IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართული სუფრა, მსჯელობა ჩვენს სუფრაზე, ტრადიციები, სადღეგრძელოები...
ზარნაშო
პოსტი Sep 1 2007, 11:00 AM
პოსტი #1


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



"ფოლკლორი" ხალხურ სიბრძნეს ნიშნავსო... ჩვენი ხალხის სიბრძნე ყველაზე მეტად ალბათ სუფრაზე ვლინდებოდა. აქ ისმოდა ქართული გალობა, სიმღერა, სადღეგრძელოები და შაირობა-კაფიაობა; აქ ხდებოდა ქართული ცეკვის და ზოგჯერ საბრძოლო ხელოვნებების დემონსტრირება; აქ ისწავლებოდა სიყვარული, უფროს-უმცროსობა, ვაჟის ქალისადმი (და პირიქით) პატივისცემა... აკადემიაა, აბა რა არის? ცხოვრების აკადემიაა. ახლა თუ გადაგვარდა სუფრა, ჩვენ უნდა ავაღორძინოთ ისევ ის ტრადიციები. აბა, შაუბერეთ!


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Sep 4 2007, 02:45 AM
პოსტი #2


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



. . . ამ დროს ქართულ გალობას ოქროს ხანა უდგა ჩვენში და დიდებულათაც ყვაოდა იგი. ერთაშორის კი ქორწილი და ნადიმი ნახევარ ლოცვას წარმოადგენდა. თან სმა-ჭამა და მხიარულება იყო და თან ღვთის სადიდებელი სძლისპირების ღაღადი. რომელ ქორწილსაც გალობა არ ამკობდა, არ ამხიარულებდა, ის ქორწილი უმნიშვნელო იყო. ჯერ "მამაო ჩვენოს" იგალობებდენ და მერმე ლხინს პირველად ღვინის დალოცვიდანვე დაიწყებდნენ ასე: "დიდება აქვს ღმერთსა, ღმერთო გაუმარჯვე სტუმრებს და მასპინძელსა, - შენდობა ბატონო". სამ დღეს რომ გაგრძელებულიყო ნადიმი ერთსა და იმავე გალობას არ გაიმეორებდენ. რომ სხვადასხვა გალობების სათაურები მის-მის დროზე დაუგვიანებლათ მოგონებოდათ, ამისთვის გალობლებს შემდეგი ხერხი ქონდათ შემოღებული: დაიწყებდენ პირველათ ისეთ გალობას, რომელნიც ა-ნით იწყებოდა, შემდეგ ბ-ნით და ასე ჰოე-მდისაც დავიდოდნენ თუ საჭიროება მოითხოვდა. ასე გავრცელებული იყო ჩვენში ქართული გალობა, მეტისმეტათ უყვარდათ, მეტისმეტათ პატივცემული იყო საზოგადოებისაგან კარგი გალობელი და ამიტომაც ყველანი სიამოვნებით და გულსმოდგინეთ სწავლობდენ და კიდევაც კარგათ და მტკიცეთ იცოდნენ.

ამის შემდეგ ნელ-ნელა დრონი იცვალნენ, ახალი სწავლა-განათლების სიომ დაბერა და ახალი, მოზარდი, თაობა მას დაეწაფა. სიყრმიდან მუდამ დღე, მუდამ წამში უცხო ხმების ყურში ჩაბერვამ, ძალაუნებურათ შეაჩვია, შეუსისხლხორცა უცხო ხმები, ისე რომ ქართული ხმები ქართველის სულსა და გულს ძველებრივის მეასედათაც ვეღარ ათბობს (მე უფრო გადაგვარებულებზე მოგახსენებთ). გალობის სასწავლათაც ყველანი სლავიანურისა და უცხო ხმების სასწავლათ მიილტვის, რადგან აქედან მეტს ლუკმას მოელის და ასე ამ გვარათ იკლო ქართული გლობის გავრცელებამ საზოგადოთ ჩვენში და დღეს მეტს ყურადღებას თხოულობს იგი, რომ კვლავ შემობრუნდეს . . .

დეკანოზი რაჟდენი (ხუნდაძე) - 1911 წ.


IPB-ს სურათი


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 4 2007, 10:38 AM
პოსტი #3


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633





ციტატა(nike_22 @ Sep 3 2007, 06:10 PM) *

M.M.
"ფოლკლორი" ხალხურ სიბრძნეს ნიშნავსო... ჩვენი ხალხის სიბრძნე ყველაზე მეტად ალბათ სუფრაზე ვლინდებოდა. აქ ისმოდა ქართული გალობა, სიმღერა, სადღეგრძელოები და შაირობა-კაფიაობა; აქ ხდებოდა ქართული ცეკვის და ზოგჯერ საბრძოლო ხელოვნებების დემონსტრირება; აქ ისწავლებოდა სიყვარული, უფროს-უმცროსობა, ვაჟის ქალისადმი (და პირიქით) პატივისცემა... აკადემიაა, აბა რა არის? ცხოვრების აკადემიაა. ახლა თუ გადაგვარდა სუფრა, ჩვენ უნდა ავაღორძინოთ ისევ ის ტრადიციები. აბა, შაუბერეთ!

ვერ დაგეთანხმები ქართული გალობა ეკლესიაში იგალობებოდა რაც შეეხება სიმღერას არის სუფრული სიმღერები რათქმაუნდა რომლებიც სუფრის მსვლელობის დროს იმღერებოდა არის შრომის სიმრერები , საბრძოლო სიმღერები , სატრფიალო სიმღერები მე ვერ დაგეთანხმები იმაში რომ ქართული ტრადიცია სუფრით შემოიფარგლება , რაც შეეხება შუფრას რათქმაუნდა ტრადიციული ქართული სუფრა აკადემიაა როგორც იტყვიან მაგრამ მაშინ საქეიფოდ იშვიათად ეცალათ იმიტომ რომ გამუდმებით მტრის მოგიერებით იყვნენ დაკავებულნი და შესაბამისად სუფრას თავის ფასი ქონდა და ესე არ იყო როოგრც დღეს სუფრამ ღრეობის ხასიათი მიიღო რაც ძალიან საწყენია
თუ ვცდები მაპატიეთ ეს ჩემი სუბიექთური აზრია

მოუცლელობას რაც შეეხება, მაგიტო ვართ მაგრები, რომ ყველანაირი უბედურების დროს ლხინს მაინც არ ვიშლიდით და ახლაც ასეა. მგონი ნიუ იორკში იყო, რამოდენიმე საათით დენი წავიდა და ხალხი ფანჯრებიდან ხტებოდა. ჩვენთან უშუქობისას კი არა, ჭურვების ცვენის დროსაც კი ყოფილა სუფრა გაშლილი მგონი. ეხლა ხშირად რომ ღრეობაში გადადის, ძალიან ცუდია, მაგრამ მგონი ჩვენ ვიცნობთ ხალხს, მართლა რომ იციან მოლხენა (თუმცა, ზოგჯერ მაგრად ურევენ). შრომის, სატრფიალო და სალაშქრო სიმღერებს სუფრაზეც რომ იმღერებდნენ, ეჭვი არ შეგეპაროთ


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 8 2007, 10:14 AM
პოსტი #4


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ეეჰ, ცუდ სუფრაზე რამდენჯერ ვყოფილვარ მაგრამ... მასე თუ მივყევით, ადრე რას მღეროდა ხალხი და ეხლა რას მღერის (მასაზეა ლაპარაკი)? "არ დაიდარდოზე" ჯაბა ბოჯგუას "სიყვარულის ისტორია" უფრო მოთხოვნადია, ვიდრე ხალხური სიმღერები. ამიტომ ვთქვათ, რომ ქართველებს მუსიკალური გემოვნება არ გაგვაჩნია? უბრალოდ გადავგვარდით საკმაოდ და ამის გამოსწორებაა საჭირო.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ართი ვარდი
პოსტი Sep 8 2007, 11:36 AM
პოსტი #5


MARIAMI
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,359
რეგისტრ.: 15-April 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 1,658



M.M.
ეგ იმიტომ რომ რადიოს ''დონეა''ეგეთივე მდაბიური როგორც წამყვანების. რაც შეეხება რადიოში მოტხოვნად მუსიკას, ამით ვერ გათვლი სრულიად საქართველოს ხალხების გემოვნებას. უბრალოდ მასის გემოვნებაზე მეტყველებს რადიოში მოტხოვნადი მუსიკა. (ტუნდაც ტელევიზიაში).


--------------------
სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)

სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა...

ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nike_22
პოსტი Sep 8 2007, 09:11 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 362
რეგისტრ.: 10-June 07
წევრი № 2,150



იცითრა მემგონი არც ისე კატასტროფული მდგომარეობა არ არის და რაგაც პანიკას ნუ ავტეხავთ ყოველთვის იყო ნორმალურად მოაზროვნე ხალხი და არანორმალურად მოაზროვნეებიც იყვნენ რა დარწმუნებულები ხართ რომ ყველა ქართულ სუფრებზე იმღერებოდა და იგალობებოდა იქნებ იყო ისეთი სუფრები სადაც დალევდნენ და მერე ერთმანეთს თავპირს ალეწავდნენ .
ზეივით ვირაცამ დაწერა არ მახსოვს ზუსტად ვინ რომ დღეს გოგოები სუფრაზე ერთმანეთის ტანსაცმელს აკვირდებიან რომ მერე იჭორაონ ამაზეო და ეს ადრეც იყო მაღალ საზოგადოებაში სიმდიდრით გათამამებულ მანდილოსნებს რომლებსაც სხვა სადარდებელი არ ქონდათ აბა რა უნდა ეკეთებინათ .
ასე რომ მოდით რა რეალურად შევხედოთ ყველაფერს რაც შეეხება ქართულ სიმღერას და გალობას მემგონი უფრო მოიკიდა ფეხი განსაკუთრებიტ ახალგაზრდობაში ვიდრე ეს 10 წლის წინ იყო smile.gif
ნუ გადავარდებით რომანტიზმში smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Sep 12 2007, 11:04 AM
პოსტი #7


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



ქართული სუფრის წესსზე მართლაც ბევრია სასაუბრო, მე მხოლოდ ერთ საკითხს შევეხები და ისიც ორი სიტყვით შემოვიფარგლები.

ქართველებისთვის ტრადიციული სუფრა ლიტურგიის გაგრძელებაა, ქართული ტრადიციული სუფრა ღვთის სადიდებელია. ამ მხრივ ჩვენი ტრადიციის უნიკალურობას ჩვენს მუსიკალურ კულტურაში არსებული სალხინო საგალობლებია, რომელიც იყო საგალობლის ჰანგზე გაწყობილი.


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Sep 15 2007, 11:16 AM
პოსტი #8


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



abo


მე ისიც გამიგია, რომ მაგალითად მგალობელ-მომღერალი ისე რომ დამთვრალიყო რომ სიმღერა არეოდა, დიდი სირცხვილი იყო


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Oct 20 2007, 03:52 PM
პოსტი #9


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



სუფრის წესთან დაკავშირებულ სიმღერებზე და გალობებზე თუ რამე გაქვთ სასაუბრო კი ბატონო, სუფრაე, როგორც ფოლკლორული მუსიკის სიცოცხლის ერთ-ერთ კერაზე, და თუ ისეთი სკითხების რჩევას აპირებთ რასაც ამ თემაში აქვს ადგილი გთხოვთ ,,მდებარეობა" შეიცვალოთ და სასაუბროს მიაშუროთ smile.gif


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Oct 20 2007, 03:57 PM
პოსტი #10


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



სწორია!

გვითხარი N. R. რა ტრადიციული სიმღერები სრულდებოდა სუფრებზე?

მაგ. რითი შევცვალოთ ჰეფი ბერზდეი??


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Oct 22 2007, 02:42 PM
პოსტი #11


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(თათი87 @ Oct 20 2007, 12:57 PM) *

M.M.
პ.ს. ისე ასეთი თემა სასაუბროშიც როა შეიძლება? მგონი ფორუმის წესებში წერია, რომ ერთი და იგივე შინაარსის თემების გახსნა აკრძალულიაო tongue.gif :ინტრიგანისმაილი:

არადა არ მინახავს. ამაზე ადრე გაიხსნა თუ გვიან?

ციტატა(N. R. @ Oct 20 2007, 03:52 PM) *

სუფრის წესთან დაკავშირებულ სიმღერებზე და გალობებზე თუ რამე გაქვთ სასაუბრო კი ბატონო, სუფრაე, როგორც ფოლკლორული მუსიკის სიცოცხლის ერთ-ერთ კერაზე, და თუ ისეთი სკითხების რჩევას აპირებთ რასაც ამ თემაში აქვს ადგილი გთხოვთ ,,მდებარეობა" შეიცვალოთ და სასაუბროს მიაშუროთ smile.gif

სულ თავიდან შეძლებისდაგვარად დავასაბუთე, რომ ქართული სუფრა თავადაა ხალხური შემოქმედების დარგი, გარდა იმისა, რომ სუფრაზე ფოლკლორის ნიმუშები სრულდება. ასე წინ და უკან სირბილი განყოფილებებში მგონი არ ივარგებს.

ციტატა(Lenus @ Oct 20 2007, 03:57 PM) *

გვითხარი N. R. რა ტრადიციული სიმღერები სრულდებოდა სუფრებზე?

მაგ. რითი შევცვალოთ ჰეფი ბერზდეი??

საიუბილეო სიმღერები არ გვაქვს მგონი და... გადავაკეთოთ რამე სიმღერის ტექსტი, ან ჯობია დავწეროთ ხალხურ სტილში, "ქართულ მუსიცირებაში" რომ წერია, ისე


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Oct 23 2007, 11:31 AM
პოსტი #12


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



მოდით, თუ ფოლკლორში არ გინდათ რომ ისეთი საუბრები იყოს, ეს თემა სულ სასაუბროში გადაიტანეთ. მართალია იქ ვეღარ მივაქცევ ყურადღებას (ერთი საათი მაქვს დღეში ინტერნეტთან, თან ხშირად ურევს ქსელი და ფოლკლორის გარდა სხვაგან თითქმის ვერასოდეს ვასწრებ შეხედვას), მაგრამ ასე დანაწევრებულის ყურება არ შემიძლია. ჩემი პირმშოა მაინც და ასეთი "ახანჯლული" რომ ვნახე, გული მომიკვდა. იყოს სასაუბროში, თუნდაც ვეღარ ვნახო! "კავკასიური ცარცის წრის" მსგავსად გამოდის, მაგრამ სიცილის გუნებაზე სულ არ ვარ. user.gif


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Oct 24 2007, 06:34 PM
პოსტი #13


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



M.M.


ჩემო კარგო, ყოფილა, კი არადა გაუხსნიათ მსგავსი თემა და უფრო სასაუბროს შეეფერებოდა. რაც მასში ხალხური იმას კი შეგვიძლია კარი ფართოდ გავუღოთ 2kiss.gif


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Oct 25 2007, 11:27 AM
პოსტი #14


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(N. R. @ Oct 24 2007, 06:34 PM) *

M.M.
ჩემო კარგო, ყოფილა, კი არადა გაუხსნიათ მსგავსი თემა და უფრო სასაუბროს შეეფერებოდა. რაც მასში ხალხური იმას კი შეგვიძლია კარი ფართოდ გავუღოთ 2kiss.gif

ჰოდა მეც მაგაჲ ვამბობდი, გავაერთიანოთ ეს თემები და ან სასაუბროში იყოჲ, ან კიდე აქა-მეთქი. თორემა, ცლკე თემა "ხალხური სიმღერა ქართულ სუფრაზე" ხო არ იქნება?
ციტატა
2kiss.gif
დამშვიდებისთვის მადლობა smile.gif


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Nov 17 2007, 12:28 PM
პოსტი #15


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ალკოჰოლი და სიმღერა


პირადი მწირი გამოცდილებიდან დავიწყებ, მერე თქვენი მომაშველეთ.
სასმელი გაბედულებას მატებს, მაგრამ ისეთ ხალხს არ მივეკუთვნები, ნასვამზე თავი გონაშვილი რომ ჰგონიათ. სიმღერის რა გითხრათ, ხმაზე სასმელის მოქმედებაზე კი რაც ვიცი, გეტყვით. ერთხელ ცხელ გულზე ლიტრიანი ბოთლი ღვინო გამოვცალე მოყუდებით (სიყვარულმა, მე კი არა, გადარია ტარიელი) და ისეთი ბანი დამიდგა, ლამის ინფრაბგერებში გადავდიოდი. მაგრამ რად გინდა? ჯერ ისე რა მომღერალი ვარ და ახლა 1 ლიტრი სუფთა კახური რქაწითელი რომ მქონდა მშიერ კუჭზე დალეული, რამის თავიღა მექნებოდა? ერთხელ კიდევ ერთი ტოლჩა ლუდი მივაყოლე ხინკალზე და წკრიალა პირველი გამეხსნა. "საჭაშნიკეში" მირთმეულმა არაყმა კრიმანჭულზე იმოქმედა დადებითად... ამ მიმართულებით კვლევები დროებით შეჩერებულია უსახსრობის გამო, მაგრამ თუ რამე შემოვიდა, მარტყოფელებთან და დიდგორელებთან ერთად ვაპირებ ამ საკითხზე მუშაობის გაგრძელებას laugh.gif


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ართი ვარდი
პოსტი Nov 19 2007, 02:21 PM
პოსტი #16


MARIAMI
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,359
რეგისტრ.: 15-April 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 1,658



M.M.
საინტერესო კვლევა გაქვს....გაგრზელე ...... laugh.gif


--------------------
სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)

სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა...

ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი Nov 19 2007, 05:52 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



ქართული სუფრა მიყვარს სადაც ერთმანეთის მოსმენა, კარგი სიმღერას მღერიან
და აი იმის რა მოგახსენო ყაყანი და ერთი ამბავი რომ არის. ესეთ სუფრებზე ძირითად დროს გარეთ ვატარებ smile.gif


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
yipiani gio
პოსტი Nov 20 2007, 01:20 AM
პოსტი #18


Tavadi Yipiani
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,917
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: saburtalo
წევრი № 2,017



misdevs mela loms
თავიდან ყველაფერი კარგია მარა მერე გრაფინების მტვრევა ,გინება,ყაყანი და ის ყველაფერი რასაც შენ ამბობ მართლა არ ვარგა,თორე თავიდან კაი ქეიფს რა ჯობია სიმღერასთან ერთადsmile.gif


--------------------
alazani.ge

ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება
გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Nov 20 2007, 11:26 AM
პოსტი #19


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(yipiani gio @ Nov 20 2007, 01:20 AM) *

misdevs mela loms
თავიდან ყველაფერი კარგია მარა მერე გრაფინების მტვრევა ,გინება,ყაყანი და ის ყველაფერი რასაც შენ ამბობ მართლა არ ვარგა,თორე თავიდან კაი ქეიფს რა ჯობია სიმღერასთან ერთადsmile.gif
თავიდანვე ცუდი სუფრაც მინახავს და ბოლომდე კარგიც, მაგაზე არაა.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
yipiani gio
პოსტი Nov 20 2007, 03:52 PM
პოსტი #20


Tavadi Yipiani
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,917
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: saburtalo
წევრი № 2,017



M.M.
არა ეგ მართალია მარა,იშვიათობაა ბოლომდე მშვიდი სუფრა.smile.gif


--------------------
alazani.ge

ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება
გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2024 - 09:34 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი