IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

210 გვერდი V « < 204 205 206 207 208 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Feb 3 2024, 12:35 PM
პოსტი #4101


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ფეხშიშველები. მამა არსენის საწოლის თავთან მამა იოსებ ათონელის სურათი ეკიდა. თუ ვინმე ჰკითხავდა, ვინ არისო, უბრალოებით პასუხობდა: - ვისაც შენ ხედავ, მე მასთან ერთად ორმოცი წელი ფეხშიშველი დავდიოდიო.

მამა არსენი ჰყვებოდა: „ერთ თოვლიან საღამოს წმინდა ანას სკიტიდან ფეხშიშველნი დავბრუნდით ჩვენს კალივაში. როგორც კი სკიტელმა მამებმა ჩვენი ნაკვალევი იხილეს, კირიაკონის ზარი დარეკეს. ვინაიდან დღესასწაული არ იყო და ზარი დარეკეს, მამებმა ტაძარში მოირბინეს ამბის გასაგებად. რომელიღაც მონაზონმა უთხრა მამებს: „როგორც იქნა, ვიპოვეთ შიშველი მოსაგრენი. გავყვეთ მათ ნაკვალევს, რათა შევიტყოთ, სად ცხოვრობენო.

ისინი ნაკვალევს ჩვენს მღვიმეში ამოჰყვნენ და ბრძანების ტონით გვკითხეს: - სად დაიმალნენ შიშველმოსაგრენიო. რომელი შიშველი მოსაგრენიო, - უკითხავს მამა არსენს.

ისინი აქამდე მოვიდნენ. აი, მათ ნაკვალევიო.

მამებო, ეს ჩვენ ამოვედით. აქ შიშველი მოსაგრე არ არის“, არა, ეს თქვენ არა ხართ, აქ არიან შიშველი მოსაგრენიო, - გაიძახოდნენ.

მართლაც ძნელი დასაჯერებელი იყო მათი ღვაწლი, რომელსაც ერთი - ღმერთზე მინდობით და მეორე კი - მოძღვრის მორჩილებით აღასრულებდა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 4 2024, 01:26 PM
პოსტი #4102


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა პაისმა [ათონელი] ბერული ცხოვრების ყველა ეტაპი გაიარა: კინობია, სამრევლო მონასტერი, უდაბნო, სკიტი, მარტოობა კალივში. ეს გზა გაიარა მორჩილებით და წმიდა მამათა ტრადიციებით და დიდი გამოცდილება მოიპოვა.

მას თავმდაბლობის გამო არ ჰყოლია სინოდია (არც მორჩილი) მიუხედავად ამისა მამა პაისი, მაინც გახდა უდაბნოს მასწავლებელი და პრაქტიული მოძღვარი ბერული ცხოვრებისა. მხოლოდ მისი საოცარი ცხოვრება, ცოცხალი მაგალითები სიტყვებზე უფორ მტკიცეა. მამა პაისი საუბრობდა, წერდა და შექმნა ბერობის წესი, რაც ეკლესიის სულიერ საუნჯედ გადაიქცა.

მრავალს დაეხმარა იგი მონაზვნურ გზაზე შედგომისას. მისი პრაქტიკული და მადლიანი სიტყვა ამშვიდებდა, ეჭვებს უფანტავდა, განსაცდელისგან ათავისუფლებდა ადამიანებს. ასე მიდიოდნენ მისგან განახლებულნი და დამსუბუქებულნი. მამა პაისისკენ ისწრაფვოდნენ ათონის მთის მონასტრიდან ასკეტები, წინამძღვრებიც. იგი იყო „მცხებელი მონაზონთა“, რადგან შეეძლო „მათი აზრების ამაღლება და განწმენდა“. ათონის ბერების გარდა მასთან მოდიოდნენ მონაზვნები სხვადასხვა ქვეყნების მონასტრებიდან. ზოგიერთთან მიმოწერა ჰქონდა. მამა პაისის ტიპიკონით და სულიერი წინამძღვრობით, სწრაფად გაიზარდა მრავალი სავანე და გამოიღო სულიერი ნაყოფი. ასე სურდა მამა პაისს: „კარი და გული მუდამ გქონდეთ ღია, რომ დაამშვიდოთ ადამიანები. დღეს ყველა რაღაც სხვას ეძებს. თუ ვერ იპოვიან მას მონასტერში, კვლავ წავლენ“.

მამა პაისისთვის ბერობის იდეალი ასეთი იყო: „ ბერმა უნდა შეასრულოს თავისი ბერული მოვალეობა, მოიპოვოს მონაზვნური სულიერება, ჰქონდეს ამგვარი შემეცნება, ქცევა და ზნეობა. გადალახოს სულიერად ყველა პრობლემა, რადგან სხვაგვარად ვერც ერთი დღე ვერ იხარებს. პირველად სული უნდა დაიხვეწოს და შემდეგ განიწმინდოს. ბერის მიზანი გულის განსპეტაკებაა. იგი ხატმწერის ოქროს ფურცელივით მგრძნობიარე და მთელი სამყაროსთვის მლოცველი უნდა გახდეს. მონასტერში მივდივართ სულიერი ცხოვრებისთვის და ადამიანთა სულთა დასახმარებლად“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 5 2024, 12:34 PM
პოსტი #4103


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მხოლოდ გარეგნული ლოცვა საკმარის არ არის. ღმერთი უსმენს გონებას. ამიტომ ის მონაზვნები, რომლებიც გარეგნულ ლოცვას შინაგან ლოცვას არ შეუერთებენ, არ არიან მონაზვნები. ძალიან სწორი გასაზღვრებაა! მონაზონი განმარტოებულს ნიშნავს: ვინც საკუთარ თავში არ განმარტოებულა, ის ჯერ კიდევ არ არის განმარტოებული, ის ჯერ კიდევ არ არის მონაზონი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე განმარტოებულ მონასტერში ცხოვრობს. მოსაგრის გონება, რომელიც არ არის განმარტოებით და საკუთარ თავში ჩაკეტილი, აუცილებლად ჭორებსა და შფოთს შორისაა, რომელთაც წარმოშობს უთვალავ გულისთქმა, ისინი მათ ყოველთვის თავისუფლად საჭიროებისა და სარგებლობის გარეშე, საკუთარი თავის საზიანოდ დაეხეტება ქვეყანაზე. არ შეიძლება ადამიანი განმარტოვდეს სხვაგვარად, თუ არა ყურადღებიანი ლოცვის მეშვეობით, მაგრამ, პირველ რიგში, იესუს ყურადღებიანი ლოცვისა“.

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 6 2024, 12:47 PM
პოსტი #4104


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ მონასტრის სამწყსოში რომელიმე წევრი მორჩილებას ვერ ასრულებს და სულიერ ნაყოფს ვერ იმკის, აუცილებელია მორჩილების შეცვლა. თუ სულიერი მოძღვარი შენიშნავს, რომ ადამიანი ვერ იმკის სულიერ ნაყოფს, არ უნდა დაიზაროს და იგი სხვა მონასტერში გაუშვას“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 7 2024, 12:25 PM
პოსტი #4105


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ნეტარმა მამამ [ღირსი პაისი ათონელი] გვიამბო: „ურანუპოლისიდან ათონზე მოვდიოდი, მომიახლოვდა ერთი ახალგაზრდა ქალი და მთხოვა ლოცვებში მომიხსენიეო. მონაზვნობა სურდა და მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ. ჩუმად გამშორდა. მივხვდი მწუხარე სულის ადამიანი იყო. ცოტა ფული მქონდა, დაფნიმდე მისასვლელად მყოფნიდა და მერე ღმერთს მივენდე. სულ მას მივეცი და მაღვიძარაც მივაყოლე. ეს დასჭირდებოდა მონასტერში, სადაც წავიდოდა. როგორც კი ჩავედი დაფნაში, იქ ფილოთეოს მონასტრის ზედამხედველმა დამიძახა: „მონასტრის საქონელი მყავს, დააწყვე შენი ნივთები და შენც ადი, შეასრულე მორჩილება“.

დაღლილი ჩავედი მონასტერში, იმავე საღამოს ერთი ბერი მომიახლოვდა და მომიტანა მაღვიძარა: „მე ორი მაქვს, იქნებ ერთი შენ გინდაო“.

მივხვდი, ხილულად მიფარავდა ღმერთი მე ტანჯულს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 8 2024, 12:39 PM
პოსტი #4106


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ყოველგვარი ღვაწლი ისე უნდა აღსრულდეს, რომ მონასტერში არავინ იცოდეს მათ შესახებ. როგორც კი გაიგებენ ამის შესახებ, ეს უკვე ცუდია. არ იფიქროთ, რომ დამალვა - ისე, რომ არ დაინახონ და არ იცოდნენ - მკაცრად არ გმართებს. არა: მკაცრად, უმკაცრესად გვმართებს. ღვაწლი, რომლის შესახებაც ახმაურებენ, ფუჭია - გროშადაც არ ღირს“.

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 9 2024, 12:00 PM
პოსტი #4107


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ამქვეყნიური ფილოსოფიის, ანუ ამქვეყნიური ცოდნის ბოლომდე შესწავლა ძნელია ადამიანისათვის, მაგრამ გაცილებით ძნელია დაყუდების სიბრძნის შესწავლა. რამდენადაც სულიერი სამყარო მატერიალურზე აღმატებულია, იმდენად აღმატებულია დაყუდებულობის სწავლა ამქვეყნიური სიბრძნის შეძენასთან შედარებით“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 10 2024, 12:01 PM
პოსტი #4108


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“რამდენიმე ათეული წლის წინ ერთ სენაკს ესტურა [ღირსი პაისი ათონელი]. მის კარზე ელექტროზარი შენიშნა. სხვისთვის ეს დეტალი ნამდვილად შეუმჩნეველი იყო. მამა პაისმა დაღონებულმა გაიქნია თავი, თუმცა არაფერი უთქვამს. მოგვიანებით იქ მცხოვრებმა ბერმა, სენაკი სახლს დაამსგავსა. „თავიდანვე ამქვეყნიური გონება ჰქონდა“ - თქვა მამა პაისმა.

ერთმა ბერმა ათონზე დასარჩენად თან ბევრი ნივთი ამოიტანა. მამა პაისმა შენიშნა: „ეეე... როცა წავა თან წაიღებს ყველაფერს“. ასეც მოხდა. რამდენიმე თვეში ეს ბერი ამქვეყნიურ ცხოვრებას დაუბრუნდა და თავისი ნივთები წაიყოლა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 11 2024, 10:15 AM
პოსტი #4109


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ უკვე მონასტერში ხარ, მაშინ განმარტოებით უნდა იყო. მონასტერში ცხოვრება ცუდია მათთვის, ვისაც სურს ბევრთან ჰქონდეს ურთიერთობა და ისე იცხოვროს, როგორც საზოგადოებაში. იქ კი მხოლოდ ერთ ვინმეს უნდა იცნობდე - წინამძღვარს ან სულიერ მამას და ბერს; და სხვებთან მიმართებით ისე უნდა იყო განწყობილი, თითქოს ისინი არც არსებობენ.“

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 12 2024, 11:40 AM
პოსტი #4110


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ ადამიანი ღვთის გამო არ დაეყუდება, ეს მას სულიერადაც მოუტანს ზიანს. დაყუდება და ადამიანებისგან განშორება ისეთი მდგომარეობაა, თუ ადამიანი ამას ღვთის გამო არ აკეთებს, შესაძლოა საღად აზროვნების უნარიც დაკარგოს. არის მეორე მომენტიც: შეიძლება დაეყუდოს პატივმოყვარეობის გამო, მაგრამ საღად აზროვნების უნარის დაკარგვის საფრთხე ამ დროსაც ემუქრება“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 13 2024, 11:55 AM
პოსტი #4111


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერი უნდა ხარობდეს, როცა მას უსამართლოდ ექცევიან. მას საკუთარი ნება არა აქვს, რადგან მიჰყვება გასამართლებული მაცხოვრის კვალს. ერისკაცს და უგუნურს ბევრი უფლება აქვს. თუკი მას თავისი უფროსი დასჯის, წავა და სასამართლოში უჩივლებს. ბერი მოკლებულია ამგვარ უფლებას, თუნდაც ლანძღავდნენ, ღმერთი ამგვარად შეიწყალებს მას და ათავისუფლებს ცოდვისაგან“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 14 2024, 12:04 PM
პოსტი #4112


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მხოლოდ გარეგნული ლოცვა საკმარისი არ არის: ღმერთი უსმენს გონებას; და ამიტომ ის მონაზვნები, რომლებიც არ შეუერთებენ გარეგნულ ლოცვას შინაგან ლოცვას, მონაზვნები კი არ არიან, არამედ შავი ოინბაზები - იმ მონაზონს არა აქვს ქრისტეს ბეჭედი, რომელმაც არ იცის (ან დაავიწყდა), როგორ აღასრულოს იესუს ლოცვა“.

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 15 2024, 09:59 AM
პოსტი #4113


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ ერთი მამა მოვიდა სინას მთაზე. გზად ძმა შეხვდა, რომელმაც ამოოხვრით უთხრა: გვალვამ ძალზე შეგვაწუხაო. მამამ ჰკითხა: რატომ არ ლოცულობთ, რატომ არ მოუწოდებთ ღმერთსო. ძმამ უპასუხა: ვლოცულობთ კიდეც, ვევედრებით, მაგრამ წვიმა მაინც არ მოდისო. მაშინ ბერმა უთხრა: გულმოდგინედ რატომ არ ლოცულობთ? გინდა იცოდე, ეს რა არის? დავდგეთ, ვილოცოთ, აღაპყარი ზეცად ხელებიო. ილოცეს - და მაშინვე წვიმა წამოვიდა. შეშინებული ძმა დაეცა და თაყვანი სცა. ბერი სირბილით გასცილდა იქაურობას“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 16 2024, 12:58 PM
პოსტი #4114


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მიუხედავად იმისა, რომ მონასტერი უდაბნო და მშვიდ ადგილას მდებარეობდა, მამა პაისს [ათონელი] გული მაინც გამოქვაბულისკენ მიუწევდა. ღამით გადიოდა, სკვნილით ლოცულობდა და უსაზღვრო რაოდენობის მეტანიას ასრულებდა პატარა გამოქვაბულში. რადგან ეს უკანასკნელი უმზეო და ნესტიანი იყო, სხვა მზიან მხარეს გამოთხარა - ისიც ისეთი პატარა იყო, რომ მხოლოდ თავდახრილი ეტეოდა. მოგვიანებით, მუხაში გამოკვეთილ ბუნაგში გადაინაცვლა, ისე გამოკვეთა, რომ დატეულიყო და ზამთარში შესძლებოდა იქ განმარტოება.

თუკი მონასტერში მომლოცველები არ მოდიოდნენ, თავის სენაკში იკეტებოდა და სულიერ ღვაწლს ასრულებდა. სენაკის კარს ცოტა ღიას ტოვებდა, რომ კარიბჭისკენაც ემზირა.

როცა ბევრი მომლოცველი იყო, ვინმე ნაცნობს ტოვებდა ეკლესიაში ყურადღების მისაქცევად და თავად მაინც ახერხებდა ბერული ტიპიკონის შესრულებას. სატრაპეზოს კარი კი ყოველთვის ღია ჰქონდა. ყველა გამვლელს შეეძლო პურის, პომიდვრის, კონსერვის ან სხვა რამის აღება“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 17 2024, 10:13 AM
პოსტი #4115


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონს მართებს - საზრდელს იღებს ის თუ სვამს, ზის თუ მსახურობს, გზას ადგას თუ სხვა რამეს აკეთებს - გამუდმებით შეღაღადოს: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღრმთისაო, შემიწყალე მე!“

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 18 2024, 01:22 PM
პოსტი #4116


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სტუმართმოყვარეობა ერთ-ერთი ღვთისსათნო საქმეა, მაგრამ თუ მოღვაწეს სტუმრის მოსვლა ახარებს, ეს მას ფშვინვიერ სიხარულს ანიჭებს, რაც უტყუარი ნიშანია იმისა, რომ მოწყენილობაში იმყოფება. დაყუდებულის უთავრესი მოვალეობა - ესაა გონებით განუშორებლად უფალთან ყოფნა, რომლითაც გამოწვეული სიხარული ვერანაირმა ამქვეყნიურმა სიხარულმა ვერ უნდა გადაფაროს“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 19 2024, 12:36 PM
პოსტი #4117


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა პაისს [ათონელი], როგორც მორჩილს, დიდხანს არ უცხოვრია მონასტერში. მორჩილების უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი თავიდანვე ბრწყინვალედ ისწავლა და ფრიადიც მიიღო. იგი სრულიად ემორჩილებოდა წინამძღვარს. როცა მას ეკთხებოდა რაიმე საქმე როგორ გაეკეთებინა, წინამძღვარი პასუხობდა: „ისე გააკეთე, როგორც ღმერთი განგანათლებს“. ეს ფაქტი მამა პაისს ძალიან აწუხებდა, სურდა მისთვის უფრო დაწვრილებით ეპასუხათ, რადგან სრულიად განთავისუფლებულიყო საკუთარი ნებისგან. მამა პაისი, კარგი მორჩილი, მოთმინებით და ჩუმად იღებდა ყველაფერს, რასაც წინამძღვარი ავალებდა. ეს დავალებები კი უმკაცრესი იყო. მას არასოდეს განიკითხავდა. სჯეროდა ამგვარ სიმკაცრეს მისი ცოდვების გამო იმსახურებდა. მძიმე შრომისგან სისხლდენა დაეწყო და მამა პაისი საავადმყოფოში მოხვდა. წინამძღვარზე ამბობდა: „მან დამარტყა როგორც რვაფეხას, მაგრამ მელანი (სიშავე) გამაცალა“.

იგი მორჩილების საიდუმლოთი ცხოვრობდა. გამოცდილებით შეიმეცნა მორჩილების სიკეთე. ამბობდა: „იცოდეთ, ბერული ცხოვრების საიდუმლო მორჩილებაშია. უნდა მოკვეთო შენი საკუთარი ნება. მაშინ მოდის მადლი ღვთისა. კინობიიდან წამოსვლისას ვიგრძენი, რომ სული მორჩილებას მთხოვდა. სტომიოში ყოფნისას, მამა სერაფიმე ჩემგან ძალიან შორს იყო, ცხრა საათი მჭირდებოდა მასთან მისასვლელად. მაშინ ერთი, თორმეტი წლის უპატრონო ბავშვი მოვიყვანე ჩემთან და მის მორჩილებას შევუდექი. ვეკითხებოდი: „რას იტყვი, წავიდე, შეშა მოვჭრა?“ ბავშვი გაოგნებული მპასუხობდა: „კარგად ხარ, სად წახვალ შეშის მოსაჭრელად?“ასე მოვიკვეთე ჩემი საკუთარი ნება. იცით როგორი სასარგებლო იყო ჩემთვის ნების დათრგუნვა. ეს ძალიან ეხმარება ადამიანს სულიერ ცხოვრებაში.

მამა პაისმა მორჩილების სხვადასხვა საფეხური გაიარა. მან წიგნებიდან კი არა, პრაქტიკულად ისწავლა. უკუდურესად მკაცრი იყო საკუთარი თავის მიმართ. ყველაფერი, რასაც ურჩევდა სხვებს, საკუთარ თავზე ჰქონდა განცდილი და გადატანილი. მამა პაისი ფიქრობდა, რომ მორჩილება თავისუფალი ნებიდან უნდა მომდინარეობდებს და სიხარულით მიიღო. ის ტიპიკონური არ არის, არც გარედან თავსმოხვეული, „მორჩილება ყველაზე მოკლე და მარტივი გზაა. იგი სამოთხის გასაღებია. მისით ითრგუნება ეგოიზმი, ვნებები და უახლოვდები ღვთის მადლს და სიცოცხლე სამოთხედ იქცევა“.

მამა პაისს მიაჩნდა, რომ ყველაზე ცუდი ის არის, როცა არ ემორჩილები წინამძღვარს და საკუთარი აზრით მოქმედებ: „ვინც მხოლოდ თავის ნებას ემორჩილება, იგი ისჯება და იღუპება“. ყველას გვირჩევდა: „მორჩილები უნდა დაემორჩილონ წინამძღვარს, თუკი მორჩილება მკაცრია, დაე, მიიღონ უსაზღვრო მადლი: ნუ განიკითხავენ“.

მამა პაისის რჩევები პრაქტიკულია და საკუთარი სულიერი გამოცდილებიდან მომდინარეობს, რადგან იგი თავად იყო იდეალი ამ მორჩილებისა, ამიტომ ეძახდა მამა ტიხონი: „ჩემო ტკბილო პაისი“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 20 2024, 11:49 AM
პოსტი #4118


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მონოზვნობაშია დაცული ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრება“.

/მამა მარკელ კარაკალელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 21 2024, 12:23 PM
პოსტი #4119


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერში მყოფი ადამიანისათვის აუცილებელია ნაყროვანებასთან ბრძოლა და სიკვდილზე ფიქრი“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 22 2024, 12:14 PM
პოსტი #4120


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ვაი იმ ბერსა და მონაზონს, ვისაც თავისი ერის სატკივარი არა სტკივა“

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

210 გვერდი V « < 204 205 206 207 208 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 6 მომხმარებელი (მათ შორის 6 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 05:47 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი