IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> ვინ განმარტავს ბიბლიას?, გარდამოცემა ეკლესიაში
alex_b
პოსტი Mar 14 2007, 04:00 PM
პოსტი #41


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



კანონისტო!
სანიმუშო პასუხია smile.gif
მაგრამ არც ისეთი, პასუხის პასუხი რომ არ მქონდეს smile.gif
ისე უბრალოდ არ იფიქრო, რომ კამათისთვის ვკამათობ.
უბრალოდ ეს ფორუმია, სადაც უნდა გამოვთქვათ აზრები და შევედავოთ ერთმანეთს. ასე, რომ ეხლა ჩემი ჯერია.

QUOTE
ჯერ ის ვთქვათ, რომ არაბი მუსლიმებიც არსებობენ სხვათაშორის რომლებსაც შესანიშნავად ესმით არაბული. შენ სხვა არგუმენტი თქვი

კი რა თქმა უნდა არსებობენ, რომელთაც ესმით შესანიშნავად არაბული, მაგრამ აბა ის თუ იცი არაბები მუსულმანების რამდენ პროცენტს შეადგენს? მე არ ვიცი მაგრამ ის ვიცი, რომ მსოფლიოში დაახ. 1 300 000 000 მუსლიმია. და აქედან ალბათ 10% პროცენტი თუ მიხვდება რას ლოცულობს. ასე, რომ ეს არგუმენტი ჩაგივარდა smile.gif



QUOTE
ჯერ ერთი მინდა გითხრა, რომ არსებობს საგანგებო ნამაზი (ას-სალათი), რომელიც აღევლინება ისა წინასწარმეტყველის სახელზე და თხოვენ მეორედ მოსვლის ჟამს შეწევნას (!) რამდენადაც ყურანის მიხედვით ისა წინასწარმეტყველი განიკითხავს მსოფლიოს (!), მათ შორის მუჰამმადსაც [შენდობას ვითხოვ ძე ღვთისას წინასწარმეტყველად მოხსენიების გამო ]

როგორც ჩანს უფრო კონკრეტულად უნდა მეთქვა.
ისა ფეიხამბერი (იესო წინასწარმეტყველი) ყურანიდან, აშკარად არ არის ის იესო, რომელსაც ბიბლია გვასწავლის. ყურანი ამცირებს იესოს და არ წარმოაჩენს მას ისე, როგორც ბიბლია.

რაც შეეხება იესო ქრისტესადმი რწმენას, უფრო დავაკონკრეტებ.
ადამიანს გადაარჩენს რწმენა იესოსადმი ისე, როგორც გამომსყიდველური მსხვერპლისადმი.
იესო ქრისტე კაცობრიობის ცოდვებისათვის გაეკრა ჯვარზე და მან იტვირთა ჩვენი დანაშაული. ჩვენს გამო დაისაჯა. და მე თუ მივიღებ იესოს, როგორც მეფეს, უფალსა და მხსნელს, ეს მსხვერპლი მოქმედი გახდება ჩემს ცხოვრებაში და მომცემს ცოდვების მიტევებას. (და არა რომელიმე კონფესიის დასახელება, თუნდაც წარმომავლობა).

მუსლიმების რწმენა ისა ფეიხამბერზე არის ის, რომ მოვიდა ღმერთის წინასწარმეტყველი მოგვცა წიგნი ინჯილი, რითაც თორა შეცვალა, ხოლო შემდეგ წაიყვანა ღმერთმა. მას შემდეგ კი მოგვევლინა მუჰამედი, რომელიც ბოლო იყო და მისი წიგნი "ყურანი" ყველაზე უპირატეს წიგნად ითვლება.
მუსლიმები დაბეჯითებით უარყოფენ იმას, რომ იესო ქრისტე მოკვდა ჯვარზე ადამიანთა ცოდვებისათვის. მათი აზრით ღმერთმა "მოატყუა" ადამიანები და ქრისტეს ნაცვლად იუდა ისკარიოტელი უცვიათ ჯვარს და იესო ეგონათ.

http://www.islam.ru/lib/Isa/ne_raspyat/
შეგიძლია ეს ნაშრომი წაიკითხო.

QUOTE
რა, ანუ მთავარი სწორი რწმენაა, ცხადია სამების მორწმუნე სექტანტი თუ მწვალებელი უფრო წინ დგას, ვიდრე მუსლიმი, მაგრამ ის მაინც არ არის შემოქმედის მართლად მადიდებელი

ისე გლახა რომ ვიყო გეტყოდი: კიდევ კარგი შენი გადასაწყვეტი არ არის ვინ ადიდებს სწორად შემოქმედსო.
ჩემი სახელით კი გეტყვი.
ერთ მაგალითს მოგიყვან, მაგრამ ისევ ბიბლიიდან. (ისე სხვებიც შემიძლია თუ დაინტერესდები).
იყო კორინთელთა ეკლესია აქაიაში, რომელსაც ჰქონდა გადახვევები როგორც დოგმატურ, ისე მორალურ საკითხებში. მაგრამ პავლე მოციქული მათ მიმართ როცა ეპისტოლეს წერას იწყებს მათ "წმინდანებად" მოიხსენიებს. ასევე უწოდებს "ქრისტეს ეკლესიას" და ა.შ.
ამით იმის თქმა მინდა, რომ არ არსებობს არც ერთი ეკლესია მათ შორის არც მართლმადიდებლური, რომელიც სრულყოფილი იქნება დოქტრინალურ და მორალურ სწავლებებში. მაგრამ როგორც ვხედავ ღმერთი მოწყალეა თავის მოშიშთა მიმართ და მათში პირველ რიგში ნაკლს კი არ ეძებს არამედ სიყვარულს.



--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
missis_kartveli
პოსტი Mar 14 2007, 05:46 PM
პოსტი #42


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,142
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 684



alex_b
უკაცრავად და რომელი რელიგიის მიმდევარი ხარ? შენი ნაწერიდან გამომდინარე მართლმადიდებელი არ უნდა იყო.
კიდევ ერთი, შენ თვლი რომ ჭეშმარიტი რელიგია შეიძლება სხვაც იყოს? ჭეშმარიტება ერთია_ეს ცხადია, მაგრამ გაეცანი ყველა რელიგიის იდეოლოგიას, მათ წესებს, დოგმატებს, სასწაულებს და იქნებ მიხვდე რომ მართლმადიდებლობა ჭეშმაირიტი სარწმუნოებაა. (მის ჭეშმარიტებას ქრისტეს საფლავზე აღდგომას გადმოსული ზეციური ცეცხლიც მიუთითებს, იქნებ შენთვის ესეც არაფერს ნიშნავს...)



კანონისტი

ყველაფერში გეთანხმები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dulos
პოსტი Mar 14 2007, 06:12 PM
პოსტი #43


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 215
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,219



ციტატა
უკაცრავად და რომელი რელიგიის მიმდევარი ხარ? შენი ნაწერიდან გამომდინარე მართლმადიდებელი არ უნდა იყო.
კიდევ ერთი, შენ თვლი რომ ჭეშმარიტი რელიგია შეიძლება სხვაც იყოს? ჭეშმარიტება ერთია_ეს ცხადია, მაგრამ გაეცანი ყველა რელიგიის იდეოლოგიას, მათ წესებს, დოგმატებს, სასწაულებს და იქნებ მიხვდე რომ მართლმადიდებლობა ჭეშმაირიტი სარწმუნოებაა. (მის ჭეშმარიტებას ქრისტეს საფლავზე აღდგომას გადმოსული ზეციური ცეცხლიც მიუთითებს, იქნებ შენთვის ესეც არაფერს ნიშნავს...)



პატივცემულო miss_kartveli

როგორც თემის სატაურიდან ვხედავთ, საკითხი სხვაგვარად დგას, ვის შეუძლია წმიდა წერილის განმარტება?

თქვენ როგორ ფიქრობთ, შეგიძლიათ წაიკითხოთ ბიბლია და გაიგოთ იქ დაწერილი?

მადლობთ






User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 14 2007, 06:16 PM
პოსტი #44


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



alex_b
კარგი და გამართული პასუხები რომ მოგცე, ერთ რამეზე იქნებ მიპასუხო. იმედია იცი რას აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესია და იქნებ მითხრა, ამ მოძღვრებიდან რას/რეებს არ აღიარებ პირადად შენ?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Mar 15 2007, 11:22 AM
პოსტი #45


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



miss_kartveli
ციტატა
უკაცრავად და რომელი რელიგიის მიმდევარი ხარ?

რომლის და ქრისტიანობის მიმდევარია, პირადად ვიცნობ.

ციტატა
ჭეშმარიტება ერთია

და ეს ქრისტეა, ღმერთია ...
სახარებას კითხულობ ხოლმე? ეს ადგილი წაიკითხე (იოანეს სახარება 14:6)


ციტატა
ჭეშმარიტება ერთია_ეს ცხადია, მაგრამ გაეცანი ყველა რელიგიის იდეოლოგიას, მათ წესებს, დოგმატებს, სასწაულებს და იქნებ მიხვდე რომ მართლმადიდებლობა ჭეშმაირიტი სარწმუნოებაა.

ოდესმე ტუ გიფიქრია, რომ არსებობს ცარიელი ფორმალლური მართლმადიდებლობა? მართლმადიდებლობა ქრისტეს გარეშე?
ჩემო კარგო ვერც ციდან ჩამოსული ცეცხლი გადაგარჩენს, ვერც ტაძარში სიარული, ვერც N რაოდენობის რიტუალების ჩატარება თუკი ჭეშმარიტება ვინ არის მხოლოდ ის გეცოდინება...
ჭეშმარიტება გულში უნდა გქონდეს...

ციტატა
კანონისტი

ყველაფერში გეთანხმები

რას იზამ არამართლმადიდებელი 100% სიმართლეს რომ გეუბნებოდეს მაინც არ დაეთანხმები..უბრალოდ იმიტომ რომ ის ქრისტიანი კია, მაგრამ შენნაირი მართლმადიდებელი არა...
რას ვიზამთ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი Mar 15 2007, 12:11 PM
პოსტი #46


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



მის ქართველო
QUOTE
ჭეშმარიტება ერთია_ეს ცხადია, მაგრამ გაეცანი ყველა რელიგიის იდეოლოგიას, მათ წესებს, დოგმატებს, სასწაულებს და იქნებ მიხვდე რომ მართლმადიდებლობა ჭეშმაირიტი სარწმუნოებაა.

შენ თვითონ თუ გაეცანი ყველა რელიგიის იდეოლოგიას?

მისტერ კაიროს
QUOTE
კარგი და გამართული პასუხები რომ მოგცე, ერთ რამეზე იქნებ მიპასუხო. იმედია იცი რას აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესია და იქნებ მითხრა, ამ მოძღვრებიდან რას/რეებს არ აღიარებ პირადად შენ?

ვაღიარებ ეკლესიის მიღებულ მრწამსსა, რომელიც ბიბლიიდან გამომდინარეობს. და ვაღიარებ ბიბლიას, როგორც ღვთივშთაგონებულ, შეუცდომელ, უმაღლეს ავტორიტეტ, ჭეშმარიტების საზომ და ა.შ. წიგნად.

არ ვაღიარებ მეთქი რა გითხრა, მაგრამ არ ვეთანხმები რაღაც-რაღაცეებს, მაგრამ თემის სათაურიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ არ ვეთანხმები მიდგომას ბიბლიასთან მიმართებაში.
მიმაჩნია, რომ ბიბლია არ არის მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანთა წიგნი. ეს ყველასთვისაა და ყველას შეუძლია წაიკითხოს იგი და მოუსმინოს უფალ იესოს ქადაგებებს სახარების მეშვეობით.
მიმაჩნია, რომ ბიბლია ძალიან ახლობელი წიგნია ჩემთვის.
ვინაიდან თავდაპირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. ღმერთი ჩემთვის გაცხადებულია მისი სიტყვის მეშვეობით. მე ღმერთს ბიბლიიდან ვიცნობ და არა მის გარეშე. ჩემი აზრით ეკლესია მოწოდებულია არა იმისათვის, რომ ბიბლიის მოვალეობა გასწიოს, არამედ მიმართულება მისცეს ადამიანებს ბიბლიისაკენ.

ყველა (ეკლესია) ვინც საკუთარ დიდებას ეძებს არაა მასში ჭეშმარიტება, მაგრამ ყველა, ვინც ეძებს საკუთარი წარმომგზავნელის, ღმერთის დიდებას მასში არაა სიცრუე.
მე ამ ფრაზას ასე ვუყურებ, რომ ადამიანი, რომელიც ღმერთისაკენ მიგითითებს პირველ რიგში - ის სწორად ლაპარაკობს. მაგრამ ადამიანი, რომელიც საკუთარ ეკლესიას უფრო ადიდებს, ვიდრე იესო ქრისტეს და მის სახარებას ..... რა მოგახსენო.

აბა ეხლა თქვენს ფოსტებს ველოდები.
ისე ვცდილობ თემას არ გავცდეთ.
არ ვაღიარებ არც ერ


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 15 2007, 12:14 PM
პოსტი #47


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



alex_b



მაპატიეთ, მაგრამ არ შემიძლია, რომ არ ვთქვა, ვაი, ბიბლია თქვენს ხელში sad.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 15 2007, 12:18 PM
პოსტი #48


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



alex_b
ვერ გავიგე მაინც....

ციტატა
ვაღიარებ ეკლესიის მიღებულ მრწამსსა, რომელიც ბიბლიიდან გამომდინარეობს.

ჩვენ აგერ მივიჩნევთ, რომ წმიდათა მიმართ ლოცვა და ხატთა თაყვანისცემა სწორედ რომ ბიბლიიდან გამომდინარეობს. ასე რომ ასეთი პასუხი არ არის გასაგები

კონკრეტულად ჩამოწერე


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი Mar 15 2007, 12:25 PM
პოსტი #49


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



QUOTE
ჩვენ აგერ მივიჩნევთ, რომ წმიდათა მიმართ ლოცვა და ხატთა თაყვანისცემა სწორედ რომ ბიბლიიდან გამომდინარეობს. ასე რომ ასეთი პასუხი არ არის გასაგები

არ არის ეს ბიბლიიდან გამომდინარე!!!
იქნებ შენ მითხრა რატომ არის?

კონკრეტულად ვეთანხმები:
1. წმიდა სამების მოძღვრება
2. მოძღვრება სულის უკვდავების შესახებ
3. ქრისტეში გადარჩენის შესახებ
4. მეორედ მოსვლის შესახებ

და აღარ ჩამოვთვლი იმ სხვა საკითხებს რაც მრწამსშია ჩამოთვლილი.
იმედი მაქვს მრწამსი იცი wink.gif

არ ვეთანხმები სწავლებასა და მოქმედებას:
1. ხატთაყვანისცემა
2. მიცვალებულთა ზიარება და ცოდვების მიტევება
3. ასევე მათი განათლება იმ ქვეყანაში
4. მათ ბიბლიისადმი დამოკიდებულებას (უკვე აღვნიშნე როგორც)
5. წმიდა მამების წერილების გატოლებიას ბიბლიასთან
და მრავალ სხვას
მაგრამ შეგახსენებ წეღან რაც ვთქვი, რომ თემას რომ არ გადავუხვიოთ და ხატთა თაყვანისცემასა და წმიდანებზე ლოცვაზე რომ არ გადავიდეთ (იქიდან ძლივს გადმოვედით, თუ გამოგვყარეს იქით ილაპარაკეთო), გავაგრძელოთ წმიდა წერილზე ლაპარაკი.


მხევალო ნინო
მგონი ცოტა შეურაცხმყოფელი იყო mad.gif
მაგრამ არა უშავს უარესები ამიტანია biggrin.gif
ისე ამის პასუხად ერთ ისტორიას მოგიყვები ბიბლიის შესახებ.

ერთ-ერთი ექსპედიცია ერთ კუნძულზე ჩავიდა. ამ კუნძულზე ცნობილი იყო რომ ერთ დროს კანიბალები ცხოვრობდნენ, მაგრამ მათ ცხოვრებაში რაღაც შეიცვალა. მათ უკვე ხალხთან ურთიერთობა დაიწყეს და ვაჭრობდნენ კიდევაც სხვა ადამიანებთან. გემის კაპიტანი როცა კუნძულზე გადავიდა და ტომის ბელადს შეხვდა, აღმოაჩინა, რომ ამ ტომის ბელადს ხელში ბიბლია ეჭირა.
- იმედია მაგ მოძველებული წიგნის არ გჯერათ, ჰკითხა კაპიტანმა
რაზედაც ტომის ბელადმა მიუგო:
- შენ მოძველებული წიგნი ეძახე ამას, მაგრამ იცოდე, რომ ამის დამსახურებაა, შენ რომ ჩვენს ქვაბში არ იხარშებიო.

არ ვიცი რამდენა მხატვრულად გადმოვეცი smile.gif


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Mar 15 2007, 12:28 PM
პოსტი #50


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



მხევალი ნინო
ციტატა
მაპატიეთ, მაგრამ არ შემიძლია, რომ არ ვთქვა, ვაი, ბიბლია თქვენს ხელში

ბიბლიას კითხულობ ხოლმე? თუ კურთხევა არა გაქვს მოცემული ? rolleyes.gif

კანონისტი
ციტატა
ხატთა თაყვანისცემა სწორედ რომ ბიბლიიდან გამომდინარეობს


მერე ეგ შენ გჯერა რომ ბიბლიიდან მომდინარეობს, თორემ ის წმინდა მამებიც, რომელნიც ემხრობიან ხატთაყვანისცემას, ბიბლიურ მუხლებს არ იყენებენ ხატთაყვანისმცემლობის გასამართლებლად. wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 15 2007, 12:31 PM
პოსტი #51


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
2. მიცვალებულთა ზიარება და ცოდვების მიტევება


შამანებში გეშლებით laugh.gif laugh.gif

ციტატა
5. წმიდა მამების წერილების გატოლებიას ბიბლიასთან


ბიბლია მათ დაამტკიცეს laugh.gif და რა იცი რომ აპოკრიფები არ შეიტანეს? laugh.gif





--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 15 2007, 12:34 PM
პოსტი #52


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



გლახა
ციტატა
ბიბლიას კითხულობ ხოლმე? თუ კურთხევა არა გაქვს მოცემული ?



შენ დეიღუპე საცხა biggrin.gif , კითხვით ვკითხულობ ბიბლიას, მაგრამ ჯერ ალექსის და შენს დონეს ვერ მოვაღწიე, რომ განვმარტო, ამიტომ აქ სემოვდივარ და თქვენი განმარტებებით ვტკბები.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი Mar 15 2007, 12:36 PM
პოსტი #53


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



QUOTE
ბიბლია მათ დაამტკიცეს და რა იცი რომ აპოკრიფები არ შეიტანეს?

კი არ დაამტკიცეს - აღიარეს!!!!

ეგღა აკლია ბიბლიას, ვინმემ დაამტკიცოს laugh.gif

QUOTE
შენ დეიღუპე საცხა , კითხვით ვკითხულობ ბიბლიას, მაგრამ ჯერ ალექსის და შენს დონეს ვერ მოვაღწიე, რომ განვმარტო, ამიტომ აქ სემოვდივარ და თქვენი განმარტებებით ვტკბები.


აბა რისთვის კითხულობ?

ისე დულოსსაც ნუ დაივიწყებ. ეწყინება smile.gif


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 15 2007, 12:39 PM
პოსტი #54


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
კი არ დაამტკიცეს - აღიარეს!!!!

ეგღა აკლია ბიბლიას, ვინმემ დაამტკიცოს


რა აღიარეს, ვინ შეკრა რო? laugh.gif მათ გამოარჩიეს და შეკრეს laugh.gif ეკლესია ბიბლიაზე არ დაფუძნებულა-აშკარად laugh.gif ეკლესიური წიგნია laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი Mar 15 2007, 12:43 PM
პოსტი #55


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



QUOTE
რა აღიარეს, ვინ შეკრა რო? მათ გამოარჩიეს და შეკრეს ეკლესია ბიბლიაზე არ დაფუძნებულა-აშკარად ეკლესიური წიგნია


მინდა იცოდე, რომ არც ბიბლიაა ეკლესიის პროდუქტი და არც პირიქით.
ერთისაც და მერეს ავტორიც - სულიწმიდაა.
მაგრამ აშკარად არასწორი გამოთქმა იყო.
შეკვრით ეკლესიამ შეკრა, მაგრამ მათ აღიარეს თითოეული მათგანის ღვთივსულიერება და შეკრეს. ისე მინდა შეგახსენო, რომ რატომღაც (ალბათ შეეშალათ) წმიდა მამების წერილები არ შეიტანეს ამ წიგნში. ეს ბიბლიის უპირატესობას ხომ არ ნიშნავს მნათე?



--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 15 2007, 12:47 PM
პოსტი #56


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



alex_b
[quote]აბა რისთვის კითხულობ?

აი, ჩემი განმარტებაღა აკლდა მსოფლიოს, ისე დარწმუნებული ვარ, ხალხი ისეთია, მეც კი განმარტება, რომ დავიწყო მიმდევრები გამომიჩნდდებიანsmile.gif))

მე ვკიტხულობ, ნელ-ნელა და არა ცალკეულ ფრაზებს, არამედ მთლიანად. თუ კითხვები მებადება განმარტებას ვკიტხულობ, შენსას დულოსისას და გლახასასsmile.gif))))))))))))))) აბა რა ვქნა მე ცოდვილმა, სული წმინდის მადლი მხოლოდ თქვენ რჩეულებზეა, მე სად მივწვდები.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 15 2007, 12:49 PM
პოსტი #57


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მინდა იცოდე, რომ არც ბიბლიაა ეკლესიის პროდუქტი და არც პირიქით.
ერთისაც და მერეს ავტორიც - სულიწმიდაა.
მაგრამ აშკარად არასწორი გამოთქმა იყო.
შეკვრით ეკლესიამ შეკრა, მაგრამ მათ აღიარეს თითოეული მათგანის ღვთივსულიერება და შეკრეს. ისე მინდა შეგახსენო, რომ რატომღაც (ალბათ შეეშალათ) წმიდა მამების წერილები არ შეიტანეს ამ წიგნში. ეს ბიბლიის უპირატესობას ხომ არ ნიშნავს მნათე?


ღია კარს ნუ ამტვრევ, ის მამები ხატებს ეთაყვანებოდნენ, მაგრამ რატომღაც მრავალმოწყალე ღმერთმა მისცა საშუალება, ათეულობით გნოსტიკური აპოკრიფისგან გამოერჩიათ წმიდა წერილები და შეეკრათ wink.gif ეს ადვილი, ხომ არ გგონია? laugh.gif ისინი წმიდა გარდამოცემას ეყრდნობოდნენ....

აი ჩემთვის ქრისტეანული კანონმდებლობა:

1. წმიდა წერილი და წმიდა გარდამოცემა;
2. წმიდათა და ყოვლად ქებულთა ათორმეტთა მოციქულთა კანონები;
3. მსოფლიო კრებათა კანონები;
4. ადგილობრივ კრებათა ზოგადქრისტიანული მნიშვნე-ლობის კანონები;
5. ეპისტოლარული კანონმდებლობა;
6. ადგილობრივი კრებების ლოკალური მნიშვნელობის კანონები;
7. ეკლესიის მეთაურთა განჩინებანი.

უპირატესობას ხედავ? wink.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 15 2007, 12:54 PM
პოსტი #58


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



alex_b
ციტატა
2. მიცვალებულთა ზიარება და ცოდვების მიტევება

რა დამთხვევაა. არც მე ვაღიარებ ამას, მეტიც საეკლესიო კანონებით კატეგორიულად არის აკრძალული

მიცვალებულთა ზიარება საიდან მოიტანე არ მესმის....

ციტატა
5. წმიდა მამების წერილების გატოლებიას ბიბლიასთან

წმინდა მამებს ბიბლიას არავინ უტოლებს. წმ. გარდამოცემაა ბიბლიის თანასწორი

და თუ რატომ, ეს დაამტკიცა მსოფლიო კრებამ, იმავე კრებამ, რომელმაც ბიბლიის კანონიკური წიგნები დაამტკიცა

ამდენად, თუკი ერთგან მართალი იყო კრება, მეორეგან არ იყო??

ან ახალი აღთქმის, როგორც წიგნის, სრულად დაწერამდე (I საუკუნეში) ეკლესია არ არსებობდა? როგორ გადაეცემოდათ მოძღვრებმა მრავალრიცხოვან მრევლს, რომლებიც სახარების უნახავად სწირავდნენ თავს ქრისტეს მოძღვრებას???

სახარების კანონიკური ტექსტი არის კრების მიერ დადგენილი (ისევ ვიმეორებ), და ამავე კრებამ ცნო და აღიარა როგორც ხატთა თაყვანისცემა, ისე წმ. გარდამოცემის თანასწორობა ბიბლიასთან. თუკი შენ არ გჯერა გარდამოცემის, მე უკვე ის გამიკვირდება, ბიბლიის როგორღა გჯერა??? იქნება, მუსლიმები არიან მართლები, რომ რაღაც "სახარება" (ე.წ. "იჯნილი") არსებობს, რომელიც ჩვენ ქრისტიანებმა დავმალეთ, "გავაღმერთეთ" რა "წინასწარმეტყველი ისა"??

მნათე
ციტატა
აი ჩემთვის ქრისტეანული კანონმდებლობა:

1. წმიდა წერილი და წმიდა გარდამოცემა;
2. წმიდათა და ყოვლად ქებულთა ათორმეტთა მოციქულთა კანონები;
3. მსოფლიო კრებათა კანონები;
4. ადგილობრივ კრებათა ზოგადქრისტიანული მნიშვნე-ლობის კანონები;
5. ეპისტოლარული კანონმდებლობა;
6. ადგილობრივი კრებების ლოკალური მნიშვნელობის კანონები;
7. ეკლესიის მეთაურთა განჩინებანი.

უპირატესობას ხედავ?


გენაცვალე 2kiss.gif

ისე, რაცხა ჩემი წიგნი გამახსენდა.... rolleyes.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Mar 15 2007, 01:07 PM
პოსტი #59


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



მნათე
ციტატა
ღია კარს ნუ ამტვრევ

ვინ ასწავლის ამ ბავშვს ფრაზებს სიცარიელეზე? rolleyes.gif rolleyes.gif
laugh.gif laugh.gif

კანონისტი
ციტატა
რა დამთხვევაა. არც მე ვაღიარებ ამას, მეტიც საეკლესიო კანონებით კატეგორიულად არის აკრძალული

მიცვალებულთა ზიარება საიდან მოიტანე არ მესმის....


რატომ გაგიკვირდა კანონისტ? თუ ისინიც ისევე ცოცხლები არიან და შეგვიძლია ვთხოვოთ ჩვენთვის ლოცვა, რა ზიარებას ვერ მიიღებენ...? ისე ასეთი ლოგიკით ბევრ აბსურდამდე მივალთ....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი Mar 15 2007, 01:09 PM
პოსტი #60


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



დუუუულოოოოსსს მიშველეეეეე!

QUOTE
ღია კარს ნუ ამტვრევ, ის მამები ხატებს ეთაყვანებოდნენ, მაგრამ რატომღაც მრავალმოწყალე ღმერთმა მისცა საშუალება, ათეულობით გნოსტიკური აპოკრიფისგან გამოერჩიათ წმიდა წერილები და შეეკრათ ეს ადვილი, ხომ არ გგონია? ისინი წმიდა გარდამოცემას ეყრდნობოდნენ....

საინტერესოა!!!
კი ისინი წმიდა გადმოცემას ეყრდნობოდნენ, ხოლო წმიდა გადმოცემები წმიდა წერილების უპირატესობას აღიარებდნენ არა?
აბა რა ნიშნით შეირჩა ეს 27 კურთხეული წიგნი?

QUOTE
1. წმიდა წერილი და წმიდა გარდამოცემა;
2. წმიდათა და ყოვლად ქებულთა ათორმეტთა მოციქულთა კანონები;
3. მსოფლიო კრებათა კანონები;
4. ადგილობრივ კრებათა ზოგადქრისტიანული მნიშვნე-ლობის კანონები;
5. ეპისტოლარული კანონმდებლობა;
6. ადგილობრივი კრებების ლოკალური მნიშვნელობის კანონები;
7. ეკლესიის მეთაურთა განჩინებანი.

თითქმის სწორი თანამიმდევრობაა, მაგრამ პირველი პუნქტი რომ ორად გაგეყო სადაო აღარაფერი იქნებოდა.

QUOTE
მიცვალებულთა ზიარება საიდან მოიტანე არ მესმის....

შენი აზრით საიდან მოვიტანე?
მე ნამდვილად არ მომიგონია.

QUOTE
სახარების კანონიკური ტექსტი არის კრების მიერ დადგენილი (ისევ ვიმეორებ), და ამავე კრებამ ცნო და აღიარა როგორც ხატთა თაყვანისცემა, ისე წმ. გარდამოცემის თანასწორობა ბიბლიასთან. თუკი შენ არ გჯერა გარდამოცემის, მე უკვე ის გამიკვირდება, ბიბლიის როგორღა გჯერა??? იქნება, მუსლიმები არიან მართლები, რომ რაღაც "სახარება" (ე.წ. "იჯნილი") არსებობს, რომელიც ჩვენ ქრისტიანებმა დავმალეთ, "გავაღმერთეთ" რა "წინასწარმეტყველი ისა"??


ამაზე განათლებულ დულოსს დაველოდები რას იტყვის wink.gif


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st September 2024 - 12:20 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience