ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ადამიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ადამიანი |
misheli |
Feb 13 2007, 02:24 AM
პოსტი
#61
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 9-January 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 835 |
ქავთარაძეს
( ნაწყვეთი ვაჟა-ფშაველას პოემიდან) ყორანმა გადმაიარა ყრანტალით,თავის თავის ღებითა: ,,დაილოცენით, ფშავლებო თქვენის ფშაურის წესითა. სანამ თქვენა ხართ ცოცხლები, ლეში არ დამაკლდებაო; ბევრს ყრმას ამოვწვდი გულ-ღვიძლსა, ნისკარტი სისხლში წრთდებაო. საყორნის ყელში ცხრას ლეკსა გიგლიაც თანა ჰყვებაო. მე უფრო გამიხარდება, როცა ვაჟკაცი კვდებაო. ღმერთმა მყვირალას უშველოს,ხუთ ლეკს მამიჭრა თავია, ტყეებიც ახადს მაუდის, მაჰყავ გოდერძათ ქალია მაგრამ ტირის ბეჩავი, არ მაჰშორებია თვალია, იმის ნაცრელმა ნისლებმა მეც ამირიეს კვალია. იძახის:,,ძმაო გიგლიავ, შენი სიკვდილი ბრალია!" |
ubralod gio |
Feb 16 2007, 02:42 PM
პოსტი
#62
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,226 რეგისტრ.: 14-February 07 მდებარ.: saqartvelo,batumi წევრი № 1,079 |
ვაჟა ფშაველას შესახებ ბევრი რამ ვიცი, თუ ვინმემ იცით რაიმე საინტერესო ამ უდიდესი პოეტის , მწერლის, საზოგადო მოღვაწის შესახებ დაწერეთ.
გამარჯობა მეგობარო მე აქ ახალი ვარ სრულიად ახალი და თან ვერ ვერკვევი აქაურობის წესებზეერთი რამ ვიცი ვაჟაზე იქნება და იცი არ ვიცი მარა ვფიქრობ დაგაინტერესებდა -------------------- "რასაც ასწავლი,იმ წესით უნდა ცხოვრობდე...სიტყვის და საქმის სხვადასხვაობისას შედეგი არასასურველი იქნება,ჯერ შენში უნდა დავანდეს ჭეშმარიტი მოძღვრება, რომ შემდეგ აღსაზრდელებს გადასცე იგი."
"სამშობლოს არვის წავართმევ ნურც ნურვინ შეგვეცილება თორემ ისეთ დღეს დავაყრით!!! მკვდარსაც კი გაეცინება!!" |
ქეთუ |
Feb 24 2007, 06:37 AM
პოსტი
#63
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
უდიდესი პიროვნება იყო, გენიალური, ძალიან მიყვარს ვაჟას თვითოეული ნაწარმოები, განსაკუთრებით ბახტრიონი!
მე მიყვარს სამშობლო არსობრივად ამავდროულად თვისობრივი შეფასების უფლებაც მაქვს რასაც ფლიდი მანჭვა-გრეხვა არ სჭირდება მართალია მნათე!სამშობლოს სიყვარული ისიცაა მისი ნაკლი და გასაჭირი დაინახო, შეაფასო და გაითავისო! -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
თამარი_ცქნაფო |
Feb 24 2007, 05:36 PM
პოსტი
#64
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ჯოყოლა და ალუდა ჩემი ბავშვობის დიდი სიყვარულია, სულ ერთნაირად მყავს ორივე წარმოდგენილი. მართლა მიყვარს, ცოცხალი, ნამდვილი ადამიანებივით.
''- ჯოყოლა მქვიან, ძმობილო, ალხასტაისძე გვარადა; არ მოგვიხდება, ერთურთში სიტყვა ვიუბნოდ მცდარადა. სახლი აქ, ჯარეგას მიდგა, ქავი და ციხე კარადა. ამაღამ ჩემთან წამოდი, მე გაგიძღვები თავადა. თუ კარგად არ დაგიხვდები, არც დაგიხვდები ავადა. ხვალ თვითონ იცი, ძმობილო, საითაც გინდა, იარე. ზოგს მე გიამბობ ჩემს დარდსა, ზოგიც შენ გამიზიარე.'' ''ალუდას თოფი არ უნდა, ატირდა როგორც ქალიო; არ აჰყრის იარაღებსა, არ ეხარბება თვალიო. თავით დაუდვა ხანჯარი, ზედ ეკრა სპილოს ძვალიო, გულზედ ძეგლიგი დაადვა, მკლავზედ ფრანგული ხმალიო. მარჯვენას არ სჭრის მუცალსა, იტყოდა: ცოდვა არიო; ვაჟკაცო, ჩემგან მოკლულო, ღმერთმა გაცხონოს მკვდარიო. მკლავზედაც გებას მარჯვენა, შენზედ ალალი არიო, შენ ხელ შენს გულზედ დამიწდეს ნუმც ხარობს ქავის კარიო კარგი გყოლია გამდელი, ღმერთმ გიდღეგრძელოს გვარიო! '' -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
kato_Bato |
Feb 24 2007, 09:00 PM
პოსტი
#65
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
მე ეს მომწონს აღაზაზე რომ ამბობს: "არჩვი ყელ-გადაგდებული, თმა-ხშირი, მთვარე პირადა, ეკერებოდა გულ-მკერდზე ქმარს მარგალიტის ღილადა. " -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
ქავთარაძე |
Feb 24 2007, 09:15 PM
პოსტი
#66
|
დაურეგისტრირებელი |
kato_Bato
ეგ მეც მაგრად მიყვარს, სხვათაშორის ეხლა ვწერ თემას, "ღმერთო მოხედე ტანჯულთა" მანდ მყავს წარმოჩენილი აღაზაც,ზვიადაურიც,ჯოყოლაც... |
adamis_nekni |
Feb 24 2007, 09:25 PM
პოსტი
#67
|
adamis_nekni ჯგუფი: Members პოსტები: 1,396 რეგისტრ.: 4-January 07 წევრი № 789 |
მე ეს სტროფი მიყვარს:
სიცოცხლე ჰქრება,სისხლი სდის,- ზვიადაური კვდებოდა, გული ვერ მოჰკლა მტრის ხელმა, გული გულადვე რჩებოდა. ძალიან მაგარია -------------------- უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფამა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგან და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
|
SHALVA_3 |
Feb 25 2007, 03:08 PM
პოსტი
#68
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 25-February 07 წევრი № 1,194 |
''კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი'' ეს არის ფორმულა და სახელმძღვანელო ყველა ერისათვის |
ubralod gio |
Feb 26 2007, 04:20 PM
პოსტი
#69
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,226 რეგისტრ.: 14-February 07 მდებარ.: saqartvelo,batumi წევრი № 1,079 |
"ქავთარ ეგ შენ":)
არ ვიცი ეგ ამბავი იცი თუ არა მარა მაინც წაიკითხეეგებ ზოგმა არ იცით ესეიგი ეგ ამბავი ვაჟას ეხება ოღონდ არა აქ საქართველოში არამედ ინგლისში ქალაქ ლივერპულში,იქ საიდანაც ბიტლები იყვნენესეიგი ჯონ ლენონი ყველამ კარგად ვიცით ხოდა ერთი პერიოდი სერიოზულ დეპრესიაში იყო პ.ს. ეგ მისი ინტერვიუდანაა...ხოდა დეპრესია იმდენად დიდი და სერიოზული ქონდა რომ თავის მოკვლა გადაწყვიტა.ხოდა ამ დროს სრულიად უცნობმა პიროვნების ვინაობა გაურკვეველია ჯონ ლენონს წიგნი აჩუქა წაიკითხეო,თავად ლენონს კი კითხვა ძალიან უყვარდა,გავიდა პერიოდი როცა ლენონი ინტერვიუს აკეთებს და ამ ამბავს ყვებო და ერთი ჟურნალისტი ეკითხება:ბატონო ჯონ,მაშ თავის მოკვლა რად გადაიფიქრეთო?ჯონმა ჯურნალისტს გაუღიმა უჯრიდან რაღაც წიგნი ამოიღო და ჯურნალისტ აჩვენა და უთხრა:კი მე ნამდვილად თავის მოკვლა მქონდა გადაწყვეტილი ოღონდ ვიღაც პიროვნებამ სრულიად უცნობმა ეს წიგნი მაჩუქა,ვეღარ მოვითმინე და წავიკითხე,მე არ ვიცი ეგ ადამიანი სადაურია და რომელი ქვეყნიდანაა მაგრამ მე აღფრთოვანებას ვერ ვმალავ,ის გენიალური ადამიანია,ადამიანი რომელიც მცენარეებს,ცხოველებს,ბუნებას ესაუბრება და ალაპარაკებს მათ,ადამიანები კი ისე ყავს გადმოცემული როგორც არავის,ზოგი ამეტებს დადებითს,ზოგიცკიდე უარყოფითს,მაგრამ ეს კაცი წეშმარიტად სრულ სახეს გადმოსცემსო,მე მან მიხსნა დეპრესიისგან და სიცოცხლე ეხლა მართლაც მშვენიერია" აი ხალხო რაოდენ დიადი შვილები გაუზრდია და ვინ იცის ეგებ კიდევ ზრდის ჩვენი სამშობლო ჩვენი "საქართველო"!!! -------------------- "რასაც ასწავლი,იმ წესით უნდა ცხოვრობდე...სიტყვის და საქმის სხვადასხვაობისას შედეგი არასასურველი იქნება,ჯერ შენში უნდა დავანდეს ჭეშმარიტი მოძღვრება, რომ შემდეგ აღსაზრდელებს გადასცე იგი."
"სამშობლოს არვის წავართმევ ნურც ნურვინ შეგვეცილება თორემ ისეთ დღეს დავაყრით!!! მკვდარსაც კი გაეცინება!!" |
Floyd |
Mar 7 2007, 02:48 AM
პოსტი
#70
|
ზურაბი ჯგუფი: Members პოსტები: 3,316 რეგისტრ.: 4-February 07 მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D წევრი № 1,001 |
ubralod gio
შეიძლება კარგები გაზარდოს და საუკეთესოებიჩ მარა ვაჟასნაირი აღარავინ დაიბადება ასე მგონია -------------------- And the times , they are all changin' ...
|
T.L. |
Mar 7 2007, 12:21 PM
პოსტი
#71
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
"თეთრო გიორგი შვილი რა მიყავ" და მონადირე" წაკითხული გაქვთ? თუ არა ბევრი დაგიკარგავთ და წაიკითხეთ.... -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
ქავთარაძე |
Mar 7 2007, 01:56 PM
პოსტი
#72
|
დაურეგისტრირებელი |
SHALVA_3
ვაჟას ეგ ნაწარმოები ჩემთვის ძვირფასია ისევე როგორც სხვა დანარჩენნი, მაგრამ ჩემი აზრით ეს ვაჟას სტილი არაა. მაინც მაგარია. |
მამფალი |
Apr 15 2007, 04:29 PM
პოსტი
#73
|
შეფიცული ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 |
მაგარი კაცი იყო. წარმოიდგინეთ დროს როგორ უსწრებდა. მთაში გაზრდილმა მათ წესებში გაზრდილმა რა მაგრა დაწერა ალუდა.
დროის გასვლასთან ერთად დიდება მოემატება... საღოლ... მაგარი იყო -------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
nuca_ge |
Jan 22 2008, 02:09 AM
პოსტი
#74
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 |
ძალიან მიყვარს ვაჟა-ფშაველა, ჩემი უსაყვარლესი მწერალია!!!!!! *** ღამით ცა ჰქუხდა გრგვინავდა, მთებს მოოედრიკა თვალით, ტყეს გასდიოდა ფოთოლი, ზღვა ბობოქრობდა შავიო. დევებსა აქვს ქორწილი დიდი დარბაზი ზრიალებს, მეც დამპატიჟეს შევედი რა მქისე სუნი ტრიალებს. სამ პირად ცეცხლი ტრიალებს ზედ სამი ქვაბი შხიოდა, სტუმრებს წინა ხონჩებზე კაცის თავ-ფეხი დიოდა. უკვნას ყურეშიითა კვნესისი ხმა გამოდიოდა. ძმის ხორცი როგორა ვსჭამო? ყმა ვინმე გამოჰკიოდა უსმელ უჭმელი გავძეხი, პირშიაც ამომდიოდა. -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
nuca_ge |
Feb 5 2008, 01:06 AM
პოსტი
#75
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 |
ჩემი ვედრება
ღმერთო მიიღე ვედრება, ეს ჩემი სათხოვარია: არ დამეკარგოს გულიდამ მე შენი სახსოვარია! გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში, მამყოფე შეუდრკელადა; ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო დაჩაგურლების მცველადა, ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა; ცხვრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა; არ წამიხდინო, მეუფევ, ეს ჩემი წმინდა ხელობა! მაშრომე საკეთილოდა, თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი, შვილთ საგმოდ არ გამიხადო ჩემი მუდმივი სამყოფი. გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა, მნათობს ტრფობისა შეშითა, ნუ მავლევ ქვეყანაზედა გაცივებულის ლეშითა, თვალებში მადლდაკარგულსა, შუბლზე გაკრულის მეშითა. ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა, ნუ დაუძვირებ ოცნებას, შენს ხმას, სხივგამომღებელსა, - სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა, ეძახის თავის მხლებელსა. გულს დარდი გამიდიადე იმ სანეტარო საგანზე, დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე ჩემის გონების საბანზე!.. გონებას ფიქრი სტანჯავდეს, გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი, მშიოდ-მწყუროდეს კეთილი, ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი... ნუ დამასვენებ ნურასდროს, მამყოფე შეძრწუნებული, მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული. როცა გულს ცეცხლი მედება, გონება მსჯელობს საღადა, მაშინ ვარ თავისუფალი, თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა. მფარავდეს შენი მარჯვენა, კალთა სამოსლის შენისა, სანამ არ მოვა დრო-ჟამი სულ ბოლოს ამოქშენისა. სული - შენ, ლეში - მიწასა, აღარა ვგლოვობ ამასა; თევზი - წყალს, ცასა - ვარკვლავი, შვილი - დედას და მამასა. გულო, არ გასტყდე! (სიმღერა) გულო, არ გასტყდე, გამაგრდი, კლდეო, კლდედ იდეგ სალადა! რა ვქნათ, რომ ჯანღი გვეხვევა, მეცა გყევივარ ავადა. ცდა გავუქარწყლოთ საწუთროს, ნუ დავბერდებით შავადა. სინათლე ნუმც გაგიქრება და სხივი - მოძმეთ ნუგეში, ანდერძსა მამა-პაპისას ფრთხილად ვინახავ უბეში. ძალნო ცისანო, გვიშველეთ, საწყალთ ნუ ჩაგვყრით წუმპეში! გულს ნუ მომიკლავ, უფალო, იმედს ნუ დამინიავებ, დაზიანებულს სიცოცხლეს მეტად ნუ დამიზიანებ; მიშველე რამა, შენს მადლსა, წამალს ნუ დამიგვიანებ! არ მინდა, თავს ლეშად ვგრძნობდე, უსულოდ გდებულს, ტიალად; სვავნი, ორბნი და კაჭკაჭნი მათრევდენ, მჭამდენ ზიარად; ნუ გადამაქცევ, უფალო, შხამისა სასმელ ფიალად! კაცი ვარ, ვაჟკაცის წესზე გავტყდე, ეს რაღა შნო არი?! სიმტკიცე მიჭირს დიადი, ეხლა ისეთი დრო არი. გამშორდი, სულით სიდაბლევ, გზაო, მაშინებ ვეღარა, - იმ თავად, ჩემო სავალო, შენზე ეკალი ეყარა. გაკაწრულ-გაფხაჭულები დღესაც ისევ მჭირს ბევრგანა. ვიცოდი ძალიან კარგად, ეს უნდა გადამეყარა, და დღესაც ისევ ძველებრივ უნდა ვიხადო ბეგარა. გულო, გაკლდევდი, გამაგრდი, ნისლი ნუ გადაგეფარა: თუ აქამომდე გავძელით, დღეს მტერი გაგვტეხს ვეღარა. 1904 წ. მძულხარ- მიყვარხარ მძულხარ იმიტომ, უძლური რად ხარ ძლიერი მკლავით,მტირალი სახით და შენი ბედი, ბედი შავბედი, რად შემოსილა სულ მუდამ შავით? მოკეთის მგმობო და მტრის ვერ მცნობო, შენ დამღუპავთან მისულო ზავით, ბედის მომლოდნევ გვერდზე წოლითა, ცარიელ ჯიბით და ბნელის თავით. მაინც მიყვარხარ, ჩემს წყლულს ოცნებას ზედ აკერიხარ ალმასის ღილად; ვერ დაგივიწყე, გულს არ ჰშორდები, მღვიძარე ვარ,თუ მივიქცე ძილად. სამსალა პირს მწვავს, გუნებას მირევს, ბოლოს კი ისევ მეჩვენა ტკბილად. ესეც წესია ალბათ ბუნების: შენ დედა თუ ხარ, გეკუთვნი შვილად! 1898წ. -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
nuca_ge |
Feb 14 2008, 12:57 AM
პოსტი
#76
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 |
სიყვარული
შენმა სურვილმა დამლია, შენზე ფიქრმა და სევდამა, შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა, გულის თვალებით ხედვამა; მაოცებს შენი გამზრდელი, ვინც შენ გაგზარდა დედამა... კარგი ხარ, აღარც კარგი ხარ, მე გულს მაწევხარ ნისლადა, მინდა, რომ მძულდე, მოგშორდე, გულზე მობმულო ღვიძლადა, მაგრამ ტყუილად ვცოდვილობ: ვერ ვსძლევ შეჩვეულ გრძნობასა, მთელის ხმელეთის სწორი ხარ, ვინ მიზამს შენოდნობასა? ვინა სთქვა: ტრფობა ბერდება და სატრფიალო საგანი, ყინულის ეკალს დაისხამს წამწმები ცრემლით ნაბანი, ცრემლითა ნასურვილევით, დრო რა გაივლის და ხანი?!“ ცოცხალი პირქვე დამმარხეთ, დამხურეთ მიწის საბანი, თუ ჩემს შენდამო სიყვარულს დაეკლოს ერთი ცვარია. თუმცა რაც პირველად გნახე, მას შემდეგ კარგა ხანია; ცოცხალს შენა მფენ გულზე ვარდს, თუ ავდარი, თუ დარია, საფლავშიც შენზე ვიფიქრებ, შენგნით ვიცოცხლებ მკვდარია! 1891 -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
Ismail |
Feb 21 2008, 03:02 PM
პოსტი
#77
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
აუ ეს თემა არ მინახავს.
ვაჟა ყველაზე დიდი პოეტია ქართველ პოეტთა შორის (შოთას მერე რა თქმა უნდა ) P.S. "კაი ყმის" ბოლო ნაწილი: ... აი, ვინაა კაი ყმა, მოსაგონარი ქებითა! არა თქვენ, სადიაცენო, რო ძროხებივით სძღებითა; ღამე მაძღრები დასწვებით, დილით მშივრები სდგებითა; თავის ჯამს ჩასცქერთ, საქვეყნოდ არც როდის არ გამასდგებითა. თავისად სცოცხლობთ, მცონარედ ლეში ალაღოთ, ჰკვდებითა; გაიგებთ კარგის გარჯასა, გწყინსთ და შურითა ხდებითა; უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს, უქმად საფლავში სწვებითა. დაჰკარგავთ სააქაოსა, ვერც საიქიოს სწვდებითა, არ იცით, დასჩნდით რისადა, ან რისათვისა ჰკვდებითა! -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
ana-bana |
Feb 22 2008, 05:40 PM
პოსტი
#78
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 401 რეგისტრ.: 24-August 07 წევრი № 2,639 |
საშობაო ამბავი
(თქმულება) I ღარიბი არი გეგენა, როგორც ზამთარში მინდორი, რომ ცოლ-შვილს პური აჭამოს, შეძლება არ აქვს იმდონი. ჩაცმაზე ვინღა რას იტყვის? ტანზე აცვიათ კონკები ცოლსა და შვილებს ერთგვარად, სანაგვეს მონაპოვები. ხარი არა ჰყავს, არც ფური, თითქმის არც ერთი ქათამი; სახლში არ უჩანს არც ქვაბი, არც საფხეკელი, ასტამი, და ქოხს, გადახრილს გვერდზედა, ხელს ახლებ - გააქვ თამთამი. დღიურის ნამუშევარით იგი სულს უდგამს ცოლ-შვილსა. წამს მოსვენება არა აქვს გეგენას, წელში მოხრილსა. ცოდვას არ იზამს არაფერს: ღმერთი აშინებს ძალიან, ლოცულობს გულ-მხურვალედა, დროს რომ იხელთებს, სცალიან. ღარიებებისა ღვთის მიმართ მას ესმის აურ-ზაური; თვით არ ემდურის, თუნდ წლამდე ვერსად იშოვოს შაური. II ხვალ შობა არი, სოფელში მზადება, ფაცა-ფუცია, ყველა იმას ჰკლავს, რის დაკვლაც სოფლის კაცს გულში უძია. სამუდამოდა ღორს თუ ცხვარს, ბევრს თვალი დაუხუჭია. დიასახლისებს უპყრიათ ხელში ბატ-ქათმის კუჭია. გეგენა ოჯახობითურთ მიყუჩებულა, მუნჯია: რა დაკლან, რა გამოაცხონ, როს ბედი მათთვის ძუნწია?! ცეცხლი უნთიათ კერაზე, ზედ უდევს დიდი კუნძია. მჭადი თუ ექნათ ხვალისთვის და ზედაც წყალი სასმელად, ღმერთს შესწირავენ მადლობას, არაფერი აქვთ სათქმელად. დაღამდა, თოვნაც დაიწყო, ქარისა ისმის ზუილი; ასკდება ჩამოვარდნილი ქარიდან, მგლების ყმუილი ქოხი კედლებს და კერასა, როგორც საქონლის ზმუილი. იქ საქონელსა რა უნდა - ოცნება არი ტყუილი!.. ცეცხლის ალიცა ბარბაცებს მთვრალივით აქეთ-იქითა, თითქოს უსვია კახური ჯიხვით და არა ჭიქითა. III გარედან ისმის ძახილი, არაკუნებენ კარებსა: „მომხედეთ, კაცი ვინა ხართ, უმწეოს, შესაბრალებსა!“ გეგენამ კარი გააღო, გაიცქირება გარეთა; წინ უდგას ვიღაც გლახაკი, დაღონებული მწარედა. ყელს უწევს ემუდარება: „მგზავრი ვარ შორის გზიდანა, მისტუმრე, აგრემც უფალი წყალობას მოგცემს ციდანა. სასმელ-საჭმელი არ მინდა, ოღონდაც მქონდეს საფარი, - ოღონდაც გავთბე ცეცხლზედა, მგზავრობა-გადმონაყარი“. - მობრძანდი, შენი ჭირიმე, ვაჰმე, მომიკვდა თავია! სტუმრის მიღება სახლშია ეგრეც თუ ძნელი არია?! მობრძანდი, ძმაო, მობრძანდი! - ებღაუჭება გეგენა, წინ მიუძღვება ცეცხლისკენ, თან მგზავრი მიჰყავს ნელ-ნელა. - ღარიბ-ღატაკი კაცი ვარ, გული კი ღმერთმა იცოდეს! ვინ არის, გულის პასუხსა კაცისას გამოიცნობდეს? მცხვენიან, რა ვქნა, რა გიყო? რით გიმასპინძლო ან კია? ძირს რა დაგიგო, დაგხურო? - სთქვა, თავი გადაარწია. „რადა სწუხდები, მეც თავად, მხედავ, კაცი ვარ გლახაო, მარტო ცეცხლზე რომ გამათბო, სიკეთედ დაგინახაო, დიდ სიკეთედა. ნუ ამბობ, რა სათქმელია ეგაო, ბოდიშის მოხდა მეტია, შენს სარჩოს თვალით ვხედაო.“ უთხრა პასუხად სტუმარმა, კვნესით ჩამოჯდა კერაზე: „ცეცხლი ამ სიცივეშია საამურია ყველაზე; გარეთ სიცივე მომკლავდა. ეს ჩემთვის დიდი მადლია, ბედნიერი ვარ ფრიადა, მე არაფერი მაკლია.“ გეგენა იხდის ფარაჯას, ბეჭებზე ახვევს სტუმარსა, სჭუჭკავს და თავზე ევლება თავ-დაკიდებულს, მდუმარსა. თუმც მეტის ლოლიობისთვის გლახაკი ეტყვის მდურვასა. ყველა - დიდი და პატარა - ოჯახის უფროსს ჰბაძავენ და არ იციან, ვით დაჰხვდნენ, სტუმარს ღმერთადა ჰსახავენ! ერთი ფეხებს ჰხდის, მეორე უფრო თბილს ადგილს უმარჯვებს და, თუ რამ მოეპოვება, მხრებზე გასათბობს უმატებს. „ღმერთმა გიშველოსთ, ჩემს ნაცვლად იქნებ მან მოგცესთ წყალობა, ვევედრი, თქვენს საწყლობასა მან გაუწიოს წამლობა.“ თავად თუმც ჰშიანთ. მაგრამა მჭადი სულ სტუმარს მოართვეს და უხარიან ყველასა - მშიერი კაცი გააძღეს. შემდეგ მის მოსასვენებლად თბილი ლოგინი გააწყვეს. თავად კი მშივრები დაწვნენ, რა გადიწერეს პირჯვარი. ეძინათ, ვიდრე განთიადს თან მოჰყვებოდა ცისკარი. IV პირველად გეგენა ადგა და გადაქექა ნაცარი, ცეცხლისა შესანახადა ნაკვერჩხლებზედა ნაყარი. დაანთო ცეცხლი. განათდა ქოხი და ქოხში რაც არი; გაოცდა მეტის-მეტადა, სუართი ნახა საზარი: იმის ქოხისა კელდები თეთრია, როგორც საყდარი, სავსეა სანოვაგითა, რასაც ინატრებ, აქ არი, მაგრამ ლოგინში სტუმარი, უყურებს, აღარსად არი!.. 1910 წ. -------------------- უფალო შემიწყალე...
|
CONSCIENTIOUSNESS |
Mar 4 2008, 03:40 AM
პოსტი
#79
|
Stalker ჯგუფი: Members პოსტები: 387 რეგისტრ.: 23-February 08 მდებარ.: The Dark Side Of The Moon წევრი № 4,010 |
ის რომ ვაჟა გენიოსია და ა.შ. ამას კამათიც არ უნდა უბრალოდ ერთ გენიალურ ლექსს დავწერ:
მკვდარია უგრძნობი კაცი, უსაზარლესი მკვდარზედა, მით, რომე სიცოცხლე უდგას სალის ყინულის ტახტზედა. არ ებრალება მოყვასი, მის წინ რომ აცვან ჯვარზედა. ისე მოკვდება ვერ შედგეს ერთ წამს ტრფობისა მთაზედა. შორს არი მეტად შორს არი დაშორებული მაზედა, ჭაობში არი ჩაფლული, ვიცნობ მოწამლულს ხმაზედა. საზარელია დადგომა უგრძნობელობის გზაზედა. -------------------- ყველაზე დიდი ქონება არის ნათელი გონება!
For millions of years mankind lived just like the animals, Then something happend which unleashed the power of our imagination We learned to talk! Stephen Hawking, Pink Floyd. When I do good, I feel good. When I do bad, I feel bad. That's my religion. Abraham Lincoln |
ქეთუ |
Mar 4 2008, 08:05 PM
პოსტი
#80
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
ვაჟა... ამ უნივერსალურ გენიოსზე ყოველთვის მინდა, ძალიან მინდა ბევრი ვთქვა, მაგრამ ვერასდროს ვერაფერს ვამბობ... სიტყვებს ვერ ვპოულობ,ისეთს მისი შემოქმედებისადმი ჩემს სიყვარულს რომ გადმოსცემდა.... ვაჟას გენიალურობას რომ დაახასიათებს და სრულყოფილად აღწერს ასეთი სიტყვები არარსებობს ჯერ ბუნებაში. საერთოდ მიყვარს ლიტერეტურა და უამრავი მწერალი, პოეტი მაგრამ ვაჟა, სულ სხვა სამყაროა ჩემთვის, სულ სხვა განზომილება და სულ სხვა ემოციები...
მიყვარს ვაჟა, არა უფროსწორად ძალიან ძალიან მიყვარს... ციტატა მკვდარია უგრძნობი კაცი, უსაზარლესი მკვდარზედა, მით, რომე სიცოცხლე უდგას სალის ყინულის ტახტზედა. უძლიერესია : ) .................. და ეს ბახტრიონი უზომოდ მიყვარს, მარტო ნაგლეჯები არა , სულ... გორი რამ ჩასდგამს შუბის წვრად, მუხა-იფნებით ფარული. იქ ჰყრია დიდი ლოდები შავფერი, ციხის-კარული, ლიბო-დათხრილი კოშკები, უმზეოდ ჩამოგვალული. ბერი ტიროდა დიაცი, ისმის ქვითინი ქალური. რამდენი სიპები აწყვავ! მოსჩანს აკლდამის პირები. გმირთა სამარეს, როგორც ხატს, სამთხვევლად დავეღირები. .................................... მარტოს აუნთავ სანთლები და ხატიც უდიდებია; მარტოდ-მარტოკას დიაცსა ხატ-ღმერთი უხსენებია! შვიდი გავზარდე ვაჟკაცი, თითო ლომისა დარია. შვიდივ გამიწყდა ერთ დღესა, მამაც იმათთან მკვდარია. ................................ ვინ ემსახუროს, მაშ, ხატსა? მაშ ვინ აუნთოს სანთელი? მაშ ვინ დაგვიკლას საკლავი? ვინ მოაკმიოს საკმელი?! უკაცურთ კაცობა გვმართებს, მანამ სული გვჩრავ პირშია. ხატიც შაგვინდობს ცოდვასა, რო გვნახავს გასაჭირშია............. აუ რამხელა ემოცია დევს... -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 07:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი