IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

21 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა?
Ismail
პოსტი Jul 29 2007, 09:03 PM
პოსტი #1


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



არ ვიცი, რამდენად ყოფილა ამ ფორუმის სხვადასხვა განყოფილებებში ლაპარაკი ამ თემაზე, ყოველ შემთხვევაში, მე ძალია მაინტერესებს და ვერანაირად ვერ მოვახერხე ჩემი მოძღვრისთვის მეკითხა ამის შესახებ.

ჯაშუშობა (დაბეზღება მთავრობასთან და სხვასთან) ცოდვად ითვლება.

მაგრამ იგულისხმება თუ არა ამ ცოდვად დამნაშავის მხილება? მაგალითად: მოკლეს 17 წლის ბიჭი. ადამიანი, რომელიც მოწმედ იქნა გამოძახებული ამ საქმეზე, ხელს ადებს მკვლელს და ამბობს, რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანმა ჩაიდინა. ჩაითვლება თუ არა ეს ცოდვად, ან ჩაითვლება თუ არა ცოდვად სხვა მძიმე დანაშაულის (ძარცვა, ყაჩაღობა, გენოციდი, ადამიანის წამება...) ჩამდენის მხილება?unsure.gif მე მგონი კანონიერებისათვის ხელის შეწყობა ქრისტიანობისთვის მიუღებელი არ უნდა იყოს (ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ჩაშვებისა და დაბეზღების შესახებ).

შეიძლება ვცდები. unsure.gif

დაპოსტეთ, თუ შეიძლება თქვენი მოსაზრებები.


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 29 2007, 09:07 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



დასმენა მე მგონი ცოდვაა მხილება არა, მაგრამ მათ შორის დიდი განსხვავებაა და ერთმანეთში არ უნდა აურიოთ.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jul 29 2007, 10:08 PM
პოსტი #3


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(Ismail @ Jul 29 2007, 08:03 PM) *

არ ვიცი, რამდენად ყოფილა ამ ფორუმის სხვადასხვა განყოფილებებში ლაპარაკი ამ თემაზე, ყოველ შემთხვევაში, მე ძალია მაინტერესებს და ვერანაირად ვერ მოვახერხე ჩემი მოძღვრისთვის მეკითხა ამის შესახებ.

ჯაშუშობა (დაბეზღება მთავრობასთან და სხვასთან) ცოდვად ითვლება.

მაგრამ იგულისხმება თუ არა ამ ცოდვად დამნაშავის მხილება? მაგალითად: მოკლეს 17 ცლის ბიჭი. ადამიანი, რომელიც მოწმედ იქნა გამოძახებული ამ საქმეზე, ხელს ადებს მკვლელს და ამბობს, რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანმა ჩაიდინა. ჩაითვლება თუ არა ეს ცოდვად, ან ჩაითვლება თუ არა ცოდვად სხვა მძიმე დანაშაულის (ძარცვა, ყაჩაღობა, გენოციდი, ადამიანის წამება...) ჩამდენის მხილება?unsure.gif მე მგონი კანონიერებისათვის ხელის შეწყობა ქრისტიანობისთვის მიუღებელი არ უნდა იყოს (ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ჩაშვებისა და დაბეზღების შესახებ).

შეიძლება ვცდები. unsure.gif

დაპოსტეთ, თუ შეიძლება თქვენი მოსაზრებები.



სხვადასხვა მაგალითები მოიყვანე smile.gif მათ შორის დიდი განსხვავებაა smile.gif როდესაც მკვლელის (დამნაშავის) ვინაობას ასახელებ ამ შემთხვევაში უწყობ სამართლიანობას ხელს.მაგრამ დასმენა და მხილება შეიძლება მოხდეს სხვადასხვა სიტუაცუიებში,ისინი ერთმანეთისგან განსხვავებული ცნებებია როგორც აბომ აღნიშნა smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Jul 29 2007, 11:12 PM
პოსტი #4


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



TataraShvili
Abo



თემისთვის მხილება უნდა დამერქმია, მართალია... მაგრამ მაინც რას გულისხმობთ დასმენაში?


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
პატრიოტი
პოსტი Jul 30 2007, 08:45 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,147
რეგისტრ.: 21-January 07
მდებარ.: N/A
წევრი № 892



დამნაშავის მხილება არანაირად არაა ცოდვა. ეს სულიერი და სამოქალაქო ვალდებულებაა. ჯაშუშობა სულ სხვა რამ არის. ჯაშუშობაა როდესაც ცხინვალიდან ანგეტურის მეშვეობით ინფორმაციას იღებ. ცოდვაა თქვენის აზრით ეს?


--------------------
[size=7]ფფყ[/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Jul 30 2007, 09:56 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ციტატა(Tatarashvili @ Jul 29 2007, 10:08 PM) *

სხვადასხვა მაგალითები მოიყვანე smile.gif მათ შორის დიდი განსხვავებაა smile.gif როდესაც მკვლელის (დამნაშავის) ვინაობას ასახელებ ამ შემთხვევაში უწყობ სამართლიანობას ხელს.მაგრამ დასმენა და მხილება შეიძლება მოხდეს სხვადასხვა სიტუაცუიებში,ისინი ერთმანეთისგან განსხვავებული ცნებებია როგორც აბომ აღნიშნა smile.gif



კი ბატონო,მკვლელს ასმენ და ამით დანაშაულის გახსნას ხელს უწყობ, მაგრამ მკვლელს რომ უმწარებ დღეებს..(არ გვინდა ეხლა რო მოკლა ის კაი იყოო)..კონკტერული სუბიექტებით ობიექტურები ვიყოთ rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
პატრიოტი
პოსტი Jul 30 2007, 10:05 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,147
რეგისტრ.: 21-January 07
მდებარ.: N/A
წევრი № 892



ციტატა(zviadauri @ Jul 30 2007, 09:56 PM) *

კი ბატონო,მკვლელს ასმენ და ამით დანაშაულის გახსნას ხელს უწყობ, მაგრამ მკვლელს რომ უმწარებ დღეებს..(არ გვინდა ეხლა რო მოკლა ის კაი იყოო)..კონკტერული სუბიექტებით ობიექტურები ვიყოთ rolleyes.gif

თუ მართლა მასეა როგორც შენ ამბობ მააგრ სიბნელეში ყოფილა ეკლესია.


--------------------
[size=7]ფფყ[/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jul 30 2007, 10:05 PM
პოსტი #8


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(zviadauri @ Jul 30 2007, 08:56 PM) *

კი ბატონო,მკვლელს ასმენ და ამით დანაშაულის გახსნას ხელს უწყობ, მაგრამ მკვლელს რომ უმწარებ დღეებს..(არ გვინდა ეხლა რო მოკლა ის კაი იყოო)..კონკტერული სუბიექტებით ობიექტურები ვიყოთ rolleyes.gif


1 მინდა იცოდე რომ ჩაშვების მომხრე არ ვარ smile.gif
2 ამ შემთხვევაში მკვლელი უფრო ცოდოა თუ მოკლული? smile.gif ღმერთმა ყველას აშოროს ადამიანის მოკვლა,მაგრამ ის მოკლული ხომ ცოდოა არა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 30 2007, 10:28 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



კომპლექსურად ვიმსჯელოთ smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 31 2007, 09:38 AM
პოსტი #10


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ნებისმიერ შემთხვევაში ქრისტეანი ვალდებულია მართლმსაჯულებას მიაწოდოს ინფორმაცია დამნაშავის შესახებ. (მკვლელი, ყაჩაღი, ქურდი). ბასილი დიდს პირდაპირ უწერია, რომ ვინც იცოდეს დამნაშავის ჩამდენის შესახებ და იგი დამალოს და ამით ხელი შეუშალოს მართლმსაჯულებას სამართლიანობის გამოძიებაში, თანამონაწილედ იქნეს მიჩნეული და იგივე საეკლესიო სასჯელი (უზიარებლობა) დაედოს, რამდენიც უშუალოდ დანაშაულის ჩამდენსო.

საერთოდ საზოგადოებრივი აზრი ადამიანის მართლმსაჯულებაში "ჩაშვების" მიუღებლობის შესახებ ძირითადად ჩამოყალიბდა რუსეთის იმპერიის დროს, რაც იყო ქართველი ხალხის ერთგვარი პროტესტი რუსებისადმი, რადგან მოსამართლე ყველგან ფაქტიურად რუსი იყო და ეს დამოკიდებულება მარტივი სიტყვებით ასე ჟღერდა: "ისეთი რა გაგიჭირდა რომ ქართველთან ვერ მორიგდი კაცურად და რუსის სასამართლოში "ჩაუშვიო" ან უჩივლეო და ა.შ."

მოკლედ ვიტყოდი, რომ ცოდვა არის არა შესწრებული ვთქვათ მკვლელობის მართლმსაჯულებაში განაცხადი (ე.წ. "ჩაშვება"), არამედ პირიქით სწორედ რომ მასზე ხელის დაფარება არის ცოდვა და თანაც საკმაოდ დიდი, პრაქტიკულად უთანაბრდება უშუალოდ ჩამდენის ცოდვას.

ციტატა(პატრიოტი @ Jul 30 2007, 10:05 PM) *

თუ მართლა მასეა როგორც შენ ამბობ მააგრ სიბნელეში ყოფილა ეკლესია.

ეკლესია ცხადია სიბნელეში არ არის, არამედ პირიქით ის არის ადამიანის ნათელი ცნობიერების წყარო.

ბასილი დიდი და სჯულის კანონები ძალიან უარყოფითად აფასებენ ადამიანს, რომელიც მკვლელს ან ყაჩაღს (ან სხვა დამნაშავეს) ხელს აფარებენ და დაახლოებით იგივე ვადით უზიარებლობას განაწესებენ მისთვის, როგორც უშუალოდ ამ ცოდვის ჩამდენისთვის.

ციტატა(Ismail @ Jul 29 2007, 09:03 PM) *

მაგალითად: მოკლეს 17 ცლის ბიჭი. ადამიანი, რომელიც მოწმედ იქნა გამოძახებული ამ საქმეზე, ხელს ადებს მკვლელს და ამბობს, რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანმა ჩაიდინა. ჩაითვლება თუ არა ეს ცოდვად, ან ჩაითვლება თუ არა ცოდვად სხვა მძიმე დანაშაულის (ძარცვა, ყაჩაღობა, გენოციდი, ადამიანის წამება...) ჩამდენის მხილება?unsure.gif მე მგონი კანონიერებისათვის ხელის შეწყობა ქრისტიანობისთვის მიუღებელი არ უნდა იყოს

სამწუხაროა, რომ თვით მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის გარკვეული ნაწილი იმყოფება საზოგადოებრივი აზრის მძლავრი ზეგავლენის ქვეშ, რომელსაც ხშირად ქრისტეანობასთან საერთო არაფერი აქვს.

უკვე არა ერთხელ დავწერე და შენც გიპასუხებ, რომ შენს მიერ მოყვანილი მაგალითის შემთხვევაში ცოდვად ჩაითვლება არა 17 წლის ბიჭის მკვლელის სასამართლოზე ხელის დადება არამედ ზუსტად შებრუნებული. მძიმე ცოდვაა, რომ იცი 17 წლის ბიჭის მკვლელის ვინაობა, სასამართლოზე გამოძახებული ხარ მოწმედ და არ ასახელებ მას. ამით შენ ერთგვარად უწყობ მკვლელს ხელს და ხდები მკვლელობის თანამონაწილე, რისა გამოც სხვადასხვა საეკლესიო კანონებით დაახლოებით 10-დან 20 წლმადე უზიარებლობას მოგცემდნენ. დღეს ეს რიცხვები რამდენადმე დაკლებულია, მაგრამ სტატუს-ქვო შენარჩუნებულია ანუ ასეთი "არ ჩამშვები" მკვლელის ეპიტიმიით განკანონდება.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 31 2007, 10:42 AM
პოსტი #11


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მკვლელზე ხელის დაფარებაღა გვაკლია ქრისტეანობის სახელით . . .


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
პატრიოტი
პოსტი Jul 31 2007, 10:51 AM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,147
რეგისტრ.: 21-January 07
მდებარ.: N/A
წევრი № 892



გიორგი
ციტატა
ეკლესია ცხადია სიბნელეში არ არის, არამედ პირიქით ის არის ადამიანის ნათელი ცნობიერების წყარო.

ბასილი დიდი და სჯულის კანონები ძალიან უარყოფითად აფასებენ ადამიანს, რომელიც მკვლელს ან ყაჩაღს (ან სხვა დამნაშავეს) ხელს აფარებენ და დაახლოებით იგივე ვადით უზიარებლობას განაწესებენ მისთვის, როგორც უშუალოდ ამ ცოდვის ჩამდენისთვის.

მაშინ ისნი ყოფილან ბნელში ვინც ამას ცოდვას ეძახის


--------------------
[size=7]ფფყ[/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი Jul 31 2007, 11:00 AM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



ციტატა
მკვლელზე ხელის დაფარებაღა გვაკლია ქრისტეანობის სახელით . . .

მკვლელსაც გაჩნია, ადამიანმა ადამიანი რაზე მოკლა იქნება და მიზეზი ქონდა?


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 31 2007, 11:06 AM
პოსტი #14


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(ილია @ Jul 31 2007, 11:00 AM) *

მკვლელსაც გაჩნია, ადამიანმა ადამიანი რაზე მოკლა იქნება და მიზეზი ქონდა?

ეს სასამართლოს საქმეა, რამდენად შემამსუბუქებელი გარემოება ჰქონდა დანაშაულს და რამდენწლიან პატიმრობას ითვალისწინებს, მაგრამ ადამიანისთვის ყველა ვარიანტში მძიმე ცოდვაა დანაშაულზე ხელის დაფარება, "არ ჩაშვების" მოტივით, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ საქციელით ამ ცოდვის თანამონაწილე ვხდებით.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი Jul 31 2007, 11:09 AM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



ეგ კასნონით ვხდებით თანამონაწილე.. როდესაც განერიდები და არ ჩაერევი რატო ცოდვა ვერ ვხვდები. თვითონ ადრე რომ ხოცავდნენ ერთმანეთს ხალხი მაგ დროს ვინ ვის სჯიდა? ეხა ახალი რელიგიური კანონები დაიწერა? ადამინმა რომ რაღაცა მოიპაროს და შენ არაფერი ქნა ცოდვის თანამონაწილე ხარ ესეგი? პირველად მესმის ეგეთი რაღაც, მაშინ მღვდელმაც უნდა ამხოლოს როცა აღსარებაში ეტყვის ცოდვას?


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 31 2007, 11:24 AM
პოსტი #16


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(ილია @ Jul 31 2007, 11:09 AM) *

ეგ კანონით ვხდებით თანამონაწილე.. როდესაც განერიდები და არ ჩაერევი რატო ცოდვა ვერ ვხვდები. თვითონ ადრე რომ ხოცავდნენ ერთმანეთს ხალხი მაგ დროს ვინ ვის სჯიდა? ელხა ახალი რელიგიური კანონები დაიწერა? ადამინმა რომ რაღაცა მოიპაროს და შენ არაფერი ქნა ცოდვის თანამონაწილე ხარ ესეგი? პირველად მესმის ეგეთი რაღაც, მაშინ მღვდელმაც უნდა ამხოლოს როცა აღსარებაში ეტყვის ცოდვას?

ჩვენ თანამონაწილე ვხდებით ქრისტეანული კანონების მიხედვით, რომელიც IV საუკუნიდან იღებს სათავეს. სახელმწიფო კანონებში გაგება და ცნობიერება დანაშაულის ხელშემწყობის, როგორც მისი თანამონაწილის შესახებ მომდინარეობს ქრისტეანული ცნობიერებიდან. მკვლელის ვინაობის ცოდნა და მისი არ გამხელა სასტიკ წინააღმრდეგობაში მოდის სჯულთან, პრაქტიკულად ტოლფასია მკვლელობის და ოდითგანვე მსგავს საეკლესიო სასჯელს ითვალისწინებდა, რასაც უშუალოდ მკვლელობის ჩადენისთვის. (ეს ახალი არაა)

ადამიანმა, რომ რაღაც მოიპაროს, შენ რომ იცოდე რომ ამა და ამ კაცს, ამა და ამ კაცმა მოპარა ვთქვათ მანქანა, შენ როგორც მეზობელი ან შემთხვევის სავარაუდო თვითმხილვევლი გამოგიძახეს სასამართლოში და ამ დროს ქურდს ხელს არ ადებ, ეჭვი გეპარება რომ ასეთ დროს შენი დანაშაული ქურდის დანაშაულის ექვივალენტურია? იგივე ცოდვას ჩადიხარ. ძალიან ცუდია ასეთი მიდგომები, თანაც ძალიან ცუდი, ღმერთმა დაგიფაროს და აბა საკუთარი ძმის ან დის სახლი გაძარცვოს ვინმემ, იცოდე ყაჩაღის ვინაობა და არ განაცხადებ სასამართლოში? თუ არ ჩაუშვებ ყაჩაღს და გაატან საკუთარი დედმამაიშვილის ქონებას? ორმაგი სტანდარტები არ ვარგა, დანაშაულს მაშინ არ უნდა შეეწინააღმრდეგო, როცა პირადად შენ ან შენს ახლობელს შეეხება. ნებისმიერ ვარიანტში დამნაშაულის ცოდნის დამალვა ცოდვაა.

საეკლესიო სამართალი გამონაკლისს უშვებს სასულიერო პირებზე. მოძღვარი ვალდებულია შეინახოს აღსარების დროს განდობილი საიდუმლო, ოღონდ ასეთ დროს მოძღვარმა თვითონ უნდა უთხრას საკუთარ მრევლს თუ ის ყაჩაღია, რომ სასწრაფოდ დააბრუნოს ქონება და თუ საჭიროა საკუთარი ფეხით გამოცხადდეს სასამართლოში.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი Jul 31 2007, 11:27 AM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



როდესაც მეგობარი გაგანდობს რაღაც დანაშაულს და შენ წახვალ და უჩილვებ და ჩაუშვებ ეგ ცოდვაა არაა ესეგი??? და რომ გაუგო ადამიანს და საიდუმლო შეინახო ცადვაა??? მე პირიქით მგონია..


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
catherina_10
პოსტი Jul 31 2007, 11:30 AM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 847
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,816



არამგონია დამნაშავის მხილება ცოდვა იყოს, პირიქით დროულად უნდა მოხდეს რომ კიდევ სხვაც არ გააუბედუროს

"როდესაც მეგობარი გაგანდობს რაღაც დანაშაულს და შენ წახვალ და უჩილვებ და ჩაუშვებ ეგ ცოდვაა არაა ესეგი??? და რომ გაუგო ადამიანს და საიდუმლო შეინახო ცადვაა??? მე პირიქით მგონია.."
am shemtxvevashi pirdapir arakacuri saqcieli gamovaa magram sxva tvalit rom shexedav albat mainc pasuxi unda agos tavisi danashaulistvis, ravi aba me ase vpikrob
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 31 2007, 11:41 AM
პოსტი #19


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(ილია @ Jul 31 2007, 11:27 AM) *

როდესაც მეგობარი გაგანდობს რაღაც დანაშაულს და შენ წახვალ და უჩილვებ და ჩაუშვებ ეგ ცოდვაა არაა ესე იგი???

რა საკვირველია არაა ცოდვაა.

არა მარტო მეგობარს, საკუთარ ძმასაც თუ არ ჩაუშვებ ცოდვაა . . . რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს . . .


წარმოიდგინე შენმა ძმამ გაძარცვა ვიღაც ადამიანის სახლი, წაამოიღო ფული, რომელიც მის პატრონს ვინ იცის რისთვის სჭირდებოდა. შეიძლება სამკურნალოდაც ანდა იქნებ საარსებოდაც და ამ დროს შენ ეს ყველაფერი გაიგე. იცი მოპარული ფულის ადგილსამყოფელი (ან ვთქვათ მოპარული ნივთის), იცი რომ ის ადამიანი შესაძლოა დაიღუპოს ან გაუბედურდეს ამ ფულის დაკარგვის გამო. შენი ძმა კი არ აბრუნებს ამ ფულს და ადამიანს წირავს სასიკვდილოდ (ანდა ჯანმრთელობის მოსასპობად). შენ ეს ყველაფერი იცი და შეგიძლია წინ აღუდგე ამ დანაშაულის დამღუპველ შედეგებს, მაგრამ ამას არ აკეთებ. ვინ ხარ? პასუხი მარტივია - ყაჩაღი.

სასამართლოს ესმის რა, რომ ადამიანისთვის ძალიან მძიმეა თუნდაც განზრახ მკვლელი საკუთარი ძმის "ჩაშვება", სასამართლო ოჯახის წევრის დანაშაულის მოპასუხეობისას დუმილის უფლებას იძლევა, მაგრამ ეს არ ვრცელდება მეგობრებზე და მითუმეტეს საერთოდ არ ვრცელდება ვიღაც ადამიანის "ჩაშვებაზე" რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა.

ციტატა(catherina_10 @ Jul 31 2007, 11:30 AM) *

magram sxva tvalit rom shexedav albat mainc pasuxi unda agos tavisi danashaulistvis, ravi aba me ase vpikrob

მართალი ხარ. აი ეს სხვა თვალია სწორედ ქრისტეანული ხედვა. სხვა შემთხვევაში წინააღმრდეგობაში მოვალთ საეკლესიო სამართლათან და დაახლოებით იგივე კანონით დავისჯებით, რასაც დანაშაულის ჩამდენი, რომლის ვინაობაც ვიცით და ხელს ვაფარებთ.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 31 2007, 12:05 PM
პოსტი #20


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(ილია @ Jul 31 2007, 11:27 AM) *

და რომ გაუგო ადამიანს და საიდუმლო შეინახო ცადვაა??? მე პირიქით მგონია..

ცუდადაა მე მგონი ჩვენი საქმე . . . rolleyes.gif

რა უნდა შეინახო?! რა უნდა გაუგო ადამიანს?! მკვლელობა?! ყაჩაღობა?! ქურდობა?!

ის ადამიანი, რომელსაც ქურდობის ან ყაჩაღობის გაგება შეუძლია და ამავდროულად არანაირად არ ეხმარება სასამართლოს, რომ დამნაშავეს პასუხი აგებინონ ანდა ქონება დააბრუნებინონ თვითონაც ყაჩაღი და ქურდია.

პირიქით გგონია?! საინტერესოა საიდან მოდის ასეთი ცნობიერება ადამიანში, ეტყობა ქურდული მენტალიტეტის ანარეკლი და ერთ-ერთი შორეული ფორმაა, ანდა შესაძლოა არ გვინდა საკუთარი თავი რთულ სიტუაციაში ჩავიგდოთ და დამნაშავის ახლობლებს დავუპირისპირდეთ და ამგვარად ვიცავთ თავს. მიზეზი მართლა არ ვიცი, მაგრამ ქრისტეანობასთან საერთო, რომ არა აქვს ეს კი ცხადზე უცხადესია.

დამნაშავის "არ ჩაშვება" ნიშნავს დამნაშავის თანადგომას. დამნაშავის თანადგომა კი იგივე დამნაშავეობაა. დამნაშავეობა კი ცოდვაა.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

21 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 08:46 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი