იოანეზოსიმეს წინასწარმეტყველება და ქართული ენა., მეორედ მოსვლა და ქართული ენა, იოანეზოსიმეს წინასწარმეტყველება სრულდებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იოანეზოსიმეს წინასწარმეტყველება და ქართული ენა., მეორედ მოსვლა და ქართული ენა, იოანეზოსიმეს წინასწარმეტყველება სრულდებ |
marine |
Aug 22 2015, 08:41 PM
პოსტი
#81
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,853 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ანბანის კოშკი
ა რ ვიცი, როგორ ვთქვა, რით დავიწყო ბ ევრს კი არ ვითხოვ, გ ემუდარები მუზავ უნდა განმაწყო, დ უმილს ვერ შევძლებ, ფიქრი სტრიქონად უნდა ავაწყო. ე ნავ ჩემო, ენავ ქართულო, იდუმალო არ წაბილწულო, ვ ენახო ჩემო, ტაძრის კედლებზე ნაჩუქურთმევო, ზ ღვავ ჩემო და ზეცავ ჩემო უკიდეგანოვ, თ ეთრი ქათიბით შემოსილო თეთნულდო ჩემო, ი ებით იისფრად მოფენილო მინდორ– ველო, კ ალმახებით ავსებულო მდინარენნო ჩემო, ლ აშქარს დროშით გაძღოლილო დედაო ჩვენო, მ ირონცხებულ მიწას ვუმღერ, ნ ათელო, ბევრისგან გამეტებით ნათელო, ქვეყანავ ჩემო. ო დესღაც, ხომ ,,დიდი ყოფილა საქართველო“, პ ატარავდება, ცოტავდება, გესმით? ქართველნო. ჟ რუანტელს მგვრის ამაზე ფიქრი რ ანი ვიყავით, ს ად მივდივართ, რა გვემართება, ტ კივილი მკლავს, ტირილი მინდა. უ ფრო მეტი ერთობა გვმართებს, ფ იქრის, აზრის, ქ მედებების ერთობლიობა. ღ ვარცობისაგან უნდა დავიცვათ ყ ველამ ერთად ჩვენი ქვეყანა. შ ორიდან მზერა არას გვარგებს ვფიქრობ ჩ ვენ ახლა, ც ოტაც და ძ ალიან გვიან იქნება ალბათ. წ აგვლეკავს უცხო კულტურა, შური და ბოღმა. ჭ ირისუფლობა არას გვიშველის, მაგრამ მე მჯერა ხ ალხი ბრძენია. კვლავაც გვექნება ხალისი ლხენის, ჯ ირითობის და ჯომარდობის. ჰ ანგად დაღვრილი ლექსების, ქვეყნის შენების, ეს უფრო გვშვენის. /რუსუდან სალუქვაძე ჩანაწერები ინგას უბნიდან, "გულთან ახლოს" გვ.101/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 24 2015, 09:35 PM
პოსტი
#82
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,853 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ირლანდიაში ქართული ანბანის უნიკალური ნიმუშები აღმოაჩინეს
http://artinfo.ge/2015/08/%E1%83%98%E1%83%...83%90%E1%83%9C/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 25 2015, 08:00 PM
პოსტი
#83
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,853 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გაღმერთებამდე უყვარს [ნიკო კეცხოველს] მშობლიური ენა, ჟამთასვლის ქარცეცხლში ძლევით გამოვლილი და ჭირსა და ლხინში ნაწრთობ-ნაცადი, ათასგვარი დროების ბეჭედი რომ აზის"
/"ნიკო კეცხოველი" ელგუჯა მაღრაძე, "გოდება. წერილები" ტ. II, გვ. 598/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 9 2015, 08:47 PM
პოსტი
#84
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,853 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ნიუ იორკის მეტროში ამ დილით: გაჭედილ დილის მეტროში ძლივს მოვნახე დასაჯდმი ადგილი და წიგნი გადავშალე, ჩემს გვერდით გოგონამ გადახედა გადმომხედა და გაბედა “რა შრიფტია ესაო?” და რომ ვუპასუხე “ქართული”, განაგრძო “ულამაზესია!”-ო ... ხომ არაფერი და მაინც ძალიან მესიამოვნა! ასე ყოველი დილა დადებით განწყობით უნდა იწყებოდეს!"
/სალომე ზურაბიშვილი/ /FB/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 9 2015, 11:16 PM
პოსტი
#85
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,853 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„20 წლის წინ გერმანიაში მეტროში მკითხა გოგონამ, რა ენაზე საუბრობთო. ვუპასუხე. საქართველო არ გამიგია, მაგრამ რომ საუბრობთ მგონია, რომ ეფერებით ერთმანეთსო...ვიტირე...“
/FB/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 1 2015, 11:41 AM
პოსტი
#86
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,853 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თურქეთის ქართველებში ქართულად, თითქმის ყველგან, მხოლოდ უფროსი თაობა ლაპარაკობს. მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ქართული ენის საარსებო სივრცე შევიწროებულია და პრაქტიკული აუცილებლობა არ არსებობს.
გარდა ამისა, ყველამ გაიარა მძიმე პერიოდი, როცა ქართული ენა სასტიკად იდევნებოდა... ხშირად მოისმენ უფროსი თაობის წარმომადგენლებისგან, ქართულად თუ იტყოდი რამეს, სასჯელს ვერ აიცილებდიო. ასეც ხდებოდა, შეშას გააპობდნენ, ნაპობში ენას ჩაგაყოფინებდნენ და მერე ენაზე ჩამოგკიდებდნენ ან ენაზე ნემსს დაგარჭობდნენო... ბოლო ხანებში იგრძნობა ინტერესის გაღვიძება ფესვებისა და წინაპრების მიმართ". /"ისტორიანი" N3 "საპატრიარქოს უწყებანი" N30, 2015, გვ. 17/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 6 2015, 01:03 PM
პოსტი
#87
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,853 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„სიტყვაში როგორ გაზომავს ენა, როგორ მოუთხრობს“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 16 2015, 08:50 PM
პოსტი
#88
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,853 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
’’ქართული ენის დამახინჯება კრიმინალური დანაშაულია!’’
განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა ედიშერ მაღალაშვილმა /FB/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 29 2016, 08:51 PM
პოსტი
#89
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,853 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ითვლება, რომ იოანე-ზოსიმე ყველაზე გაკრული ხელით წერდა, მაგრამ მის მიერ შესრულებული ხელნაწერიც კი იმდენად ცოცხალი და ბუნებრივია, რომ ისიც მიუწვდომელია დღევანდელი კალიგრაფისთვის".
/რაფაელ გოგიტიძე "კარიბჭე" N2, 2015, გვ.16/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 23 2016, 11:23 PM
პოსტი
#90
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,853 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სულ მცირე ათასი წლის წინათ, სინას მთაზე ღირს მამას იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი შეუმოსავს და ზედ ასეთი რამ წაუწერია: "ქრისტე შეიწყალე მიქაელ და მიქაელ, გაბრიელ, კვირიკე, გიორგი, იოანე-ზოსიმე და ყოველნი ძმანი და ყოველნი ქრისტიანენი და უფროის ყოველთასა - ყოველნი ქართველნი".
/მართლმადიდებლური კალენდარი კარიბჭე 2015, 6 ნოემბერი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 24 2016, 11:55 AM
პოსტი
#91
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,853 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"შემთხვევით არ არის ნათქვამი იოანე ზოსიმეს მიერ: "ამით ენითა ქართულითა ენითა განიკითხების მსოფლიო". ეს არის ნიშანი იმისა, რომ ქართველი ხალხი შეინარჩუნებს ჭეშმარიტ სარწმუნოებას".
/ილია II მართლმადიდებლური კალენდარი კარიბჭე 2015, 27 დეკემბერი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 1 2016, 09:07 PM
პოსტი
#92
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,853 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დღეს ერში განხეთქილებას იწვევენ, - ამბობენ სამეგრელოში სეპარატიზმიაო. მეგრელი ქართველია. რა შუაშია აქ სეპარატიზმი? ვინც იცის, რა არის ენის ფუძე, მან ისიც კარგად იცის, რომ ერთი ენობრივი ფუძე აქვს მეგრელს, სვანს და ყველა კუთხის ქართველს. მას ქართული ენა ეწოდება, ერთი ფუძეა ყველა ძირძველ ქართულ სიტყვაში. ვისაც მეგრული სიმღერა მოუსმენია, რაღად უნდა მიხვედრა და ბევრი ფილოსოფია, რომ ეს ძირძველი და უდიდესი საქართველოს ჰანგია".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე, "ქადაგებანი", გვ. 199/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 8 2016, 03:14 PM
პოსტი
#93
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,853 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მსოფლიოს ყველაზე ლამაზი დამწერლობის ხუთეულში ქართული ანბანიც შევიდა
http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/akh...ic-shevida.html /FB/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 14 2016, 12:24 PM
პოსტი
#94
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,853 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ანბანთა მისტერია
ანმა- აკურთხა ანბანი, ბანმა- ბანი და ებანი, განმა- გალობით იხარა, დონმა- დათრგუნა ვნებანი. ენი- ესვიდა უფალსა, ვინმა- ვის უწყოს ქებანი, ზენმა- ზეცანი იხილა, თანმა- თან აღმაფრენანი. ინმა- იარა იდუმალ... კანმა- კვალდაკვალ ზვრებისა, ლასმა- ლაშქარი მოიხმო, მანმა- მფლობელი ზღვებისა. ნარს- ნარზე ნამი ეზმანა, ონს- ონავრები მთებისა, პარს- პარნასელი ასული, ჟანს- ჟამი ამაღლებისა. რაეს- რაწამსაც შეება, სანი - სალი კლდის სამანი, ტარმა- ტალანტი უბოძა, უნმა- უბადლო სალამი. ფარი- ფარავანს მიადგა, ქანი - ქანებს და ქარაფსა, ღანმა- ღადარი დაანთო, ყარი- ყვებოდა არაკსა... შინმა- შეამკო შიბებით, ჩინი- ჩინართა დიდება, ცანით- ცის მოკამარება, ძილმა- ძილის წინ ინება, წილმა- წიფელებს მიაგნო, ჭარის- ჭახჭახმა იმატა, ხანი- ხახმატის მფარველი, ჯანთან- ჯვრით წამოიმართა... და ისე ვითარც არასდროს, ჰაემ- ჰაერში ინათა... ეკატერინე ბჟალავა /FB/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 14 2016, 01:38 PM
პოსტი
#95
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,853 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ქართული ენა საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ! მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმა შლეგი ჩანჩქერების ნაპრალებზე ხლტომა, მყინვარების ღვთიურ ბრწყინვალებით დნობა, ჯაგნარებში ირმის ჯოგის ნავარდობა, გაფანტული ფარის მთაზე დაჯანღება და ქართული ფარის ფარზე დაჯახება! უძველესმა ტომმა დღემდის მოიმღერა, მწიფე პურის ყანა ქარში როგორ ღელავს, სარკინეთში გრდემლზე როგორ სცემენ უროს და ვარსკვლავი ზღვებზე როგორ მოგზაურობს, ან მთვარიან ღამით ციხე-კოშკის ჩრდილში რა ტკბილია ფარულ სიყვარულის შიში, როცა ღამისმთევლებს ლხინი გაუმართავთ და სიზმრები როცა თვლემენ სასთუმალთან… საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ! /ლადო ასათიანი/ /FB/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 14 2016, 04:12 PM
პოსტი
#96
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,853 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ენა
მზე ქართულიდ ცა ქართულ, ცხვა ქვეყნისად სანატრო, სალხინოიდ სამღერელ უგულოთად სანაღვლო, ქართულ ცაზე მზის სხივებ, ველად მი-მოფანტულებ, სიყვარულით საუბრისდ, გულშია ია დარგულებ, ვიქართველოთ გულ მხნეებთ, ცაზე მზე არ გამკრთალდებ, სამზეოზე ნათელს გვყრის, დედა ენის ვარსკვლავებ. /გიორგი რამაზაშვილი/ /FB/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 14 2016, 11:18 PM
პოსტი
#97
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,853 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ქართული ენა
ქართული ენა ოდითგან უფლისგან დალოცვილია, არის მეფური მოდგმის და ზედაშესავით ტკბილია. თუმც ფარნავაზის დროიდან ქარცეცხლში გამოვლილია, თავზე გვირგვინად მზე ადგას, პატრიარქად ჰყავს ილია. ოთარ რურუა 14 აპრილი, 2016 წელი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 22 2016, 09:34 PM
პოსტი
#98
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,853 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართველ ხალხს ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება ძველთაგანვე ქართული ენისა და მთელი საქართველოს აღდგინების დღედ მიაჩნდა".
/მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) "კარიბჭე" N8, 2016, გვ.9/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 24 2016, 11:14 PM
პოსტი
#99
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,853 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"განსვენებული ადრეულ ასაკში მიებარებიათ სოხასტრის დედათა მონასტერში, სადაც მას მიეღო განათლება სამშობლო ენაზე ".
/"საპატრიარქოს უწყებანი" N14, 2016, გვ.17/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 4 2016, 10:14 PM
პოსტი
#100
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,853 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ენა, ერთი მხრივ, სახეა რეალობისა, ხოლო, მეორე მხრივ, ვითარცა სული ადამიანისა, სახეა ღვთისა" (რევაზ სირაძე).
/ლალი ურდულაშვილი, "მზისა და ვაზის ძალით აღვსილი", გვ. 8/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th April 2024 - 07:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი