ტაბაკინის წმ. გიორგის მონასტერს, დახმარება სჭირდება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ტაბაკინის წმ. გიორგის მონასტერს, დახმარება სჭირდება |
ნათია |
Mar 17 2009, 10:16 AM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ალბათ გახსოვთ ზესტაფონის ბავშვთა სახლის აღსაზრდელების მონახულების შემდეგ, ტაბაკინის მონასტერი მოვილოცეთ, არ დამავიწყდება ტაბაკინის წინაძღვრის მამა იაკობის ხუმრობები, ლამის რომ ყველა დაგვაქორწინა
დაახლოებით 1 თვის წინ სამსახურში მოვიდა მორჩილი, რომელიც ორგანიზაციებს წერილებს აწვდიდა მონასტრის დახმარების შესახებ, მეცნო ეს ადამიანი, ეს ხომ ის იყო, გზად რომ შეგვხვდნენ წინამძღვარი მამა იაკობი და ერთი ახალგაზრდა მორჩილი... გავახსენე კიდევაც მამა ირაკლისთან ერთად ვიყავით თქო და გაუხარდა ძალიან, მეც მახსოვს ეგ დღეო გთავაზობთ წერილის სრულ ვერსიას: მშვიდობა თქვენდა საქართველოში ცოტამ თუ იცის VII საუკუნის ტაბაკინის წმინდა გიორგის მამათა მონასტრის შესახებ, რომელიც ქალაქი ზესტაფონიდან 8 კილომეტრში, მდინარე აჯამურის ულამაზეს ხეობაში მდებარეობს. მონასტერი, საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ზემო იმერეთის სულიერებისა და კულტურის ძLიერ ცენტრს, საკმარისია გავიხსენოთ წმიდა ილარიონ ახალი (ყანჩაველი), რომელიც ბრძანდებოდა სოლომონ მეფის მოძღვარი, მოგვიანებით კი ათონის მთის დიდად სახელგანთქმული წმიდა მამა. 1992 წელს მონასტერში აღდგა წირვა-ლოცვა, შეიკრიბა მონასტრის ძმობა, რომელთა მძიმე შრომითა და მრავალი გულმოწყალე ადამიანის დახმარებით მოხერხდა თორმეტი მოციქულის სახელობის მცირე ტაძრის, ხის სენაკების, სატრაპეზოს და დამხმარე ნაგებობების მშენებლობა და შემკობა. აღნიშნულ ეტაპზე, უკიდურესად დაზიანებული მისასვლელი გზის გამო და თითქმის არარსებული ეკონომიკური რესურსების საფუძველზე ვეღარ ვახერხებთ ბერების სენაკების, მონასტრის სტუმართა მისაღებისა და საიუველირო სახელოსნოს მშენებლობის დაწყებას. მონატრის კომპლექსის დამთავრების და შემკობისათვის აუცილებლად გვესაჭიროება თანხის შემოწირვა, რის გამოც, უდიდესი მოკრძალებით გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა და შემოგვწიროთ თანხა შეძლებისდაგვარად, ამასთან ერთად გთხოვთ, მიუთითოთ იმ ადამიანების სახელები რომელთა მოხსენიებაც გსურთ მონასტერში აღვლენილ ლოცვებში. ჩვენი თხოვნის მიმართ თქვენი შეხედულები და მიუხედავად ღმერთმა დაგლოცოთ, გადღეგრძელოთ და მხნეობა მოგანიჭოთ, თქვენი კეთილი მიზნების აღსასრულებლად! ღმერთმა შეიწიროს თქვენი მოწყალება! საბანკო რეკვიზიტები: მიმღები: ტაბაკინის წმინდა გიორგის მონასტერი საიდენტიფიკაციო კოდი: 230031907 სს "საქართველოს ბანკი"-ს ცენტრალური ფილიალი ბანკის კოდი: 220101502 ანგარიშის ნომერი: 150822800 მონასტრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე www.tabakini.ge საკონტაქტო ტელეფონები: (+995) 99 504861, (+995) 93 663177 E-Mail: tabakini@gmail.com -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Mar 26 2009, 11:59 AM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერს ფონდიდან გადაერიცხა 100 ლარი
-------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი