თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენი _ როგორ საქართველოზე ვოცნებობთ?...

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Jun 22 2007, 09:27 PM

მოდი აქ დავწეროთ, თუ ვინ როგორ საქართველოზე ოცნებობს? რა მოგვწონს,რა არა?
რა პირობები გჭირდებათ საქართველოში დასაბრუნებლად, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ, დღევანდელ პირობებში ქართული დიასპორის დაბრუნება საქართველოში, როგორ ფიქრობთ როგორ იმოქმედებს ეს ქვეყანაზე, დადებითად?... unsure.gif

მოკლედ ვისაუბროთ ყველა იმ მიზეზზე,რის გამოც ამ კონკრეტულ სიტუაციაში გვინდა, ან არ გვინდა საქართველოში ცხოვრება.

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jun 22 2007, 09:47 PM

Qeti
კაი თემაა დაიკო
ჩემი აზრით ყველა უნდა ჩამოვიდეს! წარმოიდგინეთ საქართველოში და მის გარეთ ქართველთა რიცხვი 7 მილიონ ნახევარს აღწევს და რამხელა ძალაა საქართველოსთვის, მაგრამ რა თქმა უნდა აქაც უნდა დახვდეთ საარსებო ბაზა, ამიტომ მათ ჩამოსვლამდე ჯერ აქაური ნიადაგი უნდა შემზადდეს თან საკმაოდ სერიოზული, რომ მათ ცხოვრება არ გაუჭირდეთ თორემ გიჟები არ არიან აქედან რომ გარბიან sad.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 22 2007, 09:49 PM

სანამ თურქუ-მესხები არ ჩამოუსახლებიათ ჩვენს სამშობლოში დროზე დაბრუნდით.... გელოდებით wub.gif

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jun 22 2007, 09:52 PM

ციტატა(ნათია @ Jun 22 2007, 10:49 PM) *

სანამ თურქუ-მესხები არ ჩამოუსახლებიათ ჩვენს სამშობლოში დროზე დაბრუნდით.... გელოდებით wub.gif

თურქი-მესხები ესეთი მცნება არ არსებობს თუ თურქია მესხი როგორღაა და თუ მესხია მაშინ თურქი როგორღაა? huh.gif და ამასთან დაკავშირებით უწმინდესმა საკმაოდ კარგი რამ თქვა მათ თურქი მესხები არ ჰქვიათ მათ მაჰმადიანი მესხები ჰქვიათო smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 22 2007, 10:09 PM

ციტატა(Qeti @ Jun 22 2007, 07:27 PM) *

მოდი აქ დავწეროთ, თუ ვინ როგორ საქართველოზე ოცნებობს? რა მოგვწონს,რა არა?

ჯანსაღზე სულიერად და ფიზიკურად! ისეთზე, რომელშიც კანონი კანონობს! ისეთზე, რომლის ყოველი მოქალაქე აცნობიერებს თავის ვალს ქვეყნის წინაშე! ისეთზე, რომელიც აღიარებს თავისი თვითოეული მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს და მათ გარანტად დგას! ისეთზე, რომლის თვითოეული მოქალაქე იამაყებს მისით! ისეთზე, რომელიც იამაყებს თვითოეული მოქალაქით! გაბრწყინებულზე!

" ხომ ლამაზია ეს საქართველო,
მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული
თამარ დედოფლის დარბაზივითა! "

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jun 22 2007, 10:20 PM

საქართველოზე, რომელშიც კანონი არის ქრისტე.

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Jun 22 2007, 10:35 PM

გაბრწყინებულ და ბედნიერი ხალხით სავსე საქართველოზე

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jun 22 2007, 10:38 PM

ციტატა(leluka @ Jun 22 2007, 10:35 PM) *

გაბრწყინებულ და ბედნიერი ხალხით სავსე საქართველოზე
არ მინდა მეორედ მოსვლა sad.gif არა არა

თუ გიყვარს უნდა გინდოდეს!

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 22 2007, 11:49 PM

ციტატა(ბექა.შუხოშვილი† @ Jun 22 2007, 10:52 PM) *

თურქი-მესხები ესეთი მცნება არ არსებობს თუ თურქია მესხი როგორღაა და თუ მესხია მაშინ თურქი როგორღაა? huh.gif და ამასთან დაკავშირებით უწმინდესმა საკმაოდ კარგი რამ თქვა მათ თურქი მესხები არ ჰქვიათ მათ მაჰმადიანი მესხები ჰქვიათო smile.gif



კი კი მართალი ხარ

მომიტევე smile.gif

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 4 2007, 01:23 AM

მეორედ მოსვლის მერე საქართველოზე ვოცნებობ მე პირადად smile.gif მინდა მეორედ მოსვლა ძალიან თან smile.gif მგონი ეგ იყო ჩემი ოცნება smile.gif ერთხელ მასწავლებელმა ფიქრნი მტკვრის პირას რომააა ლექსი მაგის გარჩევისას ვერ დაასახელებთ ერთ სურვილსო მარტოო და ეგ დავასახელე ოგონდ ცოტა სხვანაირად გამოვხატე რო ყველა მიმხვდარიყო smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jul 4 2007, 02:47 AM

ციტატა
მეორედ მოსვლის მერე საქართველოზე ვოცნებობ მე


biggrin.gif რაო? მერე არც საქართველო იქნება და არც დედამიწა smile.gif სჯობია შეისწავლო მეგობარო რაა მეორედ მოსვლა და რაა "კომუნიზმი" ( ეგ ბოლო ზოგს "იბერიის გაბრწყინებაში" ერევა) biggrin.gif

ვფიქრობ რომ ორ რამეს შევეჩვიოთ

1) ემიგრაციას -ანუ ყველა ერს ყავს ემიგრაცია და ჩვემც გვეყოლება ( და გვყავს კიდეც), ამიტომ ყველა არ დაბრუნდება, ეგ ზღაპარია, იმაზე უნდა იფიქროთ, ვინც არ დაბრუნდება საქართველოს სამსახურში როგორ უნდა ჩადგეს

ციტატა
არ მინდა მეორედ მოსვლა არა არა


თუ გიყვარს უნდა გინდოდეს!


2) არაა საჭირო ფსევდოეროვნული იდეების გარელიგიურება, არც შენი დაკარგული ხალხის უნდა გვრცხვებოდეს ან გვეშინოდეს, თანდათანობით და გათვლილად მიდგომა უნდა.


მივმართოთ უნდა ჩვენი აზროვნება ამ ორის მოგვარებისაკენ, ანუ უარი ვუთხრათ ფსევდორელიგიურ ნაციზმს და შევეცადოთ არ დავკარგოთ არცერთი ემიგრანტი...

იმედია გასაგებად დავწერე smile.gif

მე, ლამაზი, ერთიანი, ქრისტიანი და თავისუფალი საქართველო მინდა smile.gif

იხარეთ,

კაიროსი!

პოსტის ავტორი: forumis virusi თარიღი: Jul 4 2007, 03:14 AM

მინდა მალე ვნახო საქართველო-პრორუსული იდეოლოგიის, ფანატიზმის, ჩაკეტილობის, ულტრაკონსერვატორების აზროვნების გარეშე! ქართველ ერს შეუძლია და აქვს იმის პოტენციალი რომ იაზროვნოს პროგრესულად, ამავე დროს დავიცვათ ჩვენი ქართული კულტურა და ქრისტიანული ტრადიციები.

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 4 2007, 10:37 AM

მეორედ მოსვლის მერე საქართველოს განმარტებას ვიძლევი :

მეორედ მეოსვლის მერე ხო იქნებიან ქართველები ? ხოდა მასეთი ქართველებით დასასხლებულ საქართველოზე ვოცნებობ მეთქი თუ ოცნებაა ოცნება იყოს smile.gif

და რაც შეეხება დედამიწას ახალი დედამიწა იქნება ასე ვიცი მე smile.gif და ახალი სხეული გვექნება ყველას კიდო smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jul 4 2007, 05:06 PM

ციტატა
მეორედ მეოსვლის მერე ხო იქნებიან ქართველები ? ხოდა მასეთი ქართველებით დასასხლებულ საქართველოზე ვოცნებობ მეთქი თუ ოცნებაა ოცნება იყოს



ohmy.gif smile.gif ესქატოლოგიას არ იცნობ ჩემო კარგო smile.gif შენი აზრით კიდევ იქნება საქართველო, სომხეთი, ურუგვაი და მსოფლიოს ჩემპიონატი მეორედ მოსვლის შემდგომ დროინდელ მსოფლიოში ჰოლი საკკერში biggrin.gif ?

შემდეგ სულიერი ცხოვრება იწყება და ყველაფერი ის რაც მიწისეული გადავა, უფალთან მარადიული ყოფნა იწყება და იმ ნეტარებაში აისახება ყველა საქართველოც და დასახლებებიც smile.gif

გადახედე ხოლმე კატეხიზმოებს მაინც smile.gif

რეებს წერთ ხოლმე, მართლა კომუნიზმი ხომ არ გგონიათ მეორედ მოსვლა, ყველაფერი უფასო რომ იქნება, ყველა ბედნიერად იცხოვრებს და არ დაბერდება, რასელისტების სამოთხე რა , იახტები სამოთხეში და მარწყვების კრეფა biggrin.gif

აუფით,

კაიროსი!

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 4 2007, 06:26 PM

მშვიდობიანზე, თავის ისტორიულ საზღვრებში

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Jul 4 2007, 06:47 PM

მე ეს საქართველო ძალიან მომწონს და მიყვარს ვერ წარმომიდგენია როგორი იქნება მეორედ მოსვლის მერე არ ვიცი თქვენ იცით ? რატომღაც ეს ყოფა მირჩევნია რატო არ ვიცი.ოღონდ შური და მტრობა არ იყოს და ბედრნიერება იყოს რავიცი ნეტა როგორი იქნება საქართველო მეორედ მოსვლის მერე და თქვენ ?

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Jul 4 2007, 08:30 PM

ციტატა
ჯანსაღზე სულიერად და ფიზიკურად! ისეთზე, რომელშიც კანონი კანონობს! ისეთზე, რომლის ყოველი მოქალაქე აცნობიერებს თავის ვალს ქვეყნის წინაშე! ისეთზე, რომელიც აღიარებს თავისი თვითოეული მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს და მათ გარანტად დგას! ისეთზე, რომლის თვითოეული მოქალაქე იამაყებს მისით! ისეთზე, რომელიც იამაყებს თვითოეული მოქალაქით! გაბრწყინებულზე!



ცოტა რამე ჩვენც ხომ უნდა გავაკეთოთ რომ ჩავალთ, ასე მზად რომ გვინდა ყველაფერი.. biggrin.gif

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 4 2007, 09:01 PM

ან მე ვწერ იაპონურად ან შენ არ გესმის ჩემი smile.gif მე რას ვამბობ იცი ახლა ხო არიან სამოთხეში არა ქართველები ხოდა მეორედ მოსვლამდე ხო კიდე მიემატება არა მათ ქართველები smile.gif ამას რა კატეხიზმოს ცოდნა უნდა და რა კითხვა smile.gif ხოდა აი მასეთი ხალხით დასახლებულ საქართველოზე ვოცნებობ მეთქი smile.gif

ახლაც თუ ვერ მიხვდი რა ვთქვი და დაიწყე იახტებზე საუბარი მაშინ კიდე ერთხელ წაიკითხე ჩემი პოსტი biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 7 2007, 01:03 PM

ციტატა(შოთა @ Jul 4 2007, 06:30 PM) *

ცოტა რამე ჩვენც ხომ უნდა გავაკეთოთ რომ ჩავალთ, ასე მზად რომ გვინდა ყველაფერი.. biggrin.gif

ეგეთ საქართველოზე მე ვოცნებობ rolleyes.gif
და ვინ თქვა, რომ მაგ ოცნების განხორციელებაში წვლილის შეტანას არ ვაპირებდე? tongue.gif

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Jul 8 2007, 03:27 AM

საქართველო წმიდაა მიწაა და არ მომწონს რომ ევროპული სტილი შემოდის და ბევრი გარყვნილობა, მე მსურს, რომ იყო საქართველო გაბრწყინებული სულით და იყოს ძველი რწმენა და უფრო მეტი მოკრძალება

პოსტის ავტორი: მევიოლინე თარიღი: Jul 8 2007, 03:42 AM

ციტატა(alilo @ Jul 8 2007, 04:27 AM) *

საქართველო წმიდაა მიწაა


ვინ გაწმინდა?


პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 10 2007, 07:40 PM

ვინ და ჩვენმა წინაპრებმა თავიანთი სისხლით რომელიც სამშობლოს და ქრისტესთვის დაღვარეს smile.gif ასე მწამს მე

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 10 2007, 08:13 PM

მევიოლინე

ციტატა
ვინ გაწმინდა?




პირველ რიგში იმ უდიდესმა სიწიმდემ როგორიცაა ქრისტეს კვართი, ღვთისმშობლის კვართი, და სხვა მრავალი, მერე 100 000 ქართველი მოწამე 6 000 ქართველი ბერი, გრიგოლ ხანძთელი თავისი საოცარი ბერებით, ქეთევან დედოფალი, შალვა და ბიძინა და რა ვიცი მე რომელი ერთი მოვთვალო... თუ სხვისთვის ეს არ არის საკმარისი ჩემთვის საკმარისზე მეტია და უწმინდესია.

ანუ ვინ გაწმინდა და მსხვერპლად შეწირულმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე.


ჩემი ოცნების საქართველო განვითერებული სახელმწიფოა სულიერად ძლიერი , ისტორიულ საზღვრებში, სადაც ხალხს ხვალინდელი დღის (ანუ ომის არასამშვიდობო განწყობა ეხლა, რომ გვავქს, სად რას აგვიფეთქებენ ბომბს არ ვგულისხმობ, სამცხეს თუ სამაჩაბლოს, რომ არ ვიცით,) არ შეეშინდება. ვიქნებით ჩვენთვის წყნარად, ისე როგორც სხვა მრავალია სახელწმიფოა თავისი პრობლემებით, ხალხიც ისე იცხოვრებს, როგორც სხვაგან ცხოვრობენ, ტავისის სიხარულით, ზოგი პრობლემით, ყოველდღიური ჩვეულებრივი დალაგებული ცხოვრებით.

პოსტის ავტორი: Tatarashvili თარიღი: Jul 10 2007, 09:27 PM

ციტატა
ჩემი ოცნების საქართველო განვითერებული სახელმწიფოა სულიერად ძლიერი , ისტორიულ საზღვრებში, სადაც ხალხს ხვალინდელი დღის (ანუ ომის არასამშვიდობო განწყობა ეხლა, რომ გვავქს, სად რას აგვიფეთქებენ ბომბს არ ვგულისხმობ, სამცხეს თუ სამაჩაბლოს, რომ არ ვიცით,) არ შეეშინდება. ვიქნებით ჩვენთვის წყნარად, ისე როგორც სხვა მრავალია სახელწმიფოა თავისი პრობლემებით, ხალხიც ისე იცხოვრებს, როგორც სხვაგან ცხოვრობენ, ტავისის სიხარულით, ზოგი პრობლემით, ყოველდღიური ჩვეულებრივი დალაგებული ცხოვრებით.


მჯერა, დრო მოვა და ასეთი დროც დადგება ჩვენს სამშობლოში smile.gif

პოსტის ავტორი: shota1 თარიღი: Jul 10 2007, 11:58 PM

ისეთი საქართველო მინდა, რომელშიც ყველა მართმადიდებელი იქნება... სხვა დანარჩენი უმნიშვნელოა და ტავისტავად გადაწყდება...

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 11 2007, 01:00 AM

მხევალი ნინო
გაიხარე ნინო!
თუ ოცნებაა, ოცნება იყოს! ძალიან ლამაზად თქვი. თბილად და სიყვარულით 2kiss.gif

პოსტის ავტორი: ნი-კაპა თარიღი: Jul 31 2007, 07:46 PM

მე ვოცნებობ საქართველოზე, სადაც:


1. მოსამართლეს არავისი არ შეეშინდება კანონის გარდა;
2. სადაც ხალხი ეკლესიურად იცხოვრებს.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 1 2007, 11:52 AM

დავითის დროინდელ საქართველოს ვისურვებდი: ერთიანს და სულიერად მტკიცეს!

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 1 2007, 04:32 PM

საერთოდ არ ვოცნებობ, მით უმეტეს ისეთ რამეზე, რაც არარეალურია...
საქართველო დღეს თუ არ გიყვარს, ისეთი როგორიც არის, იმას, რაც უკვე აღარ არის გიყვარდეს რამდენიც გინდა...აზრი არა აქვს და ეს ქართული სინდრომიც "ოდესღაც რანი ვყოფილვართ"...მხოლოდ კლავს ერის თვითმყოფადობას...ცხოვრება დღეს არის აქ და ამ მომენტში...წარსულს სუსტი მისცქერის, ძლიერი დღეს ეზიდება ჯვარს გოლგოთისაკენ

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Aug 8 2007, 11:38 AM

დავითის საქართველოს ნატრობთ და იმ პერიოდში გაცხოვრათ და როგორ ინატრებდით ვნახავდი კიდეც.
თანამედროვეებს არ უწოდებიათ აღმაშენებელი.
აქ კივიან როცა მობ-ზე უსნენენ და იმ დროსაც იგივეს აკეთებდა ეს გენიოსი მეფე.
ნატვრა კიდე კაი ნატვრაა ზოგისთვის... tongue.gif
biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Aug 8 2007, 12:22 PM

მამფალი

ციტატა
დავითის საქართველოს ნატრობთ და იმ პერიოდში გაცხოვრათ და როგორ ინატრებდით ვნახავდი კიდეც.
თანამედროვეებს არ უწოდებიათ აღმაშენებელი.




რა გჭირთ ? აღმაშენებლის როინდელი საქართველოს ოცნება, დავით IV-ისთვის სიყვარულით შერქმეული ,,აღმაშენებლის,, გამო გვინდა? მე რაღაც სხვა მიზეზების გამო მინდა.



კანუდოსელი
ციტატა
საერთოდ არ ვოცნებობ, მით უმეტეს ისეთ რამეზე, რაც არარეალურია...
საქართველო დღეს თუ არ გიყვარს, ისეთი როგორიც არის, იმას, რაც უკვე აღარ არის გიყვარდეს რამდენიც გინდა...აზრი არა აქვს და ეს ქართული სინდრომიც "ოდესღაც რანი ვყოფილვართ"...მხოლოდ კლავს ერის თვითმყოფადობას...ცხოვრება დღეს არის აქ და ამ მომენტში...წარსულს სუსტი მისცქერის, ძლიერი დღეს ეზიდება ჯვარს გოლგოთისაკენ




ზაზა, საქართველო ყოველთვის მეყვარება, როგორც არ უნდა დაეცეს მაინც, იმიტომ, რომ სამშობლოა. მაგრამ როგორც იმერეთი, სვანეთი გურია, სამეგრელო , კახეთი და სხვა კუთხეებია საქართველო, ასევე საქართველოოა საინგილოც, ტაოც, ალავერდიც, ლორეც და აშ. საწყენია, რომ დღეს ზოგს გურჯისტანის ვილაიეთს უწოდებენ, მეორეს აზერბაიჯას მესამეს სასომხეთს და აშ. სამშობლო, რომ მიყვარს იმიტომ მიყვარს ის კუთხეებიც. დღეს რა ჰქვია რა მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ მტკივნეულია და არანაკლები ვიდრე აფხაზეთი და სამაჩაბლო, იმიტომ, რომ საქართველოა , მაგრამ საქართველოს არ ჰქვია.

აღმაშენებლის საქართველო ჭამა-სმა და ქეიფი კი არ არის, არამედ ისტორიული საქართველოა. რაც მეტი ნაწილი აკლდება ქქვეყანს, მით მეტია ტკივილი და კეთილი სურვილი, ოცნება. ამას ვინ დამიშლის არ მესმის. როცა ნაწილს გაჭრიან, მაშინ მეტად გახსენდება უფალი, მეტად იყურები მისკენ იმედიანი თავლებით, მეტად გჭირდება მისი მხარდაჭერა და იმედი გაქვს, რომ არც ამ ნაწილს, არც იქ დარჩენილ ხალხს თუ წინაპრების შექმნილ სიწმენდეს სამუდამოდ სხვა მხარის სახელწოდებით არ დატოვებს უფალი, ტყუილად არ ულოცია იქ გრიგოლ ხანძთელს და მის მრავალ მოსწავლეს, ტყუილად არ აშენებული იმდენი ტაძარი, არ დანთებულა იმდენი სანთელი, ტყუილად არ ამაღლებულან ისინი უფალთან, იმათი ლოცვის და ღვაწლის იმედით ვარ და არა საკუთარით, იმათი ცხოვრებიდან გამომდინარე მწამს, რომ მარტო არა ვართ და გასაოცარი შუამდგომლები გვყავს ზეცად, ხოდა გაამთლიანებს უფალი ამ ქვეყანას, მე კიდევ ჩემი საქართველო ყველგან მიყვარს, ყველა სახხავდასხვა ქვეყნის საზღვრებში მოქცეული და ის ნაწილიც რასაც დღესაც საქართველოს ჰქვია.

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Aug 8 2007, 12:26 PM

"..... მე ვინატროდი კოლხეთის სახელმწიფოს ჰქონდეს მისი ძველი ძლიერება, რომ მას არ დასჭირდებოდეს უცხო და გარეშე დახმარება და რომ ყოველგვარ საქმიანობაში, როგორც ომიანობის, ისე მშვიდობიანობის დროს, მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობოდეს...."
(აიეტის სიტყვა)
smile.gif

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: Aug 10 2007, 09:08 AM

ketino

ციტატა
"..... მე ვინატროდი კოლხეთის სახელმწიფოს ჰქონდეს მისი ძველი ძლიერება, რომ მას არ დასჭირდებოდეს უცხო და გარეშე დახმარება და რომ ყოველგვარ საქმიანობაში, როგორც ომიანობის, ისე მშვიდობიანობის დროს, მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობოდეს...."
(აიეტის სიტყვა)

ვაუ მაგარია ძაან. :ტაში:
მართლა კაი სიტყვებია.smile.gif

პოსტის ავტორი: natiko თარიღი: Aug 10 2007, 09:23 AM

ეჰ ახლა ჩემი დიდი ნატვრაა, რომ როგორც მეფე დავით აღმაშენებელი იყო , ან სულაც ილია მართალი(ჭავჭავაძე) ესეთი ადამიანები მომრავლებოდეს ჩვენს საქართველოს გინდა პოლიტიკაშიwink.gif, გინდა საზოგადოებაში და ხალხთან ერთად აეყვავათ და ებრწყინათ ჩვენი საქართველო და კიდე თუ რამე ტერიტორია დაუკარგავს საქართველოს, ყველა დაბრუნებულიყოს თავის ადგილზე და საქართველო ისევ გამთლიანებულიყოს . umnik3.gif a075.gif

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Sep 29 2007, 09:41 PM

მიინდა ჩვენი საქართველო გაძლიერდეს და გამთლიანდეს, დავიბრუნოტ აფხაზეტი.,მინდა ყველა ხვტის მოსშიში და მოსიყვარულე იყოს უფალი გფარავდეტ, ერტი იმის მჯერა წელს პეტრე პავლობის მარხვა დიდხანს გაგრძელდა ეს კი კაის ნიშანია, როცა ასე ხდებოდა ხოლმე საქარტველო აგმავლობის გზაზე იყო ხოლმე გმერმა დაგვიფაროს და გაგვადზლიეროს,

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Sep 30 2007, 05:15 PM

წმინდა ქვეყანას ვისურვებდი, ღვთაებრივი სიყვარულით სავსეს, ქვეყანას სადაც 15 წლის ბავშვები ნარკომანები არ არიან, ქვეყანას სადაც დედაკაცებს უკომპლექსობა და უსირცხვილობა ერთმანეთში არ ერევათ და ადამიანურად იმოსებიან, ქვეყანას სადაც ფილოსოფიურად აზროვნება უყვართ და ფულს არ ემონებიან, ქვეყანას სადაც ყველაფერი ტყუილით შემოსილი არ არის, ქვეყანას სადაც მასები ტელევიზორებით არ იმართებიან...

გმირთა ქვეყანას ვინატრებდი, რომლისაგანაც მთელი მსოფლიო სიყვარულს ისწავლიდა...

როდემდე უნდა გვეძინოს ჭაობში?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 2 2007, 05:22 PM

"ო ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილი
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?"
- - ილია

smile.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Oct 3 2007, 12:18 AM

როგორი და გამთლიანებული და ძლიერი სქართველო მინდა ვნახო... გაბრწყინებული!!!!

გ ა მ თ ლ ი ა ნ ე ბ უ ლ ი!!!!!!!

პოსტის ავტორი: სერგი თარიღი: Oct 3 2007, 12:25 AM

ო ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილი
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?

ძალიან მიყვარს ეს სიტყვები



გაბრწყინებული ივერიის ნახვა მინდა , თუ მომცემს ამის საშვალებას უფალი მე უღირსს.... sad.gif

პოსტის ავტორი: Misha_kartveli თარიღი: Oct 3 2007, 10:58 AM

მე საქართველოში ვისურვებდი, რომ საქართველოს მიეღწიოს ნამდვილი თავისუფლებისათვის. აღმდგარიყოს ღვთივკურთხეული მირონცხებული მონარქია. ქართველი ერი გაერთიანებულიყოს ღვთის, სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარულით. მე მწამს, რომ საქართველო მალე გაბრწყინდება, რამეთუ ჩვენი სამშობლო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ჩვენთან არს ღმერთი.

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Oct 3 2007, 11:18 AM

არს და იყოს

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Oct 3 2007, 09:14 PM

ერთიანი
ქართული
დემოკრატიული
მართლმადიდებლური
და ეკონომიკურად ძლიერი
საქართველო გვინდა ჩვენ ბატონო, აბა! yes4.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Oct 4 2007, 11:12 PM

მთლიანი, ძლიერი, სვიანი და ყრმიანი smile.gif

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Oct 5 2007, 09:48 PM

fiqri.gif -ძნელია ზედმიწევნით ჩამოაყალიბო,თუმცა შევეცდები.მაშ ასე:მე ვისურვებდი რომ პირველ რიგში აღმდგარიყოს მონარქია,ანუ კონსტიტუციური მონარქიის მოდელს ვგულისხმობ,და შემდგომ დაგვებრუნებინოს აფახაზეთი და სამაჩაბლო,და გაერთიანებული ქვეყანა გაძლიერებულიყოს სულიერად,ფიზიკურად,ეკონომიურ
ად და გაბრწყინებულ საქართველოს მოვსწრებოდეთ!
"უფალო,დიდება შენდა,გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო!"

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Oct 6 2007, 01:32 AM

სულაც არ მინდა ისტორიის განმეორება და დავითის ან თამარის საქართველო დაე იყოს საქართველო ახალი, თანამედროვე,მოსიყვარულე და ღვთისმოშიში!

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Oct 7 2007, 10:02 PM

ციტატა(მართა @ Oct 6 2007, 12:32 AM) *

სულაც არ მინდა ისტორიის განმეორება და დავითის ან თამარის საქართველო დაე იყოს საქართველო ახალი, თანამედროვე,მოსიყვარულე და ღვთისმოშიში!

smile.gif აქ არაფერ შუაშია დავითის ან თამარის საქართველო.ალბათ მოისმინეთ დღეს დროებაში პატრიარქის ქადაგება.

პოსტის ავტორი: tako@tako თარიღი: Oct 18 2007, 03:55 PM

ისეთ საქართველოზე ვოცნებობ სადაც სხვა ქვეყანას არ შეენატრებიან.

პოსტის ავტორი: Nodar თარიღი: Oct 28 2007, 11:13 PM

ისეთ საქართველოზე სადაც ყველა ქართველი ამაყი იქნება ქართველობით და საქართველოთი

პოსტის ავტორი: mii თარიღი: Dec 28 2007, 11:17 AM

თუ ოცნებაა ოცნება იყოს)))) მე მინდა ვიხილო საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდამდე. ვიცი რომ მე ვერ მოვესწრწბი ამ ოცნების ახდენას მაგრამ დარწმუნებული ვარ აფხაზეთს და სამაჩაბლოს დავიბრუნებთ მალე.

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Dec 28 2007, 12:52 PM

მოღალატები არ გვეყოლებიან , მაშინ ჩვენი ხელით ავაშენებთ ყველასთვის სანატრელ სახემწიფოს ხვთის შეწევნით.

პოსტის ავტორი: Julia თარიღი: Dec 28 2007, 01:08 PM

მინდა გითხრათ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდები ქუჩაში მოსიარულე ადამიანებს და
მათ თვალებში დიდ აგრესიას ვხედავ. არა მარტო ცხოვრება, არა მარტო მთავრობა, არამედ
ადამიანის ბუნებაც შეიცვალა. ადამიანებს შორიდ გაჩნდა დაუნდობლობა, შური და დიდი ბოროტება. sad.gif

პირადად მე ვოცნებობ მშვიდ საქართველოზე, საქართველოზე სადაც სუნთქვა შეიძლება და იქ სადაც
ხალხი ერთმანეთს დიდი სიყვარულით უყურებს, იქ სადაც ყოველი იმედიანი დილა თენდება და
ყოველი ნაყოფიერი ღამე ღამდება საქართველოს და აქ მცხოვრებლების წინსვლისათვის, იქ სადაც
ქუჩაში არ არიან გაჭირვებისაგან მოხეტიალე ადამიანები.
ვოცნებობ ისეთ საქართველოზე, რომლის ულამაზეს ქუჩებში მხოლოდ მომღიმარი ადამიანები ივლიან. ბავშვებს ექნებათ ბავშვობა. თვითოეულ ადამიანს შეუნარჩუნდეს პროფესია და ყველა თავის საქმეს აკეთებდეს, ყველას უყვარდეს უფალი, იყოს გულისხმიერი და არ დაკარგოს თავისი მეობა!!

პოსტის ავტორი: mii თარიღი: Dec 28 2007, 07:32 PM

ადამიანებს შორიდ გაჩნდა დაუნდობლობა, შური და დიდი ბოროტება.
მართალი ხარ ხალხში იმატა აგრესიამ მაგრამ ამავედროს ბევრი ძალიან კეთილი ხალხიც არის რომელიც ძალიან დიდ საქმეებს აკეთებს

პოსტის ავტორი: tikniki თარიღი: Jan 5 2008, 06:20 AM

მე ვვოცნებობ საქართველოზე რომელიც ქართველების იქნება და ემახსოვრებათ ენა, მამული, სარწმუნოება, ვაჟას სტუმართმოყვარეობა და ასე გამოხატონ სხვა ერებისა და მათი კულტურის პატივისცემა . მყარად იდგეს თავის ფესვებზე

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 5 2008, 10:19 AM

ციტატა(tikniki @ Jan 5 2008, 03:20 AM) *

მე ვვოცნებობ საქართველოზე რომელიც ქართველების იქნება და ემახსოვრებათ ენა, მამული, სარწმუნოება, ვაჟას სტუმართმოყვარეობა და ასე გამოხატონ სხვა ერებისა და მათი კულტურის პატივისცემა . მყარად იდგეს თავის ფესვებზე


და რომელიმე პუნქტი აქ შენს ჩამოთვლილთაგან დღეს დარღვეულია?

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Mar 8 2008, 04:47 PM

როგორ საქართველოს ვინატრებდი? ალბათ ერთიანს და რწმენაში გამტკიცებულს... შეიძლება ეგოისტი ვარ მაგრამ სასტიკად არ მომწონს ჩვენს სამშობლოში უცხოელებს რომ ვხედავ(მიუხედავად იმისა,რომ არაქართველი მეგობრებიც მომეპოვება),ვინატრებდი რომ საქართველოდან არცერთი ქართველი მიდიოდეს და არცერთი უცხოელი შემოდიოდეს. საქართველოს საზღვრებს დიდი გალავანი იცავდეს და ასე ვიყოთ ქართველები სხვების ჩარევის გარეშე. არ ვიცი ჩემი სურვილი რამდენად გამართლებული და სწორია,მაგრამ ჩემი ნატვრაც ეს არის და რა ვქნა. smile.gif

პოსტის ავტორი: tornike20 თარიღი: Mar 8 2008, 10:20 PM

ისეთ საქართველოზე სადაც 15 წლის ბავშვები იარაღით არ ირბენენ და მუსაწევი და დანის ტრიალი კაი ტიპობათ არ ჩაითვლება...


და ისეთ საქართველოზე სადაც ჩემთვის საყვარელი ყველა ადამიანი ერთად ვიქნებით

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 8 2008, 11:05 PM

ციტატა(makiki @ Mar 8 2008, 01:47 PM) *

როგორ საქართველოს ვინატრებდი? ალბათ ერთიანს და რწმენაში გამტკიცებულს... შეიძლება ეგოისტი ვარ მაგრამ სასტიკად არ მომწონს ჩვენს სამშობლოში უცხოელებს რომ ვხედავ(მიუხედავად იმისა,რომ არაქართველი მეგობრებიც მომეპოვება),ვინატრებდი რომ საქართველოდან არცერთი ქართველი მიდიოდეს და არცერთი უცხოელი შემოდიოდეს. საქართველოს საზღვრებს დიდი გალავანი იცავდეს და ასე ვიყოთ ქართველები სხვების ჩარევის გარეშე. არ ვიცი ჩემი სურვილი რამდენად გამართლებული და სწორია,მაგრამ ჩემი ნატვრაც ეს არის და რა ვქნა. smile.gif


ესეიგი, მასე რომ იფიქრონ უცხოელებმა ჩვენზე კაი ამბავი იქნება ხო? smile.gif გალავნის შემოვლება კიდევ ლაჩრების საქმეა და ქართველი არასოდეს ყოფილა ლაცარი, უგალავნოთაც დაუცვია მისი მიწა.

პ.ს. ძალიან გთხოვთ, როცა პოსტავთ, გაითვალისწინეთ, რომ ხართ განყოფილებაში "უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეები".

და მე ვარ კიდევ ნაცისტი, ისიც სხვის მიწაზე biggrin.gif

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Mar 9 2008, 01:10 AM

ისეთ საქართველოზე ვვოცნებობ სადაც იქნება ურთიერთგაგება და უდიდესი სიყვარული, სიყვარული უფლის და ერთმანეთის, ნებისმიერი ნაცნობი თუ უცნობი მზად იყოს სხვის დასახმარებლად და ხელის გასაწვდენად. სადაც სხვისი ტკივილის შემსუბუქებისთვის ვილოცებთ, სხვისთვის დავანთებთ სანთლებს და ვიზრუნებთ ერთმანეთის კეთილდღეობისთვის.
ისეთ საქართველოზე ვვოცნებობ სადაც არ იარსებებს სიტყვები: აგრესია, ომი, მტრობა და ბოროტება, სადაც ყველას ბედნიერების სხივი ექნება თვალებში, სადაც ადამიანთა ბაგეებიდან მხოლოდ სითბო და სიყვარული იღვრება, სადაც არ იქნება გარჩევა მდიდარსა და ღარიბს შორის, სადაც ერთის ტკივილი ყველას ტკივილი იქნება და ერთის სიხარულს დანარჩენებიც გაიზიარებენ.
ისეთ საქართველოზე ვვოცნებობ სადაც არასოდეს იქნება გლოვა წინაპართა სისხლით მორწყული მიწის დაკარგვის გამო, სადაც აფხაზი და ოსი მტერს კი არა ძმას აღნიშნავს, სადაც მუდამ სიყვარულის და სულის გაზაფხული იქნება, სადაც ნებისმიერი ადამიანი, ქართველი თუ უცხოელი თავისუფლად ისუნთქებს და საქართველოს საკუთარი თვალის ჩინივით გაუფრთხილდება.
სადაც ყველა ქართველი, სხვადასხვა ქვეყნებში გაფანტულნი, ბედნიერები დაუბრუნდებიან თავიანთ სამშობლოს, სადაც იქნება უდიდესი სიხარული იმის გამო, რომ უფალი ჩვენთანაა და ჩვენ უფალთან ვართ.
ღმერთმა გადმოხედოს ჩვენს სამშობლოს და ჩვენს მრავალ ჭირგამოვლილ ერს 2kiss.gif

პოსტის ავტორი: maiam tqva თარიღი: Apr 5 2008, 10:55 PM

ვოცნებობ ისეთ ქვეყანაზე, სადაც ადამიანებს ექნებათ სამსახურები. ეყვარებათ ერთურთი და არ იქნება "რუსთავი-2", რომ ყოველ დილას და საღამოს არ იქნება "კრიმინალური ქრონიკა" რომ არ იქნება სიტყვა "მასწავლებელი" ყველაზე დაკნინებული წოდება. სადაც რწმენა იქნება ყველაზე და ყველაფერზე მაღალი და სადაც ხეებზე არ იქნება აკრული ცელოფნები, არ იქნებიან უპატრონო ძაღლები და არავინ გაიქცევა საკუთარი ქვეყნიდან ლუკმის საშოვარზე. yvavilebi.gif zafxuli.gif mze.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jun 30 2008, 12:56 PM

როგორ საქართველოზე ვოცნებობ და აგერ ბატონო

1. ქართველებს დაგვეძლიოს ჩვენთვის მეტად საშიში დაავადება ამპარტავნება, ეს დაავადება განსაკუთრებით გვახასიათებს ქართველებს და ჩვენი ყველა უბედურების ძირი, შუა და ბოლო ეგააა
2. სინანული და პატიება გვესწავლოს, ესეც არ ვიცით წინა დაავადებიდან გამომდინარე
3. ღმერზე ვიყოთ მინდობილები და არა სხვებზე

ა ბატონო იდეალური ვარიანტი

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jun 30 2008, 02:20 PM

მშვენიერი სურვილებია, მაგრამ რეალობა?

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jun 30 2008, 02:49 PM

ხოდა რეალობა რომ პირიქითააა იმიტომ ვართ კაი დღეში და კიდე კაი ხანი მასე ვიქნებით


პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 30 2008, 03:47 PM

მხევალი ნინო

ციტატა
აღმაშენებლის საქართველო

მთლად სწორი ტერმინი არაა მგონი

აღმაშენებელი არ იყო საქართველოს (ამ სიტყვის დღევანდელი გაგებით) მეფე, ის იყო იმპერატორი

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jun 30 2008, 04:02 PM

ციტატა
აღმაშენებელი არ იყო საქართველოს (ამ სიტყვის დღევანდელი გაგებით) მეფე, ის იყო იმპერატორი


აი მივხვდი როგორ საქართველოზე ვოცნებობდი... იმპერია მინდა...

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jun 30 2008, 07:31 PM

ციტატა(neo @ Jun 30 2008, 04:02 PM) *

აი მივხვდი როგორ საქართველოზე ვოცნებობდი... იმპერია მინდა...

laugh.gif laugh.gif laugh.gif
ჩაგეთვალა biggrin.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jun 30 2008, 07:38 PM

orthodox-georgia

ციტატა
ჩაგეთვალა


შენ იცინე და, ეგ მართლა სერიოზულად ამბობს biggrin.gif

შენ ჯერ კიდევ არ იცნობ მაგას biggrin.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jun 30 2008, 07:43 PM

ციტატა
შენ იცინე და, ეგ მართლა სერიოზულად ამბობს

შენ ჯერ კიდევ არ იცნობ მაგას


შენც ჩაგეთვალა laugh.gif laugh.gif laugh.gif


პ.ს.

თან ყოველთვის ზუსტად ვიცი რა მინდა biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)