თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ ღვთისმეტყველების საგანი

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Nov 7 2006, 02:18 AM

ქრისტიანული ღვთისმეტყველება ანუ თეოლოგია, ბერძნულად θεολογία, არის სწავლება ღვთის არსისა და ყოფიერების შესახებ.
ღვთისმეტყველება არასოდეს ყოფილა ერთი კონკრეტული სწავლება.
ის სხვადასხვა საგნების ერთობლიობას წარმოადგენს.

ღვთისმეტყველების ძირითადი საგნებია:
დოგმატური ღვთისმეტყველება
ლიტურგიკული ღვთისმეტყველება
ზნეობითი ღვთისმეტყველება
შედარებითი ღვთისმეტყველება
ეგზეგეტიკა
აპოლოგეტიკა
ჰომილეტიკა
ეკლესიოლოგია
ქრისტიანული ანთროპოლოგია
ქრისტოლოგია
იკონოლოგია
ესქატოლოგია
და ა.შ.


უფრო იოლი და გასაგები რომ ოყოს საგნის არსის რაობა http://www.rustrana.ru/print.php?nid=2688 გადაიკითხეთ
ეს გახლავთ ალექსეი ოსიპოვის პასუხი კითხვაზე, თუ რა არის ღვთისმეტყველება.
(უკაცრავად რუსული ვინც არ იცის, სამწუხაროდ ქართულად ნათარგმნი ლიტერატურა არც თუ ისე ბევრია)
ასევე ღვთისმეტყველება წარმოუდგენელია იოანე დამასკელის http://orthodoxy.wanex.net/gvtismetkveleba.htm გარეშე (ქართულად)

ამ თემაში ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ თავად ქრისიტიანული ღვთისმეტყველების საგნის (საგნების) შესახებ.
ვიმსჯელოთ რიგ საკითხებზე, რომელიც დაკავშირებული საღვთისმეტყველო პრობლემებთან.
გავუზიაროთ ერთმანეთს საქვთისმეტყველო ლიტერატურის ბმულები, სასარგებლო ინფორმაცია და ა.შ.

შეგვეწიოს უფალი

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 8 2006, 12:51 PM

დათიკო
ძალიან საინტერესოა

განსაკუთრებით მაინტერესებს ესქატოლოგია და ლიტურგიკული თეოლოგია
გარკვეული წარმოდგენა ამ საგნებზე მაქვს


პოსტის ავტორი: ioane თარიღი: Nov 9 2006, 02:26 PM

gmertma adidos sakartvelo

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Nov 11 2006, 10:01 PM

კანონისტი

ციტატა
განსაკუთრებით მაინტერესებს ესქატოლოგია და ლიტურგიკული თეოლოგია

უმნიშვნელოვანესი საღვთიემეტყველო საგნებია.
ესქატოლოგია, ფაქტიურად, დამაგვირგვინებელია მთელი საღვთიემეტყველო თეორიებისა.
ლიტურგიკული ღვთიემეტყველება კი პრაქტიკული მხარეა, რაც პირდაპირი მნიშვნელობით ხორცს ასხამს მთელ ქრისტიანულ ღვთისმეტყველებას.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Nov 21 2006, 06:14 PM

კანონისტი

ციტატა
განსაკუთრებით მაინტერესებს ესქატოლოგია და ლიტურგიკული თეოლოგიაგარკვეული წარმოდგენა ამ საგნებზე მაქვს

რომელ ავტორებს ანიჭებ უპირატესობას?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 22 2006, 02:30 PM

დათიკო
სამწუხაროდ მართალი უნდა ვთქვა და ბევრ ავტორებს არ ვიცნობ.
ორივე შემთხვევაში ძირითადად პირველწყაროებს ვეცნობი ხოლმე. ესქატოლოგიაში წინასწარმეტყველებებს და მამათა მოსაზრებებს, ხოლო ლიტურგიკაში - უძველეს საღვთისმსახურო ტექსტებს (რასაც ვიშოვი)

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Nov 24 2006, 01:46 PM

კანონისტი

ციტატა
ორივე შემთხვევაში ძირითადად პირველწყაროებს ვეცნობი ხოლმე. ესქატოლოგიაში წინასწარმეტყველებებს და მამათა მოსაზრებებს, ხოლო ლიტურგიკაში - უძველეს საღვთისმსახურო ტექსტებს (რასაც ვიშოვი)

გეთანხმები. ეგ ყველაზე კარგიო ვარიანტია.
თუმცა ყველაზე რთული და შრომატევადი. მათი მოძიება ძალიან ძნელია.
არ ვიცი ალბათ გექნება ამ ბიბლიოთეკების ბმულები, მაგრამ მაინც დავდებ. აქ საკმაოდ კარგი ლიტერატურაა და თუ შენ გაქვს ვისაც არ აქვს ის მაინც ისარგებლებს smile.gif

www.wco.ru/biblio
www.krotov. info

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2016, 11:03 AM

"ღვთისმეტყველებდე ნიშნავს, საკუთარ თავზე მუშაობდე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2016, 02:49 PM

"ღვთისმეტყველება იმის საერთო გამოხატულებაა, რაც ყოველ ადამიანს ინდივიდუალურმა გამოცდილებამ შეიძლება მოუტანოს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2016, 08:09 PM

"ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება - არა მხოლოდ საუბარია ღმერთის შესახებ, არამედ ღმერთის მოსმენაცაა, რომელიც დუმილს თავისთავად გულისხმობს. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ასეთ კითხვას სვამს: "კი, მაგრამ როდის შეიძლება (ღვთისმეტყველებით იყოს ადამიანი დაკავებული)?" და თავად პასუხობს: "როდესაც გარეგანი ხმაურისა და შფოთისაგან არის თავისუფალი... რადგან, იმისათვის, რათა ღმერთის სიტყვა შევიმეცნოთ, მართლაც შეჩერება და გულისხმისყოფაა საჭირო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2016, 03:07 PM

"დოგმატის ფორმულირებით ეკლესია თავისი სწავლების სიწმინდეს იცავს. საღვთისმეტყველო დოგმატების სახით გამოხატული ფორმულები, არის ეკლესიის მიერ დადგენილი საზღვრები, რომლებიც საშუალებას ქმნიან, არ მოხდეს ღვთის თაყვანისცემის სწორი მიმართულებიდან ადამიანის აზროვნების გადახრა. ყოველი ასეთი ზღვარი ერეტიკულ ცდომილებას და ჭეშმარიტებას ერთმანეთისგან აშორიშორებს და ადამიანის გონებისათვის ნათელი ხდება, სწორად როგორ უნდა ესმოდეს ღმერთი ადამიანს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2016, 10:25 AM

"დროთა მანძილზე ზეციური სიბრძნისმოყვარეობის დოგმატების მოკაზმვა, გალამაზება, სრულყოფა დასაშვებია; მაგრამ მათი ჩანაცვლება, დამახინჯება, შერყვნა, გაუკუღმართება, გაყალბება დაუშვებელია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2016, 05:43 PM

"მხოლოდ მაშინ ხდება ადამიანი ღვთისმეტყველი, როდესაც მას ღვთაებრივ სიბრძნესთან დაკავშირებული საიდუმლო ცოდნის გაცემა შეუძლია და ეს მაშინ არის შესაძლებელი, თუ მის წინაშე პიროვნებაა, ვინც ამ ცოდნას მიიღებს და გაითავისებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2016, 11:01 PM

"ყოველი ქრისტიანი უნდა ღვთისმეტყველებდეს, რადგან "ღვთისმეტყველური გამოცანა" ყოველ ნათელღებულ ქრისტიანში არის დამკვიდრებული და წმინდა სამების დიალექტიკის ამ გამოცანაში ჩაღრმავებისკენ სწორედ ეს პოტენციური ღვთისმეტყველება მოგვიწოდებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 05:47 PM

"ღვთისმეტყველება ადამიანს ათავისუფლებს ბოროტის მარწუხებისაგან, რადგანაც იგი ბედნიერების მომნიჭებელია თვისობრივად და მისი შესწავლა ადამიანებს სულიერად აბედნიერებს".

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2019, 05:18 PM

"თეოლოგიის მოვალეობა - დამწყემსოს და სულიერი დეპრესიისგან გაათავისუფლოს სამწყსო".

/მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2020, 03:59 PM

"ღვთისმეტყველება - წმინდა ლოცვიდან მომდინარეობს და ამ ლოცვის სასურველი და კურთხეული ნაყოფია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2020, 04:37 PM

"ცოდნა პრაქტიკის გარეშე დემონური ღვთისმეტყველებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2020, 07:41 PM

"აღმოსავლური ეკლესიის მთელი ღვთისმეტყველება მისტიკურია და მთელი სულიერი ცხოვრება - ასკეტიკურია. შესაბამისად, ყველა წმინდა მამას ერთნაირი აზრი, ერთი ცხოვრება და ერთი სწავლება გააჩნია. ყველამ ღვთის მხილველის ნეტარი მდგომარეობა შეიძინა, ყველამ "ქრისტე შეიმოსა", ყოველ მათგანში სულიწმიდა მყოფობს და მოქმედებს"

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2021, 08:20 PM

"არ არის უხიფათო ტანსაცმლით ცურვა; არ არის უხიფათო ღვთისმეტყველება იმისთვის, ვინც რაიმე ვნებითაა შეპყრობილი"

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2021, 08:38 PM

"ვლადიმერ ლოსკის სიტყვებით რომ ვთქვათ, "ქრისტიანული ღვთისმეტყველება, საბოლოო ჯამში, მხოლოდ საშუალებაა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2021, 10:05 PM

"როგორც სახიფათოა ტანისამოსით ცურვა, ასევე სახიფათოა ღვთისმეტყველებასთან შეხება იმ ადამიანისათვის, ვისაც რაიმე ვნება აქვს"

/წმ. იოანე კიბისაღმწერელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2021, 05:12 PM

"ღმრთისმეტყველების ნიჭი ძალიან აშკარა იყო მასში [ბერ იოსებ ვატოპედელში]. მიუხედავად იმისა, რომ ერული თვალსაზრისით, ფაქტობრივად, სრულიად უწიგნური იყო, თავისუფლად სწვდებოდა ძალიან ღრმა საღმრთისმეტყველო აზრებს, რომლებიც ქრისტეს პიროვნებასა თუ ზოგადად სულიერ ცხოვრებას ეხება".

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2022, 05:54 PM

"წმიდა ეფრემ კატუნაკელი ამბობდა, რომ ღმრთისმეტყველება ლოცვიდან გამომდინარეობს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2022, 09:42 PM

"უფლის სიტყვებით, "კაცმან კეთილმან კეთილისაგან საუნჯისა გამოიღოს კეთილი", მაგრამ არავის შეუძლია, შევიდეს ღვთისმეტყველებაში და თქვას ღვთის შესაბამისი, როგორც - სულიწმიდას; და არავინ, ღვთის სულით მოლაპარაკე, არ ლაპარაკობს იმას, რაც ქრისტეს რწმენას ეწინააღმდეგება, არამედ მხოლოდ იმას ქადაგებს, რასაც უფალთან ავყავართ და მის სამეფოში შევყავართ, ძველ ღირსებას აღადგენს და უფალთან აერთიანებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2022, 07:12 PM

"თუ საღვთო სწავლების - წმინდა წერილის კითხვის ან საეკლესიო ლიტერატურის გაცნობის დროს მშფოთვარება გვეუფლება, ეშმაკი გვებრძვის. ღვთისმეტყველების შემეცნება ასეთ მდგომარეობამდე არ მიიყვანს ადამიანს"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2022, 05:42 PM

"წმინდა მაქსიმე ბრძანებს: "ცოდნა პრაქტიკის გარეშე - ეშმაკისეული ღვთისმეტყველებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2023, 08:10 PM

"სრულყოფილი სიყვარული ღვთისმეტყველების დასაწყისია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2024, 04:08 PM

"ამგვარად, ჩვენი თემაა ღვთისმეტყველება - ცხოვრების ნირი. ამიტომ აუცილებელია დავაკონკრეტოთ, სახელდობრ რას ვგულისხმობთ სიტყვით "ღვთისმეტყველება" და, შესაბამისად, ვის ვუწოდებთ ღვთისმეტყველს. პირველი, რაც ყველა ადამიანს მოსდის აზრად: ღვთისმეტყველება - ესაა სიტყვა ღმერთზე, ან, გნებავთ, ქადაგება, საუბარი, თხზულება, მეცნიერება, ანუ რაღაც, რასაც შეეხება ღმერთსა და მასთან დაკავშირებულ თემებზე მოსაბურე ადამიანი. ხოლო თავად ეს ადამიანი ღვთისმეტყველად იწოდება"

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2024, 09:40 PM

"მიმაჩნია, რომ შეუძლებელია, მონათლული ქრისტიანი ღვთისმეტყველი არ იყოს"

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2024, 03:38 PM

"გახსვოთ: "ღვთისმეტყველი თუა, გულწრფელად ილოცებს". ღვთისმეტყველი ხარ? კეთილი, თუ ასეა, ილოცე, და გულწრფელად ილოცე"

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)