სახელმწიფო სკოლის მოსწავლეების მიმართ მკაცრდება, პოლიციის ინსტიტუტი სკოლებში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სახელმწიფო სკოლის მოსწავლეების მიმართ მკაცრდება, პოლიციის ინსტიტუტი სკოლებში |
შოთაძე |
Sep 21 2007, 01:18 AM
პოსტი
#1
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლიდან 30-მდე საჯარო სკოლაში პროგრამა "უსაფრთხო სკოლის" განხორციელებას დაიწყებს.
ექსპერიმენტის მიხედვით, სახელმწიფო სკოლის მოსწავლეების მიმართ მკაცრდება. ლომაიას განცხადებით, პროგრამა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, რომელთა შორის ერთ-ერთი "სკოლებში პირადი საქმეების ინსტიტუტის"შემოღებაა. 6-12 კლასამდე მოსწავლეების პირადი საქმეები გაიხსნება, რომელიც მხოლოდ მშობლისთვის, სკოლის დირექციისთვის და უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში, პოლიციისთვის იქნება ხელმისაწვდომი. პირადი საქმეების პარალელურად, სკოლაში ე.წ. პოლიციის ინსტიტუტსაც შემოიღებენ. კვირაში ერთხელ, მაღალკლასელებთან პოლიციელები არაფორმალურ შეხვედრებს გამართავენ, რომელზეც ძალოვნები მოსწავლეებს მათ უფლებებზე, კანონზე, კანონმორჩილებასა და სამოქალაქო ღირებულებებზე ესაუბრებიან. კონსერვატორების კანონპროექტი განათლების კომიტეტმა დაიწუნა განათლების საპარლამენტო კომიტეტმა საჯარო სკოლებში მოძღვრის ინსტიტუტის შემოღების შესახებ 'კონსერვატორების' მიერ ინიცირებული კანონპროექტი დაიწუნა. კომიტეტის თავმჯდომარე ნოდარ გრიგალაშვილი აცხადებს, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს, მოძღვარი გაკვეთილებისგან თავისუფალ დროს მოიწვიოს და ამ შემთხვევაში 'კონსერვატორები ღია კარის მტვრევას ცდილობენ'. გარდა ამისა, გრიგალაშვილის შეფასებით, კანონპროექტი საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის გაფორმებულ კონკორდატს ეწინააღმდეგება. კერძოდ, მისი თქმით, კონკორდატის თანახმად, მოძღვრის ინსტიტუტის დაწესება მხოლოდ ჯარსა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებშია ნებადართული და თუ მას საჯარო სკოლებშიც შემოიღებენ, თავად კონკორდატშიც შესაბამისი ცვლელება უნდა შევიდეს. 'კონსერვატორები' ზვიად ძიძიგური, გიგა ბუკია და ბეჟან გუნავა ამტკიცებენ, რომ სკოლებში არსებულ რთულ კრიმინოგენულ სიტუაციას უკეთესობისკენ მხოლოდ მოძღვრის ინსტიტუტის შემოღება შეცვლის. ისინი გამოდიან ინიციატივით, განათლების სამინისტრომ და საპატრიარქომ მოამზადონ ერთობლივი პროექტები, რომლითაც სკოლებში მოძღვრის ინსტიტუტის შემოღება დაიწყება. -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
თათი87 |
Sep 21 2007, 11:32 AM
პოსტი
#2
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
shota_shotadze
ციტატა პირადი საქმეების პარალელურად, სკოლაში ე.წ. პოლიციის ინსტიტუტსაც შემოიღებენ. კვირაში ერთხელ, მაღალკლასელებთან პოლიციელები არაფორმალურ შეხვედრებს გამართავენ, რომელზეც ძალოვნები მოსწავლეებს მათ უფლებებზე, კანონზე, კანონმორჩილებასა და სამოქალაქო ღირებულებებზე ესაუბრებიან. ამაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ. თუ მოსწავლეებს აუხსნიან რისი უფლება აქვთ და რისი არა... ან თუ მათ პირად საქმეებს შექმნიან... რამდენი მკვლელობა მოხდა სულ ახლო წარსულში 10-11 კლასელების მონაწილეობით? მგონი საგანგაშო სიტუაციაა და ინფორმირება და თვალყური ამ ასაკში მოსწავლეების მგონი აუცილებელიც კია რაც შეეხება მოძღვრის ინსტიტუტს, აქ მაინტერესებს რა იქნება მისი ფუნქციები? თუ ბავშვების დამოძღვრა, მაშინ იგივე შეიძლება გაკეთდეს რელიგიის გაკვეთილზე ( თუ არსებობს კიდევ) ... -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
catherina_10 |
Sep 21 2007, 01:00 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 |
სკოლებში კრიმინალური შემთხვევები, რომ მომრავლდა ყველასთვის არის ცნობილი. ალბათ ურიგო არ იქნება თუ "პოლიციის ინსტიტუტსაც " შემოიღებენ და აღრიცხვაზე აიყვანენ ძნელად აღსაზრდელ ბავშვებს, გააკონტროლებენ სკოლაში მდგომარეობებს და ამასთან ერთად თუ რელიგიის გაკვეთილებსაც დაამატებენ უფრო კარგი იქნება
|
ნიანია |
Sep 21 2007, 01:14 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 |
მე პირადად მომხრე ვარ სერიოზულად გამკაცრდეს რეჟიმი სკოლებში. ნებისმიერი ახალი რეფორმის ან პროექტის სამიზნე არამარტო მოსწავლე არამედ მასწავლებელიც უნდა იყოს-უნდა გაიზარდოს ხელფასები რათა მოტივაციამ აიწიოს, შესაბამისად მათი პასუხისმგებლობაც მეტი იქნება და ხელმძღვანელ სტრუქტურებსაც უკვე ექნებათ საფუძველი მასწავლებელს მოსწავლის ცუდი საქციელისათვის პასუხი მოთხოვონ. სხვა შემთხევაში არცერთი პედაგოგი არ აიტკივებს თავს ურჩი მოსწავლის აღზრდისათვის, ისინი თავიან საგანსაც არ ასწავლიან ნორმალურად იმდენად დაბალია მოტივაცია და დიდაქტიკაზე ხო ოცნებაც არ შეიძლება.
რაც შეეხება მოძღვრის ინსტიტუტს აქ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. სკოლებში სხვა აღმსარებლობის ბავშვებიც სწავლობენ, ჩვენდა სამწუხაროდ, და თუ მათ მართლმადიდებლობას თავზე მოვახვევთ ამას უფლებების დარღვევაში ჩაგვითვლიან და თითს ისევ საპატრიარქოსაკენ გაიშვერენ. ასე რომ გაფრთხილებაა საჭირო -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
კანუდოსელი |
Sep 21 2007, 01:32 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მე პირადად მომხრე ვარ სერიოზულად გამკაცრდეს რეჟიმი სკოლებში. მაშინ სკოლა კი არა ზონა იქნება... გამოსავალი სხვა ასპექტშია საძიებელი რაც შეეხება მოძღვრის ინსტიტუტს აქ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. სკოლაში მოსწავლეთა ჯგუფის თავისუფალი ნებით შესაძლებელია იკითხებოდეს სხვადასხვა აღმსარებლობის "რჯული", მაგრამ მე მაინც არ მინდა რომ იქ მივიდეს გამოუცდელი მღვდელი და უმტკიცოს ბავშვებს, რომ მთელი დარვინის თეორია იდიოტების დაწერილია კრეტინი დარვინის თამადობით.....ან თქვას, რომ სამყარო სულ რამდენიმე 1000 წლისაა... მღვდელი ან სერიოზულად უნდა გადამზადდეს ან ასწავლოს იქ სადაც მისი ადგილია.... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ქევანა |
Sep 21 2007, 01:52 PM
პოსტი
#6
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
არ ვიცი, არ ვიცი.... რაღაც რომ უნდა გაკეთდეს ფაქტია, არა მგონია პოლიციელების დამოძღვრამ შედეგი გამოიღოს, აქ საჭიროა სულიერი მოძღვარი და ოჯახი,...
-------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
კანუდოსელი |
Sep 21 2007, 01:59 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
არ ვიცი, არ ვიცი.... რაღაც რომ უნდა გაკეთდეს ფაქტია, არა მგონია პოლიციელების დამოძღვრამ შედეგი გამოიღოს, აქ საჭიროა სულიერი მოძღვარი და ოჯახი,... სულ სულიერი მოძღვრები ყავთ ევროპაში და მიტომაა დალაგებული იქაურობა? ეს არის განათლების სწორად წარმართვის, დაგეგმარების საკითხი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ქევანა |
Sep 21 2007, 02:06 PM
პოსტი
#8
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
აბა კანუდოსელო, მე რომ რელიგიას ერთი... დამთხვეული ქალი მასწავლიდა ის იყო კარგიი? გვაშინებდა ბავშვებს....
-------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
კანუდოსელი |
Sep 21 2007, 02:08 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
აბა კანუდოსელო, მე რომ რელიგიას ერთი... დამთხვეული ქალი მასწავლიდა ის იყო კარგიი? გვაშინებდა ბავშვებს.... უკაცრავად ვარ და მე ანალოგიურად დამთხვეული სასულიერო პირიც მინახავს... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ნიანია |
Sep 21 2007, 02:14 PM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 |
ციტატა უკაცრავად ვარ და მე ანალოგიურად დამთხვეული სასულიერო პირიც მინახავს... ნამეტანი ნუ გააჯაზებთ ეხლა. ყველა თემა მოძღვრების განკითხვაში როგორ უნდა გადაიზარდოს ფორუმზე არ მესმის -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
კანუდოსელი |
Sep 21 2007, 02:16 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ნამეტანი ნუ გააჯაზებთ ეხლა. ყველა თემა მოძღვრების განკითხვაში როგორ უნდა გადაიზარდოს ფორუმზე არ მესმის არსებობს თუ არა დილეტანტიზმის პრობლემა საქართველოში? ეხება თუ არა ეს მოსახლეობას? მღვდელი მოსახლეობის ნაწილი არის თუ არა? რა შუაშია აქ განკითხვა? დამისახელეთ რომელი სასულიერო პირი განვიკითხე? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ქევანა |
Sep 21 2007, 02:20 PM
პოსტი
#12
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ისე მართალია კანუდოსელი
ციტატა არსებობს თუ არა დილეტანტიზმის პრობლემა საქართველოში? ეხება თუ არა ეს მოსახლეობას? მღვდელი მოსახლეობის ნაწილი არის თუ არა? - ნამდვილად არსებობს... - ეხება მოსახლეობას - არის უეჭველი... პ.ს. მარა მე მჯერა, რომ მღვდლებს უფრო მეტი შეუძლიათ გააკეთონ სკოლაში , ვიდრე თეოლოგებს... რიავი ახლა ამისთვის არ ჩამიცინიზმო კანუდოსელო, რაა -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
გიორგი |
Sep 21 2007, 02:21 PM
პოსტი
#13
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
სკოლაში მოსწავლეთა ჯგუფის თავისუფალი ნებით შესაძლებელია იკითხებოდეს სხვადასხვა აღმსარებლობის "რჯული", მაგრამ მე მაინც არ მინდა რომ იქ მივიდეს გამოუცდელი მღვდელი და უმტკიცოს ბავშვებს, რომ მთელი დარვინის თეორია იდიოტების დაწერილია კრეტინი დარვინის თამადობით.....ან თქვას, რომ სამყარო სულ რამდენიმე 1000 წლისაა... საერთოდ ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობების სკოლებს სახელმწიფო არ აფინანსებს. ევროპული კანონმდებლობების ჩარჩოებისთვის რამდენადმე უცხოა ასეთი გაგება. ცხადია ნებადართულია უცხო ენაზე ან უცხო სჯულის სწავლება, მაგრამ ამის განხორციელება კერძო სექტორის და დაინტერესებული ჯგუფების პრეროგატივაა. "საქართველოში სომხურენოვანი სახელმწიფო სკოლა", ამგვარი გაგება არის კომუნისტური სახელმწიფოს კანონმდებლობის გადმონაშთი. არ არსებობს ინგლისში ესპანურენოვანი სახელმწიფო სკოლა. უფლება დაფინანსებას არ ნიშნავს. საქართველოს სახელმწიფო სკოლებში სხვა რჯული არ უნდა ისწავლებოდეს. ამ პრობლემას რელიგიურმა უმცირესობებმა თვითონ უნდა მიხედონ. ასეა წესი. რაც შეეხება სჯულის სწავლებას ის აუცილებლად უნდა შემოღებულ იქნას, მაგრამ ძალიან შერჩევით უნდა გაიგზავნოს მოძღვრები სკოლებში, ამისთვის შეიძლება სპეციალურად მომზადდენ კიდეც, ცხადია სასულიერო პირი არ უნდა ამტკიცებდეს, რომ სამყარო რამოდენიმე ათასი წლისაა, მაგრამ ამ მიზეზის გამო სჯულის სწავლების არ შემოღება სწორად არ მიმაჩნია. მომზადებაა საჭირო. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მნათე |
Sep 21 2007, 02:26 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
სანამ არ გავითავისებთ, რომ ყველა მღვდელი რჯულისმოძღვარი ვერ იქნება, მანამ არაფერი გვეშველება
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ნიანია |
Sep 21 2007, 02:27 PM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 |
ციტატა არსებობს თუ არა დილეტანტიზმის პრობლემა საქართველოში არსებობს და დანარჩენ პუნქტებშიც გეთანხმები მაგრამ დილეტანტიზმის პრობლემას რაღა მაინცდამაინც მღვდლებში ხედავ მოჭარბებულად და არა ერში? თუმცა იმაში მეც დაგეთანხმები რომ ვინაიდან მოძღვრებიც საზოგადეობის წევრები არაინ და სამწუხაროდ ეს საზოგადოება დილეტანტია, მათ შორისაც არიან ასეთები. მაგრამ უნდა გავითვალისჭინოთ ის ფაქტო რომ ჩვენში მოძღვრის ინსტიტუტი შეიძლება ითქვამს ახალგაღვიძებულია და ძალიან ბევრ რამეში გარკვევა ვერ მოასწრეს, მათ შორის ახალგაზრდა ადამიანის ფსიქოლოგიაშიც. გამომდინარე აქედან გეთანხმები რომ საჭიროა ბავშვებთან გამოცდილი მოძღვარი შევიდეს და არა ახლადნაკურთხი. მაგრამ მე ისევ ჩემს პირვანდელ აზრს დავუბრუნდები, სკოლაში მოძღვრის ინსტიტუტის დანერგვა ძალიან დიდ წინააღდეგობას გამოიწვევს. -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
ქევანა |
Sep 21 2007, 02:27 PM
პოსტი
#16
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
აბა რა... ბავშვები ეს ფაქიზი თემაა... მიდგომა უნდა იცოდეს სწორი....
-------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
კანუდოსელი |
Sep 21 2007, 02:28 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
საერთოდ ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობების სკოლებს სახელმწიფო არ აფინანსებს. ამაზე არცაა საუბარი ხოლო რაც შეეხება : არ არსებობს ინგლისში ესპანურენოვანი სახელმწიფო სკოლა. და საქართველოს სახელმწიფო სკოლებში სხვა რჯული არ უნდა ისწავლებოდეს. ერთმანეთთან საერთოდ კავშირში არ არიან, ვინაიდან სჯული არის რელიგიის სფერო, ხოლო ჩვენი სახელმწიფო დემოკრატიულია და არა რელიგიური რაც შეეხება სჯულის სწავლებას ის აუცილებლად უნდა შემოღებულ იქნას, სკოლაში აუცილებლობა არის აუცილებელი საგნები, ანუ ის, რაც ყველასთვისაა, სჯული კი მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის, სხვა საკითხია, თუ ეს არის რელიგიური სახელმწიფო მაგრამ ვინაიდან ის დემოკრატიულია, ამიტომ გამოვა იმ მოსწავლეთა დისკრიმინაცია, ვინც არ არის მართლმადიდებელი - და არ უნდა ამას ლაი ლაი, ევროპაში გვინდა? მაშინ ევროსაბჭოს კანონმდებლობით ვისარგებლოთ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანონისტი |
Sep 21 2007, 02:31 PM
პოსტი
#18
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
კანუდოსელი
ციტატა ევროპაში გვინდა? მაშინ ევროსაბჭოს კანონმდებლობით ვისარგებლოთ მიდგომა ორია (ორივე დემოკრატიულია): 1. რაღაც არის დადგენილი, მაგრამ ნებისმიერს შეუძლია უარი თქვას მასზე 2. რაღაც არ არის დადგენილი, მაგრამ ნებისმიერ შეუძლია მოითხოვოს ის ჩვენთან, რელიგიასთან დაკავშირებით მოქმედებს წესი 2, მე კი მიმაჩნია, რომ უნდა მოქმედებდეს წესი 1 -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანუდოსელი |
Sep 21 2007, 02:34 PM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
დემოკრატიული მიდგომა ასე მესახება:
მართლმადიდებელს უნდა სკოლაში მართლმადიდებელი მღვდლის მოწვევა ლექციებისთვის? ძალიან კარგი - მოვიწვიოთ მაგრამ მაშინ უარი არ უდა ვუთხრათ იმ არამართლმადიდებელს, ვინც ასევე შეიძლება მოითხოვოს თავისთვის მოწვევა პადრესი, მოლასი ან იუდეველი რაბის მე კი ვინაიდან არ მინდა სკოლა გარდაისახოს რელიგიების შეხვედრის ასპარეზად, არ მინდა მღვდლის მოწვევაც, რაც არ მისცემს საბაბს არამართლმადიდებელსაც... ბოლო ბოლო ეკლესიის საქმე ეკლესიაა და სკოლის- სკოლა მასწავლებელი დგას საკლასო ოთახში და მღვდელი ამბიონზე - არ მინდა სკოლა გადაიქცეს ამბიონად და ამბიონი სკოლად - ბოლოს მიაქციეთ დიიიიდი ყურადღება გთხოვთ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ნიანია |
Sep 21 2007, 02:37 PM
პოსტი
#20
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 |
ციტატა უარი არ უდა ვუთხრათ იმ არამართლმადიდებელს, ვინც ასევე შეიძლება მოითხოვოს თავისთვის მოწვევა პადრესი, მოლასი ან იუდეველი რაბის აი მეც ზუსტად ამას ვამბობ. როგორც ჩვენ არ მოგვეწონება შენს მიერ ჩამოთვლილი სასულიერო პირების მოწვევა სკოლებში ისე იმათ არ მოეწონებათ მართლმადიდებელი მოძღვრის ქადაგება სკოლებში. აი ესაა პრობლემა-ხელ-ფეხ-შეკრულები ვართ -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th May 2024 - 03:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი