რა არის ქართული გალობა თქვენთვის? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა არის ქართული გალობა თქვენთვის? |
N. R. |
May 7 2007, 04:44 PM
პოსტი
#41
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
,,გალობა არის ჩემი სულის საიდუმლოება, რითაც მხოლოდ მე და იმ ერთმა დიადმა ,,უძრავმა მამოძრავებელმა" ყოველივესი, შემქმნელმა და შემოქმედმა სამყაროსმან უნდა იხსნას სული და ხორცი ჩვენი ქრისტიანთა მართლმადიდებელთა. ასე რომ შეუფასებლად მიმაჩნია ის ნიჭი, რაც ღმერთმა ჩემთვის გამოიმეტა იმისათვის, რომ მე მასთან მესაუბრა, მომეთხოვა ისეთი რამ, რასაც ვერ მოსთხოვ ვერც დედასა და მამას და ვერც ვერავითარს ჩვენს ხილულ და უსასრულო გალაქტიკაში. ,,ესე არს ზე-გარდარეული სიყვარულით ნათქვამი და გააზრებული, ჩვენი იმ საამაყო და სულის ჩამდგმელი, პასუხის მგებელი და მომლოცველი წმიდა მამებისა, რომელთათვის ,,ცა ქუდად და დედამიწა ქალამნადო" რომ იტყვიან და ისიც კანონზომიერად ჰქონდათ აღქმული. და რაც მახარებს ეს ის იმედია, რომელსაც ჩვენი საზაოგადოების ნაწილი მოსული, ახალგაზრდა თაობის დაინტერესებაა სიმღერითა და გალობით. ამიტომ ნიჭი, რომლითაც შეიძლება არა მათემატიკური და არც რომელიმე მეცნიერება, რომლითაც კაცობრიობა ფიქრობს დაუახლოვდეს იმ ერთს დიადსა, წმიდასა, ძლიერსა და უკვდავსა, არა მგონია ისე ახლოს იყოს, როგორიც არის გალობა. იმ კაცობრიობის გადამრჩენ ენაზე სიმღერითა და გალობითა და სიყვარულით განცდილის, რასაც ქართული ჰქვია".
ამგვარი მნიშვნელობა აქვს ქართულ გალობას ვასილ ცეცხლაძისთვის -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
ვეშაპო |
May 7 2007, 07:09 PM
პოსტი
#42
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
N. R.
ციტატა ,,გალობა არის ჩემი სულის საიდუმლოება, რითაც მხოლოდ მე და იმ ერთმა დიადმა ,,უძრავმა მამოძრავებელმა" ყოველივესი, შემქმნელმა და შემოქმედმა სამყაროსმან უნდა იხსნას სული და ხორცი ჩვენი ქრისტიანთა მართლმადიდებელთა. ასე რომ შეუფასებლად მიმაჩნია ის ნიჭი, რაც ღმერთმა ჩემთვის გამოიმეტა იმისათვის, რომ მე მასთან მესაუბრა, მომეთხოვა ისეთი რამ, რასაც ვერ მოსთხოვ ვერც დედასა და მამას და ვერც ვერავითარს ჩვენს ხილულ და უსასრულო გალაქტიკაში. ,,ესე არს ზე-გარდარეული სიყვარულით ნათქვამი და გააზრებული, ჩვენი იმ საამაყო და სულის ჩამდგმელი, პასუხის მგებელი და მომლოცველი წმიდა მამებისა, რომელთათვის ,,ცა ქუდად და დედამიწა ქალამნადო" რომ იტყვიან და ისიც კანონზომიერად ჰქონდათ აღქმული. და რაც მახარებს ეს ის იმედია, რომელსაც ჩვენი საზაოგადოების ნაწილი მოსული, ახალგაზრდა თაობის დაინტერესებაა სიმღერითა და გალობით. ამიტომ ნიჭი, რომლითაც შეიძლება არა მათემატიკური და არც რომელიმე მეცნიერება, რომლითაც კაცობრიობა ფიქრობს დაუახლოვდეს იმ ერთს დიადსა, წმიდასა, ძლიერსა და უკვდავსა, არა მგონია ისე ახლოს იყოს, როგორიც არის გალობა. იმ კაცობრიობის გადამრჩენ ენაზე სიმღერითა და გალობითა და სიყვარულით განცდილის, რასაც ქართული ჰქვია". ამგვარი მნიშვნელობა აქვს ქართულ გალობას ვასილ ცეცხლაძისთვის ეს ვასოს სიტყვებია? აუF! ნე ვერიუ რა. P.S. გაფიცებ, რამდენ წამში თქვა ეს ყველაფერი. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
ალექსანდრე |
May 8 2007, 05:15 AM
პოსტი
#43
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
,,უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანაი’’
(ფსალმუნი 95,1) გალობა, პოეზიისა და ფერწერის მსგავსად, საღმრთო ლიტურღიის ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია. საგალობელს მუსიკალური ბგერებით შემკულ ხატსაც უწოდებენ. სახარების მიხედვით, პირველი ქრისტიანული საგალობელი დედამიწაზე ანგელოსებმა შობის ღამეს ჩამოიტანეს: ,,და მეყუსეულად იყო ანგელოსისა მის თანა სიმრავლე ერთა ცისათა, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა, და კაცთა შორის სათნოება” (ლუკა 2, 12-13). ამ სიტყვებით შემთხვევით არ იწყება ცისკრის მსახურება. მაცხოვრის შობა მართლაც სულიერი ცისკრის დასაწყისი იყო ცოდვებით დამძიმებული კაცობრიობისათვის. წმ. იოანე ოქროპირი ასე წერდა ამ საგალობლის შესახებ: ,,ადრე ეს ჰიმნი მხოლოდ ზეცაში სრულდებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მეუფემ მიწაზე დაშვება კეთილ ინება, ეს ჰიმნიც მასთან ერთად ცამოვიდა. ამ საგალობლის მიწიერი ხმოვანება ზეციური მუსიკის მხოლოდ მიბაძვაა. ზევით—უზენაესს ანგელოსთა მხედრობა ადიდებს, ქვევით კი ხალხი. ისინი აღასრულებენ მსახურებას ეკლესიაში და ბაძავენ ანგელოსებსა. ასე იქმნება ზეცისა დამ იწის ბინადართა ერთიანი დღესასწაული’’. ქრისტიანულ ლიტურღიაში გალობის გამოყენება თავად მაცხოვრის კურთხევით დადგინდა. გავიხსენოთ საიდუმლო სერობა, რის შემდეგაც იესომ და მისმა მოწაფეებმა ,,გალობა წარსთქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილისასა” (მათე 26,30). გალობასა და საზოგადოდ მუსიკას განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ახალ აღთქმამდელ მსახურებაშიც. ძველი აღთქმის ყველა მნიშვნელოვანიმოვლენა მუსიკალური საკრავების (ბუკი, საყვირი, ბობღანი, წინწილი და ა.შ.), როკვის და გალობის თანხლებით მიმდინარეობდა (მაგ: დაბადება 31,37; გამოსვლათა 15, 20; I მეფეთა 16,23; III მეფეთა 1, 39; ისუ ნავე 64,5 და ა.შ.). ქრისტიანული ღვთისმსახურების ჩამოყალობების პირველივე ეტაპზე კანონიკური თვალსაზრისით გაიმიჯნა ინსტრუმენტული და ვოკალური მუსიკა. მუსიკალური ინსტრუმენტები, როგორც წარმართული კულტის გადმონაშთი, თანდათან განიდევნა ღვთისმსახურებიდან. ,,მართლმადიდებლობითა მიერ ღმრთის მეტყველებად” (სულხან-საბა) მიჩნეული გალობა კი მტკიცედ დამკვიდრდა საეკლესიო მსახურებაში. წმ. ბასილი დიდის მიხედვით, წმიდა სულმა იცოდა, რაოდენ ძნელია ადამიანის მოდგმის სათნოებასთან ზიარება და ამიტომ დოგმატურ სწავლებას მელოდიით ტკბობა შეუერთა, რათა ადამიანებს უფრო მსუბუქად, ყურისათვის სასიამოვნოდ, ლამის შეუმჩნევლად აღექვათ სიტყვების არსი. ,,ამგვარ ხერხს მიმართავენ ექიმებიც, როცა ავადმყოფს თაფლწასმული თასით ასმევდნენ მწარე, მაგრამ ჯანმრთელობისათვის აუცილებელ წამალს’’-წერს წმ. ბასილი დიდი. გალობა რწმენის განმტკიცების აუცილებელ პირობად მიაჩნდა წმ. პავლე მოციქულს. ამიტომაც მოუწოდებდა ადამიანებს საკუთარი თავისთვის ღვთის სიბრძნე ფსალმუნებით, ჰიმნებით და სასულიერო ჰანგებიტ ჩაეგონებინათ. სასულიერო მუსიკასთან პავლე მოციქულის დამოკიდებულებას შემდეგნაირად განმარტავს წმ. იოანე ოქროპირი: ,,რადგან კითხვა დამღლელი და უსიამოვნოა, ის (პავლე მოციქული) ჭეშმარიტებას არა მონათხრობით, არამედ ფსალმოდირებით აზაიარებდა, რათა გალობის დროს მორწმუნეებს დაეტკბოთ სული და შეემკოთ დაღლილობა”. ცნობილია, რომ მუსიკას, ხელოვნების სხვა დარგებისაგან განსხვავებით, შეუზღუდავი ემოციური შესაძლებლობები ახასიათებს, რის გამოც, იმ დროშიც ,,მრავალი მიეჩვია ჰანგების მოსმენას არა სულის სასარგებლოდ, არამედ სიამოვნებისათვის’’ (წმ. იოანე ოქროპირი). ამ შემთხვევაში ეკლესიის მესვეურებმა ადამიანის მოდგმის ხიბლისაკენ მიდრეკილება ღვთის სამსახურში ჩასაყენებლად და მათივე სულის განსაკურნებლად გამოიყენეს, რადგან მუსიკამ ახალი აღთქმის ეპოქაში სწორედ ,,სულის სასარგებლო’’ დანიშნულება შეიძინა. იგი სარწმუნოების განმტკიცების და გაღრმავების სიმბოლოდ იქცა. ქრისტიანული საგალობელი ქრისტეშობიდან პირველ საუკუნეებში იმპროვიზაციულად ვითარდებოდა. ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალობებული კანონიკური სისტემა, რომელიც საგალობლის, როგორც საეკლესიო_დოგმატური მოვლენის კომპოზიციური განვითარების საკითხებს განსაზღვრავდა. თუმცა I_II საუკუნეებში უკვე იქმნებოდა ჰიმნების, ფსალმუნების, სამადლობელი ლოცვების მუსიკალური ვარიანტები. ამ ნიმუშებს თავიდან ებრაული, შემდგომ კი ელინისტური წარმართული პოეზიისა და მუსიკის კვალი გასდევდა. ამიტომ უკვე III საუკუნეში ეკლესიის მამათა მოწადინებით ჩამოყალიბდა საეკლესიო მუსიკის შექმნის და შესრულების თავისებურებები. პირველად ამ საკითხს პრესვიტერი კლიმენტი ალექსანდრიელი (217) შეეხო. მისი განმარტებით, მუსიკა, პირველ რიგში, ღვთისმსახურების შემამკობელი და ზნეობის განმამტკიცებელი საშუალებაა. ასეთი დანიშნულებისათვის კი შეუძლებელია გამოვიყენოთ სულის ამაფორიაქებელი, მრავალფეროვანი ჰანგები. საეკლეიო მელოდია, კლიმენტი ალექსანდრიელის თქმით, ნაკლებ ემოციური უნდა იყოს. საუკუნეების მანძილზე ერეტიკულ მიმდინარეობათა წარმომადგენლები ცდილობდნენ ეკლესიის წიაღში შეღწევას. მათი მიზანი საეკლესიო ჰანგების გაუკუღმართებაც გახლადთ. სწორედ ამ საკითხს ეხება VI მსოფლიო კრების (680-681 წ.წ.) 75-ე კანონი: ,,რომლებიც ეკლესიაში ლოცვისა და გალობისთვის იკრიბებიან, ნუ ხმაურობენ უწესოდ და თავს ნუ აიძულებენ, რომ იყვირონ. ნურც იტყვიან რაიმეს ისეთს, რაც არ შეეფერება და შეესაბამება ეკლესიას, არამედ იდგნენ მოკრძალებით და ლმობიერებით. ლოცვას ფარული საქმეების ზედამხედველს, ღმერთს უნდა შესწირავდნენ, რადგან ,,განკრძალულნი იყვენითო’’ (ლევიტელთა 15,31) ისრაელის ძეთ ასქავლიდა საღვთო სიტყვა. როგორც ვხედავტ, საგალობლის მუსიკალურ-პოეტური შინაარსი ქრისტიანობის იმ უმთავრეს იდეას უნდა ასახავდეს, ,,რომლითა ჰსძლევს სოფელსა სარწმუნოება ჩუენი’’ (იოანე 5,19). ამიტომ უძველესი დროიდან დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ გალობის შექმნას, ქრისტიანული საგალობელი სუბიექტური განცდის გარეშე იწერებოდა. საეკლესიო მუსიკას ის დიდი მამები წერდნენ, რომლებმაც ეკლესიის წიაღში იღვაწეს და მუდმივი მარხვითა და ლოცვით შესძლეს ,,ყოველივე ამაო სოფლის საზრუნევი’’ დაეტევებინათ. ასეთები იყვნენ წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ბასილი დიდი, წმ. იოანე დამასკელი, წმ. ანდრია კრიტელი და სხვები. მათი ღვაწლით შეიქმნა სასულიერო მუსიკის ისეთი ნიმუშები, რომლებშიც ერთმანეთს ერწყმის საღმრთო მოქმედება, სიტყვა და მუსიკა. IV საუკუნიდან, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, იწყება ქართული საგალობლის ისტორია. არ არსებობს ზუსტი ცნობა იმის შესახებ, თუ რომელი საუკუნეში შეიქმნა ქართული გალობის პირველი ნიმუში. VI საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწის საბა განწმედილის ანდერძი გვამცნობს, რომ ,,ივერიელებს დაასურელებს ნება არა აქვთ ჟამისწირვა შეასრულონ თავიანთ ეკლესიაში. აქ მათ შეუძლიათ წარმოთქვან ჟამნობა, შეასრულონ სამხრობა, წაიკითხონ თავიანთ ენაზე სამოციქულო და სახარება”. IV საუკუნეში ქართული ღვთისმსახურება ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო. შესაბამისად ნაადრევია საუბარი ამ ეპოქაში ორიგინალური ქართული გალობის არსებობაზე. სულ სხვა სურათს აღწერს X საუკუნის მოღვაწე გიორგი მერჩულე ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში”: ,,ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულისა ენისათა ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღესრულების, ხოლო კვირიე ელისონი ბერძნულად ითქუმის, რომელ ამას ქართულად ,,უფალო წყალობა ყავ”, გინა თუ ,,უფალო შეგვიწყალენ’’. რამდენადაც გრიგოლ ხანძთელის პერიოდში სრული ღვთისმსახურება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, ბუნებრივია, მისი შემადგენელი მუსიკალური ნაწილიც ეროვნულ საწყისებზე იქნებოდა დაფუძნებული. მართლაც, ქართული საგალობლის აყვავების ხანა IX_XII საუკუნეებია. ცნობილია ისიც, რომ ამ პერიოდის ქართულ ეკლესია_მონასტრებთან (როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ) არსებულ სასულიერო სემინარიებსა და აკადემიებში დიდი ადგილი ეთმობოდა საეკლესიო გალობის სწავლებას. XII საუკუნის საქართველოს უკვე თავისი კომპოზიტორებიც ჰყავდათ. ცნობილი ქართველი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი წერს: ,,საგალობლის სიტყვების თარგმნა თუ შეთხზვა და მისთვის საგანგებო ჰანგების დაწერა, თუ ამაზე უწინარეს არა, მაინც და მაინც XII საუკუნის დამდეგს უკვე სხვადასხვა სპეციალობად ყოფილა ქცეული. ამ დროს საქართველოს უკვა ჰყოლია ისეთი პირები, რომლებიც მხოლოდ ჰანგსა თხზავდნენ. სიტყვიერი შემოქმედების ნაწარმოებისთვის ჰანგის ამნაირს შეთხზვას მაშინ ხმისა დადებაი და ასეთი სამუშაოს დაწყებას ხმისა დადების ხელყოფაი ჰრქმევია”. ქართული საგალობლის განვითარება დაკავშირებულია ისეთი დიდი მოღვაწე მამების სახელებთან, როგორებიც არიან არსენ იყალთოელი, იოანე ზოსიმე, იოანე მინჩხი, მიქაელ მოდრეკილი, იოანე მტბევარი, ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელები. ქართული საგალობლის გამორჩეული თვისება სამხმიანობაა. ქართველები გალობის ფორმით ვამბობთ: ღმერთი ერთია, მაგრამ სამპიროვანი, სამი ჰიპოსტასისაგან შემდგარი. ქართულ მრავალხმიან გალობაში სამი პირი ერთ სათქმელს ამბობს სხვადასხვანაირად, მაგრამ ერთ ნებას და სურვილს გამოხატავს და ამავე დროს თითოეულს თავისი ინდივიდუალური თვისებები არ ეკარგება. ქართულმა საგალობელმა განვითარების რთული გზა განვლო. XII საუკუნის შემდგომ ომებით იავარქმნილ საქართველოში საეკლესიო მუსიკაზე ზრუნვამ ლოკალურ გარემოში გადაინაცვლა. ქართული საგალობლის ფენომენი ცალკეული მგალობლების და დაინტერესებული პირების წყალობით შემორჩა ისტორიას. XIX საუკუნეში სამოციანელთა მოძრაობის პარალელურად ქართული გალობის აღდგენა_ჩაწერაზე დაიწყეს ზრუნვა. ქართული გალობის მოამაგეების მღვდელ-მონაზონ ექვთიმე კერესელიძის, დეკანოზ ბასილი კარბელაშვილის და მისი ძმის პოლიევქტოსის, ფილიმონ ქორიძის და სხვების ძალისხმევით ქართული გალობა მივიწყებას გადაურჩა. ქრისტიანული გალობის დანიშნულება ღმერთის ჭეშმარიტი შეცნობა და თაყვანისცემა უნდა იყოს, რადგან როგორც წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებდა: ,,არაფერი ისე არ ამტკიცებს მეხსიერებას, როგორც მელოდია-. წინასწარმეტყველმა შექმნა ეს ჰანგები იმისათვის, რომ მელოსითა და სატნოებით აღვსილმა ადამიანებმა მუდმივად იგალობონ ისინი, როგორც ხანგრძლივი სწავლება სინანულის შესახებ”. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
N. R. |
May 8 2007, 03:20 PM
პოსტი
#44
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
N. R. ეს ვასოს სიტყვებია? აუF! ნე ვერიუ რა. P.S. გაფიცებ, რამდენ წამში თქვა ეს ყველაფერი. ინტერვიუ რომ ავიღე მთელი 5-6 საათი დამსვა მასთან, შიგადაშიგ დიქტაფონს ვრთავდი, და ამ შეკითხვაზე პასუხისგაცემა რომ ვერ მოასწრო მერე დამიწერა და ისე გადმომცა (თუმცა სამწუხაროდ გაზეთი უკვე გამოსული იყო ) ალექსანდრე ჩავუჯდები და წავიკითხავ, საღოლ -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
marine |
May 11 2007, 11:16 AM
პოსტი
#45
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,941 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართული გალობა უნიკალურია. მას ცოცხალ ღვთისმსახურებასთან ერთად ადამიანის ცხოვრებაში ისეთი ამაღლებული ადგილი უკავია, რაც არც ერთ მუსიკას არ შეუძლია."
ეროვნებით გერმანელი, იულიანე რაბიუსი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
lamara |
May 29 2007, 03:08 PM
პოსტი
#46
|
lamara ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 |
ვისაუბროთ, რას ვგრძნობთ ქართული გალობის მოსმენისას? გვეხმარება თუ არა ღვთის დიდებაში, სინანულში...ვიცი მორწმუნეები რომლებიც თავიდან გალობის მოსასმენად დადიოდნენ ტაძარში და ასე გახდნენ ეკლესიურები. ჩემთვის ქართული გალობა ძალიან ბევრს ნიშნავს, თვითონაც მგალობელი ვარ წმიდა ილია მართლის ტაძარში, ქართული გალობა სცილდება "სასიამოვნო მუსიკის" ფარგლებს ცხადია მორწმუნისათვის მიუხედავად იმისა მყარია უკვე მისი რწმენა თუ არა, რადგან ის ეხმარება ადამიანს ლოცვაში, შინაარსის მიხედვით ხან საზეიმო განწყობაზე აყენებს, ხან სინანულს გვრის, (მაგ: "ქრისტე აღსდგა" განსაკუთრებით სვანური და ანდრია კრიტელის კონდაკი "სულო ჩემო") ერთიც და მეორეც "ნელთბილ" ადამიანს უფრო მეტ ემოციებს ანიჭებს და ღვთის სიყვარულს უცხოველებს. -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
tamo-tamo |
Jun 1 2007, 10:38 AM
პოსტი
#47
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 19 რეგისტრ.: 29-May 07 წევრი № 2,048 |
გალობის გარეშე მართლა არ წარმომიდგენია წირვა-ლოცვა,მე პირადად გალობა მაფიქრებს და სინანულის გრძნობას მიღრმავებს.
|
Didgoreli |
Jun 10 2007, 06:03 PM
პოსტი
#48
|
ძლევაი საკვირველი ჯგუფი: Members პოსტები: 3,829 რეგისტრ.: 24-May 07 მდებარ.: თბილისი, დელისი :)) წევრი № 2,010 |
ქართული გალობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ძალიან მწყინს რომ ბავშვობიდან არ ვსწავლობ ამ დიდ საგანძურს ყველაზე მეტად მაინც აღდგომის ძლისპირები მომწონს , განსაკუთრებით "დ" ძლისპირი "საღმრთოსა სახმილავსა"
-------------------- ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი
www.didgorelebi.ge |
IZAKUNA |
Jun 11 2007, 09:35 AM
პოსტი
#49
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 129 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,371 |
გალობა განსაკუტვრებით კი ქართული ჩემთვის ყველაპერია.რაც მამშვიდებს,ღვთისადმი სიყვარულს მიღრმავებს,სულიერად მამშვიდებს.ერთი სითყვით თავს ნამდვილ მართმადიდებლად და კართველად მაგრძნობინებს.
-------------------- გიყვარდეს,გწამდეს და იმედი გქონდეს!
######################## |
ABRAMA |
Jun 12 2007, 03:54 PM
პოსტი
#50
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 69 რეგისტრ.: 12-June 07 წევრი № 2,163 |
მე გალობამ მიმიყვანა ტაძარში და მეც დავიწყე სწავლა გალობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია !
ძალიან მიყვარს შემოქმედის სკოლა ,ძალიან! -------------------- Fადაააააალ
|
S a l l y |
Jun 12 2007, 08:32 PM
პოსტი
#51
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
ეხ,მაგრია...
დიდუბის მგალობლებისთვის ვის მოგისმენიათ...ნაირა ნაჩხეტიანია თუ რა გვარია არ მახსოვს,დაახლოებით მაგ სტილში გალობენ რა ხოდა,თავიდან ნამეტანი აღშფრთოვანებული ვიყავი მაგით,ძალიან მომწონდა... და უნდა გენახათ რა მეუხეშა გურულ კილოზე შესრულებული საგალობლები მაგის მერე მაგრამ ახლა ძაააალიან მიყვარს ეხ,სამწუხაროდ ძალიან ცოტა ხანი მქონდა ბედნიერება მეგალობა -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
N. R. |
Jun 12 2007, 10:00 PM
პოსტი
#52
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
მაეასი
დიდუბის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელმა, ქ.-მა თაისი ტორონჯაძემ კითხვაზე, რას ნიშნავს ქართული გალობა თქვენთვის, მიპასუხა: ,,ქართული გალობა ჩემი ცხოვრებაა!" -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
მამფალი |
Jun 13 2007, 01:12 AM
პოსტი
#53
|
შეფიცული ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 |
ისე განათლებული არ ვარ ამ საკითხში საერთოდ მაგრამ მოსასმეად რომ საუკეთესო მუსიკააა ამის გაგებას ცოდნა ნაღდად არ უნდა არაფერი
-------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
Nanio |
Jun 13 2007, 12:18 PM
პოსტი
#54
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 |
მამფალი
ვის გულისხმობ მეგობარო? -------------------- მეკენდარია? |
jevrie |
Jul 28 2007, 03:27 PM
პოსტი
#55
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 16-July 07 წევრი № 2,475 |
გალობა ჩემთვის სულიერი საზრდოა... საქმეა რომელსაც ყველაზე, ყველაზე დიდი სიამოვნებით ვაკეთებ
|
მართა |
Jul 28 2007, 04:27 PM
პოსტი
#56
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
სიმშვიდე,იმედი და სიყვარული!
-------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
მარიტა |
Jul 28 2007, 08:11 PM
პოსტი
#57
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 |
ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს პატრიარქის დაწერილი გალობანი და განსაკუტრებით მიყვარს-"დავიღალე" .ულამაზესი მუსიკაა გალობა თუმცა შესრულება ყოფილა რამდენჯერმე რომ არ მომწონებია
-------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
catherina_10 |
Jul 31 2007, 12:13 PM
პოსტი
#58
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 |
ძალიან მიყვარს "მეუფეო ზეცათაო" და "ღირს არს ჭეშმარიტად" ამ გალობებეს ხშირად ვიმეორებ გულში და ძალიან მეხმარება განსაცდელის დაძლევაში
|
ზარნაშო |
Sep 3 2007, 11:28 AM
პოსტი
#59
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
ვატყობ, გალობა ჩემი ცხოვრების საქმე გახდება (ხალხურ სიმღერასთან ერთად)
-------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
დეკანოზოვიჩი |
Sep 14 2007, 02:06 AM
პოსტი
#60
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 15-May 07 წევრი № 1,911 |
როგორ შეიძლება ქართველს, ქართული გალობა არ უყვარდეს...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2024 - 07:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი