თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება _ ახალი აღთქმის მოსასმენი ვერსია

პოსტის ავტორი: Emanuel თარიღი: Nov 28 2010, 03:27 PM

ამ დღეებში აღმოვაჩინე ახალი აღთქმის მოსასმენი ვერსია,აბსოლუტურად ყველა წიგნის და ყველა თავის.აუდიო ვერსია არის ჩაწერილი ქართულ ენაზე და მინდა გითხრათ,რომ ძალიან კარგი გახმოვანებაა (პირდაპირ გესიამოვნება ისეთი). ძალიან კარგი პროექტია,რადგან თინეიჯერები წიგნებს აღარ კითხულობენ და ყველაფერს ფილმებს და მუსიკებს ამჯობინებენ,ამიტომ კარგია თუ მოისმენთ.დიდი დრო არ მიაქვს,მაგალითად მათეს სახარება სულ რაღაც 2-3 საათში მოვისმინე.

ლინკი - http://qristiani.ge/audiobiblia.html

პოსტის ავტორი: nikolozzi თარიღი: Jan 5 2011, 12:59 PM

ეს qristiani.ge არის სექტანტური საიტი საერთოდ თუ არ იცოდით

პოსტის ავტორი: ნიკა ქუცნიაშვილი თარიღი: Jan 13 2011, 06:55 PM

ციტატა
ეს qristiani.ge არის სექტანტური საიტი საერთოდ თუ არ იცოდით

რომელი სექტის? ან როგორ გაიგე?

პოსტის ავტორი: omarika თარიღი: Jan 13 2011, 07:53 PM



იცით რაა... ყველა ქრისტიანები უნდა გავვერთიანდეთ ხალხო უკვე დაიწყო ჩიპების შეყვანა აი ნახეთ
http://www.youtube.com/watch?v=pnOGzfn-WBE&feature=player_embedded
ამიტომ ხალხო მთელი ქრისტიანები უნდა გავვერთიანდეთ სანამ იესო მოვა ყველა დავხვდეთ ნასწავლები ახალი აღთქმისა და ღმერთის ჭმინდა წერილებისა რადგან ღმერთი ხომ ამბობს [b]შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი Gვთის წერილები ასე რომ ყველა შეუდგეთ ახალი აღთქმის კითხვას.. იესო თქვენი გულის კარებთანაა ის რეკს ვინც გაუღესს კარებს შევა ხოლო ვინც ვერ გაუღებს როგორ შევა?ასე რომ ვადიდოთ ღმერთი
კითხვა მებადება რომ ვეთაყვანებით ყმინდა გიორგის მარიამს ნინო წმინდას.... ყველაზე მაღლა უნდა დავაყენოთ იესო მან ჩვენში ფასი გადაიხადა მოვიდა ჩვენი გულისთვის,ჩვენი გულისთვის ეცვა ჯვარს,ჩვენი ცოდებისთვის ჩავიდა ჯოჯოხეთში ასე რომ მას ჩვენში ფასი აქვს გადახდილი და ჩვენ მას ვეკუთვნით ადიდეთ ღმერთი ილოცეთ მოინანიეთ ცოდვები თქვენს გულში აპატიეთ ერთმანეთს ცოდვები.. რადგან ჩვენ ბოლო ჟამში ვართ.......

პოსტის ავტორი: nikolozzi თარიღი: Jan 13 2011, 11:34 PM

ციტატა(ნიკა ქუცნიაშვილი @ Jan 13 2011, 06:55 PM) *

რომელი სექტის? ან როგორ გაიგე?

აქ რომ ჩამოვიდა დევიდ ჰეთევეი იმათი საიტია,მაშინ რეკლამები გადიოდა ამ საიტის.

პოსტის ავტორი: ნიკა ქუცნიაშვილი თარიღი: Jan 14 2011, 10:24 AM

ციტატა
აქ რომ ჩამოვიდა დევიდ ჰეთევეი იმათი საიტია,მაშინ რეკლამები გადიოდა ამ საიტის.

ხოდა მაშინ ინფორმაცია არ წავიკითხოთ.ბიბლია ყველა ქრისტიანისთვის ერთი და არამგონია მათ სხვა ჰქონდეთ.

პოსტის ავტორი: nikolozzi თარიღი: Jan 15 2011, 01:50 AM

ციტატა(ნიკა ქუცნიაშვილი @ Jan 14 2011, 10:24 AM) *

ხოდა მაშინ ინფორმაცია არ წავიკითხოთ.ბიბლია ყველა ქრისტიანისთვის ერთი და არამგონია მათ სხვა ჰქონდეთ.

აქაც არის აუდიო ვერსია ბიბლიის,ეს უკეთესია და ძალიან კარგად კითხულობს მსახიობი,თან პატრიარქის კურთხევითაა შექმნილი http://faith.ge/index.php?newsid=486 smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: emzari თარიღი: Jan 29 2011, 12:14 PM

ბიბლიას 1 ასოც რო ამოაკლდეს ბიბლია აღარ იქნება ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. ჩემ სიტყვებს არ ვამბობ . ვისაც წაკიტხული აქ იბლია ეცოდინება და ვისაც არა ბიბლიის ბოლო სიტყვები წაიკითხოს

პოსტის ავტორი: omarika თარიღი: Jan 30 2011, 12:55 AM

ციტატა(emzari @ Jan 29 2011, 01:14 PM) *

ბიბლიას 1 ასოც რო ამოაკლდეს ბიბლია აღარ იქნება ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. ჩემ სიტყვებს არ ვამბობ . ვისაც წაკიტხული აქ იბლია ეცოდინება და ვისაც არა ბიბლიის ბოლო სიტყვები წაიკითხოს

იცი რაა ბიბლიაში წერია ემსახურე მხოლოდ ღმერთს მე მაგალითად მარტო ღმერთს ვადიდებ ეგ საიტი(qristiani.ge) არ ვიცი რაარი მაგრამ იცოდეთ რომ ადამიანს თუ სწამს მამა ძე და სულიწმინდა ეს იმას ნიშნავს რომ სწამს ღმერთი და მოდით ნუ დაუძახებთ სექტანტებს,სექტანტები არიან იაღოველები რომლებიც უარყოფენ ქრისტეს.
ისწავლეთ კარგად ახალი აღთქმა რომ ეშმაკმა ვერ მოგვატყუოს,კარგად ვიცით რომ უკვე ბოლო ჟამია,რაც შეეხება ბიბლიას ვინც გადააკეთებს ბიბლიას მის 9 თაობაზე საშინელი ჭყლულები და უბედურებები იქნება (ასე წერია ბიბლიაში)

პოსტის ავტორი: +ვახტანგი+ თარიღი: Feb 11 2011, 05:12 PM

omarika

ციტატა(omarika @ Jan 13 2011, 07:53 PM) *
ყლველა ქრისტეიანები უნდა გავერთიანდეთ?

თუ გაერთიანებაში სხვადასხვა ქრისტიანული მიმდინარეობის გაერთიანება იგულისხმე, იცი რომ ეკუმენიზმს ქადაგებ ეხლა შენ?! წაიკითხე წმინდა მამებისა და საეკლესიო კრებების დადგენილობანი:
http://www.orthodoxy.ge/mamebi/ekumenizmi.htm


ციტატა(omarika @ Jan 13 2011, 07:53 PM) *
კითხვა მებადება რომ ვეთაყვანებით ყმინდა გიორგის მარიამს ნინო წმინდას.... ყველაზე მაღლა უნდა დავაყენოთ იესო

ქრისტიანები, არამარტო ღმერთს, წმინდა მამებსაც, რათქმაუნდა, მოწიწებით ვეთაყვანებით, მეოხებას ვთხოვთ. ისინი ხომ ჩვენი მეოხნი არიან უფლის წინაშე, ასევე ყველას ხომ თავისი მფარველი წმინდანი ჰყავს, რომელსაც თხოვს შეწევნას.

ერთხელ, როდესაც უფლის საყვარელი მოწაფე იოანე ღვთიისმეტყველ უკვე გარდაცვლილი იყო, ერთმა ადამიანმა დახმარება რომ სთხოვა წმიდა იოანეს და შეწევნაც სასწაულებრივად მსწრაფლ მიიღო. ასევე ჩვენც ვთხოვ წმინდა მამებს შეწევნას, მამებს რომლებიც უფლთან არიან.

ციტატა(omarika @ Jan 13 2011, 07:53 PM) *
"იცი რაა ბიბლიაში წერია ემსახურე მხოლოდ ღმერთს"

უფალი ასევე სახარებაში მოწაფეების მიმართ ბრძნებს: როგორც თქვენ მოგექცევიან, მე მომექცევიან. რომელებიც თქვენ სიყვებს არ მოისმენსო, ჩემსას არ ისმინსო. მზგავსად წერილისა: "რომელმან თქვენი ისმინოს, ჩემი ისმინა; და რომელმან თქვენ შეურაცხ-გყვნეს, მე შეურაცხ-მყოფს და რომელმან მე შეურაცხ-მყოს, შეურაცხ-ჰყოფს მომავლინებელსა ჩემსა“ (ლუკა 10,16) შენ როცა მართმადიდებელ მოძღვარს ემორჩილები, რომელიც ღმერთკენ მიდის, შენ ხდები უფლის მორჩილი. ასევე ისიც გაიხსენე , ძველი აღთქმაში უფლის წინასწარმეტყველნი ხალხს როდესაც აფრთხილებდნენ, ვისი სიტყვებთ ლაპარაკობდნენ? განა უფალი არ აძლევდ დავალებას საქადაგებლად?
გაიხსენე თუნდაც იოანა წინასწარმეტყველი, როგორ უქადაგა ხალხს. განა იოანას სიტვების მოსმენა ნინეველთა მიერ უფლის მოსმენა, მორჩილება არ იყო? "და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ იონაჲს მიმართ, ძისა ამათიანისა, მეტყუელი: აღდეგ და წარვედ ნინევად, ქალაქად დიდად, და ქადაგე მას შინა(იონა 1; 1)"

სამღვდელო დასი უფლის მიერ არის დადგენილი(გაიხსენე წმ წერილიდან სული წმინდის მადლი მოციქულებზე როდის გარდამოვიდა), და მოციქულებიდანხელდასმით გადმოდის, როგორც უწყვეტი ჯაჭვი. შესაბამისად ქრისტიანები ვემორჩილებით წმ ეკლესიას, ანუ უფალს. ასევე ისიც გაიხსენე რომ უფალმა წმ პეტრე მოციქული დაადგონა პირველად პატრიარქად. წამოიდგინე, 1 საუუნეში მყოფი ადამიანი, რომელიციც იტყოდა "მე მარტო ღმერთს ვემორჩილები, უფლის მოციქულ, პატრიარქ პეტრეს არა" - ხომ იქნებოდა ეს სიტყვები სისულელე?

პოსტის ავტორი: davithet თარიღი: Feb 11 2011, 06:05 PM

გაერთიანება, სხვადასხვა სექტანტები რომ გაერთიანებულიყო, აქამდე გაერთიანდებოდნენ.
მთავარია, ღვთისთვალში უნდა იყო მართალი და არა გაერთიანობით, თავი მოაწონო.
ქრისტიანები დღემდე არ მისულან იმ გონების გზაზე, რომ ,ღმერთის კანონში ეცხოვრა.

პოსტის ავტორი: kinki თარიღი: Jan 23 2014, 04:32 PM

http://faith.ge/index.php?newsid=486 ეს ლინკი გაფუჭებულია ვერ გადმოვწერე და სად ვნახო ეს მოსასმენი ვერსია ხომ ვერ მეტყვით? სექტანტური არ მინდა, ეს მინდა smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jan 23 2014, 05:30 PM

kinki
არ ვიცი, ემ არ მომეპოვება მოსასმენი ვერსია.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 23 2014, 11:32 PM

ხარაბაძის ხომაა ინტერნეტში ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jan 24 2014, 09:16 AM

A.V.M
ეგ იყიდება და ინტერნეტში რამდენად არის არ ვიცი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 24 2014, 11:01 PM

XOO?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jan 27 2014, 09:09 AM

A.V.M
კი იყიდება წიგნების მაღაზიაში. ადრე იყო და ახლაც იქნება ალბათ.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)