნახავთ, რომ იგი ღმრთის მცნებების აღსრულებას მოითხოვს და მათ აღსრულებას ეწოდება საქმე. უფლის მცნებების დაცვით ხდება სარწმუნოება ცოცხალი. ამის გარეშე იგი მკვდარია. ნახავთ იმასაც, რომ ჩვენი დაცემული ბუნების ნამოქმედარი კეთილი საქმეები, გამომდინარე გრძნობებიდან, ვნებებიდან, გულის ნაზი განცდებიდან და აღტყინებიდან, აკრძალულია და დაგმობილი. თქვენ კი სწორედ ეს კეთილი საქმეები მოგწონთ წარმართებსა და მაჰმადიანებში და გსურთ, რომ ისინი ცხონდნენ ამ საქმეების წყალობით, თუნდ არც კი სწამდეთ ქრისტე. უცანურია თვენი მსჯელობა საღი აზროვნების შესახებ. საიდან, რატომ ფიქრობთ, რომ გაქვთ ეს საღი აზროვნება? თუ კი თქვენ ქრისტიანი ხართ, მაშინ წარმოდგენაც ქრისტიანული უნდა გქონდეთ ამ საკითხის შესახებ და რაღაც ყურმოკრულ სწავლებებს არ უნდა გამოედევნოთ. სახარება გვასწავლის, რომ დაცემით ადამიანმა ცრუ აზროვნება შეიძინა და ეს ყალბი აზროვნება, მიუხედავად მისი ღირსებებისა და ამსოფლიურ მეცნიერებებში მისი განსწავლულობისა, მაინც ინარჩუნებს დაცემული ბუნების ყველა თვისებებს. უნდა უარვყოთ იგი და სარწმუნოება გავიხადოთ წინამძღოლად. თავის დროზე ასეთებს ღმერთი მიანიჭებთ ჭეშმარიტ ანუ სულიერ აზროვნებას; აი ასეთი აზროვნება შეიძლება და საჭიროცაა, რომ ვაღიაროთ საღ გონებად. იგია განცხადებული სარწმუნოება, ასე მშვენივრად აღწერილი წმიდა მოციქულ პავლეს მიერ ებრაელთა მიმართ ეპისტოლის მე-11 თავში. სულიერი აზროვნების საფუძველი ღმერთია, ამ მტკიცე ლოდზე დაშენებული იგი არ ირყევა და არც ეცემა, ხოლო იმას, რასაც თქვენ საღ აზრს უწოდებთ, ჩვენ, ქრისტიანენი ცდომილებად, სიბნელედ და ავადმყოფობად შევრაცხავთ. იგი კი მხოლოდ სარწმუნოების მახვილით, ჩვენი ცრუ აზროვნების მიერ დაგროვებული მთელი ცოდნის მოკვეთით განიკურნება. და თუკი მას მაინც საღ აზროვნებად მიიჩნევთ, მიუხედავად იმისა, რომ იგი რაღაც მერყევ, განუსაზღვრელ, გაუგებარ და მუდმივად ცვალებად საფუძველზე დგას, იცოდეთ, სწორედ ეგ აზროვნება იქნება, ქრისტეს უარყოფამდე რომ მიგიყვანთ. თვენ კი რას გეუბნებათ თქვენი საღი აზრი? იმას, რომ კეთილი ხალხის წარწყმედა, რომელბსაც არა სწამთ იესო ქრისტე, ეწინააღმდეგება თქვენს საღ აზროვნებას! უფრო მეტიც, თქვენ ფიქრობთ, რომ ასეთი კეთილი ხალხის წარწყმედა ეწინააღმდეგება ღმრთის მოწყალებას! თქვენ უსათუოდ ზეციდან გექნებოდათ გამოცხადება იმის შესახებ, თუ რა ეთანხმება და რა არა ღმრთის მოწყალებას! - არა? - კი მაგრამ, თქვენი საღი აზრი რომ ამას გეუბნებათ? ოჰ, ეს თქვენი საღი აზრი!.. კი, მაგრამ თქვენი საღი აზროვნების იმედად როგორ ასკვნით, რა ეთვისება და რა არა ღმრთის მოწყალებას? საიდან მოიტანეთ, რომ ძალგიძთ საკუთარი, შეზღუდული, ადამიანური გონებით განსაჯოთ, თუ რა არის ღმრთისათვის სათნო? ნება მიბოძეთ, ჩვენი აზრი გითხრათ: სახარებამ, იგივე ქრისტეს სწავლებამ, იგივე წმიდა და კიდევ სხვაგვარად წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიამ, ღმრთის მოწყალებასთან დაკავშირებით, რისი დატევნაც კი შეეძლო კაცის გონებას, ყველაფერი გვაუწყა; რა ამაოა და ფუჭი ადამიანის ტვინის ჭყლეტა, როცა იგი განუსაზღვრელი ღმერთის განსაზღვრას ლამობს, როცა ცდილობს, აუხსნელი თავისი წარმოდგენის მიხედვით ახსნას.

ახსნას ვინ?.. ღმერთი? ასეთი წამოწყება სატანური წამოწყებაა!.. შენ, რომელიც თავს ქრისტიანს უწოდებ, და ამავე დროს არ იცნობ ქრისტეს მოძღვრებას! თუკი ამ მადლმოსილი, ზეციური მოძღვრებიდან ვერ გაგვიგია, რომ ღმერთი კაცის გონებისათვის შეუცნობელია და მიუწვდომელი - წადი სკოლაში, ყური დაუგდე, რას ასწავლიან ბავშვებს. მათემატიკის მასწავლებელი მათ უხსნის, რომ უსასრულობა, როგორც განუსაზღვრელი სიდიდე, არ შეიძლება ემორჩილებოდეს იმ კანონებს, რომელსაც ემორჩილება განსაზღვრული სიდიდეები - რიცხვები, რომ მისი შედეგები, შესაძლოა, სრულიად საწინააღმდეგო იყოს რიცხვთა შედეგებისა... შენ კი გინდა, კანონები დაუწესო ღმერთის გულმოწყალებას და ამბობ, ეს ეთანხმება მას, ეს კი - ეწინააღმდეგებაო, - იმისდა მიხედვით, თუ როგორ ეთვისება იგი შენს საღ აზრს, შენს წარმოდგენებსა და შეგრძნებებს! რატომ გგონია, რომ ღმერთს ყველაფერი ისე უნდა ესმოდეს და ისე გრძნობდეს, როგორც შენ გრძნობ და გესმის? არადა სწორედ ამას მოითხოვ ღმრთისაგან. აი, ყოვლად განუსჯელი და უდიდესი სიამაყით აღსავსე წამოწყება! მაშ საღი აზრისა და თავმდაბლობის არქონაში მაინც ნუ სდებ ეკლესიას ბრალს, ეგ შენი, საკუთრივ შენი ნაკლია! წმიდა ეკლესია კი განუხრელად მიჰყვება თავად ღმერთის მიერ განცხადებულ სწავლებას ღვთაებრივი ქმედების შესახებ. მას მორჩილად მისდევენ რწმენით განათლებული მისი ჭეშმარიტი შვილები, რომელთაც დადრიკეს ღმერთთან მორკინალი, მზვაობარი გონება. ჩვენ გვწამს, რომ ღმერთის შესახებ მხოლოდ იმის ცოდნაა ჩვენთვის შესაძლებელი, რაც თავად უფალმა გამოგვიცხადა! რომ იყოს სხვა გზა ღმერთის შემეცნებისა, რომელსაც საკუთარი ძალისხმევით გავუკვლევდით ჩვენს გონებას, მაშინ ადამიანს არ მიეცემოდა ზეციური გამოცხადებანი. აუცილებელია ისინი ჩვენთვის და ამიტომაც გვეძლევა. რა ამაოა და მცდარია კაცობრივი ნააზრევი, ადამიანური გონების მიმოკვეთება!

თქვენ ამბობთ, მწვალებლები იგივე ქრისტიანები არიანო, საიდან მოიტანეთ? თუ არა უკიდურესი უმეცარი, ქრისტიანი რომ ჰქვია და არაფერი იცის კი ქრისტეს შესახებ. სხვა ვინ გაბედავს და იტყვის, თითქოს ისეთივე ქრისტიანია, როგორც რომელიმე მწვალებელი. ხოლო წმიდა ქრისტეანული სარწმუნოება არაფრით განირჩევა წყევის შვილთა ღმრთის მგმობი მწვალებლობისაგან! ჭეშმარიტი ქრისტიანები სხვაგვარად მსჯელობენ ამის შესახებ! წმიდა მოწამეთა ურიცხვმა საკრებულომ მოწამეობრივი გვირგვინები მწვალებლობასთან ბრძოლაში დაიდგა. მათ უსასტიკესი, ხანგრძლივი ტანჯვა-წამება და სატუსაღოები არჩიეს ღმრთის მგმობი სწავლების გაზიარებას. მსოფლიო ეკლესია ყოველთვის აღიარებდა, რომ მწვალებლობა მომკავდინებელი ცოდვაა, რომ ადამიანი, რომელიც ამ საშინელი სენითაა შეპყრობილი, - მკვდარია სულით, - განშორებულია ღმრთის მადლისა და ცხონებისაგან, თანაზიარია ეშმაკისა და მისი დამღუპველი საქმეებისა. მწვალებლობა გონების ცოდვაა, იგი უფრო სატანისეულია, ვიდრე ადამიანური. იგი ასულია ეშმაკისა და მის მიერ გამოგონილი ეს უსჯულოება ახლოა კერპთაყვანისმცემლობასთან.

ეკლესიის წმიდა მამები კერპთაყვანისმცემლობას - უსჯულოებას, ხოლო მწვალებლობას - ბოროტის მსახურებას უწოდებენ. კერპთმსახურებისას ეშმაკი თვითონ იღებდა ღმრთის კუთვნილ პატივს დაბრმავებული ადამიანებისაგან, ხოლო მწვალებლობით იგი მათ თავისი უმთავრესი ცოდვის, ღმრთის გმობის თანაზიარად იხდის: ის ვინც ყურადღებით წაიკითხავს „საეკლესიო კრებათა აქტებს“, ადვილად დარწმუნდება, რომ მწვალებელთა ხასიათი მთლიანად სატანურია, დაინახავს მათ საშინელ თვალთმაქცობას: განუზომელ სიამაყეს, მათ საქციელს, რომელიც მუდამ სიცრუითაა განმსჭვალული, დაინახავს მათ ბილწ ვნებებს, იმას რომ თუკი მიეცათ შესაძლებლობა, ყოველთვის მზად არიან ჩაიდინონ საზარელი ბოროტმოქმედება. განსაკუთრებით თვალში საცემია მწვალებელთა შეურიგებელი სიძულვილი ჭეშმარიტი ეკლესიის შვილების მიმართ, რომელთა სისხლიც მათ მთელი არსებით სწყურიათ! მწვალებლობა გულის განძვინებასთან, გონების საშინელ დაბნელებასა და დაზიანებასთანაა დაკავშირებული. იგი მყარად მკვიდრდება მის მიერ მოწამლულ სულში და მეტად ძნელია ადამიანის განკურნება ამ მძიმე სენისაგან. ყოველი მწვალებლობა შეიცავს სული წმიდის გმობას: იგი ან სული წმიდის დოგმატს გმობს, ანდა სული წმიდის მოქმედებას, მაგრამ აუცილებლად გმობს სული წმიდას. ყოველგვარი მწვალებლობის არის არის გმობა ღმრთისა. წმიდა ფლაბიანემ, კონსტანტინეპოლის პატრიარქმა, რომელმაც საკუთარი სისხლით აღბეჭდა ჭეშმარიტი სარწმუნოების აღმსარებლობა, კონსტანტინეპოლის ადგილობრივი კრების განჩინება ერესიარქ ევტიქიზე ამგვარად გადმოსცა: „ევტიქი, აქამომდე ხუცესი, არქიმანდრიტი, სავსებით მხილებულია, როგორც თავისი წარსული მოქმედებით, ასევე - აწინდელი ახსნა-განმარტებებით, ვალენტინისა და აპოლინარის ცდომილებაში და მათი ღმრთის გმობის ჯიუტად დაცვაში, - მითუმეტეს, რომ მან არ შეიწყნარა ჩვენი რჩევა-დარიგებანი - მიეღო ჭეშმარიტი სწავლება. ამიტომაც ვტირით და მოვთქვამთ მის დააღუპვასა და საბოლოო წარწყმედას, და სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა ვაცხადებთ, რომ იგი ღმრთის გმობაშია ჩავარდნილი, რომ მას ჩამორთმეული აქვს სამღვდელო წოდება, აღკვეთილი აქვს ჩვენთან ერთობა და ეკრძალება მონასტრის განმგებლობა. ამით ჩვენ ვაუწყებთ ყველას, რომ ვინც კი ამიერითგან ისაუბრებს მასთან ან ინახულებს მას, თავადაც განკვეთა ელის“. ეს განჩინება მიიღო მთელმა ეკლესიამ, ესაა მსოფლიო ეკლესიის მოკლე განჩინება მწვალებელთა თაობაზე, იგი დაამტკიცა ქალკედონიის მეოთხე მსოფლიო კრებამ. ევტიქის მწვალებლობის არსი ის იყო, რომ იგი უარყოფდა ეკლესიის სწავლებას მაცხოვრის ორი ბუნების შესახებ - იგი აღიარებდა მასში მხოლოდ ღვთაბრივ ბუნებას. თქვენ მეტყვით - ეგ არის და ეგ, მეტი ხომ არაფერიო?! სასაცილოა, ერთის მხრივ, თავისი უმეცრების გამო, ხოლო, მეორე მხრივ, თავისი არსით და შედეგებით მეტად სავალალოა ის პასუხი, რომელიც ერთ-ერთმა ძლიერმა ამა სოფლისამ გაუგზავნა ალექსანდრიის პატრიარქს, წმიდა ალექსანდრეს, არიოზის მწვალებლობის შესახებ. ეს პიროვნება ურჩევს პატრიარქს შეინარჩუნოს მშვიდობა, არ წამოიწყოს დავა, რომელმაც შეიძლება ქრისტიანული სულისათვის ეგზომ მიუღებელი განხეთქილება გამოიწვიოს. იგი წერს, რომ ვერ ამჩნევს არიოზის სწავლებაში რაიმე საძრახისს; მხოლოდ სიტყვებშია განსხვავება და მეტი არაფერიო! „ეს განსხვავება სიტყვებში“ - შენიშნავს ისტორიკოსი ფლერი, რომელშიც თითქოს არაფერია „საძრახისი“, უარყოფს იესო ქრისტეს ღვთაებრიობას, რომ ყველა მწვალებლობა, მიუხედავად თავისი სხვადასხვაობისა, ერთი მიზნისაკენ ისწრაფოდა - ისინი უარყოფდნენ ქრისტეს ღვთაებრიობას და ამახინჯებდნენ მისი განკაცების დოგმატს. უახლესი მწვალებლები კი უარყოფენ სული წმიდის მოქმედებას. მწვალებლებმა საშინელი გმობით უარყვეს საღმრთო ლიტურგია, ეკელსიის ყველა საიდუმლო, ყოველივე ის, რაშიც მსოფლიო ეკლესია სული წმიდის მოქმედებას აღიარებს: ყველაფერ ამას მათ კაცობრივი დადგინებანი უწოდეს, უფრო კადნიერად კი - ცრურწმენა, შეცდომა! რა თქმა უნდა, მწვალებლობაში თქვენ ვერ ხედავთ ქურდობას და ძალადობას. იქნებ ამიტომაც არ მიგაჩნიათ იგი ცოდვად? მაგრამ აქ უარყოფილია ძე ღმრთისა, უარყოფილია და დაგმობილია სული წმიდა, ეგ არის და ეგ, მეტი არაფერი! ღმრთის გმობის სწავლების მიმღებელი და დამმარხველი, ეს ვინც წარმოთქვამს ღმრთის გმობას, არც ავაზაკია და არც მპარავი, თავისი დაცემული ბუნების შესაბამისად კეთილ საქმეებსაც იქმს, ის მშვენიერი ადამიანია! როგორ იქნება, რომ ღმერთმა ასეთი კაცი არ აცხონოს!.. მიზეზი თქვენი უკანასკნელი ცდომილებისა, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენისა, ქრისტეანობის ჯეროვანი არცოდნა გახლავთ!

ასეთი უმეცრება უმნიშნველო ნაკლი როდია! მას შეიძლება დამღუპველი შედეგებიც მოჰყვეს, მით უმეტეს ახლა, როცა ასე მომრავლდა წიგნები ქრისტეანული სათაურითა და სატანური შინაარსით. სწორედ ჭეშმარიტი ქრისტეანული სწავლების არცოდნის შედეგად შეიძლება, რომ მცდარი და ღმრთის მგმობი აზრი სიმართლედ მიიღოთ, შეითვისოთ იგი და მასთან ერთად მარადიული სიკვდილიც. ღმრთის მგმობი არ ცხონდება! წერილში განჟღავნებული თქვენი ყველა მიუხვდომლობა უკვე საშიშ შემასმენლად ევლინება თქვენივე ცხონებას. მათი არსი ქრისტეს უარყოფაა! ნუ ეთამაშებით საკუთარ ცხონებას, ნუ ეთამაშებით! თორემ მარადიული ტირილი იქნება თქვენი ხვედრი. შეუდექით ახალი აღთქმის და მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამათა კითხვას (და არა ტერეზასი, ფრანცისკელისა და სხვა დასავლელი შეშლილებისა, რომელთაც მათი მწვალებლური ეკლესია წმიდანებად ასაღებს!); შეისწავლეთ მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამებისგან, როგორ გავიგოთ სწორად წმიდა წერილი, როგორი ცხოვრება, აზრები და გრძნობები შეჰფერის ქრისტეანს. წმიდა წერილითა და ცოცხალი სარწმუნოებით შეიცანით ქრისტე და ქრისტეანობა. ეცადეთ სანამ დადგებოდეს საშინელი ჟამი ღმრთის სასმჯავროს წინაშე წარდგომისა, მოიპოვოთ განმართლება ღმრთისა მიერ, რომელიც უსასყიდლოდ ეძლევა უფლისაგან ყოველთა კაცთა, ქრისტეანობის მეშვეობით.

„რა არის მართლმადიდებლობა?“ (ნაწილი I), თბილისი, 2001 წ.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2014, 02:33 PM

"ღმერთი არა მხოლოდ ნებას აძლევს, არამედ ადამიანისგან მოითხოვს კიდეც შემეცნებაში წარემატოს.

საღმრთო ხელოვნებაში არ არსებობს შეჩერება, ყველაფერი მოძრაობს, ანგელოზებიც ერთ ხარისხში არ რჩებიან, არამედ საფეხურიდან საფეხურზე ადიან, იღებენ რა ახალ გამოცხადებას.

თუნდაც კაცმა ასი წელი იცოცხლოს, ახალი და ახლი შემეცნებისკენ უნდა წავიდეს... შენ კი იმუშაკე. შრომაში წლები შეუმჩნევლად გავლენ."

/ წმ. ნექტარიოსი (ტიხონოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2014, 09:15 PM

"ჩვენ არაფერი შეგვიძლია ღვთის გარეშე".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2015, 09:38 PM

"ღმერთი გამგონს უგონებს"

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2015, 03:48 PM

"ამქვეყნად რომ მოგვავლინა ღმერთმა, შეიძლება ითქვას, რომ თვითონაც მოგვყვა, როგორც მშობელი და ზრუნავს თითოეულზე, რომ არ დავიღუპოთ, არ წავრწყმდეთ და ამ ცხოვრებაში თითოეულს სიკეთე მოგვცეს და ვცხონდეთ; ანუ, ბედნიერები ვიყოთ, ეს არის ღვთის ნება"

/დეკ. გიორგი სამსონიძე/

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 6 2015, 03:46 PM

ყველაფერი რაც უკვე მოხდა უნდა მომხდარიყო? ანუ ეს კარგია დადებიად მივიღო?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 6 2015, 04:33 PM

sanfol

ციტატა
ყველაფერი რაც უკვე მოხდა უნდა მომხდარიყო? ანუ ეს კარგია დადებიად მივიღო?

რაც მოხდა მხოლოდ ადმიანებზე ადამოკიდებული. ამას უნდა შეეგუო და მიიღო, კარგისთვის უნდა იღვაწო არ აქვს მინიშვნელობა რა მოხდა წარსულში ცუდი თუ კარგი.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 6 2015, 05:13 PM

G_saxva

ციტატა
რაც მოხდა მხოლოდ ადმიანებზე ადამოკიდებული. ამას უნდა შეეგუო და მიიღო, კარგისთვის უნდა იღვაწო არ აქვს მინიშვნელობა რა მოხდა წარსულში ცუდი თუ კარგი.

ვერ მივხვდი ადამიანებზე როგორაა დამოკიდებული, ღმერთი და ეშმაკი არაფერს ახდენს?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 7 2015, 10:57 AM

sanfol

ციტატა
ვერ მივხვდი ადამიანებზე როგორაა დამოკიდებული, ღმერთი და ეშმაკი არაფერს ახდენს?

ძალიან რთულია ასახსნელად.
მოდი ასე გეტყვი ცხოვრება დაახლოებით ასეა. მდინარეში რომ იყო ნავით, სადაც ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. წყალზეც ხარ დამოკიდებული სადაც შეიძLება მორევი შეგხვდეს და დაგღუპოს ქვებზეც რომელიც ამოწეულია დ შეიძLება ნავი დაგიმსხვიროს, ასევე დინებაზე სად წაგიყვანს მაგრამ მთავარი შენ ხარ გაქვს ნავი და ნიჩბები. ასეა ცხოვრებაც ყველაფერზე ხარ დამოკიდებული მაგრამ მაინც შენ ხარ მთავარი.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 7 2015, 12:58 PM

G_saxva
გასაგებია მადლობა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2021, 09:17 PM

"მოციქულები მთლიანად ღვთის ნებას იყვნენ მინდობილნი და ამით მშვიდობას ინარჩუნებდნენ. ასევე ყველა წმინდანი, ყველა დიდი ადამიანი მრავალ მწუხარებას ითმენდა და ღვთის ნებას ემორჩილებოდა"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2021, 08:38 PM

"სულს, რომელიც ღვთის ნებასაა მინდობილი, არაფრის ეშინია - არც ჭექა-ქუხილის, არც ავაზაკების, მოკლედ, არაფრის. რაც არ უნდა მოხდეს, იგი ამბობს: "ღმერთს ასე ნებავს". თუ ავადაა, ფიქრობს, ესე იგი, ჩემთვის საჭიროა ავადმყოფობა, თორემ ღმერთი ხომ არ მომცემდაო".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2021, 10:23 PM

"თუკი მოწყალე უფალმა თავისი ვნებით მამისაგან სული წმიდა მოგვივლინა, თუკი გვიბოძა ხორცი და სისხლი თვისი, მაშინ ცხადია, რომ მოგვცემს სხვა ყველაფერსაც, რაც ჩვენთვის საჭიროა. ღვთის ნებას მივენდოთ და დავინახავთ ღვთის განგებას - მაშინ უფალი იმასაც კი მოგვცემს, რასაც სრულიადაც არ მოველით. ხოლო ვინც ღვთის ნებას არ მიენდობა, ის ვერასოდეს დაინახავს ღვთის განგებას ჩვენზე".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2021, 02:55 PM

"ვინც უფლის ნებას ასრულებს, ყველაფრით კმაყოფილია, თუნდაც ღარიბი იყოს, ანდა სნეული და დატანჯულიც, რადგან ღვთის მადლი ახარებს. ხოლო ვინც ბედით უკმაყოფილოა, ვინც დრტვინავს ავადმყოფობისა ან შეურაცხმყოფელთა გამო, იმან დაე იცოდეს, რომ ამპარტავანი სულის ტყვეობაშია, რომელმაც ღვთისადმი მადლიერების გრძნობა წაართვა".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2021, 08:25 PM

"ჩვენ ყველანი ასე განვიკითხავთ ღვთის ქმნილებას, ნაცვლად იმისა, რომ ღვთის ნებას მივენდოთ. ვინც ღვთის წმინდა ნებასაა მინდობილი, ის მშვიდადაა, ხოლო ვისაც თავისი გონებით სურს ჩასწვდეს ყველაფერს, ის სულიერ ცხოვრებაში გამოუცდელია. ღვთის ნებას რომ ჩასწვდე, უნდა დაემორჩილო მას; მაშინ უფალი თავისი მადლით განგსწავლის და ცხოვრება გაგიადვილდება. ასეთ დროს, თუნდაც ადამიანი ავად იყოს ან სიღარიბეში ცხოვრობდეს, მის სულში მაინც სიხარული იქნება დამკვიდრებული, რადგან სულითაც და გონებითაც ჯანმრთელია, გონებით ხედავს უფალს და მდაბალი სულით უყვარს იგი, და სიყვარული ავიწყებს სოფელს; ხოლო თუ მაინც ახსოვს, ღვთის სიყვარული აიძულებს, ილოცოს სოფლისათვის და ცრემლიც დაღვაროს მისთვის. ასეთი საამოა უფლის გზა ჩვენი სულისათვის".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2021, 08:15 PM

"და თუმცა უფლის სიტყვები ამდენი საუკუნეა გაისმის სამყაროში, ადამიანებს არ ესმით ისინი და არ სურთ მათი მიღება. ხოლო ვინც ღვთის ნების თანახმად ცხოვრობს, იმას განადიდებს ცა და ქვეყანა"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2021, 04:42 PM

"ადამიანებს რომ შეეცნოთ უფლის სიყვარული ჩვენდამი, სრულიად მიენდობოდნენ მის წმინდა ნებას და მშვიდად იცხოვრებდნენ, როგორც მეფისწულები. მეფე ყველაფერზე ზრუნავს: თავის სამეფოზეც, ოჯახზეც, შვილებზეც, შვილი კი მშვიდად ცხოვრობს სასახლეში; მას ყველა ემსახურება, თვითონ კი უზრუნველად ტკბება ყველა სიკეთით. ასევე ღვთის ნებას მინდობილი ცხოვრობს მშვიდად და კმაყოფილია ბედით, თუნდაც ავად იყოს, ღარიბი ან დევნილი. იგი მშვიდადაა იმიტომ, რომ მასთანაა სული წმიდის მადლი, ნუგეშს სცემს სული წმიდის სიტკბო და მხოლოდ იმაზე დარდობს, რითიმე არ შეურაცხყოს საყვარელი უფალი".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2021, 04:45 PM

"უფალი ამბობს: "ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი". ვიფიქრე: "ნაწილობრივ მდუმარებას შევინახავ, ხოლო ნაწილობრივ ადამიანებს შორის მშვიდობის ჩამოგდებას ვემსახურები". ავდექი და დავსახლდი ერთი შფოთიანი ძმის, სქემონაზვნის ახლოს, ვესაუბრებოდი და ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ ყველასთან მშვიდობა ჰქონოდა და ყველასათვის მიეტევებინა. ცოტა ხანს მითმინა, მერე კი ისე მომდგა, რომ სენაკიც მივატოვე და ძლივს გამოვასწარი ცოცხალმა. ბევრი ვიტირე მაშინ უფლის წინაშე, რომ მშვიდობა დავკარგე. და მივხვდი, რომ ღვთის ნება უნდა ეძიო და ისე იცხოვრო, როგორც ღმერთს ნებავს, და არა ისე, რომ თვითონ გამოიგონო ღვაწლი შენი თავისთვის. ძალიან ვცდებოდი ამ მხრივ.
ვკითხულობ რაღაცას და მგონია, რომ კარგი იქნება ასე მოვიქცე, სინამდვილეში კი სულ სხვანაირად გამოდის. ძნელია მოძღვრის გარეშე ცხოვრება. გამოუცდელი სული ვერ იგებს ღვთის ნებას და მრავალი მწუხარების დათმენა უწევს, სანამ სიმდაბლეს ისწავლიდეს".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2021, 09:40 PM

"დიდხანს ვწვალობდი, არ ვიცოდი უფლის გზა, მაგრამ ახლა, მრავალი წლის გამოცდილებისა და მრავალი მწუხარების დათმენის შემდეგ, სული წმიდის მიერ შევიცანი ნება ღვთისა".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2021, 08:53 PM

"არ თქვათ: "არ შემიძლია". ეს სიტყვა არ არის ქრისტიანული. ქრისტიანული სიტყვაა: "ყველაფერი შემიძლია", მაგრამ არა საკუთარი ძალით, არამედ ჩემი გამაძლიერებელი უფლის ძალით, როგორც მოციქული გვარწმუნებს (იხ. ფილიპ. 4,13)".

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2021, 10:35 PM

"თუ მწუხარება გაუსაძლისი და აუტანელი გვეჩვენება, ეს ნიშნავს, რომ ღვთის ნებას არ დავმორჩილებივართ"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2021, 08:38 PM

"მოძღვართან იმისთვის მიდიან, რომ საკუთარი ბოროტი ნება მოიკვეთონ და უფლის ნება გაიგონ. იმ თავმდაბლობისთვის, რომლითაც შეკითხვას სვამ, უფალი შენს მოძღვარს თავის ნებას აუწყებს"

/ღირსი ნიკონი ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2021, 09:58 PM

"ყველაფერს არ უწერია აღსრულება, რასაც ადამიანები ჩაიფიქრებენ; შესურლდება მხოლოდ ის, რასაც ღმერთი დაუშვებს"

/ღირსი ზოსიმე პალესტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2021, 08:33 PM

"ღვთის ნება არა მხოლოდ ჩვენი უმაღლესი კანონია, არამედ ჩვენი უმაღლესი სიკეთეც"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2021, 05:32 PM

"ღვთის ნებისადმი დამორჩილება ადამიანის გულს სარწმუნოების სულიერ ძალასა და ნუგეშს ანიჭებს"

/ღირსი ნიკონ ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2021, 06:00 PM

"რაც შეგემთხვევა, ყოველივე კეთილად მიიღე იმის გაცნობიერებით, რომ ღმერთის გარეშე არაფერი ხდება"

/ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2021, 06:52 PM

"როდესაც გინდა გაიგოთ ღვთის ნება, შეგიძლიათ კითხოთ ბრძენს, გამოცდილ მღვდელსა და წმინდანს. თუ ამისი საშუალება არ არის, მაშინ შენს გულს უნდა ჰკითხო. რასაც გული დაგაჯერებს, ის იქნება ღვთის ნება. მხოლოდ, გულის დაჯერება არ უნდა აგვერიოს გულისთქმებსა და სურვილებში"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2021, 02:17 PM

"როგორც მეკეცეს ემორჩილება თიხა, ჩვენც ისე უნდა ვემორჩილებოდეთ ღვთის ნებას"

/ორიგენე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2021, 09:30 PM

"სულით მდუღარენი იყავით" - ვინ არის სულით მდუღარე? პასუხი ასეთია: ის, ვინც ღვთის ნებას ცეცხლოვანი მონდომებით ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სიყვარულში აღასრულებს, დაწერილია: "ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა, მის მცნებათა ფრიად მოყვარული" (ფს. 111.1)"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2021, 12:56 PM

"დავუმორჩილოთ ჩვენი ნება უფლის ნებას, რათა მივუახლოვდეთ ღმერთს, ყველას შემწყალებელს, ყველას შემწეს და ყოვლის აღმსრულებელს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2021, 10:27 PM

"ღვთის ნება ყოველთვის ბრძნულია"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2021, 10:25 PM

"სიცოცხლე ღვთის საჩუქარია: მისი განკარგვა საკუთარი და არა - ღვთის ნების მიხედვით, დანაშაულია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2021, 08:56 PM

"ბრძენი ისაა, ვინც იცის ღმერთის ნების აღსრულება"

/წმ. ათანასე ალექსანდრიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 09:50 PM

"გწამდეს, რომ ყოველივე, რაც თავს გადაგხდა, სულ უმცირესიც კი, ღვთის განგებით ხდება, და მაშინ ყოველგვარი ჭმუნვის გარეშე გადაიტან ყველაფერს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 10:20 PM

"ადამიანის ნების აღსასრულებლად ღვთის ნებას ნუ უგულებელჰყოფ"

/წმ. ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2021, 07:26 PM

"რაც ღმერთს სურს, ის შეუძლია კიდეც, მაგრამ ყველაფერი არ სურს, რაც შეუძლია!"

/ტერტულიანე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2021, 08:44 PM

"ღმერთს ჩვენი ნებისმიერი გამოუვალი მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2021, 07:21 PM

"თუ ყოვლადმოწყალე ზეციერი მამა ხილულად არ აღასრულებს შენს სურვილს, მაინც, უეჭველია, უხილავად ზრუნავს შენს კეთილდღეობაზე უფრო მეტად, ვიდრე შენ შეგიძლია, შეიცნო და წარმოიდგინო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2021, 09:37 PM

"იმისათვის, რომ მოთმინება მოიხვეჭო მწუხარებასა და განსაცდელში - გწამდეს, რომ ყველაფერი ღვთის ნებით ხდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2021, 09:08 PM

"ის, ვინც ღვთის ნებას ჭეშმარიტად მიენდობა, მეტისმეტად არ იზრუნებს მომავალზე, რაც არ უნდა ბნელი ეჩვენებოდეს თავისი ცხოვრების ჰორიზონტი. "ყველაფერი ღვთისგანაა, - ფიქრობს ის თავისთვის, - ყველაფერი ბრძნულად, ჩვენსავე სასარგებლოდაა მოწყობილი. რაც იქნება - იქნება! და იქნება ის, რასაც ღმერთი მომცემს, და რაც ჩემს ღმერთს უნდა, ის მინდა მეც!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2021, 05:41 PM

"რა კარგი იქნებოდა, სამყაროში გვეცხოვრა არა - საკუთარი ნებითა და აზრებით, არამედ, ყოველივე უფლისგან გამოგვეთხოვა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ: "მითხარი, უფალო, უნდა გავაკეთო ეს თუ არა?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2021, 08:38 PM

"იმისათვის, რომ ღვთის ნებას მივსდიოთ, უწინარეს ყოვლისა, ჩვენი ნება უნდა დავუტევოთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2021, 01:48 PM

"ნორჩ ხეს სარზე აბამენ და ის სწორად და გამართულად იზრდება. ასევე, სული, რომელმაც თავისი ნება ღვთის ნებას მიუერთა, ადის ზეცაში, უფალთან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2022, 02:39 PM

"ყოვლადსახიერო, მიჩვენე შენი ნება. ყოვლადსახიერო, წარმიძეხი შენი ნების თანახმად. სხვას ნურაფერს დაუშვებ. ნურავისი ზეწოლა ახდება, ნურც ჩემი მსჯელობა და გადაწყვეტილება - [მხოლოდ შენი ნება]. იყავნ ნება შენი, იყავნ ნება შენი".

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2022, 10:14 PM

"ამ მძიმე წლებში თითოეულმა ჩვენგანმა უნდა აკეთოს ის, რაც ადამიანისთვისაა შესაძლებელი, ხოლო ის, რაც ადამიანისთვის შეუძლებელია, უფლის ნებას უნდა მივანდოთ".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2022, 05:51 PM

"ღვთის ნების აღსრულებით ადამიანი ღმერთს უნათესავდება და მაშინ მუდამ ღვთის წყაროდან იღებს წყალს"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2022, 05:28 PM

"ყოვლადსახიერო, გევედრები. შენ გვასწავლე ყოვლედღიურად ვიმეოროთ "იყავნ ნება შენი". სწორედ შენს ამ ნებას ვეძებთ ახლაც. ნუ დაგვაკლებ, ყოვლადსახიერო. ნუ დაუშვებ, რომ შევცდეთ. ნუ დაუშვებ, რომ ჩვენს აზროვნებას, ჩვენს უგნურებას მივენდოთ. მოგვფინე შენი ყოვლადწმიდა ნება, რათა ყველა ჩვენი მოქმედება, ყველა ჩვენი გადაწყვეტილება, ყველა ჩვენი საქმე იყოს შენი ყოვლადწმიდა ნების თანახმა".

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2022, 07:15 PM

"ქრისტე მაღლიდან ხედავს, როგორ მოქმედებს ყოველი ჩვენთაგანი და იცის, თავადაც როდის და როგორ იმოქმედოს ჩვენს სასიკეთოდ. მან იცის, როგორ და სად წაგვიყვანოს, ოღონდ ჩვენ ვთხოვოთ დახმარება, მის წინაშე განვაცხადოთ ჩვენი სურვილები და მივანდოთ მას, თავად განაგოს ყველაფერი".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2022, 07:27 PM

"იმ ადამიანზე, რომელიც ყოველგვარი პირადი გეგმების გარეშე საკუთარ თავს უფალს მიანდობს, ღვთის გეგმა აღესრულება"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2022, 09:10 PM

"იყავი, რამდენადაც შესაძლებელია, ყურადღებიანი, ილოცე, თავი მიანდე უფალს და ნებისმიერ რთულ ვითარებაში იგი დაგეხმარება. განგაშისა და ღელვისაგან რომ გათავისუფლდე, გაიმარტივე შენი ცხოვრება ღვთისადმი უსიტყვო მინდობით".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2022, 11:58 AM

"ბერ იოსებს [ვატოპედელი] ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდა ღმერთის ნების შემეცნების საქმეში. ეს გამოცდილება მოკლედ ასე შეიძლება გამოიხატოს: ადამიანმა სრულიად უნდა უარყოს საკუთარი სურვილი, ნება ან გეგმა, და სიმდაბლით ლოცვაში ითხოვოს ღმერთის ნება. ამის შემდეგ, რაც მას გამოეცხადება ან გული საითკენაც გაუწევს, ღმერთის ნებაც ეს იქნება".

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2022, 12:21 PM

"ბერი იოსები [ვატოპედელი] გვასწავლიდა, არასდროს დაგვვიწყებოდა ლოცვაში იმის თხოვნა, რომ ჩვენი ცხოვრება ღმერთის ნების მიხედვით აღსრულებულიყო. "ყოვლადსახიერო, ბოდიში, მოვტყუვდი, ნუ მიიჩნევ ცოდვად. ძალიან გთხოვ, მაპატიე. და არა მარტო მაპატიე, არამედ მოდი კიდევაც და დამეხმარე. ვერ ხედავ, ჩემო უფალო, რომ უძლური ვარ? არ გესმის, რასაც გამუდმებით გიმეორებ? აი, საქმითაც გავაკეთე. გთხოვ: შეღავათი გამიწიე, მომიახლოვდი, გამინათლე გონების სიბნელე. "მასწავე მე, რათა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი". "მე ისევ აქ ვარ, სადაც შენ მომიწოდე. ნუ გავიწყდები. არაფერი მინდა. "იყავნ ნება შენი" - მხოლოდ ამს ვეძიებ".

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2022, 08:06 PM

"უფლისთვის შეუძლებელი არაფერია, გარდა იმისა, რაც მას თავად არ სურს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2022, 09:23 PM

"ღვთის ნებით წყალიც აგიზგიზდება და ცეცხლიც მორწყავს არემარეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2022, 01:27 PM

"ღმერთი სწორედ იქ ავლენს თავის ძალას, სადაც ადამიანის ძალა სუსტდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2022, 09:41 PM

"აქ თუ არა, - იქ, და მით უმეტეს, იქ თუ არა - აქ, უფალი ყოველს თავისი საქმისამებრ მიაგებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2022, 09:56 PM

"იმაზე უდიდესი ბოროტება არ არსებობს, ვიდრე საკუთარი ნების გატარება და არა - ღვთის ნებისაებრ ცხოვრება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2022, 08:53 PM

"ნუ შეეცდები ჩასწვდე ღვთის განგებულების საიდუმლოს, წმინდანებიც კი ვერ კადნიერდებოდნენ, ჩასწვდომოდნენ ღვთის განგებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2022, 01:22 PM

"ზოგჯერ სწორედ ის, რაც ჩვენ შეცდომად გვეჩვენება, ღვთის უმაღლესი განგებულებაა სინამდვილეში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2022, 01:33 PM

"ნუ ისურვებ, მოხდეს ის, რაც თავად გსურს, არამედ ისურვე ის, რაც ღვთისთვის სათნოა. შენც ის უნდა გინდოდეს, რაც უფალს უნდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2022, 01:45 PM

"რაც ჩვენთვის სასარგებლოა, სწორედ ის სურს ღმერთს და რაც ღმერთს უნდა, ჩვენთვის სასარგებლოა"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 03:56 PM

"დიდი ცოდვაა ღვთის ნების დაშლა"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2022, 10:17 PM

"უფალი ძალას არ ატანს იმას, ვისაც არ სურს, იგი მხოლოდ მსურველებს იზიდავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2022, 08:03 PM

"უფლის გარეშე - არა მხოლოდ ადამიანთა ქალაქები ან სახლები, ჩიტის ბუდეც ვერ აშენდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2022, 07:58 PM

"ჩვენი ნება სპილენძის კედელია ადამიანსა და უფალს შორის აღმართული"

/ამბა პიმენი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 01:40 PM

"ჩვენ, ბრმანი, ვფიქრობთ, რომ მრავალი რამ სამყაროში ბრმა შემთხვევითობით ხდება, მაშინ, როცა ყველაფერი, გამონაკლისის გარეშე, ღვთის კეთილი ნებითა და მისი განგებულებით იმართება. ღმერთთან შემთხვევითობა არ არსებობს, გამოუცნობია გზანი უფლისა, მის გარეშე არაფერი ხდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 05:00 PM

"ღვთის განგება არის ღვთიური ნება, რაც ყოველივეს მოიცავს და ყოველივეს გონივრულად მართავს"

/წმ. იოანე დამასკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2022, 10:05 PM

"ღმერთი კი არა მიჰყვება ჩვენ ნებას, არამედ ჩვენ უდნა დავემორჩილოთ მის ნებას, და როგორაც სურს, ისე წარმართავს საქმეს"

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2022, 01:18 PM

"ასე რომ, გამოცდილებამ მეც ეს მასწავლა - დაე, აღსრულდეს ნება ღვთისა; როგორც უფალს სურდა, ისე მოხდა; და მაშინ ვმშვიდდები. თუკი იტყვი: "კი მაგრამ, რატომ ასე და არა ისე?" სიმშვიდეს ვერ ჰპოვებ. მაგალითად: "არ იყო ღვთის ნება, რომ კვირას წავსულიყავი, არამედ ორშაბათს"; ანდა "არ სურდა ღმერთს, რომ სამშაბათს წავსულიყავი, არამედ ოთხშაბათს. ღმერთმა ასე წარმართა". თუ სხვაგვარად მიუდგები, ანუ შენი საკუთარი განსჯით, შეცდომასაც დაუშვებ და ვერც სასყიდელს მიიღებ".

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2022, 09:49 PM

"ძლიერი ნდომა ღვთისა - როდესაც ადამიანი ბოლომდე მიენდობა უფალს, იცის, რომ ყველაფერი, რაც ხდება, ღვთის განგებულებით არის დაშვებული მისივე სულის საცხონებლად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2022, 07:51 PM

"ვისაც ღვთის ნების შეცნობა სურს, უპირველესად უნდა მოიკვეთოს საკუთარი ნება, ილოცოს და გამოცდილ მამებს ჰკითხოს აზრი.

გამოცდილი სულიერი მამების პირით უფალი ყოველთვის გვაუწყებს თავის ნებას. საკვირველია ღვთის განგებულება: თუ უფალს მივენდობით, არათუ წმინდა მამების, ნებისმიერი ადამიანის პირითაც შეიძლება გვაუწყოს თავისი ნება, რათა მოხდეს საღვთო ნებისა და ადამიანურის შეერთება - სინერგია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2022, 10:25 PM

"რატომ ფარავს ხშირად უფალი ადამიანების წინაშე თავის ნებას? - თუ ადამიანს ყოველთვის ეცოდინება ღვთის ნება, მაგრამ მას არ შეასრულებს, ამის გამო გაცილებით მეტად მოეკითხება და დაისჯება. ამ მიზეზის გამო უფალი თავისივე გულმოწყალებიდან გამოდინარე, ხშირად არ გვიმხელს თავის ნებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 7 2022, 09:32 PM

"ყველა წმინდანი ეძებდა ღვთის ნებას და ყველანაირად ცდილობდა გამოერიცხა საკუთარი ეგო"

/მიტროპოლიტი დოსითეოსი (ბოგვერაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 15 2022, 08:33 PM

"ლოცვას ისეთი განწყობით უნდა შეუდგეთ, რომ თხოვნის მიღების დროსაც არა საკუთარი, არამედ მხოლოდ საღვთო ნების შესრულება გსურდეს; კერძოდ: ლოცულობდე იმიტომ, რომ ასე ნებავს ღმერთს და გსურდეს, რომ შენი თხოვნა შესმენილ იქნეს იმიტომ, რომ ასეთია ღვთის ნება. ერთი სიტყვით, გონებასა და გულში იქონიე ერთადერთი სურვილი - შენი თავისუფალი ნება ღვთის ნებას შეუერთდეს და ყველაფერში მას დაემორჩილოს; და ამიერიდან აღარ ისურვო, ღვთის ნება შენი ნებისკენ გადადრიკო. რატომ? იმიტომ, რომ შენი ნება ყოველთვის საკუთარი თავის სიყვარულთან არის აღრეული, ხშირად სცოდავს და არ იცის, რა უნდა სურდეს სინამდვილეში. ღვთის ნება კი ყოველთვის სახიერია, ბრძენი, ყოვლადსამართლიანი, სასარგებლო და არ შეუძლია შესცოდოს. საღვთო ნება ყოველივე ქმნილისა და არსებულისთვის დაუწერელი კანონია, ამიტომ ყველა გონიერი ქმნილებისთვის ის უნდა იყოს სურვილების წარმმართველი; ის, რასაც ყველაფერში დაემორჩილებიან"

/ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2022, 08:43 PM

"ყველაფერი, რაც ცხოვრებაში გვემართება, განგების დაშვებით ხდება და სასიკეთო ბოლო აქვს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2022, 07:21 PM

"არსებობს უფლის დაშვება და არსებობს ღმერთის განგება. დაშვებაა, როცა ღმერთი აძლევს ადამიანს თავისუფლებას. მაშინ ადამიანი აკეთებს იმას, რაც სურს.

როცა მოქმედებს უფლის ნება ადამიანი აკეთებს იმას, რაც სურს ღმერთს. ღმერთის ნებას ყოველთვის მოაქვს სიკეთე. ღმერთის განგება მართავს: ხან დაშვებას, ხან - ნებას უშვებს.

როცა არ შეგიძლია რაღაც საკითხის გადაწყვეტა და არ იცი, რა გააკეთო - მიენდე ღმერთის განგებას და აღარ იფიქრო არაფერზე".

/ღირსი გაბრიელ სალოსი (ურგებაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2022, 08:49 PM

"ნუ განჩხრეკ ღვთის განგებას და არ მიიღებ ბუნდოვან პასუხს; იყავი მამაცი და თავად დარწმუნდები, თუ როგორია იგი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2022, 12:33 PM

ასე გვაკურთხა ღმერთმა

"ოდესღაც ერთი ღვთისმოყვარე გლეხი ცხოვრობდა. მას ისე გულმხურვალედ შეეყვარებინა უფალი, რომ მხოლოდ ამით ცოცხლობდა. იგი დღისითა და ღამით მხოლოდ სათნო და უფლისთვის საამო საქმეების კეთებით იყო დაკავებული და გული სიხარულით ჰქონდა სავსე. გლეხს ორი ვაჟი ჰყავდა და აი, უცებ ერთი მათგანი მოუკვდა. "ღმერთმა ასე დაუშვა!" - თქვა გლეხმა, რომელიც მეუღლესთან ერთად მწარედ გლოვობდა. გავიდა ხანი და მას კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა. "ღმერთმა ასე გვაკურთხა!" - გაიხარა გლეხმა და ცოლს ბავშვის დაბადებას გულითადად ულოცავდა. შემდეგ წელს მისმა ყანამ მოსავალი არ გამოიღო. "ღმერთმა ასე დაუშვა!" - უთხრა გლეხმა თავის ცოლს, როცა მინდვრიდან შინ დაბრუნდა. მომავალ წელს კი მან დიდი მოსავალი აიღო. "უფალმა ასე გვაკურთხა!" - სიხარულს უზიარებდა ცოლს გლეხი. "რას აიხირე სულ ეს - ღმერთი და ღმერთი? თითქოს მეტი არაფერი იცოდე ან სათქმელი არაფერი გქონდეს! - გაწიწმატდა ცოლი. - აბა, ახლა რაღას იტვყი?" - "უფალმა ასე დაუშვა!" - მიუგო კაცმა. "ისევ არ იშლი შენსას! რა გაეწყობა! ის მაინც გაქვს, რომ შრომა გიყვარს და ოჯახს არჩენ!" - უთხრა უკვე დამშვიდებულმა ქალმა. "ღმერთმა ასე გვაკურთხა!" - დაეთანხმა გლეხი".

/ბერი სვიმეონ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2022, 03:06 PM

"საკუთარი ნება - აი ესაა მკვლელი, რომლისგან თავის დასაღწევადაც უფლისკენ უნდა გავრბოდეთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2023, 06:58 PM

"როგორი შეხედულებაც არ უნდა გვრჩებოდეს, ჩვენ ყოველთვის უნდა დავუთმოთ ღვთის სიმართლეს. რასაც არ უნდა გვასწავლიდეს გამოცდილება, როგორიც არ უნდა იყოს სინამდვილე, ჩვენ ყოველთვის უნდა ვთქვათ: - "ასეთია ღვთის ნება, მეყავ მე უფლის ნებისაებრ!" - მსგავსად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და მაშინ მართლაც ყველაფერი იქნება უფლის ნებით და სული წმიდის მოქმედებით - უფალი შემოვა ჩვენს ცხოვრებაში და გარდაქმნის მას.

მივენდოთ უფლის განგებას - მაშინ ვიხილავთ ღმერთის განგებას და მოგვცემს უფალი იმასაც კი, რასაც არც კი ველით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 26 2023, 09:20 PM

"ადამიანში სამი ნება მოქმედებს: უფლის, ბოროტის და საკუთარი თავისუფალი ნება. ღვთის ნება მაცხოვნებელია, ბოროტის - დამღუპველი, ხოლო ადამიანის თავისუფალი ნება, გააჩნია, საითკენ მიიიდრიკება - სიკეთისკენ, ანუ ღვთისკენ თუ ბოროტისკენ. რომელსაც იღებს ადამიანური ნება, ისე ვითარდება მისი სულიც: იღებს უფლის ნებას - მიდის ღვთისკენ, განაგდებს ღვთის ნებას - ხდება საკუთარი თავის მტერი. ამიტომ ყველაფერი უფალს უნდა შევწიროთ მსხვერპლად და მხოლოდ მისი ნება ავასრულოთ".

/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2023, 07:53 PM

"ღმერთი არასდროს ძალადობს ადამიანის ნებაზე, მაგრამ ვერც მას აიძულებ რამის გაკეთებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2023, 03:47 PM

" - ღვთის ნება როგორ უნდა გავიგოთ?

- თქვენ რაში გჭირდებათ ღვთის ნების გამოკვლევა, - უპასუხა მამა გაბრიელმა [აღმსარებელი და სალოსი], - საჭიროების შემთხვევაში უფალი აგისრულებინებთ მას. თქვენ მხოლოდ ათი მცნების დაცვა, აღსარება და ზიარება მოგეთხოვებათ. ღვთის მსახურს კი ეს სჭირდება. გულს უნდა ჰკითხო! რასაც გული დაგაჯერებს, - ღვთის ნებაც ის არის. წმინდანები როცა სთხოვდნენ უფალს, უფალი უჩვენებდა თავის ნებას, ხოლო ღვთის განგებას ვერავინ ჩასწვდება, - მიმართა ერისკაცს.

არსებობს დაშვება, ნება და განგება. დაშვებაა - როცა უფალი გვაძლევს თავისუფლებას და ბოროტნი ძალნი და ჩვენ, ადამიანები, რასაც გვინდა იმას ვაკეთებთ. როცა უფლის ნება შემოდის, ჩვენ ადამიანები და ბოროტნი ძალნი გაშეშებულნი ვართ. ამ შემთხვევაში უფალს რაც სურს, იმას აკეთებს. უფლის ნება ყოველთვის კარგია. უფლის ნება იყო, სოდომი და გომორი რომ დაინგრა. უფალს უნდოდა ცოდვები აღმოეფხვრა. რაიმე რომ მოხდება, ზოგი იტყვის, "ღვთის ნება იყოო". კი მაგრამ არ იციან, რომ ღვთის ნება იყო - წმინდანები ხომ არ არიან? შეიძლება ადამიანმა ოცი კაცი მოაქციოს სარწმუნოებაზე, მაგრამ არც ამ დროს უნდა თქვას ღვთის ნება იყოო. იქნებ შენ ღმერთმა იმ დროს ისეთი ძალა მოგცა, რომ ოცი კიარა ორმოცი კაცი უნდა მოგექცია. თუ რაიმეს გაკეთებას აპირებ, უნდა თქვა: "იყოს ნება ღვთისა". ღვთის განგებულება მართავს ყველაფერს, ხან ნებას შემოუშვებს, ხან დაშვებას და ამიტომ ხდება ასე. ღვთის განგებულებით მიდის ყველაფერი. როდესაც გინდა, რაიმე სიკეთე გააკეთო, მაგრამ არ შეგიძლია და არ იცი როგორ მოიქცე, ღვთის განგებულებას უნდა მიენდო. დაე, იყოს ნება შენი, უფალო! ძველად, როდესაც რაიმე საკითხს ვერ გადაწყვეტდნენ, ყოველთვის ასე იქცეოდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2023, 09:16 PM

"ამბობს წმინდა ექვთიმე - "ნებისმიერი ჩვენი მონდომება და მცდელობა ღვთის შეწევნის გარეშე ვერ გვაცხოვნებს და ასევე ვერც ადამიანის ნების გარეშე მოუტანს კაცს სარგებელს უფლის შეწევნა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2023, 09:31 PM

"განგება ღვთისა განუზომელია, განგება ღვთისა მიუწვდომელია"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2023, 05:03 PM

"ღვთის ნების გაგების ერთ-ერთი ხერხია, რაც არ უნდა ერთი შეხედვით შეუსაბამოდ ჩანდეს კენჭისყრა. რუსეთის პატრიარქი ტიხონი, რომელიც გასული საუკუნის 20-იან წლებში მოღვაწეობდა და რომელსაც ეკლესიისადმი კომუნისტური ტერორის გაძლების უმძიმესი ჯვარის ტარება არგუნა ღმერთმა, კენჭისყრით აირჩიეს. სამი კანდიდატურა იყო პატრიარქობის და ერთ-ერთმა მადლომისლმა ბერმა სწორედ მისი სახელი ამოიღო. სქიმარქიმანდრიტი საბა (ოსტაპენკო) აღნიშნავს: შეიძლება და უნდა ითქვას მოსაწონიცაა კენჭისყრა, იმ დროს, როცა არ იცი რა გზას დაადგე. თავიდან თქვი სამჯერ იესოს ლოცვა მეტანიით და "მეუფეო ზეცათაო", შემდეგ სამჯერ "მამაო ჩვენო", სამჯერ "ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ" და მრწამსი. ამასთან უნდა გქონდეს ცოცხალი რწმენა და მინდობა უფლის"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 30 2023, 08:59 PM

"ლოცვა ნათელს ხდის გონებას და ხშირად პასუხი საჭირო კითხვაზე ამ დროს ეძლევათ ხოლმე, რაღაც მომენტში შინაგანად გრძნობენ, რომ სწორედ ეს არის ღვთის ნება"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2023, 08:54 PM

"ჩემი აზრები, სურვილები, მისწრაფებები, ყველაფერი, რაც ჩემში ღვთის ნებას ეწინააღმდეგება, რაც ღმერთს არ მოსწონს - ეს ყველაფერი მე უნდა უარვყო!

ერთხელ წმინდა ბასილი დიდს ჰკითხეს: "ვინ არის ის ადამიანი, რომელიც ღვთის ნებით ცხოვრობს?" და მან უპასუხა: "მხოლოდ ის ადამიანი, ვინც მიიღო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ეს წინადადება, ეს შეთავაზება (თუ შეიძლება ასე ითქვას): "ვისაც უნდა, რომ გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე". აი, მხოლოდ ასეთი ადამიანი ცხოვრობს ღვთის ნებით! ღვთის ნებით არის მომართული მისი ცხოვრება, მისი სული! რატომ? იმიტომ რომ, თუ ადამიანი ამას არ გააკეთებს, ასე არ განეწყობა, შემდგომში იგი თავისივე თავში პოულობს ძალიან ბევრ წინააღმდეგობას ქრისტესადმი შედგომის გზაზე. აი, ასეთ სიტყვებს ბრძანებს წმინდა ბასილი დიდი"

/მეუფე შიო მუჯირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2023, 08:04 PM

"რაიმე ცხოვრებისეული საკითხი გაწუხებს? თქვი: "ჩემო იესო, განმანათლე, როგორ მოვიქცე. წარმართე ეს საქმე შენი წმინდა ნების თანახმად", და დაინახავ, როგორ დამშვიდდები და იმედით სავსე განაგრძობ სვლას"

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2023, 07:25 PM

"ადამიანი მოტიტინე ბავშვივით ითხოვს ღვთისგან მის წმინდა ნებას. ღმერთი, როგორც ყოვლადსახიერი მამა, აძლევს მას მადლს, მაგრამ მადლთან ერთად უგზავნის განსაცდელსაც. თუკი ის უდრტვინველად მოითმენს განსაცდელს, მადლი გამრავლდება. რაც უფრო მეტ მადლს იღებს, იმდენად მრავლდება განსაცდელიც"

/წმ. იოსებ ისიქასტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2023, 08:27 PM

"როდესაც ადამიანი ბოლომდე მიენდობა უფალს, ის შესრულდება, რაც ღმერთს ნებავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2023, 02:24 PM

"ჩემი ისტორია არ ჰგავს სხვებისას.

2018 წელს მე დავკარგე სამსახური, რადგან საწარმოში იყო შტატის შემცირება. პროფესიით ბუღალტერი ვარ და დაახლოებით 5 წელი ვიმუშავე ბიუჯეტურ სფეროში. ბევრი რამ დავიწყებული მქონდა და ბუღალტერიაში დაბრუნება ჩემთვის ძალიან რთული იყო.

და აი, ვიპოვე ადგილი სახელმწიფო სამსახურში. ჯერ სტაჟირებაზე მიმიღეს და დამამტკიცეს, მითხრეს, მოემზადე გამოსვლისთვისო.

ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! მე მომცეს ერთი კვირა, რათა შემეგროვებინა საჭირო დოკუმენტების პაკეტი და ჩამებარებინა კადრების განყოფილებაში. დარჩენილი იყო 2 დღე სამსახურში გასვლამდე. გავიქეცი მაღაზიაში და შევიძინე შესაბამისი ტანსაცმელი - თეთრი პერანგი და შავი ქვედაბოლო, რადგან ეს იყო ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობა. საღამოს დამირეკა ტელეფონმა და შემატყობინეს, რომ იპოვეს სხვა კანდიდატი, ჩემზე წარმატებული ადამიანი. მე კვლავ უარი მითხრეს სამსახურზე. მოსმენილისგან ყელში ბურთი გამეჩხირა.

საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, გული დამძიმებული მქონდა. ვფიქრობდი, ვის მიმართ და როგორ მელოცა, რათა უფალს შეესმინა ჩემი. თავში კითხვა მეტი იყო, ვიდრე პასუხი.

საღამოს ჩემს ქალიშვილს დავურეკე და ვთხოვე: წამიყვანე სადმე, რათა თავი დავაღწიო ტკივილსა და სასოწარკვეთას. მოვილაპარაკეთ პარკში გასეირნება. მე გამოვედი სახლიდან და გაჩერებისკენ წავედი. რეკავს ტელეფონი - დამირეკა ჩემი მოხუცებული დედის მეზობელმა და მითხრა, სასწრაფოდ მივსულიყავი, რადგან მოხდა უბედურება. დედაჩემი წაიქცა და მოიტეხა მენჯი. რთული მოტეხილობა იყო. მაგრამ ამით სირთულეები არ დამთავრდა: ჩემი ბებია, რომელიც 94 წლისაა და ცხოვრობს დედაჩემთან, ასევე მწოლიარე იყო. ამ საღამოს აღარ დამრჩა კითხვა, თუ რატომ არ გამოვიდა სამსახურის საქმე. ამ მომენტში დედის სახლში უფრო საჭირო ვიყავი. იქ 9 თვე ვიყავი და ვუვლიდი ორ მოხუცს.

ჩემი სახლი გავაქირავეთ და დედასთან გადავედით.

ახლა ერთი კვირის წინ გამომიჩნდა სამსახური, რომელშიც დაკავებული ვარ კვირაში 3 დღე, სამი საათი. დედა უკვე დადის და ამიტომ შემიძლია სამსახურში სიარული.

აი, ასეთი ისტორიაა. ღმერთს ჩვენს მიმართ თავისი გეგმა აქვს!

ახლა, როცა იბადება კითხვა რატომ? მე ზუსტად ვიცი - ღმერთმა ჩვენზე უკეთ იცის რა და რა დროს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2023, 06:29 PM

"ღვთის ნების აღმასრულებელი, ღირსი გახდება ზეციურ, მოზეიმე ეკლესიაში, ზეციურ სამოთხეში, ზეციურ სასუფეველში მარადიული სიცოცხლისა"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2023, 09:14 PM

"თუ ვინმეს ცოდვითდაცემულს დაინახავთ, იცოდეთ, რომ ის საკუთარ ნებას დაჰყვა და არა ნებას ღვთისას"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2023, 11:32 AM

"უფალო, შენი ნება იყოს ჩვენს ცხოვრებაში არა სანახევროდ, ან - არა ხანდახან, არამედ - ყოველთვის, ყოველ წამს და ყოველგან სრულად, მთლიანად ისე, როგორც შენ გნებავს"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2023, 04:50 PM

"ამქვეყნად შემთხვევითობა ხომ არ არსებობს! ყველაფერი ღვთის ნებას ემორჩილება"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2023, 02:45 PM

"აი, ეს არის თავისუფალი ნება ადამიანისა: მან უნდა აიღოს ჯვარი სიკეთის, მშვიდობის, სიყვარულის და გადარჩენისა, რაც ამ ჯვრის ფუნქციაა. მეორე: თვინიერ ჩემს ვერავის ძალუძს არცერთი რამის ყოფა, ანუ ღვთის ნების გარეშე ადამიანი ვერაფერს გააკეთებს.

აი, ეს ორი ნება - ღვთისა და ადამიანისა როცა თანხვედრილია ადამიანში, შეიძლება ვთქვათ გაბედულად, რომ ის ცხონდება და გადარჩება, მაგრამ ადამიანი თვითონ ეურჩება ღმერთს"

/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2023, 06:10 PM

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გვერდით გადადო შენი ნება"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2023, 05:12 PM

"დაიოკეთ ხორციელი სურვილები და მიენდეთ ღვთის ნებას"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2023, 07:11 PM

"ღვთის ნების გარეშე, ადამიანს არ შეუძლია ღმერთი აღმოაჩინოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2023, 07:33 PM

"როცა რაღაც სურვილი გვიპყრობს, თანაც ჩვენთვისვე საზიანოდ, უფალი დიდხანს და მოთმინებით - სხვა ადამიანების რჩევითა და ახალი ცხოვრებისეული გარემოებების საშუალებით - ცდილობს რამენაირად დაგვაშოროს ამ უსარგებლო, დამღუპველ მიზანს. მაგრამ თუ გავჯიუტდებით, ის განზე დგება და ჩვენი ბრმა და უძლური "თავისუფალი არჩევანის" პირისპირ გვტოვებს"

/მიტროპოლიტი ტიხონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2023, 04:43 PM

"მიანდე საკუთარი თავი ღვთის ხელთ, როგორც ბავშვი ჩაეკვრება დედის წიაღს. ხელს ნუ ჰკრავ ღმერთს, ნუ ურტყამ ღმერთს, რომელსაც ხელთ უპყრიხარ"

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2023, 09:58 PM

"უფალი ბრძანებს: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება". ჩვენ ხომ არ ვიცით, როგორია განგება ღვთისა თითოეულ ჩვენგანთან დაკავშირებით, ამიტომ უფალს უნდა დავუთმოთ: "უფალო, იყავნ ნებაი შენი!" და მორჩილებით ვსასოებდეთ მას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2023, 07:31 PM

"მართლმადიდებლური სრულყოფა აუცილებლად გულისხმობს გაჭირვების დათმენას და შეგნებას იმისა, რომ ასეთია ღვთის ნება"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2024, 12:57 PM

"უფლის ნება სრულიად კეთილი და სრულიად სამართლიანია: ის ვერც უკეთესი გახდება, ვერც უარესი შეიძლება იყოს. ის განსჯის ყველას, მას - არავინ. მე ვცდილობ, სავსებით მივყვე უფლის ნებას და მხოლოდ იმაზე ვზრუნავ, რომ მსურდეს ის,რაც ღმერთს სურს და არ მსურდეს ის, რაც მას არ სურს. ამიტომაც არ ვთვლი თავს უბედურად, როცა ჩემს ნებას სავსებით ვათანხმებ და ვაერთებ უფლის ნებასთან, ასე რომ, მხოლოდ ერთი ნდომა და არნდომა მაქვს: შევასრულო ის, რაც უფალს სურს და არ ვისურვო მისი ნების საწინააღმდეგო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2024, 08:07 PM

"ერთი წმინდა ბერი ავად იყო და ძმამ საკვებში თაფლის ნაცვლად შეცდომით სელის ზეთი ჩაუსხა, რომელიც ძალიან მაწყინარია. ბერს არაფერი უთქვამს, ჩუმად ჭამა, - ერთხელ, ორჯერ, - მომსახურე ძმას კი არაფერი აგრძნობინა, არც მის დაუდევრობაზე წამოსცდენია სიტყვა: გული არ ვატკინოო. როდესაც მსახური ბერი მიხვდა, რა ჩაიდინა, სინანულში ჩავარდა და ამბობდა: "მე მოგკალი ამბა და შენ ეს ცოდვა მე მატვირთინე, რადგან არაფერი მითხარი". ღვთივგანბრძნობილმა ამბამ მშვიდად უპასუხა:

- ნუ დარდობ, შვილო: ღმერთის ნება რომ ყოფილიყო თაფლი მეჭამა, დამიჯერე, შენ აუცილებლად თაფლს ჩამისხამდი.

მის მსგავსად იქცევა, ვინც ყველაფერში უფლის ნებას ხედავს: მას არ სურს რაიმეში ბოროტი განზრახვა დაინახოს, ვინმეში ეჭვი შეიტანოს, არამედ ჭეშმარიტად აღიარებს, რომ ყველაფერი, მის თავს მოწეული, ღვთის განგებითა და ნებით, და ესე იგ, მისივე სასარგებლოდ აღესრულება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2024, 07:17 PM

***
/იგავი/

"ერთხელ ანგელოზი მწირს დაემგზავრა და მასთან ერთად ღამის გასათევად მდიდარ ოჯახს მიადგა. ოჯახი არ იყო სტუმართმოყვარე და სტუმრების სასტუმრო ოთახში მოსვენება არ მოისურვა;

შესთავაზეს, ღამე ცივ სარდაფში გაეთიათ. როდესაც ისინი საწოლს იშლიდნენ, ანგელოზმა კედელში ხვრელი შეამჩნია და ამოავსო. მწირის შეკითხვაზე, თუ რატომ მოიქცა ასე, უპასუხა:

- საგნებისა და მოვლენების არსი ხშირად ისეთი არ არის, როგორც ადამიანებს გეჩვენებათ.

მეორე დღეს ისინი ღამის გასათევად ღარიბ, მაგრამ სტუმართმოყვარე კაცს და მის ცოლს ეწვივნენ. ცოლ-ქმარი მგზავრებს იმ მცირედით გაუმასპინძლდა, რაც ებადა და მოსასვენებლადაც თავისი საწოლი დაუთმო. დილით კი როდესაც მგზავრებმა გაიღვიძეს, ნახეს, რომ მასპინძლები ტიროდნენ: ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ძროხა გომურში მკვდარი ეპოვნათ. მწირმა ანგელოზს ჰკითხა:

- რატომ მოხდა ასე? პირველ ოჯახს, ყველაფერი ჰქონდა კეთილი გულის გარდა, შენ კი მას დაეხმარე; მეორე ხელმოკლეა, მაგრამ შესაშური სტუამრთმოყვარეობა გამოიჩინა, შენ კი დაუშვი, რომ მისი ერთადერთი მარჩენალი ძროხა მომკვდარიყო? საგნებისა და მოვლენების არსი ხშირად ისეთი არ არის, როგორც ადამიანებს გეჩვენებათ, - გაიმეორა ანგელოზმა. - როდესაც ჩვენ სარდაფში ვიყავით, მე მივხვდი, რომ კედელში, ოქროს განძი იდო. მასპინძელი უხეში კაცი იყო და სიკეთის კეთება არ სურდა, მე შევაკეთე კედელი, რომ მას გადამალული ოქრო ვეღარ ეპოვნა.

როდესაც მომდევნო ღამეს ღარიბი მასპინძლის საწოლში გვეძინა, მის ცოლს სიკვდილის ანგელოზმა მოაკითხა და მე მას სანაცვლოდ ძროხა მივეცი.

...ჩვენი ცოდნა საკმაოდ მწირია, და მოვლენებისა თუ შემთხვევების ჭეშმარიტი მნიშვნელობის წვდომა არ შეგვიძლია. ამიტომ, თუნდაც დიდი რწმენა გქონდეს, აუცილებად უნდა გამოიმუშავო ღვთის განგებულებისადმი ეჭვშეურევნელი მინდობა: ის, რაც ხდება შენ მიმართ, შენსავე სასარგებლოდ ხდება. დროთა განმავლობაში აუცილებლად მივა ამის გაცნობიერებამდე მორწმუნე ადამიანი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2024, 07:39 PM

"ვინც საკუთარ ნება-სურვილს ღვთის ნებას უქვემდებარებს, ის ყოველთვის მშვიდად ცხოვრობს, ხოლო ვინც თავისი აზრით წყვეტს, თუ რა არის უკეთესი, იგი გამოუცდელია სულიერ ცხოვრებაში. ღვთის ნება რომ შევიცნოთ, ამისთვის საჭიროა, დავემორჩილოთ მას, მაშინ უფალი თავისი მადლით გაგვანათლებს და ცხოვრებაც გაგივადვილდება. ასეთ შემთხვევაში, თუნდაც ავად იყოს ან სიღატაკეში ცხოვრობდეს, ადამიანს მაინც სიხარული ექნება გულში, რადგან სულითა და აზრით ჯანსაღია, გონებით უფალს ხედავს და იგი სულის სიმდაბლით უყვარს. ამ სიყვარულის წყალობით კი ეს სოფელი აღარ ახსოვს, ხოლო თუ ახსოვს, მაშინ ღვთის სიყვარული უბიძგებს მას, ცრემლით ილოცოს მთელი მსოფლიოსთვის. ასეთია უფლის სათნო გზა ჩვენი სულისათვის"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2024, 04:13 PM

"ღვთის ნება ყოველთვის სიკეთეა, ყოველთვის მიმართულია ადამიანის სულის გადარჩენისკენ; თუკი ადამიანი ცხოვრობს უფლის ნების შესაბამისად, ანუ მისი მცნებებით, მაშინ ის ბედნიერია როგორც მიწაზე, ასევე გარდაცვალების შემდგომ გადადის ნეტარ მარადიულობაში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2024, 09:49 PM

"ღვთის ნება კი არ უნდა მოვირგოთ, ჩვენ უნდა მოვერგოთ"

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)