ზეციური იერარქია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ზეციური იერარქია |
mr_morrison |
Feb 10 2007, 02:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 376 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 164 |
ალბათ იცით ყველამ უსხეულოთა იერარქია. მე მაინტერესებს ერთი რამ მთავარანგელოზნი უქვემოესთა რიგებშია და როგორ მიეკუთვნება ზოგი მთავარანგელოზი ქერუბიმებს, შეგიძლიათ ამიხსნათ?
-------------------- მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
|
mr_morrison |
Feb 14 2007, 12:16 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 376 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 164 |
გამომეხმაურეეეეეეეეეეეეეეე
. ძალიან მაკვირვებს ისე ფორუმელების ქცევა. ყველაზე საინტერსო ღვთისმეტყველებაა და ყველაზე ცოტა პოსტი აქ არის მგონი -------------------- მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
|
დათიკო |
Feb 14 2007, 12:46 AM
პოსტი
#3
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
mr_morrison
ყველაზე საინტერესო და ამავე დროს ყველაზე რთულიც. უპირველეს ყოვლისა გთხოვ გაეცნო ამ შრომებს http://orthodoxy.wanex.net/gvtismetkveleba/damaskeli/17.htm http://orthodoxy.wanex.net/gvtismetkveleba...azanski/7.htm#4 ანგელოზთა იერარქიაზეც მანდვე წერია. ანგელოზთა რიცხვი. ანგელოზთა ხარისხები წმიდა წერილის მიხედვით უზარმაზარია ანგელოზთა სამყარო. როდესაც დანიელ წინასწარმეტყველმა სიზმარში „ძუელთა დღეთა“ იხილა, მას თვალწინ გადაეშალა „ათასნი ათათასნი“, რომელიც „ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა სამსჯავროს“ (დან. 7,9-10). ძე ღვთისას ამა სოფლად მოვლინებას ადიდებდა ანგელოზთა „სიმრავლე ერთა ცისათა“ (ლკ. 2,13). „წარმოიდგინე, - ამბობს წმ. კირილე იერუსალიმელი, - რაოდენ მრავალრიცხოვანნი არიან რომაელნი და ამჟამად მცხოვრები სხვა ტლანქი ხალხები. იფიქრე - ასი ან ათასწლეულის განმავლობაში რამდენი ადამიანი აღესრულა. წარმოიდგინე - ადამიდან მოყოლებული დღევანდლამდე რამდენი დასამარდა - უზარმაზარია მათი რიცხვი. მაგრამ ანგელოზთა რაოდენობა მასთან შედარებით გაცილებით დიდია. კაცთა მოდგმა მხოლოდ ერთი ცხოვარია, როცა ანგელოზნი ოთხმოცდაცხრამეტნი არიან. დიდ სივრცეს მრავალრიცხოვანი მკვიდრნიც უნდა ჰყავდეს. ჩვენს მიერ დასახლებული დედამიწა ცის შუაგულში არსებულ რაღაც წერტილს მოგვაგონებს. რამდენადაც გარემომცველი ცა აღემატება სივრცობრივად დედამიწას, იმდენადვე მეტია ზეციურ მკვიდრთა რიცხვიც. ცანი ცათანი ანგელოზთა წარმოუდგენელ რაოდენობას იტევს. თუ დაწერილია, რომ „ათასნი ათათასნი ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა“ (დან. 7,10) - ეს მხოლოდ იმიტომ, რომ წინასწარმეტყველმა ვეღარ შეძლო უფრო აღმატებული რიცხვის დასახელება“ 14. ანგელოზთა ამგვარი მრავალრიცხოვნება ბუნებრივად გვაფიქრებინებს, რომ ნივთიერი სამყაროს მსგავსად ზეციურ ძალთა სამყაროშიც არსებობს სრულყოფის განსხვავებული ხარისხები, სხვადასხვა საფეხურები თუ იერარქიული წყობა. მაგალითად, საღვთო წერილი ზოგ მათგანს „ანგელოზს“ უწოდებს, სხვას - „მთავარანგელოზს“ (I თეს. 4,15; იუდა 4,9). მართლმადიდებელი ეკლესია სახელმძღვანელოდ მიმართავს ძველი ეკლესიის მწერალთა და მამათა მოსაზრებებს, განსაკუთრებით წმ. დიონისე არეოპაგელის ავტორობით შექმნილ თხზულებას „ზეციური იერარქიის შესახებ“ და მათზე დაყრდნობით ანგელოზთა სამყაროს ცხრა ხარისხად ან დასად ყოფს; მათ თავის მხრივ სამ იერარქიულ ტრიადად (მწყობრად) ანაწილებს, რომელთაგან თითოეული სამი დასისგან შედგება. პირველ იერარქიულ ტრიადაში ღმერთთან ყველაზე დაახლოებულნი: საყდარნი, ქერუბიმნი და სერაბიმნი ერთიანდებიან. მეორე, შუა ტრიადაში - უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი. ჩვენთან ყველაზე ახლოს მდგომ მესამე ტრიადაში კი მთავრობანი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი15. ანგელოზთა ცხრა დასად გადანაწილებას ვხვდებით „მოციქულთა კანონებში“, იგივეს იმეორებენ „მოციქულთა განწესებანი“, წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი, წმ. იოანე ოქროპირი, მოგვიანებით - წმ. გრიგოლ დიოლოღოსი, ღირსი იოანე დამასკელი და სხვანი. აი, წმ. გრიგოლ დიოლოღოსის სიტყვები: „საღვთო წერილის მიხედვით ვიცით, რომ არსებობენ ანგელოზები, მთავარანგელოზები, ძალნი, უფლებანი, მთავრობანი, ხელმწიფებანი, საყდარნი, ქერუბიმნი და სერაბიმნი. ამიტომ ვაღიარებთ ანგელოზთა ცხრა დასს. ანგელოზთა და მთავარანგელოზთა არსებობა წმიდა წერილის თითქმის ყველა გვერდზე დასტურდება. როგორც ცნობილია, წინასწარმეტყველთა წიგნებში ხშირად ახსენებენ ქერუბიმებსა და სერაბიმებს. კიდევ ოთხი დასის სახელი მოჰყავს პავლე მოციქულს ეპისტოლეებში ეფესელთა და კორინთელთა მიმართ: „უზეშთაეს ყოველთა მთავრობათა და ხელმწიფებათა და ძალთა და უფლებათა...“ (ეფ. 1,21) და „...ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ხელმწიფებანი“ (კოლ. 1,16). როდესაც ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში ნახსენებ ოთხ დასს: მთავრობებს, უფლებებს, ძალებსა და ხელმწიფებებს - დაემატება საყდარნი, მივიღებთ ცალკე ხუთ დასს. ხოლო ანგელოზთა, მთავარანგელოზთა, ქერუბიმთა და სერაბიმებთან ერთად ცხრა დასი გამოვა“16. და მართლაც, წმიდა წერილის წიგნებში გვხვდება ზემოჩამოთვლილი დასები, ოღონდ ცხრაზე მეტი არ მოიხსენიება. აი, ადგილები სადაც ნახსენები არიან ქერუბიმნი: შესაქმე - 3, ფსალმუნნი - 70 და 98, იეზეკიელი - 1 და 10; სერაბიმები: ესაია - 6; ძალნი: ეპისტოლე ეფესელთა მიმართ - 1 და რომაელთა მიმართ - 8; საყდარნი, მთავრობანი, ხელმწიფებანი, უფლებანი: კოლასელთა - 1, ეფესელთა 1 და 3; მთავარანგელოზები: 1 თესალონიკელთა - 4 და იუდა - 9 მუხლი; ანგელოზები: 1 პეტრე - 3 და რომაელთა მიმართ - 8 და სხვა. მაშასადამე, ეკლესიის სწავლებით ანგელოზთა დასების რაოდენობა ჩვეულებრივ ცხრა რიცხვით შემოისაზღვრება. ეკლესიის ზოგიერთი მამა გამოთქვამს პირად, კეთილწესიერ თვალსაზრისს, რომ ანგელოზთა ცხრა დასი მხოლოდ საღვთო წერილში გამოცხადებულ სახელებსა და დასებს მოიცავს, მაგრამ მათ გარდა არსებობს ანგელოზთა ბევრი ისეთი დასი და სახელიც, რომელიც სააქაოდ არ გვეუწყა და უკვე საიქიოდ გახდება გასაგები. ამ მოსაზრებას ავითარებენ წმ. იოანე ოქროპირი, ნეტარი თეოდორიტე, თეოფილაქტე ბულგარელი. ოქროპირი ამბობს: „არის, ჭეშმარიტად არის სხვა ძალები, რომელთა სახელებიც კი არ ვიცით... ზეცად მკვიდრობენ არა მარტო ანგელოზები, მთავარანგელოზები, საყდარნი, ხელმწიფებანი, მთავრობანი, არამედ იქვეა ურიცხვი განსხვავებული გვარი და წარმოუდგენლად უამრავი კლასი, რომელთა აღწერა სიტყვით საერთოდ შეუძლებელია. საიდან ჩანს, რომ ზემოთ ნახსენებზე მეტი ძალნი არსებობენ და რომ ზოგი მათგანის სახელიც კი არ ვიცით? პავლე მოციქული საუბარობს ერთ თემაზე - ამოწმებს ქრისტეს შესახებ და იქვე ახსენებს მეორე საკითხსაც: „... და დასუა მარჯუენით მისა ზეცათა შინა, უზეშთაეს ყოველთა მთავრობათა და ხელმწიფებათა და ძალთა და უფლებათა, და ყოვლისა სახელისა, რომელი სახელდებულ არს არა ხოლო თუ ამას სოფელსა, არამედ მერმესაცა ამას“ (ეფ. 1,20-21). ხედავთ, რომ არსებობს რაღაც სახელები, რომლებიც ახლა არ ვიცით, მაგრამ შემდგომში გავიგებთ? ამიტომაც თქვა: „ყოვლისა სახელისა რომელი სახელდებულ არს არა ხოლო თუ ამას სოფელსა, არამედ მერმესაცა ამას“ - ეს გამონათქვამი ეკლესიის მიერ პირად მსჯელობად განიხილება. საერთოდ, ძველნი მწყემსნი მიიჩნევდნენ, რომ ზეციური იერარქიის შესახებ სწავლება საიდუმლოა. წმ. დიონისე ნაშრომში „ზეციური იერარქიის შესახებ“ ასე მსჯელობს: „ზეციურ არსებათა რამდენი დასი არსებობს, როგორია ისინი და რარიგად აღესრულება იერარქიის საიდუმლო, ეს ზუსტად მხოლოდ ღმერთმა უწყის - იგია მიზეზი ამ იერარქიისა. საკუთარი მადლმოსილება და ნათელი ზეციურმა არსებებმაც იციან, მათვე უწყიან, თუ ვინ არიან წმიდა და არაამქვეყნიურ დასთა მთავარნი. ჩვენთვის მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რა ცოდნაც ღმერთის წყალობით გამოგვიცხადეს ანგელოზებმა თავისთავზე“17. ამგვარადვე მსჯელობს ნეტარი ავგუსტინეც: „შეუორგულებლად მწამს, რომ ზეციურ სავანეებში არსებობენ საყდარნი, ხელმწიფებანი, მთავრობანი და უფლებანი. რომ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან - ესეც უეჭველად მიმაჩნია. მაგრამ როგორნი არიან და ზუსტად რითი განირჩევიან - ეს არ ვიცი“. წმიდა წერილში ზოგ უმაღლეს ანგელოზს საკუთარი სახელი აქვს მინიჭებული. კანონიკურ წიგნებში ორი ასეთი სახელი გვხვდება: „მიქაელი“ (ღვთისებრი, დან. 10,13; 12,1; იუდ. 9; გამოცხ. 12,7-8) და „გაბრიელი“ (კაცი ღვთისა, დან. 8,16; 9,21; ლკ. 1,19,26). არაკანონიკურ წიგნებში ანგელოზთა სამი სახელია ნახსენები: „რაფაელი“ (ღვთის შემწეობა, ტობ. 3,16; 12,12-15), „ურიელი“ (ცეცხლი ღვთისა - 3 ეზრ. 4,1; 5,20) და „სალაფიელი“ (ღვთისადმი ლოცვა - 3 ეზრ. 5,16). გარდა ამისა, კეთილწესიერი გადმოცემით ვიცით კიდევ ორი ანგელოზის სახელი: „იეგუდიელი“ (დიდება ღვთისა) და „ვარახიელი“ (კურთხევა ღვთისა). ისინი წმიდა წერილში არ გვხვდება (მხოლოდ ეზრას მე-2 წიგნში 4,36 იხსენიება „იერემიელი“ - საღვთო სიმაღლე). ამრიგად, მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში ჩაწერილი სიტყვების შესაბამისად გამოცხადებულია შვიდი უმაღლესი ანგელოზის სახელი. „მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისაგან, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, და შჳდთა მათ სულთაგან, რომელნი წინაშე საყდარსა მისსა არიან“ (გამოცხ. 1,4). პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
mr_morrison |
Feb 17 2007, 02:11 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 376 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 164 |
დათიკო მადლობ ამ ინფორმაციისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი წაკითხული მაქვს, დიონისე არეოპაგელის ”ზეციური იერარქია” წავიკეთხა ეხლახანს სხვა მამათა თხზულებები ამ საკითხზე და ეს ვერ გავიგე შვიდი მთავარანგელოსი ქერუბიმები რომ არიან. საერთოდ მთავარანგელოზები ხომ უქვემოეს მწკრივებს განეკუთვნება
-------------------- მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
|
Funkenstein |
May 5 2009, 05:49 PM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 511 რეგისტრ.: 9-January 09 წევრი № 6,259 |
მე ესეთი ვერსია მითხრეს რომ თავიდან იყო ანგელოზთა თორმეტი დასიო, აქედან სამი დასი ღმერთს განუდგა და ღმერთმა ისინი გადმოყარა ზეციდანო და სწორედ ამ სამი დასის ხელმეორედ შესავსებად ღმერთმა შექმნა ადამიანიო. მე ესეთი ვერსია პირველად გავიგე, მაინტერესებს თქვენი აზრი ამის შესახებ!
|
death |
May 5 2009, 10:51 PM
პოსტი
#6
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
მე ესეთი ვერსია მითხრეს რომ თავიდან იყო ანგელოზთა თორმეტი დასიო, აქედან სამი დასი ღმერთს განუდგა და ღმერთმა ისინი გადმოყარა ზეციდანო და სწორედ ამ სამი დასის ხელმეორედ შესავსებად ღმერთმა შექმნა ადამიანიო. მე ესეთი ვერსია პირველად გავიგე, მაინტერესებს თქვენი აზრი ამის შესახებ! არ არის სწორი. თავიდანვე თორმეტი დასი არსებობდა, თუმცა ობიექტურობაც მოითხოვს აღნიშნოს, რომ შეიძლება მეტიც იყო და ჩვენთვის არ იყოს ცნობილი მაგრამ ბიბლიდან ვიცით 9. ღმერთს სამი დასი ვერ განუდგებოდა, რადგან განდგომა პირვონული არჩევანის შედეგად მოხდა და არა კოლექტიური. ადამიანს რაც შეეხება, ადამიანი არ არის ანგელოზი და არც არსად წერია რომ ოდესმე გახდება. -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
agmsarebeli |
May 5 2009, 11:02 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
წმინდა დიონისეს სწავლებით არსებობს ცხრა დასი. თუმცა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ კიდევ არსებობს ანგელოზები, რომელთა სახელებიც ამ ქვეყნად არ გვეუწყა და სამომავლოდ განცხადდებაო.
ასეა თუ ისე ეკლესია იღებს სწავლებას ცხრა დასზე. მთავარანგელოზთა დასი მიეკუთვნება ბოლო ტრიადას ...ანუ მესამე მწკრივს და არის მაკავშირებელი მთავრობათა და ანგელოზთა დასისა. |
marine |
Feb 10 2014, 02:47 PM
პოსტი
#8
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბუნებრივ სტიქიებს თავიანთი ანგელოზები ჰყავთ".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
G_saxva |
Feb 10 2014, 03:53 PM
პოსტი
#9
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
marine
ციტატა ბუნებრივ სტიქიებს თავიანთი ანგელოზები ჰყავთ". ეს მარინე სად წაიკითხე? -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
Feb 11 2014, 01:24 AM
პოსტი
#10
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
G_saxva
ციტატა ეს მარინე სად წაიკითხე? ეს მეც მაინტერესებს ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
†სერგი† |
Feb 11 2014, 01:31 AM
პოსტი
#11
|
უბრალოდ სერგი ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 335 რეგისტრ.: 18-August 13 წევრი № 13,299 |
დამასკელთანაა მგონი მსგავსი, თუ გამახსენდა რომელ თავშია დავდებ/
|
A.V.M |
Feb 11 2014, 01:35 AM
პოსტი
#12
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
†სერგი†
ნახე აბა ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
Feb 11 2014, 09:49 AM
პოსტი
#13
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
†სერგი†
გვინახე აბა. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
Giorgi Kadagishvili |
Feb 11 2014, 08:30 PM
პოსტი
#14
|
Giorgi Kadagishvili ჯგუფი: Members პოსტები: 140 რეგისტრ.: 18-October 13 წევრი № 13,384 |
mr_morrison
ციტატა ალბათ იცით ყველამ უსხეულოთა იერარქია. უსხეულოში რას გულისხმობთ, მატერიალური სხეულის არ ქონას, თუ სულიერი სხეულის არ ქონას? ციტატა როგორ მიეკუთვნება ზოგი მთავარანგელოზი ქერუბიმებს ვერანაირად ვერ მიეკუთვნება, რადგან ორი ერთმანეთისაგან ბუნებით განსხვავებული არსებები არიან, როგორც მწერი და ფრინველი. marine ციტატა "ბუნებრივ სტიქიებს თავიანთი ანგელოზები ჰყავთ" ნამდვილად. -------------------- ბრძენი ის არის, ვისაც საკუთარი შეცდომები ახსოვს.
|
A.V.M |
Feb 12 2014, 01:17 AM
პოსტი
#15
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
†სერგი†
დადე რა , თორე მე ვნახავ და დაგასწრებ ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
marine |
Nov 25 2014, 05:13 PM
პოსტი
#16
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ლოცვა-კურთხევის შემდეგ, ანტონი დიდი გარდაცვალებისთვის შეემზადა, გასწორდა და მის წასაყვანად მისულ ანგელოზებს მეგობრული მზერა მიაპყრო".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
sanfol |
Nov 25 2014, 06:58 PM
პოსტი
#17
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
სიკვდილის ხელმწიფება ვის აქვს მინიჭებული? ვინ უზრუნველყოფს ჩვენი ამ ქვეყნიდან გაყვანას? და ღმერთის გარდა კიდევ ვის შეუძლია აგვარიდოს (დროებით) სიკვდილი?
-------------------- მშვიდობა თქვენდა
|
marine |
Nov 25 2014, 07:07 PM
პოსტი
#18
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
სიკვდილის ხელმწიფება ვის აქვს მინიჭებული? ვინ უზრუნველყოფს ჩვენი ამ ქვეყნიდან გაყვანას? და ღმერთის გარდა კიდევ ვის შეუძლია აგვარიდოს (დროებით) სიკვდილი? სახარება წაიკითხე... ადამიანის სიცოცხლეს უფალი განაგებს... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
sanfol |
Nov 25 2014, 07:44 PM
პოსტი
#19
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
marine
[quote]სახარება წაიკითხე... ადამ%u -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
marine |
Nov 25 2014, 07:53 PM
პოსტი
#20
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
marine პავლე მოციქულის ეპისტოლე თავი მეორე 12. და ამბობს: „ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს, და შუა საკრებულოში გიგალობ შენ“. 13. ან კიდევ: „მე ვიქნები მისი მოსავი“. ანდა: „აჰა, მე და შვილები, რომლებიც მომცა მამამ“. 14. და რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით განექარებინა ის, ვისაც აქვს ხელმწიფება სიკვდილისა, ანუ ეშმაკი, 15. და დაეხსნა ისინი, ვისაც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლის მანძილზე მონობის უღელი ედგა. ვერ გავიგე ეშმაკს ქონდა ქრისტემდე სიკვდილის ხელმწიფება და ახლა აღარ აქვს? რომელი ეპისტოლედანაა? ზუსტად მითხარი, რომ თვალი გადავავლო... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 10:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი