ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ადამიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ადამიანი |
T.L. |
Jan 30 2007, 03:05 PM
პოსტი
#41
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
კანონისტი მაგარი სიტყვებია ვაჟას ბუნების აღწერაზე ვაფანატებ. ”ღამის წყვდიადში,გამტკნარებულის სახითა, მოსჩანს ქისტეთის მიდამო, სალის კლდეების ტახტითა. ბნელს ხევზე მიჰყეფს მდინარე გულამღვრეული ჯავრითა...” ღამის წყვდიადში ჩაფლული გამტკნარებულის სახითა -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
Floyd |
Feb 7 2007, 01:44 AM
პოსტი
#42
|
ზურაბი ჯგუფი: Members პოსტები: 3,316 რეგისტრ.: 4-February 07 მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D წევრი № 1,001 |
ვაჟას ძმა ვარ უზომოდ მიყვარს ბავშვობიდან.
-------------------- And the times , they are all changin' ...
|
მნათე |
Feb 7 2007, 01:45 AM
პოსტი
#43
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
არ მიყვარს..... გამონაკლისების გარდა...
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ცოტნე |
Feb 7 2007, 01:47 AM
პოსტი
#44
|
ცოტნე ჯგუფი: Members პოსტები: 320 რეგისტრ.: 1-September 06 წევრი № 132 |
ციტატა არ მიყვარს..... გამონაკლისების გარდა... შენ რა უცნაური გემოვნება გაქვს თუ შეხედულებები ქვია მაგას გამონაკლისი რომელია? -------------------- [size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
|
მნათე |
Feb 7 2007, 01:50 AM
პოსტი
#45
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა შენ რა უცნაური გემოვნება გაქვს თუ შეხედულებები ქვია მაგას გამონაკლისი რომელია? სტუმარ-მასპინძელი უცნაური რატომ, ვაჟა რომ არ მიყვარს? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
marine |
Feb 7 2007, 02:13 PM
პოსტი
#46
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვაჟა-ფშაველა
მთის წყარო არაფერი ცოდვა არ მიქნის ჩემს სიცოცხლეში. ვერცერთი სულიერი, ვერც უსულო, ჩემს ცოდვას, ჩემს სიავეს ვერ იტყვის. ღმერთს ესე დაუწესებივარ: უნდა ვიდინო, ვიდინო; ყველამ ჩემით უნდა მოიკლას წყურვილი. გახურებულს ზაფხულის დღეში რამდენი ნადირი მოდის, სვამს ჩემს წყალსა, რამდენი დაღალულ-დაქანცული მუშა მოვა, მოიტანს ცელს, ნამგალს გასალესად. კაცნი მსმენ და ათასში ერთი თუ იტყვის: „დაილოცე, ცივო მთის წყაროვ, რომელი ღვინო შეგედრებაო?!“ უმრავლესობა ზედ მაფურთხებს. რა ვქნა, მე ვერავის მივაფურთხებ. დეე, ისევ მე მაფურთხონ! რა ბედნიერადა ვგრძნობ ჩემს თავსა, ღმერთო! რა კარგი მეგობრები მყვანან გევრდსა! აი, ჯერ ეს ლოდები, სქლად მწვანე ხავსი რომ გადაჰკვრია; აი, კიდევ ჩემს თავზედ პირყვითელი კლდე რომ დაყუდებულა და დამცქერის, მეხურება თავზედ მუზარადივით. ეს დევებივით ქორაფები როგორ აწვდილან ზეცად და მზის სხივსაც არ უშვებენ ჩემამდის! სქელი, გველებივით დაკლაკნილი ფესვები ჩემს უბე-კალთაში ჩაუწყვიათ. ორისა თუ სამის ვერსის სიგრძეზე ვარ მხოლოდ ბედნიერი და უცოდველი, მერე დამლევს, ჩამნთქავს უზარმაზარი მდინარე, დაიკარგება ჩემი სახელი, ჩემი ვინაობა. როგორც უნდა, ისე მათამაშებს. თითონ ხომ ღრიალებს, ბორგავს, აწყდება აქეთ-იქით, ანგრევს დედამიწას, გლეჯავს ხეებსა და მიათრევს, მეც იმასვე ჩამადენინებს. მაგრამ მაშინ მე ის აღარა ვარ, რაც ეხლა, ამ წამში, როდესაც პირველად კლდიდამ ვიბადები. ოჰ, ამ მდინარისაგან გული მაქვს გახეთქილი! რამდენჯერ აქ მესმის ხოლმე ხალხის ჟივილ-ხივილი: „დაახრჩო წყალმა კაცი, უშველეთ, ღმერთი არავისა გწამსთო!“ ცოტა არ არის, მეც ბრალი მედება. ვაჰ, ჩემო თავო! ნეტავი დამბადებელს ესე არ დავეწესებინე და სულ დაუსრულებლად მედინა, მერწყო მცენარენი, დედამიწის ლამაზი გული, მომეკლა კაცთა და ცხოველთათვის წყურვილი! რა ბედნიერად ვგრძნობ ხოლმე ჩემს თავს, როცა მე ჩავუვლი გასახმობად დამზადებს ბუერასა და იგი თავს დამიკრავს, სალამს მაძლევს, თან თავისის ფოთლებისას კაბას მიკერავს. მერე რომ ჩადუნიანში ჩავრაკრაკდები და ისინიც გარს შემომერტყმიან და ტრფიალით მომძახიან: „გაუმარჯოს მთის წყაროს, გაუმარჯოსო!“ ახლა ზვავისაგან წამოთელილს თხილებსა და ურძნებს დავულბობ დამჭკნარს ფესვებსა და მაღლა ავახედინებ... ოჰ, ღმერთო ჩემს ამაგს რად აფუჭებინებ იმ ტიალს, აბეზარს, დაუდეგარს, მოუსვენარს მდინარეს! წუხელის რა ცუდი სიზმარი ვნახე!.. ღმერთო დამბადებელო, ჩვენო პატრონო, ჩვენო შემნახველო, კარგად ამიხდინე!.. ვნახე, ვითომ ვიღუპებოდი. გვალვა, დიდი გვალვა დამდგარიყო; ბალახნი, ხენი, ჩემნი მშობელნი, დამჭკნარიყვნენ, მეც დავმშრალიყავი თითქმის. ღაბუა, ლამაზი „წიფლისჩიტა“ ჩამოფრინდა ვერხვის ტოტიდამ და უნდოდა ჩემს გუბეში ბანაობა, მაგრამ ვეღარ დაისველა მხრები და დაიწყო ტირილი. ვხედავდი ამას და გული მიკვდებოდა: „სად წახველ, ჩემო მადლო-მეთქი“, - ვდუდუნებდი. დამჭკნარი დიყვი, შუპყა, შამბი, არყი, ცაცხვი და ურძანი, - ყველანი ერთად შფოთავდნენ: - „მივაშველოთ წყაროს წყალი, არ დაგვიშრესო!“ მაწვდიდნენ ფოთლებიდამ, ტოტებიდამ, ფესვებიდამ თითო-ოროლა ნამობით, მაგრამ ვეღარასა მშველიდნენ. თანაც ვითომ მიწამ პირი მიყო და დაუსრულებელს უფსკრულში უნდა დავღუპულიყავ. შემეშინდა და გამომეღვიძა. გული მიკანკალებდა, შუბლზე ოფლი დამსხმოდა. ავიხედე, ნისლებით გაჭედილიყო ხევ-ხუვი. ქორაფმა ტოტები დამკრა, აკვანი დამირწია და დამდუდუნა: „ნუ გეშინიან, პატარავ, არ დაშრები, არ დაიკარგებიო!“ ამ დროს, დღისით ფრთხილი და წინდახედული, ზურგზე რქებგადაყრილი, „ყელყურლამაზიანი“ ირემი მოვიდა გაჩქარებით, დაეწაფა ჩემს წმინდა წყალს, დალია და გაძღა. მაშინ გულდამშვიდებულმა ვსთქვი: - „არა ვარ გამშრალი, არაო!“ [1888წ.] -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Floyd |
Feb 7 2007, 02:15 PM
პოსტი
#47
|
ზურაბი ჯგუფი: Members პოსტები: 3,316 რეგისტრ.: 4-February 07 მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D წევრი № 1,001 |
ციტატა marine კიდე თუ გაქვს შეგიძლია გვასიამოვნო -------------------- And the times , they are all changin' ...
|
marine |
Feb 7 2007, 02:34 PM
პოსტი
#48
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
კიდე თუ გაქვს შეგიძლია გვასიამოვნო ა, ბატონი, კიდევ ვაჟა-ფშაველა ია უღრანს ტყეში მოსული ვარ... მანამ ცოცხალი ვარ, ჩემის სილამაზით დავატკბობ ტყეს, ბალახს და იმ გაღმიდამ გამომცქერალს გულსავსიანს კლდესა, სურნელებას მივაფრქვევ არე-მარეს. ყველას ვუყვარვარ: აგერ იმ დამპალს ყუნჭს თვალი სულ ჩემსკენ უჭირავს, მიცინის ხოლმე, უნდა ჩემთან მოვიდეს, - მაკოცოს, მაგრამ არ შეუძლიან, მხოლოდ შორიდამ გამიცინებს, გაიღიმება საცოდავად, თუმცა უშნოდ, მაგრამ გულკეთილობა კი დიდი გადაეფინება ხოლმე პირზედ. განა მარტო იმას უხარიან ჩემი სიცოცხლე? წვერხმელი ხეებიც მე დამხარიან ზევიდამ, თვითონ თავშიშველნი, ტოტებს მე მაფარებენ: ჩვენს იას არ შეგვიცივდეს, ან არაფერმა არ აწყინოსო. პირდაპირ შხაპუნა წვიმას არ უშვებენ ჩემამდის: წვიმას შეუძლიან ერთბაშად ჩამომაცალოს ფოთლები. უფოთლებოდ ყოფნა და სიკვდილი ჩემითვის ერთია. არა, ხეები: არყი, წიფელი, თხილი, თამელი, დუდგულა გარშემო მეხვევიან და მყარაულობენ, წვიმის ნამს ინახავენ ტოტებით, ფოთლებით და მერე ნელ-ნელა მამცვრევენ პირზე თითო-ოროლ ნამობით, პირსა მბანენ. მე ყელს მოვიღერებ და ვინატრებ, ნეტა სიმღერა შემეძლოს, ნეტავი დამბადებელს ჩემთვის ნიჭი მოეცა, რომ მექო მაღლა ცა და ღრუბელი, მზე, ეს ჩემი მფარველი ხეები, ეს მთები, ის ჭალები და ღაბუა ჩიტები, რომელნიც ხმელს, ყვითელს ფოთლებში წითლის და მწვანის ფრთაბუმბულით ჩემს წინ დაგოგავენ და ხანდახან შემომჭიკჭიკებენ პირში, მათამაშებენ, უხარიათ ჩემი სიცოცხლე. ჩემი ერთი თვის სიცოცხლე სხვის ოცდაოთხის თვის სიცოცხლეს სჯობია, მაგრამ დიდხანს სიცოცხლეს კი დანატრებული ვარ. დილას ერთმა „წიფლის-ჩიტამ“ ჩემს ახლოს იგალობა, ლამაზი რამ იყო, - ყელწითელი, ღაბუა; იმასაც ჩემსავით თავი მოსწონდა, იხედებოდა გულზედ და მხრებზედ; ყველას მოსწონს თავი, ყველას უხარიან სიცოცხლე, ყველას უყვარს ბუნება. გუშინ ცამ იჭექა, ჭექა-ქუხილი ჩვენ არ გვაშინებს: ქუხილი წვიმის მომასწავებელია და წვიმა ხომ ძუძუს გვაწოვებს დედამიწის გულზე. მზე - მამაა, ზევიდამ დაგვყურებს და გვეალერსება, თვალყურს გვადევნებს. წვიმის მოსვლა მცენარეთ უხარიანთ, - უხარიანთ, ყელამდის სიხარულით მოიყარნენ; ეხლა ისინი ახალს კაბებს და ქათიბებს ჩაიცმენ. აი ეს ორი დღეა, რაც ჩემი დობილი სასუტელაც ამოჩნდა; უხარიან, უხარიან საცოდავს, სულ თავს იქნევს დაბლა და მაღლა, უკრავს თავს დედამიწას, მზის სინათლეს, მეჩურჩულება, ზღაპრებს მიამბობს სიცოცხლეზე, სიყვარულზე; ხანდახან კიდეც გაიკასკასებს, გადამეხვევა და მაკოცებს. გუშინ დილით მე და ჩემმა დობილმა ორივემ ვიტირეთ. რა შეუბრალებელია კაცი?! რასაც კი დაინახავს, უნდა რომ თავის სასარგებლოდ მოიხმაროს. ალბათ ვერ აფასებს ჩვენს სილამაზეს! ჩვენ წინ კაცმა გამოიარა, ცალს მხარზედ ცული ედო, მეორეზედ თოფი ეკიდა. მიადგა ერთს მშვენიერს ტოტგადართხმულს წიფელს, დაუშინა ცული და წააქცია. საბრალო, როდესაც წაიქცა, დაიკვნესა. ჩვენს იქით გუგულისკაბა ამოსულიყო და ჯერ ხმელს, ჩამოსულს ფოთოლს არ ამოსცილებოდა. როდესაც ხე წაიქცა, გადიყრეინა ზევიდამ ფოთლები და წითლად გამობჭყვინდა, ცრემლები დასხმოდა ჩაღრმავებულს გულში. შუადღის დროს დაღალულ-დაქანცული ქედანი მოვიდა და დაჯდა ჩვენ წინ თელის ტოტზე და დაიწყო ღუღუნი. უხაროდა იმასაც გაზაფხულის მოსვლა და ის, რომ მშვიდობით ნახა კიდევ ნაცნობი ადგილი. უცებ თოფი გავარდა, ქედანმა ხმა გაკმინდა, ჯერ ფეხით ჩამოეკიდა ტოტზე, მერმე ძირს ჩამოვარდა, ჩემს წინ დაეცა. სისხლი წამოუვიდა ნისკარტიდამ და თვალები დახუჭა; გადმონადენი სისხლი წვეთ-წვეთად დაეტყო ფოთლებზე. მე და სასუტელას კანკალი მოგვივიდა... მე გარკვევით არაფერი მესმის, მხოლოდ რაღაც ბუბუნი, გრიალი, ბუნდი ჟრიამული მოდის ჩემამდის. ვაჰმე, რა საბრალო არი ია, მოსული მთაზედა! ბეჩავს დააზრობს სიცივე, ან ელვას დაჰკრავს თავზედა; ღმერთს მიუცია საწყლისად მოკლე სიცოცხლე ჟამია, ქვეყნისა მისგან შვენება ერთი ბეჩავი წამია. ია დაიწყებს კდომასა, დაიქვითინებს: „ვაჰმეო! თუ გამაჩინე, უფალო, დიდი დღე რად არ მამეო?!“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Floyd |
Feb 7 2007, 10:00 PM
პოსტი
#49
|
ზურაბი ჯგუფი: Members პოსტები: 3,316 რეგისტრ.: 4-February 07 მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D წევრი № 1,001 |
ციტატა marine გაგახაროს ღმერთმა სიმოვნების მიღებაში რომ გვეხმარები . -------------------- And the times , they are all changin' ...
|
zepp |
Feb 7 2007, 11:35 PM
პოსტი
#50
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 42 რეგისტრ.: 7-February 07 მდებარ.: München,Bayern (D) წევრი № 1,035 |
-------------------- http://www.youtube.com/daxure
|
ბექა |
Feb 8 2007, 04:13 AM
პოსტი
#51
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
ეჰ მარტო იმას ვიტვი რომ ვაჟა უმაგრესია მარტო "ჰაოსი და ქართლოსი: რად ღირს წაგიკითხავთ ვინმეს?
|
Floyd |
Feb 8 2007, 08:51 PM
პოსტი
#52
|
ზურაბი ჯგუფი: Members პოსტები: 3,316 რეგისტრ.: 4-February 07 მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D წევრი № 1,001 |
ციტატა ეჰ მარტო იმას ვიტვი რომ ვაჯა უმაგრესია მარტო "ჰაოსი და ქართლოსი: რად ღირს წაგიკითხავთ ვინმეს? პირველად მესმის ეს ნაცარმოებია? -------------------- And the times , they are all changin' ...
|
თათი87 |
Feb 8 2007, 10:26 PM
პოსტი
#53
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
მისაღებ გამოცდაზე რო შევდიოდი ვნატრობდი ვაჟას "სტუმარ-მასპინძელი" მოვიდესთქო. ყველა მეუბნებოდა , შენ ხო არ გაგიჟდი ვაჟა ურთულესი დასაწერიაო ! ვაჟა გენია იყო და ნეტა ეგეთი კიდე განმეორდება?!
უყვარდა ყველაფერი, რაც უფალმა შექმნა. ბუნების შვილი იყო სულით ხორცამე -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
Floyd |
Feb 8 2007, 10:29 PM
პოსტი
#54
|
ზურაბი ჯგუფი: Members პოსტები: 3,316 რეგისტრ.: 4-February 07 მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D წევრი № 1,001 |
მინდა მივემსგავსო მას ისევე როგორც უფალს მაგრამ გამოვა ჩემგან რამე ნეტა?
-------------------- And the times , they are all changin' ...
|
თათი87 |
Feb 8 2007, 10:30 PM
პოსტი
#55
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ციტატა მაგრამ გამოვა ჩემგან რამე ნეტა შენ ცადე ემსგავსო კეთილს და არამგონია ცუდი შედეგი მიიღო -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
ბექა |
Feb 8 2007, 10:51 PM
პოსტი
#56
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
|
კანონისტი |
Feb 8 2007, 10:51 PM
პოსტი
#57
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ძალიან მიყვარს ვაჟა-ფშაველას მოკლე ლოცვა:
"ღმერთო შენით და არა ჩვენით!" ნახეთ, რა მოკლე და რამხელა სულიერების სიტყვებია. ვაჟა პირჯვარს გამოისახავდა ხოლმე და ხშირად იმეორებდა ამ ლოცვას, განსაკუთრებით რაიმე საქმის დაწყების წინ.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ქავთარაძე |
Feb 8 2007, 11:02 PM
პოსტი
#58
|
დაურეგისტრირებელი |
beqa.shuxoshvili
შენ ნანგრევებს შორის წაგიკითხავს შვილი? |
ბექა |
Feb 8 2007, 11:07 PM
პოსტი
#59
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
|
მარიამი |
Feb 8 2007, 11:14 PM
პოსტი
#60
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ძალიან მიყვარს ვაჟა-ფშაველას მოკლე ლოცვა: "ღმერთო შენით და არა ჩვენით!" ნახეთ, რა მოკლე და რამხელა სულიერების სიტყვებია. ვაჟა პირჯვარს გამოისახავდა ხოლმე და ხშირად იმეორებდა ამ ლოცვას, განსაკუთრებით რაიმე საქმის დაწყების წინ.... მასეთი სიტყვებია მესხურ მრავალჟამიერშიც და სულ ჟრუანტელი მივლის, რომ ვისმენ -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი