ანჩისხატის გუნდი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ანჩისხატის გუნდი |
G A B O |
Jun 27 2007, 11:12 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 |
ანჩისხატის ტაძრის გუნდი
ჩამოყალიბდა 1988 წელს კონსერვატორიაში. ანსამბლი თავდაპირველად მხოლოდ ხალხურ სიმღერებს მღეროდა და მიზნად ჰქონდა დასახული საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი საშემსრულებლო მანერის აღდგენა და შეძლებისდაგვარად ძველ ქართულ, არატემპერირებულ ბგერათწყობაში მოქცევა. მალე ანსამბლმა ანჩისხატის ტაძარში დაიწყო გალობა. სწორედ ამ გუნდის უდიდესი დამსახურებაა XX საუკუნის 90-იანი წლებიდან ქართულ მართლმადიდებლურ საეკლესიო ღვთისმსახურებაში ძველი ქართული გალობის აღდგენა და დამკვიდრება. გუნდის წევრებს შორის არიან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თანამშრომლები მალხაზ ერქვანიძე და დავით შუღლიაშვილი, რომლებიც სამეცნიერო და მუსიკალურ- სარედაქტორო მუშაობასაც ეწევიან, გამოცემული აქვთ სანოტო კრებულები. ანჩისხატის ტაძრის გუნდის რეპერტუარშია საგალობლები, მაგრამ ანსამბლ "ძველ კილოებთან" ერთად მღერიან ხალხურ სიმღერებსაც. გუნდს ჰქონდა საგასტროლო ტურნეები ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩაწერილი აქვს რამდენიმე კომპაქტდისკი, მათ შორის ძველ კილოებთან ერთად. გუნდის ხელმძღვანელია მალხაზ ერქვანიძე. მაშ ასე თქვენს წინაშეა ანჩისხატის უკვე შეიძლება ითქვას ისტორიული გუნდი. უნდა აღინიშნოს რომ ამ გუნდმა ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი სიტყვა თქვა ქართულ სიმღერასა და გალობაში. აქ ფორუმზე როგორც ვიცით არის ანჩისხატის წევრი ლევან ვეშაპიძე, შესანიშნავი კრიმანჭული. და ვთხოვო მას რომ იქნებ ხმების მიხედვით გააცნოს ფორუმელებს ანჩისხატის გუნდის წევრები. (მე რომ არ ამერიოს იმიტომ) და ლევან იქნებ სურათებიც დააგდოოო??????? |
მნათე |
Jun 27 2007, 11:23 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
შესანიშნავი თემაა, მიკვირდა კიდეც ამდენ ხანს რომ არავინ ხსნიდა
თქვენო მაღალ-ყოვლადუკრიმანჭულესობავ რას შემოგვთავაზებთ -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მაგდალინა |
Jun 27 2007, 11:32 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
ციტატა დავით შუღლიაშვილი ჩემი უფროსია საჯარო ბიბლიოთეკაში მუსიკალური განყოფილების უფროსი -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
komisia |
Jun 27 2007, 11:51 AM
პოსტი
#4
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
დასავლურ სიმღერებს ძალიან მაგრა მღერიან, მეტი რა ვთქვა...
უდიდესი წვლილი მიუძღვით ქართული გალობის გადარჩენაში. -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
ABRAMA |
Jun 27 2007, 11:59 AM
პოსტი
#5
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 69 რეგისტრ.: 12-June 07 წევრი № 2,163 |
პირველია გუნდია !! ძალიან მაგრები! არიან მე პირადად 12 წლის ვიყავი მაგათ გალობას რომ მოვუსმინე მის მერე დავიწყე, ძალიან დიდი დამსახურება აქვს ამ ანსამბლს გალობის აგდგენაში და აუცილებლად შევა ისტორიაში !
-------------------- Fადაააააალ
|
S a l l y |
Jun 27 2007, 12:23 PM
პოსტი
#6
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
ვეშაპო სად არის?სურათები და ჩააწერები უნდა ამ ყველაფერს,ბატონო
-------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
zviadauri |
Jun 27 2007, 02:45 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 |
ქართული გალობა ვისაც ესმის და ვინც იცის მისი მადლი, "ანჩისხატის" საგალობლებს გულით და სულით მოისმენს..ისე ცოტა განსხვავებული მსენელები სჭირდება...
|
Berikaci |
Jun 27 2007, 10:23 PM
პოსტი
#8
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 165 რეგისტრ.: 18-June 07 წევრი № 2,224 |
აგერ ბატონო! ვისაც გაინტერესებთ, ბატონი მალხაზი უკეთ(ყველაზე უკეთ) გაგაცნობთ ანჩისხატის გუნდს.
http://bin.ge/?d=A0D22C7F -------------------- ირემო იალაღზედა, ივრის პირებზე ჭალაო...
|
komisia |
Jun 27 2007, 10:35 PM
პოსტი
#9
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
-------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
siomani |
Jun 27 2007, 10:42 PM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 405 რეგისტრ.: 16-March 07 წევრი № 1,395 |
ანჩისხატი ყველაზე მაგარი გუნდია, ბადალი არ ჰყავთ!!!!!!!!!!!!
-------------------- "ვიმღეროთ ძმებო ვიმღეროთ, სანამ ერთმანეთს ვხედავთო..."
|
Berikaci |
Jun 27 2007, 11:19 PM
პოსტი
#11
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 165 რეგისტრ.: 18-June 07 წევრი № 2,224 |
მე ჯერ გაცნობიტ დავიწყე, თორეეეეეე, იმდენს დავდებ თუ ვეშაპო ნებას დამრთავს, რომ... მოდი ჯერ ვეშაპოს დაველოდოთ, ჯერ მან გახსნას.
-------------------- ირემო იალაღზედა, ივრის პირებზე ჭალაო...
|
დათიკო |
Jun 28 2007, 09:46 AM
პოსტი
#12
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
შეიძლება სიმართლე ვთქვა?
მე ადრე ანჩისხატი არ მომწონდა. უფრო მეტიც - ის ხანდახან ნერვებზეც კი მოქმედებდა ხოლმე. ვცდილობდი გამერკვია ამის მიზეზი, რადგან ჩემს გარშემო ყველა გიჟდებოდა და მე კი ვწუხდი რომ ვერაფრით გამერკვია თუ რა იყო მიზეზი ჩემი ანტიპატიისა. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ამის მიზეზი იყო "ნაძალადევად გახალხურებული" ხმები. ხვდებით ალბათ რაზეც ვამბობ. მომეტებულად მჭახე მეჩვენებოდა მათი გალობა და ხელს მიშლიდა ბოლომდე მესიამოვნა ქართული გალობის დიდებულებით. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ანჩისხატის რეგენტს, ბატონ მალხაზს ბუნებრივად ეგეთი ხმა ქონდა შემდეგ კაი ხანი ვცდილობდი შეგუებას. დიდი ხანი ვერ ვუსმენდი ვერც რუსთავს, მისი ზედმეტად აკადემიურობის გამო (ამის გამო ტექსტსაც ვერ ვარჩევდი საგალობლებში) და ანჩისხატის მომეტებულად ხისტი ბგერის გამო. ბოლოს ჩვენმა ვეშაპომ გამომიგზავნა ანჩისხატის მიერ შესრულებული შემოქმედის კილოს საგალობლები და აღმოვაჩინე რომ ძალიან მომეწონა. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მივხვდი რომ ძალიან მომწონდა. არ ვიცი ამის მიზეზი ის არის, რომ თუ არ ვცდები მალხაზი არ გალობს თავად, შეიძლება ვცდები (მის ხმას ვერ ვიჭერ ჩანაწერში). ანდა შემოქმედის კილოს სწორედ ანჩისხატის ჟღერადობა უხდება ყველაზე მეტად. მოკლედ ახლა მეც დიდი თაყვანისმცემელი ვარ ამ გუნდისა. მთელი გულით ვუსურვებ მრავალ კარგ კონცერტს, ჩანაწერს და გასტროლს |
ლეონტი |
Jun 28 2007, 10:00 AM
პოსტი
#13
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
მე მგონია რომ ხე რომ ამოთხარო თავის ადგილიდან და სხვაგან დარგო არ მოუხდება.
გალობის ადგილი ლოცვის სახლი ანუ ეკლესია. გალობის ადგილი არაა სტუდია, სცენა, კონცერტი, შოუ, და ა.შ. საგალობლის ტექსტი რომ საკრალურია და საიდუმლო ეს ყველამ იცის, ასევეა მელოდიაც. როცა ხალხური სიმღერის მანერა და სული შედის გალობაში, არაა სწორი. ასევე არასწორია აკადემიური განაზება საგალობლისა რაც რუსთავმა გააკეთა საკონცერტოდ და ჩაწერისთვის. ანჩისხატი უფრო სწორ გზაზე დგას , მაგრამ ჯერ ძიებაშია. ისე ჩვენში დარჩეს და გურული სიმღერა გურულმა უნდა იმღეროს და თანაც იქ , რისთვისაც შეიქმნა ეს სიმღერა. სცენისთვის რომ არ შექმნილა ფაქტია. ასევე კახური კახელმა მომღერალმა და არა ამერიკელმა. არა მე კი არ ვკრძალავ , უბრალოდ ვამბობ ხეს რო გადარგავ , მოწყენს მეთქი. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
დათიკო |
Jun 28 2007, 10:14 AM
პოსტი
#14
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ლეონტი
ციტატა არა მე კი არ ვკრძალავ , უბრალოდ ვამბობ ხეს რო გადარგავ , მოწყენს მეთქი. მებაღეს გააჩნია არ გეთანხმები თითქმის არაფერში. ციტატა გალობის ადგილი ლოცვის სახლი ანუ ეკლესია. პირველ რიგში ამაში. გალობა იგივე ლოცვაა. ლოცვა კი ყველგან შეიძლება. ეკლესიაშიც, სახლშიც და საკონცერტო დარბაზშიც. მითუმეტეს თუკი ის დადებითად იმოქმედებს მსმენელის სულიერ ზრდაზე. ციტატა საგალობლის ტექსტი რომ საკრალურია და საიდუმლო ეს ყველამ იცის საგალობლის ტექტსი ლოცვის ტექსტია იგივე. ის საიდუმლო არ არის. საიდუმლო ლოცვები მღვდლებსა და მღვდდელმთავრებს აქვთ. ციტატა როცა ხალხური სიმღერის მანერა და სული შედის გალობაში, არაა სწორი. აქ პრინციპში ცოტა გეთანხმები. საგალობელი უნდა იგალობო და არა იმღერო, მითუმეტეს როგორც ხალხური სიმღერა, მაგრამ ვფიქრობ ანჩისხატს ეს არ ეხება. მათ შესანიშნავად იციან რომ გალობა განსხვავდება ხალხური სიმღერიასგან და შესაბამისის მანერიტაც ასრულებენ. ხალხურში რო მოუქცევ, ისე საგალობელში ვერ იზამ. ციტატა ასევე არასწორია აკადემიური განაზება საგალობლისა რაც რუსთავმა გააკეთა საკონცერტოდ და ჩაწერისთვის. ნუ, ამაში გეთანხმები. ზედმეტად აკადემიურია ჩემთვის რუსთავის მიერ ნაგალობები საგალობლები. ციტატა ანჩისხატი უფრო სწორ გზაზე დგას , მაგრამ ჯერ ძიებაშია. ანჩისხატი თუ ძიებაშია და... ციტატა ისე ჩვენში დარჩეს და გურული სიმღერა გურულმა უნდა იმღეროს და თანაც იქ , რისთვისაც შეიქმნა ეს სიმღერა. სცენისთვის რომ არ შექმნილა ფაქტია. ასევე კახური კახელმა მომღერალმა და არა ამერიკელმა. ეს კი სრულიად სხვა თემაა და აქ განხილვა არ მიმაჩნია მართებულად. ოფტოპიკი გამოვა. ისე ერთი ასეთი თემა კი საჭიროა, რომ ამ მართლაც საჭირბოროტო საკითხზე მოვახერხოთ საუბარი. სათქმელი ბლომად გვექნება ყველას. |
G A B O |
Jun 28 2007, 11:03 AM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 |
მე მგონია რომ ხე რომ ამოთხარო თავის ადგილიდან და სხვაგან დარგო არ მოუხდება. გალობის ადგილი ლოცვის სახლი ანუ ეკლესია. გალობის ადგილი არაა სტუდია, სცენა, კონცერტი, შოუ, და ა.შ. საგალობლის ტექსტი რომ საკრალურია და საიდუმლო ეს ყველამ იცის, ასევეა მელოდიაც. როცა ხალხური სიმღერის მანერა და სული შედის გალობაში, არაა სწორი. ასევე არასწორია აკადემიური განაზება საგალობლისა რაც რუსთავმა გააკეთა საკონცერტოდ და ჩაწერისთვის. ანჩისხატი უფრო სწორ გზაზე დგას , მაგრამ ჯერ ძიებაშია. ისე ჩვენში დარჩეს და გურული სიმღერა გურულმა უნდა იმღეროს და თანაც იქ , რისთვისაც შეიქმნა ეს სიმღერა. სცენისთვის რომ არ შექმნილა ფაქტია. ასევე კახური კახელმა მომღერალმა და არა ამერიკელმა. არა მე კი არ ვკრძალავ , უბრალოდ ვამბობ ხეს რო გადარგავ , მოწყენს მეთქი. სამწუხაროდ ვერც ერთ სიტყვაში ვერ დაგეთანხმები მე მგონია რომ ხე რომ ამოთხარო თავის ადგილიდან და სხვაგან დარგო არ მოუხდება. ხე რომ ამოთხარო ამის მიზეზიც იქნება და შეიძლება საფიძვლიანი, მაგალითად ცუდ ადგილას იყო დარგული და სხვა ადგილას გადარგეს გალობის ადგილი ლოცვის სახლი ანუ ეკლესია. . არასწორი ინფორმაიცია გაქვს. რა სუფრაზე რომ იგალობო არ შეიძლება? სადღეგრძელოს თუ ამბობ და სხვას ლოცავ?, საუზმის სადილის და ვახშმის წინ რომ ლოცვას ამბობ ის შეიძლება და რომ იგალობო რატომ არ შეიძლება?? გალობის ადგილი არაა სტუდია, სცენა, კონცერტი, შოუ, და ა.შ. რატომაც არა თუ ის სასარგებლოა ხალხისთვის და არის რაღაცის მომცემი ისევე როგორც თავად ლოცვა და გალობაც..... საგალობლის ტექსტი რომ საკრალურია და საიდუმლო ეს ყველამ იცის, ასევეა მელოდიაც. არაა მართალი, ეს შენ იცი მხოლოდ რომ ესეა. როცა ხალხური სიმღერის მანერა და სული შედის გალობაში, არაა სწორი. ?????????? |
qarcivadze |
Jun 28 2007, 11:06 AM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,460 რეგისტრ.: 30-January 07 წევრი № 971 |
მაგარი ანსამბლია. მათ კონცერტზე რომ მიდიხარ,ყოველთვის იცი, რომ რაღაც ახალს და გასხვავებულს შემოგთავაზებენ.
G A B O ციტატა სამწუხაროდ ვერც ერთ სიტყვაში ვერ დაგეთანხმები განსაკუთრებით ამაში ხომ: ციტატა გურული სიმღერა გურულმა უნდა იმღეროს არა, შენ და ერთი ორი იშვიათი გამონაკლისები ხართ, მაგრამ საერთოდ მასეა -------------------- იმედია,თქვენ მაინც გაგიმართლებთ
|
G A B O |
Jun 28 2007, 11:07 AM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 |
ასევე არასწორია აკადემიური განაზება საგალობლისა რაც რუსთავმა გააკეთა საკონცერტოდ და ჩაწერისთვის. რაც რუსთავმა გააკთა, ეს მაშინ საჭირო იყო თავად გალობის გადარჩენისათვის. მაშინ სამწუხაროდ ესეთი დრო იყო. მახსოვს მითხრს ანზორის უთქვია. ხშირად არტემი ტექსტებს ცვლიდა და გალობას ისე ასწავლიდა. ანუ მელოდია რომ გადაერჩინა და არავინ მიმხვდარიყო რომ გალობას ასწავლიდა. ასე რომ ეს თემა ხელის წამოსაკრავი არაა... |
ლეონტი |
Jun 28 2007, 11:12 AM
პოსტი
#18
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
სწორად ვერ გამიგეთ... რომელი ქერუბიმთა , მაგალითად , არის საიდუმლო საგალობელი, წირვის დროს სრულდება, სცენისთვის და სუფრისთვის არაა, და უბრალო უფალო შემიწყალე კვერექსისგან, რომელიც ლოცვის სახით ყველგან უნდა იღიღინო, განსხვავდება. ამ დროს კათაკმეველნი გადიან ტაძრიდან.
რაც შეეხება თანამედროვე მგალობელს ან მომღერალს, რომელიც სცენაზე , ნებისმიერ აუდიტორიაში, ნებისმიერი კუთხისდა დამნიშნულების სიმღერას ძაან ღრმა ფოლკლორისტული მოხერხებულობით შეასრულებს, და შესაძლოა ამაში ფულსაც უხდიან, არის უბრალოდ არტისტი, და შეიძლება საკმაოდ ნიჭიერიც. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
G A B O |
Jun 28 2007, 11:20 AM
პოსტი
#19
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 |
. ისე ჩვენში დარჩეს და გურული სიმღერა გურულმა უნდა იმღეროს და თანაც იქ , რისთვისაც შეიქმნა ეს სიმღერა. ასევე კახური კახელმა მომღერალმა და არა ამერიკელმა. როგორ გეკადრება... მთავარია გულით და სულით აკეთო ეს საქმე, თორემ იცი რამდენი გურული ახალგაზრდაა თვითონ გურიაში რომ ეზიზღება გურული სიმღერა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. და ერთი წუთიც არ გაგიჩერდება სიმღერა რომ დაიწყო. ასე რომ შეიძლება ამერიკელმა უფორ მეტი გააკეთოს ჩვენი ფოლკლორისთვის სიტყვაზე ვიდრე თავად ქართველმა. მთავარია გაიგო ჩაწვდე სიმღერას, მის შინაარს და იმღერებ, თუნდაც გურულზე უკეთაც. და კახელზე უკეთაც. დღეს აღარააა ის დრო და აღარც დაბრუნდება რომ ყველა თავისი კუთხის სიმღერის მონოპოლისტი იყო. მაშინ სხვა დრო იყო დღეს სხვა დროა. რაც შეეხება თანამედროვე მგალობელს ან მომღერალს, რომელიც სცენაზე , ნებისმიერ აუდიტორიაში, ნებისმიერი კუთხისდა დამნიშნულების სიმღერას ძაან ღრმა ფოლკლორისტული მოხერხებულობით შეასრულებს, და შესაძლოა ამაში ფულსაც უხდიან, არის უბრალოდ არტისტი, და შეიძლება საკმაოდ ნიჭიერიც. რა ჩასვლეიშვილის გუნდი რომ გამოდიოდა სცენაზე ან თუნდაც სიმონისვილის გუნდი რა არ იყვნენ ფოლკლორული გუნდები? ისინი მართლაც ძალიან ღრმა ფოლკლორისტული მოხერხებულობით ასრულებდნენ ყველა სიმღერას |
qarcivadze |
Jun 28 2007, 11:21 AM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,460 რეგისტრ.: 30-January 07 წევრი № 971 |
ლეონტი
"ფოლკლორი სცენისთვის არ არის" დრო წავიდა. ახლა სცენაზეც რომ აღარ იმღეროს ხალხმა,საერთოდ გაქრება. -------------------- იმედია,თქვენ მაინც გაგიმართლებთ
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი