დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
Ismail |
Jul 29 2007, 09:03 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
არ ვიცი, რამდენად ყოფილა ამ ფორუმის სხვადასხვა განყოფილებებში ლაპარაკი ამ თემაზე, ყოველ შემთხვევაში, მე ძალია მაინტერესებს და ვერანაირად ვერ მოვახერხე ჩემი მოძღვრისთვის მეკითხა ამის შესახებ.
ჯაშუშობა (დაბეზღება მთავრობასთან და სხვასთან) ცოდვად ითვლება. მაგრამ იგულისხმება თუ არა ამ ცოდვად დამნაშავის მხილება? მაგალითად: მოკლეს 17 წლის ბიჭი. ადამიანი, რომელიც მოწმედ იქნა გამოძახებული ამ საქმეზე, ხელს ადებს მკვლელს და ამბობს, რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანმა ჩაიდინა. ჩაითვლება თუ არა ეს ცოდვად, ან ჩაითვლება თუ არა ცოდვად სხვა მძიმე დანაშაულის (ძარცვა, ყაჩაღობა, გენოციდი, ადამიანის წამება...) ჩამდენის მხილება? მე მგონი კანონიერებისათვის ხელის შეწყობა ქრისტიანობისთვის მიუღებელი არ უნდა იყოს (ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ჩაშვებისა და დაბეზღების შესახებ). შეიძლება ვცდები. დაპოსტეთ, თუ შეიძლება თქვენი მოსაზრებები. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
abo |
Jul 29 2007, 09:07 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
დასმენა მე მგონი ცოდვაა მხილება არა, მაგრამ მათ შორის დიდი განსხვავებაა და ერთმანეთში არ უნდა აურიოთ.
-------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
თათარაშვილი |
Jul 29 2007, 10:08 PM
პოსტი
#3
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
არ ვიცი, რამდენად ყოფილა ამ ფორუმის სხვადასხვა განყოფილებებში ლაპარაკი ამ თემაზე, ყოველ შემთხვევაში, მე ძალია მაინტერესებს და ვერანაირად ვერ მოვახერხე ჩემი მოძღვრისთვის მეკითხა ამის შესახებ. ჯაშუშობა (დაბეზღება მთავრობასთან და სხვასთან) ცოდვად ითვლება. მაგრამ იგულისხმება თუ არა ამ ცოდვად დამნაშავის მხილება? მაგალითად: მოკლეს 17 ცლის ბიჭი. ადამიანი, რომელიც მოწმედ იქნა გამოძახებული ამ საქმეზე, ხელს ადებს მკვლელს და ამბობს, რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანმა ჩაიდინა. ჩაითვლება თუ არა ეს ცოდვად, ან ჩაითვლება თუ არა ცოდვად სხვა მძიმე დანაშაულის (ძარცვა, ყაჩაღობა, გენოციდი, ადამიანის წამება...) ჩამდენის მხილება? მე მგონი კანონიერებისათვის ხელის შეწყობა ქრისტიანობისთვის მიუღებელი არ უნდა იყოს (ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ჩაშვებისა და დაბეზღების შესახებ). შეიძლება ვცდები. დაპოსტეთ, თუ შეიძლება თქვენი მოსაზრებები. სხვადასხვა მაგალითები მოიყვანე მათ შორის დიდი განსხვავებაა როდესაც მკვლელის (დამნაშავის) ვინაობას ასახელებ ამ შემთხვევაში უწყობ სამართლიანობას ხელს.მაგრამ დასმენა და მხილება შეიძლება მოხდეს სხვადასხვა სიტუაცუიებში,ისინი ერთმანეთისგან განსხვავებული ცნებებია როგორც აბომ აღნიშნა |
Ismail |
Jul 29 2007, 11:12 PM
პოსტი
#4
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
TataraShvili
Abo თემისთვის მხილება უნდა დამერქმია, მართალია... მაგრამ მაინც რას გულისხმობთ დასმენაში? -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
პატრიოტი |
Jul 30 2007, 08:45 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,147 რეგისტრ.: 21-January 07 მდებარ.: N/A წევრი № 892 |
დამნაშავის მხილება არანაირად არაა ცოდვა. ეს სულიერი და სამოქალაქო ვალდებულებაა. ჯაშუშობა სულ სხვა რამ არის. ჯაშუშობაა როდესაც ცხინვალიდან ანგეტურის მეშვეობით ინფორმაციას იღებ. ცოდვაა თქვენის აზრით ეს?
-------------------- [size=7]ფფყ[/size]
|
zviadauri |
Jul 30 2007, 09:56 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 |
სხვადასხვა მაგალითები მოიყვანე მათ შორის დიდი განსხვავებაა როდესაც მკვლელის (დამნაშავის) ვინაობას ასახელებ ამ შემთხვევაში უწყობ სამართლიანობას ხელს.მაგრამ დასმენა და მხილება შეიძლება მოხდეს სხვადასხვა სიტუაცუიებში,ისინი ერთმანეთისგან განსხვავებული ცნებებია როგორც აბომ აღნიშნა კი ბატონო,მკვლელს ასმენ და ამით დანაშაულის გახსნას ხელს უწყობ, მაგრამ მკვლელს რომ უმწარებ დღეებს..(არ გვინდა ეხლა რო მოკლა ის კაი იყოო)..კონკტერული სუბიექტებით ობიექტურები ვიყოთ |
პატრიოტი |
Jul 30 2007, 10:05 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,147 რეგისტრ.: 21-January 07 მდებარ.: N/A წევრი № 892 |
კი ბატონო,მკვლელს ასმენ და ამით დანაშაულის გახსნას ხელს უწყობ, მაგრამ მკვლელს რომ უმწარებ დღეებს..(არ გვინდა ეხლა რო მოკლა ის კაი იყოო)..კონკტერული სუბიექტებით ობიექტურები ვიყოთ თუ მართლა მასეა როგორც შენ ამბობ მააგრ სიბნელეში ყოფილა ეკლესია. -------------------- [size=7]ფფყ[/size]
|
თათარაშვილი |
Jul 30 2007, 10:05 PM
პოსტი
#8
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
კი ბატონო,მკვლელს ასმენ და ამით დანაშაულის გახსნას ხელს უწყობ, მაგრამ მკვლელს რომ უმწარებ დღეებს..(არ გვინდა ეხლა რო მოკლა ის კაი იყოო)..კონკტერული სუბიექტებით ობიექტურები ვიყოთ 1 მინდა იცოდე რომ ჩაშვების მომხრე არ ვარ 2 ამ შემთხვევაში მკვლელი უფრო ცოდოა თუ მოკლული? ღმერთმა ყველას აშოროს ადამიანის მოკვლა,მაგრამ ის მოკლული ხომ ცოდოა არა? |
მნათე |
Jul 30 2007, 10:28 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
კომპლექსურად ვიმსჯელოთ
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
გიორგი |
Jul 31 2007, 09:38 AM
პოსტი
#10
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ნებისმიერ შემთხვევაში ქრისტეანი ვალდებულია მართლმსაჯულებას მიაწოდოს ინფორმაცია დამნაშავის შესახებ. (მკვლელი, ყაჩაღი, ქურდი). ბასილი დიდს პირდაპირ უწერია, რომ ვინც იცოდეს დამნაშავის ჩამდენის შესახებ და იგი დამალოს და ამით ხელი შეუშალოს მართლმსაჯულებას სამართლიანობის გამოძიებაში, თანამონაწილედ იქნეს მიჩნეული და იგივე საეკლესიო სასჯელი (უზიარებლობა) დაედოს, რამდენიც უშუალოდ დანაშაულის ჩამდენსო.
საერთოდ საზოგადოებრივი აზრი ადამიანის მართლმსაჯულებაში "ჩაშვების" მიუღებლობის შესახებ ძირითადად ჩამოყალიბდა რუსეთის იმპერიის დროს, რაც იყო ქართველი ხალხის ერთგვარი პროტესტი რუსებისადმი, რადგან მოსამართლე ყველგან ფაქტიურად რუსი იყო და ეს დამოკიდებულება მარტივი სიტყვებით ასე ჟღერდა: "ისეთი რა გაგიჭირდა რომ ქართველთან ვერ მორიგდი კაცურად და რუსის სასამართლოში "ჩაუშვიო" ან უჩივლეო და ა.შ." მოკლედ ვიტყოდი, რომ ცოდვა არის არა შესწრებული ვთქვათ მკვლელობის მართლმსაჯულებაში განაცხადი (ე.წ. "ჩაშვება"), არამედ პირიქით სწორედ რომ მასზე ხელის დაფარება არის ცოდვა და თანაც საკმაოდ დიდი, პრაქტიკულად უთანაბრდება უშუალოდ ჩამდენის ცოდვას. თუ მართლა მასეა როგორც შენ ამბობ მააგრ სიბნელეში ყოფილა ეკლესია. ეკლესია ცხადია სიბნელეში არ არის, არამედ პირიქით ის არის ადამიანის ნათელი ცნობიერების წყარო. ბასილი დიდი და სჯულის კანონები ძალიან უარყოფითად აფასებენ ადამიანს, რომელიც მკვლელს ან ყაჩაღს (ან სხვა დამნაშავეს) ხელს აფარებენ და დაახლოებით იგივე ვადით უზიარებლობას განაწესებენ მისთვის, როგორც უშუალოდ ამ ცოდვის ჩამდენისთვის. მაგალითად: მოკლეს 17 ცლის ბიჭი. ადამიანი, რომელიც მოწმედ იქნა გამოძახებული ამ საქმეზე, ხელს ადებს მკვლელს და ამბობს, რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანმა ჩაიდინა. ჩაითვლება თუ არა ეს ცოდვად, ან ჩაითვლება თუ არა ცოდვად სხვა მძიმე დანაშაულის (ძარცვა, ყაჩაღობა, გენოციდი, ადამიანის წამება...) ჩამდენის მხილება? მე მგონი კანონიერებისათვის ხელის შეწყობა ქრისტიანობისთვის მიუღებელი არ უნდა იყოს სამწუხაროა, რომ თვით მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის გარკვეული ნაწილი იმყოფება საზოგადოებრივი აზრის მძლავრი ზეგავლენის ქვეშ, რომელსაც ხშირად ქრისტეანობასთან საერთო არაფერი აქვს. უკვე არა ერთხელ დავწერე და შენც გიპასუხებ, რომ შენს მიერ მოყვანილი მაგალითის შემთხვევაში ცოდვად ჩაითვლება არა 17 წლის ბიჭის მკვლელის სასამართლოზე ხელის დადება არამედ ზუსტად შებრუნებული. მძიმე ცოდვაა, რომ იცი 17 წლის ბიჭის მკვლელის ვინაობა, სასამართლოზე გამოძახებული ხარ მოწმედ და არ ასახელებ მას. ამით შენ ერთგვარად უწყობ მკვლელს ხელს და ხდები მკვლელობის თანამონაწილე, რისა გამოც სხვადასხვა საეკლესიო კანონებით დაახლოებით 10-დან 20 წლმადე უზიარებლობას მოგცემდნენ. დღეს ეს რიცხვები რამდენადმე დაკლებულია, მაგრამ სტატუს-ქვო შენარჩუნებულია ანუ ასეთი "არ ჩამშვები" მკვლელის ეპიტიმიით განკანონდება. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
გიორგი |
Jul 31 2007, 10:42 AM
პოსტი
#11
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
მკვლელზე ხელის დაფარებაღა გვაკლია ქრისტეანობის სახელით . . .
-------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
პატრიოტი |
Jul 31 2007, 10:51 AM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,147 რეგისტრ.: 21-January 07 მდებარ.: N/A წევრი № 892 |
გიორგი
ციტატა ეკლესია ცხადია სიბნელეში არ არის, არამედ პირიქით ის არის ადამიანის ნათელი ცნობიერების წყარო. ბასილი დიდი და სჯულის კანონები ძალიან უარყოფითად აფასებენ ადამიანს, რომელიც მკვლელს ან ყაჩაღს (ან სხვა დამნაშავეს) ხელს აფარებენ და დაახლოებით იგივე ვადით უზიარებლობას განაწესებენ მისთვის, როგორც უშუალოდ ამ ცოდვის ჩამდენისთვის. მაშინ ისნი ყოფილან ბნელში ვინც ამას ცოდვას ეძახის -------------------- [size=7]ფფყ[/size]
|
ილია |
Jul 31 2007, 11:00 AM
პოსტი
#13
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 |
ციტატა მკვლელზე ხელის დაფარებაღა გვაკლია ქრისტეანობის სახელით . . . მკვლელსაც გაჩნია, ადამიანმა ადამიანი რაზე მოკლა იქნება და მიზეზი ქონდა? -------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
გიორგი |
Jul 31 2007, 11:06 AM
პოსტი
#14
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
მკვლელსაც გაჩნია, ადამიანმა ადამიანი რაზე მოკლა იქნება და მიზეზი ქონდა? ეს სასამართლოს საქმეა, რამდენად შემამსუბუქებელი გარემოება ჰქონდა დანაშაულს და რამდენწლიან პატიმრობას ითვალისწინებს, მაგრამ ადამიანისთვის ყველა ვარიანტში მძიმე ცოდვაა დანაშაულზე ხელის დაფარება, "არ ჩაშვების" მოტივით, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ საქციელით ამ ცოდვის თანამონაწილე ვხდებით. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
ილია |
Jul 31 2007, 11:09 AM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 |
ეგ კასნონით ვხდებით თანამონაწილე.. როდესაც განერიდები და არ ჩაერევი რატო ცოდვა ვერ ვხვდები. თვითონ ადრე რომ ხოცავდნენ ერთმანეთს ხალხი მაგ დროს ვინ ვის სჯიდა? ეხა ახალი რელიგიური კანონები დაიწერა? ადამინმა რომ რაღაცა მოიპაროს და შენ არაფერი ქნა ცოდვის თანამონაწილე ხარ ესეგი? პირველად მესმის ეგეთი რაღაც, მაშინ მღვდელმაც უნდა ამხოლოს როცა აღსარებაში ეტყვის ცოდვას?
-------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
გიორგი |
Jul 31 2007, 11:24 AM
პოსტი
#16
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ეგ კანონით ვხდებით თანამონაწილე.. როდესაც განერიდები და არ ჩაერევი რატო ცოდვა ვერ ვხვდები. თვითონ ადრე რომ ხოცავდნენ ერთმანეთს ხალხი მაგ დროს ვინ ვის სჯიდა? ელხა ახალი რელიგიური კანონები დაიწერა? ადამინმა რომ რაღაცა მოიპაროს და შენ არაფერი ქნა ცოდვის თანამონაწილე ხარ ესეგი? პირველად მესმის ეგეთი რაღაც, მაშინ მღვდელმაც უნდა ამხოლოს როცა აღსარებაში ეტყვის ცოდვას? ჩვენ თანამონაწილე ვხდებით ქრისტეანული კანონების მიხედვით, რომელიც IV საუკუნიდან იღებს სათავეს. სახელმწიფო კანონებში გაგება და ცნობიერება დანაშაულის ხელშემწყობის, როგორც მისი თანამონაწილის შესახებ მომდინარეობს ქრისტეანული ცნობიერებიდან. მკვლელის ვინაობის ცოდნა და მისი არ გამხელა სასტიკ წინააღმრდეგობაში მოდის სჯულთან, პრაქტიკულად ტოლფასია მკვლელობის და ოდითგანვე მსგავს საეკლესიო სასჯელს ითვალისწინებდა, რასაც უშუალოდ მკვლელობის ჩადენისთვის. (ეს ახალი არაა) ადამიანმა, რომ რაღაც მოიპაროს, შენ რომ იცოდე რომ ამა და ამ კაცს, ამა და ამ კაცმა მოპარა ვთქვათ მანქანა, შენ როგორც მეზობელი ან შემთხვევის სავარაუდო თვითმხილვევლი გამოგიძახეს სასამართლოში და ამ დროს ქურდს ხელს არ ადებ, ეჭვი გეპარება რომ ასეთ დროს შენი დანაშაული ქურდის დანაშაულის ექვივალენტურია? იგივე ცოდვას ჩადიხარ. ძალიან ცუდია ასეთი მიდგომები, თანაც ძალიან ცუდი, ღმერთმა დაგიფაროს და აბა საკუთარი ძმის ან დის სახლი გაძარცვოს ვინმემ, იცოდე ყაჩაღის ვინაობა და არ განაცხადებ სასამართლოში? თუ არ ჩაუშვებ ყაჩაღს და გაატან საკუთარი დედმამაიშვილის ქონებას? ორმაგი სტანდარტები არ ვარგა, დანაშაულს მაშინ არ უნდა შეეწინააღმრდეგო, როცა პირადად შენ ან შენს ახლობელს შეეხება. ნებისმიერ ვარიანტში დამნაშაულის ცოდნის დამალვა ცოდვაა. საეკლესიო სამართალი გამონაკლისს უშვებს სასულიერო პირებზე. მოძღვარი ვალდებულია შეინახოს აღსარების დროს განდობილი საიდუმლო, ოღონდ ასეთ დროს მოძღვარმა თვითონ უნდა უთხრას საკუთარ მრევლს თუ ის ყაჩაღია, რომ სასწრაფოდ დააბრუნოს ქონება და თუ საჭიროა საკუთარი ფეხით გამოცხადდეს სასამართლოში. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
ილია |
Jul 31 2007, 11:27 AM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 |
როდესაც მეგობარი გაგანდობს რაღაც დანაშაულს და შენ წახვალ და უჩილვებ და ჩაუშვებ ეგ ცოდვაა არაა ესეგი??? და რომ გაუგო ადამიანს და საიდუმლო შეინახო ცადვაა??? მე პირიქით მგონია..
-------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
catherina_10 |
Jul 31 2007, 11:30 AM
პოსტი
#18
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 |
არამგონია დამნაშავის მხილება ცოდვა იყოს, პირიქით დროულად უნდა მოხდეს რომ კიდევ სხვაც არ გააუბედუროს
"როდესაც მეგობარი გაგანდობს რაღაც დანაშაულს და შენ წახვალ და უჩილვებ და ჩაუშვებ ეგ ცოდვაა არაა ესეგი??? და რომ გაუგო ადამიანს და საიდუმლო შეინახო ცადვაა??? მე პირიქით მგონია.." am shemtxvevashi pirdapir arakacuri saqcieli gamovaa magram sxva tvalit rom shexedav albat mainc pasuxi unda agos tavisi danashaulistvis, ravi aba me ase vpikrob |
გიორგი |
Jul 31 2007, 11:41 AM
პოსტი
#19
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
როდესაც მეგობარი გაგანდობს რაღაც დანაშაულს და შენ წახვალ და უჩილვებ და ჩაუშვებ ეგ ცოდვაა არაა ესე იგი??? რა საკვირველია არაა ცოდვაა. არა მარტო მეგობარს, საკუთარ ძმასაც თუ არ ჩაუშვებ ცოდვაა . . . რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს . . . წარმოიდგინე შენმა ძმამ გაძარცვა ვიღაც ადამიანის სახლი, წაამოიღო ფული, რომელიც მის პატრონს ვინ იცის რისთვის სჭირდებოდა. შეიძლება სამკურნალოდაც ანდა იქნებ საარსებოდაც და ამ დროს შენ ეს ყველაფერი გაიგე. იცი მოპარული ფულის ადგილსამყოფელი (ან ვთქვათ მოპარული ნივთის), იცი რომ ის ადამიანი შესაძლოა დაიღუპოს ან გაუბედურდეს ამ ფულის დაკარგვის გამო. შენი ძმა კი არ აბრუნებს ამ ფულს და ადამიანს წირავს სასიკვდილოდ (ანდა ჯანმრთელობის მოსასპობად). შენ ეს ყველაფერი იცი და შეგიძლია წინ აღუდგე ამ დანაშაულის დამღუპველ შედეგებს, მაგრამ ამას არ აკეთებ. ვინ ხარ? პასუხი მარტივია - ყაჩაღი. სასამართლოს ესმის რა, რომ ადამიანისთვის ძალიან მძიმეა თუნდაც განზრახ მკვლელი საკუთარი ძმის "ჩაშვება", სასამართლო ოჯახის წევრის დანაშაულის მოპასუხეობისას დუმილის უფლებას იძლევა, მაგრამ ეს არ ვრცელდება მეგობრებზე და მითუმეტეს საერთოდ არ ვრცელდება ვიღაც ადამიანის "ჩაშვებაზე" რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა. magram sxva tvalit rom shexedav albat mainc pasuxi unda agos tavisi danashaulistvis, ravi aba me ase vpikrob მართალი ხარ. აი ეს სხვა თვალია სწორედ ქრისტეანული ხედვა. სხვა შემთხვევაში წინააღმრდეგობაში მოვალთ საეკლესიო სამართლათან და დაახლოებით იგივე კანონით დავისჯებით, რასაც დანაშაულის ჩამდენი, რომლის ვინაობაც ვიცით და ხელს ვაფარებთ. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
გიორგი |
Jul 31 2007, 12:05 PM
პოსტი
#20
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
და რომ გაუგო ადამიანს და საიდუმლო შეინახო ცადვაა??? მე პირიქით მგონია.. ცუდადაა მე მგონი ჩვენი საქმე . . . რა უნდა შეინახო?! რა უნდა გაუგო ადამიანს?! მკვლელობა?! ყაჩაღობა?! ქურდობა?! ის ადამიანი, რომელსაც ქურდობის ან ყაჩაღობის გაგება შეუძლია და ამავდროულად არანაირად არ ეხმარება სასამართლოს, რომ დამნაშავეს პასუხი აგებინონ ანდა ქონება დააბრუნებინონ თვითონაც ყაჩაღი და ქურდია. პირიქით გგონია?! საინტერესოა საიდან მოდის ასეთი ცნობიერება ადამიანში, ეტყობა ქურდული მენტალიტეტის ანარეკლი და ერთ-ერთი შორეული ფორმაა, ანდა შესაძლოა არ გვინდა საკუთარი თავი რთულ სიტუაციაში ჩავიგდოთ და დამნაშავის ახლობლებს დავუპირისპირდეთ და ამგვარად ვიცავთ თავს. მიზეზი მართლა არ ვიცი, მაგრამ ქრისტეანობასთან საერთო, რომ არა აქვს ეს კი ცხადზე უცხადესია. დამნაშავის "არ ჩაშვება" ნიშნავს დამნაშავის თანადგომას. დამნაშავის თანადგომა კი იგივე დამნაშავეობაა. დამნაშავეობა კი ცოდვაა. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი