IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

31 გვერდი V « < 10 11 12 13 14 > »   
Reply to this topicStart new topic
> კონფლიქტური ზონები, აფხაზეთი/ცხინვალის რეგიონი
გიორგი
პოსტი Aug 31 2008, 01:00 PM
პოსტი #221

მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,903
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491

sable
ციტატა
კი მაგრამ მაგას დრო უნდა

მერე დავიცადოთ...
ციტატა
მაგის შეფასებას შენი თქმისა არ იყოს ასევე დრო გამოაჩენს

ჰოდა, ერთიც ვნახოთ და მთლად იდეალური თუ არა მეტ-ნაკლებად ნორმალური ვარიანტი რომ გამოდგეს ხელისუფლების სვლა მაშინ?

ამიტომ წინასწარ ლანძღვა-გინება საჭირო არაა. თუ მიშამ საქართველო გააერთიანა, თანაც იმ პირობებში როდესაც კონფლიქტის მეორე მხარე რუსეთია, მაშინ ის აუცილებლად საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო მმართველად შევა ისტორიაში.
ციტატა
ტერიტორიები უნდა დაიბრუნო ეგ აუცილებელია მაგრამ ომი უკიდურეს შემთხვევაშია საჭირო უფრო სწორედ მაგას ომი არც უნდა დაერქვას სპეცოპერაციაა საჭირო მსგავსი რაც ხორვატიამ გააკეთა თავის დროზე, როდესაც დამარცხებულ სერბეთს სამ დღეში გამოგლიჯა ის რაც დაკარგა, იმიტომ რომ საჭირო მომენტი შეარჩია.

ასეთი მომენტი არასოდეს არ დადგება.
სერბეთი თავისი სამხედრო პოტენციალით ბევრად არ აღემატებოდა ხორვატიას.

ჩვენ რუსეთს სპეც. ოპერაციით ვერ დავამარცხებთ და ნებით არ მოდის დათმობაზე, რადგან კრემლის მიზნები სულ სხვაა.

სად ხორვატია-სერბეთის ძალების სხვაობა და სად საქართველო-რუსეთის...

ჩვენ ბოლომდე არ გვესმის თუ რა რთულ სიტუაციაში ვართ, შეიძლება დავკარგოთ კიდეც ტერიტორიები, ამის შანსიც რეალურია, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ეს ასე არ მოხდეს, ამისთვის ცეცხლთან თამაშიც მოგვიწევს, ბეწვის ხიდზეც გავლა და ა.შ.

აბა, ისე შეუძლებელია რუსეთს მიწები წაართვა...

ციტატა
მისი საბოლოოდ ამოცნობა ვერც დღეს მოხერხდება
და ვერც ერთი წლის შემდეგ.

მაშინ გავჩერდეთ... იქნებ და რა ხდება...

--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Aug 31 2008, 01:16 PM
პოსტი #222

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651

ციტატა( გიორგი @ Aug 31 2008, 01:00 PM) *

sable

ჰოდა, ერთიც ვნახოთ და მთლად იდეალური თუ არა მეტ-ნაკლებად ნორმალური ვარიანტი რომ გამოდგეს ხელისუფლების სვლა მაშინ?

ამიტომ წინასწარ ლანძღვა-გინება საჭირო არაა. თუ მიშამ საქართველო გააერთიანა, თანაც იმ პირობებში როდესაც კონფლიქტის მეორე მხარე რუსეთია, მაშინ ის აუცილებლად საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო მმართველად შევა ისტორიაში.

ღმერთმა გისმინოს !

ციტატა( გიორგი @ Aug 31 2008, 01:00 PM) *

ასეთი მომენტი არასოდეს არ დადგება.
სერბეთი თავისი სამხედრო პოტენციალით ბევრად არ აღემატებოდა ხორვატიას.

ჩვენ რუსეთს სპეც. ოპერაციით ვერ დავამარცხებთ და ნებით არ მოდის დათმობაზე, რადგან კრემლის მიზნები სულ სხვაა.

სად ხორვატია-სერბეთის ძალების სხვაობა და სად საქართველო-რუსეთის...

ხორვატია უბრალოდ მაგალითზე მოვიყვანე რომ განმემართა, საჭირო დროის შერჩევის აუცილებლობა, ტუდაც ფინეთი ავიღოთ მაგალითზე განა ცარისტული რუსეთის დროს არ უნდოდათ დამოუკიდებლობა მაგრამ მიიღეს მაშინ როდესაც რუსეთი დამარცხდა გერმანიასთან ომში 1917 წელს მერე დამარცხდა თავად გერმანიაც მაგრამ ფინეთი დარჩა დამოუკიდებელი და ბოლოს საბჭოთა აგრესიაც მოიგერია ასე რომ პატარა სახელმწ. შეუძლიათ დიდი საქმის გაკეთება.

ციტატა( გიორგი @ Aug 31 2008, 01:00 PM) *

ჩვენ ბოლომდე არ გვესმის თუ რა რთულ სიტუაციაში ვართ, შეიძლება დავკარგოთ კიდეც ტერიტორიები, ამის შანსიც რეალურია, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ეს ასე არ მოხდეს, ამისთვის ცეცხლთან თამაშიც მოგვიწევს, ბეწვის ხიდზეც გავლა და ა.შ.

აბა, ისე შეუძლებელია რუსეთს მიწები წაართვა...

რთული სიტუაციაა გეთანხმები, ერთი ის არის რომ რუსეთს არ უნდა ვეთამაშოთ მათი თამაში.

--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Aug 31 2008, 02:03 PM
პოსტი #223

ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538

რაც არ უნდა ვიმსჯელოთ სიმართლის მაქსიმუმ 1 ან 2 % გამოვკრავთ ხელს.
არც ერთი მხარე იტყვის სმართლეს. sad.gif

--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 31 2008, 10:18 PM
პოსტი #224

დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284

ინგუშეთის ოპოზიცია რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესაძლებლობაზე პირველად ალაპარაკდა

ინგუშეთის ოპოზიცია რესპუბლიკის რუსეთისგან დამოუკიდებლობის შესაძლებლობაზე პირველად ალაპარაკდა, - იუწყება "newsru.com".
"ეხო მოსკვის" ეთერში ამის შესახებ ინგუშეთის საერთო ეროვნული მიტინგის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა მაგომედ ხაზბიევმა განაცხადა.
"ჩვენ უნდა ვთხოვოთ ევროპას ან ამერიკას, გაგვიყვანონ რუსეთის შემადგენლობიდან. თუ ჩვენ არ ვჭირდებით ამ ქვეყანას, არ ვიცით, რა ვქნათ", - დასძინა მან.
ხაზგიევის თქმით, უნდა შეწყდეს ინგუში ხალხის გენოციდი, რომელსაც კრემლი ახორციელებს.
ხაზბიევის განცხადება ოპოზიციის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერის, დამოუკიდებელი საიტის "ingushetiya.ru"-ს მფლობელის მაგომედ ევლოევის მკვლელობის შემდეგ გავრცელდა. ევლოევის საცხოვრებელ სახლთან და ოპოზიციის ოფისებთან ამ წუთებში რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი.
ევლოევი დღეს მოსკოვიდან ინგუშეთში ჩაფრენისთანავე, აეროპორტში მილიციის თანამშრომლებმა დააკავეს, რის შემდეგაც მისი სიკვდილის შესახებ გახდა ცნობილი. ევლოევს თავში ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ევლოევთან ერთად თვითმფრინავში ინგუშეთის პრეზიდენტი მურატ ზიაზიკოვი იმყოფებოდა, რომლის გადადგომასაც ითხოვს ოპოზიცია.
ექსტრემისტული მასალების გამოქვეყნებისთვის მოსკოვის სასამართლომ საიტი "ingushetiya.ru"-ს დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა საიტი კვლავ აგრძელებს ფუნქციონირებას.

a075.gif e025.gif

--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Aug 31 2008, 10:22 PM
პოსტი #225

Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224

ციტატა(კანონისტი @ Aug 31 2008, 10:18 PM) *

ინგუშეთის ოპოზიცია რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესაძლებლობაზე პირველად ალაპარაკდა

ინგუშეთის ოპოზიცია რესპუბლიკის რუსეთისგან დამოუკიდებლობის შესაძლებლობაზე პირველად ალაპარაკდა, - იუწყება "newsru.com".
"ეხო მოსკვის" ეთერში ამის შესახებ ინგუშეთის საერთო ეროვნული მიტინგის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა მაგომედ ხაზბიევმა განაცხადა.
"ჩვენ უნდა ვთხოვოთ ევროპას ან ამერიკას, გაგვიყვანონ რუსეთის შემადგენლობიდან. თუ ჩვენ არ ვჭირდებით ამ ქვეყანას, არ ვიცით, რა ვქნათ", - დასძინა მან.
ხაზგიევის თქმით, უნდა შეწყდეს ინგუში ხალხის გენოციდი, რომელსაც კრემლი ახორციელებს.
ხაზბიევის განცხადება ოპოზიციის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერის, დამოუკიდებელი საიტის "ingushetiya.ru"-ს მფლობელის მაგომედ ევლოევის მკვლელობის შემდეგ გავრცელდა. ევლოევის საცხოვრებელ სახლთან და ოპოზიციის ოფისებთან ამ წუთებში რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი.
ევლოევი დღეს მოსკოვიდან ინგუშეთში ჩაფრენისთანავე, აეროპორტში მილიციის თანამშრომლებმა დააკავეს, რის შემდეგაც მისი სიკვდილის შესახებ გახდა ცნობილი. ევლოევს თავში ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ევლოევთან ერთად თვითმფრინავში ინგუშეთის პრეზიდენტი მურატ ზიაზიკოვი იმყოფებოდა, რომლის გადადგომასაც ითხოვს ოპოზიცია.
ექსტრემისტული მასალების გამოქვეყნებისთვის მოსკოვის სასამართლომ საიტი "ingushetiya.ru"-ს დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა საიტი კვლავ აგრძელებს ფუნქციონირებას.

a075.gif e025.gif

Ingushetiya.ru-ს მფლობელი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა

--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 31 2008, 10:38 PM
პოსტი #226

მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,903
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491

დემოკრატიულმა სამყარომ აშშ-ს მეთაურობით მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ინგუშეთს და ჩეჩნეთს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

რუსეთის ფედერაცია არის მინი-სსრკ-იმპერია რომელიც აუცილებლად უნდა დაიშალოს, რაც მალე აგორდება ეს ტალღა მით უკეთესი. საქართველომაც ერთ-ერთმა პირველმა უნდა აღიაროს ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

რუსეთის განადგურებას ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი... yes.gif

P.S. დამოუკიდებლობას იმსახურებს დაღესტანიც...

--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Aug 31 2008, 10:46 PM
პოსტი #227

ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765

ციტატა
რუსეთის განადგურებას ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი...

ფრთხილად ვიყოთ, ნანგრევებში ჩვენ არ მოვყვეთ....

პ.ს. როგორც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, რუსეთისაც აღიარებულია და ნუ დავემსგავსებიტ რუსებს! რა არის იმაზე საშინელი გავდე იმას, ვისი საქციელიც ამაზრზენია შენთვის....

პ.პ.ს. ღმერთო რა ამაზრზენი ადამიანი ვარ... როგორ გამიხარდა ეს ინფო sad.gif

--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 31 2008, 10:49 PM
პოსტი #228

მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,903
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491

.ნინო
ციტატა
ფრთხილად ვიყოთ, ნანგრევებში ჩვენ არ მოვყვეთ....

ჩვენ სსრკ-ს ნანგრევებში არ მოვყევით და აქ მითუმეტეს არ მოვყვებით.

კარგია რომ სეპარატისტული მოძრაობები გაჩნდა ინგუშეთში, ჩეჩნთში ისედაც იყო, დაღესტანიც მალე დაემატება...

--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 31 2008, 11:01 PM
პოსტი #229

მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,903
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491

.ნინო
ციტატა
როგორ გამიხარდა ეს ინფო

ჯერ სად ხარ? ეს ინფო დასაწყისის დასაწყისია... ჯერ სად არის რუსეთი? ეგრე გააგრძელოს და სრულ გარანტიას ვიძლევი რომ რუსეთი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება...

რუსეთი აუცილებლად დაიშლება, მაგრამ მიჭირს იმის თქმა თუ რამდენ ხანში. fiqri.gif

--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Aug 31 2008, 11:49 PM
პოსტი #230

ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698

გიორგი
ციტატა
აშშ-ს შეუძლია რუსეთის სამი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხელა თანხები რამოდენიმე თვეში დახარჯოს მხოლოდ ლოკალური კონფლიქტის საწარმოებლად. ეს გადაჭარბებული არ არის.

: )

გიო გაჩუმდი.... გადაჭარბებულია თანაც ძალიან გადაჭარბებული, ამერიკის ეკონომიკის ახლანდელ მდგომარეობაზე ნუ დამაწყებინებ ახლა ფაქტებისა და სტატისტიკების წერას : )

ამერიკა არანაერ ომზე წამსვლელი არაა ახლა,მომდევნო წლის გაზაფხულამდე ყოველშემთხვევაში... : )

--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."

"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Sep 1 2008, 01:39 AM
პოსტი #231

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651

ციტატა(ქეთუ @ Aug 31 2008, 11:49 PM) *

გიორგი
: )

გიო გაჩუმდი.... გადაჭარბებულია თანაც ძალიან გადაჭარბებული, ამერიკის ეკონომიკის ახლანდელ მდგომარეობაზე ნუ დამაწყებინებ ახლა ფაქტებისა და სტატისტიკების წერას : )

ამერიკა არანაერ ომზე წამსვლელი არაა ახლა,მომდევნო წლის გაზაფხულამდე ყოველშემთხვევაში... : )

არც გაზაფხულამდე დაიწყებს და არც მის მერე smile.gif

და ღმერთმა არ ქნას რომ ომზე წავიდეს - ეგ ხომ ბირთული ომი იქნება. რაც ბუნებრივია არავის არ გვინდა.

და საერთოდ XXI ს. რა დროს ომია, თუ ასე გაგრძელდა და სახელმწიფოებმა კვლავ თავიანთი ინტერესების გამო

სისხლის ზღვრა გააგრძელეს სახელმწიფოებრიობას დიდი მომავალი არ უწერია!

--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 1 2008, 12:16 PM
პოსტი #232

დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284

ავსტრალია რუსეთისთვის ბირთვული საწვავის მიწოდების შეთანხმებას გადახედავს

ავსტრალიამ რუსეთისთვის ბირთვული საწვავის მიწოდების შეთანხმების გადახედვა გადაწყვიტა. ამის შესახებ ავსტრალიური ტელერადიო კომპანია "ეი-ბი-სი" იუწყება.
ტელერადიო კომპანიის ცნობით, ქვეყნის "ლეიბორისტულმა" მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება ქართულ-ოსურ კონფლიქტში რუსული სამხედრო ძელბის მონაწილეობის შემდეგ მიიღო.

--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Sep 1 2008, 12:18 PM
პოსტი #233

***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001

რას ელოდები დღეს 27 ქვეყნისგან?

მართალია, რომ ქართული გვარების გამო რუსეთის მოქალაქეებს აძევებენ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 1 2008, 12:21 PM
პოსტი #234

დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284

Giorgi-
ციტატა
რას ელოდები დღეს 27 ქვეყნისგან?

ყველაფერს კარგს

ციტატა
მართალია, რომ ქართული გვარების გამო რუსეთის მოქალაქეებს აძევებენ?

არ ვიცი, მაგრამ მაგათგან გასაკვირი არ არის....

--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Sep 1 2008, 12:32 PM
პოსტი #235

***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001

კანონისტი
ციტატა
ყველაფერს კარგს

ნუ ფაქტია, რომ ისეთი გადაწყვეტილებებიც არ იქნება რომ რუსეთის ფედერაცია 1 დღეში "ჩაიძიროს" და სხვამხრივ არის შანსი ეს საგუშაგოები როგორმე რაც შეიძლება მალე გავაუქმებინოთ?

რუსების ოცნება (არამხოლოდ პოლიტიკოსების!)

[URL=http://imageshack.us]IPB-ს სურათი[
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Sep 1 2008, 09:42 PM
პოსტი #236

ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765

ტყუილა ვატარეთ დღეს ევროპის დროშა... sad.gif აუ რა მშიშრები არიან რა!!!!

--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 2 2008, 10:58 AM
პოსტი #237

დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284

ევროპის კავშირის საბჭოს
საგანგებო სხდომის
რეზოლუცია
საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით

1. ევროკავშირი შეშფოთებულია ღია კონფლიქტით, რომელიც საქართველოში მოხდა, გამოწვეული ძალადობით და რუსეთის რეაქციის დისპროპორციულობით. ამ კონფლიქტმა გამოიწვია მძიმე შედეგები ორივე მხრიდან. ასეთი ტიპის სამხედრო მოქმედება არ არის გამოსავალი და მიუღებელია. ევროკავშირი წუხს ადამიანთა სიკვდილის, მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის, გადაადგილებულ პირთა და დევნილა რიცხვის და მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის გამო.

2. ევროკავშირი გმობს რუსეთის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მიუღებელია და ევროკავშირი მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, არ აღიარონ გამოცხადებული დამოუკიდებლობა და მოუწოდებს ევროკომისიას, შეისწავლოს პრაქტიკული შედეგები. საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა უნდა იყოს დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებული დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვაზე, ეუთოს 1975 წლის აქტზე და გაეროს რეზოლუციებზე.

3. ევროპის ქვეყნებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ საგარეო პოლიტიკა და ალიანსები, საერთაშორისო სამართლის პატივისცემით, მეზობლური ურთიერთობების პრინციპებისა და მშვიდობიანი კოოპერაციის დაცვით.

4. ევროკავშირი იწონებს 6-პუნქტიან შეთანხმებას, რომელიც მიღწეული იყო 12 აგვისტოს, ევროკავშირის დახმარებით და რომელმაც გამოიწვია ცეცხლის შეწყვეტა, ჰუმანიტარული დახმარების უკეთესი გაწევა დაზარალებულებისთვის და რუსული საჯარისო ნაწილების ნაწილობრივი გაყვანა. გეგმა ბოლომდე ჯერ კიდევ შესასრულებელია. სამხედრო ძალებმა, რომლებიც არ დაბრუნდნენ იმ ადგილებზე, სადაც კონფლიქტამდე იყვნენ განლაგებულნი, ეს ახლავე უნდა გააკეთონ. უნდა დასრულდეს საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის შემუშავება, რომელშიც ევროკავშირი მზად არის მიიღოს მონაწილეობა და რომელიც გეგმის მე-5 პუნქტით არის გათვალისწინებული. ევროკავშირი ასევე მზად არის ჩაანაცვლოს ამ მონიტორინგის მექანიზმით რუსეთის დამატებითი უსაფრთხოების ზომები სამხრეთ ოსეთთან მოსაზღვრე ტერიტორიაზე. უნდა დაიწყოს ასევე მე-6 პუნქტით გათვალისწინებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების საკითხების განხილვა.

5. ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიან და საბოლოო მოგვარებას. წევრი-ქვეყნები განსაკუთრებულად მონაწილეობენ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის გაძლიერებაში სამხრეთ ოსეთში, დამკვირვებლების გაგზავნით და მატერიალური და ფინანსური დახმარებებით.

6. ევროკავშირმა უკვე განახორციელა სასწრაფო ზომები საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენისთვის. ორგანიზაცია მზად არის, აღმოუჩინოს დახმარება საქართველოს, მათ შორის სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების აღდგენისთვის. მზადყოფნას გამოთქვამს, მხარი დაუჭიროს ნდობის აღდგენის ზომებს და რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას. საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების ფარგლებში უნდა იქნას მიღებული ზომები სავიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ასევე უნდა მოხდეს სრული და მრავალმხრივი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესაძლო შექმნის საკითხის განხილვა, როგორც კი ამის პირობები იქნება შეთანხმებული. ევროკავშირი გამოდის ინიციატივით, მოწვეულ იქნას საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში რეკონსტრუქციისთვის საჭირო დახმარებისთვის და მოუწოდებს ევროკომისიას, დაიწყოს ამ კონფერენციის მომზადება.

7. ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ ამჟამინდელი კრიზისი გავლენას ახდენს მთელს რეგიონზე. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ როგორც არასდროს, აუცილებელია რეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერა, ასევე ურთიერთობის განვითარება აღმოსავლეთ მეზობლებთან, განსაკუთრებით ევროპის მეზობლური პოლიტიკის მონაწილეებთან; "Black Sea Synergy"-ს ინიციატივის განვითარება და "აღმოსავლური პარტნიორობა", რომლის დამტკიცებას ევროკავშირი 2009 წლის მარტში გეგმავს. ევროკავშირი სთავაზობს ევროკომისიას აღნიშნულთან დაკავშირებით წინადადებები 2008 წლის დეკემბერში წარადგინოს. ევროკავშირი ხაზს უსვამს ევროკავშირ-უკრაინის სამიტის მნიშვნელობას, რომელიც 9 სექტემბერს ჩატარდება.

8. ევროკავშირი იღებს გადაწყვეტილებას, შექმნილი კრიზისის გამო საქართველოში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ, რისთვისაც შესაბამისი პროცედურები უნდა დაიწყოს.

9. ბოლო მოვლენებმა დაადასტურეს, რომ ევროპამ უნდა გაააქტიუროს მცდელობები ენერგორესურსების უსაფრთხოების კუთხით. ევროკავშირმა, ევროკომისიასთან ერთად, უნდა შეისწავლოს ინიციატივები, ენერგოწყაროების და ენერგომარშრუტების დივერსიფიკაციის მხრივ.

10. საქართველოში კრიზისის გამო, ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებმა გზაჯვარედინს მიაღწია. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთდამოკიდებულების გათვალისწინებით და მათ წინაშე არსებული გლობალური პრობლემებიდან გამომდინარე, არ არსებობს ალტერნატივა, გარდა ძლიერი ურთიერთობებისა, დამყარებული თანამშრომლობაზე, ნდობაზე და დიალოგზე, საერთაშორისო პრინციპების პატივისცემაზე, რომლებიც აღიარებულია გაეროსა და ეუთოს მიერ. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები რუსეთთან ახალი ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერაზე.

11. მოვუწოდებთ რუსეთს, შეუერთდეს ჩვენს მიერ გაკეთებულ არჩევანს, ორმხრივი ინტერესის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის სასარგებლოდ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთის ინტერესებში არ შედის ევროპისგან იზოლაცია. ევროკავშირმა, თავის მხრივ, აჩვენა სურვილი, ჩაერთოს პარტნიორობასა და თანამშრომლობაში, იმ პრინციპების და ღირებულებების გათვალისწინებით, რაზეც ის დაფუძნებულია. ჩვენ მოველით, რომ რუსეთი მოიქცევა პასუხისმგებლობით და შეასრულებს მის ვალდებულებებს. ევროკავშირი მიადევნებს თვალყურს სიტუაციას, გააგრძელებს სიტუაციის ღრმა შესწავლას. შეფასება უნდა დაიწყოს ახლა და გაგრძელდეს 14 ნოემბერს ნიცაში დაგეგმილ სამიტამდე. ევროკავშირი აძლევს მანდატს ევროკავშირის პრეზიდენტს, გააგრძელოს ექვსი პუნქტისგან შემდგარი დოკუმენტის შესრულებასთან დაკავშირებით განხილვები. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის პრეზიდენტი, ევროკომისიის პრეზიდენტი და უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ეწვევიან მოსკოვს 8 სექტემბერს. სანამ ჯარები არ იქნება დაბრუნებული პოზიციებზე, რომლებზეც 7 აგვისტომდე იყვნენ განლაგებულნი, შეხვედრები პარტნიორული ხელშეკრულების გაფორმებაზე იქნება გადატანილი.

ფრანგულის მცოდნეებისთვის:

ევროპის კავშირის მოქმედი თავმჯდომარის, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის პრეს-კონფერენცია

--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lelio
პოსტი Sep 2 2008, 01:46 PM
პოსტი #238

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 84
რეგისტრ.: 14-March 08
წევრი № 4,184

ღმერთმა არ გაგვწირა და დაგვიცა მაგრამ ამ ყველაპრის გახსენება ძალიან მძიმეა მათთვის ვინც თავიანთი თვალით იხილეს ადამიანის სიკვდილი თუ მათ თვალწინ ახლობლების ტანჯვა და ტკივილი სამწუხარო ფაქტია ......

--------------------
დავიღალე ღმერთო......მოდი ჩემთან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Sep 2 2008, 03:17 PM
პოსტი #239

***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001

.ნინო
ციტატა
ტყუილა ვატარეთ დღეს ევროპის დროშა... აუ რა მშიშრები არიან რა!!!!

არა, შედეგი დამაკმაყოფილებელია,მ აბა შეიარაღებულ თავდასხმას ხომ არ მოუწყობდნენ

საბოლოოდ ჯარებს მაინც გაიყვანს და ევროპასაც დაამადლის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Sep 2 2008, 06:33 PM
პოსტი #240

ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538

ხალხო, კარვების ქალაქის ამბებს გებულობთ საერთოდ??? sad.gif
თუმცა ამ თემასთან რა კავშირი აქვს, მაგრამ ვერსად დავპოსტე... sad.gif

--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

31 გვერდი V « < 10 11 12 13 14 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th December 2021 - 02:25 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი