ქართული ნაციონალური ცეკვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ნაციონალური ცეკვა |
ბექა |
Jan 29 2007, 01:31 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
ვისაუბროთ დღევანდელ ქართულ ნაციონალურ ცეკვაზე და სახელმწიფო ანსაბლებზე და თუ ვინსმე გვაქვს გამოცდილება ცეკვის.
|
mogzaura |
Jan 29 2007, 01:45 AM
პოსტი
#2
|
ნანა ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 |
ცეკვით მეც ვცეკვავდი ადრე ოღონდ ცოტახანი!ქართულ ცეკვას რა შეედრება მე პირადად ძალიან მიყვარს და ვაფასებ იმას რომ დღეს კიდევ არის შემორჩენილი ეს ხელოვნება და მართლაც მაქედან მე პირადად ერისიონი მომწომნს,მერე რუსთავი,სუხიშვილებზე რა გითხრათ მთლიანობაში კაია მაგრამ როგორც ცეკვა და ძველი ტრადიციების გამგრძელებელი რაღაც ვერ არის
ქართული ცეკვები ძალიან ლამაზი და მოხდენილი ცეკვებია! სურვილი მეც მაქვს ცეკვაზე სიარულის რომ გავიხსენო -------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
ვეშაპო |
Jan 29 2007, 01:47 AM
პოსტი
#3
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
ცეკვით მეც ვცეკვავდი ადრე ოღონდ ცოტახანი!ქართულ ცეკვას რა შეედრება მე პირადად ძალიან მიყვარს და ვაფასებ იმას რომ დღეს კიდევ არის შემორჩენილი ეს ხელოვნება და მართლაც მაქედან მე პირადად ერისიონი მომწომნს,მერე რუსთავი,სუხიშვილებზე რა გითხრათ მთლიანობაში კაია მაგრამ როგორც ცეკვა და ძველი ტრადიციების გამგრძელებელი რაღაც ვერ არის ქარტული ცეკვები ძალიან ლამაზი და მოხდენილი ცეკვებია! ოოოოო! შენ რომ იცოდე, შენ მიერ მოწონებულ ანსამბლებზე რეები უნდა დავწეროოოოოოოო . . . ოოოოოოოოოოოოოოოოო! ბევრს გადავიმტერებ, მაგრამ ჭეშმარიტება უპირველეს ყოვლისა. ცოტა ხანს მაცალეთ. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
mogzaura |
Jan 29 2007, 01:51 AM
პოსტი
#4
|
ნანა ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 |
არა რას ამობობ გადამტერება შორსეს ჩეი აზრი იყო თუმცაღა შენიც მაინტერესებს ზოგადად
-------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
ბექა |
Jan 29 2007, 02:01 AM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
...
|
ბექა |
Jan 30 2007, 04:58 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
იპოსტება შეხვეწილის მაგივრად
ცეკვა სხეულის ენაა. ცეკვაში განცხადებულია ის, რასაც ესა თუ ის ერი ატარებს როგორც ღირებულებათა ერთობლიობას. ხელის თითოეული მოძრაობა, ფეხის თითოეული გასმა წარმოქმნის უხილავ ენერგიებს, რომელიც აღმოსავლურ ტაი-ჩიში იწოდება შინაგან და გარეგან ენერგიებად. მასვე იყენებდნენ ევროპის ჯადოქრები წარმართულ ეპოქაში. ეს კარგად იცოდნენ წმინდა მამებმა და ამიტომაა, რომ მონაზონს ეკრძალება ცეკვა. უფრო მეტიც მონაზონი არ უნდა აჰყვეს ცეკვის რიტმსაც კი თუნდაც გულში, რამეთუ ესაა საკუთარ სხეულზე უფლობის შესუსტება. ადამიანი, რომელიც რიტმს იოლად აჰყვება, ნაკლები ნებისყოფის მქონეა ვიდრე ის, ვინც მას არ აჰყვება მანამ, სანამ არ მოინდომებს. შესაბამისად თანამედროვე დისკოთეკები არის სხეულისა და ვნებების გამარჯვების არეალი სულსა და სულიერ მისწრაფებაზე. ქართული ცეკვა კი გამორჩეულია მსოფლიოს ხალხთა ცეკვებს შორის. მასზე ბევრი შეიძლება დაიწეროს და ითქვას, მაგრამ უკვე ლამაზად ითქვა გრიგოლ რობაქიძემ სხვა ასე ვერ იცეკვებს! რასსა არ ეყოფა! ამ სიტყვებში უდიდესი ჭეშმარიტებაა, რამეთუ ყოველი ადამიანი საკუთარი ვიბრაციის მატარებელია კოსმოსში, ყოველი არსება (თუნდაც ქვა, მოძრაობს) და სწორედ ამ მოძრაობაზე წერდა ილია - მოძრაობა, და მარტო მოძრაობაა, ჩემო თერგო ქვეყნის ღონისა და ძალის მიმცემი. სიმბოლურია, რომ სიტყვა ღონე (ღვინოსთან საკრალურ კავშირში) არის სინონიმი სიტყვისა - ძალა, იგივე ,,ძარა'' ანუ მოძრაობა. ყოველი მოძრაობა (ე.წ. ვიბრაცია) ახასიათებს ერსაც, როგორც ფსიკო-მენტალურ ერთობას. და შესაბამისად, ის ცეკვა, რაც ქართველ ერს აქვს, სწორედ ქართველის მიერ თუ შესრულდება ქართულად და ნებისმიერი არაქართული გენეტიკის მქონე, ამ მოძრაობას ვერ შეასრულებს. მაგალითად ზანგი, იაპონელი... შესრულება იქნება მექანიკური... ამიტომ ჩვენი ვალია, შევინახოთ ქართული ცეკვები ისეთი (უფრო სწორად მაქსიმალურად ისეთი) როგორიც წინაპრებმა შემოგვინახეს. სუხიშვილებს რაც შეეხება, კარგია რასაც აკეთებენ, მაგრამ რუსთავი გაცილებით ინახავს მემკვიდრეობას ვიდრე ისინი. ამასთან სუხიშვილებმა ცეკვაში ქალისა და კაცის როლები გაათანაბრეს, თუმცა ალბათ ეს ეპოქამ მოიტანა. და კიდევ, ის, რასაც სცენაზე ცეკვავენ, მაინც შორსაა ჭეშმარიტი ცეკვისაგან, რამეთუ ცეკვა წრიულია და არა ცალ მხარეზე (დარბაზზე) გათვლილი თავისი წარმოშობითა და ბუნებით... ამასთან არ მომწონს, რომ ილეთებს უკვე დიდი ხანია არ ,,სვამენ'' და ისინი მხოლოდ მოცეკვავის პროფესიონალიზმისა და მაყურებლის არაპროფესიონალური თვალის გამო ჩანს ,,ჩასმულად'' თუმცა ესეც ,,დარბაზმა'' მოიტანა, რადგან ცეკვა იქცა სანახაობად და დაშორდა ცხოვრების წესს, როდესაც იგი სახალხო დღესასწაულებისა და სამეფო ნადიმების განუყოველი ნაწილი იყო და საკმაოდ დიდი შესვენებებით მიმდინარეობდა. დღეს რომ 2-საათიან საკონცერტო შუალედში მოცეკვავემ ყველა ილეთი ,,ჩასვას'' 30 წუთში უსულოდ დაეცემა ძირს. |
კანონისტი |
Jan 30 2007, 05:03 PM
პოსტი
#7
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ქართული ცეკვის ცქერისას, განსაკუთრებით კი მთიულურ-მოხეურის, ისეთი განცდა მეუფლება, რომ მგონია დედამიწაზე ქართველების მომრევი ადამიანი არ დაბადებულა....
-------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ბექა |
Jan 30 2007, 05:54 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
........
|
adamis_nekni |
Jan 30 2007, 06:06 PM
პოსტი
#9
|
adamis_nekni ჯგუფი: Members პოსტები: 1,396 რეგისტრ.: 4-January 07 წევრი № 789 |
კი მაგრამ იქნებ ქართულ წეკვსაც სჭირდება ის პატარა მოდერნირება რაც აუცილებელია? ვეშაპო მე მასე არ მითქვამს მოწონებულიო უბრალოდ ეს ანსაბლები არიან ყველაზე ცნობილები საქართველოში და სხვა არაფერი მაგაში ცდები ბექა,ქართულ ცეკვას არ სჭირდება გადაკეთება,ეხლა სუხისვილები რომ ცეკვავენ ის ქართული ცეკვა აღარაა.ქართველი ქალი ოდითგანვე იყო ნაზე ხოლო ესენი ნაზებს რაღაც არ გვანან ცეკვის დროს -------------------- უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფამა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგან და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
|
მხევალი ნინო |
Jan 30 2007, 06:07 PM
პოსტი
#10
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
შეხვეწილს დიდხნას აქვს ბანი დადებული? ხომ არ დაგვებრუნებინა? ასეთი აქტიური , როგორც ბანის დადების შემდეგ გახდა არასოდეს მინახია.
კარგი ემაა ქართული ცეკვა, უსაზღვროდ მიყვარს, ვიცი ბევრი შემეწინააღმდეგება, მაგრამ ვიტყვი რომ აღარ მომწონს სუხიშვილების ცეკვები, რივერ დანსის გამეორებაა, მე ვფიქრობ, რომ ამ გატანამედროვებული ცეკვებით ქართული ხასიათი დაიკარგა. თუმცა ზუსტად მოცეკვავეები მედავებიან ხოლმე, მაგრამ რა ვიცი მე ასე ვფიქორბ და -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ვეშაპო |
Jan 30 2007, 11:23 PM
პოსტი
#11
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
ძალიან გთხოვთ, "სუხიშვილებს" და "ერისიონს" ფოლკლოღთან მიმართებაში სწორი პოზიცია მოუძებნეთ.
პრინციპში "რუსთავსაც", თუმცა ეს უკანასკნელი ქართულ ილეთებს მაინც ეყრდნობა. შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ არცერთ თქვენგანს (ჯამბაკურს არ ვგულისხმობ) ქართული ცეკვა ნანახი არ გაქვთ, ამ სიტყვების ფოლკლორული გაგებით. სამწუხაროდ, ვიდეოკამერაზე მაქვს და ვერ გადამაქვს ჯერჯერობით კომპიუტერში, თორე გაჩვენებდით თქვენც, რა არის ქართული ცეკვა. თქვენ მიჩვეულები ხართ, რომ მთიულურის ცეკვის დროს "მოცეკვავეს" აუცილებლად გაშლეგებული და დუჟმორეული ადამიანის გრიმასა უნდა ჰქონდეს სახეზე აფარებული. თავის ყოველ მოქნევაზე, "ვითომ ოფლის" წვეთები უნდა სცვიოდეს გარშემო და ცისარტყელას ფერებს უნდა აყენებდეს. ხორუმის ცეკვის დროს აუცილებელია მკაცრი და უგრძნობი სახით ცეკვა. გურული ფარცას დროს აუცილებლად 32 კბილი უნდა გიჩანდეს, ისე უნდა იღიმებოდე. სვანური ცერულების დროს ისე ამაყად უნდა იყურებოდე, როგორც ქარაფზე გადმომდგარი ჯიხვი. ძირითადი აქცენტი გადატანილია "ვითომ ხალხური" ილეთის ილეთის რაც შეიძლება რთულად შესრულებაზე. ეს იწვევს იმას რომ საერთოდ აღარ იგრძნობა ის ხასიათი, რომელიც ამა თუ იმ კუთხისთვისაა დამახასიათებელი. ანუ დღავანდელმა ანსამბლებმა ქართულ ცეკვას სული ამოართვეს და შეიძლება თამამად ითქვს, მოკლეს. თუმცა, მადლობა ღმერთს, სვანებს ჯერ ასეთი პრობლემა არ ემუქრებათ. ასევე, აჭარაში ჯერ კიდევ ფეხზე დგას ენვერ ხალვაშის მოხუცებულთა გუნდი. ასევე, მაჭახელის ხეობის და შავშეთის ქართველობა თურქეთში. აქ დავდებ ლენტეხელი სვანების მიერ შესრულებულ ფერხულებს (უკანასკნელი მათგანი ც ერულებით მთავრდება) და თვითონ შეადარეთ დღევანდელ ანსამბლებს. ლენტეხელი სვანების ფერხულები - 1 ლენტეხელი სვანების ფერხულები - 2 გადაიწერეთ ორივე და შემდეგ მხოლოდ პირველი გახსენით. ადამის ნეკნო მაპატიე. შემთხვევით ეს წერილი შენს პოსტში ჩავწერე და ეხლა რომ ვნახე, შენი პოსტის წაშლა მომიწია. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
ქავთარაძე |
Jan 30 2007, 11:31 PM
პოსტი
#12
|
დაურეგისტრირებელი |
ვეშაპო
რათ არ გვაქ ნანახი? მე მთიულეთში მინდახავს მთიულური ცეკვა |
ბექა |
Jan 30 2007, 11:40 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
......
|
ალექსანდრე |
Jan 30 2007, 11:49 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
დიდად ვერ ვერკვევი მართალია და ვერც ვისაუბრებ ''ერისიონისა'' და ''სუხიშვილების'' პროფესიონალიზმზე, მაგრამ მე მომწონს მათი ცეკვა და მელოდიები
ერისიონი – სვანური ერისიონი – ოსური -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ქავთარაძე |
Jan 30 2007, 11:51 PM
პოსტი
#15
|
დაურეგისტრირებელი |
beqa.shuxoshvili
რა ბიჭო ჭკუასელი პირდაპირ ამბობს რომ შოუს დგამს და არ ააქვს პრეტენზია ფოლკლორზე კაი რა ბექა, სუხიშვილები ხო საერთოდ მართლა "აჯაზებენ" და საცოდავი ილიკო საფლავში ბრუნავს და უმცროსი ილიკო კიდე საერთოდ მალე დაშლის ანსამბლს. ვის გაუგია საერთოდ ქალი ცეკვავდეს მხედრულის სოლოს ან კიდევ ფარიკაობდეს და უაზროდ ტლინკაობდეს , კიდე ჩიჩოტკიდან ილეთები რო აიღო მაგაზე სულ გადავირიე |
ვეშაპო |
Jan 30 2007, 11:52 PM
პოსტი
#16
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
დიდად ვერ ვერკვევი მართალია და ვერც ვისაუბრებ ''ერისიონისა'' და ''სუხიშვილების'' პროფესიონალიზმზე, მაგრამ მე მომწონს მათი ცეკვა და მელოდიები ერისიონი – სვანური შენ მე რაც დავდე ისინი ნახე როგორია, როგორი უნდა იყოს სვანური ცეკვა. უბრალო და კოხტა. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
ქავთარაძე |
Jan 30 2007, 11:53 PM
პოსტი
#17
|
დაურეგისტრირებელი |
და საერთოდ არ უნდა იყოს ნახსენები ნაციონალური ცეკვის თემაში ან ერისიონი ან სუხიშვილები, დრამზე შესრულებული მთიულური რა ჯანდაბააა? ეგ არის მართლა გადაგვარება
|
missis_kartveli |
Jan 30 2007, 11:55 PM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 |
beqa.shuxoshvili
სურათები შეიძლება დავალაგო? |
ბექა |
Jan 31 2007, 12:09 AM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
........
|
ქავთარაძე |
Jan 31 2007, 12:10 AM
პოსტი
#20
|
დაურეგისტრირებელი |
beqa.shuxoshvili
3 ჯერ წავიკითხე არაფერს არ ჭირდება განახლება, განახლება უკვე გარდასახვას და შეცვლას ნიშნავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი