IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

33 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!''
თამარი_ცქნაფო
პოსტი Nov 19 2006, 07:30 PM
პოსტი #21


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(glaxa @ Nov 19 2006, 01:52 PM) *

თამარი
დიდი მადლობა თამარ ამ თემისათვის...
შეკითხვა მაქვს: უწინ ტელევიზორში რომ იყო გახსოვს ასეთი გადაცემა...სწორია/შეცდომაა...(თუ რაღაც მსგავსი)? მგონი ღვინჯილიას მიყავდა...
ხო და ..იქიდან მახსოვს, რომ მან ასეთი რამ თქვა:
სწორი ფრაზაა: რამდენიმე წლის უკან და არა რამდენიმე წლის წინ...
ზუსტად არ ვიცი მე დავიმახსოვრე შეცდომით თუ მართლაც ასე?
პასუხისათვის წინასწარ მადლობა...

mari
მე ვფიქრობ, რომ პირდაპირი ეთერის დროს (არა სტუდიაში, არამედ იმ ადგილიდან საიდანც კორესპონდენტი ერთვება) ძნელია ყველაფერი გამართული ქართულით ითქვას..თან დრო აქვთ შეზღუდული და სწრაფად ლაპარაკობენ...
გარდა ამისა სტუდიაში მყოფი დიქტორი (მაგალითად კურიერის ან ქრონიკის დროს) კითხულობს მეტწილად სხვის დაწერილ ტექსტს (მგონი ასეა)..
აი ამ ტექსტის დამწერს, ან საგაზეთო და ჟურნალის სტატიების ავტორებს მართლაც მართებთ დახვეწონ ქართული ენა.

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, გეტყვი: სწორია - რამდენიმე წლის წინ. შეცდომაა: რამდენიმე წლის უკან.

(ალბათ, უკვე მიხვდით, რომ სწორ ფორმებს ლურჯი ფერის შრიფტით ვწერ, გაუმართავს - წითლით) smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Nov 19 2006, 07:47 PM
პოსტი #22


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



[quote name='glaxa' date='Nov 19 2006, 01:52 PM' post='20444']
თამარი
დიდი მადლობა თამარ ამ თემისათვის...
შეკითხვა მაქვს: უწინ ტელევიზორში რომ იყო გახსოვს ასეთი გადაცემა...სწორია/შეცდომაა...(თუ რაღაც მსგავსი)? მგონი ღვინჯილიას მიყავდა...
ხო და ..იქიდან მახსოვს, რომ მან ასეთი რამ თქვა:
სწორი ფრაზაა: რამდენიმე წლის უკან და არა რამდენიმე წლის წინ...
ზუსტად არ ვიცი მე დავიმახსოვრე შეცდომით თუ მართლაც ასე?
პასუხისათვის წინასწარ მადლობა...

მართალია თამარი არა ვარ, მე დავწერ პასუხს იმედი მაქვს, კადნიერებაში არ ჩამომერთმევაsmile.gif)

ადრინდელი წინა ვითრების აღსანიშნავად, ძველიდან მოკიდებული დღევანდლამდე, მუდამ იხმარებოდა და ამჟამადაც იხმარება სიტყვაწინ(ამ სიტყვისგან მიივიღეთ მსგავსი დანიშნულიების მქონე სხვა სიტყვები: წინათ, უწინ, წინანდელი,უწინდელი, წინასწარ, გუშინწინ, შარშანწინ, წინარე(წინარეისტორიული, წინარექრისტიანული), წინასაახალწლო..)
რაც შეეხება უკან სიტყვას, ტრადიციულად იგი შემდგომი, მომდევნო, გვიანდელი ვითარების აღსანიშნავად გამოიყენებოდა. ამაზე მეტყველებს მისგანვე მიღებული სიტყვა უკანასკნელიც (ე.ი. ყველაზე ბოლო).
მაგალითად შევადაროთ ერთმანეთს მყარი გამოთქმები: ამას წინათ და მას უკან ყოველი ჩვენგანისთვის აშკარაა, რომ პირველი გამოთქმა (ამას წინათ) ადრინდელ ვითარებას მიუთითებს, ხოლო მეორე (მას უკან) იგივეა რაც: მას შემდეგ.
ამ "წინ" და "უკან"- სიტყვების აღრევის წყაროა რუსული გამოთქმები:два часа (тому) назад, три года (тому) назад. და სხ.ვა მართალია, ცალკე აღებული назад ქართულად ითარგმნება როგორც უკან , მაგრამ ეს _მხოლოდ ადგილის მნიშვნელობით! დროის გაგებით კი ამგვარი გამოთქმები პირდაპირ, სიტყვასიტყვით არ ითარგმნება.
ასე რომ: სწორია (ეგ გადაცემა გოგი გეგეჭკორს მიყავდა)
[b] მრავალი საუკუნის წინ// წინათ
ოთხი წლის წინ // წინათ;
ერთი თვის წინ// წინათ;
ორი კვირის წინ// წინათ;
რამდენიმე დღის წინ(ათ);
ნახევარი საათის წინ;
ხუთი წუთს წინ...;
[b][i]


smile.gif)

ციტატა(თამარი @ Nov 19 2006, 07:30 PM) *

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, გეტყვი: სწორია - რამდენიმე წლის წინ. შეცდომაა: რამდენიმე წლის უკან.

(ალბათ, უკვე მიხვდით, რომ სწორ ფორმებს ლურჯი ფერის შრიფტით ვწერ, გაუმართავს - წითლით) smile.gif



ვაი!! თამარის პასუხი არ მინახავს ისე დავწერეsad.gif(

თამარ, მიიღეთ ჩემი დიიიიდი და თვალბფახულა ბოდიშიsmile.gif) biggrin.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
fallen
პოსტი Nov 20 2006, 12:35 AM
პოსტი #23


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 19-November 06
წევრი № 495



ციტატა(mari @ Nov 19 2006, 04:01 PM) *

ალბათ თამარის პასუხი ვერ ნახე ამასთან დაკავშირებით, სადაც გამონაკლისებზეა საუბარი smile.gif

რა გამონაკლისებზე laugh.gif მე იმას ვერაფრით ვერ მოვიდნენთქო არ ვიტყვი laugh.gif იმიტომ რომ არაა სწორი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Nov 20 2006, 01:01 AM
პოსტი #24


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(fallen @ Nov 20 2006, 12:35 AM) *

რა გამონაკლისებზე laugh.gif მე იმას ვერაფრით ვერ მოვიდნენთქო არ ვიტყვი laugh.gif იმიტომ რომ არაა სწორი

მერე მაგაზე არ გვითქვამს, გამონაკლისიაო. მანდ ერთი უარყოფაა საჭირო. მგონი, იქ სხვა მაგალითი იყო


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
fallen
პოსტი Nov 20 2006, 02:27 AM
პოსტი #25


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 19-November 06
წევრი № 495



ციტატა(თამარი @ Nov 20 2006, 12:01 AM) *

მერე მაგაზე არ გვითქვამს, გამონაკლისიაო. მანდ ერთი უარყოფაა საჭირო. მგონი, იქ სხვა მაგალითი იყო

ხო კაი თუნდაც ვერცერთი wink.gif ვერცერთი მოვიდა რა არასწორი ფორმაა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Nov 20 2006, 10:50 AM
პოსტი #26


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



თამარი
შენ ფილოლოგი ხარ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 21 2006, 12:02 AM
პოსტი #27


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ძალიან ხშირია და თითქმის უკვე დამკვიდრებული სიტყვა - მამის გამოყენება წოდებით ბრუნვაში, მაშინ როდესაც ეს სიტყვა სახელობიშია, მოთხრობითში ან სხვა ბრუნვაში.
მაგალითად: მამაომ მომიტანა, მამაოს მივეცი, მამაო მოვიდა და ა.შ.
ეს შეცდომაა და მისი ასეთი ფორმით ხმარება არ შეიძლება.
სწორი ფორმაა:
მამამ
მამას
მამის
მამით
მამად
მამაო
მესმის რომ ასეთი ფორმით მიმართვისას ჩვენ განვასხვავებთ ჩვეულებრივ მამას სულიერი მამისგან, მაგრამ ეს მაინც არასწორია. ასეთ დროს, პირადად მე, მამის წინ ვახსენებ ხოლმე მის სახელს ან უბრალოდ მის სინონიმს - მღვდელს, მოძღცარს ან ღვთისმსახურს ვამბობ ხოლმე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Nov 21 2006, 01:44 AM
პოსტი #28


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



დათიკო, ვერ წარმოიდგენ, როგორ გეთანხმები smile.gif თავიდან ძალიან მჭრიდა ეს "მამაო" ყურს, მაგრამ თანდათან ისე შევეჩვიე, მეც კი ვამბობ ხოლმე.
პ.ს. არა მგონია ხალხში ეს აღმოიფხვრას ასე ადვილად unsure.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 21 2006, 02:01 AM
პოსტი #29


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მარიამი
ციტატა
პ.ს. არა მგონია ხალხში ეს აღმოიფხვრას ასე ადვილად

ეს რთულია, მაგრამ შესაძლებელი smile.gif
პირადი მაგალითით, რჩევით და ა.შ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხათუნა
პოსტი Nov 21 2006, 02:26 AM
პოსტი #30


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 365
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 412



ციტატა(mogzaura @ Nov 19 2006, 03:31 PM) *

შეცდომაა მომწომს––სწორია მომწომნს


უკაცრავად, მაგრამ მგონი ამდენი მ არ არის საჭირო ამ სიტყვებში

huh.gif



--------------------
აცხოვნე უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღვიძებს და იღწვის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninore
პოსტი Nov 21 2006, 03:20 AM
პოსტი #31


ნაყინი ჩემი ტკივილია!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,849
რეგისტრ.: 8-November 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 418



ციტატა(mari @ Nov 18 2006, 09:27 PM) *

ძალიან ხშირად მესმის ჟურნალისტებისგან "ვერცერთი მოვიდა ან წავიდა და ა. შ.", მგონი უფრო სწორია "ვერცერთი ვერ მოიდა წავიდა ......"

მცდარი ფორმაა ვერცერთი ვერ მოვიდა, რადგან ვერცერთი უკვე უარყოფითი ფორმაა და "ვერ" ამ შემთხვევაში უკვე ზედმეტია

ციტატა(თამარი @ Nov 18 2006, 09:30 PM) *

მათ ალბათ სმენიათ, რომ ორი უარყოფა ერთად არ იხმარება, მაგრამ იმდენი აღარ იციან, რომ არსებობს გამონაკლისები. ამასთანავე, ვერცერთი და არცერთი ცალ-ცალკე იწერება: ვერც ერთი, არც ერთი. დანარჩენს მერე აგიხსნით, ახლა სიცხე მაქვს და წერა ნამდვილად მიჭირს.

მართლა? ანუ ვერც ერთი ვერ მოვიდა სწორია?
რატომ?

ასხვავებს რატომ? ეს ხომ სიტყვა "განსხვავებიდან" იწარმოება?

ციტატა(თამარი @ Nov 18 2006, 10:12 PM) *

ახლა ყველამ მომისმინეთ!
თუ ოდნავ მაინც პატივს მცემთ, გაჩერდით და აქ მხოლოდ თემაზე ისაუბრეთ. თუ გნებავთ, გაგიხსნით ცალკე განყოფილებას, სადაც პროტესტის გამოხატვა შეგვეძლება, მაგრამ აქ არა. ძალიან გთხოვთ, ნუ მიფუჭებთ ამ ნორმალურ თემას. მჯერა თქვენი ჩემდანი ესოდენი გულისხმიერებისა და მოკრძალების და ვიმედოვნებ, რომ არ გადამთელავთ თქვენი გამოსვლებით და არ მომიკლავთ გულს! smile.gif

რას ამბობ პირიქით სასიამოვნოა ასეთი შემეცნებითი თემები, რადგან ჩვენ დროში უმეტესობა არასწორად საუბრობს, რაც ყურს ძალიან ცუდად ხვდება, არის გავრცელებული ფორმები, დამირეკია, მილაპარაკია, დამიბავს, მღერიხარ და ა. შ. რაც შეცდომაა, მაგრამ სწორ ფორმას ძალიან ცოტა ხმარობს, ამიტომ მომზრე ვარ ასეთი თემების, რასაც ვკითხულობ აღმოვაჩინე ისეთი სიტყვები, რასაც მეც არასწორად წარმოვთქვამდი და კარგია სწორი ფორმა რომ გავიგე

ციტატა(თამარი @ Nov 19 2006, 07:30 PM) *

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, გეტყვი: სწორია - რამდენიმე წლის წინ. შეცდომაა: რამდენიმე წლის უკან.

(ალბათ, უკვე მიხვდით, რომ სწორ ფორმებს ლურჯი ფერის შრიფტით ვწერ, გაუმართავს - წითლით) smile.gif

მეც ვიცი რომ სწორი ფორმაა რამდენიმე წლის უკან blink.gif რადგან წინ შემდეგს აღნიშნავს და უკან უკვე გასულს, ტუ არ ვარ მართალი გთხოვთ ამიხსნათ რატომ? მაინტერესებს

ციტატა
ადრინდელი წინა ვითრების აღსანიშნავად, ძველიდან მოკიდებული დღევანდლამდე, მუდამ იხმარებოდა და ამჟამადაც იხმარება სიტყვაწინ(ამ სიტყვისგან მიივიღეთ მსგავსი დანიშნულიების მქონე სხვა სიტყვები: წინათ, უწინ, წინანდელი,უწინდელი, წინასწარ, გუშინწინ, შარშანწინ, წინარე(წინარეისტორიული, წინარექრისტიანული), წინასაახალწლო..)
რაც შეეხება უკან სიტყვას, ტრადიციულად იგი შემდგომი, მომდევნო, გვიანდელი ვითარების აღსანიშნავად გამოიყენებოდა. ამაზე მეტყველებს მისგანვე მიღებული სიტყვა უკანასკნელიც (ე.ი. ყველაზე ბოლო).
მაგალითად შევადაროთ ერთმანეთს მყარი გამოთქმები: ამას წინათ და მას უკან ყოველი ჩვენგანისთვის აშკარაა, რომ პირველი გამოთქმა (ამას წინათ) ადრინდელ ვითარებას მიუთითებს, ხოლო მეორე (მას უკან) იგივეა რაც: მას შემდეგ.
ამ "წინ" და "უკან"- სიტყვების აღრევის წყაროა რუსული გამოთქმები:два часа (тому) назад, три года (тому) назад. და სხ.ვა მართალია, ცალკე აღებული назад ქართულად ითარგმნება როგორც უკან , მაგრამ ეს _მხოლოდ ადგილის მნიშვნელობით! დროის გაგებით კი ამგვარი გამოთქმები პირდაპირ, სიტყვასიტყვით არ ითარგმნება.
ასე რომ: სწორია (ეგ გადაცემა გოგი გეგეჭკორს მიყავდა)
[b] მრავალი საუკუნის წინ// წინათ
ოთხი წლის წინ // წინათ;
ერთი თვის წინ// წინათ;
ორი კვირის წინ// წინათ;
რამდენიმე დღის წინ(ათ);
ნახევარი საათის წინ;
ხუთი წუთს წინ...;[b][i]

დიდი მადლობა, კითხვა დავსვი და პასუხი უკვე ყოფილა


--------------------
თუ ერთი კბილი აგტკივდა, გიხაროდეს, რომ ყველა არ გტკივა!

თუ ავად ხარ, გიხაროდეს, რომ უკურნებელი სენი არ გაქვს!

თუ მეგობარმა გიღალატა, გახსოვდეს, რომ კიდევ გყავს!

თუ სიყვარულში არ გაგიმართლა, გაიხსენე, რომ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს

და მიხვდები, რომ ცხოვრება მშვენიერიააააა!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 22 2006, 04:39 PM
პოსტი #32


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



არასწორია: დავდ-ო-ბ
სწორია: დავდ-ე-ბ

ერთი ფორუმელის გასაგონად tongue.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Nov 22 2006, 04:42 PM
პოსტი #33


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ასხვავებს სიტყვა განსხვავებიდან არ იწარმოება, იგი იწარმოება სიტყვა სხვაობიდან. ამ შემთხვევაში უადგილოა, რადგან გან ზმნისწინის ანალოგიით გაჩნდა, თუმცა სრულიად უსაფუძვლოდ, რადგან თუ გან ძველი ქართული ზმნისწინის სახეა (თანამედროვე სახე გა), მაშინ ზმნისწინის ძველი ქართული ფორმაა აღ და არა ან. სიტყვა ასხვავებში საარვისო ქცევის ნიშანია, ეს რომ ასეა, შემდეგ ზმნისწინიან მაგალითში კარგად ჩანს: გან--სხვავებს. მაშ, რატომ არის აქ ორი ა, ან მეორე ას სემდეგ რატომ აღარ ვწერთ ნ-ს?
თუმცა ეს ყოველივე არ გამორიცხავს პარალელურ ფორმათა არსებობას, რომლებიც ძირითადად გან ზმნისწინზე მოდის, ხოლო ან-ისზმნისწინად ჩათვლა კი ყოველ შემთხვევაში უადგილო და გაუმართავია!

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 22 2006, 04:39 PM) *

არასწორია: დავდ-ო-ბ
სწორია: დავდ-ე-ბ

ერთი ფორუმელის გასაგონად tongue.gif

ობ და ებ არის თემის ნიშნებია, ასე რომ, შენც ნუ ყოფ ცალ-ცალკე თითოეულ ასოს! tongue.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Springchild
პოსტი Nov 22 2006, 04:42 PM
პოსტი #34


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 22-November 06
წევრი № 509



ციტატა
არასწორია: დავდ-ო-ბ


nu es kutxuri gamotqma ufro aris... ise, kilosac tavisi xibli aqvs da.. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Nov 22 2006, 04:45 PM
პოსტი #35


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



რაც შეეხება, ვერც ერთსა და არც ერთს.
1. გვინდა თუ არა, ე სსიტყვები ცალ-ცალკე იწერება;
2. საერთოდ უმჯობესია ზემოთ მოყვანილი კონსტრუქციის დროს საერტდო სხვა სიტყვა ვიხმაროთ და ამით ავიცილოთ თავიდან ზედმეტი უზუსტობანი. მაგალითად, აი, ასე: ვერავინ მოვიდა, არავინ მოვიდა....


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 22 2006, 04:45 PM
პოსტი #36


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ციტატა
სწორი ფრაზაა: რამდენიმე წლის უკან და არა რამდენიმე წლის წინ...

სწორია - რამდენიმე წლის წინ
არასწორია - რამდენიმე წლის უკან
ეს რუსულიდან კალკირებულია - Несколько лет назад.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Nov 22 2006, 04:51 PM
პოსტი #37


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ახლა შევეხოთ ფორმებს: დამირეკია, მითქვია, დამიხატია. მესამე სერიას აქვს კითხვა რა მიქნია, სწორედ ეს კითხვა იწვევს არაზუსტ ფორმათა გამოყენებას. მის თანახმად, რა თქმა უნდა, ზმნა -ია-ზე დაბოლოვდება, მაგრამ აქაც გვაქვს გამონაკლსის: თუ ზმნას აქვს -ავ და ამ თემის ნიშნები, მესამე სერიაში ეს ნიშნები უცვლელად გადაჰყვება და შესაბამისად, იცვლება დაბოლოებაც: ხატვა - დამიხატავს, დარეკვა- დამირეკავს, ხატვა- დამიხატავს. რაც შეეხება ისეთ ზმნებს, რომელთაც სხვა თემის ნიშნები ეწარმოებათ, ან საერთოდ არ აჩენენ თემის ნიშნებს, მესამე სერიაში, კითხვაზე - რა მიქნია, ექნებათ -ია დაბოლოება!
მოკლედ, სწორი ფომებია: დამირეკავს, დამიხატავს, მითქვამს....


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Nov 22 2006, 07:43 PM
პოსტი #38


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



მეც შევეხები ერთ ძალზე გავრცელებულ შეცდომას - ვიღაცეები, რაღაცეები.
ეს არის მრავლობითის ფორმა. მხოლობითში გვაქვს ”ვიღაცა”, ”რაღაცა”. შესაბამისად მრავლობითის ფორმის ნიშნის ”ების” დართვისას გვექნება ვიღაცები, რაღაცები. ასე რომ, ეს მეორე ”ე” ზედმეტია.


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Nov 25 2006, 12:44 AM
პოსტი #39


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ფორუმზე ხშირია ასეთი მიმართვა - ხალხნო!
”ხალხი” თავისთავად კრებითი სახელია და მრავლობითის ფორმის ”ნ” აქ ზედმეტია. უნდა იყოს ხალხო.

ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ახლახანს წავიკითხე ბოლო გზავნილში - ძაან. რა თქმა უნდა, აქ უნდა იყოს ძალიან.


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Nov 25 2006, 01:09 AM
პოსტი #40


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



მე ისე ვიტყვი რომ ძველ ქართულს არაფერი შეედრება და მოხარული ვქნებოდი დღესაც რომ ასე ვსაუბრობდეთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

33 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:18 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი