IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ლიბერალური-დემოკრატია და მართლმადიდებლობა, მოდის თუ არა ეს ორი წინააღმდეგობაში
death
პოსტი May 16 2010, 01:53 PM
პოსტი #1


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ეს სტატია ადრეც ავტვირთე, მაგრამ ის თემა რატომღაც წაშალეს smile.gif ეს არის მართლმადიდებელი ბერის მოკლე სტატია, ამ საკითხთან დაკავშირებით.

ტოლერანტობის რელიგიურ-ფილოსოფიური საფუძვლები

საყოველთაოდაა აღიარებული, რომ კაცობრიობა არასაკმარისად ტოლერანტულია, ხოლო მარტივად თუ ვიტყვით, ადამიანები ერთმანეთის მიმართ ნაკლებად კეთილგანწობილი და მომთმენი არიან, ნაკლებად არიან გამსჭვალული ურთიერთპატივისცემით. ამგვარი დეფიციტი მრავალი უბედურების მიზეზია. თითქოს იოლია - იცხოვრო და სხვასაც მისცე ამის საშუალება, იყო პიროვნება, გწამდეს, დაუფარავად გამოხატავდე შენს მსოფლხედვას, სხვების იგივე უფლებასაც ცნობდე და ყველაფერი რიგზე იქნება. მაგრამ ეს რატომღაც არ გამოგვდის.

არსებობს უძველესი ,,ოქროს წესი”: ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც არ გინდა, შენ მოგექცნენ. ამ კანონის პრაქტიკული განხორციელების ყველა შედეგი რომ გავიაზროთ, იოლად შევნიშნავთ: ის თითქმის მთელი თანამედროვე კანონმდებლობის იმპერატიული საფუძველია, რომელიც, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ პიროვნებათა ურთიერთობას არ მოიცავს. ამ წესიდან ავტომატურად გამომდინარეობს სხვა ადამიანის, კულტურის, რელიგიის, ნაციონალობის მიმართ შემწყნარებლობის აუცილებლობა. ,,თუ არ გინდა ტვინი გირეცხონ, სხვასაც ნუ გაუკეთებ ამას”, ,,პირს ნუ ამოუქოლავ სხვას, თუ არ გინდა, რომ შენც დაგამუნჯონ” და ა.შ.

საქმე დიდად რთულდება, როცა პიროვნებათა შორის ურთიერთობას კი არა, საზოგადოებრივი და სხვა ტიპის ორგანიზაციების უპიროვნო ურთიერთმიმართებასა და კონკრეტული პიროვნებისადმი მათ დამოკიდებულებას ვეხებით. ამ შემთხვევაში მეტისმეტად იოლია რომელიმე ჯგუფურ და პოლიტიკურ მიზანს მსხვერპლად შესწირო პიროვნება.

თანამედროვე საზოგადოება სხვადასხვაგვარად გაგებული მიზნისა და კონკრეტული ადამიანის ღირსების მუდმივი ურთიერთადაპირისპირების ასპარეზია. სახელმწიფო, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ყოველთვის საზოგადოებით, ადამიანით მანიპულირებისკენ - ავტორიტარიზმისკენ იხრება, მისთვის უფრო ხელსაყრელია ადამიანი ჭანჭიკად მიაჩნდეს. სამოქალაქო საზოგადოება, უფლებადამცველი ორგანიზაციები მეთოდურად ეწინააღმდეგებიან ამ ტენდენციას, იცავენ პიროვნების ნებას, არ იყოს დიდი მთელის უმნიშვნელო ნაწილი, იცავენ ადამიანის უფლებებს. საზოგადოებრივი, პოლიტიკური, საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციები სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენენ.

შედარებას რომ მივმართოთ, ტოლერანტობა - ესაა საზოგადოების პოლიტიკურ კულტურაში ამოზრდილი ყვავილი. ტოლერანტობის კონცეფცია სოციალურ-პოლიტიკური აზრის ხანგრძლივი განვითარების ნაყოფია. ტოლერანტობა იმ საზოგადოებაშია შესაძლებელი, სადაც სოციალური და პოლიტიკური განვითარების შედეგად უსამართლობისა და სიღატაკის შემზარავი ფორმები უკვე აღარ არსებობს. მაგრამ მართებულია საპირისპირო თვალსაზრისიც: საზოგადოებრივ ცნობიერებაში ტოლერანტობის დაუმკვიდრებლად ძნელია ცივილიზებული საზოგადოების შექმნა.

რა არის ტოლერანტობა? ,,ტოლერანტობის პრიციპების დეკლარაციის” თანახმად (ხელმოწერილია 1995 წლის 16 ნოემბერს პარიზში იუნესკოს წევრი 185 სახელმწიფოს მიერ), ტოლერანტობა ,,მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა. მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება. ტოლერანტობა - ესაა თავისუფლება მრავალფეროვნებაში. ეს არის არამარტო მორალური ვალი, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნილებაც. ტოლერანტობა - სათნოებაა, რომელიც შესაძლებელს ხდის მშვიდობას და ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლას ეხმარება.”

ტერმინის ,,ტოლერანტია” (ლათ.) სემანტიკაში ერთმანეთს კვეთს სამი შინაარსი: 1. მდგრადობა, ამტანობა 2. შემწყნარებლობა; 3. დაშვება, დასაშვები გადახრა. განსაკუთრებით საინტერესო Tolerance-ს (ინგლ.) მნიშვნელობათა სპექტრია, რომელიც ინგლისურრუსულ ფსიქოლოგიურ ლექსიკონში გვხდება: შეძენილი მდგრადობა; გაურკვევლის, უცნობის მიმართ მდგრადობა; კონფლიქტის წინაშე მდგრადობა; მდგრადობა ქცევითი გადახრისადმი. ეს განსაზღვრებები გულისხმობს განსხვავებული ნაციონალობის, რასის, კანის ფერის, სქესის, ასაკის, ინვალიდობის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვაგვარი შეხედულების, სოციალური ან ეთნიკური წარმომავლობის, საკუთრების და ზოგადად სხვის მიმართ დამთმენ დამოკიდებულებას.

მაგრამ გაუმართლებელი იქნებოდა ტოლერანტობის მხოლოდ პასიურ შემწყნარებლობამდე დაყვანა, ვინაიდან ტოლერანტობა - ეს არის კულტურებში, რელიგიებსა და ანთროპოლოგიურ ტიპებში გამოხატული მსოფლიოს მრავალფეროვნებით გამოწვეული სიყვარული. აქ მხოლოდ ერთი შეზღუდვა არსებობს: აუცილებელია, მრავალფეროვნებამ არ გადალახოს ჰუმანიზმის საყოველთაო ნორმის საზღვარი, რომელიც კაცობრიობის ერთგვარი კონსესუსია ამ უკანასკნელთან დაკავშირებით. ტოლერანტობა გულისხმობს კომპრომისს, მაგრამ არა - უპრინციპობას, ანუ როგორც ნეტარი ავგუსტინე იტყოდა: მთავარში - ერთობა, საკამათოში - თავისუფლება, ყველაფერში - სიყვარული”.

ტოლერანტობის ნორმებს, თუნდაც ამ ტერმინის მოუხსენიებლად, მრავალი კონსტიტუცია შეიცავს. ტოლერანტობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ადამიანის უფლებები, რომლებიც უპირველეს ყოვლისა, იცავს კონკრეტული ადამიანის თავისუფლებას, იყოს გარეგნულად და შინაგანად განსხვავებული: არ ჰგავდეს სხვას, უმრავლესობას, ძალაუფლების მქონეს, ,,მშობლიურ კოლექტივს”. თუ ჩავუფიქრდებით, ამაში, მართლაც, არის რაღაც დაუჯერებელი, მაგრამ ადამიანს, სწორედ ეს განასხვავებს პირუტყვისგან. მხოლოდ ადამიანს შეუძლია უნივერსალურობის, ანუ ზოგადსაკაცობრიო ეთიკის იდეის წვდომა.

1. შეუწყნარებლობის ბიოლოგიური საფუძველი

როგორც ცნობილია, ადამიანი ნახევრად მატერიალური, სულიერის პარალელურად - ბიოლოგიური, ცხოველთა სამყაროსთან ნაწილობრივ საერთო საწყისით დაკავშირებული არსებაა. გულმოდგინედ დავუკვირდეთ ჩვენს ,,უმცროს ძმებს” და შევამჩნევთ, რომ ტოლერანტობის მხრივ მათ მეტისმეტად ურიგოდ აქვთ საქმე. გასაგებად თუ ვიტყვით: შავი ყვავები თეთრს კორტნიან, სუსტ ბარტყს ბუდეში მყოფი სხვა ბარტყები უსაკვებოდ ტოვებენ, ბუდიდან დევნიან და ა.შ. ერთი სიტყვით, ბუნებაში მთავარი ე.წ. ,,ბუნებრივი გადარჩევის” კანონია, ანუ აქ სრული შეუწყნარებლობა და სუსტის მიმართ უზომო აგრესიულობაც კი არის გაბატონებული. ცოტათი განსხვავებულს (იდენტურ პოპულაციაში) ან უბრალოდ უღონოს, იგი (,,ბუნებრივი გადარჩევის” კანონი) სასიკვდილოდ იმეტებს. რა თქმა უნდა, ცხოველთა სამყაროს სურათი ამაზე გაცილებით რთულია და გარკვეული თანამშრომლობა, განსხვავებულ სახეობათა სიმბიოზის ჩათვლით, მისთვის სულაც არ არის უცხო, მაგრამ მაინც მკაფიოდ ჩანს, რომ აქ არსებობისთვის უწყვეტი და დაუნდობელი ბრძოლაა გაჩაღებული.

თუმცა ადამიანთა ყოველდღიურობაც ასეთივე არ არის? ძალადობა, ძარცვა, ქსენოფობია, უმცირესობათა დისკრიმინაცია ჩვენი მსოფლიოსთვის საკმარისად დამახასიათებელი მოვლენებია.

2. შეუწყნარებლობის ფსიქოლოგიური მიზეზი

ფსიქოლოგიის დონეზე შეუწყნარებლობას ცნობიერების მონოლოგური ტიპი განაპირობებს, რის გამოც ესა თუ ის ადამიანი თვითკმარ არსებად, გარემომცველი რეალობის პირუთვნელ შემფასებლად და ჭეშმარიტების ერთპიროვნულ მპყრობელადაც კი მიიჩნევს ხოლმე თავს. ამგვარი თვითცნობიერების განვითარების წინაპირობას, მეცნიერულის მსგავსი, რაციონალისტური აზროვნება ქმნის.

მაგრამ ადამიანს, მატერიალურის გარდა, სულიერი მხარეც აქვს, რომელიც ,,ბუნებრივი გადარჩევის” საწინააღმდეგოდ, მას სუსტ და შეჭირვებულ თანამოძმეებზე ზრუნვისთვის განაწყობს, ამასთანავე მარტო ნათესავებისა და თანამემამულეების კი არა, ყველა ადამიანის მიმართ ზრუნვას ჩააგონებს. კაცობრიობამ, მართალია, უფრო თეორიულად, ვიდრე პრაქტიკულად, მაგრამ მაინც გადალახა კლანური, წარმართული სოციალური ეთიკა და უმნიშვნელოვანესი უნივრსალური ცნება შეიმუშავა: ,,სამართლიანობა” - ეს არის იდეალი, რომლისკენაც უნდა მიისწრაფოდეს ყველა ადამიანი.

მსოფლიო რელიგიების ძირითადი მცნებები ასევე მოგვიწოდებენ ზნეობრივი სიწმინდისა და სამართლიანობისაკენ. სამართლიანობის უნივერსალური პრინციპი, რომელიც ადამიანთა ნაციონალურ, სოციალურ, ეკონომიკურ, ინტელექტუალურ და სხვა განსხვავებებს ძლევს, ,,ბუნებითი სამართლის” საფუძველს წარმოადგენს და განვითარების პროცესის კვალდაკვალ ადამიანური სამყაროდან ,,ბუნებრივ გადარჩევას” დევნის. ახლა თავად ისინიც, ადამიანის რაობას ,,მეცხოველეობის” პოზიციიდან რომ განიხილავდნენ, ვეღარ აკავშირებენ ამ წარმოდგენას რაიმე მიზანთან, თუმცა თავის დროზე სამართლიანობის უნივერსალიის ასახსნელად მატერიალისტებმა სწორედ სოციალური დარვინიზმის ტერმინები გამოიყენეს.

ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანის ნების ვექტორი მატერიალურ მხარეს მიემართება თუ სულიერს. პირველი ეგოიზმის წინაპირობაა, მეორე ალტრუიზმისკენ გვიბიძგებს. ,,საკუთარი პურის ძიება მატერიალური საზრუნავია, სხვისი პურისა - სულიერი” (ნ. ბერდიაევი). მთავარი სირთულე კი ისაა, რომ რწმენით, მსოფლმხედველობით, სოციალური მდგომარეობით, კანის ფერით შენგან განსხვავებულ ადამიანს დაეხმარო. სწორედ ამ ძალისხმევაში ვლინდება ადამიანის ადამიანურობა ანუ ის, რაც მას ცხოველისგან გამოარჩევს.

რა თქმა უნდა, აქ მრავალი კითხვა წამოიჭრება: რა არის სულიერი საწყისი, რა მიზეზებმა შეიძლება განაპირობოს ერთი ადამიანის მეორისთვის შეგნებული თავგანწირვა, რად გვიღირს ყოველდღე ჩვენგან განსხვავებული ადამიანების ,,ატანა”, როგორ უნდა გადაიზარდოს ტკივილის მომტანი ,,შემწყნარებლობა” მსოფლიოს მრალფეროვნებით გამოწვეულ სიხარულში.
ამ კითვებზე პასუხის გაცემის სურვილს შეუქცევლად მივყავართ ფილოსოფიის, რელიგიისა და ანთროპოლოგიისკენ. ხოლო ამ სფეროში შესვლით ჩვენ მატერიალური სამყაროსთვის გამოსადეგი საზომი ინსტრუმენტების უმრავლესობას ვკარგავთ. რჩება მხოლოდ ერთი დისკრეტული ხილული მოცემულობა - ქმედება, რომელიც სიკეთისა და ბოროტების ტრადიციული ბინარული ოპოზიციით ფასდება. ისევ განაგრძობს არსებობას მარადიული კითხვები: რა არის ბოროტება და სიკეთე? რა არის ჭეშმარიტება? არსებობს ობიექტური კრიტერიუმი ამ ცნებების შესაფასებლად თუ თავად ეს ცნებებია კრიტერიუმი? დღეს დამაჯერებლად შეიძლება ითქვას: ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები არსებობს.

ამ ცნებებში, პირობითად, ორი ანზომილება იკვეთება: ვერტიკალური და ჰორიზონტალური. პირველი აბსოლუტურთან, საყოველთაოსთანაა მიბმული, მეორე -ფარდობითთან და კერძოსთან. ვერტიკალური განზომილება ტრანსცენდენტურ საწყისს, ღმერთს უკავშირდება, რომლის ნება მსოფლიო რელიგიების წმინდა წიგნებში, მცნებებშია გამოხატული და ისინი მთლიანობაში ერთმანეთის მსგავსია. მეორე განზომილების არეალი კონკრეტულ-ისტორიული და ეკონომიკური გარემოებებია, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანის წარმოდგენას სამართლიანობაზე, სიკეთესა და ბოროტებაზე. პირველისგან განსხვავებით, მეორე განზომილება აშკარა და სავსებით ხელშესახებია.

ისტორიაში ვერტიკალური განზომილების მთლიანად უარყოფისა და მხოლოდ მეორეზე - მიწიერზე კონცენტრაციის ექსპერიმენტსაც ჰქონდა ადგილი. ამის თეორიული დასაბუთებისათვის ,,ისტორიული მატერიალიზმი” გამოიყენეს. ეს მცდელობა რუსეთში განხორციელდა და კარგადაა ცნობილი რით დასრულდა იგი. მატერიის კულტივაციამ და გაღმერთებამ დახლებზე საქონლის სახით მატერიის გაქრობამდე მიგვიყვანა. ეს იმიტომ არ მოხდა, რომ ვიღაცამ რაღაც ბოლომდე ვერ განჭვრიტა. ამის მიზეზი კომუნისტური პოლიტიკური სისტემის მცდარი ანთროპოლოგია იყო, ანუ ის საწყისი დებულება, რომ ადამიანი მკვდარ მატერიაში თავისთავად იშვა, მცდარი გამოდგა. სიტყვა ღმერთი უბრალოდ შეცვლილი იყო სიტყვით ,,თავისთავად”. განდობილი ქურუმებისა და იდეოლოგების ახალი კლანის ,,ერთადერთ ჭეშმარიტ მოძღვრებაზე” რაციონალისტურ პრეტენზიას პოლიტიკური სისტემის საშინელი იდეოლოგიზაცია და ფსევდორელიგიის შექმნა მოჰყვა შედეგად.

სწორედ ეს არის ბიოლოგიურთან ერთად, შეუწყნარებლობის მეორე მნიშვნელოვანი წყარო: მონოლოგური რაციონალიზმი, რომელიც ახალი ანთროპოცენტრული (უღმერთო) მსოფლმხედველობის ნაყოფს წარმოადგენს.

ყველა სხვაგვარად მოაზროვნეს (დისიდენტს) უბრალოდ თავიდან იშორებდნენ - კლავდნენ ან აპატიმრებდნენ. არანაირ ტოლერანტობაზე არ შეიძლებოდა საუბარი. ასეთი მიდგომა უპრინციპობასა და ჭეშმარიტების მიმართ გულგრილობას უიგივებდა ტოლერანტობას. ისმებოდა შეკითხვა: ,,ჭეშმარიტება ხომ ერთია? რაღა საჭიროა ამ მრავალფეროვანი სიცრუის მხარდაჭერა?”

ბიბლიური ტრადიციის თანახმად, ადამიანი გონიერი არსებაა, მაგრამ მისი გონება ნაწილობრივ დაზიანებულია. ამიტომ ადამიანის გონების უფლებამოსილებისა და საზღვრების გამოკვეთა (გავიხსენოთ კანტი) აუცილებლობას წარმოადგენს. ახალ დროს თეორიულად მაინც მოუწია იმ საკითხების არსებობის აღიარება, რომელთა გადაჭრისას ადამიანს არ შეუძლია მსაჯულად დაუდგეს სხვას. ეს ეხება აღმსარებლობას, შეხედულებებს, მსოფლმხედველობას, კერძო და საჯარო ცხოვრების ორიენტაციას (პირველი თაობის უფლებები: ლიბერალური). აქ მხოლოდ ერთი შეზღუდვა მოქმედებს: არ უნდა ილახებოდეს სხვა მოქალაქის ანალოგიური უფლებები. ასევე არ უნდა შეილახოს მატერიალური ხასიათის უფლებები ბიოლოგიურ ცხოვრებაზე, სიბერის უზრუნველყოფაზე, საკუთრებაზე (მეორე თაობის უფლებები: სოციალური) და ა.შ; დაცული უნდა იყოს უფლებები რომლებიც კონსტიტუციითაა გარანტირებული და დეტალიზებულია სხვა სამართლებრივ დოკუმენტებში. ამ სფეროში დარღვევების დაუშვებლობაზე გულმოდგინედ უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო. მონოლოგური რაციონალიზმი თავისი განვითარებით ასკვნის, რომ მეთოდოლოგიურად შეზღუდულია. წარმოიქმნება ,,უცხოს” ,,სხვა პიროვნების” ფილოსოფიური პრობლემა.

ისტორიის განმავლობაში საეკლესიო ორგანიზაციები ადამიანის ცოდვიანობას ბოროტად იყენებდნენ ხოლმე. ახალ დროში ეკლესიას სასამართლო ფუნქცია ჩამოშორდა. მაგრამ ბიბლიური ანთროპოლოგიის პრინციპები ირიბად, სეკულარიზაციის გავლით, მაინც შეითვისა კაცობრიობამ, უკიდურეს შემთხვევაში, მისმა იმ ნაწილმა, რომლის ფესვები ევროპულ ტრადიაციაშია გადგმული; ჰუმანისტური მსოფლმხედველობა სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება.

ადამიანის უფლებათა თანამედროვე კონცეფციამ, რომელსაც ღრმადბიბლიური საფუძვლები აქვს, მრავალ კონსტიტუციაში შეაღწია. მაგალითად, რუსეთის კონსტიტუცია აცხადებს, რომ ადამიანი კი არ არის სახელმწიფოსთვის,არამედ სახელმწიფოა ადამიანისთვის (შდრ. ღვთის ხატად და მსგავსად ადამიანი იყო შექმნილი და არა სახელმწიფო). ეს სახარებას გვაგონებს: შაბათიაკაცისათვის და არა კაცი შაბათისთვის (მარკ. 2. 27). საუკუნეები დასჭირდა, რომ ღირებულებათა ჭეშმარიტი იერარქიის გამომხატველი ეს პოზიცია კონსტიტუციურ ნორმად ქცეულიყო. რუსეთის კონსტიტუციის მე-13 და მე-14 მუხლებით უარყოფილია სახელმწიფო რელიგიის ან იდეოლოგიის პერსპექტივა. ეს სფეროები შეგნებულად არ არის განსაზღვრული, რადგან, ასე ვთქვათ, ხელუხლებლადაა დარჩენილი ადამიანის ღმერთთან და საკუთარ სინდისთან შეხვედრის შესაძლებლობა. სახელმწიფო უარს აცხადებს ამ სფეროში მონოპოლიაზე და ტოლერანტულია მოქალაქესთან, რომელსაც შეუძლია თავად განსაზღვროს მსოფლმხედველობრივი და რელიგიური ორიენტირი. ადამიანის არსებობის ეს მხარე ადამიანური მსჯავრის მიღმაა.

3. შემაჯამებელი დებულებები

ტოლერანტობის რელიგიურ საფუძველს შემდეგი დებულებები წარმოადგენს:

1. ყველა ადამიანი, როგორც ხატი და მსგავსი ღვთისა, თანასწორია ღირსებითა და თავისუფლებით (ეს აზრი, ოღონდ ღმერთის ხსენების გარეშე, ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” I მუხლშიც არის გამოთქმული). ამიტომ ყველას აქვს საკუთარი შეხედულების თავისუფლება, უფლება არ ჰგავდეს სხვას. ღმერთის გარდა ერთპიროვნულად არავინ ფლობს ჭეშმარიტებას და არც არავინაა ექსკლუზიურად დაახლოებული მასთან. ნებისმიერი ადამიანი ამ მხრივ ავტონომიურია, რასაც ღმერთთან, შუამავლის გარეშე, მისი პირდაპირი ურთიერთობის შესაძლებლობა განაპირობებს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ამ უნარით საზოგადოებისა და სახელმწიფოსგან დამოუკიდებლადაა დაჯილდოებული (თუმცა ამ უნარს საზოგადოებრივი ცხოვრება ავითარებს). აქედან გამომდინარე, საზოგადოებასა და სახელმწიფოს მისი ჩამორთმევის უფლებაც არ აქვს.

2. ბიბლიური ტრადიციით, ადამიანის ბუნება პირველცოდვამ შებღალა და დააზიანა. შესაბამისად ადამიანთა ჯგუფი, კოლექტივი, მმართველი სტრუქტურა, სახელმწიფო არ არიან შეუმცდარი. ჭეშმარიტებაზე მონოპოლიას არავინ ფლობს და ადამიანს ამის გათვალისწინება თავმდაბლობისკენ უბიძგებს.

3. არსებობს ქცევის საყოველთაო და სავალდებულო ნორმები, რომლებსაც მსოფლიო რელიგიები აღიარებენ (არ კლა, არ იპარო, არ დასწამო ცილი და ა.შ.). ამ ნორმების დარღვევის მიმართ არ ვრცელდება ტოლერანტობა. შემთხვევითი არ არის, რომ მრავალი მცნება რაიმე ქმედების აკრძალვის, უარყოფის ხასიათს ატარებს. შეუძლებელია დაავალდებულო სიყვარული, მაგრამ შეიძლება მოითხოვო, რომ დაუშვებელი იყოს სიძულვილის პრაქტიკული გამოხატვა.

4. ამ დებულებათა აღიარების შედეგად...

1. საყოველთაო და სავალდებულო ნორმების დაცვის კონტროლს სახელმწიფო უნდა ახორციელებდეს, რომელიც მონოპოლიას ფლობს ძალის გამოყენების კანონის მეშვეობით რეგლამენტაციაზე. მაგრამ აქაც საჭიროა განვასხვაოთ ცოდვილი და მისი ცოდვა. დამნაშავის უფლებები იზღუდება, მაგრამ არ ექვემდებარება ანულირებას.

2. შეხედულებების, მოსაზრებებისა და სარწმუნოებების სიმრავლე ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზების მრავალგვარობასაც წარმოაჩენს და ადამიანური გონების შესაძლო შეცდომებზეც მეტყველებს,რაც შეიძლება დაიძლიოს თავისუფალი დისკუსიის დროს. მსოფლმხედველობრივი ჭეშმარიტების თავისებურება ისაა, რომ მისი წვდომა მხოლოდ თავისუფლების მეშვეობით შეიძლება.

3. საგანთა ამგვარი მდგომარეობის შესატყვისი ფსიქოლოგიური ატმოსფერო ტოლერანტობის ტერმინოლოგიით აღიწერება.

4. ნამდვილი ტოლერანტობა არ უკავშირდება რაიმენაირ უპრინციპობას, ჭეშმარიტების მიმართ გულგრილობას. საკუთარ თავს ადამიანი შეიძლება არატოლერანტული მაქსიმალიზმით ეპყრობოდეს, მაგრამ სხვასთან ტოლერანტული უნდა იყოს, რადგან საყოველთაოდ აღიარებული ტოლერანტობის ნორმის გარეშე შეუძლებელია საზოგადოებრივი კეთილდღეობა.

5. ტოლერანტობის ატმოსფერომ შედეგად არ უნდა გამოიღოს სრული ნებადართულობა, არეულობა, ანარქია. სამართლებრივი სახელმწიფო მოვალეა შეუწყნარებლობა გამოავლინოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც კანონებს არღვევენ, ვინაიდან კანონები ადამიანის ღირსებისა და უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.

6. კანონებს არ უნდა ჰქონდეს ტოტალური ხასიათი. სახელმწიფოს კანონმდებლობა არ უნდა ახდენდეს ადამიანური ურთიერობების მთელი სპექტრის რეგლამენტირებას, პატივს უნდა სცემდეს რელიგიის, აზრის თავისუფლებას და ადამიანის სხვა უფლებებს, იცავდეს მათ ელემენტარული წესრიგის უზრუნველყოფასთან ერთად.

7. ლიბერალური დემოკრატია ის პოლიტიკური რეჟიმია, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ტოლერანტობის ატმოსფეროს. ეტიმოლოგიურად დემოკრატია ხალხის ძალაუფლებას ნიშნავს. ეს ძალაუფლება ვლინდება არჩევნებში მონაწილეობისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების საქმიანობაში ჩაბმის გზით. ლიბერალიზმი არის ადამიანის პიროვნული თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემის პოლიტიკური კულტურა. ლიბერალიზმი დემოკრატიას ტოტალიტარულ რეჟიმად გადაქცევის საფრთხისგან იცავს.

8. ლიბერალური დემოკრატიის უარყოფით მხარეებზე საუბარი ზედმეტად მიგვაჩნია (უნაკლო ქვეყნად არაფერია). საერთოდ თავისუფლება სახიფათოა, მაგრამ მის გარეშე ნამდვილი და ღირსეული ცხოვრება არ ხერხდება. უმთავრესია სწორი პრინციპი, იდეალი, საითკენაც უნდა მივისწრაფოდეთ. ლიბერალური დემოკრატიის ალტერნატივა ტოტალიტარიზმი გახლავთ, რაც, როგორც ცნობილია, უარესი რამეა. რა თქმა უნდა, დასაშვებია მომიჯნავე პოლიტიკური რეჟიმებიც. თუმცა ბევრ რამეს მაინც ხალხის ზნეობრივი მდგომარეობა წყვეტს. საჯარო განათლება, საზოგადო კულტურის განვითარება, სოციალური პასუხისმგებლობის გაღრმავება და თუნდაც აქტივობის ისეთი ფორმა, როგორიცაა მოგზაურობა ასევე უწყობს ხელს ტოლერანტობას.

9. სამ მონოთეისტურ რელიგიას: იუდაიზმს, ქრისტიანობასა და ისლამს ერთი აბრაამიტული საწყისი აქვს. ისინი მჭიდროდ უკავშირდებიან ძველ აღთქმას, რომელიც ადამიანის ღვთაებრივ დანიშნულებაზე სწავლებას შეიცავს. ეს სამი რელიგია აღიარებს ერთ ღმერთს, როგორც ყოველი ადამიანის მამას, როგორც ღმერთს სიკეთისა, სიყვარულისა და სამართლიანობისა. საფიქრებელია, რომ ამ მსოფლიო რელიგიებს განსაკუთრებული მისია აკისრიათ: მათ შეუძლიათ მთელ მსოფლიოს ეთიკური ღირებულებების ერთიანობა, ზოგადსაკაცობრიო ეთიკა შესთავაზონ.


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი May 16 2010, 02:24 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა

> ლიბერალური-დემოკრატია და მართლმადიდებლობა, მოდის თუ არა ეს ორი წინააღმდეგობაში


საიტნერესო იქნებოდა სტატიის წაკითხვა მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ მოხსენებული ორიდან, ჩვენთან არ არსებოსს ლიბერალ დემოკრატია და არსებობს მხოლოდ მართმადიდებლობა - მგონია რომ ცოტა უაზროა ამაზე დროის ხარჯვა.

თუმცა მართალია არ არსებობს ლიბერალრი დემოკრატია მაგრამ სამაგიეროდ არსებობს ლიებრალურ ფაშისტურ-სამთAვრობო დიქტატურა - ! რომელსაც ადრე თუ გვიან წერტილი უნდა დაესვას
რაც მალე მით უკეთესი.


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი May 16 2010, 02:31 PM
პოსტი #3


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ციტატა(Iona @ May 16 2010, 02:24 PM) *

საიტნერესო იქნებოდა სტატიის წაკითხვა მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ მოხსენებული ორიდან, ჩვენთან არ არსებოსს ლიბერალ დემოკრატია და არსებობს მხოლოდ მართმადიდებლობა - მგონია რომ ცოტა უაზროა ამაზე დროის ხარჯვა.

თუმცა მართალია არ არსებობს ლიბერალრი დემოკრატია მაგრამ სამაგიეროდ არსებობს ლიებრალურ ფაშისტურ-სამთAვრობო დიქტატურა - ! რომელსაც ადრე თუ გვიან წერტილი უნდა დაესვას
რაც მალე მით უკეთესი.


გენიალრი კომენტარია biggrin.gif რატომ არის უაზრობა? დღეს ლიბერალური-დემოკრატია არის ის იდეოლოგია რომელიც პირდაპირ კედლებს ხვირვატს და ისე აღწევს საზოგადოებაში გლობალიზაციის საშაულებით, დღს შეუძლებელია მას წინა აღუდგე და ეს არის უინტერესო? არ გინდა ვიცოდეთ რა არის ის და რას წამოადგენს რეალურად? ნუთუ მარტო თუთბერიძის ბოდვა შეგვიძლია აღვიქვათ ლიბერალურ-დემოკრატიად?

მაგრამ მართალი ხარ, რათ გვიდნა მისი გაგება, მთავარია გვყავს ისაკაძე და თუ ვინმე რამე "ცუდს" იტყვის, ეგრევე ჯვარს გადაარტყავს თავზე, გვაქვს სახალხო მართლმადიდებლობა და არა ჭეშმარიტი მართლამდიდებლობა, რომელიც პოლიტიკური იდელოგიაა და შერწმულია ნაცინალურ ღირებულბებთან მათი არაქრისტიანული საწყისის მიუხედავად.


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი May 16 2010, 02:55 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა

გენიალრი კომენტარია


შეიძლება ცოტა უტრიტებულია ნამდვიად

მაგრამ დამეთანხმები სიმართის მარცვლებს შეიცავს

ციტატა
გლობალიზაციის საშაულებით, დღს შეუძლებელია მას წინა აღუდგე და ეს არის უინტერესო? არ გინდა ვიცოდეთ რა არის ის და რას წამოადგენს რეალურად? ნუთუ მარტო თუთბერიძის ბოდვა შეგვიძლია აღვიქვათ ლიბერალურ-დემოკრატიად?

მე სართოდ ზოგჯერ მეჩვენბა რომ დიდი მნიშვნელობა არა ქვს წყობას - ყველა ვარიანტსი ერთი ჯგუვი იგნედბ ხელში გარკვეულ ძალაფლებას - მერე აბოლებს სხვებს საკუთAრ სუპერ შესაძლებლბობლებში და ცდილობს შინარჩუნოს ძალაუფლება რAც შეიძლება დიდ ხანს. სულ ეგააა.

ნუ ერთი განსვავებაა რომ ზოგს ზოგს ნაკლებად ავადმიყოფული იდეები აქვს ვიდრე სხვას.

კომუნიზმი, ფაშიზმი, დემოკრატია ეს უბრალოდ საშუაებებია ხალხის მათვის და დაბოლებისსთვის თორემ ადამინი ხომ მაინც იგივე რჩება უმრავლეს შემთხევაში - (ნუ ლებედ რაკ და სჩუკას ვარიანტია რა ....მანც რო ვერ უკრავენ როოგრც არ უნდა დაჯდნენ smile.gif )


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი May 16 2010, 03:11 PM
პოსტი #5


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



Iona

იდელოგიას აქვს დიდი მნიშვნელობა, კომუნიზმი და ფაშიზმი ანტიქრისტიანული იდეოლოგიეებია. პირველი დამყარებულია ეთნიკურ ზიზღზე და სეგრეგაციაზე, ხოლო მეორე უფრო შორს მიდის და ქრისტეს - სიყარულის წყაროს ჩანაცვლებას აკეთებს საერთო პლორეტალური იდეის საშუალებით.

ლიბერალური-დემოკრატია კი უზრუველყოფს ადამიანის ფუნდემენტურ უფლებას, ეს განსხვავდება "წმინდა ლიბერალიზმისგან", რადგან აქ აპრიორულია დემოსის (ხალხის) კრატოსი (მმართველობა), სადაც უმრავლესობის უფლება პრიორიტეტულია და აგრეთვე გარანტირებულია უმცირესობის.

რაც შეეხება ხალხის მართვას და დაბოლებას, აქ არის ერთი მშნივნელოვანი საკითხი, რამდენად არის სამოქალაქო საზოგადოება ძლიერი ქვეყანაში, ანუ ლაპარაკი მაქვს სხვასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებზე თუ საზოგადოებრივ აქტივობაზე, რომელიც ახდენს სამთავრობო აზრზე ზეწოლას, რომელიც წარმოაჩენს მთლიანად მოსახლეობის ნებას. რაც უფრო ლიბერალურ-დემოკრატიულია ქვეყანა მით უფრო ძნელია ვინმეს "დაბოლება".

ეს შენი პოსტი ანარქიზმის ტიპიური გამოხატულებაა, თუ ანარქისტი ხარ ეს პრობლემა არაა, ყველას შეუძლია იყოს ის ვინც უნდა. ადრეულ წლებში ალბათ მეც ნახევრად ანარქისტი ვიყავი smile.gif მაგრამ ქრისტიანობა შორსაა ანრქიზმისგან, გაიხსენე ქრისტეს სიტყვები: "მიეცით ღმერთს ღმერთისა და კეისარს კეისრისა", აგრეთვე პავლეს სიტყვები რომაელთა მიმართ თქმული:

1. დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია.
2. ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონვე მოიწევენ სასჯელს.
3. ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან.
4. რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ.
5. ამიტომაც გვმართებს მორჩილება, არა მარტო სასჯელის შიშით, არამედ სინიდისითაც.
6. სწორედ იმიტომ იხდით ხარკს, რომ ღვთის მსახურნი არიან ამ საქმეზე გადაგებულნი.
(რომ. 13)


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 16 2010, 03:30 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



სანამ თემას გავეცნობოდე ავღნიშნავ, რომ მართლმადიდებლობა ეს ალბათ ყველაზე უფრო ლიბერალური რელიგიაა და საერთოდ არ მოდის წინააGმდეგობაში არც ლიბერალიზმთან, არც კოსმოპოლიტიზმთან და არც მეცნიერებასთან. ამიტომ გადაკეთება - გარემიქსებას არ საჭიროებს.
აბო.

death
ციტატა
სადაც უმრავლესობის უფლება პრიორიტეტულია და აგრეთვე გარანტირებული უმცირესობის.

მერე უკუღმა სექსის მომხრეებს ეკუთვნით აღნიშნული თუ ჩვენც?
ციტატა
მაგრამ მართალი ხარ, რათ გვიდნა მისი გაგება, მთავარია გვყავს ისაკაძე და თუ ვინმე რამე "ცუდს" იტყვის, ეგრევე ჯვარს გადაარტყავს თავზე,

ისევ შენ არასწორს იმეორებ და სხვისი არ გინდა გაიგო.

აქაც დავდებ იქნებ იქ ვერ ნახე.
ციტატა
არსებობს ვერსია რომელიც საფუძვლიანია: რომ მოვლენის გასაპროტესტებლად მისულ მმკ-ელებში ჩანერგილი ლიბერასტების მიერ მოხდა პაქტის პროვოცირება, და ახლა ნათელი ხდება, რომ ეს ადრეც ასე ხდებოდა, ახლა გაიშიფრა მხოლოდ. ვინაიდან უნიჭოდ იყო დადგმული კავკასიის ინციდენტი და ფარდაც აეხადა. აბა რაო მმკ რომ მიდის საპროტესტოდ წინასწარ პატრიატქიდან დარიგებებს ღებულობენ თავ-პირი დაუმტვრიოთ ახლა იქო თუ რას ამბობს სექსუალური აღვირახსნილობის დამცავი მხარე?
ასეთი ბრალდება რომ ხელოვნურია სხეულით მაინც ვერ გრძნობთ ხალხო ?
ორივე მხარე უარყოფს ძალადობას, რომელიც მაინც ხდება. ვინ ახდენს პროვოკაციას? ვინც შემდეგ იყენებს და იწყებს კივილს (სიკვდილას არ ეკუთვნის ეს ეპითეტი) ვაიმე დამჩაგრესო. თან დამრტყმელებიც თვითონ არიან. აქ ელემენტარული დაკვირვებაა საჭირო და განწყობაც სიმართლე გაგება გინდოდეს.

აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი May 16 2010, 03:41 PM
პოსტი #7


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



აბო.

არ ვაპირებ აქ მმკ-ს გარჩევას. რაც არის ეს ორგანიზაცია ვიცი და გარვევით ვთქვი, თუ რატომ იყო მათი მოქმედება მთლიანად არაქრისტიანული, როგორც კავასიაში ისევე სხვა შემთხვევებშიც, არამარტო არაქრისტინული, არამედ ანტიკონსტიტუციური.


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 16 2010, 03:49 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



death


აბო.
ციტატა
არ ვაპირებ აქ მმკ-ს გარჩევას, რაც არის ეს ორგანიზაცია ვიცი და გარვევით ვთქვი თუ რატომ იყო მათი მოქმედება მთლიანად არაქრისტიანული, როგორც კავასიაში ისევე სხვა შემთხვევებშიც, არამარტო არაქრისტინული, არამედ ანტიკონსტიტუციც.

ნება თქვენია, მხოლოდ წინ ჩემი და ჩემნაირების აზრითთქო დაუმატე. ვინაიდან ასე გგონიათ. ნაცვლად მეორე მხარის მტკიცებისა. რაც ვერ შეძელით. ვინაიდან არგუმენტები არ გაგაჩნიათ და ისე ცდილობთ ხალხის დაჯერებას.
აქ მეც არ ვაპირებდი ისაკაძის გამოსარჩლებას, მაგრამ შენ ახსენე არასწორად და..
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 16 2010, 05:00 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ციტატა
ეს სტატია ადრეც ავტვირთე, მაგრამ ის თემა რატომღაც წაშალეს smile.gif ეს არის მართლმადიდებელი ბერის მოკლე სტატია, ამ საკითხთან დაკავშირებით.

ტოლერანტობის რელიგიურ-ფილოსოფიური საფუძვლები


თუ საიდუმლო არ არის წყარო მიგვითითე ვინ ბერის დაწერილია? ჯობს დედანში ვიხილოთ.
აბო


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი May 16 2010, 06:11 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



death

მე ვთვლი რომ დემოკრატია(ლიბერალიზმი) და მართლმადიდებლობა მოდიან წინააღმდეგობაში ერთმანეთთან...

ქრისტიანობა აგებულია მონარქიულ სტრუქტურაზე იმპერიის რელიგიად... უნდა იყოს ასეც... თუ IV საუკუნეში და შემდგომ საუკუნეებში არ იყო ლიბერალიზმი, მაშ არც მერე უნდა ყოფილიყო...

მართალია ასე შეიძლება მეც დავზარალდე და მმკ-მ დამარბიოს, მაგრამ ობიექტურობა ობიექტურობაა...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი May 16 2010, 06:35 PM
პოსტი #11


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



doh.gif doh.gif
ციტატა
რისტიანობა აგებულია მონარქიულ სტრუქტურაზე იმპერიის რელიგიად



--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 16 2010, 06:38 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



Otherguy
ციტატა
მე ვთვლი რომ დემოკრატია(ლიბერალიზმი) და მართლმადიდებლობა მოდიან წინააღმდეგობაში ერთმანეთთან...

ცდები როცა წინააღმდეგობაში მოგყავს ისინი. ლიბერალიზმის უმაღლესი გამოვლინება თავისუფლებაა. ქრისტიანი კი თავისუფალია და არა ანტითავისი.
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი May 16 2010, 06:41 PM
პოსტი #13


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



აბო, ლიბერალიზმი როგორ უყურებს ერთსქესიანი ადამიანების ქორწინებას? smile.gif როგორც ვიცი ევროპულ ქვეყნებში კანონი შემოდის რომ დაშვებული იყოს ესთი ქორწინება ...

და კიდე პატარა ბავშვს რომელსაც ნათლავენ რა აზრის არიან? არ იზღუდება მისი თავისუფლებაო? ძალადობს არ აქ ადგილიო? როგოც ვიცი ლიბერალები ასე აზროვნებენ და ასეთია ლიბერალიზმის წესები


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 16 2010, 06:49 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ციტატა(llaasshhaa @ May 16 2010, 07:41 PM) *

აბო, ლიბერალიზმი როგორ უყურებს ერთსქესიანი ადამიანების ქორწინებას? smile.gif როგორც ვიცი ევროპულ ქვეყნებში კანონი შემოდის რომ დაშვებული იყოს ესთი ქორწინება ...

და კიდე პატარა ბავშვს რომელსაც ნათლავენ რა აზრის არიან? არ იზღუდება მისი თავისუფლებაო? ძალადობს არ აქ ადგილიო? როგოც ვიცი ლიბერალები ასე აზროვნებენ და ასეთია ლიბერალიზმის წესები

ეს ლიბერალიზმი აღარაა ლაშა ეს ავადმყოფობაა სულიერი. და მკურნალობა ჭირდება თან იძულებითი, სახელმწიფოს მიერ. ისევე როგორც ქვებისსროლია გიჟს უნდა მკურნალობა.

აქ ვიღაცა იტყვის მაგი არ რჩებაო. რჩება ბატონო კი რჩება. და კეთილი უნდა ინებოს სახელმწიფომ და იზრუნოს მათზე, თავზე კი არ უნდა დაგვასვან აქ. აბა ერთი არაბეთში მომხდარიყო მაგი....

ბნელი ძალები, ზუსტად მართლმადიდებლობის და ლიბერალიზმის საფარქვეშ უტევს.
ეს დღევანდელი ლიბერასტების (ლიბერალის მანტიას ამოფარებული)სახით წარმოგვიდგება. არა აქვს მნიშვნელობა თუნდაც დასავლეთელი იყოს ის. ავადმყოფი ყველგანაა. მხოლოდ ისაა ცუდი, რომ მომრავლდნენ მასეთები. ვაიქართველები.
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 16 2010, 07:25 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ილია მეორე – ზოგიერთი, ქართველი ერისადმი მტრულად განწყობილი, ცდილობს დააპირისპიროს ჩვენი ახალგაზრდობა, მაგრამ არაფერი გამოუვათ

იბოროტება არ იკურნება ბოროტებით, ბოროტება იკურნება მხოლოდ სიკეთით და სიყვარულით, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქმა ახალგაზრდა თაობაზე და სკოლაში მასწავლებლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. “ვხედავ ამდენ ახალგაზრდას ტაძარში და გულს უხარია, რომ მოდის ძლიერი თაობა. ამაში დიდი დამსახურება სკოლის ხელმძღვანელობას მიუძღვის. თქვენ აკეთებთ დიდ საქმეს. თქვენ უნდა გაზარდოთ ჩვენი შვილები სამშობლოს სიყვარულით”, – ბრძანა უწმინდესმა.

მისივე თქმით, როდესაც უცხოეთში ბავშვობის ასაკში მიდიან, ისინი არ არიან განმტკიცებული თავიანთ ნიადაგზე და მათ აღარ აქვთ სამშობლოსადმი ისეთი სიყვარული, როგორიც უნდა ჰქონდეთ, მაგრამ არის მაგალითებიც, როდესაც უცხოეთში მყოფ ქართველებს უფრო მეტად უყვართ საქართველო, ვიდრე აქ მცხოვრებთ.

“მართალია, ზოგიერთი ქართველი ერისადმი მტრულად განწყობილი ცდილობს დააპირისპიროს ჩვენი ახალგაზრდობა, მაგრამ არაფერი გამოუვათ. მინდა ვთხოვო ჩვენს პედაგოგებს, სკოლის დირექტორებს, გაუფრთხილდნენ ბავშვებს. მასწავლებელმა თავი უნდა შეაყვაროს მოსწავლეს. თუ ეყვარებით თქვენს მოსწავლეს, ის აუცილებლად ისწავლის თქვენს საგანს. მათ ცოდნასთან ერთად უნდა მისცეთ აღზრდა, უნდა ასწავლოთ ყველაფერი, თუ როგორ მოიქცეს. თქვენ მოსწავლეებს სიყვარული უნდა ასწავლოთ. წმინდა ბასილი დიდი ამბობს – ბოროტება არ იკურნება ბოროტებით, ბოროტება იკურნება მხოლოდ სიკეთითა და სიყვარულით”, – ბრძანა უწმინდესმა.

მან ასევე სთხოვა პედაგოგებს, რომ მოსწავლეებს 2-იანი არ დაუწერონ. დღესვე პატრიარქმა, ტრადიციისამებრ, თბილისის რამდენიმე სკოლა და გვარი დალოცა. “ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ”, – ბრძანა უწმინდესმა ქადაგების დასასრულს.



არ არის ლიბერალიზმის გამოვლინება?
ამას კი არ შეხედავს მავანნი, გაატარებს და მერე ისევ დაიწყებს თავისას.
აბო


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Believer
პოსტი May 16 2010, 07:25 PM
პოსტი #16


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



Otherguy
ციტატა
ქრისტიანობა აგებულია მონარქიულ სტრუქტურაზე იმპერიის რელიგიად... უნდა იყოს ასეც... თუ IV საუკუნეში და შემდგომ საუკუნეებში არ იყო ლიბერალიზმი, მაშ არც მერე უნდა ყოფილიყო...




ohmy.gif blink.gif unsure.gif user.gif


--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი May 16 2010, 08:02 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



Believer

რა იყო არ გჯერათ? smile.gif ეს ყველაფერი დაიწყო IV საუკუნიდან, როცა ქრისტიანობა იმპერიის რელიგია გახდა... "წმინდა" კონსტანტინემ კი ეკლესიაში არსებული დაპირისპირების გამო, ჯერ მწვალებლები(წმინდანებიც და არაწმინდანებიც) გადაასახლა, დააწიოკა და გაასამართლა(რასაც სხვა ეპისკოპოსები ეთანხმებოდნენ) და შემდეგ არაქრისტიანების მიმართ მისით დაიწყო ე.წ. "ჯვაროსნული ლაშქრობები"...

მარტო მაგას და მის შთამომავლებს არ ავკიდებ, ეპისკპოსები, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნIთ ეწეოდნენ ვანდალიზმს და ძალადობას და ამას არც უარყოფდა ზოგიერთი წმინდანი...

საერთოდ სხვისი წიგნების დაწვა(სხვისი საკუთრების ხელყოფა)-ზე მსოფლიო კრებაზე მიიღეს კანონი...

ხოლო კრება ვისაც მწვალებლად გამოცხადებდა გადასახლებული და დაწიოკებული იყო...


ხალხო რა ლიბერალიზმზეა საუბარი??? smile.gif)))

წარმართების დაწიოკებას არ შევხებივარ მგონი, ზოგიერთი წმინდანის(ან არაწმინდან, მაგრამ ეპისკოპოსის) დავალებით რომ შეესეოდა ბრბო მათ ნაგებობებს, სახლებს და ტაძრებს - ანადგურებდნენ ყველაფერს... ხოლო წარმართებს მოკვლით ემუქრებოდნენ...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი May 16 2010, 08:13 PM
პოსტი #18


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



abo

ციტატა
თუ საიდუმლო არ არის წყარო მიგვითითე ვინ ბერის დაწერილია? ჯობს დედანში ვიხილოთ.


ბენიამინ ნოვიკი, ამჟამად არ მაქვს ორიგინალი ტექსტი, თუ ვიპოვე ავტვირთავ.

Otherguy

ეს თემა ეხება ლიბერალურ-დემოკრატიულ პრინციპებს და მის კავშირს მართლმადიდებლობასთან, არის თუ
არა მართლმადიდებლობა თავისი არსით დაპირისპირებული მასთან. ასე რომ შენეული ისტორიული რაკურსები ამ თემას არ შეესაბამება. და თხოვნა მექნება ნუ დანაგვიანებ აქაურობას.


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი May 16 2010, 08:18 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(death @ May 16 2010, 08:13 PM) *



Otherguy

ეს თემა ეხელა ლიბერალურ-დემოკრატიულ პრინციპებს და მის კავშირს მართლმადიდებლობასთან, არის თუ
არა მართლმადიება თავისი არსით დაპირისპირებული მასთან. ასე რომ შენეული ისტორიული რაკურსები ამ თემას არ შეესაბამება. და თხოვნა მექნება ნუ დანაგვიანებ აქაურობას.


კარგი ბატონო...

მეტს აღარ დავანაგვიანებ, ისტორია კი საკმაოდ კარგად ვიცი რომ დარწმუნებით ვისაუბრო ასეთი რამეები... უბრალოდ ისტორია და წმინდანთა ცხოვრება სხვა რამეს ამბობს...

მე პირადად ვეთანხმები მმკ-ს...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი May 16 2010, 08:25 PM
პოსტი #20


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ციტატა(Otherguy @ May 16 2010, 08:18 PM) *

კარგი ბატონო...

მეტს აღარ დავანაგვიანებ, ისტორია კი საკმაოდ კარგად ვიცი რომ დარწმუნებით ვისაუბრო ასეთი რამეები... უბრალოდ ისტორია და წმინდანთა ცხოვრება სხვა რამეს ამბობს...

მე პირადად ვეთანხმები მმკ-ს...


ისე მემგონი ადრე გითხარი, რომ სამკურნალოხართქო და თუ დროულდ მიხედავ თავს კარგი იქნება biggrin.gif


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th May 2024 - 09:59 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი