თევზი - იესო ქრისტეს სიმბოლური სახე, რატომ გამოხატავს თევზი იესო ქრისტეს სიმბოლურ სახეს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თევზი - იესო ქრისტეს სიმბოლური სახე, რატომ გამოხატავს თევზი იესო ქრისტეს სიმბოლურ სახეს |
Georg |
Sep 18 2006, 11:32 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
თევზი - იესო ქრისტეს სიმბოლური სახე
(შეტყობინება უცხოეთში მცხოვრები პატარა ქართველთათვის) ბავშვებო, იცით, რომ თევზი იესო ქრისტეს სიმბოლური სახეა? ძველ დროში, როდესაც ქრისტიანებს დევნიდნენ, ისინი იძულებულები იყვნენ, ღვთისმსახურება ფარულად აღესრულებინათ. პირველი ქრისტიანები საიდუმლოდ იკრიბებოდნენ საგანგებოდ ღვთისმსახურებისთვის მოწყობილ გამოქვაბულებსა თუ სარდაფებში. ასეთ ადგილებს კატაკომბებს უწოდებდნენ. როდესაც ქრისტიანებს ხალხმრავალ ადგილებში სურდათ ერთმანეთისათვის მიენიშნებინათ, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ, ამისთვის თევზს დახატავდნენ ხოლმე. ბერძნულად თევზი არის „იხთის“. ამ სიტყვის თითოეული ასო-ბგერა ბერძნულად შემდეგნაირად განიმარტება: ი - „იისუს“ (იესო), ხ - „ხრისტოს“ (ქრისტე), თ - „თეოს“ (ღმერთი), ი - „იმონ“ (ჩვენი), ს - „სოტირ“ (მაცხოვარი). ანუ თუ ამ სიტყვებს შევაერთებთ, გამოვა „იესო ქრისტე ღმერთი ჩვენი მაცხოვარი“. აი, რატომ გამოხატავს თევზი იესო ქრისტეს სიმბოლურ სახეს. გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“ №4(20). 2004წ. 19 თებერვალი http://children.iatp.ge/main_blue.htm -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
მნათე |
Sep 18 2006, 11:11 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
კარგია რამოდენიმე ბერძნული სიტყვა არ ვიცოდი
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ლილიანა |
Sep 19 2006, 12:11 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
ქრისტიანულ სიმბოლიკაზე თემა რო გავხსნათ ვინ დაიწყებს ?
-------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
fea |
Oct 1 2006, 12:32 PM
პოსტი
#4
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 74 რეგისტრ.: 30-September 06 მდებარ.: georgia, tbilisi წევრი № 237 |
Georg
ციტატა თევზი - იესო ქრისტეს სიმბოლური სახე მეც ამას წინათ გავიგე, რომ თევზს დევნული ქრისტიანები ხატავდნენ და ერთმანეთს ამით მიანიშნებდნენ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები იქყვენენ... ძალიან კარგი ფილმია "ვიდრე ხვალ", სადაც მოთხრობილია პეტრესა და პავლეს ქადაგებები, თუროგორ ხდებოდნენ ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევრები მათი ქადაგებების შედეგად ძველი რომაელები... ზუსტად ამ ფილმშია გამოყენებული თევზი ქრისტიანების სიმბოლოდ კარგი ფილმია, მაგრამ ძნელი საყურებელია ის მომენტები, როდესაც ქრისტიანებს სასტიკად აწამებენ წარმართი რომაელები... -------------------- "დღეგრძელი იყო და კეთილი გეყოს შენ!"
|
ზებედე |
Oct 3 2006, 05:18 PM
პოსტი
#5
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
http://children.wanex.net/main_blue.htm
ეს საიტი დაეხმარებათ უცხოეთში მყოფ ქართველ ბავშვებს მართლმადიდებლობის ცოდნაში -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
AnDaIn |
Nov 5 2006, 09:57 PM
პოსტი
#6
|
დაურეგისტრირებელი |
|
ალექსანდრე |
Nov 6 2006, 03:51 AM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ხო ის იცოდით რომ კალმახს შუბლის ძვალზე ახატია ჯვარი და ამიტომ მუსულმანები მას არ მიირთმევენ უფრო ჩეჩნები აი ესეც ჩემი დაჭერილი კალმახი 300 გრამი იყო ყოჩაღ შენ მე ცხოვრებაში თევზი არ დამიჭერია ერტადერთხელ ვეცადე და ისიც გამექცა -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
teo.. |
Nov 26 2006, 12:09 AM
პოსტი
#8
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 |
თევზი - იესო ქრისტეს სიმბოლური სახე (შეტყობინება უცხოეთში მცხოვრები პატარა ქართველთათვის) ბავშვებო, იცით, რომ თევზი იესო ქრისტეს სიმბოლური სახეა? ძველ დროში, როდესაც ქრისტიანებს დევნიდნენ, ისინი იძულებულები იყვნენ, ღვთისმსახურება ფარულად აღესრულებინათ. პირველი ქრისტიანები საიდუმლოდ იკრიბებოდნენ საგანგებოდ ღვთისმსახურებისთვის მოწყობილ გამოქვაბულებსა თუ სარდაფებში. ასეთ ადგილებს კატაკომბებს უწოდებდნენ. როდესაც ქრისტიანებს ხალხმრავალ ადგილებში სურდათ ერთმანეთისათვის მიენიშნებინათ, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ, ამისთვის თევზს დახატავდნენ ხოლმე. ბერძნულად თევზი არის „იხთის“. ამ სიტყვის თითოეული ასო-ბგერა ბერძნულად შემდეგნაირად განიმარტება: ი - „იისუს“ (იესო), ხ - „ხრისტოს“ (ქრისტე), თ - „თეოს“ (ღმერთი), ი - „იმონ“ (ჩვენი), ს - „სოტირ“ (მაცხოვარი). ანუ თუ ამ სიტყვებს შევაერთებთ, გამოვა „იესო ქრისტე ღმერთი ჩვენი მაცხოვარი“. აი, რატომ გამოხატავს თევზი იესო ქრისტეს სიმბოლურ სახეს. გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“ №4(20). 2004წ. 19 თებერვალი http://children.iatp.ge/main_blue.htm გიორგი, ბავშვებმა კი არა მეც არ ვიცოდი და ძალიან საინტერესო ინფორმაცია მივიღე და აქ (ამერიკაში) ჩვენს მრევლსაც გავაცნობ. დიდი მადლობა გფარავდეთ უფალი -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
teo.. |
Nov 26 2006, 12:35 AM
პოსტი
#9
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 |
ხო ის იცოდით რომ კალმახს შუბლის ძვალზე ახატია ჯვარი და ამიტომ მუსულმანები მას არ მიირთმევენ უფრო ჩეჩნები აი ესეც ჩემი დაჭერილი კალმახი 300 გრამი იყო მე პირველად 1992 წელს შევიტყვე პირველად ეს ამბავი და ისიც მაშინ როცა ქართული ცეკვის ფესტივალის გამო გავემგზავრეთ თურქეთში (ქალაქები - ბურსა და იზმირი) იქიდან კი გადავედით ერთ ღრმა თურქულ სოფელში (სამწუხაროდ სახელწოდება არ მახსოვს) სადაც კატეგორიულად მოგვთხოვეს ხევსურულის კაბების შეცვლა, მხოლოდ იმის გამო რომ მთლად ჯვრებით იყო მორთული, შეგვეძლო მთიულურის ფორმითაც გვეცეკვა, მაგრამ უარი განვაცხადეთ, ანსამბლი ამ სოფელში დაცვის თანხლებით შეგვიყვანეს და იქვე გვიამბეს რომ ამ სოფლის სათავეში წყვეტავდნენ ერთ-ერთი სახეობის თევზს რომელსაც შუბლის ძვალზე ჯვარი ქონია გამოსახული, ესეიგი ეს თევზი კალმახი ყოფილა... რა უცნაურია ბერძნულად სიტყვა თევზის ბგერების განმარტება და კალმახის თავზე არსებული ჯვარი... საოცარია ... ქრისტესშობამდეც ხომ არსებობდა კალმახი და არსებობდა ბერძნულად სიტყვა თევზი... ნუთუ რაიმე მისია იყო დაკისრებული ოდითგანვე?? საინტერესოა არავის არ შესწევს ძალა ჩასწვდეს ღვთის განგებულებას. ერთი კი ფაქტია "უბრალოდ"- "არაფერი" არ ხდება -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
marine |
Dec 15 2006, 02:41 PM
პოსტი
#10
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,204 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩვენი მამაოს შესამოსელს უკან დაქარგული აქვს ოთხი თევზი ისე, რომ ჯვრის ფორმა აქვს..
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მხევალი ნინო |
Jan 12 2007, 05:46 PM
პოსტი
#11
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ციტატა თევზთა სამყაროში ერთ-ეთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს კალმახს, რომლის სახელიც ასევე სიმბოლურია, ხოლო კავკასიის ხალხთა შორის გავრცელებული თქმულების თანახმად, კალმახი თავიდან ადამიანი იყო, რომელიც დამხრჩვალი დედის საძებნად ღმერთმა კალმახად აქცია და წითელი წინწიკლები მის ტანზე მისი სისხლიანი ცრემლებია, რადგან დედა ვერ იპოვა და ტირის. თქვენგან ბევრს გაიგებს კაცი. მე ვიცი, რომ ძალიან არაქრისტიანულია, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ თევზის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ვარ დაბადებული. ეს პირველად გამიხარდა ისე მომეწონა ტქვენს მიერ მოტხრობილი იინფრომაცია. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მხევალი ნინო |
Jan 12 2007, 07:35 PM
პოსტი
#12
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ციტატა რა უცნაურია ბერძნულად სიტყვა თევზის ბგერების განმარტება და კალმახის თავზე არსებული ჯვარი... საოცარია ... ქრისტესშობამდეც ხომ არსებობდა კალმახი და არსებობდა ბერძნულად სიტყვა თევზი... ნუთუ რაიმე მისია იყო დაკისრებული ოდითგანვე?? საინტერესოა ტეო შენ ჩემს გულში იჯექი, მეც ზუსტად ამასვე ვფიქრობდი. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ლეონტი |
Jan 13 2007, 12:59 AM
პოსტი
#13
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
ბერძნულად თევზი არის „იხთის“. ამ სიტყვის თითოეული ასო-ბგერა ბერძნულად შემდეგნაირად განიმარტება: ი - „იისუს“ (იესო), ხ - „ხრისტოს“ (ქრისტე), თ - „თეოს“ (ღმერთი), ი - „იმონ“ (ჩვენი), ს - „სოტირ“ (მაცხოვარი). ანუ თუ ამ სიტყვებს შევაერთებთ, გამოვა „იესო ქრისტე ღმერთი ჩვენი მაცხოვარი“. აი, რატომ გამოხატავს თევზი იესო ქრისტეს სიმბოლურ სახეს. გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“ №4(20). 2004წ. 19 თებერვალი ἰχθύς-იხთის-თევზი. მე კი ასე ვიცი: Ἰησοῦς Χριστός, Θεοῦ Υἱός, Σωτήρ ისუს ხრისტოს, თეო იოს ,სოტერ. ანუ :იესუ ქრისტე,ძე ღვთისა,მაცხოვარი. "<><" პირველ ქრისტიანთა საიდუმლო სიმბოლო მინიშნება. იხმარებოდა სიტყვიერად და სიმბოლურად ალფას სახით,რაც აგრეთვე უფლის სიტყვას უკაVშირდება .( სახარებიდან) შინაარსობრივად კი წყალი ანუ სულიწმინდის წიაღი, რომელშიც ნათლისღებით მასში მყოფი არსება ,თევზი ანუ ნათელღებული სული იბადება და არსებობს. ქართულად კი ესე შეიძლება განვავრცოთ : თევზი იგივე თავზე ანუ მთავარი ზეაღმატებული. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
W2S |
Feb 9 2007, 04:47 AM
პოსტი
#14
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 28 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 365 |
პირველ ქრისტიანთა საიდუმლო სიმბოლო მინიშნება. იხმარებოდა სიტყვიერად და სიმბოლურად ალფას სახით,რაც აგრეთვე უფლის სიტყვას უკავშირდება.( სახარებიდან) ნამდვილად ასეა, უფროს ზუსტი იქნება თუ ვიტყვით ქრისტეს ბუნების არსს უკავშირდება. რამეთუ ქრისტეა "ალფა და ომეგა" (დასაწყისი და დასასრული) - "მე ვარ ანი და ჰოი, იტყვის უფალი ღმერთი" გამოცხადება 1:8. თევზი და მეთევზეების ტერმინი ხშირად გვხვდება ახალ აღთქმაში, იესო თავად ეუბნებოდა თავის მიმდევრებს რომ გახდიდა მათ მებადურებად (მარკოზი 1.17). ასევე საინტერესოა შემდეგი მუხლები ახალი აღთქმიდან: მათე 12:40; 14:17; ლუკა 5:6; 24:42; იოანე 21:6 1 კორ. 15:39 რომელინიც უშუალოდ "თევზის ტერმინს" უკავშირდება. |
nino-iza |
Mar 2 2007, 03:10 PM
პოსტი
#15
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 21-February 07 წევრი № 1,153 |
Georg
გიო გაიხარე ესეტი საინტერესო იმპორმაციის მოწოდებისტვის ნამდვილად არ ვიცოდი.ღმერტმა დაგლოცოს! A L U B A L A ვიმედოვნებ სჰემდეგში უპრო დიდს დაიჭერ! |
Alexander |
Sep 3 2007, 04:45 PM
პოსტი
#16
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 31-August 07 წევრი № 2,665 |
Namdvilad saintereso informacia aris, da me vidzaxi tevzs ver vitantko, vso aci mase agar vityvi, turme ras nishnavs. didi madloba, saintereso iyo.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 01:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი