მხატვრები რომელებიც აღგვაფრთოვანებს, დადეთ საყვარელი მხატვრების შემოქმედება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მხატვრები რომელებიც აღგვაფრთოვანებს, დადეთ საყვარელი მხატვრების შემოქმედება |
toka@ |
Feb 6 2011, 01:12 PM
პოსტი
#1
|
უსაქმური ჯგუფი: Members პოსტები: 3,204 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,723 |
ნუ ჩემთვის სალვადრო დალი ნამდვილი სასწაულია...ზოგი უბრაო ვერ აღიქვამს მის შემოქმედებას,ან უბრალოდ არ უნდა აღიქვას,რადგან სხვისი აზრის გავლენის ქვეშაა... გთავაზობთ ნახატს სადაც ჩემი თავი მყავს შეცნობილი
-------------------- არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
|
ქევანა |
Feb 6 2011, 08:46 PM
პოსტი
#2
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ასეთი ძალიან ბევრია
ფაქტიურად დაწყებული რენესანსიდან დამთავრებული მე19 საუკუნით და ზოგიერთი მეოცე საუკუნის მხატვარი აი ქართულებიდან განსაკურებით: ფიროსმანი, კაკაბაძე, მაღალაშვილი, ახვლედიანი, ქიქოძე, ფარჯიანი, გაბაშვილი, მერაბ აბრამიშვილი, ალექსანდრე ბერიძე და ავთო ვარაზი. მგონი არავინ გამომრჩენია ხომ არ ჯობდა ყოფილიყო რომელიმე მხატვრის რომელიმე კონკრეტული ნამუშევარი, რომელიც სხვებთან შედარებით აღგვაფრთოვანებს, ასეთს კი შევარჩევდი ასე 7ულს ან 10ულს ა? რას იტყვი? -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Terenti_Graneli |
Feb 6 2011, 10:47 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 1-February 11 წევრი № 10,407 |
დალი.ვერმეერი.და ლეონარდო
-------------------- თვალთმაქცები, ჩვეულებრივ, სხვებს იმისთვის კიცხავენ, რასაც თვით აკეთებენ, თანაც გაცილებით ხშირად. მძიმე მდგომარეობაა, როდესაც ბაგეზე სიწმინდეა, ხოლო გულში უკანონობა და ბოროტება. |
Otherguy |
Feb 7 2011, 03:45 AM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
საერთოდ, გურჯიევი ყოფდა ხელოვნებას ორ ნაწილად: სუბიექტურად და ობიექტურად... ობიექტური არის ისეთი შედევრები რომლებიც ადრე შეიქმნენ და არ იყო შემქნელის პირადი აზრის ჩაქსოვა შიგნით... ტაჯ მაჰალი, პირამიდები, შუასაუკუნეების ფერწერა და ასე შემდეგ... სუბიექტურებში შედიან პიკასო და სხვები, ვინც თავიანთი ცხოვრების მახინჯ/სამწუხარო დეტალებს "აფურთხებდნენ" ტილოზე...
ანეკდოტს გეტყვით: კაცი ეჩხუბება მაჭანკალს, რადგან მახინჯი ქალი შემოაპარა ყველანაირად... მაჭანკალი პასუხობს: "შენ ეტყობა პიკასოს ნახატები არ გინახავს"-ო... კაი გვეყო ფილოსოფია, ისე კი კარგად ვიცნობ შუასაუკუნეების ფერწერასაც და უფრო თანამედროვეებსაც... (აბაა, ყველა სფეროში ვერკვევი ასე თუ ისე ) აი ეს მომწონს: მახსოვს გოიას ეს სურათი გავარჩიე "Word Scholar's Cup"-ის მომზადების დროს... ასევე პიკასოს გერნიკაც, მაგრამ დიდად არ მომეწონა... toka@ სხვისი დამცირება რა საჭიროა? "არ უნდა აღიქვას, ან სხვისი გავლენის ქვეშაა" - არ შეიძლება ასეთი სიამაყე და ეგოიზმი ჩემო კარგო... ვაღიარებ რომ დალის ზოგიერთი ნახატი საინტერესოა და ფიგურების ფორმები საოცარია, მაგრამ მთლიანობაში ეს არაა ობიექტური ხელოვნება, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე... ასეთი ნახატების უმრავლესობა პათოლოგიურია, თუმცა კარგი, არ გავაგრძელებ ამაზე... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
toka@ |
Feb 7 2011, 11:15 AM
პოსტი
#5
|
უსაქმური ჯგუფი: Members პოსტები: 3,204 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,723 |
მოდი მაშინ ასე ვიტყვი,მოწონთ დალი,მაგრამ არ ამბობენ რადგან არ უნდათ სხვას"გაუტეხონ" და იმას ემხრობია..მგონი აგრააა ეგიოზმი ნუ პიკასო არც მე მიყვარს,დალი და მოდილიანი ჩემი კერპები არიან ასე ვთქვათ....
p.s. ქევანა თორნიკე სამხარაძე გამოგრჩა -------------------- არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
|
Otherguy |
Feb 7 2011, 05:05 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
მოდი მაშინ ასე ვიტყვი,მოწონთ დალი,მაგრამ არ ამბობენ რადგან არ უნდათ სხვას"გაუტეხონ" და იმას ემხრობია..მგონი აგრააა ეგიოზმი ნუ პიკასო არც მე მიყვარს,დალი და მოდილიანი ჩემი კერპები არიან ასე ვთქვათ.... p.s. ქევანა თორნიკე სამხარაძე გამოგრჩა მართლმადიდებლურ ფორუმზე ამ სიტყვას ცენზურა არ აქვს? აქ რას გულისხმობ? მე თუ მომწონს და ვიცი რომ ჩემს ირგვლივ ბევრს მოწონს რატომ არ უნდა მომწონდეს? რას ნიშნავს სხვას არ გავუტეხო? ანუ ამბობ, რომ ვისაც დალი არ მოსწონს, ალბათ რაღაც სჭირს ან სხვის გამო ამბობს ამასო... ესე არ შეიძლება... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
ქევანა |
Feb 7 2011, 06:49 PM
პოსტი
#7
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა საერთოდ, გურჯიევი ყოფდა ხელოვნებას ორ ნაწილად: სუბიექტურად და ობიექტურად... ობიექტური არის ისეთი შედევრები რომლებიც ადრე შეიქმნენ და არ იყო შემქნელის პირადი აზრის ჩაქსოვა შიგნით... ეგ შენი გურჯიევი ცდება ციტატა სხვისი დამცირება რა საჭიროა? "არ უნდა აღიქვას, ან სხვისი გავლენის ქვეშაა" - ა ესეც არასწორი აზრია. ამ შემთხვევაში თოკა მართალია, ბევრ ჩვენთაგანს არ ესმის მხატვრობის "ენა" და ვერ კითხულობს, ამიტომ არ მოსწონს მაგრამ გავა დრო, ისწავლის და წაიკითხავს, შემდეგ კი გაკვირვებით შენიშნავს, ეს აქამდე რატომ არ მომწონდაო მე მაგალითად ადრე დალი მომწონდა და პიკასო არა, გავიდა დრო და აზრი შემეცვალა, პიკასოში ვხედავ ჩემთვის უფრო ფასეულს, სამაგიეროდ დალი იმდენად აღარ მომწონს, ეგ კიარა ვხვდები ადრეც რატომ მომწონდა -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Otherguy |
Feb 7 2011, 08:38 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
ეგ შენი გურჯიევი ცდება ესეც არასწორი აზრია. ამ შემთხვევაში თოკა მართალია, ბევრ ჩვენთაგანს არ ესმის მხატვრობის "ენა" და ვერ კითხულობს, ამიტომ არ მოსწონს მაგრამ გავა დრო, ისწავლის და წაიკითხავს, შემდეგ კი გაკვირვებით შენიშნავს, ეს აქამდე რატომ არ მომწონდაო მე მაგალითად ადრე დალი მომწონდა და პიკასო არა, გავიდა დრო და აზრი შემეცვალა, პიკასოში ვხედავ ჩემთვის უფრო ფასეულს, სამაგიეროდ დალი იმდენად აღარ მომწონს, ეგ კიარა ვხვდები ადრეც რატომ მომწონდა ეგ შენი აზრია რომ გურჯიევი ცდება, დააყოლე ხოლმე... ესეგი შენ გინდა თქვა, რომ ტაჯ მაჰალი შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს? ან შუასაუკუნეების ულამაზესი ფერწერა? აი პიკასო, დალი და მათნაირები კი ბევრს არ მოსწონს... აჰა შეხედე ჩინურს, ეს არის ვანგ ჩუანგის ვილა: ესენი არაა ძენ-ის ოსტატის დახატული, ესენი არის ჩვეულებრივი მხატვრის - ვანგ იუანგქის რომელიც ცხოვრბოდა XVII-XVIII საუკუნეებში... მთლიანი სურათი არ დევს ისე, ერთი სურათია რეალურად, უბრალოდ გრძელია ძალიან და დაანაწევრეს... მე ვთვლი რომ საინტერესო სურათია და მშვიდ ატმოსფეროს ქმნის... თორემ არ ვამბობ რომ ჩემი საყვარელი სურათია... პ.ს. ანეკდოტი მოგეწონა პიკასოზე? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
toka@ |
Feb 7 2011, 10:14 PM
პოსტი
#9
|
უსაქმური ჯგუფი: Members პოსტები: 3,204 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,723 |
მე ორ კატეგორიად დავყავი ხალხოოოოოოოო,,ვერ აღიქვამენ და აღიქვამენ და არ ამბობენ... p.s. კარგი ანეგდოტი იყო გამეღიმა
-------------------- არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
|
ქევანა |
Feb 8 2011, 08:44 PM
პოსტი
#10
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა ესეგი შენ გინდა თქვა, რომ ტაჯ მაჰალი შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს? ან შუასაუკუნეების ულამაზესი ფერწერა? თავისუფლად შეიძლება შეგხვდეს ეგეთი მე შემხვედრია. შენ გეეჭვება? ჩემი აზრიცაა და საერთოდაც ასეა, გურჯიევი ცდება, მხოლოდ იმიტომ, რომ არასწორად ჰყოფს ხელოვნების ნაწარმს. ხელოვნების აბსოლუტურად ყველა ნაწარმში არის რაღაც დოზით სუბიექტურიც და ობიექტურიც. იმიტომ რომ ყველა მხატვარი (თუ ხელოვანი საერთოდ, გინდა არიქტექტორი იყოს, გინდა მუსიკოსი და გინდა ოქრომჭედელი), უნდა ეს თუ არ უნდა, ეპოქის შვილია და ამას თავის შემოქმედებაშიც გვანახებს, ამასთან ის ინდივიდია და მის ნახატებში ჩვენ ვხედავთ მის დამოკიდებულებას სამყაროს მიმართ. და რატომ მოგყავს გურჯიევი ავტორიტეტულ წყაროდ? ვინაა ვუაბშე? ვის დაკარგვია? ეზოთერიკოსები ხშირად მიქარავენ, ყველას კი არ უნდა უსმინო არც მე ვუსმენ ყველას პ.ს. პიკასოზე უარესი ქალები მე ვიცი შუასაუკუნეების გერმანულ მხატვრობაში კრანახი აიღე ისე კაი ანეგდოტია, მაგრამ ცოტა მარილი აკლია ციტატა აჰა შეხედე ჩინურს, ეს არის ვანგ ჩუანგის ვილა: აზიური ხელოვნება საერთოდ სხვა სამყაროა. იცით რა არის ბავშვებო? თუ გინდათ ხელოვნებას ჩაწვდეთ რაღაცნაურად მაინც, ძალიან ნუ შემოისაზღვრავთ თავს ჩარჩოებით და ამასთან ძალიან ნუ გაიშლებით სივრცეში.. პარადოქსია, მაგრამ ასეა... toka@ ვსაუბრობ ისე, მოვნახავ ეხლა პიკასოს ზოგიერთ გამორჩეულ ნახატებს... რემბრანდტს არ დავდებ, ისედაც შეგიძლიათ მიხვდეთ რომელი უფრო უფრო უფროოო მომწონს : D -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
ქევანა |
Feb 8 2011, 08:55 PM
პოსტი
#11
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
დაინახეთ პიკასოც
აბა ეს მშვენიერი არ არის? ან ეს.. რამხელა სწრაფვაა თავისუფლებისკენ, ნამდვილი თავისუფლებისკენ.. -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
toka@ |
Feb 8 2011, 11:15 PM
პოსტი
#12
|
უსაქმური ჯგუფი: Members პოსტები: 3,204 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,723 |
დაინახეთ პიკასოც აბა ეს მშვენიერი არ არის? ან ეს.. რამხელა სწრაფვაა თავისუფლებისკენ, ნამდვილი თავისუფლებისკენ.. მეორე კარგია მაგრამ პირველი რავიცი,ჩემი აზრით ერთდროულად რთულიცაა და მარტივიც..აბა ახლა დალიც ნახეთ -------------------- არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
|
ikanosi |
Feb 9 2011, 01:14 AM
პოსტი
#13
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ქევანა
ციტატა აბა ეს მშვენიერი არ არის? ეგ კი, მომეწონა ციტატა ან ეს.. რამხელა სწრაფვაა თავისუფლებისკენ, ნამდვილი თავისუფლებისკენ.. აი ეგ კი სწრაფვა რომ იყოს ისეთი დიდი როგორიც შენ წარმოგიდგენია არამგონია მათ ხელის ჩასაკიდად ეცალოთ -------------------- ფარით ან ფარზე
|
subterranean |
Feb 9 2011, 03:57 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,908 რეგისტრ.: 21-September 07 წევრი № 2,804 |
ლეონარდო და ვინჩიზე მეტად არავინ აღამფრთოვანებს
|
nat_uly |
Feb 10 2011, 01:29 AM
პოსტი
#15
|
natalia ჯგუფი: Members პოსტები: 1,097 რეგისტრ.: 8-March 07 წევრი № 1,304 |
-------------------- მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი... |
tamuna m |
Feb 10 2011, 02:24 AM
პოსტი
#16
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
ჩემი აზრით, ფერწერული ტილო პირველ რიგში უნდა იყოს ფერწერული(!) და არა ფილოსოფიური.
უნდა გიქმნიდეს "შთაბეჭდილებას" და განწყობას. ფრაზა: "მხატვარს რა აქვს ამაში ჩაქსოვილი" ნერვებს მიშლის არ უნდა იღლებოდეს ტვინი ფიქრით, თუ რა შეიძლება ეფიქრა ავტორს. ის მხოლოდ მისი კი არ არის, რომ მაყურებელი ვერ იგებდეს შინაარსს. ........ ვან გოგი გენიოსია! მზის ფერები შენში იღვრება და გათბობს კი არა, პირდაპირ - გწვავს. ქევანას ვეთანხმები, ყოველი მხატვრის შემოქმედების შესწავლასთან და გაცნობასთან ერთად რაღაც დონეზე იწყებ მის დაფასებას და მოწონებას. ხვდები, რომ აქვს რაღაც ინდივიდუალური სულის გამოძახილი, რაც მხოლოდ მისია და სხვა ვერ შექმნის. მაგ. შაგალი თავიდან ისეთ უარყოფით ემოციას იწვევდა ჩემში, მაგრამ მერე ჰაეროვანი გახდა. აბა დააკვირდით მისი ნახატის გმირების, ისინი დაფრინავენ. თითქოს სხვა განზომილების (ზღაპრული) ადამიანები არიან აქ რაც დავდე, ჩემი საყვარელი ნახატები არაა, უბრალოდ მაგალითისთვის მოვიყვანე. ბარემ ჩამოვთვლი საყვარელ მხატვრებს: ვან გოგი, ფოროსმანი, ველასკესი, რემბრანტი, გოია, სეზანი და სხვანი მრავალნი (ჯოტო, ვერმეერი, გოგენი...) საერთოდ იმპრესიონისტები და მათი გამგრძელებელი პოსტიმპრესიონისტები. ასე მგონი, ამის შემდეგ დაიწყო დეპრესიულ-ექსრპესიული ხანა თავის "გადაგვარებებით" პ. ს. ამ თემაში შემიძლია გაუჩერებლად ვილაპარაკო -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
Otherguy |
Feb 10 2011, 05:00 AM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
ქევანა
პიკასოს არც ეგ პირველი სურათი მომწონს და არც მეორე... toka@ დალი საინტერესოა კი... მაგრამ ვეთანხმები tamuna m-ს... nat_uly თვალები აქვს საინტერესო მაგას, ისე სახე არ მომწონს... აჰა ხალხო, ეს ნახეთ: ივან სლავიანსკისია როგორც ფეისბუქზე ეწერა... ძალიან მომწონს ამგვარი ფოტოები და ნახეთ რა ლამაზი გამომეტყველება აქვს სახის ამ პატარა გოგოს... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
nat_uly |
Feb 10 2011, 03:02 PM
პოსტი
#18
|
natalia ჯგუფი: Members პოსტები: 1,097 რეგისტრ.: 8-March 07 წევრი № 1,304 |
Otherguy
მთლიანობაში კარგია, მაგრამ თვალები ხომ ისედაც ყველაზე მთავარია )) -------------------- მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი... |
ქევანა |
Feb 10 2011, 04:28 PM
პოსტი
#19
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ikanosi
გაგლლახავ მე შენ tamuna m არ გეთანხმები თამუნ, შენ ეხლა მხატვარს აკნინებ, როცა ამბობ: ციტატა არ უნდა იღლებოდეს ტვინი ფიქრით, თუ რა შეიძლება ეფიქრა ავტორს. ის მხოლოდ მისი კი არ არის, რომ მაყურებელი ვერ იგებდეს შინაარსს. უნდა იღლებოდეს, დიახაც... მხატვრობაც ენაა, ოღონდ სხვანარი... და ის რომ შეიძლება მაყურებელმა სხვა დაინახოს, მხატვარი კი ამდროს სხვას გულისხმობდეს, ეს სხვა რაღაცის ბრალია და თუ მხატვამა ორი ხაზი გაავლო და აზრი არ ჩადო, ის ჩემთვის მკვდარია... გინახავს ცოცხალი მკვდრები, თამუნ? Otherguy შენ ახლა არ მოგწონს, თორემ გავა დრო, შეიძლება მოგეწონოს როგორც მივხვდი ფიგურატიული, რეალისტური, რომელიც წაუნატურალიზმებს, ეგეთი ნახატები მოგწონს, ფერებით სავსე მაშინ პინო დაენი შენთვისაა ზედგამოჭრილი -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
tamuna m |
Feb 10 2011, 08:26 PM
პოსტი
#20
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
ქევანა
ციტატა და თუ მხატვამა ორი ხაზი გაავლო და აზრი არ ჩადო, ის ჩემთვის მკვდარია... ვერ გამიგე. მაყურებლისთვის ადვილი გასაგები უნდა იყოს. მხატვარმა ისე უნდა მოიტანოს შენამდე ნამუშევარი, რომ ერთი შეხედვითაც შთაბეჭდილებას ახდენდეს. ტილო მხოლოდ სააზროვნო არ უნდა იყოს, თორემ ყველა ავტორი ფიქრობს წერის დროს. წინა პოსტში ვთქვი კიდეც, რომ პირველრიგში (და არა - მხოლოდ) უნდა იყოს მხატვრული და მერე თუ გინდა იყოს ფილოსოფიურიც. ციტატა და ის რომ შეიძლება მაყურებელმა სხვა დაინახოს, მხატვარი კი ამდროს სხვას გულისხმობდეს, ეს სხვა რაღაცის ბრალია მასე ხელოვნებათმცოდნეები ისეთ რამეს აღმოაჩენენ და მიაწერენ ნახატს, რომ ავტორს არც უფიქრია ესეც საინტერესოა, რომ ყველა ადამიანში განსხვავებული ემოცია გამოიწვიო. -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი