ქრისტიანოფობია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტიანოფობია |
georgios |
Sep 21 2011, 02:00 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
ქრისტიანოფობია - ამ სიტყვით შეგვიძლია აღვნიშნოთ სხვადასხვა ფორმები უარყოფითი რეაქციისა, შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციისა ქრისტიანთა მიმართ.
ამ საკითხზე თემა გავხსენი თბილისის ფორუმზე, მაგრამ ერთი-ორი დამცინავი პოსტის გარდა ვერაფერი მივიღე. არც არავინ დაინტერესებულა იქ ამ საკითხით. ამ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ მასალებს ევროპის მასშტაბით ქრისტიანული აზრის არამართლზომიერი შეზღუდვის, ქრისტიანობის მიმართ გამოხატული სიძულვილის შესახებ. ძალზე დამაფიქრებელია ბევრი რამე... http://www.intoleranceagainstchristians.eu/# რა ადგილი უკავია ქრისტიანობას თანამედროვე მსოფლიოში? რა ელის მას მომავალში, ხომ არ არის მიმდინარე მოვლენები მანიშნებელი ხალხში მისი დაქვეითების? როგორია მისი ადგილი თუნდაც ევროპაში, რომელიც ითვლება ქრისტიანულ სამყაროდ, მაგრამ... ქრისტიანოფობიასთან დაკავშირებით რა ფაქტებს გაიხსენებდით? მოიყვანეთ მაგალითები და რა სამართლებირვი შედეგები და საზოგადოებრივი გამოხმაურება მოჰყვა მათ. ვფიქრობ, ეს საკითხი ნელნელა სულ უფრო დიდ მნიშვნელობას უნდა იღებდეს. მართალია, ქრისტიანები ყოველთვის გარკვეული ოდენობით იდევნებოდნენ, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობა ცოტა სხვანაირია... -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
A.V.M |
Sep 21 2011, 10:27 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მოკლედ არ ვიცი ის რაც მე უნდა დავწერო რამდენად შეესაბამება ამ თემას ან საერთოდ თუა დასაწერი,მაგრამ დღეს იმდენი ვიცინე(რა იყო ამაში სასაცილო)რომ მანც უნდა დავწერო.
მოკლედ დღეს ღამისთევას დავესწარი ერთ-ერთ ტაძარში სადაც სამი მოძღვარი მსახურობს,ეკლესია თითქმის სავსე იყო ხალხით.მსახურების ბოლოს მოძღვარმა მთხოვა,რომ შესაწირი ყუთიდან ამომეღო შემოსული თანხა და სამ სასულიერო პირზე თანაბრად გამეყო. გაყოფის შემდეგ თითოეულს 2 ლარი და 30 თეთრი ერგო. მე იმას არ ვამბობ რომ რატომ ამაზე მეტი არ იყო და.ა.შ.რაც საჭიროა უფალმა ის მიცა მათ,მაგრამ იმაზე მეცინება,რომ ქუჩაში ვიღაც ,,დარეხვილები"ამ მამაოებზე(ცალ-ცალკე ან ერთად)იტყვიან: ,,აუ ამათ რომ ფული შემუდით ჩემი, და.ა.შ." -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
georgios |
Sep 21 2011, 10:44 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
A.V.M
ციტატა მოკლედ არ ვიცი ის რაც მე უნდა დავწერო რამდენად შეესაბამება ამ თემას ან საერთოდ თუა დასაწერი,მაგრამ დღეს იმდენი ვიცინე(რა იყო ამაში სასაცილო)რომ მანც უნდა დავწერო.მოკლედ დღეს ღამისთევას დავესწარი ერთ-ერთ ტაძარში სადაც სამი მოძღვარი მსახურობს,ეკლესია თითქმის სავსე იყო ხალხით.მსახურების ბოლოს მოძღვარმა მთხოვა,რომ შესაწირი ყუთიდან ამომეღო შემოსული თანხა და სამ სასულიერო პირზე თანაბრად გამეყო.გაყოფის შემდეგ თითოეულს 2 ლარი და 30 თეთრი ერგო.მე იმას არ ვამბობ რომ რატომ ამაზე მეტი არ იყო და.ა.შ.რაც საჭიროა უფალმა ის მიცა მათ,მაგრამ იმაზე მეცინება,რომ ქუჩაში ვიღაც ,,დარეხვილები"ამ მამაოებზე(ცალ-ცალკე ან ერთად)იტყვიან:,,აუ ამათ რომ ფული შემუდით ჩემი, და.ა.შ." ცალკეული სასულიერო პირების ქონებრივი მდგომარეობა ცოტა სხვა საკითხია. თემა ეხება ქრისტიანული აღმსარებლობის გამო როგორი პრობლემები ექმნებათ ადამიანებს. მთელს მსოფლიოში ძალზე გახმაურებული ფაქტი: პაკისტანელი ქალი, ასია ბიბი სიკვდილმისჯილია როგორც ვიცი დღესაც თავისი ქრისტიანული შეხედულებების გამო. როგორც ირკვევა, წყლის მიწოდებისას სხვა ქალებმა არ მიიღეს მისგან წყალი, როგორც ქრისტიანისგან. ამას მოჰყვა კამათი და ბიბიმ დაადასტურა, რომ ქრისტე არის ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი და არა მუჰამედი. ხოლო პაკისტანის კანონით, სიკვდილით უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც შეურაცხყოფს მუჰამედს. ეს განცხადება კი მუჰამედის დიდ შეურაცხყოფად ითვლება. მოკლედ, ასია ბიბის მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა და როგორც ვიცი, დღემდე მიდის ჭიდაობა გადაწყვეტილების შეცვლისთვის. ეს პირველი შემთხვევაა პაკისტანში, როდესაც ხდება ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევა და სიკვდილი მიესაჯა პირს მისი დარღვევისთვის. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
George Leluashvili |
Sep 21 2011, 11:30 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
georgios
ციტატა ბიბიმ დაადასტურა, რომ ქრისტე არის ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი და არა მუჰამედი. ამას ვენაცვალე! ქრისტე იყოს მისი შემწე; შეიძლება პარადოქსია, მაგრამ ამ ამბავმა დამწუხრების ნაცვლად უფრო გამამხნევა. და ისმის კითხვა-ჩვენ რაღა გვჭირს, ზოგიერთს ქრისტეს სიტყვით აღიარებისაც რომ რცხვენია? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მხევალი ნინო |
Sep 21 2011, 11:32 PM
პოსტი
#5
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
A.V.M
ციტატა გაყოფის შემდეგ თითოეულს 2 ლარი და 30 თეთრი ერგო. რა საყვარელი მრევლი ვართ : ) მღვდელს რად უნდა ჭამა , ჩვენი მაძრისად ყოფნაც ეყოფათ: ) -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
georgios |
Sep 21 2011, 11:49 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა ამას ვენაცვალე!ქრისტე იყოს მისი შემწე;შეიძლება პარადოქსია, მაგრამ ამ ამბავმა დამწუხრების ნაცვლად უფრო გამამხნევა. როგორც ვიცი, ციხეში მარხულობს. დიდი ხანია უკვე ასეთ მდგომარეობაშია და სიახლე რამე თუ არის, ვერ მოვიძიე ინტერნეტში. ეს კი მოკლე მიმოხილვა თანამედროვე სამყაროში ქრისტიანების მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ. http://www.youtube.com/watch?v=u729BmvdkUM -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
George Leluashvili |
Sep 22 2011, 12:11 AM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
georgios
ციტატა როგორც ვიცი, ციხეში მარხულობს. დიდი ხანია უკვე ასეთ მდგომარეობაშია და სიახლე რამე თუ არის, ვერ მოვიძიე ინტერნეტში. აუ მაინც ცოდოა რა (ნეტა მე ვიყო მისნაირი ცოდო). ნეტა როდის დასჯიან? იქნებ გადაიფიქრონ... -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
georgios |
Sep 22 2011, 12:15 AM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა აუ მაინც ცოდოა რა (ნეტა მე ვიყო მისნაირი ცოდო).ნეტა როდის დასჯიან? იქნებ გადაიფიქრონ... ასია ბიბი კათოლიკე ქრისტიანია და განსაკუთრებით კათოლიკური სამყაროა ჩარეული მაგ ამბავში. ყველანაირად ცდილობენ ადამიანის უფლებათა დამცველებიც, რომ როგორმე შეუმსუბუქონ მაინც სასჯელი... თან პაკისტანში ეს პირველი პრეცედენტია. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
A.V.M |
Sep 22 2011, 04:37 PM
პოსტი
#9
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა რა საყვარელი მრევლი ვართ : ) მღვდელს რად უნდა ჭამა , ჩვენი მაძრისად ყოფნაც ეყოფათ: ) გაიხარე მხევალო. მაგრამ მე დიდი ყურადღება იმისთვის არ მიმიქცევია თუ რამდენი აქვს ან როგორ. მე ის ავღნიშნე რომ ვიღაც,ვინც გარედან უურებს ამ მამაოებზე იტყვის ამათ რომ ფული აქვთ ნეტა იმდენი... ღმერთმა უშველოს ყველას. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
orthodox-georgia |
Sep 22 2011, 05:45 PM
პოსტი
#10
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
ციტატა ასია ბიბი სიკვდილმისჯილია გააძლიეროს უფალმა. ქრისტესათვის სიკვდილი დიდი ბედნიერებაა და უკვე ფუფუნებაცაა დღევანდელ მსოფლიოში -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
georgios |
Sep 22 2011, 06:06 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
ძალზე გახმაურებული მკვლელობა - მოსკოვში 2009 წლის 20 ნოემბერს ტაძარში საღვთისმსახურო წესის აღსრულების დროს მოკლეს მღვდელი დანიელ სისოევი. ის იყო აქტიური მისიონერი, კერძოდ მუსულმანებს შორის ქადაგებდა მართლმადიდებლობას. მუსლიმებისგან მას არა ერთხელ მიუღია მძაფრი კრიტიკა და მუქარები. 2009 წლის შემოდგომაზეც სისოევმა თავად განაცხადა, რომ ისევ დაემუქრნენ სიკვდილით, თუკი არ შეწყვეტდა თავის საქმიანობას.
მკვლელის ვინაობა და მკვლელობის ზუსტი გარემოებები ვერ დადგინდა. ასევე საეკლესიო პირებმა თავი შეიკავეს მკვლელობის ამსრულებლების ან წამქეზებლების სავარაუდო დასახალებისგან, რათა არ გამოეწვიათ ამითი მასიური დაპირისპირება სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეებს შორის. თუმცა აშკარაა, რომ მკვლელობა სისოევის მოღვაწეობას უნდა უკავშირდებოდეს. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
A.V.M |
Sep 22 2011, 06:09 PM
პოსტი
#12
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა იქნებ გადაიფიქრონ... მოწამე რომ ვხდებოდე და ვიღაცამ ,,შემიწყალოს"ხო გადავირიე ტანსაცმლიანად. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
George Leluashvili |
Sep 22 2011, 06:14 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
A.V.M
ციტატა მოწამე რომ ვხდებოდე და ვიღაცამ ,,შემიწყალოს"ხო გადავირიე ტანსაცმლიანად. აბა კათოლიკე მოწამე ყოფილიყავი...მერეც ამ აზრზე იქნებოდი? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
Sep 22 2011, 06:22 PM
პოსტი
#14
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა აბა კათოლიკე მოწამე ყოფილიყავი...მერეც ამ აზრზე იქნებოდი? მაინც მონახე არა არგუმენტი... მარა ისე რო დავფიქრდეთ,მართლმადიდებლის ჯოჯოხეთში მოხვედრას კი ჯობია კათოლიკური რწმენისთვის მოწამეობა. ,,ვაი შენდა ქორაზინ და ვაი შენდა ბეთსაიდ.და შენ კაპერნაუმო ცამდე აყვანებულო,ჯოჯოხეთამდე შთახდები" (სოდომ გომორმა არ იცოდა ჭეშმარიტება და ამ ქალაქებში კი ქრისტემ უამრავი სასწაული მოახდინა.ამიტომ იქნება განკითხვის დღეს მათზე უარესი.) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
George Leluashvili |
Sep 22 2011, 06:49 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
A.V.M
ციტატა მარა ისე რო დავფიქრდეთ,მართლმადიდებლის ჯოჯოხეთში მოხვედრას კი ჯობია კათოლიკური რწმენისთვის მოწამეობა. რო დავფიქრდეთ დასავლეთში სხვა გზა აქვთ ქრისტეს მორწმუნეებს? კათოლიციზმს მიაქ იქაურობა და რა უნდა ვთქვათ ახლა, ეს ქალი ვერ ცხონდება ვინაიდან კათოლიკურად აღესრულაო? ამას მხოლოდ ფანატი და სულიერად ბრმა იტყვის. ღმერთმა განსაჯოს! -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
damiane80 |
Sep 23 2011, 06:06 AM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
A.V.M რო დავფიქრდეთ დასავლეთში სხვა გზა აქვთ ქრისტეს მორწმუნეებს? კათოლიციზმს მიაქ იქაურობა და რა უნდა ვთქვათ ახლა, ეს ქალი ვერ ცხონდება ვინაიდან კათოლიკურად აღესრულაო? ამას მხოლოდ ფანატი და სულიერად ბრმა იტყვის. ღმერთმა განსაჯოს! მიდგომაა პრინციპულად არასწორი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მართლმადიდებლობა არის სწორი გზა უფლისაკენ და ამ გზაზე სწორად მავალი ადამიანი ცხონდება, რაც შეეხება სხვა რელიგიებს ეს სახიფათო გზაა, შეიძლება ადამიანი ხრამში გადაიჩეხოს. რაც შეეხება საუბარს კონკრეტულ ადამიანზე, არასდროს უნდა ვთქვათ ეს ადამიანი ცხონდა ან ვერ ცხონდაო, რადგან სამოთხეში პირველად ავაზაკი შევიდა და ის მართლმადიდებლურად მონათლული სულაც არ ყოფილა. აი მოუსმინეთ რუსეთის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორს. საინტერესო იქნება: http://www.youtube.com/watch?v=-v4ia7HXvq4...593FB3EC0C81FEB |
George Leluashvili |
Sep 23 2011, 03:07 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
damiane80
ციტატა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მართლმადიდებლობა არის სწორი გზა უფლისაკენ და ამ გზაზე სწორად მავალი ადამიანი ცხონდება, რაც შეეხება სხვა რელიგიებს ეს სახიფათო გზაა, შეიძლება ადამიანი ხრამში გადაიჩეხოს.რაც შეეხება საუბარს კონკრეტულ ადამიანზე, არასდროს უნდა ვთქვათ ეს ადამიანი ცხონდა ან ვერ ცხონდაო ამაში გეთანხმები; იმედია ამას მე არ მეუბნები. ხომ გესმის ციტატა სამოთხეში პირველად ავაზაკი შევიდა და ის მართლმადიდებლურად მონათლული სულაც არ ყოფილა. ეს კი არასწორია, რადგან ავაზაკამდე არ ყოფილა ნათლობის საიდუმლო დადგინებული, ეს ქრისტემ მხოლოდ თავისი აღდგომის შემდეგ დააწესა. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
Sep 23 2011, 05:04 PM
პოსტი
#18
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა მიდგომაა პრინციპულად არასწორი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მართლმადიდებლობა არის სწორი გზა უფლისაკენ და ამ გზაზე სწორად მავალი ადამიანი ცხონდება, რაც შეეხება სხვა რელიგიებს ეს სახიფათო გზაა, შეიძლება ადამიანი ხრამში გადაიჩეხოს. რაც შეეხება საუბარს კონკრეტულ ადამიანზე, არასდროს უნდა ვთქვათ ეს ადამიანი ცხონდა ან ვერ ცხონდაო, რადგან სამოთხეში პირველად ავაზაკი შევიდა და ის მართლმადიდებლურად მონათლული სულაც არ ყოფილა. მე მგონი განმარტვას საჭიოროებს ზოგიერთი რამ და შევეცდები. მოკლედ მე რომ მართლმადიდებლობა ერთადერთ სრულყოფილ რწმენად და იმ ძალად რომელსაც ცხონება შეუძლია(მხოლოდ) არ მეგონს, ამ ეკლესიის წევრი არ ვიქნებოდი.მაგრამ მე სხვა რამეს ვგულისხმობდი. 1-მოვიშველიებ დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს,რომელიც ამბობს,რომ თუ ადამიანმა ისე იცხოვრა რომ გაგებულიც არ ჰქონდა მართლმადიდებლობის შესახებ და გარდაიცვალა განისჯება საკუთარი სინდისის მიხედვით 2-წმ.მაკარი დიდმა,როდესაც ესაუბრებოდა თავის ქალას გაიგო,რომ ურწმუნოები ჯოჯოხეთში იყვნენ,ხოლო მათნაირი ცოდვით დაცემული ქრისტიანები კი უფრო მეტად იტაბჯებოდნენ. 3-ქორაზინ და ბეთსაიდზე უკვე ვისაუბრე 4-ჩვენ მეტი მოგვეცა და ვიღაც წარმართზე მეტი მოგვეთხოვება რწმენით,საქმით,ლოცვით,მაგალი ით... |
George Leluashvili |
Sep 23 2011, 08:53 PM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
A.V.M
ციტატა 1-მოვიშველიებ დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს,რომელიც ამბობს,რომ თუ ადამიანმა ისე იცხოვრა რომ გაგებულიც არ ჰქონდა მართლმადიდებლობის შესახებ და გარდაიცვალა განისჯება საკუთარი სინდისის მიხედვით ალბათ გინდოდა გეთქვა, პავლე მოციქულს -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
damiane80 |
Sep 24 2011, 12:57 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
ერთი საკითხი გამახსენდა ამ თემასთან მიმარტებაში და მინდა წამოვწიო, კერძოდ აი რა:
როგორც ეკლესიის სწავლება გვეუბნება, მაცხოვარი ჯვარცმის შემდეგ შთავიდა რა ჯოჯოხეთში, შემუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი და გამოიხსნა მართალთა სულები, ნუ ჩვენს დროში თუ გადმოვიყვანთ ამას, ეს მოხდა ჯვარცმის შემდეგ. მაგრამ აი კითხვა: ჯოჯოხეთში შთასვლაც და იქედან მართლების სულის გამოხსნა, ეს იყო ასე ვთქვათ ერთჯერადი აქტი (ანუ რომელიც მოხდა ერთხელ,მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ)?? თუ, პირიქით, ეს არ არის ერთჯერადი აქტი და მაცხოვარი ჯოჯოხეთში მოხვედრილ ყველა მართალს (არაქრისტიანს) იმავე წესით გამოიხსნის, როგორც გამოიხსნა ჯვარცმის შემდეგ მართალთა სულები??? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 08:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი