IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> წმ. ირაკლი
Irakli9
პოსტი Feb 22 2007, 12:15 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 22-February 07
წევრი № 1,159



დამლოცეთ მამაო,

გთხოვთ მიამბოთ წმინდა ირაკლიზე. მე მხოლოდ ის ვიცი რომ ის იყო ბერძენი წმინდანი და მისი ხსენების დღე არის 31 მაისი.

დიდი მადლობა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Mar 7 2007, 08:43 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ჩვენ რამოდენიმე წმიდანს ვიცნობთ სახელად ირაკლი.

ყველაზე ცნობილი ჩვენთვის არის წმიდა მოწამე ირაკლი, რომელიც იყო ერთი ორმოც სებასტიელ მოწამეთაგანი. ხსენების დღე არის 9 (22) მარტი. აი მათი ცხოვრებაც (აღებულია საიტიდან † www.orthodoxy.ge †):
ციტატა
წმიდა 40 სებასტიელი მოწამე
კირიონი, კანდიდე, დომნე, ისიხიოსი, ირაკლი, სმარაგდე, ევნოიკე, ვალენტი, ვივიანე, კლავდიოსი, პრისკე, თეოდულე, ევტიქი, იოანე, ქსანთიოსი, ილიანე, სისინიოსი, ანგია, აეტი, ფლაბიოსი, აკაკი, ევდოკიოსი, ლისიმაქე, ალექსანდრე, ილია, გორგინიოსი, თეოფილე, დომეტიანე, გაიოზი, ლეონტი, ათანასე, კირილე, საკრდონიოსი, ნიკოლოზი, ვალერიუსი, ფილოქტიმონე, სევერიანე, ქუდიონი, მელიტონი და აგლაიოსი

313 წელს წმიდა კონსტანტინე დიდმა (ხს. 21 მაისს) გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ქრისტიანებს აშკარად შეეძლოთ სარწმუნოების აღიარება და ისინი თავისი უფლებებით წარმართებს უთანასწორდებოდნენ. მისი თანამმართველი ლიკინიუსი კი თავგამოდებული წარმართი იყო და თავის სამფლობელოში ქრისტიანებს სასტიკად დავნიდა.

ამ დროს სებასტიაში მსახურობდა 40 კაბადოკიელი მეომარი. ისინი ქრისტიანები იყვნენ და ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადეს. სებასტიის მმართველის, აგრიკოლას ბრძანებით, მეომრები ციხეში ჩასვეს. ერთხელ ლოცვისას მათ ზეციდან შემოესმათ ხმა: „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“.

ერთი კვირის შემდეგ, სებასტიაში, ქრისტიანთა სამსჯავროზე ჩამოვიდა ცნობილი კარისკაცი ლისიუსი. წმიდანებმა მას მტკიცედ უპასუხეს: „წაიღეთ ჩვენი წოდებებიც და სიცოცხლეც, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი იესო ქრისტეა“. ლისიუსმა ბრძანა, მეომრები ქვებით ჩაექოლათ, მაგრამ მოხდა სასწაული: ქვები მიზანს ვერ აღწევდა, სხვა მიმართულებით ცვიოდა. ლისიუსის მიერ ნასროლი ქვა აგრიკოლას მოხვდა სახეში. ჯალათები მიხვდნენ, რომ წმიდანებს უხილავი ძალა იფარავდა. ღამით ლოცვად დამდგარმა მეომრებმა კვლავ გაიგონეს ღვთის ხმა: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, უკუეთუ მოკუდეს, კუალად ცხონდეს. ნუ გეშინინ, რამეთუ თქვენი არს უხრწნელი გვირგვინნი დიდებისაჲ“.

მეორე დღეს წმიდა მეომრები გააშიშვლეს, ახლო მდებარე ტბასთან მიიყვანეს და მთელი ღამე გაყინულ წყალში ჩააყენეს. მორწმუნეთა საცდუნებლად იქვე ახლოს აბანო გააჩაღეს. ღამის პირველ საათზე, როცა სიცივის დათმენა შეუძლებელი გახდა, ერთ მეომარს უმტყუნა სიმტკიცემ, ადგილს მოსწყდა და სირბილით გაიქცა აბანოსაკენ, მაგრამ ძალა წაერთვა. იქვე ჩაიკეცა და მოკვდა. სამ საათზე უფალმა წყალობა მოუვლინა ტანჯულებს: მოულოდნელად განათდა და ტბაში წყალი გათბა. ამ დროს დარაჯებს ეძინათ. მხოლოდ ერთი, სახელად აგლაოსი ფხიზლობდა. მან დაინახა, რომ ტბაში მდგარი ქრისტიანების თავზე გვირგვინები ბრწყინავდა. აგალოსმა 39 გვირგვინი დათვალა და მოხვდა, რომ გაქცეულმა ჯარისკაცმა უფლისაგან ჯილდო ვერ მიიღო. მან გააღვიძა მძინარე ჯალათები, ტანთ განიძარცვა, განაცხადა, მეც ქრისტიანი ვარო და მოწამეებს შეუერთდა.

დილით წარმართებმა ნახეს, რომ კაბადოკიელი ჯარისკაცები ცოცხალნი იყვნენ, დარაჯი აგლაოსი კი მათ გვერდით იდგა. წმიდა მოწამეები ტბიდან ამოიყვანეს და ხმლებით აკუწეს, შემდეგ მათი გვამები დაწვეს, გარუჯული ძვლებიკი ტბაში გადაყარეს.

საშინელი წამების დროს ჯარისკაცთაგან უმრწემესის, მელიტონის დედა შვილს ამხნევებდა და მოუწოდებდა, უფლის სახელისათვის დაეთმინა ყოველივე. წამებულთა გვამები ურმებზე დააწყვეს და დასაწვავად წაასვენეს, ყრმა მელიტონს კი, რომელიც ჯერ კიდევ სუნთქავდა, თავი დაანებეს. დედამ ხელში აიყვანა დაჭრილი შვილი და გარდაცვლილ თანამოღვაწეებს გვერდით მიუწვინა.

აღსრულებიდან სამი დღის შემდეგ მოწამეები ძილში გამოეცხადნენ სებასტიის ეპისკოპოსს, ნეტარ პეტრეს და სთხოვეს, მიწისთვის მიებარებინა მათი ძვლები. ეპისკოპოსმა რამდენიმე მღვდელთან ერთად ღამით შეაგროვა მოწამეთა წმიდა ნაწილები და პატივით დაფლა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ

სხვა წმიდა მოწამე ირაკლი იხსენიება 18 (31) მაისს. წმიდა მოწამენი ირაკლი, პავლინე და ვენედიმე მოწამეობრივად აღესრულნენ ათენში. ისინი უქადაგებდნენ წარმართებს და არწმუნებდნენ მიეტოვებიანათ უსულო კერპების თაყვანისცემა. მრავალი წამების შემდეგ წმიდა მოწამეები თავიან მოწაფეებთან ერთად გავარვარებულ ღუმელში დაწვეს.

22 ოქტომბერს (4 ნოემბერს) იხსენიება წმიდა მოწამე ირაკლი მხედარი, ანდრიანოპოლელი. წმიდა მოწამენი ალექსანდრე ეპისკოპოსი, ირაკლი მხედარი და დედები ანა, ელისაბედი, თეოდოტია და გლიკერია მოწამეობრივად აღესრულნენ მესამე საუკუნეში ანდრიანოპოლში. ეპოსკოპოსი ალექსანდრე, მიუხედავად ქრისტეანთა სასტიკი დევნისა, უშიშრად ქადაგებდა წარმართთა შორის, ნათლავდა მოქცეულებს. ოლქის განმგებელმა უბრძანა მხედრებს ეწამებინათ ეპისკოპოსი ალექსანდრე და იძულებული გაეხადათ უარეყო ქრისტე. მღვდელმთავარი მოთმინებით იტანდა საშინელ წამებას. ამით გაოცებულმა მხედარმა ირაკლიმ და დედებმა ანამ, ელისაბედმა, თეოდოტიამ და გლიკერიამ ირწმუნეს და აღიარეს ქრისტე, რისთვისაც მიიღეს მოწამეობრივი აღსასრული.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 11:25 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი