IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

209 გვერდი V « < 111 112 113 114 115 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Dec 27 2018, 11:36 AM
პოსტი #2241


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- როგორ დაიწყეთ ბერმონაზვნური ცხოვრება?

- 22 წლის ვიყავი, როდესაც მონასტრისკენ გამიწია გულმა. მოგეხსენებათ, ყოველ ადამიანს თავისი გზა აქვს უფალთან მისასვლელი, თავისი ჯვარი - ღვთისგან ბოძებული. ზოგი ერში, ზოგსაც ეს არ აკმაყოფილებს და სურს თავი სრულად ღმერთს, ქრისტეს მიუძღნას, რომელიც მოკვდა ჩვენთვის, რათა გავეცოცხლებინეთ.

ერთ დღეს, მონასტერში წასვლამდე, სოფელში ბაბუის მოსანახულებლად წავედი. თან მქონდა ღვთისმშობლის პატარა ხატი, რომელსაც სულ თან დავატარებდი და სასთუმალთან დავაბრძანე.

ერთ დილას მთელი ჩემი სული რაღაც გამოუთქმელმა სინანულმა მოიცვა. დავემხე ღვთისმშობლის ხატთან და ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისაგან ჩადენილთათვის შენდობას ვთხოვდი. ღვთისმშობელს შევთხოვდი, ეჩვენებინა გზა, თუ როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება.

ლოცვის შემდეგ ჩემში სიშვიდემ დაისადგურა. სახლიდან გამოსული აღმართს მივუყვებოდი. ძირს დავიხედე, ჩემს თავზე ვიხილე - მეცვა საბერო შავი შესამოსელი, რომლის კალთებიც ფეხზე მედებოდა. ეს მივიღე ლოცვის პასუხის ხილული ნიშანი - საით მიხმობდა ღმერთი. იმ დღიდან ჩემს გულში გაჩნდა სიტყვა მონასტერი".

/მარნეულისა და ჰუჯაბის მღვდელმთავარი, მეუფე გიორგი (ჯამდელიანი)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 28 2018, 10:39 AM
პოსტი #2242


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მამა დანიელ კატუნაკელი (+1929): "მონაზვნური ცხოვრება აღსავსე უნდა იყოს სიყვარულით და არა პირქუშობითა და ზიზღით".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 29 2018, 10:18 AM
პოსტი #2243


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როცა წმინდა მეუფე ანტონ სუროჟელი ახალგაზრდობაში ვარლაამის მონასტერს ესტუმრა, იქ მან შეამჩნია მოხუცი კაბოსანი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი კეთილკრძალულებით. იგი 50 წელი ცხოვრობდა მონასტერში, ბერად კი არ აღიკვეცებოდა.

მომავალი მეუფე მას სენაკში ეწვია და ცოტაოდენი გულითადი საუბრის შემდეგ შეჰბედა, - რატომ არ აღიკვეცებით, როცა უკვე ფლობთ ბერულ ღვაწლსო. მოხუცმა უპასუხა: მართალია, შვილო, მე მონასტერში დავბერდი, ბერივით ვშრომობ, ვმარხულობ, მაგრამ ბერი მაინც არა ვარ, რადგან ბერივით არ მიყვარს ეს სოფელი. მონაზვნობა ხომ წუთისოფლისთვის ცრემლით ლოცვაა, მე კი სწორედ ეს ყველაზე მთავარი არა მაქვსო.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 30 2018, 01:37 PM
პოსტი #2244


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერში ლოცვა და შრომა შეზავებულია“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 31 2018, 10:12 AM
პოსტი #2245


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მონასტერში განსაკუთრებით საჭიროა სიყვარულის ქონა, რაც, უწინარეს, ერთმანეთისადმი სულგრძელ, მომთმენ დამოკიდებულებას გულისხმობს. მოციქულის სიტყვები "ურთიერთას სიმძიმილი იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი", მგონი, ყველაზე ცხადად მონასტერშია საგრძნობი და რეალიზებადი.

ჩვენ წესად გვაქვს, ყოველი დილა დავიწყოთ ლოცვით: "ღმერთო, შემაძლებინე, დღეს იმაზე მეტად მიყვარდეს ჩემი დები, ვიდრე გუშინ მიყვარდა". ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან უფალმა მოყოს ყური თვისი და ისმინოს ლოცვა ჩვენი, მაგრამ ვერ აღიწევა და ვერ მიეფინება ღვთის წინაშე.

ამიტომაც მონასტერში განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ერთმანეთთან დამოკიდებულებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთის წინაშე შეუცდომლად ვცხოვრობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი გაუგებრობის შემდეგ შენდობის თხოვნის, აღსარების და სინანულის საშუალებით სინდისს ვათავისუფლებთ სიმძიმისაგან და სხვა დროისთვის ვფრთხილობთ, ისევ გული არ ვატკინოთ ერთმანეთს.”

/იღუმენია ეფემია (ჩირგაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 1 2019, 11:24 AM
პოსტი #2246


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




მამა დანიელ კატუნაკელი (+1929): "ისევე, როგორც სხეულს თან სდევს ჭუჭყი და რკინას - ჟანგი, ასევე მონასტრიდან მონაზვნის გამოსვლას შეუძლია შებილწოს კეთილშობილება მისი სულისა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 2 2019, 12:41 PM
პოსტი #2247


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთი სოფლის მახლობლად ცხოვრობდა განდეგილი, რომელმაც მდუმარების ღვაწლი იტვირთა მას შემდეგ, რაც მოისმინა სიტყვა მაცხოვრისა, სიტყვათა შენთაგან განმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯოო. მან აღთქმა დადო, დაედუმებინა საკუთარი ენა ამა სოფლისათვის. არათუ ცხადში, სიზმარშიც კი არ დასცდენოდა სიტყვა, რომელიც ღვთის შიშით კარგად ჰქონდა დახშული.

სოფლის მცხოვრებნი დიდ პატივს სცემდნენ ბერს და საზრდოთიც ამარაგებდნენ. ის კი თავისი სიყვარულითა და მათთვის აღვლენილი ლოცვებით უხდიდა. ერთხელ ბოროტმა სულმა განსაცდელი მოუვლინა სოფლელებს და მათ შორის შუღლი ჩამოვარდა. მაშინ თავკაცებმა გადაწყვიტეს ბერისთვის ეთხოვათ, დამრიგებლური სიტყვით შეერიგებინათ ერთმანეთთან სოფლის მკვიდრნი. ასეც მოიქცნენ, მაგრამ ბერი ნიშნებით უხსნიდა, რომ მისი სიტყვა სიკვდილამდე მდუმარების აღთქმით იყო შეკრული.

მისულებმა განუცხადეს, თუ სიყვარულის შესახებ სიტყვას არ გვეტყვი, მაშინ ჩვენი სისხლი შენ მოგეკითხება და დაიტირე ჩვენი დაღუპვაო. დაე, მშვიდობისა და სიყვარულის საწყისმა - ქრისტემ, მან, ვისთვისაც იტვირთე შენ ეს ღვაწლი, მოგცეს გულისხმიერება. ჩვენ კი კვირა დღეს ეკლესიაში დაგელოდებითო.

დამწუხრებულმა ბერმა გააძლიერა მარხვისა და მღვიძარების ღვაწლი. დანიშნულმა დღემაც მოაწია. მთელი სოფელი დილიდანვე ეკლესიაში შეიკრიბა. განვლო შუადღემ, მოვიდა მწუხრის ჟამიც, ბერი კი არ ჩანდა, მაგრამ, აი, ჩურჩული გაისმა, რომელიც ჟრიამულში გადაიზარდა, ბერი მოდის, ჩვენმა მამამ არ მიგვატოვაო.

ბერი შემოვიდა ტაძარში, სადაც უკვე ბნელდებოდა და ყველა მის სიტყვას ელოდა. მან კი უხმოდ აიღო სანთელი, დიდ ჯვარცმას მიეახლა. აუჩქარებლად მიიტანა სანთელი ჯვარცმული ქრისტეს სახესთან, ეკლის გვირგვინით შემკულ თხემთან, შუბლზე მომდინარე სისხლის წვეთებთან და აცრემლებულ თვალებთან, შემდეგ ნელა გადაიტანა ჯვარზე მიმსჭვალულ ქრისტეს მარჯვენასთან და გაანათა ჭრილობა, საიდანაც მისი ყოვლადწმინდა სისხლი წვეთავდა. მერე კი სანთელი მიიტანა ქრისტეს მარცხენასთან, შემდეგ მუხლი მოიდრიკა და სანთლით გაანათა მაცხოვრის ფერხთა ჭრილობები, მერე სანთელი მიიტანა ლახვრით განგმირულ გვერდთან, საიდანაც გადმოედინებოდა მარადიული ცხოვრების სისხლი და წყალი, ადამიანის გამომსყიდველი და ცოდვების განმბანელი. ბოლოს ბერმა სანთელი დადო და წყნარად გავიდა ტაძრიდან. ხალხი ატირდა. ეს იყო სიტყვა სიყვარულის შესახებ, უსაზღვრო, ყოვლის მიმტევებელი სიყვარულისა, ღმრთის სიყვარულისა ადამიანის მიმართ.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 3 2019, 09:46 AM
პოსტი #2248


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მონაზვნები დიდ ღვაწლს და მძიმე შრომას ტვირთულობენ უფლის გულისთვის“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 4 2019, 09:37 AM
პოსტი #2249


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ყუთლუმუშის სკიტელმა მამა კირილემ (XIXს.) უთხრა თავის მორჩილს: "ღმერთშემოსილი წმინდა მამები მონაზვნურ ცხოვრებას მოწამეობად თვლიდნენ, კარგი მონაზონი და განსაკუთრებით მორჩილებაში მცხოვრები იესო ქრისტესგან მოწამის გვირგვინს (ნიშნებს) მიიღებს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 5 2019, 11:51 AM
პოსტი #2250


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზვნის მიზანი არც ხელსაქმის დაბეჯითებით კეთებაა და არც ბევრი ფულის დაგროვება ღარიბების დასახმარებლად, ვინაიდან ეს სულიერი დაცემაა. მაგრამ მონაზონს შეუძლია თავისი ლოცვებით გვალვის დროს მთელი სამყაროს ბეღლები აავსოს.

მონაზვნები არ ტოვებენ მონასტერს და არ მიდიან ერში, რომ მოინახულონ ავადმყოფი, მიუტანონ მას ფორთოხალი ან სხვა რამ სანუგეშოდ (რაც, ჩვეულებრივ, ერისკაცთა საქმეა და რასაც მათგან ითხოვს ღმერთი). მონაზვნები ლოცულობენ ყოველი სნეულისათვის, რათა მათ მიეცეთ სულიერი და ხორციელი ჯანმრთელობა.
მონაზვნები არც პატიმართა მოსანახულებლად დადიან, რადგან თავად არიან ნებაყოფლობითი პატიმრები იმ დიდი მოშურნეობის გამო, რომელიც აქვთ ქრისტესათვის. მონაზვნები ლოცულობენ და ევედრებიან უფალს, რომ ის სამოთხისეული სიხარული, რომელსაც გრძნობენ, მიანიჭოს ამქვეყნიურ საპატიმროებში გამომწყვდეულ ძმებს.

ამქვეყნიური პატიმრების გარდა, მონაზვნები ეხმარებიან იმ გარდაცვლილ ძმათა სულებს, რომლებიც არა ათი ან ოცი წლით, არამედ უფრო მკაცრად, მარადიულად არიან დასჯილნი და უფრო მეტად საჭიროებენ შემწეობას.

მონაზვნები ადამიანებს ამბიონიდან სახარების ქადაგებით კი არ ეხმარებიან, რომ განათლდეს დიდი და პატარა, არამედ თავად ცხოვრობენ სახარებით.
მოკლედ რომ ვთქვათ, მონაზვნები არიან არა უბრალოდ ფარნები, ქალაქის ქუჩებს რომ ანათებენ (ადამიანებმა რომ არ წაიბორძიკონ), არამედ კლდეებზე აღმართული შორეული შუქურები, თავიანთი ნათებით გზას რომ უჩვენებენ ამა სოფლის ხომალდებს, რომელთა წყალობითაც მეხომალდეები გზას იკვლევენ ზღვის სიღრმიდან, დანიშნულების ადგილს რომ მიაღწიონ".

/წმ. პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 6 2019, 11:21 AM
პოსტი #2251


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მორჩილება მონაზვნობის საფუძველია“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 7 2019, 02:09 PM
პოსტი #2252


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




მამა დიონისე კავსოკალიველი (1854). "როგორც ძაღლები ყეფენ მგლის მოახლოებისას და მას ცხვართან არ უშვებენ, ასევე მოძღვარმაც რჩევა უნდა მისცეს მორჩილს და გამოასწოროს იგი, როცა ხედავს, რომ მორჩილის სული საფრთხეშია".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 8 2019, 12:39 PM
პოსტი #2253


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერისკაცთა გონებაც მიწიერითაა დაკავებული და ამიტომ მათ არ შეუძლიათ უფლის ისე შეყვარება, როგორც ის ბერებს უყვართ“.

/წმ. სილოვანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 9 2019, 11:26 AM
პოსტი #2254


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




“ერთხელ მორჩილმა ჰკითხა მამა ხარლამპეს [დიონისიატელი]:

- მამაო, როცა სოფელი დატოვე, ყველაზე მეტად ვისი მიტოვება გაგიჭირდა?

- მე ყველა ახლობელი მიყვარდა და პირველ რიგში ჩემი ობოლი ტყუპი ძმა. დედას განსაკუთრებით ვიყავი მიჯაჭვული. ის მართლაც წმინდა სულის ადამიანი იყო. ჩვენ ერთად მთელი ცხოვრება გავატარეთ, ის მე მირეცხავდა, მიუთოებდა, ყველანაირად ზრუნავდა ჩემზე... ზოგჯერ, განსაცდელების ჟამს რომ დავცემულიყავი, ეშმაკი მე მათ მაგონებდა და გულში მათდამი უგუნურ სიყვარულს მიდებდა. როცა სატანა ამგვარად მაწამებდა , ვფიქრობდი, რომ ჩვენ, საკუთარი დედის უარმყოფელებს, ახლა დედად გვყავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. დავემხობოდი მიწაზე აქვითინებული: "პანაღეა, გევედრები, სწრაფად მოდი ჩემთან. ჩააქრე ჩემში საკუთარი დედისადმი მიჯაჭვულობა, შენ ხარ ახლა ჩემი დედიკო. მე მხოლოდ და მხოლოდ შენ გეძებ, დამეხმარე".

როცა მთელი სულით ამ სიტყვებს წარმოვთქვამდი, მაშინ ჩემში ღვთისმშობლისადმი მხურვალე სიყვარულს ვგრძნობდი. სიყვარულის ეს ცეცხლი აქრობდა ჩემს ხორციელ სურვილებს და მიზიდულობას. საკმარისია გაიხსენო ზეციური დედოფალი, რომ უტკბეს სამოთხეს იგრძნობ, შენ ამ სამოთხეში იმყოფები. ამ დროს არაფრის წარმოთქმა არ შეგიძლია, მხოლოდ ამისა: "პანაღეა ჩემო, პანაღეა ჩემო, უტკბესო ჩემო დედიკო, პანაღეა ჩემო, ახლა ამ წუთშივე წამიყვანე შენთან... ვერ დავითმენ შენთან განშორებას. შენკენ ვისწრაფვი".

ასეთი განსაცდელი რამდენჯერმე შემემთხვა, რამეთუ მადლი, გამოსაცდელად, ხშირად გვტოვებს ხოლმე, რათა ჩვენ თვითონ ვიბრძოლოთ, მაგრამ მერე ბრუნდება.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი სიყვარულმა განახმო დედისადმი ჩემი ვნებიანი მიჯაჭვულობა. და მიუხედავად იმისა, რომ იგი ხშირად მთხოვდა წერილებში, "ჩემო შვილო, ურანიპოლისში მაინც ჩამოდი, რომ შეგხედოო", არ ვუჯერებდი. ჩემი მოძღვრის მამა იოსების სიკვდილის შემდეგ, როცა მან კვლავ შემაწუხა ამგვარი თხოვნით, მივწერე: - მოდი, ერთდროულად ჩავიდეთ თესალონიკში, ოღონდ იმ პირობით, თუ დამთანხმდები მონაზვნად აღკვეცაზე-მეთქი. ვიცოდი, დედაჩემი ყოველთვის მონაზონზე მკაცრად ცხოვრობდა, ამიტომ სწორედ მას შეჰფეროდა ანგელოზებრივი სქემის შემოსვა. ასეც მოხდა, დაახლოებით 1961 წელს ჩავედი თესალონიკში და იგი მონაზვნად აღვკვეცე მართას სახელით. მას მერე აღარ მინახავს".




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 10 2019, 12:02 PM
პოსტი #2255


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა სტრატონიკე იმასაც ამბობდა, რომ მოვა დრო, როცა ბერები საერო სამოსით შემოსილნი იღვაწებენ ცხოვნებისთვის“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 11 2019, 10:21 AM
პოსტი #2256


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მამა დანიელ კატუნაკელი (+1929): "როცა, ბერო, გზად რომელიმე მონაზონს შეხვდები და დაგიწყებს გამოკითხვას, რა გქვია, რომელი სავანიდან ხარო და ასე შემდეგ, უპასუხე - განსჯით და მოკლედ. მაგრამ შენ ნუ შეეკითხები მსგავს რამეს. დაე, შენი გასაღები ნუ გააღებს სხვის კარს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 12 2019, 10:12 AM
პოსტი #2257


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქრისტიანული ფილოსოფია განასახიერებს ცხოვრების გარკვეულ წესს, რომელიც ბერმონაზონთა ასკეტიზმის სახით იჩენს თავს. ამდენად, ამ ტიპის ფილოსოფია მხოლოდ თეორიის სახით კი არ ხორციელდება, არამედ პრაქტიკითაც, ხოლო ამ ყაიდის ფილოსოფოსობის შესატყვისი ადგილი მონასტერია.

ბერმონაზონი კი წარმოდგება, როგორც ჭეშმარიტი ფილოსოფოსი, რადგან მხოლოდ იგი წვდება ყოველგვარი ფილოსოფოსობის საკუთრივ მიზანს, კერძოდ კი, ტრანსცენდენტურს, უმაღლეს არსებას, ღმერთს.

ბერმონაზონი გრძნობს და განიცდის იმას, რასაც თითოეული ადამიანი უნდა ესწრაფოდეს. მაშასადამე, მხოლოდ ბერმონაზონს, ჭეშმარიტ ქრისტიან ფილოსოფოსს, ძალუძს ანტიკური ხანის ფილოსოფოსთა და ბრძენთა ცალმხრივი მიდგომების გადალახვა".



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 13 2019, 12:58 PM
პოსტი #2258


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თავისუფალი დამოკიდებულება, ანუ „კადნიერება“, მამათა სწავლების თანახმად, სიკვდილია მონაზვნისთვის“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 14 2019, 12:37 PM
პოსტი #2259


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მამა ნეოფიტე (+1882): "მონასტერშიც შეგიძლია ღირსეული და მართალი ცხოვრებით იცხოვრო. ოღონდ გამოცდილი მოძღვარი უნდა გყავდეს და დანარჩენებს რაც შეიძლება ნაკლებად ესაუბრო".



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 15 2019, 09:57 AM
პოსტი #2260


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გლინელმა ბერმა ილიოდორმა მონასტრის დახურვის მერე სოხუმის გარეუბანში პატარა ოთახი შეიძინა. მის მეზობლად ერთი შარიანი დედაკაცი ცხოვრობდა და განუწყვეტლივ ცილს სწამებდა.

ერთხელ რწმუნებულ ლაგვილავასთან იჩივლა, - ბერი მოკვლით მემუქრებაო. რწმუნებულმა მოუსმინა და უთხრა: "თქვენი არ იყოს, მეც შეშფოთებული ვარ. ამ დილით მეზობლის ქალმა ისეთი საქმე მიქნა, ნაჯახით გამოვენთე. კიდევ კარგი, დროზე შემაჩერესო". ამით დამთავრდა მათი საუბარი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

209 გვერდი V « < 111 112 113 114 115 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 14 მომხმარებელი (მათ შორის 14 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 03:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი