IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V « < 4 5 6  
Reply to this topicStart new topic
> რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება.
agnesa
პოსტი Feb 22 2010, 12:36 PM
პოსტი #101


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 22
რეგისტრ.: 8-January 10
წევრი № 7,928



როცა ტაძრის წინამძღვარი ორმოცდღიანი მოსახსენებლისათვის გადასახადს "სულზე 3 ლარს" აწესებს, ცოტა უხერხული ხომ არ არის??? ჩემ უბანში ორი ტაძარია. ერთში გეუბნებიან, რომ ორმოცდღიანი მოსახსენებლის შეგზავნისათვის შეგიძლია გაიღო რამდენიც გაქვს და გინდა, იმდენი, მეორეში - სულზე სამი ლარი. არ მომეწონა, როცა ათლარიანით ხელში მოხუცებული ქალბატონი უკან გააბრუნა მესანთლემ (მესმის, რომ ის არაფერს წყვეტს) -რადგან სიაში უფრო მეტი ადამინი ეწერა, ვიდრე ათი ლარი გაწვდებოდა. რაღაც არ უნდა იყოს სწორი sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arjuni
პოსტი Apr 27 2010, 11:20 PM
პოსტი #102


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 76
რეგისტრ.: 27-April 10
წევრი № 8,717



თუკი ეკლესიას ჭირდება ფული არსებობისთვის და ფულს იღებს სახელმწიფოსგან, უნდა გაატაროს კიდევაც სახელმწიფოს ინტერესი


--------------------
I got beef with a sick society that doesn't give a shit
And they too quick to say goodbye to me
They tell me the preacher's there for me
He's a crook with a book, that man never cared for me
He's only here to be sure
I don't drop a dime to God bout the crimes he's committing
on the poor, and how can these people judge me?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 28 2010, 10:27 AM
პოსტი #103


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



arjuni
ციტატა
უნდა გაატაროს კიდევაც სახელმწიფოს ინტერესი



სახელმწიფო ინტერესი რა შუასია, ან რას გულისმობ?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 28 2010, 10:31 AM
პოსტი #104


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ადრე ბრაჰმანი (მღვდელმსახური, ექიმი, ასტროლოგი და ა.შ.) ფულს არ ითხოვდა და არც სახელმწიფოსგან იღებდა ხელფასს. ის ხალხის შემოწირულობების ხარჯზე ცხოვრობდა და ეს შემოწირულობები მით უფრო მეტი იყო, რაც უფრო ღირსეული იყო ბრაჰმანი. ასევე იღებდა საჩუქრებს მოსწავლეებისგან, მას შემდეგ რაც სწავლა მორჩებოდა (და არა წინასწარ)...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arjuni
პოსტი Apr 28 2010, 02:32 PM
პოსტი #105


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 76
რეგისტრ.: 27-April 10
წევრი № 8,717



ციტატა
სახელმწიფო ინტერესი რა შუასია, ან რას გულისმობ?

იმ შუაშია რომ თუკი მისგან იღებს ფულს ესეიგი მას უნდა დაემორჩილო კიდევაც
რუსეთის ეკლესია ( ჩვენი მეგობარი ეკლესია) სხვას არაფერს არ აკეთებს: იღებს ფულს სახელმწიფოსგან და დაუფარავად ატარებს ქვეყნის პოლიტიკას : აფხაზეთი, ჩრდილო კავკასია იქნება თუ სხვა რამე

ეს ზოგადი წესია: ვისგანაც იღებ ფულს მას ექვემდებარები.
ყოველ შემთხვევაში ქვეყნის ინტერესის წინააღმდეგ არ უნდა წავიდეს
და არ უნდა მიანიშნებდეს დასავლეთზე როგორც ცუდზე ხოლო რუსეთზე როგორც ერთმორწმუნეზე
ბრმსთვისაც ნათელია რომ რუსეთი არც ერთმორწმუნეა და არც მეგობარი


--------------------
I got beef with a sick society that doesn't give a shit
And they too quick to say goodbye to me
They tell me the preacher's there for me
He's a crook with a book, that man never cared for me
He's only here to be sure
I don't drop a dime to God bout the crimes he's committing
on the poor, and how can these people judge me?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lamara
პოსტი Apr 28 2010, 03:26 PM
პოსტი #106


lamara
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 615
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,015



егри
რატომ არ არის სწორი ეკლესიის დაფინანსება და სწორია გასართობი ღონისძიებების დაფინანსება, სხვადასხვა ცნობილი მომღერლის ჩამოყვანა, რაც მილიონები ჯდება? ან შადრევნების მოწყობა "მოცეკვავე" იქნება ის თუ "მომღერალი"? კინაღამ დამავიწყდა, ის როგორ მოგწონთ, ხიდი რომ შენდება, რომელიც არც არქიტექტურულად ჯდება ლანდშაფტში და მისი საჭიროებაც საეჭვოა და ამაში მილიონები იხარჯება?


--------------------
[font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 28 2010, 04:16 PM
პოსტი #107


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



arjuni
ციტატა
იმ შუაშია რომ თუკი მისგან იღებს ფულს ესეიგი მას უნდა დაემორჩილო კიდევაც



ნუ, შეიძლება არის კიდევ რაღაც მარცვალი ჭეშმარიტები სშენს პოსტში, მაგრამ სახელმწიფოს მტავრობა არ უნდა განსაზღვავდეს.

თუ სახელმწიფო აფინანსებს ეკლესიას, შესაძლოა ეს მისი ინტერესიცაა, გააჩნია ინტერსესს.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arjuni
პოსტი Apr 28 2010, 04:56 PM
პოსტი #108


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 76
რეგისტრ.: 27-April 10
წევრი № 8,717



გეთანხმები
თუ მე ფულს ვუხდი ეკლესიას და ეკლესია ამ ფულს ირებს ჩემგან, ესეიგი ორივეს ინტერესია ამაში
მაგრამ რადგანაც მე ვიხდი ფულს და მე ვაძლევ ფულს მე ვკარნახობ წესებს
თუ მას არ მოწონს ჩემი წესები და არ ასრულებს, კი არ უნდა მაკრიტიკოს, არამედ არ უნდა აიღოს ფული


--------------------
I got beef with a sick society that doesn't give a shit
And they too quick to say goodbye to me
They tell me the preacher's there for me
He's a crook with a book, that man never cared for me
He's only here to be sure
I don't drop a dime to God bout the crimes he's committing
on the poor, and how can these people judge me?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 28 2010, 11:12 PM
პოსტი #109


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



arjuni
ციტატა
თუ მას არ მოწონს ჩემი წესები და არ ასრულებს, კი არ უნდა მაკრიტიკოს, არამედ არ უნდა აიღოს ფულ



ანუ, თუ მთავრობის და ეკლესიის აზრები ერთმანეთს ეტანხმება, ფულის აღება შეიძლება, როგორც კი მტავრობა და პოლიტიკა შეიცვლება, უკვე აღარ შეიძლება...

თუ ინტერესი დაფინანსების პოლიტიკის გატარებაა, ცხადია არ უნდა აიღოს, თუ სხვა რამე, მაშინ უნდა მიიღოს, მაგრამ ანუ ჩვენ ავეწყვეთ ეხლა მტავრობაზე და მის პოლიტიკაზე და რატომ ვერ გავიგე. ანუ, ცალსახად პოლიტიკის გამტარებლად რატომ წარმოგიდგენიათ ეკლესია?

შეიძლება იყოს მთავრობა, რომელის ინტერესში შედის რელიგიის გაძლიერება ქვეყენაში, ამას სახვადასხვა საფუზველი შეიძლება ჰქონდეს და ამიტომ აფინანსებდეს ეკლესიას, მეორე მტავობას შეიძXლება ეს არ აწყობდეს და აღარ აფინანსებდეს, მაგრამ გიცხდი და პოოლიტიკა ატარეო, ეს ცოტა არაბუნებრივია. ანუ, ნამეტანია, მოსყიდვის ასოცირებას ქმნით. ეს არასწორია, მაინც და მაინც ასე რატომ აღიქვავთ ვერ გავიგე.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arjuni
პოსტი Apr 29 2010, 12:01 AM
პოსტი #110


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 76
რეგისტრ.: 27-April 10
წევრი № 8,717



მოდი განვიხილოთ ორივე მაგალითი:
1. სახელმწიფოს ინტერესია ეკლესიის გაძლიერება და ფულს უხდის ეკლესიას
2. სახელმწიფოს ინტერესში არაა ეკლესიის გაძლიერება მაგრამ ეკლესია მისგან ფულს იღებს თუმცა რატომ უნდა დაემორჩილოს სახელმწიფოს, რატომ უნდა გაატაროს მისი ინტერესიო.

ყველაფერი დამოკიდებულია ეკლესიაზე,
როცა ფულს გიხდიან უნდა იცოდე ვინ გიხდის ფულს, რატომ გიხდის ფულს და რა უნდა გადამხდელს

თუკი ხედავ რომ სახელმწიფოს ინტერესში არაა ეკლესიის გაძლიერება და მაინც გიხდის ფულს გამოდის რომ არ უნდა აიღო ეს ფული თუკი გსურს დამოუკიდებლობა

არავინ არ ჩუქნის ფულს smile.gif ორგანიზაციები ადამიანები არ არიან რომ მეგობრობით რამე გააკეთონ
ფულს თუ იღებ პირობები უნდა იცოდე
თუ ამ პირობებს არ გიყენებს სახელმწიფო გამოდის მას ფულის ფასი არ ცოდნია



--------------------
I got beef with a sick society that doesn't give a shit
And they too quick to say goodbye to me
They tell me the preacher's there for me
He's a crook with a book, that man never cared for me
He's only here to be sure
I don't drop a dime to God bout the crimes he's committing
on the poor, and how can these people judge me?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
LAMBRO
პოსტი Feb 23 2012, 08:57 PM
პოსტი #111


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 22-January 12
წევრი № 11,982



ვალდებულებას იღებს კულტურის სამინისტრო და აქ ეკლესიის დაფინანსება არაფერ შუაშია. რესტავრირდება კულტურის ძეგლები ისევე,როგორც დადიანების სასახლე და ასე შემდეგ. ახალი ეკლესიების აშენება არ ფინანსდება და რაც მთავარია მღვდლების ხელფასები არ ფინანსდება,მხოლოდ ირიცხება ნებაყოფლობით გარკვეული თანხა საპატრიარქოზე,რომელიც მიზანშეწონილად ხმარდება ეპარქიებს,ტელევიზია იქნება თუ სხვა ხარჯები, აფინანსებს ეკლესიის სასწავლო პროექტებს და სასწავლებლებს როგორც მოესურვებათ იმის მიხედვით,ანუ პო უსმატრენიუ. სახელმწიფო დააფინანსებს იმას რასაც ჩასთვლის მიზანშეწონილად.
მოსახლეობის 80% მართლმადიდებელია და სახემწიფო 0,რაღაც პროცენტებს კი არ უნდა ახმარდეს ეკლესიას არამედ 10% 400 მლნ დოლარს უდრის.

ხოლო რაც შეეხება უცხოეთს და მამედას საკითხს, წარმოგიდგენთ!

სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსების შესახებ

უნდა აფინანსებდეს თუ არა სახელმწიფო ეკლესიას და თუ - კი, როგორ და რამდენით?

სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა - ეს ის თემაა, რომელიც აქტუალობას მუდმივად ინარჩუნებს. საზოგადოების ერთი ნაწილი შიშობს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის გაძლიერების გამო საქართველომ შესაძლოა, უარი თქვას სეკულარული სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებზე.

საკითხი კომპლექსურია და მის ყოვლისმომცველ განხილვაზე პრეტენზია არ მაქვს. მინდა, შევეხო მხოლოდ ერთ პრობლემას, რომელიც დისკუსიებში ხშირად ფიგურირებს: რამდენად მისაღებია სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება?

ყველაზე პირდაპირ ეს კითხვა 2009 წლის 3 დეკემბერს, ხელისუფლების მისამართით შედგენილ მიმართვაში დაისვა, რომელსაც ქართული საზოგადოების ნაწილი აწერდა ხელს. ამ ჩამონათვალმა მაშინ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ავტორები წერდნენ: „სახელმწიფო ბიუჯეტი ივსება, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი მოქალაქეების, ასევე სხვა აღმსარებლობის მიმდევარი, ათეისტი და არარელიგიური მოქალაქეების გადასახადებით. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ ფონზე, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან, ასევე საბიუჯეტო სახსრებიდან (25 მილიონი - 2009 წელს) მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება არის დისკრიმინაცია და სახელმწიფოს ჩარევა ეკლესიის საქმიანობაში?"

ეს კითხვა რეალურად 2 დამოუკიდებელი კითხვისგან შედგება:

1. რამდენად მისაღებია სეკულარულ სახელმწიფოში სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება?

2. ის ფაქტი, რომ ფინანსდება მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესია, ხომ არ არღვევს საქართველოს არამართლმადიდებელი მოსახლეობის უფლებებს?

ქართულ მედიაში რაიმე საკითხზე მსჯელობას ერთი ცუდი თვისება აქვს - ფაქტებსა და არგუმეტებს ხშირად ლოზუნგები და ემოციები სჭარბობს. ასე რომ არ გამომივიდეს, ვეცდები, ჯერ ევროპული სახელმწიფოების გამოცდილება აღვწერო და მხოლოდ ამის შემდეგ მოგახსენოთ ჩემი აზრიც.

იტალიაში მოქმედებს ე.წ. რვა მეათასედის კანონი, რომლის მიხედვითაც გადასახადის ყველა გადამხდელს აქვს უფლება, მისი საშემოსავლო გადასახადის 0.8 პროცენტი გადაურიცხოს რომელიმე აღიარებულ რელიგიურ ინსტიტუციას, ან სახელმწიფო პროგრამას. აღიარებული ეკლესიის სტატუსი აქვს 6 ორგანიზაციას, რომლებსაც გაფორმებული აქვთ შესაბამისი ხელშეკრულება იტალიის სახელმწიფოსთან. ამ ინსტიტუციებს შორის არცერთი არაა მართლმადიდებლური ან მაჰმადიანური ორგანიზაცია. ხოლო თუ პიროვნება საგადასახადო დეკლარაციის შევსებისას არ მიუთითებს, თუ რომელ ორგანიზაციას ანიჭებს პრიორიტეტს, მაშინ მისი შემოსავლის 0.8 პროცენტი ნაწილდება სხვა მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევნის პროპორციულად. ამ სქემით, კათოლიკური ეკლესია წლის განმავლობაში იღებს ამ თანხის 87 პროცენტს, ანუ - დაახლოებით 1 მილიარდ ევროს. გამოდის, რომ თუ თქვენ ხართ მართლმადიდებელი ან მაჰმადიანი, თქვენ ვერ დააფინანსებთ საკუთარ რელიგიურ ჯგუფს. ხოლო თუ არ გამოიყენებთ, საკუთარ უფლებას, განკარგოთ გადასახადის ნაწილი, მაშინ თქვენი განსაკარგი თანხის პროცენტს კათოლიკური ეკლესია მიიღებს.

ბელგიაში ყველა ტრადიციული კონფესიის (კათოლიციზმი, ლუთერანიზმი, ანგლიკანიზმი, მართლმადიდებლობა, იუდეიზმი და მაჰმადიანობა) მოქმედი სასულიერო პირი, ანუ სასულიერო პირი, რომელსაც მრევლი ჰყავს, ხელფასს სახელმწიფოსგან იღებს. ანუ, სახელმწიფო უხდის ჯამაგირს ბრიუსელში მოღვაწე ქართული ეკლესიის მღვდელსაც.

ამ მხრივ, ბელგიაში ძირითად კონფესიებს შორის ბალანსი დაცულია. თუმცა ამ დაფინანსების გარდა, სახელმწიფო სხვა გზებითაც აფინანსებს რელიგიურ ორგანიზაციებს, რომლის დროსაც ბალანსი უკვე დარღვეულია. მაგალითად, ბელგიაში მრავლად არსებობს კათოლიკური სკოლები (რომლებიც ძალიან პოპულარულია იმ მიზეზით, რომ ამ სკოლებში მაჰმადიანი უმცირესობის წარმომადგენლები არ სწავლობენ) და მათ თითქმის მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს. ცხადია, ბელგიაში „მუსლიმური სკოლა" არ არის და, შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებასაც არ იღებს.

ბევრ ევროპულ ქვეყანაში არსებობს საეკლესიო ბეგარა (გერმანია, შვედეთი, ფინეთი, დანია, ავსტრია, შვეიცარია, ისლანდია). გერმანიაში საგადასახადო დეკლარაციის შევსებისას გადამხდელმა არჩევანი უნდა გააკეთოს კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიას ან არარელიგიურ ინსტიტუციას შორის. ზოგიერთი რელიგიური უმცირესობა, მაგალითად, ებრაელები, სახელმწიფოს დახმარებას არ იყენებენ და თავად აგროვებენ თავისი წევრების რელიგიურ ბეგარას მხოლოდ გერმანიაში.

სხვა ქვეყნებში, სადაც საეკლესიო ბეგარა მოქმედებს, გადასახადის გადამხდელს ან მხოლოდ დომინანტი რელიგიის დაფინანსება შეუძლია, ან აქვს უფლება, თანხა საერთოდ არ გადაიხადოს. თუმცა ამ ქვეყნებში სახელმწიფო ხშირად დამატებით სახსრებს გამოყოფს ეკლესიისთვის, რომელიც, როგორც წესი, დომინანტ რელიგიას ხმარდება. მაგალითად, დანიის მთავრობა დომინანტ ეკლესიას წელიწადში 100 მილიონ ევროს უხდის. ფინეთის ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია კი სახელმწიფოსგან დამატებით მოგების გადასახადიის 1.63 პროცენტს იღებს. აღსანიშნავია, რომ ფინეთში მორწმუნეთა წილი მოსახლეობის 41 პროცენტს შეადგენს, ხოლო ეკლესიაში ამაზე გაცილებით ნაკლები ადამიანი დადის.

ბელგიის გარდა დომინანტი რელიგიის საეკლესიო სკოლები სახელმწიფო დაფინანსებით არსებობს ბრიტანეთში, ავსტრიაში, საფრანგეთში, ირლანდიაში და გერმანიაში. ქვეყნებში, როგორიცაა ავსტრია, იტალია, პოლონეთი და ესპანეთი, კათოლიკე მღვდლებს საჯარო სკოლებში რელიგიის მასწავლებლებადაც იწვევენ და ხელფასს უხდიან.

საბერძნეთი აფინანსებს მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების განათლებას, ხელფასებს და პენსიებს.

ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური რელიგიური კანონმდებლობა აქვს ლიტვას. ლიტვის კანონი რელიგიის შესახებ აღიარებს 9 ტრადიციულ რელიგიას და სახელმწიფოს დახმარება ნაწილდება ამ 9 რელიგიურ ჯგუფზე. ამასთან, კანონის მიხედვით, სხვა კონფესიის წარმომადგენლებსაც აქვთ უფლება, მიმართონ ლიტვის პარლამენტს ტრადიციულ რელიგიად აღიარების მოთხოვნით, მაგრამ ამისათვის მათ ლიტვაში საქმიანობის მინიმუმ 25-წლიანი გამოცდილება უნდა გააჩნდეთ.

თუ ამ ინფორმაციას შევაჯამებთ, დავინახავთ, რომ: სახელმწიფო დომინანტ ან ტრადიციულ ეკლესიებს რაიმე ფორმით აფინანსებს ევროპის, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში. დაფინანსება ხშირად არასიმეტრიულია და დომინანტ რელიგიას უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. არატრადიციულ რელიგიურ ჯგუფებს სახელმწიფო, პრაქტიკულად, არ აფინანსებს. მაგალითად, მცდელობის მიუხედავად, ვერ ვიპოვე ევროპული ქვეყანა, რომელშიც სახელმწიფო იეჰოვას მოწმეებს დააფინანსებდა.

ბუნებრივად ისმის კითხვა: ვთქვათ, ბელგიაში, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 43 პროცენტი აცხადებს, რომ მორწმუნეა, ხოლო ეკლესიაში მოქალაქეების 10 პროცენტი დადის, წელიწადში რამდენჯერმე კი მთელი ქვეყანა კათოლიკე მღვდლების მორიგ პედოფილიურ სკანდალზე საუბრობს, რატომ აფინანსებს სახელმწიფო ეკლესიას?

ამ საკითხზე ჩემს რამდენიმე ადგილობრივ არამორწმუნე მეგობარს ვესაუბრე და მათი პასუხი დაახლოებით ასე შეიძლება შევაჯამოთ: ყველაფრის მიუხედავად, სახელმწიფო მიიჩნევს, რომ საზოგადოების თვითორგანიზაციისთვის რელიგია საჭირო და სასარგებლოა. ეკლესიების დაფინანსებაც სწორედ ამითაა განპირობებული.

ზემოთ განხილული ევროპული გამოცდილება ცხადყოფს კიდევ ერთს: მხოლოდ ის გარემოება, რომ სახელმწიფო ეკლესიას აფინანსებს, სეკულარობის პრინციპის დარღვევას არ ნიშნავს - ძნელია, თუნდაც ბელგიას არასეკულარული სახელმწიფო უწოდო.

პირველ კითხვაზე - რამდენად მისაღებია სეკულარულ სახელმწიფოში სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება - ჩემი პასუხი დადებითია, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური არ ვარ. თუ ევროპისკენ მივდივართ, მაშინ ქვეყანა, რომელშიც მოსახლეობის 86 პროცენტი თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს, ხოლო მორწმუნეების საერთო რაოდენობა კიდევ უფრო დიდია, სახელმწიფო რაღაც ფორმით ეკლესიას უნდა აფინანსებდეს. პირადად ჩემთვის პრობლემა დაფინანსება კი არა, ის ფორმაა, რითაც ამას ქართული სახელმწიფო აკეთებს. ეს მოქრთამვასა თუ ინდულგენციის გადასახადს უფრო წააგავს, ვიდრე საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის გააზრებულ დაფინანსებას. გაუგებარია, საიდან დგინდება მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა ბიუჯეტის შედგენისას და რა არის ამ დაფინანსების დანიშნულება.

მეორე შეკითხვაზე პასუხი ბევრად უფრო პრობლემატური მგონია. ერთი მხრივ, გასაგებია, რომ ყველა მოქალაქე თანასწორია და რელიგიურ უმცირესობებსაც უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო მხარდაჭერა, თუმცა ევროპული რეალობა გვიჩვენებს, რომ ამა თუ იმ ფორმით დომინანტი რელიგიური ჯგუფი, პრაქტიკულად, ყველგან უპირატეს მდგომარეობაშია. ამ კონტექსტში გაუგებარია, რატომ უნდა ვიყოთ იტალიელებზე, ფინელებზე ან ბერძნებზე უფრო დიდი ლიბერალები.

საუკეთესო გამოსავალი კომპრომისული ვარიანტის მონახვა იქნებოდა, რომელიც, ერთი მხრივ, ეჭვქვეშ არ დააყენებდა მართლმადიდებელი ეკლესიის დომინანტურ როლს, ხოლო, მეორე მხრივ, სხვა ტრადიციული რელიგიის მიმდევრებსაც მისცემდა საშუალებას, მიეღოთ გარკვეული სახელმწიფო დაფინანსება.

საკითხის მოგვარების შესაძლო ვარიანტი შეიძლება იყოს ლიტვური მოდელის დანერგვა. ლიტვაში იტალიის მსგავსი სქემა მოქმედებს. ყველა გადასახადის გადამხდელი თავად განკარგავს მის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის 2 პროცენტს. მას შეუძლია, ეს თანხა გადასცეს ნებისმიერ ტრადიციულ რელიგიურ, არასამთავრობო ან საზოგადოებრივ ორგანიზაციას. ასეთი მოდელი, ერთი მხრივ, რელიგიური ორგანიზაციების გარდა, უზრუნველყოფს არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსებასაც, რაც ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებასაც. ბოლოს და ბოლოს, როდემდე უნდა იყვნენ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოური გრანტების ანაბარა.

ასეთი სქემის პირობებში თავად ბენეფიციარები იქნებიან დაინტერესებული, რომ მათი საქმიანობა რაც შეიძლება გამჭვირვალე გახადონ და ამით მეტი სახსრების მოზიდვა შეძლონ. საგადასახადო დეკლარაციების შევსების პერიოდში იტალიური ტელევიზიები სავსეა სარეკლამო კლიპებით კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ, რომლებიც გადამხდელებს მოუწოდებს, კათოლიკური ეკლესია დააფინანსონ.

საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს ტიპის ქვეყნებში საშემოსავლო გადასახადიდან შემოსული თანხა ბიუჯეტის ძალიან მცირე ნაწილს შეადგენს, ამიტომ ასეთი ხარჯი ბიუჯეტს დიდად ვერ დააზარალებს.

სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შესაძლებელია, ჰქონდეთ სხვა საერთო მიზნობრივი პროექტები, მაგალითად, ბავშვთა სახლები ან ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრები, რომლებსაც სახელმწიფო დაფინანსებით ეკლესია მიხედავს.

გიგა ღოღობერიძე, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, ბელგია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 4 5 6
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 10:45 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი